კვირა, მაისი 10, 2026

რამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენა დეფეკაციის დროს, რა ძირითადი მიზეზი არსებობს…

რამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენა დეფეკაციის დროს, რა ძირითადი მიზეზი არსებობს

საუბრობს „სტუმრად ექიმთან“ „ჯეო ჰოსპიტალსის“ თბილისის კლინიკის ბავშვთა ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, გოგა ბახტაძე:

„ნაწლავურ ინფექციაზე უნდა ვიფიქროთ მაშინ, როცა ეს ნაწლავური მასებიც არის თხიერი, როდესაც პაციენტს აქვს დიარეა და სისხლთან გარეულია მომწვანო მასები, როდესაც პაციენტს აღენიშნება მუცლის მოვლითი ტკივილი, ტემპერატურა და ა.შ.  ხშირ შემთხვევაში, მიზეზი მსუბუქია. სისხლდენის მიზეზი ყაბზობის ფონზე განვითარებული უმნიშვნელო ნახეთქი არის ხოლმე, რაც ადვილად მოგვარებადია. ინიშნება ადგილობრივი და დასალევი მედიკამენტები.

სისხლის ფერის მიხედვითაც შეიძლება ვივარაუდოთ, რა ნაწილიდან ხდება სისხლდენა, წვრილი ნაწლავიდან, მსხვილი ნაწლავიდან თუ კუჭიდან.

კუჭიდან და თორმეტგოჯადან სისხლდენა ყოველთვის შავია. წვრილი ნაწლავიდან სისხლდენის დროს უფრო მუქი, შინდისფერია. ყველაზე გავრცელებული წვრილი ნაწლავიდან სისხლდენის დროს მეკელის დივერტიკულიდან სისხლდენაა. მეკელის დივერტიკული ნაწლავზე პატარა წანაზარდია, რომელიც ნორმით არ უნდა იყოს და ის 1000-დან მხოლოდ 2-3 ბავშვს აქვს.

წვრილი ნაწლავიდან სისხლდენა შეიძლება გაუვალობამაც მოგვცეს. ნაწლავის გაუვალობის ერთ-ერთი სახეობაა ინვაგინაცია, რა დროსაც ნაწლავი ნაწლავში იჭედება და მასაც თან ახლავს სისხლდენა.

არის მსხვილი ნაწლავიდან არსებული სისხლდენები, რომელთაც ახასიათებთ უფრო ღია, ალისფერი, ჟოლოსფერი სისხლი, შეიძლება, გამოწვეული იყოს ნაწლავის პოლიპით. ბავშვს უნდა ჩავუტაროთ კვლევა.

სისხლის ანალიზი საკმარისი არ არის და ანალიზში არსებული ცვლილებები სიმპტომებთან კორელაციაშია მნიშვნელოვანი, რადგან ანალიზში არსებული ცვლილებების მიზეზი შეიძლება სხვადასხვა დარღვევები იყოს, არ არის სავალდებულო, რომ მიზეზი მაინც და მაინც ქირურგიული, ნაწლავური ანთება იყოს. მარტო ექოსკოპიით დადგენა, თუ სიმპტომები არ არის, საკმარისი არ არის. საერთო სურათი გვიჩვენებს, თუ რა მკურნალობა სჭირდება პაციენტს“.

#datashvil    #drpkhakadze  #sheniganatleba

მოკლე ტელომერები დაკავშირებულია დაბერებასთან ასოცირებულ ყველა პრობლემასთან

ტელომერები ჩვენი ქრომოსომების ბოლოებზე არსებული დნმ-ის პატარა „ქუდებია”, რომლებიც ასაკთან ერთად, ზომაში ნელ-ნელა მცირდება.
უჯრედის ყოველი გაყოფისას ტელომერები ოდნავ მოკლდება. ეს პროცესი გრძელდება მანამდე, სანამ უჯრედი არ შეწყვეტს გაყოფას ან არ მოხდება აპოპტოზი, ანუ უჯრედის დაპროგრამებული სიკვდილი.
უჯრედი კვდება, როდესაც მისი ტელომერები უკვე ძალიან მოკლეა.
რაც უფრო გრძელია ტელომერები, მით უფრო მეტი ხნის განმავლობაში ხდება დნმ-ის ჯანსაღი რეპლიკაცია. რაც უფრო მოკლეა ისინი, მით უფრო მოკლეა ჩვენი ცხოვრება.
მოკლე ტელომერები დაკავშირებულია დაბერებასთან ასოცირებულ ყველა პრობლემასთან და ზრდის არა მხოლოდ ჭაღარა თმის, არამედ გულის დაავადებების, კიბოს, იმუნური სისტემის დისფუნქციიის და სხვა რისკებს.
კვლევებით დადგინდა, რომ გვაქვს უზარმაზარი გავლენა ჩვენს ტელომერებზე. ტოქსიკური, პროცესირებული საკვებით მდიდარი დიეტა, შაქარი, გარემო ტოქსინები, უმოძრაო ცხოვრების წესი და ფსიქოლოგიური სტრესი- აჩქარებს ტელომერების დამოკლების პროცესს.
სრულფასოვანი საკვებით, ფიტონუტრიენტებით მდიდარი დიეტა, ვარჯიში, მედიტაცია, ძილი, სიყვარული და მულტივიტამინებიც კი, აგრძელებენ ტელომერებს და ახანგრძლივებენ სიცოცხლეს.
წყარო:
ქრომოსომების ბოლოებზე მდებარე განმეორებად უბნებს ტელომერები ეწოდება და ისინი ეუკარიოტთა მრავალ სახეობაში გვხვდება, დაწყებული ადამიანებიდან, დამთავრებული ერთუჯრედიანი უმარტივესებით. ტელომერები ქრომოსომების ბოლოებზე თავსახურებივითაა, რომლებიც შიდა ნაწილებს იცავენ და დნმ-ის თითოეული რეპლიკაციისას ისინი სიგრძეში ოდნავ მოკლდება.

მეცნიერებმა მიაგნეს ახალ მეთოდს, რომლითაც თაგვებში სიცოცხლის ხანგრძლივობა მკვეთრად გაზარდეს

მეცნიერები ძალ-ღონეს არ იშურებენ სხვადასხვა სახის ექსპერიმენტებზე, რათა სიცოცხლე თუნდაც მცირე ხნით გაგვიხანგრძლივონ. თაგვებზე ჩატარებულმა ახალმა კვლევამ საკმაოდ დამაინტრიგებელი შედეგები დადო — ჰიპერგრძელი ტელომერების წყალობით, სიცოცხლის გახანგრძლივება მოხერხდა.

„მე დღეს ვამბობ და ვადასტურებ, რომ 20-მდე სამედიცინო დაწესებულების აკრედიტაცია მიმდინარეობს წარმატებით“ – გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე საქართველოში იმყოფება.

კლინიკებმა საერთაშორისო აკრედიტაციის გავლისთვის მზადება დაიწყეს.

საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში  გიორგი ფხაკაძე წარმოადგენს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული ყველა კლინიკა ვალდებული იქნება მსოფლიოში მოქმედი სტანდარტები დააკმაყოფილოს და საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანოს აღიარება მოიპოვოს.

ამასთან, მიმდინარე წელს სამედიცინო დაწესებულებებმა უკვე უნდა წარადგინონ კონტრაქტი აკრედიტაციის ორგანოსთან. საერთაშორისო ექსპერტების მიერ მოხდება სამედიცინო მომსახურების ხარისხის, კლინიკებში არსებული პროცესებისა და ინფრასტრუქტურის შესაბამისობის დადგენა საერთაშორისო სტანდარტებისგან.

გიორგი ფხაკაძე სამედიცინო დაწესებულებებს ეწვია. შეხვდა კლინიკის ხელმძღვანელობას და მედპერსონალს.

აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელმა საქართველოში გიორგი ფხაკაძემ ბათუმიდან პირდაპირი ჩართვის დროს ისაუბრა საქართველოში აკრიდატიციის პროცესის შესახებ.

მედცენტრი / MedCenter ბათუმში არის პირველი დაწესებულება საქართველოში, სადაც აკრედიტაცია კანადამ დაიწყო აკრედიტაციის პროცესი. მედცენტრთან არსებობს რამდენიმე კლინიკა, რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრი, რომელიც არის ძალიან ძლიერი კლინიკა, ასევე ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტი ავიცენა, ასევე დიაგნოსტიკური ცენტრი. რთული პროცესია. ვისაუბრეთ აკრედიტაციის პროცესის შესახებ, თუ რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ. მოხარული ვარ, რომ კარგი შედეგებია“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

მისი თქმით, ერთ წელში ეს კლინიკები იქნებიან ძალიან მაღალი სტანდარტების და გააუმჯობესებენ თავიანთ სერვისებს.

„საერთაშორისო აკრედიტაცია საქართველოში საკმაოდ წარმატებულად ინერგება. კანადის საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანომ, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა იოაკიმეს და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრთან თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა. ეს დიდი პატივია. მადლობას ვუხდი ნდობისთვის. ასევე თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა კლინიკა „ვივამედთან“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

როგორც გიორგი ფხაკაძემ აღნიშნა, სამედიცინო დაწესებულების აკრედიტაცია მიმდინარეობს წარმატებით.

„მადლობა ვუხდი ნდობისთვის საქართველოს საპატრიარქოს წმიდა იოაკიმეს და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრს, საპატრიარქომ მომცა საშუალება, რომ დავეხმარო ამ კლინიკას. მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ეს კლინიკა იყოს კიდევ უფრო უკეთესი“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.
მისივე თქმით, 20-მდე სამედიცინო დაწესებულებამ გააკეთა სწორი არჩევანი.
„საქართველოში, 20-მდე სამედიცინო დაწესებულებამ გააკეთა სწორი არჩევანი.
მე დღეს ვამბობ და ვადასტურებ, რომ 20-მდე სამედიცინო დაწესებულების აკრედიტაცია მიმდინარეობს წარმატებით“, – აღნიშნა კრედიტაცია კანადას წარმომადგენელმა საქართველოში გიორგი ფხაკაძემ.

აკრედიტაცია კანადის პარტნიორები არიან:

მედცენტრი / MedCenter ბათუმი

სოლომედი / SoloMed ბათუმი

Consilium Medulla • კონსილიუმ მედულა

�Jo Ann University Hospital • ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი

პინეო სამედიცინო ეკოსისტემა • Pineo Medical Ecosystem

HERA 2011

ვივო მედიქალ ჯგუფი /Vivo Medical Group

თბილისის ცენტრალური საავადმყოფო / Tbilisi Central Hospital

Innova Medical Center

Innova Invitro/ინოვა ინვიტრო

ნ.ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრი

ჟორდანიას კლინიკა/zhordania Clinic

წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკური საავადმყოფო

ნეონატოლოგიური ცენტრი N ქირონ+

ვივამედი vivamedi

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა იოაკიმეს და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრი

ექიმები პაციენტებს ხშირად აშორებენ „უსარგებლო” ორგანოს, რომელიც რეალურად კიბოს ებრძვის

არის პატარა ცხიმოვანი ჯირკვალი, რომელიც არის მკერდის უკან და ხშირად ამბობენ, რომ ის „უსარგებლოა“ ზრდასრულ ასაკში. თი­მუ­სი არის პა­ტა­რა მკერ­დუ­კა­ნა ცხი­მო­ვა­ნი ჯირ­კვა­ლი.

ბო­ლოდ­რო­ინ­დელ­მა რეტროსპექტულმა კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ თი­მუ­სის ჯირ­კვალს სა­თა­ნა­დოდ არ იყე­ნე­ბენ.

ამერიკელმა მკვლევარებმა დაადგინეს, – ვი­საც თი­მუ­სის ჯირ­კვა­ლი ამოკ­ვე­თი­ლი აქვთ, მათ ასევე აქვთ კიბოს განვითარების რისკი.

კვლე­ვა არის წმინ­და დაკ­ვირ­ვე­ბა, ეს ნიშ­ნავს იმას, რომ მას არ შე­უძ­ლია აჩ­ვე­ნოს, რომ თი­მუ­სის მო­ცი­ლე­ბა პირ­და­პირ იწ­ვევს კი­ბოს ან სხვა შე­საძ­ლო და­ა­ვა­დე­ბებს, მაგ­რამ მკვლე­ვა­რე­ბი ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ თი­მუ­სის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა პრი­ო­რი­ტე­ტი უნდა იყოს, სა­დაც ეს შე­საძ­ლე­ბე­ლია. ბავ­შვო­ბა­ში, თი­მუ­სი მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს ას­რუ­ლებს იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბა­ში.

ამტკიცებენ, რომ თიმუსის შენარჩუნება „კლინიკური პრიორიტეტი უნდა იყოს“, სადაც ეს შესაძლებელია.

იმ დროისთვის, როდესაც ადამიანი სქესობრივ მომწიფებას აღწევს, თიმუსი იკუმშება და ორგანიზმისთვის გაცილებით ნაკლებ T- უჯრედებს წარმოქმნის. ერთი შეხედვით, მისი ამოღება შესაძლებელია დაუყოვნებელი ზიანის გარეშე და რადგან ის ზის გულის წინ, ხშირად ამოღებულია კარდიოთორაკალური ოპერაციის დროს. ეს უკა­ნას­კნე­ლი სის­ხლის თეთ­რი უჯრე­დე­ბის ტი­პია, რო­მე­ლიც ებ­რძვის მიკ­რო­ბებ­სა და და­ა­ვა­დე­ბებს.თი­მუ­სის გა­რე­შე ბავ­შვებს ასე­ვე აქვთ დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლი იმუ­ნუ­რი პა­სუ­ხი ვაქ­ცი­ნა­ზე. როცა ზო­გი­ერთ პა­ცი­ენტს თი­მუ­სის კი­ბო­თი ან ქრო­ნი­კუ­ლი აუ­ტო­ი­მუ­ნუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბით, სჭირ­დე­ბა თი­მექ­ტო­მია, რომ­ლის დრო­საც თი­მუ­სის ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა ხდე­ბა, ჯირ­კვა­ლი ყო­ველ­თვის არ არის დაბ­რკო­ლე­ბა, პი­რი­ქით, ის შე­იძ­ლე­ბა დიდი დახ­მა­რე­ბაც კი იყოს

სა­ხელ­მწი­ფო ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის პა­ცი­ენ­ტე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, ბოს­ტონ­ში მკვლე­ვა­რებ­მა შე­ა­და­რეს პა­ცი­ენ­ტე­ბის შე­დე­გე­ბი: 6 000-ზე მეტ ადა­მი­ან­ზე, რო­მელ­თაც არ ამო­ი­ღეს თი­მუ­სი და 1 146 ადა­მი­ან­მა, რო­მელ­თაც ამო­ი­ღეს თი­მუ­სი.

პაციენტებს, რომლებსაც თიმუსის ამოღება ჰქონდათ, ასევე ორჯერ მეტი შანსი ჰქონდათ კიბოს განუვითარდეთ ოპერაციიდან 5 წლის განმავლობაში. უფრო მეტიც, ეს კიბო ზოგადად უფრო აგრესიული იყო და ხშირად მეორდებოდა მკურნალობის შემდეგ საკონტროლო ჯგუფთან შედარებით.  კიბო უფრო აგ­რე­სი­უ­ლი ფორ­მის იყო და ხში­რად მე­ორ­დე­ბო­და მკურ­ნა­ლო­ბის შემ­დეგ, მე­ო­რე ჯგუ­ფის­გან გან­სხვა­ვე­ბით. რა­ტომ არ­სე­ბობს ეს ასო­ცი­ა­ცი­ე­ბი, უც­ნო­ბია, მაგ­რამ მკვლე­ვა­რე­ბი ეჭ­ვო­ბენ, რომ თი­მუ­სის ნაკ­ლე­ბო­ბა გარ­კვე­ულ­წი­ლად ზრდას­რულ­თა იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის ჯან­საღ ფუნ­ქცი­ას არ­ღვევს.

მკვლევარები ეჭვობენ, რომ თიმუსის ნაკლებობა გარკვეულწილად არღვევს ზრდასრულთა იმუნური სისტემის ჯანსაღ ფუნქციას…

წყა­რო

#datashvil    #drpkhakadze  #sheniganatleba

„ასეთ შემთხვევებში გვაქვს საკმაოდ მკაცრი რეაგირება – შესაბამისი სანქციები აუცილებლად განხორციელდება ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან“ – ილია ღუდუშაური

„მშობიარობისა და საკეისროს დროს, აყვანილი ექიმის ანაზღაურება გათვალისწინებულია იმ ტარიფში, რომელიც დავაწესეთ. ამ სერვისის გამო, არცერთ კლინიკას არ აქვს უფლება პაციენტი გაიყვანოს დაფინანსების DRG მოდელიდან და ასეთ შემთხვევებში გვაქვს საკმაოდ მკაცრი რეაგირება“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ „ქრონიკაში“ განაცხადა. ილია ღუდუშაურის განმარტებით, რეფორმა სექტორთან მჭიდრო კომუნიკაციის შედეგად განხორციელდა.

მისი თქმით, ქვეყანაში არსებობს კლინიკები, რომლებიც ერთგვარ, პრემიუმ სერვისს სთავაზობენ პაციენტებს, მაგალითად VIP პალატები და ა.შ, რასაც სახელმწიფო არ აფინანსებს.

„ქვეყანაში არსებობს კლინიკები, რომლებიც ერთგვარ, პრემიუმ სერვისს სთავაზობენ პაციენტებს, მაგალითად VIP პალატები და ა.შ, რასაც სახელმწიფო არ აფინანსებს. იმ შემთხვევაში თუ პაციენტს სურს, ე.წ. VIP პალატა ან სხვა ექსტრაორდინარული სერვისი, რა თქმა უნდა, შეუძლია, ერთჯერადად, გამოეთიშოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას და თავად დააფინანსოს მომსახურების ხარჯები. თუმცა, აყვანილი ექიმის მომსახურება, დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ არის ტარიფში გათვალისწინებული და ამ მიზეზით, პაციენტის საყოველთაო პროგრამიდან გათიშვა, არ შეიძლება. ახლაც, როდესაც პროგრამა საპილოტე რეჟიმი მოქმედებს, ვახდენთ რეაგირებას და კლინიკებს ვატყობინებთ, რომ არ შეიძლება, ამ მიზეზით, მარტივად რომ ვთქვათ, პაციენტები მოვატყუოთ.

თუმცა, ორი თვის თავზე, როდესაც პროგრამის საპილოტე რეჟიმი დასრულდება, ამოქმედდება სანქციები და შესაბამისი სანქციები აუცილებლად განხორციელდება ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან“, – განაცხადა ილია ღუდუშაურმა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, სამედიცინო დაწესებულების უმრავლესობა გადაწყვეტილებით კმაყოფილია.

„სერვისების სენსიტიურობიდან გამომდინარე, ჩვენ ძალიან ადრე დავიწყეთ კომუნიკაცია კლინიკებთან და ასოციაციებთან. ამ კომუნიკაციის შედეგად, ვფიქრობ, რომ სამშობიაროების აბსოლუტური უმრავლესობა მეტ ნაკლებად კმაყოფილია. რაც შეეხება გარკვეულ გამოწვევებს, რაც კონკრეტულ, მაღალანაზღაურებად ექიმებთან მიმართებაში სახელდება, ამ შემთხვევაში ჯანდაცვის სამინისტროს აქვს კონკრეტული პოზიცია – ეს არის კლინიკის და ექიმის ურთიერთობის საკითხი, როდესაც ექიმი არის ძალიან წარმატებული, ჰყავს ბევრი პაციენტი, ამ შემთხვევაში კლინიკამ და ექიმმა ანაზღაურების ნაწილი უნდა დაარეგულირონ შიდა სტრუქტურით, რაც ბევრად სამართლიანი იქნება“, – განაცხადა ღუდუშაურმა.

#datashvil    #drpkhakadze  #sheniganatleba

„აყვანილი ექიმის მომსახურების ანაზღაურება გათვალისწინებულია იმ ტარიფში, რომელიც დაწესდა სამინისტროს მიერ“

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ილია ღუდუშაურმა DRG მოდელის მოქმედების შესახებ „ქრონიკაში“ ისაუბრა.

საქართველოში DRG-ი დაფინანსების მოდელი 1 წელზე მეტია მოქმედებს, 1 თვეა დაფინანსების ეს სისტემა გავრცელდა მშობიარობის დაფინანსებაზეც. ამ დროის განმავლობაში, სრულად, დაფინანსდა დაახლოებით 2 200 მშობიარობა.

აქამდე დაფინანსება ფიზიოლოგიური მშობიარობის შემთხვევაში 500 ლარი, საკეისროს შემთხვევაში კი 800 ლარი იყო, ამასთან, თითქმის ყველა მშობიარეს უწევდა თანაგადახდა. დღეის მდგომარეობით, მომსახურება ფინანსდება სრულად, პაციენტის მიერ თანაგადახდის გარეშე.
სამინისტროს მიერ, კლინიკებისგან მოხდა ხარჯებთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოთხოვა, როგორც მშობიარობა/საკეისრო კვეთის, ისე ექიმის მომსახურების, გაუტკივარების საფასურისა და სხვა. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, განისაზღვრა ახალი ტარიფი 1220 ლარის ოდენობით და ყველა კლინიკისთვის ერთიანი სატარიფო არეალი ჩამოყალიბდა.
ე.წ. აყვანილი ექიმის მომსახურების ანაზღაურება გათვალისწინებულია იმ ტარიფში, რომელიც დაწესდა სამინისტროს მიერ. შესაბამისად, ამ სერვისის გამო, არც ერთ კლინიკას არ აქვს უფლება პაციენტი, გაიყვანოს დაფინანსების DRG მოდელიდან.

გიორგი ფხაკაძე მედცენტრს ეწვია – მედცენტრი არის პირველი დაწესებულება საქართველოში, სადაც აკრედიტაცია კანადამ დაიწყო აკრედიტაციის პროცესი

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე საქართველოში იმყოფება.

კლინიკებმა საერთაშორისო აკრედიტაციის გავლისთვის მზადება დაიწყეს.

საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში  გიორგი ფხაკაძე წარმოადგენს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული ყველა კლინიკა ვალდებული იქნება მსოფლიოში მოქმედი სტანდარტები დააკმაყოფილოს და საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანოს აღიარება მოიპოვოს.

ამასთან, მიმდინარე წელს სამედიცინო დაწესებულებებმა უკვე უნდა წარადგინონ კონტრაქტი აკრედიტაციის ორგანოსთან. საერთაშორისო ექსპერტების მიერ მოხდება სამედიცინო მომსახურების ხარისხის, კლინიკებში არსებული პროცესებისა და ინფრასტრუქტურის შესაბამისობის დადგენა საერთაშორისო სტანდარტებისგან.

გიორგი ფხაკაძე მედცენტრი / MedCenter-ს ეწვია. შეხვდა კლინიკის ხელმძღვანელობას და მედპერსონალს. ისაუბრეს აკრიდატიციის პროცესის შესახებ.

მედცენტრი / MedCenter ბათუმში არის პირველი დაწესებულება საქართველოში, სადაც აკრედიტაცია კანადამ დაიწყო აკრედიტაციის პროცესი.

„საერთაშორისო აკრედიტაცია საქართველოში საკმაოდ წარმატებულად ინერგება. მედცენტრი / MedCenter ბათუმში არის პირველი დაწესებულება საქართველოში, სადაც აკრედიტაცია კანადამ დაიწყო აკრედიტაციის პროცესი. კლინიკა არის ხარისხზე ორიენტირებული. ყველაზე მნიშვნელოვანი ხარისხია“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

გიორგი ფხაკაძე მოხარულია, რომ სამედიცინო დაწესებულებები ირჩევენ ხარისხს…

„ჩვენ, საქართველოში გადავდივართ რაოდენობრივ, ხარისხიან ჯანდაცვაზე, რათა ჯანდაცვა იყოს ხარისხიანი და კარგი. რაც მთავარია, პაციენტებისათვის უსაფრთხო“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

1945 წელის აჭარაში დაარსდა პირველი ონკოლოგიური დაწესებულება ონკოპუნქტის სახელით.

1951 წელს N 1 საავადმყოფოს ბაზაზე
დაარსდა აჭარის ა რ ონკოლოგიური დისპანსერი.

1965 წლიდან აჭარის ა რ ონლოგიური დისპანსერს ემატება სტაციონარი და ფუნქციონირებას იწყებს (პუშკინის N118) როგორც შპს ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ონკოლოგიური ცენტრი“
2012 წელს დაიწყოახალი ეტაპი შპს ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ონკოლოგიური ცენტრი“-ს
ისტორიაში,მოხდა ჰოსპიტალის სრული რეკონსტრუქცია – რეაბილიტაცია ,განახლდა დიაგნოსტიკური რგოლი, დაინერგა ახალი მიმართულებები,ჰოსპიტალმა დაიწყო ფუნქციონირება,როგორც მაღალტექნოლოგიურმა, მრავალპროფილურმა სამედიცინო დაწესებულებამ ,,მედცენტრის“ სახელწოდებით.

„მედცენტრი“ წარმოადგენს მაღალტექნოლოგიურ,მრავალპროფილურ სამკურნალო-დიაგნოსტიკურ სამედიცინო დაწესებულებას. ჰოსპიტალში დანერგილია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი დიაგნოსტიკური კვლევები,რაც ძალზე მნიშვნელოვანია სამედიცინო სფეროში,ყოველივე ეს კი მოსახლეობას საშუალებას აძლევს ქვეყნიდან გაუსვლელად მიიროს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მომსახურება.

კორპორაცია „მედცენტრი“ აერთიანებს რამდენიმე ფილიალს, რათა მოხდეს თითოეული პაციენტის მოთხოვნების გათვალისწინება!
არის ყველაფერი იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ მაღალხარისხიანი სამედიცინო მომსახურება მყუდრო ატმოსფეროში.

კლინიკა მდებარეობს შემდეგ მისამართზე:  ქ.ბათუმი 26 მაისის ქ. N74/ა.პუშკინის ქ.N118-120

საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო.

მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხები – ძალიან საინტერესო ინტერვიუ გიორგი ფხაკაძესთან

#datashvil    #drpkhakadze  #sheniganatleba

5 ინსტრუმენტი, რომლებიც ინფორმაციის გადამოწმებაში დაგეხმარება

ინტერნეტის ეპოქაში, როცა მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ინფორმაციის უწყვეტ ნაკადზე მიუწვდება ხელი, დეზინფორმაცია მზარდ გამოწვევად იქცა. დეზინფორმაციულ კამპანიებს ხელისუფლებები იყენებენ როგორც საკუთარი, ისე უცხო ქვეყნის მოსახლეობის წინააღმდეგ გარკვეული ჯგუფების ერთმანეთთან დასაპირისპირებლად, მომხრეთა მოსაზიდად, ოპონენტების დისკრედიტაციისთვის, პანიკის დასათესად და ა.შ.

ქართველი ხალხი ამ მიმართულებით ბევრად დიდი საფრთხეების წინაშე დგას. მცდარი, შეცდომაში შემყვანი ნარატივების გაჟღერებას საქართველოში გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებელი პირები თითქმის არასდროს ერიდებიან. ეს განსაკუთრებით ცხადი ხდება პოლიტიკური არასტაბილურობის, ფართომასშტაბიანი აქციების მიმდინარეობისას და მის შემდეგ, როცა პოლიტიკური მოწინააღმდეგეების გათიშვა და პროტესტის გაფანტვაა საჭირო.

გარდა ამ მხრივ არსებული პრობლემებისა, ქვეყნის რეალობაში ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევებიც დგას — დასავლეთთან ჰიბრიდულ ომში ჩართული რუსეთი თავისი პროპაგანდისტული არხებით ყველაფერს აკეთებს, რათა საქართველოში პროდასავლური განწყობა ჩააქროს და მოსახლეობა ევროკავშირისა და ნატოს მიმართ უნდობლად განაწყოს. სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ვფლობდეთ მარტივ საშუალებებს, რომლებიც ინფორმაციის გადამოწმებაში დაგვეხმარება. ეს სტატია სწორედ ამას შეეხება.

Tineye

პირველწყაროს გაგებას დეზინფორმაციასთან ბრძოლაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ყალბი ამბავი ხშირად სწორედ პირველწყაროზე მანიპულაციის შედეგია. ასევე, თავად პირველწყაროც შეიძლება იყოს დეზინფორმაციის გამავრცელებელი. მნიშვნელოვანია კონტექსტიც, რომელშიც ქვეყნდება კონკრეტული მასალა. მაგალითად, ხშირად იუმორისტული გვერდების მიერ გამოქვეყნებულ მასალას კონკრეტული აქტორები რეალურად ასაღებენ და ამით სხვადასხვა მიზანს აღწევენ. ასევე, ხშირად დეზინფორმატორები თარიღით მანიპულირებენ და ძველ ამბავს ახლად ასაღებენ — ერთი შეხედვით, შეიძლება ეს პრობლემად არ გვეჩვენებოდეს, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ კონკრეტული ისტორია შეიძლება 10 წლის წინ არ იყო მნიშვნელოვანი, თუმცა აწმყოში დიდი გაუგებრობა გამოიწვიოს.

Tineye.com არის პლატფორმა, რომელიც ფოტოს ატვირთვით, ან ლინკის ჩაწერით ყველა ამ ინფორმაციას მოგაწვდით.

ESRI | World Imagery Wayback

ხშირად დეზინფორმაცია ისტორიის რევიზიონიზმს ეფუძნება. ერთი შეხედვით, ნაკლებად რეალისტურად ჟღერს, თუმცა ხშირად ინფრასტრუქტურის/გარემოს ცვლილება კონკრეტულ მიზნებს ემსახურება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია გვქონდეს შესაძლებლობა, გადავამოწმოთ, თუ როგორ გამოიყურებოდა კონკრეტული გეოგრაფიული გარემო დროის სხვადასხვა მონაკვეთში. ამისათვის საუკეთესო საშუალება ESRI World Imagery Wayback-ია, რომელიც საშუალებას მოგცემთ, სხვადასხვა წელს გადაღებული სატელიტური ფოტოები ერთმანეთს შეადაროთ. ამ გზით თავს დაიცავთ სატელიტური ფოტოების გაყალბების გზით სხვა ნებისმიერი მანიპულაციისგანაც.

Google Fact Check Explorer

ციფრულმა ეპოქამ ფაქტჩექერების მნიშვნელობაც ძალიან გაზარდა. ინტერნეტში ყოველდღიურად უდიდესი რაოდენობის სიახლე ჩნდება, რომელთა ნაწილიც აუცილებლად შეიცავს დეზინფორმაციის ნიშნებს, ეს პრობლემა კი გაკონტროლებას მოითხოვს. როგორც წესი, კონკრეტულ მედიასაშუალებებს ჰყავთ საკუთარი ფაქტჩექერები, რომლებიც ამ კომპანიებისთვის მუშაობენ. ეს კონკრეტული ინფორმაციის გადამოწმებას ძალიან ართულებს, რადგან, ცალკეული მედია დეზინფორმაციის მთელ სპექტრს ვერ ფარავს. Google Fact Check Explorer არის ცენტრალიზებული პლატფორმა, სადაც სხვადასხვა გამოცემის გადამოწმებული ინფორმაციისა და ვერდიქტის ხილვაა შესაძლებელი, საკმარისი მხოლოდ საძიებო სიტყვის ჩაწერაა.

წაიკითხედ სრულად

#datashvil    #drpkhakadze  #sheniganatleba

„ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია – ამ ეტაპზე რეფორმა პოზიტიურად მიმდინარეობს“

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ილია ღუდუშაურმა DRG მოდელის მოქმედების შესახებ „ქრონიკაში“ ისაუბრა.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. უკვე 1,5 წელზე მეტია საქართველოში DRG დაფინანსების მოდელი მოქმედებს. აგერ უკვე ერთი თვეა დაფინანსება გავრცელდა მშობიარობაზე და მშობიარობასთან დაკავშირებულ ყველა სერვისზე. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახლა უკვე DRG მოდელი მოქმედებს ყველა იმ სერვისზე, რომელიც მსოფლიოში არის აპრობირებული და რომელსაც ფარავს DRG მოდელი.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ მშობიარობის უკვე დაახლოებით 2 200 შემთხვევა ანაზღაურდა. ყველაფერი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. არანაირ მნიშვნელოვან პრობლემას ადგილი არ ჰქონია. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ეტაპზე რეფორმა პოზიტიურად მიმდინარეობს“, – განაცხადა ილია ღუდუშაურმა.

#datashvil    #drpkhakadze  #sheniganatleba

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights