ქოლეცისტიტი
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)
ქოლეცისტიტი
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“
არსებობს თუ არა იმუნიტეტის გასაძლიერებელი მედიკამენტები?
საუბრობს იმუნოლოგ-ალერგოლოგი, თსსუ-ს პროფესორი დავით თელია:
„სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ბუნებაში არ არსებობს ასეთი პრეპატარი, რომელიც იმუნურ სისტემას ასტიმულირებს, იმუნურ პასუხს აძლიერებს. არავითარი მტკიცებულება არ არის, მიუხედავად იმისა, რომ, სავსეა ლიტერატურა, მათ შორის, სოციალური ქსელები სხვადასხვა რეკომენდაციით.
დღეს მედიცინაში ერთი მთავარი პრობლემაა, სარწმუნო სამედიცინო ინფორმაცია. სარწმუნო რეკომენდაციების მოძიება უფასო რესურებში ძალიან რთულია, სამწუხაროდ, პაციენტები ძალიან ხშირად იჯერებენ და იყენებენ, ზოგჯერ ასეთი საშუალებების გამოყენება იძლევა გაცილებით უარეს შედეგს.
იმუნური სისტემის მობილიზაციის და მისი ნორმალური ფუნქციონირების გარანტიის ერთადერთი საშუალება გახლავთ ადამიანის ცხოვრების წესი:
ნორმალური კვება, ფიზიკური აქტივობა და ა.შ. თუ გვინდა იმუნური სისტემა იყოს ფორმაში, მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ ვიყოთ ბუნებაში, კარგია ცხოველებთან ურთიერთობა, ესეც ასტიმულირებს იმუნურ სისტემას.
რაც უფრო მეტ ინფექციას ხვდება ადამიანი, მისი იმუნური სისტემა მით უფრო ვარჯიშობს. ძალიან ხშირად ამბობენ, განსაკუთრებით მშობლები, რომ ბავშვები წელიწადში 4-5-ჯერ ცივდებიან ვირუსული ინფექციებით. მინდა დავამშვიდო, რომ 6-7 და ზოგიერთი მონაცემებით 8 ინფექცია, ჩვეულებრივი ვირუსული სახადი ინფექცია, არის მისაღები. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანის იმუნუდეფიციტური მდგომარეობა არის, პირიქით ეს ყველაფერი აძლიერებს იმუნურ სისტემას, მას ასტიმულირებს. სამწუხაროდ, ვიტამინები და ა.შ. არ აძლიერებს იმუნიტეტს. დღესდღებით ასეთი საშუალებები არ არსებობს“.
რამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენა დეფეკაციის დროს, რა ძირითადი მიზეზი არსებობს
საუბრობს „სტუმრად ექიმთან“ „ჯეო ჰოსპიტალსის“ თბილისის კლინიკის ბავშვთა ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, გოგა ბახტაძე:
„ნაწლავურ ინფექციაზე უნდა ვიფიქროთ მაშინ, როცა ეს ნაწლავური მასებიც არის თხიერი, როდესაც პაციენტს აქვს დიარეა და სისხლთან გარეულია მომწვანო მასები, როდესაც პაციენტს აღენიშნება მუცლის მოვლითი ტკივილი, ტემპერატურა და ა.შ. ხშირ შემთხვევაში, მიზეზი მსუბუქია. სისხლდენის მიზეზი ყაბზობის ფონზე განვითარებული უმნიშვნელო ნახეთქი არის ხოლმე, რაც ადვილად მოგვარებადია. ინიშნება ადგილობრივი და დასალევი მედიკამენტები.
სისხლის ფერის მიხედვითაც შეიძლება ვივარაუდოთ, რა ნაწილიდან ხდება სისხლდენა, წვრილი ნაწლავიდან, მსხვილი ნაწლავიდან თუ კუჭიდან.
კუჭიდან და თორმეტგოჯადან სისხლდენა ყოველთვის შავია. წვრილი ნაწლავიდან სისხლდენის დროს უფრო მუქი, შინდისფერია. ყველაზე გავრცელებული წვრილი ნაწლავიდან სისხლდენის დროს მეკელის დივერტიკულიდან სისხლდენაა. მეკელის დივერტიკული ნაწლავზე პატარა წანაზარდია, რომელიც ნორმით არ უნდა იყოს და ის 1000-დან მხოლოდ 2-3 ბავშვს აქვს.
წვრილი ნაწლავიდან სისხლდენა შეიძლება გაუვალობამაც მოგვცეს. ნაწლავის გაუვალობის ერთ-ერთი სახეობაა ინვაგინაცია, რა დროსაც ნაწლავი ნაწლავში იჭედება და მასაც თან ახლავს სისხლდენა.
არის მსხვილი ნაწლავიდან არსებული სისხლდენები, რომელთაც ახასიათებთ უფრო ღია, ალისფერი, ჟოლოსფერი სისხლი, შეიძლება, გამოწვეული იყოს ნაწლავის პოლიპით. ბავშვს უნდა ჩავუტაროთ კვლევა.
სისხლის ანალიზი საკმარისი არ არის და ანალიზში არსებული ცვლილებები სიმპტომებთან კორელაციაშია მნიშვნელოვანი, რადგან ანალიზში არსებული ცვლილებების მიზეზი შეიძლება სხვადასხვა დარღვევები იყოს, არ არის სავალდებულო, რომ მიზეზი მაინც და მაინც ქირურგიული, ნაწლავური ანთება იყოს. მარტო ექოსკოპიით დადგენა, თუ სიმპტომები არ არის, საკმარისი არ არის. საერთო სურათი გვიჩვენებს, თუ რა მკურნალობა სჭირდება პაციენტს“.
მეცნიერები ძალ-ღონეს არ იშურებენ სხვადასხვა სახის ექსპერიმენტებზე, რათა სიცოცხლე თუნდაც მცირე ხნით გაგვიხანგრძლივონ. თაგვებზე ჩატარებულმა ახალმა კვლევამ საკმაოდ დამაინტრიგებელი შედეგები დადო — ჰიპერგრძელი ტელომერების წყალობით, სიცოცხლის გახანგრძლივება მოხერხდა.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე საქართველოში იმყოფება.
კლინიკებმა საერთაშორისო აკრედიტაციის გავლისთვის მზადება დაიწყეს.
საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში გიორგი ფხაკაძე წარმოადგენს.
მთავრობის გადაწყვეტილებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული ყველა კლინიკა ვალდებული იქნება მსოფლიოში მოქმედი სტანდარტები დააკმაყოფილოს და საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანოს აღიარება მოიპოვოს.
ამასთან, მიმდინარე წელს სამედიცინო დაწესებულებებმა უკვე უნდა წარადგინონ კონტრაქტი აკრედიტაციის ორგანოსთან. საერთაშორისო ექსპერტების მიერ მოხდება სამედიცინო მომსახურების ხარისხის, კლინიკებში არსებული პროცესებისა და ინფრასტრუქტურის შესაბამისობის დადგენა საერთაშორისო სტანდარტებისგან.
გიორგი ფხაკაძე სამედიცინო დაწესებულებებს ეწვია. შეხვდა კლინიკის ხელმძღვანელობას და მედპერსონალს.
აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელმა საქართველოში გიორგი ფხაკაძემ ბათუმიდან პირდაპირი ჩართვის დროს ისაუბრა საქართველოში აკრიდატიციის პროცესის შესახებ.
„მედცენტრი / MedCenter ბათუმში არის პირველი დაწესებულება საქართველოში, სადაც აკრედიტაცია კანადამ დაიწყო აკრედიტაციის პროცესი. მედცენტრთან არსებობს რამდენიმე კლინიკა, რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრი, რომელიც არის ძალიან ძლიერი კლინიკა, ასევე ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტი ავიცენა, ასევე დიაგნოსტიკური ცენტრი. რთული პროცესია. ვისაუბრეთ აკრედიტაციის პროცესის შესახებ, თუ რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ. მოხარული ვარ, რომ კარგი შედეგებია“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.
მისი თქმით, ერთ წელში ეს კლინიკები იქნებიან ძალიან მაღალი სტანდარტების და გააუმჯობესებენ თავიანთ სერვისებს.
„საერთაშორისო აკრედიტაცია საქართველოში საკმაოდ წარმატებულად ინერგება. კანადის საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანომ, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა იოაკიმეს და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრთან თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა. ეს დიდი პატივია. მადლობას ვუხდი ნდობისთვის. ასევე თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა კლინიკა „ვივამედთან“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.
როგორც გიორგი ფხაკაძემ აღნიშნა, სამედიცინო დაწესებულების აკრედიტაცია მიმდინარეობს წარმატებით.
აკრედიტაცია კანადის პარტნიორები არიან:
მედცენტრი / MedCenter ბათუმი
სოლომედი / SoloMed ბათუმი
Consilium Medulla • კონსილიუმ მედულა
��Jo Ann University Hospital • ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი
პინეო სამედიცინო ეკოსისტემა • Pineo Medical Ecosystem
ვივო მედიქალ ჯგუფი /Vivo Medical Group
თბილისის ცენტრალური საავადმყოფო / Tbilisi Central Hospital
ნ.ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრი
ჟორდანიას კლინიკა/zhordania Clinic
წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკური საავადმყოფო
ნეონატოლოგიური ცენტრი N ქირონ+
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა იოაკიმეს და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრი
არის პატარა ცხიმოვანი ჯირკვალი, რომელიც არის მკერდის უკან და ხშირად ამბობენ, რომ ის „უსარგებლოა“ ზრდასრულ ასაკში. თიმუსი არის პატარა მკერდუკანა ცხიმოვანი ჯირკვალი.
ბოლოდროინდელმა რეტროსპექტულმა კვლევამ აჩვენა, რომ თიმუსის ჯირკვალს სათანადოდ არ იყენებენ.
ამერიკელმა მკვლევარებმა დაადგინეს, – ვისაც თიმუსის ჯირკვალი ამოკვეთილი აქვთ, მათ ასევე აქვთ კიბოს განვითარების რისკი.
კვლევა არის წმინდა დაკვირვება, ეს ნიშნავს იმას, რომ მას არ შეუძლია აჩვენოს, რომ თიმუსის მოცილება პირდაპირ იწვევს კიბოს ან სხვა შესაძლო დაავადებებს, მაგრამ მკვლევარები ამტკიცებენ, რომ თიმუსის შენარჩუნება პრიორიტეტი უნდა იყოს, სადაც ეს შესაძლებელია. ბავშვობაში, თიმუსი მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნური სისტემის განვითარებაში.
ამტკიცებენ, რომ თიმუსის შენარჩუნება „კლინიკური პრიორიტეტი უნდა იყოს“, სადაც ეს შესაძლებელია.
იმ დროისთვის, როდესაც ადამიანი სქესობრივ მომწიფებას აღწევს, თიმუსი იკუმშება და ორგანიზმისთვის გაცილებით ნაკლებ T- უჯრედებს წარმოქმნის. ერთი შეხედვით, მისი ამოღება შესაძლებელია დაუყოვნებელი ზიანის გარეშე და რადგან ის ზის გულის წინ, ხშირად ამოღებულია კარდიოთორაკალური ოპერაციის დროს. ეს უკანასკნელი სისხლის თეთრი უჯრედების ტიპია, რომელიც ებრძვის მიკრობებსა და დაავადებებს.თიმუსის გარეშე ბავშვებს ასევე აქვთ დაქვეითებული იმუნური პასუხი ვაქცინაზე. როცა ზოგიერთ პაციენტს თიმუსის კიბოთი ან ქრონიკული აუტოიმუნური დაავადებებით, სჭირდება თიმექტომია, რომლის დროსაც თიმუსის ქირურგიული ჩარევა ხდება, ჯირკვალი ყოველთვის არ არის დაბრკოლება, პირიქით, ის შეიძლება დიდი დახმარებაც კი იყოს
სახელმწიფო ჯანდაცვის სისტემის პაციენტების მონაცემების გამოყენებით, ბოსტონში მკვლევარებმა შეადარეს პაციენტების შედეგები: 6 000-ზე მეტ ადამიანზე, რომელთაც არ ამოიღეს თიმუსი და 1 146 ადამიანმა, რომელთაც ამოიღეს თიმუსი.
პაციენტებს, რომლებსაც თიმუსის ამოღება ჰქონდათ, ასევე ორჯერ მეტი შანსი ჰქონდათ კიბოს განუვითარდეთ ოპერაციიდან 5 წლის განმავლობაში. უფრო მეტიც, ეს კიბო ზოგადად უფრო აგრესიული იყო და ხშირად მეორდებოდა მკურნალობის შემდეგ საკონტროლო ჯგუფთან შედარებით. კიბო უფრო აგრესიული ფორმის იყო და ხშირად მეორდებოდა მკურნალობის შემდეგ, მეორე ჯგუფისგან განსხვავებით. რატომ არსებობს ეს ასოციაციები, უცნობია, მაგრამ მკვლევარები ეჭვობენ, რომ თიმუსის ნაკლებობა გარკვეულწილად ზრდასრულთა იმუნური სისტემის ჯანსაღ ფუნქციას არღვევს.
მკვლევარები ეჭვობენ, რომ თიმუსის ნაკლებობა გარკვეულწილად არღვევს ზრდასრულთა იმუნური სისტემის ჯანსაღ ფუნქციას…
„მშობიარობისა და საკეისროს დროს, აყვანილი ექიმის ანაზღაურება გათვალისწინებულია იმ ტარიფში, რომელიც დავაწესეთ. ამ სერვისის გამო, არცერთ კლინიკას არ აქვს უფლება პაციენტი გაიყვანოს დაფინანსების DRG მოდელიდან და ასეთ შემთხვევებში გვაქვს საკმაოდ მკაცრი რეაგირება“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ „ქრონიკაში“ განაცხადა. ილია ღუდუშაურის განმარტებით, რეფორმა სექტორთან მჭიდრო კომუნიკაციის შედეგად განხორციელდა.
მისი თქმით, ქვეყანაში არსებობს კლინიკები, რომლებიც ერთგვარ, პრემიუმ სერვისს სთავაზობენ პაციენტებს, მაგალითად VIP პალატები და ა.შ, რასაც სახელმწიფო არ აფინანსებს.
„ქვეყანაში არსებობს კლინიკები, რომლებიც ერთგვარ, პრემიუმ სერვისს სთავაზობენ პაციენტებს, მაგალითად VIP პალატები და ა.შ, რასაც სახელმწიფო არ აფინანსებს. იმ შემთხვევაში თუ პაციენტს სურს, ე.წ. VIP პალატა ან სხვა ექსტრაორდინარული სერვისი, რა თქმა უნდა, შეუძლია, ერთჯერადად, გამოეთიშოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას და თავად დააფინანსოს მომსახურების ხარჯები. თუმცა, აყვანილი ექიმის მომსახურება, დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ არის ტარიფში გათვალისწინებული და ამ მიზეზით, პაციენტის საყოველთაო პროგრამიდან გათიშვა, არ შეიძლება. ახლაც, როდესაც პროგრამა საპილოტე რეჟიმი მოქმედებს, ვახდენთ რეაგირებას და კლინიკებს ვატყობინებთ, რომ არ შეიძლება, ამ მიზეზით, მარტივად რომ ვთქვათ, პაციენტები მოვატყუოთ.
თუმცა, ორი თვის თავზე, როდესაც პროგრამის საპილოტე რეჟიმი დასრულდება, ამოქმედდება სანქციები და შესაბამისი სანქციები აუცილებლად განხორციელდება ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან“, – განაცხადა ილია ღუდუშაურმა.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, სამედიცინო დაწესებულების უმრავლესობა გადაწყვეტილებით კმაყოფილია.
„სერვისების სენსიტიურობიდან გამომდინარე, ჩვენ ძალიან ადრე დავიწყეთ კომუნიკაცია კლინიკებთან და ასოციაციებთან. ამ კომუნიკაციის შედეგად, ვფიქრობ, რომ სამშობიაროების აბსოლუტური უმრავლესობა მეტ ნაკლებად კმაყოფილია. რაც შეეხება გარკვეულ გამოწვევებს, რაც კონკრეტულ, მაღალანაზღაურებად ექიმებთან მიმართებაში სახელდება, ამ შემთხვევაში ჯანდაცვის სამინისტროს აქვს კონკრეტული პოზიცია – ეს არის კლინიკის და ექიმის ურთიერთობის საკითხი, როდესაც ექიმი არის ძალიან წარმატებული, ჰყავს ბევრი პაციენტი, ამ შემთხვევაში კლინიკამ და ექიმმა ანაზღაურების ნაწილი უნდა დაარეგულირონ შიდა სტრუქტურით, რაც ბევრად სამართლიანი იქნება“, – განაცხადა ღუდუშაურმა.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ილია ღუდუშაურმა DRG მოდელის მოქმედების შესახებ „ქრონიკაში“ ისაუბრა.
საქართველოში DRG-ი დაფინანსების მოდელი 1 წელზე მეტია მოქმედებს, 1 თვეა დაფინანსების ეს სისტემა გავრცელდა მშობიარობის დაფინანსებაზეც. ამ დროის განმავლობაში, სრულად, დაფინანსდა დაახლოებით 2 200 მშობიარობა.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე საქართველოში იმყოფება.
კლინიკებმა საერთაშორისო აკრედიტაციის გავლისთვის მზადება დაიწყეს.
საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში გიორგი ფხაკაძე წარმოადგენს.
მთავრობის გადაწყვეტილებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული ყველა კლინიკა ვალდებული იქნება მსოფლიოში მოქმედი სტანდარტები დააკმაყოფილოს და საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანოს აღიარება მოიპოვოს.
ამასთან, მიმდინარე წელს სამედიცინო დაწესებულებებმა უკვე უნდა წარადგინონ კონტრაქტი აკრედიტაციის ორგანოსთან. საერთაშორისო ექსპერტების მიერ მოხდება სამედიცინო მომსახურების ხარისხის, კლინიკებში არსებული პროცესებისა და ინფრასტრუქტურის შესაბამისობის დადგენა საერთაშორისო სტანდარტებისგან.
გიორგი ფხაკაძე მედცენტრი / MedCenter-ს ეწვია. შეხვდა კლინიკის ხელმძღვანელობას და მედპერსონალს. ისაუბრეს აკრიდატიციის პროცესის შესახებ.
მედცენტრი / MedCenter ბათუმში არის პირველი დაწესებულება საქართველოში, სადაც აკრედიტაცია კანადამ დაიწყო აკრედიტაციის პროცესი.
„საერთაშორისო აკრედიტაცია საქართველოში საკმაოდ წარმატებულად ინერგება. მედცენტრი / MedCenter ბათუმში არის პირველი დაწესებულება საქართველოში, სადაც აკრედიტაცია კანადამ დაიწყო აკრედიტაციის პროცესი. კლინიკა არის ხარისხზე ორიენტირებული. ყველაზე მნიშვნელოვანი ხარისხია“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.
გიორგი ფხაკაძე მოხარულია, რომ სამედიცინო დაწესებულებები ირჩევენ ხარისხს…
„ჩვენ, საქართველოში გადავდივართ რაოდენობრივ, ხარისხიან ჯანდაცვაზე, რათა ჯანდაცვა იყოს ხარისხიანი და კარგი. რაც მთავარია, პაციენტებისათვის უსაფრთხო“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.
1945 წელის აჭარაში დაარსდა პირველი ონკოლოგიური დაწესებულება ონკოპუნქტის სახელით.
1951 წელს N 1 საავადმყოფოს ბაზაზე
დაარსდა აჭარის ა რ ონკოლოგიური დისპანსერი.
1965 წლიდან აჭარის ა რ ონლოგიური დისპანსერს ემატება სტაციონარი და ფუნქციონირებას იწყებს (პუშკინის N118) როგორც შპს ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ონკოლოგიური ცენტრი“
2012 წელს დაიწყოახალი ეტაპი შპს ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ონკოლოგიური ცენტრი“-ს
ისტორიაში,მოხდა ჰოსპიტალის სრული რეკონსტრუქცია – რეაბილიტაცია ,განახლდა დიაგნოსტიკური რგოლი, დაინერგა ახალი მიმართულებები,ჰოსპიტალმა დაიწყო ფუნქციონირება,როგორც მაღალტექნოლოგიურმა, მრავალპროფილურმა სამედიცინო დაწესებულებამ ,,მედცენტრის“ სახელწოდებით.
კორპორაცია „მედცენტრი“ აერთიანებს რამდენიმე ფილიალს, რათა მოხდეს თითოეული პაციენტის მოთხოვნების გათვალისწინება!
არის ყველაფერი იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ მაღალხარისხიანი სამედიცინო მომსახურება მყუდრო ატმოსფეროში.
საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო.
მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხები – ძალიან საინტერესო ინტერვიუ გიორგი ფხაკაძესთან