კვირა, მაისი 10, 2026

ცის­ტი­ტი, მი­ზე­ზე­ბი, სიმ­პტო­მე­ბი, მკურნალობა, დი­აგ­ნოს­ტი­კა, პრევენცია…

ცის­ტი­ტი

  • ცის­ტი­ტი შარ­დის ბუშ­ტის ინ­ფექ­ცი­ა­ა.
  • რო­გორც წე­სი, მას ბაქ­ტე­რი­ე­ბი იწ­ვევს.
  • ყვე­ლა­ზე ხში­რი სიმ­პტო­მე­ბია გახ­ში­რე­ბუ­ლი შარ­დვა, ტკი­ვი­ლი ან წვის შეგ­რძნე­ბა შარ­დვი­სას.
  • დი­აგ­ნო­ზი შე­იძ­ლე­ბა სიმ­პტო­მე­ბის მი­ხედ­ვი­თაც და­ის­ვას, მაგ­რამ, რო­გორც წე­სი, შარ­დის ანა­ლი­ზიც კეთ­დე­ბა.
  • ინ­ფექ­ცი­ი­სა და სიმ­პტო­მე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ მე­დი­კა­მენ­ტე­ბია სა­ჭი­რო.

მი­ზე­ზე­ბი
ქა­ლებ­ში ცის­ტი­ტი ხში­რი პრობ­ლე­მა­ა, გან­სა­კუთ­რე­ბით კი შვი­ლოს­ნო­ბის ასაკ­ში. ზოგ მათ­განს ეს გან­მე­ო­რე­ბით, მრა­ვალ­ჯერ ემარ­თე­ბა. რამ­დე­ნი­მე მი­ზე­ზის გა­მო შარ­დის ბუშ­ტის ინ­ფექ­ცია ქა­ლებ­ში უფ­რო ხში­რი­ა, მათ შო­რის იმი­ტომ, რომ ქა­ლე­ბის შარ­დსა­დე­ნი მოკ­ლეა და ახ­ლო­საა სა­შოს­თან და ყი­თას­თან, სა­დაც ბაქ­ტე­რი­ე­ბი დი­დი რა­ო­დე­ნო­ბი­თა­ა. სქე­სობ­რივ­მა აქ­ტმაც შე­იძ­ლე­ბა შე­უწყ­ოს ამას ხე­ლი, რად­გან მოძ­რა­ო­ბის დროს მიკ­რო­ორ­გა­ნიზ­მე­ბი უფ­რო ად­ვი­ლად აღ­წე­ვენ შარ­დსა­დენს და აღ­მა­ვა­ლი გზით ვრცელ­დე­ბი­ან შარ­დის ბუშ­ტის­კენ. ორ­სულ ქა­ლებ­ში ეს პრობ­ლე­მა გან­სა­კუთ­რე­ბით ხში­რი­ა, რად­გან ამ დროს შარ­დის ბუშ­ტის დაც­ლა გაძ­ნე­ლე­ბუ­ლი­ა.
სა­შოს დი­აფ­რაგ­მაც ზრდის ცის­ტი­ტის გან­ვი­თა­რე­ბის რისკს, რად­გან მას­თან ერ­თად გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი სპერ­მი­ცი­დი თრგუ­ნავს სა­შოს ნორ­მა­ლურ მიკ­როფ­ლო­რას და ცის­ტი­ტის გა­მომ­წვევ ბაქ­ტე­რი­ებს გამ­რავ­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს.
მე­ნო­პა­უ­ზის შემ­დეგ ეს­ტრო­გე­ნე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა იწ­ვევს შარ­დსა­დე­ნის გარ­შე­მო სა­შო­სა და ვულ­ვის ქსო­ვი­ლე­ბის გათხ­ე­ლე­ბას (ატ­რო­ფი­უ­ლი ვა­გი­ნი­ტი და ურეთ­რი­ტი), რაც ცის­ტი­ტის გან­მე­ო­რე­ბი­თი შემ­თხვე­ვე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის რისკს ზრდის. ამას­თა­ნა­ვე, საშ­ვი­ლოს­ნოს ან შარ­დის ბუშ­ტის და­წე­ვამ შე­იძ­ლე­ბა მი­სი დაც­ლის გაძ­ნე­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს და ცის­ტი­ტის რის­კიც მე­ტი იყოს. ეს მდგო­მა­რე­ო­ბე­ბი უფ­რო ხში­რია ახალ­გაზ­რდა, მრა­ვალ­ჯერ ნამ­შო­ბი­ა­რებ ქა­ლებ­ში.
იშ­ვი­ა­თად, ცის­ტი­ტი ვი­თარ­დე­ბა შარ­დის ბუშ­ტსა და სა­შოს შო­რის პა­თო­ლო­გი­უ­რი კავ­ში­რის – ხვრელ­მი­ლის არ­სე­ბო­ბის გა­მო (ვე­ზი­კო­ვა­გი­ნა­ლუ­რი ფის­ტუ­ლა).
კა­ცებ­ში ცის­ტი­ტი უფ­რო იშ­ვი­ა­თი­ა. მათ­ში ეს და­ა­ვა­დე­ბა, რო­გორც წე­სი, შარ­დსა­დე­ნის ინ­ფე­ქ­­ცი­ით იწყ­ე­ბა, რო­მე­ლიც წი­ნამ­დე­ბა­რე ჯირ­კვალ­სა და შარ­დის ბუშ­ტზე გა­და­დის. კა­ცებ­ში გან­­მე­­ო­რე­ბი­თი ცის­ტი­ტის ყვე­ლა­ზე ხში­რი მი­ზე­ზი წი­ნამ­დე­ბა­რე ჯირ­კვლის გა­ხან­გრძლი­ვე­ბუ­ლი ბაქ­ტე­რი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ა­ა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბი სწრა­ფად ათა­ვი­სუფ­ლე­ბენ შარ­დის ბუშ­ტსა და შარდს ბაქ­ტე­რი­ე­ბის­გან, მა­თი უმ­რავ­ლე­სო­ბა წი­ნამ­დე­ბა­რე ჯირ­კვალ­ში კა­რ­გად ვერ აღ­წევს, რა­თა ინ­ფექ­ცია იქაც გან­კუ­რ­ნოს. ამის გა­მო ხში­რად სა­ჭი­რო ხდე­ბა მა­თი კვი­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ღე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, თუ­კი მკურ­ნა­ლო­ბა ნა­ად­რე­ვად შეწყ­და, ბაქ­ტე­რი­ე­ბი რჩე­ბა წი­ნამ­დე­ბა­რე ჯირ­კვალ­ში და თა­ვი­დან აინ­ფი­ცი­რებს შარ­დის ბუშტს.
ორი­ვე სქეს­ში ცის­ტი­ტის მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა შარ­დის ნა­კა­დის შე­ფერ­ხე­ბა იყოს, რა­საც იწ­ვევს შარ­დის ბუშ­ტში ან შარ­დსა­დენ­ში არ­სე­ბუ­­ლი კენ­ჭი, გა­დი­დე­ბუ­ლი წი­ნამ­დე­ბა­რე ჯირ­კვა­­ლი (კა­ცებ­ში) ან შარ­დსა­დე­ნის შე­ვიწ­როე­ბა. ამ დროს სა­შარ­დე გზებ­ში მოხ­ვედ­რი­ლი ბაქ­ტე­რი­­ე­ბი საკ­მა­რი­სად ვერ გა­მო­ი­რეცხ­ე­ბა შარ­დით. მო­შარ­დვის შემ­დეგ შარ­დის ბუშ­ტში დარ­ჩე­ნი­ლი მიკ­რო­ორ­გა­ნიზ­მე­ბი სწრა­ფად მრავ­ლდე­ბა. რაც უფ­რო მე­ტი ბაქ­ტე­რია რჩე­ბა, მით უფ­რო დი­დია ინ­ფექ­ცი­ის გან­ვი­თა­რე­ბის რის­კი. შარ­დის დი­ნე­ბის ხან­გრძლი­ვად ან ხში­რად შე­ფერ­ხე­ბის გა­მო, შარ­დის ბუშ­ტის კე­დე­ლი შე­იძ­ლე­ბა ჩან­თა­სა­ვით გა­მო­ი­ბე­როს (დი­ვერ­ტი­კუ­ლი წარ­მო­იქ­მნას). მას­ში შარ­დი მო­შარ­დვის შემ­დე­გაც რჩე­ბა, რაც კი­დევ უფ­რო ზრდის ინ­ფექ­ცი­ის გან­ვი­თა­რე­ბის რისკს.
ცის­ტი­ტი შე­იძ­ლე­ბა კა­თე­ტერ­მაც ან სა­შარ­დე გზებ­ში შეყ­ვა­ნილ­მა ნე­ბის­მი­ერ­მა ინ­სტრუ­მენ­ტმაც გა­მო­იწ­ვი­ოს, რო­მელ­საც შარ­დის ბუშ­ტში ბაქ­ტე­რი­ე­ბი შე­აქვს. ორი­ვე სქეს­ში შე­იძ­ლე­ბა წარ­­მო­­იქ­მნას პა­თო­ლო­გი­უ­რი კავ­ში­რი შარ­დის ბუშ­­­ტსა და ნაწ­ლავს შო­რის (ვე­ზი­კო­ენ­ტე­რუ­ლი ხვრელ­­მი­ლი), რომ­ლი­თაც გა­ნავ­ლო­ვა­ნი მა­სე­ბი შარ­­დის ბუშ­ტში ხვდე­ბა და მის ინ­ფი­ცი­რე­ბას იწ­ვევს.
ზოგ­ჯერ შარ­დის ბუშ­ტის ან­თე­ბა შე­იძ­ლე­ბა ინ­ფექ­ცი­ის გა­რე­შეც გან­ვი­თარ­დეს (ინ­ტერ­სტი­ცი­უ­ლი ცის­ტი­ტი).

სიმ­პტო­მე­ბი
ცის­ტი­ტი იწ­ვევს შარ­დვის გახ­ში­რე­ბულ, და­უძ­ლე­ველ სურ­ვილს და ტკი­ვილს ან წვას მო­შარ­დვის დროს. ეს სიმ­პტო­მე­ბი რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში ან ერთ დღე­ში ვი­თარ­დე­ბა. და­უძ­ლე­ვე­ლი სურ­ვი­ლის გა­მო შე­იძ­ლე­ბა უნებ­ლიე შარ­დვა გან­ვი­თარ­დეს, გან­სა­კუთ­რე­ბით მო­ხუ­ცებ­ში. მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა იშ­ვი­ა­თად ვლინ­დე­ბა. ტკი­ვი­ლი ბოქ­ვე­ნის ძვლის ზე­მოთ და წე­ლის მი­და­მო­ში იგ­რძნო­ბა. ერ­თ-ერ­თი სიმ­პტო­მი შე­იძ­ლე­ბა ღა­მით შარ­დვის გახ­ში­რე­ბაც (ნოქ­ტუ­რი­ა) იყოს. შარ­დი ხში­რად შემ­ღვრე­უ­ლია და ადა­მი­ან­თა 30%-ში სის­ხლი­ა­ნი­ა, რაც თვა­ლი­თაც შე­იმ­ჩნე­ვა. რო­ცა ინ­ფექ­ცია შარ­დის ბუშ­ტსა და ნაწ­ლავს ან სა­შოს შო­რის არ­სე­ბუ­ლი პა­თო­ლო­გი­უ­რი კავ­ში­რის, ხვრელ­მი­ლის (ფის­ტუ­ლის) გა­მო ვი­თარ­დე­ბა, შა­რ­­დვი­სას ჰა­ე­რიც შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ი­ყოს.
ცის­ტი­ტის სიმ­პტო­მე­ბი შე­იძ­ლე­ბა მკურ­ნა­ლო­ბის გა­რე­შეც თა­ვი­სით გაქ­რეს. ზოგ­ჯერ შარ­დის ბუშ­ტის ინ­ფექ­ცია სიმ­პტო­მებს სა­ერ­თოდ არ იწ­ვევს, გან­სა­კუთ­რე­ბით მო­ხუ­ცებ­ში და ინ­ფექ­ცი­ის არ­სე­ბო­ბა შემ­თხვე­ვით დგინ­დე­ბა, რო­ცა ანა­ლი­ზი სხვა მი­ზე­ზის გა­მო ტარ­დე­ბა. შარ­დის ბუშ­ტის ფუნ­ქცი­ის მოშ­ლის დროს (ნე­ი­რო­გე­ნუ­ლი შარ­დის ბუშ­ტი) ან კა­თე­ტე­რის ხან­გრძლი­ვად და­ტო­ვე­ბის გა­მო შე­საძ­ლოა ცის­ტი­ტი უსიმ­პტო­მოდ არ­სე­ბობ­დეს მა­ნამ, სა­ნამ თირ­კმლის ინ­ფექ­ცია ან ცხე­ლე­ბა არ იჩენს თავს.

დი­აგ­ნოს­ტი­კა
ცის­ტი­ტის დი­აგ­ნო­ზი მის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სიმ­პტო­მე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ის­მე­ბა. ანა­ლი­ზის­თვის სა­ჭი­როა შარ­დის შუა ულუ­ფის სუფ­თა წე­სით აღე­ბა, რა­თა ის არ და­ბინ­ძურ­დეს სა­შო­ში ან ასოს თავ­ზე არ­სე­ბუ­ლი ბაქ­ტე­რი­ე­ბით. შარ­დში ორი ისე­თი ნივ­თი­ე­რე­ბის არ­სე­ბო­ბის დად­გე­ნა, რო­მე­ლიც ნორ­მა­ში არ უნ­და იყოს, სწრა­ფი ტეს­ტი­თაა შე­საძ­ლე­ბე­ლი, რომ­ლის დრო­საც სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ტეს­ტო ჩხი­რი ანა­ლი­ზი­სათ­ვის შეგ­რო­ვე­ბულ შარ­დში თავ­სდე­ბა. ამ კვლე­ვით დგინ­დე­ბა შარ­დში ბაქ­ტე­რი­ე­ბის მი­ერ წარ­მოქ­მნი­ლი ნიტ­რი­ტე­ბი­სა და ლე­ი­კო­ცი­ტუ­რი ეს­თე­რა­ზას არ­სე­ბო­ბის დად­გე­ნა. ამ უკა­ნას­კნელს სის­ხლის ზო­გი­ერ­თი თეთ­რი უჯ­რე­დი შე­ი­ცავს და შარ­დში მი­სი აღ­მო­ჩე­ნა მი­ა­ნიშ­ნებს, რომ ორ­გა­ნიზ­მი ცდი­ლობს ებ­რძო­ლოს ბაქ­ტე­რი­ებს. ზრდას­რულ ქა­ლებ­ში ეს ორი ტეს­ტი შე­საძ­ლოა საკ­მა­რი­სი იყოს.
ზოგ­ჯერ სა­ჭი­რო ხდე­ბა შარ­დის ნი­მუ­შის მიკ­როს­კო­პით გა­მოკ­ვლე­ვაც, რა­თა მას­ში სის­ხლის წი­თე­ლი ან თეთ­რი უჯ­რე­დე­ბის, ან სხვა რა­ი­მე ნივ­თი­ე­რე­ბის არ­სე­ბო­ბა დად­გინ­დეს. ბაქ­ტე­რი­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ით­ვლე­ბა და შე­საძ­ლოა ნი­მუ­შის კულ­ტუ­რაც და­ი­თე­სოს, რა­თა ზუს­ტად დად­გინ­დეს ბაქ­ტე­რი­ე­ბის რიცხ­ვი და სა­ხე­ო­ბა. თუ­კი ადა­მი­ანს ინ­ფექ­ცია აქვს, რო­გორც წე­სი, ერ­თი რო­მე­ლი­მე ტი­პის ბაქ­ტე­რია დი­დი რა­ო­დე­ნო­ბი­თაა შარ­დში.

მა­მა­კა­ცებ­ში შარ­დის შუა ულუ­ფის ნი­მუ­ში, რო­გორც წე­სი, საკ­მა­რი­სია კულ­ტუ­რის და­სა­თე­სად. ქა­ლებ­ში უფ­რო დი­დია ალ­ბა­თო­ბა, რომ იგი სა­შოს ან ვულ­ვის ბაქ­ტე­რი­ე­ბით იქ­ნე­ბა და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი. რო­ცა შარ­დში მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბი­თაა ბაქ­ტე­რი­ე­ბი, ან მა­თი რამ­დე­ნი­მე ტი­პი ერ­თად აღ­მოჩ­ნდე­ბა, სა­ვა­რა­უ­დო­ა, რომ იგი აღე­ბის პრო­ცეს­ში და­ბინ­ძურ­და. ზოგ­ჯერ ამის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად ექი­მებს შარ­დის პირ­და­პირ შარ­დის ბუშ­ტი­დან გა­მო­ღე­ბა უწევთ, კა­თე­ტე­რის გა­მო­ყე­ნე­ბით.
ადა­მი­ან­თა გარ­კვე­ულ ჯგუ­ფებ­ში ძა­ლი­ან მნი­შ­­ვნე­ლო­ვა­ნია ცის­ტი­ტის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზის დად­გე­ნა. ეს ეხე­ბა ბავ­შვებს, ნე­ბის­მი­ე­რი ასა­კის მა­მა­კა­ცებს და ზოგ ქალს, რო­მელ­თაც ინ­ფექ­ცია წე­ლი­წად­ში 3-ჯერ ან უფ­რო ხში­რად აქვთ, გან­სა­კუთ­რე­ბით იმ შემ­თხვე­ვებ­ში, რო­ცა აღი­ნიშ­ნე­ბა სა­შარ­დე გზე­ბის დახ­შო­ბის სიმ­პტო­მე­ბი, ზე­და სა­შარ­დე გზე­ბის ინ­ფექ­ცია ან ბაქ­ტე­რია პრო­ტე­უ­სით გა­მოწ­ვე­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ა. ამ ადა­მი­ა­ნებ­ში დი­დია ალ­ბა­თო­ბა იმი­სა, რომ სხვა და­ა­ვა­დე­ბაც არ­სე­ბობს, რო­მე­ლიც ინ­ფექ­ცი­ის მე­დი­კა­მენ­ტუ­რი მკურ­ნა­ლო­ბის გარ­და სხვა სა­ხის მკურ­ნა­ლო­ბა­საც სა­ჭი­რო­ებს (მაგ. თირ­კმლის დი­დი ზო­მის კენ­ჭი). ინ­ფექ­ცი­ის მი­ზე­ზის და­სად­გე­ნად ექიმ­მა შე­იძ­ლე­ბა ინ­ტრა­ვე­ნუ­რი უროგ­რა­მა და­ნიშ­ნოს. ამ დროს ვე­ნა­ში სა­კონ­ტრას­ტო ნივ­თი­ე­რე­ბა შეჰ­ყავთ, რო­მე­ლიც შემ­დეგ თირ­კმ­ლე­ბი­დან შარ­დით გა­მო­ი­ყო­ფა და გა­და­ღე­ბუ­ლი რენ­ტგე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბით შე­იძ­ლე­ბა თირ­კმ­ლე­ბის, შარ­დსაწ­ვე­თე­ბი­სა და შარ­დის ბუშ­ტის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის მი­ღე­ბა. ინ­ტრა­ვე­ნუ­რი უროგ­რა­მის ნაც­ვლად შე­­იძ­­ლე­ბა ულ­ტრა­სო­ნოგ­რა­ფი­უ­ლი (ულ­ტრაბ­გე­რი­თი) კვლე­ვა ან კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფია გა­კეთ­დეს. გა­მოკ­ვლე­ვის კი­დევ ერ­თი მე­თო­დია მო­შარ­დვის ცის­ტო­უ­რეთ­როგ­რა­ფი­ა, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხმობს რა­დი­ო­გა­უმ­ჭვირ­ვა­ლე სა­კონ­ტრას­ტო ნივ­თი­ე­რე­ბის შარ­დის ბუშ­ტში შეყ­ვა­ნას და რენ­ტგე­ნის გა­და­ღე­ბას მო­შარ­დვის პრო­ცეს­ში, რო­ცა ეს ნივ­თი­ე­რე­ბა გა­რეთ გა­მო­ი­ყო­ფა. ამით შარ­დსა­დე­ნის შე­ვიწ­რო­ე­ბის (სტრიქ­ტუ­რის) აღ­მო­ჩე­ნა შე­იძ­ლე­ბა. ამას­თან, გან­სა­კუთ­რე­ბით ბა­ვ­­შვებ­ში, შე­იძ­ლე­ბა დად­გინ­დეს, რომ შარ­დი შარ­დის ბუშ­ტი­დან ზე­ვით, შარ­დსაწ­ვე­თებ­ში ბრუნ­დე­ბა (ე.წ. რეფ­ლუქ­სი). კვლე­ვის კი­დევ ერ­­თი სა­ხეა რეტ­როგ­რა­დუ­ლი ურეთ­როგ­რა­ფი­ა, რომ­ლის დრო­საც სა­კონ­ტრას­ტო ნივ­თი­ე­რე­ბა პირ­და­პირ შარ­დსა­დენ­ში შე­იყ­ვა­ნე­ბა და შე­იძ­ლე­ბა მი­სი შე­ვიწ­რო­ე­ბის (სტრიქ­ტუ­რის), ჩან­თი­სებ­რი გა­მო­ბე­რი­ლო­ბის ან სხვა ორ­გა­ნო­ებ­თან და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი პა­თო­ლო­გი­უ­რი ხვრელ­მი­ლის (ფის­ტუ­ლის) აღ­მო­ჩე­ნა ორი­ვე სქეს­ში. შარ­დის ბუშ­ტის პირ­და­პირ დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა დრე­კა­დი, კა­მე­რი­ა­ნი მი­ლით (ცის­ტოს­კო­პი­ა), გა­მო­სა­დე­გია ისეთ შემ­თხვე­ვებ­ში, რო­ცა, მკურ­ნა­ლო­ბის მი­­უხე­და­ვად, ცის­ტი­ტის მორ­ჩე­ნა ვერ ხერ­ხდე­ბა.

პრე­ვენ­ცია
შარ­დის ბუშ­ტის ხში­რი ინ­ფექ­ცი­ე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებს შე­საძ­ლოა ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბის და­ბა­ლი დო­ზე­ბის მი­ღე­ბამ ხან­გრძლი­ვად მო­უ­წი­ოთ – ყო­ველ­დღე, კვი­რა­ში 3-ჯერ ან ერ­თჯე­რა­დად უშუ­ა­ლოდ სქე­სობ­რი­ვი აქ­ტის შემ­დეგ. მე­ნო­პა­უ­ზის შემ­დგომ პე­რი­ოდ­ში, ატ­რო­ფი­უ­ლი ვა­გი­ნი­ტის, ატ­რო­ფი­უ­ლი ურეთ­რი­ტი­სა და ხში­რი ცის­ტი­ტის მქო­ნე ქა­ლებ­ში, შე­საძ­ლოა ეფექ­ტუ­რი იყოს ვულ­ვა­ზე ეს­ტრო­გე­ნის კრე­მის ან სა­შოს სან­თლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა.
ცის­ტი­ტის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად დი­დი რა­­ო­­დე­ნო­ბის სითხ­ის მი­ღე­ბაა სა­სურ­ვე­ლი. მო­შა­რ­­­­დ­­ვი­­სას ბევ­რი ბაქ­ტე­რია შარ­დის ბუშ­ტი­დან შარ­დთან ერ­თად გა­მო­ი­რეცხ­ე­ბა, დარ­ჩე­ნილს კი – ორ­გა­ნიზ­მის ბუ­ნებ­რი­ვი დამ­ცვე­ლი ძა­ლე­ბი მო­ა­შო­რებს. მი­იჩ­ნე­ვა, რომ წი­ნი­დან უკა­ნა მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­მოწ­მენ­და, სქე­სობ­რი­ვი აქ­ტის შემ­დეგ მა­ლე­ვე მო­შარ­დვა და არამ­ჭიდ­რო, ჰა­ერ­გამ­ტა­რი ქსო­ვი­ლის საც­ვლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, ეხ­მა­რე­ბა ქა­ლებს შარ­დის ბუშ­ტის ინ­ფექ­ცი­ე­ბის პრე­ვენ­ცი­ა­ში. თუმ­ცა, ზუს­ტად დად­გე­ნი­ლი არ არის, რამ­დე­ნად ეფექ­ტუ­რია ეს ხერ­ხე­ბი.

მკურ­ნა­ლო­ბა
ცის­ტი­ტის სამ­კურ­ნა­ლოდ, რო­გორც წე­სი, ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბი ინიშ­ნე­ბა. მა­ნამ­დე ექი­მი გან­სა­ზღ­ვრავს, ხომ არ აქვს ადა­მი­ანს ისე­თი და­ა­ვა­­დე­ბა, რო­მე­ლიც ცის­ტი­ტის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას და­ამ­ძი­მებს (მაგ. შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი ან იმუ­ნი­ტე­ტის დაქ­ვე­ი­თე­ბა, რის გა­მოც ორ­გა­ნიზ­მი ვე­ღარ ებ­რძვის ინ­ფექ­ცი­ას) ან ინ­ფექ­ცი­ის მო­ცი­ლე­ბას გა­არ­თუ­ლებს (მაგ. სა­შარ­დე გზე­ბის სტრუქ­ტუ­რუ­ლი პა­თო­ლო­გი­ა). ასე­თი პრობ­ლე­მე­ბის თა­ნა­არ­სე­ბო­ბი­სას შე­საძ­ლოა სა­ჭი­რო გახ­დეს უფ­რო ძლი­ე­რი ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბის უფ­რო ხან­გრძლი­ვად მი­ღე­ბა, რად­გან დი­დია იმის ალ­ბა­თო­ბა, რომ ინ­ფექ­ცია ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბის მკურ­ნა­ლო­ბის შეწყ­ვე­ტის­თა­ნა­ვე თა­ვი­დან გან­ვი­თარ­დე­ბა.
ქა­ლებ­ში გა­ურ­თუ­ლე­ბე­ლი ინ­ფექ­ცი­ის სამ­კურ­ნა­ლოდ, რო­გორც წე­სი, ეფექ­ტუ­რია ან­ტი­ბი­ო­ტი­კის 3 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ლე­ვა, თუმ­ცა ექი­მე­ბი არ­ჩე­ვენ ერ­თჯე­რა­დი დო­ზის და­ნიშ­ვნას. უფ­რო `ჯი­უ­ტი~ ინ­ფექ­ცი­ე­ბის­თვის ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბი 7-10-დღი­ა­ნი კურ­სით ინიშ­ნე­ბა. მა­მა­კა­ცებ­ში ცის­ტი­ტი ხში­რად წი­ნამ­დე­ბა­რე ჯირ­კვლის ინ­ფექ­ცი­ი­თაა გა­მოწ­ვე­უ­ლი და ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბის მი­ღე­ბაც კვი­რე­ბის მან­ძილ­ზეა სა­ჭი­რო.
სხვა­დას­ხვა მე­დი­კა­მენ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბით შე­სა­ძ­­ლე­ბე­ლია ცის­ტი­ტის სიმ­პტო­მე­ბის შემ­სუ­ბუ­­ქე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით ისე­თი სიმ­პტო­მე­ბი­სა, რო­­გო­რი­ცაა მო­შარ­დვის ხში­რი და და­უძ­ლე­ვე­ლი სურ­ვი­ლი, მტკივ­ნე­უ­ლი შარ­დვა. ან­ტი­ქო­ლი­ნერ­გულ­მა სა­შუ­ა­ლე­ბებ­მა (ოქ­სი­ბუ­ტი­ნი­ნი, ტოლ­ტე­რო­დი­ნი) შე­იძ­ლე­ბა მოხ­სნას შარ­დის ბუშ­ტის სპაზ­მი, რაც მო­შარ­დვის და­უძ­ლე­ველ სურ­ვილს იწ­ვევს. მა­თი გა­მო­ყე­ნე­ბა სიფ­რთხი­ლით უნ­და მოხ­დეს დი­დი ზო­მის წი­ნამ­დე­ბა­რე ჯირ­კვლის მქო­ნე მა­მა­კა­ცებ­ში, რად­გან შე­საძ­ლოა შარ­დის შე­კა­ვე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს. სხვა მე­დი­კა­მენ­ტე­ბი, მაგ. ფე­ნა­ზო­პი­რი­დი­ნი, ქსო­ვი­ლე­ბის ან­თე­ბა­სა და, შე­სა­ბა­მი­სად, ტკი­ვილს ამ­ცი­რებს.
შარ­დის დი­ნე­ბის შე­მა­ფერ­ხე­ბე­ლი მე­ქა­ნი­კუ­რი დაბ­რკო­ლე­ბე­ბის მო­სახ­სნე­ლად ან სტრუქ­ტუ­რუ­ლი პა­თო­ლო­გი­ის გა­მო­სას­წო­რებ­ლად შე­იძ­ლე­ბა ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა გახ­დეს სა­ჭი­რო, მაგ. საშ­ვი­ლოს­ნოს ან შარ­დის ბუშ­ტის და­წე­ვის დროს, რად­გან ეს მდგო­მა­რე­ო­ბე­ბი ინ­ფექ­ცი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის რისკს ზრდის. ოპე­რა­ცი­ამ­დე ინ­ფექ­ცი­ის უკეთ გა­სა­კონ­ტრო­ლებ­ლად ეფექ­ტუ­რია დახ­შო­ბის ად­გი­ლის შარ­დის­გან დაც­ლა კა­თე­ტე­რის გა­მო­ყე­ნე­ბით. რო­გორც წე­სი, ქი­რურ­გი­ულ ჩა­რე­ვამ­დე ან­ტი­ბი­ო­ტი­კიც ინიშ­ნე­ბა, რა­თა ინ­ფექ­ცია მთელ ორ­გა­ნიზ­მში არ გავ­რცელ­დეს.

იცით თუ არა, რომ…
ზუს­ტად უც­ნო­ბი­ა, რამ­დე­ნად ეფექ­ტუ­რია შა­რ­დის ბუშ­ტის ინ­ფექ­ცი­ის პრე­ვენ­ცი­ის­თვის წი­ნი­დან უკა­ნა მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­მოწ­მენ­და ან მჭიდ­რო, ჰა­­ერ­გა­უმ­ტა­რი საც­ვლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე უა­რის თქმა.
აღ­ნიშ­ნუ­ლი­სა­გან გან­სხვა­ვე­ბით, რო­გორც ჩანს, შტო­შის წვე­ნი შე­იძ­ლე­ბა ეფექ­ტუ­რი იყოს ცის­ტი­ტის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად.

სა­შარ­დე გზე­ბის ბაქ­ტე­რი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ის ხელ­შემ­წყო­ბი ფაქ­ტო­რე­ბი

ქა­ლებ­ში, რო­მელ­თაც შარ­დის ბუშ­ტის ინ­ფექ­ცია წე­ლი­წად­ში სამ­ჯერ ან უფ­რო ხში­რად აქვთ, შე­იძ­ლე­ბა შემ­დე­გი მე­თო­დე­ბი იყოს ეფექ­ტუ­რი:
შტო­შის წვე­ნის და­ლე­ვა (დღე­ში 300 მლ წვე­ნი ან 50მლ მი­სი კონ­ცენ­ტრა­ტი) ან შტო­შის აბე­ბის მი­ღე­ბა. ეს ხი­ლი შე­ი­ცავს ნივ­თი­ე­რე­ბას, რო­მე­ლიც პირ­და­პირ თრგუ­ნავს ბაქ­ტე­რი­ე­ბის მი­მაგ­რე­ბას შარ­დის ბუშ­ტის კე­დელ­ზე და ზრდის შარ­დის მჟა­ვი­ა­ნო­ბას, რაც ბაქ­ტე­რი­ე­ბის­თვის ნაკ­ლე­ბად ხელ­საყ­რე­ლი­ა;
მე­ტი რა­ო­დე­ნო­ბით სითხ­ის მი­ღე­ბა;
ხში­რი შარ­დვა;
სქე­სობ­რი­ვი აქ­ტის შემ­დეგ მა­ლე­ვე მო­შარ­დვა;
სპერ­მი­ცი­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის­გან თა­ვის შე­კა­ვე­ბა (მათ ხში­რად, რო­გორც ჩა­სახ­ვის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სა­შუ­ა­ლე­ბას, სა­შოს დი­აფ­რაგ­მას­თან ერ­თად იყე­ნე­ბენ);
ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბის მუდ­მი­ვად, და­ბა­ლი დო­ზე­ბით მი­ღე­ბა, ყო­ველ­დღე, კვი­რა­ში სამ­ჯერ ან უშუ­ა­ლოდ სქე­სობ­რი­ვი აქ­ტის შემ­დეგ;
მე­ნო­პა­უ­ზის შემ­დგომ პე­რი­ოდ­ში ატ­რო­ფი­უ­ლი ვა­გი­ნი­ტის ან ატ­რო­ფი­უ­ლი ურეთ­რი­ტის მქო­ნე ქა­ლებ­ში ეს­ტრო­გე­ნის კრე­მის (ვულ­ვა­ზე) წას­მა ან სა­შოს ეს­ტრო­გე­ნის შემ­ცვე­ლი სან­თლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა.

ინ­ტერ­სტი­ცი­უ­ლი ცის­ტი­ტი: შარ­დის ბუშ­ტის ან­თე­ბა ინ­ფექ­ცი­ის გა­რე­შე

ინ­ტერ­სტი­ცი­უ­ლი ცის­ტი­ტი შარ­დის ბუშ­ტის მტკივ­ნე­უ­ლი ან­თე­ბა­ა, რომ­ლის დრო­საც ინ­ფექ­ცი­ის არ­სე­ბო­ბა არ დას­ტურ­დე­ბა. ის, რო­გორც წე­სი, ქრო­ნი­კუ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობს. მი­ზე­ზი უც­ნო­ბი­ა. შარ­დში ინ­ფექ­ცი­უ­რი მიკ­რო­ორ­გა­ნიზ­მე­ბის აღ­მო­ჩე­ნა ვერ ხერ­ხდე­ბა. და­ა­ვა­დე­ბა, რო­გორც წე­სი, სა­შუ­ა­ლო ასა­კის ქა­ლებს ემარ­თე­ბათ. მა­მა­კა­ცებ­ში იგი იშ­ვი­ა­თი­ა.
სიმ­პტო­მე­ბი­დან ვლინ­დე­ბა ხში­რი, მტკივ­ნე­უ­ლი შარ­დვა. შარ­დი შე­იძ­ლე­ბა ჩირქს და სისხლს შე­ი­ცავ­დეს, რო­მელ­თა არ­სე­ბო­ბაც მიკ­როს­კო­პით ვლინ­დე­ბა. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ან­თე­ბის გა­მო შარ­დის ბუშ­ტი იჭ­მუხ­ნე­ბა. ცის­ტოს­კო­პით მი­სი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­სას ვლინ­დე­ბა სის­ხლდე­ნის მცი­რე, ჩაღ­რმა­ვე­ბუ­ლი ად­გი­ლე­ბი და წყლუ­ლე­ბი.
მკურ­ნა­ლო­ბის რამ­დე­ნი­მე მე­თო­დია ნა­ცა­დი, მაგ­რამ ყო­ველ­თვის ეფექ­ტუ­რი არც ერ­თი არ არის. ზოგ­ჯერ ინიშ­ნე­ბა ტკი­ვილ­გა­მა­ყუ­ჩებ­ლე­ბი, ან­ტი­ქო­ლი­ნერ­გუ­ლი სა­­შუ­­ა­ლე­ბე­ბი ან ან­ტი­დეპ­რე­სან­ტე­ბი. ტკი­ვი­ლის შე­სამ­ცი­­რე­ბ­ლად შე­იძ­ლე­ბა ეფექ­ტუ­რი აღ­მოჩ­ნდეს პენ­ტო­სა­­ნი – მე­დი­კა­მენ­ტი, რო­მე­ლიც და­სა­ლე­ვი ფორ­მით არ­­სე­­ბობს. დი­მე­თილ­სულ­ფოქ­სი­დი პირ­და­პირ შარ­დის ბუშ­­ტში შეჰ­ყავთ და ზოგ­ჯერ ისიც ეფექ­ტუ­რი­ა. ძა­ლი­ან რთულ შემ­თხვე­ვებ­ში, რო­ცა ადა­მი­ანს გა­უ­საძ­ლი­სი სიმ­პტო­მე­ბი აქვს, რომ­ლე­ბიც მკურ­ნა­ლო­ბას არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა, შე­საძ­ლოა შარ­დის ბუშ­ტის ამოკ­ვე­თა გახ­დეს სა­ჭი­რო. ამის შემ­დეგ ახა­ლი შარ­დის ბუშ­ტი ხე­ლოვ­ნუ­რად იქ­მნე­ბა ნაწ­ლა­ვის ნა­წი­ლის­გან.

სა­შარ­დე გზე­ბის ინ­ფექ­ცი­ე­ბი

წყარო: ჯანმრთელობის ენციკლოპედია. მერკის სახელმძღვანელო:
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)

#datashvil    #drpkhakadze  #sheniganatleba

გახანგრძლივებული ხველა; რა ტიპის ხველაა ყველაზე გავრცელებული; გამომწვევი ძირითადი მიზეზები

გახანგრძლივებული ხველა; რა ტიპის ხველაა ყველაზე გავრცელებული; გამომწვევი ძირითადი მიზეზები.

საუბრობს პედიატრი ეკა უბერია გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ :

„ხველა სასუნთქი სისტემის დაცვითი რეაქციაა, რაც ფილტვებიდან ზედმეტი ლორწოსა და ნახველის მოცილებას გულისხმობს. ხშირად თან ახლავს რესპირატორული სისტემის ვირუსულ დაავადებებს. გრიპი და სხვა რესპირატორული ინფექციები 6 წლამდე ასაკში ხშირი ავადობის მიზეზი ხდება. წლის მანძილზე 4-6 ჯერ ავადობა რესპირატორული ინფექციებით, ეს ჩვეულებრივ ნორმად მიიჩნევა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებულია რეკომენდაციები გრიპის სეზონურ ვაქცინაციასთან დაკავშირებით. გამოყოფილია რისკის ჯგუფის ადამიანები, 6 თვიდან 6 წლამდე ასაკის ბავშვები, 65 წლის ზემოთ ასაკის ადამიანები, ორსულები, სტუდენტები და ადამიანები, რომლებსაც სიმჭიდროვეში უწევთ ცხოვრება ან მუშაობა. კვლევებით დადგინდა:

გრიპის სეზონური ვაქცინაცია, 60%–ით ამცირებს ავადობის სიხშირეს. მშობლებს ვურჩევ, ბავშვები აცრან გრიპის სეზონური ვაქცინით. ბევრ ქვეყანაში, – ინგლისში, ამერიკაში, გრიპის სეზონური ვაქცინა გეგმიური ვაქცინაციის კალენდარში შედის, არავაქცინირებულ ბავშვებს ბაღებში არ იღებენ.

ხველის ერთ-ერთი მიზეზი რესპირატორული ვირუსული ინფექციებია. არ არსებობს უნივერსალური წამალი, რომელიც ყველა ტიპის ხველას უშველის. ვმკურნალობთ მის გამომწვევ მიზეზებს. გახანგრძლივებულ ხველა სამ კვირაზე მეტხანს გრძელდება, სხვა მიზეზები უნდა ვეძებოთ.

ბავშვები სკოლამდელ ასაკში ხშირად ავადობენ რესპირაციული ინფექციებით. ადრეული ასაკის ბავშვების იმუნურის სისტემა ლაბილურია, ჩამოუყალიბებელია და ამას სასუნთქი სისტემის განვითარების თავისებურებები უწყობს ხელს. თუ ხველა სამ კვირაზე მეტხანს გრძელდებაა, ნიშნავს, რომ ეს გახანგრძლივებული ხველაა. მისი ერთ-ერი მიზეზი შეიძლება იყოს ალერგიული ხველა.

განიხილავენ სამი ტიპის ალერგიულ ხველას:

ვირუსინდუცირებული, ალერგენინდუცირებული და ფიზიკური დატვირთვით განპირობებული. ადრეულ ასაკში უხშირესია ვირუსინდუცირებული ალერგიულია ხველა, რომელიც ასაკი მატებასთან და ვირუსებით ავადობის შეცმირებასთან ერთად ქრება.

არსებობს ლარინგოტრაქეიტი ხველა, კრუპის სახელწოდებით არის ცნობილი, მას მხოლოდ ჰორმონალური პრეპარატები ხსნის. არსებობს კრუპის გრადაცია, ესაა მსუბუქი, საშუალო და მძიმე.

კრუპის ნიშნებია:

ხმაურიანი სუნთქვა, მყეფარე ხასიათის ხველა და ხმის ტემბრის შეცვლა“ .

#datashvil    #drpkhakadze  #sheniganatleba

სა­შარ­დე გზე­ბის ინ­ფექ­ცი­ე­ბი, მი­ზე­ზე­ბი, სიმ­პტო­მე­ბი, პრე­ვენ­ცია და მკურნალობა…

სა­შარ­დე გზე­ბის ინ­ფექ­ცი­ე­ბი

ჯან­მრთელ ადა­მი­ა­ნებ­ში შარ­დის ბუშ­ტში და­გ­რო­ვი­ლი შარ­დი სტე­რი­ლუ­რია – ბაქ­ტე­რი­ებ­სა და სხვა ინ­ფექ­ცი­ურ მიკ­რო­ორ­გა­ნიზ­მებს არ შე­ი­ცავს. შარ­დის ორ­გა­ნიზ­მი­დან გა­მომ­ტა­ნი მი­ლი – შარ­დსა­დე­ნიც არ შე­ი­ცავს ბაქ­ტე­რი­ებს ან ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, არა იმ­დენს, რომ ინ­ფექ­ცია გა­მო­იწ­ვი­ოს. თუმ­ცა, ინ­ფექ­ცია სა­შარ­დე გზე­ბის ნე­ბის­მი­ერ ნა­წილ­ში შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­თარ­დეს და მას სა­შარ­დე გზე­ბის ინ­ფექ­ცი­ას უწო­დე­ბენ (სგი).
სგი ორ ჯგუ­ფად იყო­ფა: ზე­და და ქვე­და, იმის მი­ხედ­ვით, თუ რო­მელ ნა­წილ­ში გან­ვი­თარ­და. ქვე­და სგი შარ­დსა­დე­ნის ან შარ­დის ბუშ­ტის ინ­ფექ­ცი­ა­ა. ზო­გი ექი­მი თვლის, რომ წი­ნამ­დე­ბა­რე ჯირ­კვლის ინ­ფექ­ცი­აც (პროს­ტა­ტი­ტი) ამ ჯგუფს უნ­და მი­ე­კუთ­ვნოს. ზე­და სა­შარ­დე გზე­ბის ინ­ფექ­ცი­ე­ბი თირ­კმელ­ში ვი­თარ­დე­ბა (პი­ე­ლო­ნეფ­რი­ტი). წყვილ ორ­გა­ნო­ებ­ში, მათ შო­რის თირ­კმლებ­შიც, ინ­ფექ­ცი­ამ შე­იძ­ლე­ბა ერ­თი ან ორი­ვე ორ­გა­ნო და­ა­ზი­ა­ნოს. სგი შე­იძ­ლე­ბა ბავ­შვებ­შიც გან­ვი­თარ­დეს და ზრდას­რუ­ლებ­შიც.

მი­ზე­ზე­ბი
ინ­ფექ­ცი­ის გა­მომ­წვე­ვი მიკ­რო­ორ­გა­ნიზ­მე­ბი სა­შარ­დე გზებ­ში ორი­დან ერ­თი სა­შუ­ა­ლე­ბით ხვდე­ბა. ყვე­ლა­ზე ხში­რად ისი­ნი ორ­გა­ნიზ­მში სა­შარ­დე გზე­ბის უკი­დუ­რე­სი ქვე­და ნა­წი­ლი­დან – შარ­დსა­დე­ნის გა­რე­თა ხვრე­ლი­დან შე­აღ­წე­ვენ, რო­მე­ლიც მა­მა­კა­ცებ­ში ასოს თავ­ზე, ხო­ლო ქა­ლებ­ში ვულ­ვა­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი. ინ­ფექ­ცია აღ­მა­ვა­ლი გზით მი­ე­მარ­თე­ბა შარ­დის ბუშ­ტის­კენ და ზოგ­ჯერ, თირ­კმლე­ბის­კე­ნაც. მე­ო­რე გზა, რომ­ლი­თაც მიკ­რო­ორ­გა­ნიზ­მე­ბი სა­შარ­დე გზებ­ში ხვდე­ბა, სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვა­ა. ამ დროს ისი­ნი, რო­გორც წე­სი, თირ­კმელ­ში ხვდე­ბი­ან.
სგი­-ე­ბი თით­ქმის ყო­ველ­თვის ბაქ­ტე­რი­ე­ბი­თაა გა­მოწ­ვე­უ­ლი, თუმ­ცა ზოგ­ჯერ მი­ზე­ზი შე­იძ­­ლე­ბა ვი­რუ­სი, სო­კო ან პა­რა­ზი­ტიც იყოს. სგი­-ე­ბის 85%-ზე მეტს ნაწ­ლა­ვე­ბი­დან ან სა­შო­დან მოხ­ვე­დ­­რი­ლი ბაქ­ტე­რი­ე­ბი იწ­ვევს. თუმ­ცა, ჩვე­უ­ლებ­რივ, სა­შარ­დე გზებ­ში შეღ­წე­უ­ლი ბაქ­ტე­რი­ე­ბი შა­რ­­დის ნა­კა­დით გა­მო­ი­დევ­ნე­ბა ბუშ­ტის დაც­ლა­ს­­თან ერ­თად.
ბაქ­ტე­რი­ე­ბი: ქვე­და სა­შარ­დე გზე­ბის, ანუ შარდ­­სა­დე­ნის და შარ­დის ბუშ­ტის, ბაქ­ტე­რი­უ­ლი ინ­­ფექ­­ცი­­ე­ბი ძა­ლი­ან ხში­რი­ა, გან­სა­კუთ­რე­ბით ახალ­­გაზ­რდა სქე­სობ­რი­ვად აქ­ტი­ურ ქა­ლებ­ში. ინ­ფექ­ცი­ის ყვე­ლა­ზე ხში­რი გა­მომ­წვე­ვი მიკ­რო­ორ­გა­ნიზ­მი ნაწ­ლა­ვის ჩხი­რი­ა. რო­ცა ადა­მი­ანს თირ­კმლის კენ­ჭი აქვს, სა­შარ­დე გზებ­ში შე­იძ­ლე­ბა სპე­ცი­ფი­კუ­რი ბაქ­ტე­რია – პრო­ტე­უ­სი გამ­რავ­ლდეს. 20-50 წლის ასაკ­ში სგი­-ე­ბი 50-ჯერ უფ­რო ხში­რია ქა­ლებ­ში, ვიდ­რე მა­მა­კა­ცებ­ში. ამის მი­ზე­ზი კა­ცებ­ში შარ­დსა­დე­ნის მე­ტი სიგ­რძე­ა, რის გა­მოც ბაქ­ტე­რი­ებს უჭირთ იმ­დე­ნად ზე­ვით შეღ­წე­ვა, რომ ინ­ფექ­ცია გა­მო­იწ­ვი­ონ. 50 წლის ზე­მოთ სა­შარ­დე გზე­ბის ინ­ფექ­ცი­ე­ბი ორი­ვე სქეს­ში ხშირ­დე­ბა და გავ­რცე­ლე­ბა­ში გან­სხვა­ვე­ბაც ნაკ­ლე­ბი­ა.
ვი­რუ­სე­ბი: შარ­დსა­დე­ნი შე­იძ­ლე­ბა და­ა­ინ­ფი­ცი­როს მე­ო­რე ტი­პის მარ­ტივ­მა ჰერ­პე­სის ვი­რუს­მა (HშV-2), რაც იწ­ვევს ტკი­ვილს შარ­დვი­სას და აძ­ნე­ლებს შარ­დის ბუშ­ტის დაც­ლას.
სო­კო­ე­ბი: სა­შარ­დე გზე­ბის ინ­ფექ­ცი­ე­ბის გა­მო­წ­ვე­ვა ზო­გი­ერთ სო­კოს, მათ შო­რის სა­ფუ­ა­რა­საც, შე­უძ­ლია (სა­­ფუ­­ა­რა სო­კო­ე­ბი ვა­გი­ნიტ­საც იწ­ვევს). მათ შო­რის ყვე­ლა­ზე ხში­რად მი­ზე­ზი სო­კო კან­დი­და­ა. კან­დი­და საკ­მა­ოდ ხში­რად იწ­ვევს სგი-ს დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლი იმუ­ნი­ტე­ტის ან შარ­დის ბუშ­ტის კა­თე­ტე­რის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებ­ში. იშ­ვი­ა­თად სგი-ს მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა სხვა სა­ხის სო­კო­ე­ბიც იყოს, მაგ. ბლას­ტო­მი­კო­ზი­სა და კოკ­ცი­დი­ო­მი­­კო­ზის გა­მომ­წვე­ვე­ბი, შე­სა­ბა­მი­სად Bლას­ტომ­ყცეს და ჩოც­ცი­დი­ო­ი­დეს. სო­კო­ებ­სა და ბაქ­ტე­რი­ებს იმავ­დრო­­უ­­ლად თირ­კმ­ლე­ბის ინ­ფი­ცი­რე­ბაც შე­უძ­ლი­ათ.

პა­რა­ზი­ტე­ბი: სა­შარ­დე გზე­ბის ინ­ფექ­ცი­ას რა­მ­დე­ნი­მე პა­რა­ზი­ტიც იწ­ვევს, მათ შო­რის ზო­გი­ერ­თი ჭი­ა.
ტრი­ქო­მო­ნი­ა­ზი სქე­სობ­რი­ვად გა­დამ­დე­ბი და­ა­ვა­დე­ბა­ა, რო­მელ­საც მიკ­როს­კო­პუ­ლი პა­რა­ზი­ტი იწ­ვევს და ვლინ­დე­ბა სა­შო­დან დი­დი რა­ო­დე­ნო­ბით მომ­წვა­ნო-­მოყ­ვი­თა­ლო, ქა­ფი­ა­ნი გა­მო­ნა­დე­ნით. ზოგ­ჯერ შარ­დის ბუშ­ტი­სა და შარ­დსა­დე­ნის ინ­ფექ­ცი­აც ვი­თარ­დე­ბა. ტრი­ქო­­მო­ნი­აზს შარ­დ­სა­დე­ნის და­ინ­ფი­ცი­რე­ბა კა­ცებ­შიც შე­­­უძ­­­ლი­ა. რო­გორც წე­სი, ამ დროს სიმ­პტო­მე­ბი არ ვლინ­დე­­­ბა, თუმ­ცა­ღა შე­იძ­ლე­ბა წი­ნამ­დე­ბა­რე ჯირ­კვლის ან­თე­ბა – პროს­­ტა­ტი­ტი გან­ვი­თარ­დეს.
შის­ტო­სო­მოზ­მა, ჭი­ით გა­მოწ­ვე­უ­ლმა ინ­ფექ­ცი­­ამ, შე­­იძ­­ლე­ბა და­ა­ზი­ა­ნოს თირკმლე­ბი, შარ­დ­სა­წ­ვე­თე­ბი ან შარ­დის ბუშ­ტი. იგი ხში­რად იწ­ვევს თირ­კმლის მძი­მე უკ­მა­რი­სო­ბას აფ­რი­კა­ში, სამ­ხრეთ ამე­რი­კა­სა და აზი­ა­ში მცხოვ­რებ ადა­მი­­ა­ნებ­ში. შარ­დის ბუშ­ტის ხან­გრძლი­ვი შის­ტო­სო­­მო­ზის დროს სის­ხლი­ა­ნი შარ­დვა ვლინ­დე­ბა, შე­­საძ­­ლოა და­იხ­შოს შარ­დსაწ­ვე­თე­ბი და სა­ბო­ლო­­ოდ შარ­დის ბუშ­ტის კი­ბო გან­ვი­თარ­დეს.
ფი­ლა­რი­ა­ზი, რო­მელ­საც ძა­ფი­სებ­რი ჭია იწ­ვევს, ლიმ­ფურ ძარ­ღვებს ახ­შობს, რის გა­მოც შარ­დში ლიმ­ფა გა­და­დის (ქი­ლუ­რი­ა). ამ და­ა­ვა­დე­ბამ ქსო­ვი­ლე­ბის უზარ­მა­ზა­რი შე­შუ­პე­ბა – გას­პი­ლოვ­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს, რო­მე­ლიც, მა­მა­კა­ცებ­ში შე­საძ­ლოა სა­თეს­ლე პარ­კზეც გავ­რცელ­დეს.
ურეთ­რი­ტი
ურეთ­რი­ტი შარ­დსა­დე­ნის ინ­ფექ­ცი­ა­ა, მი­ლის, რომ­ლი­თაც შარ­დი შარ­დის ბუშ­ტი­დან სხე­უ­ლის გა­რეთ გა­მო­ი­დევ­ნე­ბა.
ურეთ­რი­ტის ყვე­ლა­ზე ხში­რი მი­ზე­ზია ბაქ­ტე­რი­ე­ბი, მათ შო­რის სქე­სობ­რი­ვი გზით გა­დამ­დე­ბი ბაქ­ტე­რი­ე­ბი.
სიმ­პტო­მე­ბი მო­ი­ცავს ტკი­ვილს შარ­დვი­სას, გახ­ში­რე­ბულ შარ­დვა­სა და, ზოგ­ჯერ, გა­მო­ნა­დენ­საც.
რო­გორც წე­სი, ინ­ფექ­ცი­ის სამ­კურ­ნა­ლოდ ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბი ინიშ­ნე­ბა.
მი­ზე­ზე­ბი
ურეთ­რი­ტი შე­იძ­ლე­ბა ბაქ­ტე­რი­ებ­მა, სო­კო­ებ­მა ან ვი­რუ­სებ­მა (მაგ. მარ­ტი­ვი ჰერ­პე­სის ვი­რუს­მა) გა­მო­იწ­ვი­ოს. ქა­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში გა­მომ­წვე­ვე­ბი ის ბაქ­ტე­რი­ე­ბი­ა, რომ­ლე­ბიც ნორ­მა­ში ნაწ­ლა­ვე­ბის ქვე­და ნა­წილ­ში ცხოვ­რო­ბენ. ისი­ნი შარ­დსა­დენ­ში ყი­თა­დან ხვდე­ბი­ან. კა­ცებ­ში ურეთ­რი­ტი ბევ­რად იშ­ვი­ა­თად ვი­თარ­დე­ბა, რად­გან მა­თი შარ­დსა­დე­ნის გა­რე­თა ხვრე­ლი და­შო­რე­ბუ­ლია ყი­თა­დან და ბაქ­ტე­რი­ებს ნაკ­ლე­ბად შე­უძ­ლი­ათ  იქამ­დე მიღ­წე­ვა. ურეთ­რი­ტის მქო­ნე ქალ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში  შარ­დის ბუ­შ­­ტის ინ­ფექ­ცი­აც (ცის­ტი­ტი) ვი­თარ­დე­ბა, რაც მა­მა­კა­ცე­ბის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი არ არის.
სქე­სობ­რი­ვი გზით გა­დამ­დე­ბი მიკ­რო­ორ­გა­ნიზ­მე­ბი – მაგ.: გო­ნო­რე­ის გა­მომ­წვე­ვი ნე­ი­სე­რია (Nე­ის­სე­რია გო­ნორ­რჰო­ე­ა­ე) – შე­იძ­ლე­ბა შარ­დსა­დენ­ში სქე­სობ­რი­ვი აქ­ტის დროს მოხ­ვდეს ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პარ­ტნი­ო­რის­გან. სქე­სობ­რი­ვი გზით ხში­რად ქლა­მი­დია და მარ­ტი­ვი ჰერ­პე­სის ვი­რუ­სიც გა­და­ე­ცე­მა და შე­იძ­ლე­ბა ურეთ­რი­ტი გა­მო­იწ­ვი­ოს. რო­ცა ეს და­ა­ვა­დე­ბა კა­ცებ­ში ვი­თარ­დე­ბა, ძა­ლი­ან ხში­რად იგი გო­ნო­რე­ი­თაა გა­მო­წე­უ­ლი. Nე­ის­სე­რია გო­ნორ­რჰო­ე­ა­ე-მ ურეთ­რი­ტი შე­იძ­ლე­ბა ქა­ლებ­შიც გა­მო­იწ­ვი­ოს, მაგ­რამ იგი უფ­რო ხში­რად სა­შოს, საშ­ვი­ლოს­ნოს ყელს, საშ­ვი­ლოს­ნოს, საკ­ვერ­ცხე­ებ­სა და კვერ­ცხსა­ვალ მი­ლებს აინ­ფი­ცი­რებს. კა­ცებ­ში შარ­დსა­დე­ნის ინ­ფექ­ცი­ი­სა და ან­თე­ბის კი­დევ ერ­თი მი­ზე­ზია მიკ­როს­კო­პუ­ლი პა­რა­ზი­ტი – ტრი­ქო­მო­ნა. ურეთ­რი­ტი ასე­ვე შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს ბაქ­ტე­რი­ებ­მა, რომ­ლე­ბიც სა­შარ­დე გზე­ბის სხვა ნა­წი­ლებს აინ­ფი­ცი­რე­ბენ, მაგ. ნაწ­ლა­ვის ჩხირ­მა.
სიმ­პტო­მე­ბი
ორი­ვე სქეს­ში ხში­რად ვლინ­დე­ბა მტკივ­ნე­უ­ლი შარ­დვა და მო­შარ­დვის ხში­რი, და­უძ­ლე­ვე­ლი სურ­ვი­ლი. ზოგ ადა­მი­ანს სიმ­პტო­მე­ბი სა­ერ­თოდ არ აქვს. კა­ცებ­ში, რო­ცა გა­მომ­წვე­ვი გო­ნო­რეა ან ქლა­მი­დი­ა­ა, რო­გორც წე­სი, შარ­დსა­დე­ნი­დან გა­მო­ნა­დე­ნი აღი­ნიშ­ნე­ბა. იგი ხში­რად მომ­წვა­ნო-­მოყ­ვი­თა­ლო­ა, რო­ცა გა­მომ­წვე­ვი გო­ნო­კო­კია და გამ­ჭვირ­ვა­ლე­ა, რო­ცა ინ­ფექ­ცი­ის მი­ზე­ზი სხვა მიკ­რო­ორ­გა­ნიზ­მე­ბი­ა. ქა­ლებ­ში გა­მო­ნა­დე­ნი უფ­რო იშ­ვი­ა­თი­ა.
სხვა და­ა­ვა­დე­ბე­ბი­დან მტკივ­ნე­უ­ლი შარ­დვა შე­იძ­ლე­ბა შარ­დის ბუშ­ტის ინ­ფექ­ცი­ამ და ვა­გი­ნიტ­მაც გა­მო­იწ­ვი­ოს. ვა­გი­ნი­ტის დროს მტკივ­ნე­უ­ლი შარ­დვა იმი­ტომ ვი­თარ­დე­ბა, რომ მჟა­ვა რე­აქ­ცი­ის შარ­დი ან­თე­ბად ვულ­ვა­სა და სა­შოს ამომ­ფენ გარსს აღი­ზი­ა­ნებს.
გარ­თუ­ლე­ბე­ბი: შარ­დსა­დე­ნის არა­ნამ­კურ­ნა­ლებ­მა ან ცუ­დად ნამ­კურ­ნა­ლებ­მა ინ­ფექ­ცი­ებ­მა შე­იძ­ლე­ბა დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში მი­სი შე­ვიწ­რო­ე­ბა – სტრიქ­ტუ­რა გა­მო­იწ­ვი­ოს. ეს, თა­ვის მხრივ, კი­დევ უფ­რო ზრდის შარ­დის ბუშ­ტის ან თირ­კმლის ინ­ფექ­ცი­ის რისკს. არა­ნამ­კურ­ნა­ლე­ბი გო­ნო­რე­ის დროს შე­საძ­ლოა შარ­დსა­დე­ნის გარ­შე­მო ჩირ­ქი დაგ­როვ­დეს ანუ აბ­სცე­სი წარ­მო­იქ­მნას. ამან შე­იძ­ლე­ბა შარ­დსა­დე­ნის კედ­ლე­ბის ჩან­თა­სა­ვით გა­მო­ბერ­ვა (ე.წ. დი­ვერ­ტი­კუ­ლი) გა­მო­იწ­ვი­ოს და მი­სი ინ­ფექ­ცია გან­ვი­თარ­დეს. თუ­კი აბ­სცეს­მა კა­ნი, სა­შო ან სწო­რი ნაწ­ლა­ვი გა­არ­ღვი­ა, შარ­დი შე­იძ­ლე­ბა ამ ახ­ლად ფორ­მი­რე­ბულ ხვრელ­მილ­ში გა­და­ვი­დეს (შარ­დსა­დე­ნის ფის­ტუ­ლა).
დი­აგ­ნო­ზი
ურეთ­რი­ტის დი­აგ­ნო­ზი, რო­გორც წე­სი, სიმ­პტო­მე­ბი­დან და გა­სინ­ჯვის შე­დე­გე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ის­მე­ბა. თუ­კი გა­მო­ნა­დე­ნი არის, მი­სი ნაცხ­ის აღე­ბაა სა­ჭი­რო რბილ­თა­ვი­ა­ნი ჩხი­რის შარ­დსა­დე­ნის ბო­ლო­ში შეყ­ვა­ნით. შემ­დეგ იგი ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში იგ­ზავ­ნე­ბა ანა­ლი­ზის­თვის, რა­თა გა­მომ­წვე­ვი მიკ­რო­ორ­გა­ნიზ­მი დად­გინ­დეს.
პრე­ვენ­ცია და მკურ­ნა­ლო­ბა
ურეთ­რი­ტის გა­მომ­წვე­ვი სქე­სობ­რი­ვად გა­და­მ­დე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბის­გან თა­ვის დაც­ვა პრე­ზერ­ვა­ტი­ვით შე­იძ­ლე­ბა.
მკურ­ნა­ლო­ბა ინ­ფექ­ცი­ის მი­ზეზ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. თუმ­ცა, მიკ­რო­ორ­გა­ნიზ­მის ზუს­ტად და­დ­­გე­ნას შე­იძ­ლე­ბა დღე­ე­ბი დას­ჭირ­დეს. ექი­მე­­­ბი თავ­და­პირ­ვე­ლად ისეთ ან­ტი­ბი­ო­ტი­კებს ნიშ­­­­ნა­­­ვენ, რომ­ლე­ბიც ყვე­ლა­ზე ხში­რი ინ­ფექ­ცი­ე­­­ბის­­თვი­საა ეფექ­ტუ­რი. სქე­სობ­რი­ვად აქ­ტი­უ­რი მა­­­მა­­­კა­­ცე­ბის­თვის, მკურ­ნა­ლო­ბა, რო­გორც წე­სი, მო­­ი­ცავს ცეფ­ტრი­აქ­სო­ნის ინფექ­ცი­ებს გო­ნო­რე­ის­თვის და აზით­რო­მი­ცინს ან დოქ­სი­ციკ­ლინს და­სა­ლე­ვად ქლა­მი­დი­ის­თვის. თუ­კი კვლე­ვე­ბით გა­მო­ი­რიცხ­ე­ბა ეს ორი ინ­ფექ­ცი­ა, ტრი­მე­ტოპ­რიმ­/სულ­ფა­მე­ტოქ­სა­ზო­ლი ან ფტორ­ქი­ნო­ლო­ნე­ბის ჯგუ­ფის ან­ტი­ბი­ო­ტი­კი (მაგ. ციპ­როფ­ლოქ­სა­ცი­ნი) შე­იძ­ლე­ბა და­ი­ნიშ­ნოს. ქა­ლებ­ში მკურ­ნა­ლო­ბა ისე­თი­ვე­ა, რო­გორც ცის­ტი­ტის დროს. მარ­ტი­ვი ჰერ­პე­სის ვი­რუ­სით გა­მოწ­ვე­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ის­თვის შე­საძ­ლოა ან­ტი­ვი­რუ­სუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა, მაგ. აციკ­ლო­ვი­რი გახ­დეს სა­ჭი­რო.
სა­შარ­დე გზე­ბის ბაქ­ტე­რი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ის ხელ­შემ­წყო­ბი ფაქ­ტო­რე­ბი
აღ­მა­ვა­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბი:
  • სა­შარ­დე გზე­ბის დახ­შო­ბა ნე­ბის­მი­ერ ად­გი­ლას, მაგ. კენ­ჭე­ბით;
  • შარ­დის ბუშ­ტის ფუნ­ქცი­ის მოშ­ლა, რის გა­მოც მი­სი ბო­ლომ­დე დაც­ლა არ ხდე­ბა, მაგ. ნევ­რო­ლო­გი­უ­რი და­­ა­ვა­­დე­ბე­ბის დროს;
  • შარ­დსაწ­ვე­თებ­სა და შარ­დის ბუშტს შო­რის არ­სე­ბუ­ლი სარ­ქვლის მსგავ­სი მე­ქა­ნიზ­მის მოშ­ლა, რის გა­მოც შარ­დი და ბაქ­ტე­რი­ე­ბი ბუშ­ტი­დან ზე­ვით, შარ­დსაწ­ვე­თებ­ში და შე­საძ­ლოა თირ­კმლებ­შიც ადის (უფ­რო ხში­რად სა­შარ­დე გზე­ბის ინ­ფექ­ცი­ის მქო­ნე ბავ­შვებ­ში);
    ექი­მის მი­ერ კა­თე­ტე­რის ან რა­ი­მე ინ­სტრუ­მენ­ტის შეყ­ვა­ნა სა­შარ­დე გზებ­ში;
  • სქე­სობ­რი­ვი აქ­ტი;
  • სა­შოს დი­აფ­რაგ­მის გა­მო­ყე­ნე­ბა სპერ­მი­ციდ­თან ერ­თად;
  • პა­თო­ლო­გი­უ­რი კავ­ში­რის ანუ ხვრელ­მი­ლის (ფის­ტუ­ლის) არ­სე­ბო­ბა შარ­დის ბუშ­ტსა და სა­შოს ან ნაწ­ლავს შო­რის;
  • მა­მა­კა­ცებ­ში პროს­ტა­ტი­ტი.

სის­ხლით გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბი:

  • ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა სის­ხლში (სეპ­ტი­ცე­მი­ა);
  • გუ­ლის სარ­ქვლე­ბის ინ­ფექ­ცია (ინ­ფექ­ცი­უ­რი ენ­დო­კა­რ­­­დიტი).

საშარდე გზების კენჭები

წყარო: ჯანმრთელობის ენციკლოპედია. მერკის სახელმძღვანელო:
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)

#datashvil    #drpkhakadze  #sheniganatleba

საშარდე გზების კენჭები – თირკმლის კენჭების წვრილ ნაწილებად დაშლა ზო­გჯერ ბგერითი ტალღების მეშვეობითაც შეიძლება

საშარდე გზების კენჭები

კენჭები მყარი წარმონაქმნებია, რომლებიც საშარდე გზების ნებისმიერ ნაწილში შეიძლება წარმოიშვას და გამოიწვიოს ტკივილი, სისხლდენა, შარდის დინების შეფერხება ან ინფექცია.
ძალიან პატარა კენჭები შეიძლება უსიმპტომო იყოს, მაგრამ დიდი ზომის კენჭებმა შე­სა­ძლოა გაუსაძლისი ტკივილი გამოიწვიოს გვერ­დის ან წელის არეში.
მათი არსებობის დასადგენად შარდის ანალი­ზი ან გამოსახულებითი კვლევები კეთდება.
ზოგჯერ კენჭების წარმოქმნის თავიდან აცი­ლება სწორი კვებითაა შესაძლებელი.
კენჭებს, რომელთა გამოდევნაც თავისით არ ხდება, ლითოტრიფსიით ან ენდოსკოპიური გზით აშორებენ.
ადგილმდებარეობის მიხედვით კენჭი შეიძ­ლება იყოს თირკმლის, შარდსაწვეთის ან შარდის ბუშტის. მათი წარმოქმნის პროცესს უროლითიაზს ან ნეფროლითიაზს უწოდებენ.
აშშ-ში ყოველწლიურად ათასიდან ერთი ზრდა­სრუ­ლი ადამიანი ხვდება საავადმყოფოში საშა­რდე გზების კენჭების გამო. ყველაზე ხშირად ისინი საშუალო და უფ­როსი ასაკის პირებს უვითარდება. ის უფრო ხშირია მა­მა­კაცებში. კენჭები ზომით განსხვავებულია და შეიძ­ლება იყოს იმდენად მცირე, რომ თვალით არც კი ჩანდეს ან მისი დიამეტრი 2,5 სმ-ს და მეტსაც აღწევდეს. ე.წ. მარჯნისებრი კენჭი შეიძლება თირკმლის მთელ მენჯსა და ფიალებს ავსებდეს (პატარა მი­ლაკებს, ფიალისებურ ჩაღრმავებებსა და იმ სივრცეს, სადაც შარდი საბოლოოდ გროვდება თირკმელში).
საშარდე გზების დახშობის შედეგად ობს­ტ­­რუ­ქ­ცი­ის ზემოთ დაგროვილ შარდში შეიძ­ლე­­ბა ბაქტერიები გა­მ­რავლდეს და ინფექცია გა­ნ­­ვი­თარდეს. როცა კენჭები სა­შარდე გზებს ხან­­გრძლივად ახშობს, შარდი უკან მი­ედი­ნება თირკმლის მილაკებში, წნევას ზრდის მასში და თირკმლის გაჭიმვას, გაფართოებას იწვევს. ამას ჰი­დ­­რონეფროზი ეწოდება და საბოლოოდ თირ­­კმელს აზი­ანებს.
მიზეზები
კენჭები ორი მიზეზით წარმოიშობა: შარდი ან გაჯე­რებულია კენჭების წარმომქმნელი მარილებით ან კე­ნ­­ჭის წა­რ­მოქმნის დამთრგუნველი ნივთიერებების ნაკ­­ლე­ბობაა მასში. ერთ-ერ­თი მათგანია ციტრატი, რომელიც ნო­­რმაში კალციუმს უკავშირდება და ხელს უშლის მას კენ­ჭებად დალექვაში. კენჭთა დაახლოებით 80% კალ­ცი­უ­მისაა, დანარჩენი კი შარდმჟავას, ცის­ტინის და ან სტრუვიტისგან წარმოიქმნება. კენჭოვანი დაავადება უფრო ხშირია გარკვეული დაავადების მქონე ადამიანში (მაგალითად, ჰიპერპარათირეოზი ან მოკლე ნაწლავის სინდრომი) და ცილის ან ჩ ვიტამინის ჭარბად შემცველი დიეტით კვებისას ან არასაკმარისი წყლი­სა და კალციუმის მიღების დროს. კალციუმის კენჭების წარმოქმნის რისკი უფრო დიდია, თუ ოჯახის წევრებსაც აღენიშნებოდათ ეს დარ­ღვევა.
სტრუვიტის კენჭებს, რომლებიც მაგნიუმის, ამონიუმისა და ფოსფატის ნარევისაგან ყალიბდება, ინფექციურ კენჭებსაც ეძახიან, რადგან ისინი მხოლოდ ინფიცირებულ შარდში წარმოიქმნება.
სიმპტომები
კენჭებმა, განსაკუთრებით კი მცირე ზომისამ, შეიძ­ლება სიმპტომები არც კი გამოიწვიოს. შარდის ბუშტში მათი არსებობა ზოგჯერ მუცლის ქვედა ნაწილში იწვევს ტკივილს. შარდსაწვეთის, თირკმლის მენჯის ან მისი რომელიმე მილაკის დახშობის შემთხვევაში წელის ტკივილი ან თირკმლის ჭვალი ვითარდება. ჭვლის დროს ტკივილი შეტევითი ხასიათისაა და გაუსაძლისია, როგორც წესი, წარმოიშობა გვერდში (სივრცე ნეკნებსა და თეძოს შორის), გადაეცემა მუცელში, საზარდულსა და ბარძაყის შიდა ზედაპირზე. ტკივილი მოვლითი ხასიათისაა, ნელ-ნელა იმა­ტებს, აღწევს პიკს და მერე კვლავ იკლებს 20-60 წუთის განმავლობაში. იგი შეიძლება მუცლის ქვედა ნაწილში, საზარდულში, სათესლეებში ან ქალის გარეთა სასქესო ორგანოებში (ვულვაში) გადაეცემოდეს.
სხვა სიმპტომებიდან აღსანიშნავია გულისრე­ვა და ღებინება, მოუსვენრობა, ოფლიანობა და სისხლიანი შა­რდვა. ადამიანს შეიძლება ხშირად აწუხებდეს მოშარ­დ­ვის სურვილი, განსაკუთრებით მაშინ, როცა კენჭი შა­რდსაწვეთის დასწვრივ მოძრაობს. ზოგჯერ შემცივნება, მაღალი ტემპერატურა და მუცლის შებერილობაც ვითარ­დება.

დიაგნოსტიკა
ექიმებს ეჭვი კენჭების არსებობაზე თირკმ­ლის ­ჭვლის დროს მიაქვთ. ზოგჯერ მაშინაც სა­ვარაუდოა ამ დაავა­დების არსებობა, როცა ადა­­მი­ანებს მტკივნეულობა აღე­ნიშნებათ წელის ან საზარდულის არეში ან ტკივილი სასქესო ორგანოების მიდამოშია და მიზეზი უცნობია. ზოგჯერ, სიმპტომები და გასინჯვის შედეგები იმდენად კარგად მიანიშნებს კენჭის არსებობაზე, რომ დამატებითი კვლევები საჭირო არც არის, განსაკუთრებით მაშინ, თუ ადამიანს ადრეც ჰქონია ეს პრობლემა. თუმცა, ადამიანთა უმრავლესობას ძლიერ ტკივილთან ერთად ­სხვა დაავადებებისთვის დამახასიათებელი სიმპტომე­ბიც აქვთ და მათი გამორიცხვაც აუცილებელია. ამ დროს სა­უკეთესო კვლევაა სპირალური კომპიუტერუ­ლი ტომოგრაფია (კტ/ჩთ) საკონტრასტო ნივთიერე­ბის გარეშე. მისი საშუალებით შეიძლება ზუსტად გა­ნი­საზ­ღვროს კენჭის მდებარეობა და საშარდე გზების დახ­შობის ხარისხი. ეს კვლევა იმ ბევრი სხვა დაავა­დების სადიაგნოზოდაც გამოდგება, რომლებიც კენ­ჭებით გა­მოწ­ვეული ტკივილის მსგავს ტკივილს იწ­ვევენ. კომ­პიუტერული ტომოგრაფიის ცუდი მხარე ის არის, რომ ადამიანი ამ დროს სხივდება. თუმცა, ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია, როცა ტკივილის გამომწვევი მიზეზი შეიძლება რაიმე მძიმე დაავადება იყოს, რომლის დიაგნოსტიკაც ამ კვლევის საშუ­ალებით მოხდება (მაგალითად, აორტის ანევრიზმა ან აპენდიციტი). კტ-ის ალტერნატიული მეთოდია ულტრასონოგრაფია, რომელიც არავითარ დასხივებას არ მოიცავს. თუმცა, ულტრასონოგრაფიის დროს კტ-სთან შედარებით შეიძლება უფრო ხშირად ვერ მოხერხდეს პატარა კენჭების აღმოჩენა (განსაკუთრებით თუ ისინი შარდსაწვეთშია), საშარდე გზების დახშობის ზუსტი ადგილის პოვნა ან რაიმე სხვა დაავადების დადგენა, რომელიც სიმპტომებს განაპირობებს.
ჩვეულებრივ, შარდის ანალიზიც კეთდება. შარდში შეიძლება აღმოჩნდეს სისხლი ან ჩირქი მიუხედავად იმისა, სიმპტომები გამოხატულია თუ არა.
როცა კენჭის არსებობა დადგენილია, ექიმი სპე­ცი­ფიკურ ანალიზებს ატარებს კენჭის ტიპის დასადგენად. ადამიანი უნდა ეცადოს, რომ გა­მოდევნილი კენჭი შეინახოს. არსებობს სპეცი­ალური ფილტრებიც, რომელშიც შარდი გადის და კენჭი ზედ რჩება, შემდეგ კი გამოსაკვლევად იგზავნება. კენჭის ტიპის დადგენის შემდეგ შეიძლება შარდის ანალიზის, აგრეთვე, სისხლის ბიოქიმიური და ჰორმონული ანალიზების გაკეთება გახდეს საჭირო.

პრევენცია
ახალი კენჭების ფორმირების თავიდან აცი­ლება სხვა­­დასხვაგვარად ხდება, რაც კენჭის შე­მად­გენ­ლო­ბა­ზეა და­მოკიდებული.
ყველა შემთხვევაში სასურველია ყოველდღი­უ­რად დიდი რაოდენობით სითხის მიღება (8-10 ცალი 300-მი­ლი­ლიტრიანი ჭიქა), თუმცა ზუსტად არ არის დადგენილი, რამდენად ეფექტურია ეს. კალციუმის კენჭების მქონე ბევრ ადამიანს ჰიპერკალციურია აქვს, ანუ შარდით დიდი რაოდენობით გამოყოფენ ამ ნივთიერებას. მათთვის რეკომენდებულია ნატრიუმით ღარიბი და კალიუმით მდიდარი საკვების მიღება. მათ კალციუმი თითქმის ჩვეულებრივი რაოდენობით უნდა მიიღონ – 1000-1500 მილიგრამი დღეში. ცილისა და წითელი ხორცის შეზღუდვა კენჭების ფორმირების რისკს ამცირებს. თიაზიდური შარდმდენები, მაგალითად, ქლორთალიდონი ან ინდაპამიდი, ასევე აქვეითებს კალციუმის რაოდენობას შარდში და ახალი კენჭების წარმოქმნის რისკს ამცირებს. კალიუმის ციტრატი ინიშნება შარდში ციტრატის შემცველობის გასაზრდელად, რაც კალციუმის კენჭების ფო­რ­მირებას თრგუნავს.
კალციუმის კენჭების ფორმირებას შარდში არსებუ­ლი დიდი რაოდენობით ოქსალატიც უწ­ყობს ხელს, რაც შეიძლება ნაწლავის ზოგიერთი დაავადებით ან ოქ­სა­ლატების ჭარბად შემცველი საკვების (მაგალითად, ის­პა­ნახი, რევანდის, კაკაო, ნიგოზი, წიწაკა, ჩაი) მიღებით იყოს გამოწვეული. შარდში ოქსალატის დონის შემცირება შესაძლებელია კალციუმის ციტრატის, ქოლესტირამინის მიღებით, საკვებში ოქსალატისა და ცხიმის შეზღუდვით. ეს ნივთიერება ორგანიზ­მშიც წარმოიქმნება, რასაც პირიდოქსინი თრგუნავს.
იშვიათად კალციუმის კენჭები ჰიპერპარათირეოზის, სარკოიდოზის, D-ვიტამინით მოწამვლის, თირკმლის მილაკოვანი აციდოზის ან სიმსივნის გამო წარმოიქმნება. ამ დროს საჭიროა შესაბამისი დაავადების მკურნალობა.
შარდმჟავას შემცველი კენჭების თავიდან ასა­ცი­ლებლად სასურველია ნაკლები წითელი ხო­რცის მიღება, რადგან იგი ზრდის შარდმჟავას შემცველობას შარდში. თუკი ეს ეფექტური არ არის, შარდმჟავას წარმოქმნის დასაქვეი­თე­ბ­ლად ინიშნება ალოპურინოლი. შარდმჟავას კე­­ნ­­ჭები შარდის მაღალი მჟავიანობის დროს წარ­­მო­იქმნება. შესაბამისად, საჭიროა შარდის გა­­ტუ­ტი­ანება, რაც კალიუმის ციტრატის მიღებით ხერხდება. ძალიან მნიშვნელოვანია ყოველდღიურად სითხის დიდი რაოდენობის მიღებაც.
ცისტინისგან წარმოქმნილი კენჭების დროს შარდში ამ ნივთიერების შემცველობის დაქვეითებაა საჭირო, რაც დიდი რაოდენობით სითხეებისა და ზოგჯერ ალფა-მეკაპტოპროპიონილგლიცინის (თიოპრონინის) ან პე­ნი­ცი­ლამინის მიღებით ხერხდება.
სტრუვიტის კენჭების განმეორებითი წარ­მო­ქ­მნის შე­­მთხვევაში აუცილებელია ანტიბიოტი­კების რეგულა­რულად მიღება, რათა საშარდე გზე­ბის ინფექცია განი­კურნოს. ამ დროს შეიძ­ლე­ბა ასევე ეფექტური იყოს აცე­ტო­ჰიდროქსა­მის მჟავა.

მკურნალობა
პატარა კენჭებს, რომლებიც სიმპტომებს, სა­­შა­­რდე გზების დახშობას ან ინფექციას არ იწ­ვევს, როგორც წესი, მკურნალობა არ სჭირდე­ბა. კენ­ჭების გამოდევნისთვის რეკომენდებულია დიდი რაოდენობით სითხის დალევა ან ინტრავენურად გადასხმა, მაგრამ ზუსტად არაა დამტკიცებული, ეფექტურია თუ არა ეს ხერხი. მედიკამენტებიდან შეიძლება დაინიშნოს ალფა-­ადრენერგული ბლოკერები (მაგალითად, ტამსულოზინი) ან კალციუმის არხის ბლოკერები (დილთიაზემი, ნიფედიპინი, ვერაპამილი). კენჭის გამოდევნის შემდეგ რაიმე დაუყოვნებლივი მკურნალობა საჭირო არ არის. თირკმლის ჭვლის ტკივილის გაყუჩება შეიძლება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (ასას) ან ოპიოიდების გამოყენებით.
თირკმლის მენჯში ან შარდსაწვეთის ზედა ნაწილში მოთავსებული ერთი სანტიმეტრის ან უფრო მცირე დიამეტრის კენჭის დაშლა ბგერი­თი ტალღების მეშვეობითაა შესაძლებელი, რო­მელ­საც სპეციალური გენერატორი გამოიმუ­შა­­ვებს და პირდაპირ კენჭისკენ მიმართავს (ექ­­ს­­­ტ­რა­­­კორ­პორული დარტყმით-ტალღოვანი ლი­­­­თო­­­­ტ­რი­ფ­სია). კენჭის ნაწილები შემდეგ შარდთან ერთად გამო­იყოფა. ზოგჯერ, კანის მცირე გა­­­­ნა­­­კ­­­ვე­­­თიდან შეჰყავთ ენდოსკოპი (სპეციალური კა­მერიანი მილი) და პინცეტით იღებენ კენჭს. მი­სი დაშლა კონტაქტური ლითოტრიფსიითაც შე­­იძ­­­ლება და შემდეგ ნამსხვრევები შარდით გამო­იდევნება.
პატარა კენჭები, რომლებიც შარდსაწვეთის ქვე­და ნაწილებშია და მკურნალობას საჭიროებს, შეიძლება სპეციალური დრეკადი ენდოსკოპით – ურეტეროსკოპით გამოიღონ. იგი შარდსადენისა და შარდის ბუშტის გავლით შეჰყავთ საჭირო ადგილას. ზოგჯერ მას კენჭების დასაშლელადაც გამოიყენებენ, ნამსხვრევებს კი გამოიღებენ ან თავისით გამოჰყვება შარდს (ინტრაკორპორული ლითოტრიფსია). ყველაზე ხშირად ლაზერული აპარატი გამოიყენება. ამ შემთხვევაში პროცე­დურას ჰქვია ლითოტრიფსია ჰოლმიუმის ლა­­­ზე­რით.
შარდმჟავას კენჭები შეიძლება ნელ-ნელა და­­ი­შა­ლოს და გაიხსნას შარდის გატუტიანების შე­მ­­თხ­ვევაში (მაგ. 4-6 თვის მანძილზე კალიუმის ცი­ტ­რატის დალევით), მაგ­რამ სხვა კენჭებს ეს არ ეხება. ზოგჯერ დიდი ზომის, სა­შარდე გზების ობ­ს­ტრუქციის გამომწვევი კენჭების მო­სა­შო­რებ­­ლად ქირურგიული ჩარევაა საჭირო.
სტრუვიტის კენჭების მოსაცილებლად ენდო­სკო­პი­ური ქირურგია გამოიყენება. კენჭის მო­შო­რების გარეშე სა­შა­რდე გზების ინფექციის ანტიბიოტიკებით მკურნა­ლობა ეფექტური არ არის.

იცით თუ არა, რომ…
ადამიანები, რომელთაც ხშირად აქვთ კენჭების პრობლემა, კომპიუტერული ტომოგრაფიის ხშირად გადაღებას უნდა მოერიდონ, რათა ნაკლებად დასხივდნენ.
კენჭის დაშლა ბგერითი ტალღების საშუალებით
თირკმლის კენჭების წვრილ ნაწილებად დაშლა ზო­გჯერ ბგერითი ტალღების მეშვეობითაც შეიძლება. ტალღებს სპეციალური აპარატი, ლითოტრიპტორი წა­რ­­მოქმნის, ხოლო პროცედურას ექსტრაკორპორული დარტყმით-ტალღოვანი ლითოტრიფსია ეწოდება. ულტრასონოგრაფით ან ფლუოროსკოპით კენჭის ზუსტი ადგილმდებარეობის დადგენის შემდეგ, ლითოტრიპტორი ზურგზე თავსდება და ბგერით ტალღებს ზუსტად კენჭს უმიზნებს, რაც ამსხვრევს მას. შემდეგ ადამიანი ბევრ სითხეს იღებს, რათა თირკმლიდან კენჭის პატარა ნაწილები შარდით გამოირეცხოს. ზოგჯერ პროცედურის შემდეგ შარდში სისხლი ჩნდება ან მუცელზე – დაჟეჟილობა, თუმცა სერიოზული გართულებები იშვიათია.

ჰიდრონეფროზი

წყარო: ჯანმრთელობის ენციკლოპედია. მერკის სახელმძღვანელო:
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)

#datashvil    #drpkhakadze  #sheniganatleba

თირკმლის კენჭები საშარდე გზების დახშობის ხშირი მიზეზია – ჰიდრონეფროზი თირკმლის შარდით გადავ­სება და გაფართოებაა

ჰიდრონეფროზი

ჰიდრონეფროზი თირკმლის შარდით გადავ­სება და გაფართოებაა (დილატაცია), რაც შა­რ­დის დინების და­რ­ღვევით და თირკმლებში წნე­ვის გაზრდით არის გამოწ­ვეული.
თირკმლის კენჭები საშარდე გზების დახშობის ხშირი მიზეზია.
როცა ჰიდრონეფროზი სწრაფად ვითარდება, ადამიანს შეიძლება გაუსაძლისი ტკივილი ჰქონდეს გვერდის არეში (ნეკნებსა და თეძოებს შორის სივრცე).
როცა ჰიდრონეფროზი თანდათან ვითარდება, სიმპტომები შეიძლება საერთოდ არ გამო­ვლინდეს ან ტკივილი გვერდში იყოს დროდადრო, ყრუ, მღრღნელი ხასიათის.
საწყის ეტაპზე ექიმები შარდის ბუშტის კათეტერიზაციას ან ულტრასონოგრაფიას ნიშნავენ ჰიდრონეფროზის აღმოსაჩენად, ხოლო დახშობის ზუსტი ადგილის დასადგენად შეიძლება სხვა გამოსახულებითი კვლევებიც გამოიყენონ.
მკურნალობა ობსტრუქციის მიზეზზეა და­მო­კი­დე­ბული.
ნორმაში შარდი თირკმლიდან ძალიან დაბა­ლი წნევით გაედინება. თუ დინება შეფერხდა, დახ­შობის ადგილიდან შარდი ზევით მიემართება და თან­დათან აღწევს უმცირეს მილაკებსა და თირ­კმელში მისი დაგროვების ადგილს (თირკმლის მენჯს). შედეგად თირკმელი ფართოვდება და მის შიდა სტრუქტურებზე ზეწოლა იზრდება. საშარდე გზების დახშობის გამო გაზრდილმა წნევამ შეიძლება დააზიანოს თირკმელი და მისი ფუნქცია მოიშალოს. როცა შარდის დინება შეფერხებულია, საკმაოდ ხშირია საშარდე გზე­ბის ინფექციები და კენჭების ფორმირების რის­კიც იზრდება. თუკი ორივე თირკმელი დაზიანდა, შესაძლოა თირკმლის უკმარისობა განვითარდეს.
თირკმლის მენჯისა და შარდსაწვეთის ხანგრძლივმა გაფართოებამ შეიძლება დაარღვიოს კუნთთა რიტმუ­ლი შეკუმშვები, რომლითაც შარდი შარდსაწვეთის გა­ვ­­­ლით შარდის ბუშტში ჩაედინება (პერისტალტიკა). შარდ­საწვეთების კე­დელში ნორმალური კუნთოვანი ქსო­ვილი შესაძლოა ნაწიბუროვანმა ჩაანაცვლოს, რაც გამოუსწორებელ დაზიანებას იწვევს.
მიზეზები
ჰიდრონეფროზს, როგორც წესი, შარდსაწვეთისა და თირკმლის მენჯის შეერთების ადგილას არსებული ობსტრუქცია იწვევს. ამის მიზეზი შეიძლება იყოს:
  • სტრუქტურული დარღვევები – მაგალითად, თანდაყოლილი დეფექტი, რომლის დროსაც შარდსაწვეთი თირკმლის მენჯს მაღლა უერ­თ­დება ან მისი კუნთები არასაკმარისადაა გან­ვი­თარებული (მენჯ-შარდსაწვეთის სეგ­მენ­ტის თანდაყოლილი ობსტრუქცია).
  • მენჯ-შარდსაწვეთის სეგმენტის გადაღუნვა თირკმლის ქვემოთ გადანაცვლების გამო (თი­რ­კმლის დაწევა ანუ პტოზი).
  • კენჭები ან სისხლის კოლტი თირკმლის მენ­ჯში
  • შარდსაწვეთზე ზეწოლა ფიბროზული ქსოვილის, არტერიის ან ვენის უჩვეულო მდებარეობის, სიმსივნის გამო.

ჰიდრონეფროზი შეიძლება, აგრეთვე, მენჯ-­შარდ­სა­წვეთის სეგმენტის ქვემოთ არსებულმა ობსტრუქციამ ან შარდის ბუშტიდან შარდის უკუ­დინებამ (რეფლუქსი) გა­მოიწვიოს. ასეთი ობ­სტრუქციის მიზეზები შეიძლება იყოს:

  • კენჭები შარდსაწვეთში;
  • სისხლის კოლტი შარდსაწვეთში;
  • სიმსივნე შარდსაწვეთში ან მასთან ახლოს;
  • შარდსაწვეთის შევიწროება თანდაყოლილი დე­ფექ­ტის, ტრავმის, ინფექციის, სხივური თე­რაპიის ან ოპე­რაციის გამო;
  • შარდსაწვეთის ან შარდის ბუშტის ნერვთა და კუნთთა დაავადებები;
  • ფიბროზული ქსოვილის ფორმირება შარდსა­წვეთში ან მის გარშემო ოპერაციის, სხივური თერაპიის ან მე­დიკამენტების (განსაკუთრებით მეთისერგიდის) გამო;
  • შარდსაწვეთის ქვედა ბოლოს შარდის ბუშტში გადანაცვლება და შიგნით გამოდრეკა (ურეტე­როცელე – შა­რდ­­საწვეთის თიაქარი);
  • შარდის ბუშტის, მისი ყელის, საშვილოსნოს, წინამდებარე ჯირკვლის ან მენჯის ღრუს სხვა ორგანოების სიმსივნეები;
  • ობსტრუქცია, რომელიც ხელს უშლის შარდის გადა­დი­ნებას ბუშტიდან შარდსადენში (წინამდებარე ჯი­რკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია და მისი გა­­­დი­­დება, სწორი ნაწლავის ფეკალური მასებით გა­დავ­სება);
  • შარდის ბუშტის შეკუმშვის დარღვევა თანდაყოლილი დეფექტის, ზურგის ტვინის ან ნე­რ­ვების დაზიანების გამო.
ორივე თირკმლის ჰიდრონეფროზი შეიძლება ორსუ­ლობისას განვითარდეს, როცა გადიდებული საშვილოს­ნო შარდსაწვეთებს აწვება. ამ დროს ჰორმონულმა ცვლი­ლე­ბებმა შეიძლება გააღრმაოს პრობლემა, რადგან შა­რ­დის შარდსადენის გავლით გარეთ გამოდევნაში მო­ნა­წი­ლე კუნთების შეკუმშვა სუსტდება. ამ მდგომარეობას ორსულობის ჰიდრონეფროზი ეწოდება და მშობიარობის შემდეგ გამოსწორდება. თუმცა, თირკმლის მენჯი და შარდსაწვეთები მეტ-ნაკლებად გაფართოებული შე­იძ­ლება შემდგომშიც დარჩეს.
სიმპტომები
სიმპტომები დამოკიდებულია მიზეზზე, ობსტრუქციის ადგილსა და მის ხანგრძლივობაზე. როცა დახშობა უეცრად ხდება (მწვავე ჰიდრონეფროზი), როგორც წესი, თირკმლის ჭვალი ვითარდება – გაუსაძლისი, შეტევითი ტკივილი გვერდში (ნეკნებსა და თეძოებს შორის სივრცე) ობსტრუქციის მხარეს. მხოლოდ ერთ მხარეს დახშობა შარდის გამოყოფას არ არღვევს. ეს მაშინ ხდება, როცა ობსტრუქცია ორივე თირკმლის ორივე შარდსაწვეთში ან შარდსადენშია. შარდის ბუშტის ყელის ან შარდსადენის დახშობამ შეიძლება ტკივილი, ბუშტში წნევის გაზრდა და მისი გაჭიმვა გამოიწვიოს.
როდესაც ჰიდრონეფროზი თანდათან ვითარდება (ანუ ქრონიკულად), სიმპტომები არ ვლინდება ან ტკი­ვი­ლი ყრუ, მღრღნელი ხასიათისაა და აღინიშნება და­ზი­­ანე­ბის მხარეს, გვერდში. ზოგჯერ თირკმლის კენ­ჭი დრო­ებით ახშობს შარდსაწვეთს და მტკივნეულ ჰიდრო­ნეფროზს იწვევს, რაც დროგამოშვებით ვითარდება.
ამ მდგომარეობამ შეიძლება ნაწლავების დაავადებისთვის დამახასიათებელი, გაურკვეველი სიმპტომებიც გა­­მო­­იწ­ვიოს: გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი. ხან­დახან ასეთი სიმპტომები ბავშვებში ვლინდება, რო­მელ­თაც თირკმლის მენჯისა და შარდსაწვეთის შე­ერ­­თების ადგილის თანდაყოლილი შევიწროება აქვთ (მენჯ-შარდსაწვეთის სეგმენტის ობსტრუქცია).
საშარდე გზების ინფექციის დროს შარდში შეიძლება ჩირქი იყოს, ადამიანს აწუხებდეს მაღალი ტემპერატურა და დისკომფორტის შეგრძნება შარდის ბუშტის ან თირკმლის არეში.
დიაგნოსტიკა
ადრეული დიაგნოსტიკა მნიშვნელოვანია, რა­­დ­­გან, ერ­თი მხრივ, ობსტრუქციის მიზეზთა უმ­­რა­ვ­ლესობა გა­მოს­წორებადია, ხოლო, მეორე მხრივ, მკურნალობის და­გ­ვიანების გამო თირ­კმლე­ბი შეიძლება შეუქცევადად დაზიანდეს. ექიმს ჰიდრონეფროზზე ეჭვი სიმპტომებიდან და ზოგჯერ გასინჯვის შედეგებიდან გამომდინარე მიაქვს. გადიდებული თირკმლის გასინჯვა ზოგჯერ ხელითაც შეიძლება, განსაკუთრებით მაშინ, თუ იგი ზომაში ძალიან არის მომატებული და პაციენტი ბავშვი ან გამხდარი მოზრდილია. გადავსებული, გადიდებული შარდის ბუშტის გასინჯვა მუცლის ქვედა ნაწილში, ბოქვენის ძვლის ზემოთაა შესაძლებელი.
საბოლოო დიაგნოზის დასასმელად და­მა­ტე­­­­ბი­თი კვლე­­ვებია საჭირო. შარდის ბუშტის კა­­­თე­­­­ტე­რიზაცია (დრე­კადი მილის შარდსადენის გავლით შეყვანა) ხშირად პირ­ველი დიაგნოს­ტი­კუ­რი პროცედურაა თირკმლის ჭვლის, თირკმლის მენჯში გაზრდილი წნევის ან ორგანოს გა­დიდების მქონე ადამიანებში. თუკი კათეტერიდან დიდი რაოდენობით შარდი წამოვიდა, ე.ი. ობსტრუქცია შარდის ბუშტის ქვედა ხვრელთან ან შარდსადენში იყო. ბევრი ექიმი ულტრასონო­გ­რაფიულ კვლევას ნიშნავს, რათა კათეტერიზაციამდე დადგინდეს, შარდის ბუშტი გადავსებულია თუ არა.
თუკი ობსტრუქციის ადგილი საეჭვოა, შეიძ­ლება სხვა­­­დასხვა გამოსახულებითი კვლევა ჩა­ტა­რდეს ამ ადგი­ლის ზუსტად დასადგენად ან ზოგადად ობსტრუქციის დასადასტურებლად (მაგალითად, ჰიდრონეფროზის აღ­მო­ჩენით). ულ­­ტრასონოგრაფია ძალიან გამოსადეგია შე­­მ­­­თ­ხ­­ვევათა უმრავლესობაში (განსაკუთრებით ბა­ვ­შვე­ბ­სა და ორსულებში), რადგან იგი საკმაოდ ზუს­ტია და ადა­მიანი არ სხივდება. სხვა მე­თო­დე­ბიდან აღსანიშნავია კომ­პი­უ­ტე­რული ტო­მო­გ­რაფია. იგი სწრაფი და ძალიან ზუსტია, გან­სა­კუთრებით კენჭების აღმოსაჩენად. თუკი მა­ინც ვერ დადგინდა ობსტრუქციის ადგილი, შე­იძ­ლება სხვა კვლევებიც დაინიშნოს, მაგალი­თად, ინტრავენური უროგრაფია.
ზოგჯერ დახშობის ადგილის ახლოდან და­სა­თ­ვა­ლი­ერებლად ენდოსკოპია გამოიყენება (მა­გა­რი ან დრეკადი ტელესკოპი). მისი სა­შუ­ალებით საშარდე გზების შესწავლაა შესაძლე­ბელი.
საჭიროა სისხლისა და შარდის ანალიზების აღებაც. სისხლის ანალიზები, როგორც წესი, ნორმაშია, მაგრამ თუკი ობსტრუქცია ორივე თირკმელს აზიანებს, შეიძ­ლება შარდოვანას, კრეატინინის ან ორივეს მატება გა­მოვ­ლინდეს. შარდის ანალიზის შედეგებიც ხშირად ნო­რ­მა­შია. ამასთან, როცა დახშობის მიზეზი კენჭი ან სიმ­­სივ­­ნეა, ან იგი ინფექციითაა გართულებული, შარდში სი­­სხ­ლის წითელი (ერითროციტების) და თეთრი უჯრედე­ბის (ლეიკოციტების) რაოდენობა იქნება მომატებული.
პროგნოზი
თირკმლის გამოუსწორებელი დაზიანება ნაკლებად სავარაუდოა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ობსტრუქცია ორივე თირკმელს მოიცავს და, სულ მცირე, რამდენიმე კვირის განმავლობაში გრძელდება. პროგნოზი ნაკლებადაა განსაზღვრული ქრონიკული ჰიდრონეფროზის არსებობისას.
მკურნალობა
მკურნალობის მიზანი, როგორც წესი, ობს­ტრუქციის მიზეზის გამოსწორებაა. მაგალი­თად, თუკი შარდსადენია დახშული გადიდებული ან სიმსივნური წინამდებარე ჯირკვლით, მკურნალობა მოიცავს მედიკამენტებს, კიბოს საწინააღმდეგო ჰორმონულ თერაპიას ან შარდსადენის ქირურგიულ გაფართოებას. შარდის დინების შემაფერხებელი კენჭების მოსაშორებლად სხვა მეთოდებია საჭირო, მაგალითად, ლითოტრიფსია და ენდოსკოპიური ქირურგია. თუკი ობსტრუქციის მიზეზის გამოსწორება სწრაფად ვერ ხერხდება, განსაკუთრებით, თუ ამას ერთვის ინფექცია, თირკმლის უკმარისობა ან ძლიერი ტკივილი, საშარდე გზები შარდისგან უნდა დაიცალოს. მწვავე ჰიდრონეფროზის დროს, დახშობის ადგილის ზემოთ დაგროვილი შარდის გამოსაღებად რბილი მილი კანის გავ­ლით თირკმელში შეჰყავთ (ნეფროსტომა) ან შარდ­საწვეთში დგამენ (სტენტირება). ნეფ­რო­ს­ტომის ან შარდსაწვეთის სტენტირების გართულებებია მილის გადაადგილება, ინფექცია და დისკომფორტი.
ქრონიკული ჰიდრონეფროზის სასწრაფოდ გამოს­წო­რება, როგორც წესი, საჭირო არ არის. აუცილებელია ამ მდგომარეობის გართულებების (მაგალითად, საშარდე გზების ინფექციისა და თირკმლის უკმარისობის) დროული მკურნალობა.
ჰიდრონეფროზი – გაფართოებული თირკმელი
ჰიდრონეფროზის დროს თირკმელი ფართოვდება, რად­­გან შარდის დინება შეფერხებულია და იგი უკან, თირ­კ­მე­ლში მიედინება, ავსებს წვრილ მილაკებსა და ცენ­ტრა­ლურ სივრცეს (თირკმლის მენჯს).
წყარო: ჯანმრთელობის ენციკლოპედია. მერკის სახელმძღვანელო:
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)

#datashvil    #drpkhakadze  #sheniganatleba

საშარდე გზების დახშობა

საშარდე გზების დახშობა

საშარდე გზების ნებისმიერ ადგილას დახშობამ – დაწყებული თირკმლებიდან, სადაც შარდი წარმოიქმნება, დამთავრებული შარდსა­დენით, საიდანაც შარდი სხეულიდან გამოი­ყო­ფა – მასში წნევის გაზრდა და შარდის დინების შენელება შეიძლება გამოიწვიოს. დახშობა ანუ ობსტრუქცია შესაძლოა უეცრად ან თანდათანობით, დღეების, კვირების, თვეების მანძილზე განვითარდეს. იგი შეიძლება იყოს ნაწილობრივი ან სრული.
საშარდე გზების ობსტრუქციამ შესაძლოა თი­რ­კმლების გაფართოება გამოიწვიოს, რაც აზი­ანებს მათ. თუკი პრობლემა სწრაფად მოიხსნა, თირკმლები მძიმედ არ ზიანდება, მაგრამ ზოგ­ჯერ მძიმე და გამოუსწორებელი ცვლილებებიც ვითარდება, რასაც საბოლოოდ თირკმლის ფუნქციის დარღვევა – თირკმლის უკმარისობა მოსდევს. ობსტრუქციამ, აგრეთვე, შეიძლება კე­ნ­ჭების წარმოქმნა და საშარდე გზების ინფექცია გამო­იწვიოს. დახშობის დროს გზებში მოხვედრილი ბაქტერიები გარეთ არ გამოირეცხება, რადგან შარ­დის დინება დარღვეულია. შედეგად, ინფექცია ვითარდება.

შარდის შეუკავებლობა ბავშვებში

წყარო: ჯანმრთელობის ენციკლოპედია. მერკის სახელმძღვანელო:
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)

#datashvil    #drpkhakadze  #sheniganatleba

2023 წლის 5 მაისს, ჯანმრთელობის გლობალური საგანგებო მდგომარეობა ოფიციალურად დასრულებულად გამოცხადდა

2023 წლის 5 მაისს, ჯანმრთელობის გლობალური საგანგებო მდგომარეობა ოფიციალურად დასრულებულად გამოცხადდა. სამი წლის განმავლობაში, ქვეყნები იბრძოდნენ სიცოცხლის გადასარჩენად და სერიოზული დაავადებების თავიდან ასაცილებლად, რადგან ჩვენ ვეგუებით, რომ ვაქცინა ყველგან ხელმისაწვდომი ყოფილიყო.
ამბიციური, არასრულყოფილი და გამძლე. ეს არის შესანიშნავი ისტორიები და დასკვნები COVID-19-ის ვაქცინის მიწოდებიდან, რომელიც მომავალი თაობებისთვის შენახულია იმ მოწყობილობის ციფრულ რეპლიკაში, რომელიც გამოიყენება სიცოცხლის გადამრჩენი ვაქცინების გადასატანად მათთვის, ვისაც ისინი ყველაზე მეტად სჭირდებოდა.
On 5 May 2023, the COVID-19 global health emergency was officially declared over. For over three years, countries fought to save lives and prevent serious illness as we endeavored to make vaccines available everywhere.
Ambitious, imperfect and resilient. These are the remarkable stories and findings from the COVID-19 vaccine delivery, preserved for future generations in a digital replica of the very device used to carry the life-saving vaccines to those who needed them most.

„ჩვენთან გვამური დონაცია საერთოდ არ არის – ადამიანს გარდაცვალების შემდეგ 8 ადამიანის სიცოცხლის შენარჩუნება შეუძლია“

საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი გია თომაძე გადაცემა #რედაქტ2-თან ინტერვიუში აცხადებს, მსოფლიოში 60%-ზე მეტ შემთხვევაში ორგანო გვამური დონაციის გზით ინერგება.

„საქართველოში ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავეა. მსოფლიოში 60%-ზე მეტ შემთხვევაში ორგანო თუ გვამური დონაციის გზით ინერგება, ჩვენთან გვამური დონაცია საერთოდ არ არის.

გვამური დონაცია ნიშნავს, რომ ადამიანის გარდაცვალების შემდეგ 8 სხვა ადამიანს შეუნარჩუნო სიცოცხლე. ორგანოებმა შეიძლება მინიმუმ 8 ადამიანს შეუნარჩუნოს სიცოცხლე. ორი არის თირკმელი, ღვიძლი, ფილტვი, გული, ნაწლავი. 10-იც შეიძლება გამოვიდეს, რადგან ღვიძლი შეიძლება ორად გაიყოს, ასევე პანკრეასი.

საერთაშორისო ტრანსპლანტოლოგთა დევიზია: „ნუ წაიღებთ თქვენს ორგანოს საიქიოში, საიქიომ იცის, რომ ის ჩვენ გვჭირდება აქ“.

#datashvil    #drpkhakadze  #sheniganatleba

რა იწვევს საშვილოსნოს ყელის პათოლოგიას?

რა იწვევს საშვილოსნოს ყელის პათოლოგიას?
სწორედ ამ თემაზე საუბრობენ ჩვენი კლინიკის ექიმები
მეან-გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი ქეთევან ოსიძე
მეან-გინეკოლოგი ქეთი ჭუმბურიძე

საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა გახდა

ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა X-ზე დაწერა.

„ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება დაიწყოს მოლაპარაკებები უკრაინისა და მოლდოვას გაწევრიანების შესახებ. ევროსაბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, და ევროკავშირი დაიწყებს მოლაპარაკებებს ბოსნია-ჰერცეგოვინასთან, მას შემდეგ რაც მიაღწევს წევრობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის აუცილებელ ხარისხს და მოიწვია კომისია მარტამდე მოამზადოს ანგარიში ასეთი გადაწყვეტილების მიღების მიზნით. იმედის ნათელი სიგნალი მათი ხალხისა და ჩვენი კონტინენტისთვის“, – წერს მიშელი.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები სპეციალურ მიმართვას ავრცელებენ.

„საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. ამ ისტორიულ დღეს, ევროკავშირს და წევრ ქვეყნებს ერთი გზავნილი აქვთ საქართველოს მოსახლეობისთვის. გილოცავთ!“, – ნათქვამია მილოცვაში.

სპეციალური მილოცვა გაავრცელა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„გილოცავთ! ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი“, – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი რეკომენდაციით ევროპულ საბჭოს 8 ნოემბერს მიმართა..

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 2022 წლის მარტში განაცხადა, რომ საქართველომ მიმართა ევროკავშირს წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. იმავე წლის 3 მარტს კი, წევრობაზე საქართველოს ოფიციალურ განაცხადს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი მოაწერა.

#datashvil    #drpkhakadze  #sheniganatleba

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights