შაბათი, მაისი 9, 2026

„მონაწილეობს პრაქტიკულად ყველა მიმიკური კუნთი – ღიმილი ნამდვილად აჯანსაღებს“

გადაცემა „დღის კოდი“

საუბრობს ბავშვთა ნევროლოგი, პროფესორი ბაკურ კოტეტიშვილი:
„ნევროლოგიაში დუშენის ღიმილი ჰქვია, სწორედ იმ გულწრფელ ღიმილს, რომელიშიც მონაწილეობს პრაქტიკულად ყველა მიმიკური კუნთი.

ნახევარი წლიდან უკვე იწყება მიზანმიმართული ღიმილი. ეს არის სოციალური ურთიერთობის უნიკალური საშუალება. მნიშვნელობა არ აქვს არანაირ ენას, რასას, რელიგიურ აღმსარებლობას, ღიმილი ყველგან უნივერსალურია.

ღიმილი ჩვენი სახის მიმიკური კუნთების სხვადასხვა ინტენსივობით შეკუმშვაა. ყველა კუნთი არ იკუმშება, ზოგიერთი ეშვება კიდეც. პირის მარჯვნივ-მარცხნივ გვაქვს ძაფისებრი კუნთი, რომელსაც ღიმილის კუნთი ჰქვია. შუბლის ცენტრალურად ცხვირის ფუძესთან არის სიამაყის კუნთი. ეს ყველაფერი გახლავთ იმ ემოციების გამოხატვა, რისი რეალიზაციაც ხდება მიმიკური კუნთებით და რისი საფუძველიც ტვინში მიმდინარეობს. ღიმილის რეალიზაცია ხდება თავის ტვინში სეროტონინის, ოქსიტოცინის, კორტიზოლის გამოყოფით. ღიმილით ჰორმონების აქტიური მოქმედებით იმუნური სისტემა ძლიერდება, მათ შორის კუჭ-ნაწლავის“.

ჩუტყვავილას ინფექცია, შეიძლება თუ არა ბავშვის დაბანა?

გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“

ჩუტყვავილას ინფექცია, შეიძლება თუ არა ბავშვის დაბანა?

საუბრობს  „ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის” სამედიცინო დირექტორი, პროფესორი მაია ჩხაიძე:

„ჩუტყვავილა ბავშვთა ინფექციების ჯგუფს მიეკუთვნება. ჩუტყვავილა ბავშვთა სხვა ინფექციებიდან რაიმე განსაკუთრებული გართულებით არ გამოირჩევა. გართულება თითქმის ყველა ინფექციას ახასიათებს, მათ შორის, წითურას, ყბაყურას, წითელას. ჩუტყვავილა ვარიცელა ზოსტერის, ანუ ჰერპესების ჯგუფის ვირუსია. ჰერპესის ჯგუფია და რასაც ჰქვია ჰერპესული ენცეფალიტები ის საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობს. ჰერპესული ენცეფალიტები არა მხოლოდ ჩუტყვავილას პერიოდში, არამედ ისედაც შეიძლება დაემართოს ბავშვსაც და მოზარდსაც. ჰერპესული ენცეფალიტების დროს ძალიან მნიშვნელოვანია დიაგნოზის დროულად დასმა და  მკურნალობის დროულად დაწყება. ჩუტყვავილას გადამდებლობის ინდექსი დაახლოებით 12-ია, ანუ ერთ ინფიცირებულ ადამიანს ძალიან სწრაფად შეუძლია, რომ 12 ადამიანი დააავადოს. ჩუტყვავილას დროს ძალიან მაღალია გადამდებლობა. გადადება ხდება როგორც ჰაერწვეთოვანი გზით, ისე გამონაყარში, ბუშტუკებში არსებული შიგთავსის მოხვედრით. ინკუბაციური პერიოდი საშუალოდ 14-21 დღეა. გამონაყარის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ადამიანი უკვე გადამდებია.

ჩუტყვავილას დროს ბავშვი უნდა დაიბანოს ბაქტერიოციდული დასაბანი საშუალებებით და შემდეგ მას უნდა წაუსვათ ალკოჰოლის შემცველი ბეტადინის ხსნარი. ბრილიანტის მწვანე“ ამოღებულია ხმარებიდან, რადგან აბსოლუტურად შლის სურათს და მწვანე შეფერილობაში შეუძლებელია გამონაყარის მდგომარეობის დანახვა. ასეთ დროს აუცილებელია, რომ ბავშვი სითხეებით დავტვირთოთ.

მოზრდილ ადამიანებში ბავშვთა ინფექციები მძიმედ მიმდინარეობს. ჩუტყვავილა შეიძლება გართულდეს იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს აქვს ქრონიკული დაავადება და თვეების და წლების განმავლობაში იღებს ჰორმონს, თუ აქვს გულის თანდაყოლილი მანკი, ცისტური ფიბროზი, ფილტვის ქრონიკული დაავადებები.“

#datashvil    #drpkhakadze  #sheniganatleba

ადამიანის ორგანოთა გადანერგვის პრაქტიკა საქართველოში – ვის შეუძლია დონორობა?

ადამიანის ორგანოთა გადანერგვის პრაქტიკა საქართველოში
ვის შეუძლია დონორობა?
გვამური დონაცია;
„ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ კანონი“
რისკები – როგორ ვაზღვევთ შავ ბაზარს?
რამდენ ადამიანს აქვს გაცხადებული სურვილი, გარდაცვალების შემდეგ დონორი გახდეს?
რამდენი ადამიანის გადარჩენა შეუძლია 1 ადამიანს გვამური დონაციის გზით?
ინტერვიუერი: ელენე გოგბერაშვილი – BMG-ის ჟურნალისტი
სტუმარი: გია თომაძე – პროფესორი, საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი

#datashvil    #drpkhakadze  #sheniganatleba

„საერთაშორისო ჯანდაცვის აკრედიტაცია არის იმისთვის, რომ არ წავიდნენ სხვა ქვეყანაში სამედიცინო დახმარების მისაღებად“

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე საქართველოში იმყოფება.

კლინიკებმა საერთაშორისო აკრედიტაციის გავლისთვის მზადება დაიწყეს.

საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში  გიორგი ფხაკაძე წარმოადგენს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული ყველა კლინიკა ვალდებული იქნება მსოფლიოში მოქმედი სტანდარტები დააკმაყოფილოს და საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანოს აღიარება მოიპოვოს.

ამასთან, მიმდინარე წელს სამედიცინო დაწესებულებებმა უკვე უნდა წარადგინონ კონტრაქტი აკრედიტაციის ორგანოსთან. საერთაშორისო ექსპერტების მიერ მოხდება სამედიცინო მომსახურების ხარისხის, კლინიკებში არსებული პროცესებისა და ინფრასტრუქტურის შესაბამისობის დადგენა საერთაშორისო სტანდარტებისგან.

„ამჟამად საქართველოში ვიმყოფები. ერთი კვირის განმავლობაში ინტენსიური შეხვედრები მქონდა. არის ბევრი სიახლე საერთაშორისო ჯანდაცვის აკრედიტაციასთან დაკავშირებით.

აკრედიტაცია კანადამ საქართველოში პრაქტიკულად დახურა მიღება. ჩვენ ვეხმარებით 20 სამედიცინო დაწესებულებას.

ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე ძლიერ, განსხვავებულ კლინიკებთან გაფორმდა თანამშრომლობის ხელშეკრულება. საერთაშორისო აკრედიტაცია შესაძლებელია სხვადასხვა ტიპისა და ზომის სამედიცინო დაწესებულებებთან“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

აკრედიტაცია კანადას ახალი პარტნიორია მალხაზ კაციაშვილის მრავალპროფილური გადაუდებელი დახმარების ცენტრი.

ასევე წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფო (ახალი მიხაილოვი) ჩართულია აკრედიტაცია კანადას საერთაშორისო სამედიცინო აკრედიტაციის პროგრამაში. უძველესი და ევროპული სტილის სამედიცინო დაწესებულება.

ასევე ნეონატოლოგიური ცენტრი N ქირონ+ ჩართულია აკრედიტაცია კანადას საერთაშორისო სამედიცინო აკრედიტაციის პროგრამაში.

კანადის საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანომ, კლინიკა „ვივამედთან“ თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა.

ასევე MMT Hospital · ემ ემ ტე ჰოსპიტალი ჩართულია აკრედიტაცია კანადას საერთაშორისო სამედიცინო აკრედიტაციის პროგრამაში.

„დიდი პატივია, ამ კლინიკებთან თანამშრომლობა. მიხარია, რომ ჩვენ ეს შევძელით. კლინიკები იწყებენ რთული გზის გავლას, – ხარისხიან ჯანდაცვას“, – აღნიშნა გიორგი ფხაკაძემ.

მისი თქმით, ე.წ. სამედიცინო ტურიზმი, სამწუხაროდ, საქართველოში არ არის.

„ე.წ. სამედიცინო ტურიზმი, სამწუხაროდ, საქართველოში არ არის, ხალხი მიდის ქვეყნიდან იმისთვის, რათა მიიღონ სამედიცინო დახმარება. საერთაშორისო ჯანდაცვის აკრედიტაცია არის იმისთვის, რომ ქართველი დარჩეს საქართველოში და უცხოელი ჩამოვიდეს საქართველოში.

აკრედიტაციის გავლის შემდეგ სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ პროცესების  წარმართვას საერთაშორისო დონეზე, როგორიც მაგალითად, სადაზღვევო კომპანიებისათვის იქნება მისაღები. როდესაც საქართველოში მყოფ უცხოელს დაჭირდება სამედიცინო დახმარება და ის შეატყობინებს სადაზღვევო კომპანიას, სადაზღვევო კომპანია მისცემს რჩევას, რომელ კლინიკაში წავიდეს. ისინი უყურებენ ბაზას, ძირითად საერთაშორისო მააკრედიტებელ ორგანზიაციებს. შესაბამისად, საქართველოში აკრედიტებული კლინიკები ხვდებიან ამ დიდ ბაზაში.

მიმდინარე წელს სამედიცინო დაწესებულებებმა უკვე უნდა წარადგინონ კონტრაქტი აკრედიტაციის ორგანოსთან. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოეთიშებიან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას.

მე შემიძლია ვთქვა, რომ გიორგი ფხაკაძემ დავდე შედეგი, – საქართველოში დაიწყო საერთაშორისო ხარისხიანი ჯანდაცვის მშენებლობა…“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო.

მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხები – ძალიან საინტერესო ინტერვიუ გიორგი ფხაკაძესთან

#datashvil    #drpkhakadze  #sheniganatleba

„აკრედიტაცია კანადამ საქართველოში პრაქტიკულად დახურა მიღება. ჩვენ ვეხმარებით 20 სამედიცინო დაწესებულებას“ – გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე საქართველოში იმყოფება.

კლინიკებმა საერთაშორისო აკრედიტაციის გავლისთვის მზადება დაიწყეს.

საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში  გიორგი ფხაკაძე წარმოადგენს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული ყველა კლინიკა ვალდებული იქნება მსოფლიოში მოქმედი სტანდარტები დააკმაყოფილოს და საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანოს აღიარება მოიპოვოს.

ამასთან, მიმდინარე წელს სამედიცინო დაწესებულებებმა უკვე უნდა წარადგინონ კონტრაქტი აკრედიტაციის ორგანოსთან. საერთაშორისო ექსპერტების მიერ მოხდება სამედიცინო მომსახურების ხარისხის, კლინიკებში არსებული პროცესებისა და ინფრასტრუქტურის შესაბამისობის დადგენა საერთაშორისო სტანდარტებისგან.

„ამჟამად საქართველოში ვიმყოფები. ერთი კვირის განმავლობაში ინტენსიური შეხვედრები მქონდა. არის ბევრი სიახლე საერთაშორისო ჯანდაცვის აკრედიტაციასთან დაკავშირებით.

აკრედიტაცია კანადამ საქართველოში პრაქტიკულად დახურა მიღება. ჩვენ ვეხმარებით 20 სამედიცინო დაწესებულებას.

ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე ძლიერ, განსხვავებულ კლინიკებთან გაფორმდა თანამშრომლობის ხელშეკრულება. საერთაშორისო აკრედიტაცია შესაძლებელია სხვადასხვა ტიპისა და ზომის სამედიცინო დაწესებულებებთან“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

აკრედიტაცია კანადას ახალი პარტნიორია მალხაზ კაციაშვილის მრავალპროფილური გადაუდებელი დახმარების ცენტრი.

ასევე წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფო (ახალი მიხაილოვი) ჩართულია აკრედიტაცია კანადას საერთაშორისო სამედიცინო აკრედიტაციის პროგრამაში. უძველესი და ევროპული სტილის სამედიცინო დაწესებულება.

ასევე ნეონატოლოგიური ცენტრი N ქირონ+ ჩართულია აკრედიტაცია კანადას საერთაშორისო სამედიცინო აკრედიტაციის პროგრამაში.

კანადის საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანომ, კლინიკა „ვივამედთან“ თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა.

ასევე MMT Hospital · ემ ემ ტე ჰოსპიტალი ჩართულია აკრედიტაცია კანადას საერთაშორისო სამედიცინო აკრედიტაციის პროგრამაში.

„დიდი პატივია, ამ კლინიკებთან თანამშრომლობა. მიხარია, რომ ჩვენ ეს შევძელით. კლინიკები იწყებენ რთული გზის გავლას, – ხარისხიან ჯანდაცვას“, – აღნიშნა გიორგი ფხაკაძემ.

მისი თქმით, ე.წ. სამედიცინო ტურიზმი, სამწუხაროდ, საქართველოში არ არის.

„ე.წ. სამედიცინო ტურიზმი, სამწუხაროდ, საქართველოში არ არის, ხალხი მიდის ქვეყნიდან იმისთვის, რათა მიიღონ სამედიცინო დახმარება. საერთაშორისო ჯანდაცვის აკრედიტაცია არის იმისთვის, რომ ქართველი დარჩეს საქართველოში და უცხოელი ჩამოვიდეს საქართველოში.

აკრედიტაციის გავლის შემდეგ სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ პროცესების  წარმართვას საერთაშორისო დონეზე, როგორიც მაგალითად, სადაზღვევო კომპანიებისათვის იქნება მისაღები. როდესაც საქართველოში მყოფ უცხოელს დაჭირდება სამედიცინო დახმარება და ის შეატყობინებს სადაზღვევო კომპანიას, სადაზღვევო კომპანია მისცემს რჩევას, რომელ კლინიკაში წავიდეს. ისინი უყურებენ ბაზას, ძირითად საერთაშორისო მააკრედიტებელ ორგანზიაციებს. შესაბამისად, საქართველოში აკრედიტებული კლინიკები ხვდებიან ამ დიდ ბაზაში.

მიმდინარე წელს სამედიცინო დაწესებულებებმა უკვე უნდა წარადგინონ კონტრაქტი აკრედიტაციის ორგანოსთან. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოეთიშებიან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას.

მე შემიძლია ვთქვა, რომ გიორგი ფხაკაძემ დავდე შედეგი, – საქართველოში დაიწყო საერთაშორისო ხარისხიანი ჯანდაცვის მშენებლობა…“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო.

მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხები – ძალიან საინტერესო ინტერვიუ გიორგი ფხაკაძესთან

#datashvil    #drpkhakadze  #sheniganatleba

„ეს გაკეთდა იმისთვის, რომ თქვენ მიიღოთ სწორი ინფორმაცია“ – გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე საქართველოში იმყოფება.

გიორგი ფხამაძემ ვიდეო ჩართვის დროს საინფორმაციო პორტალის  www.sheniekimi.ge შესახებ ისაუბრა.

„ეს არის პირველი დამოუკიდებელი საინფორმაციო პორტალი  www.sheniekimi.ge, სადაც თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია ჯანდაცვის, საავადმყოფოების, სამინისტროსა და ჯანმრთელობის შესახებ.

რაც მთავარია, ეს პორტალი არ არის ფარმაკომპანიების, ტოტალიზატორებისა და სხვა ტიპის ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული. ეს არის არასამთავრობო ორგანიზაცია, ფონდი, –  საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის პროექტი. ეს გაკეთდა იმისთვის, რომ თქვენ მიიღოთ სწორი ინფორმაცია“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

გიორგი ფხაკაძემ ახალი პროექტი გააკეთა

#datashvil    #drpkhakadze  #sheniganatleba

სახეები და მიზეზები – შარდის შეუკავებლობა

სახეები და მიზეზები
შარდის შეუკავებლობა ორ ჯგუფად შეიძლება დაიყოს: დროებითი (გარდამავალი) და ხანგრძლივი (ჩამოყალიბებული), რომელსაც რაიმე გრძელვადიანი პრობლემა იწვევს.
შარდის ბუშტის ინფექცია გარდამავალი შე­უკა­ვებ­ლობის ყველაზე ხშირი მიზეზია. სხვა, გამოსწორებად მიზეზებს მიეკუთვნება: ცნობიერების მოშლა (მაგა­ლი­თად, მძიმე ინფექციის, ფილტვების ანთების გამო), მოძ­რაობის უნარის დარღვევა (მაგალითად, ფეხის ან თეძოს ძვლის მოტეხილობის გამო), ალკოჰოლისა და კოფეინის შემცველი სასმლის ჭარბი მიღება, შარდის ბუშტის ან შარდსადენის გამაღიზიანებელი მდგომარეობები (ატროფიული ვაგინიტი), მძიმე შეკრულობა.
ჩამოყალიბებული შეუკავებლობა შეიძლება თავის ან ზურგის ტვინის დაზიანებით იყოს გამოწვეული, მაგ. ინსულტის, ალცჰაიმერის დაავადების ან მრავლობითი ­სკლეროზის შედეგად. მიზეზი ასევე შეიძლება იყოს შარდის ბუშტის ნერვების დაზიანება, საშარდე გზების ქვედა ნაწილის დაავადებები (გადიდებული წინამდება­რე ჯირკვალი) და მდგომარეობები, რომლე­ბიც გამო­უს­წორებლად არღვევენ გონებრივ ფუ­ნ­­ქციებს ან მოძრა­ობის უნარს.
შარდის შეუკავებლობა სიმპტომების გამოვლენის მიხედვით ხუთ სახედ იყოფა:
მოშარდვის დაუძლეველი სურვილი;
დაძაბვა;
გადავსება;
ფუნქციური;
შერეული.
მოშარდვის დაუძლეველი სურვილი: ამ დროს ამ სურვილის გაჩენას, როგორც წესი, უნე­ბ­ლიე შარდვა მოჰყვება. ადამიანებს ძალიან ცოტა დრო აქვთ საჭირო ოთახამდე მისასწრებად. მოძრაობაში ხელის შემშლელი დაავადების ან ტრავმის დროს, მათთვის კიდევ უფრო ძნელია, მოასწრონ ტუალეტში შესვლა. შარდმდენების მიღებამ შეიძლება უფრო გაართულოს პრობ­ლემა.
ეს ტიპი ჩამოყალიბებული შეუკავებლობის ყველაზე ხშირი სახეა და მოხუცებში ხშირად მიზეზის დადგენა ძნელია. ხანში შესულთა უმრავლესობაში შარდის ბუშტის კუნთები ზედმეტად აქტიურია (ისინი ბუშტის ავსებამდე იკუმშებიან უნებლიეთ). ამ პრობლემის მუდმივად არსებობის მიზეზი შეიძლება ტვინში, მოშარდვის დამთრგუნველ შუბლის წილში განვითარებული ცვლილებები იყოს. ისინი აქვეითებენ ნერვული სისტემის უნარს, შეაკავოს შარდის ბუშტი. ცვლილებები შეიძლება ტვინის დაავადებებმა, განსაკუთრებით კი ინსულტმა და დემენციამ გამოიწვიოს. შარდის ბუშტის ქრონიკული მოჭარბებული აქტივობა – ე.წ. ზედმეტად აქტიური შარდის ბუშტი – ხშირია მოხუცებში და იწვევს როგორც ამ ტიპის შეუკავებლობას, ასევე ხშირ შარდვას დღისითა და ღამით. მენოპაუზის შემდეგ ქალებში ესტროგენის ნაკლებობა ატროფიულ ვაგინიტს იწვევს (საშოს ქსოვილის გათხე­ლება), რაც აღიზიანებს საშარდე გზებს და შეიძლება კიდევ უფრო შეუწყოს ხელი მოშარდვის დაუძლეველ სურვილსა და შეუკავებლობას.
დაძაბვა: შარდის მცირე ულუფები უკონტროლოდ, უნებლიეთ გამოიყოფა ხველების, გაჭინთვის, ცემინების, სიმძიმის აწევის ან რაიმე მოქმედების დროს, რაც მუცლის ღრუში წნევას ზრდის. ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ქალებში შეუკავებლობის ეს სახე ყველაზე ხშირია. იგი შეიძლება საშარდე სფინქტერის სისუსტით იყოს გამოწვეული, რაც ზოგჯერ მშობიარობის და მენჯის ღრუზე ოპერაციის შემდეგ, შარდსადენის ან საშვილოსნოს უჩვეულო მდებარეობის გამო ვითარდება. მენოპაუზის შემდეგ ქალებში ესტროგენის ნაკლებობა შარდსადენის წინააღმდეგობის უნარს ამცირებს შარდის ნაკადის მიმართ. მამაკაცებში დაძაბვის შეუკავებლობა შეიძლება წინამდებარე ჯირკვლის ოპერაციის შემდეგ განვითარდეს, თუ შარდსადენის ზედა ნაწილი ან შარდის ბუშტის ყელი დაზიანდა. ორივე სქესში სიმსუქნემ შეიძლება თავად გამოიწვიოს ან გააღრმაოს დაძაბვის შეუკავებლობა, რადგან ამ დროს ზედმეტი წონა აწვება შარ­დის ბუშტს.
ზოგ ადამიანს ეს პრობლემა ძალიან მძიმე ფორმით აქვს და შარდი თითქმის ყოველთვის უნებლიეთ გამოიყოფა (სრული შეუკავებლობა). მოზრდილებში ეს, როგორც წესი, იმიტომ ხდება, რომ საშარდე სფინქტერი ბოლომდე არ იხურება.
გადავსება: ამ დროს შარდის მცირე ულუფები უნებლიეთ გამოიყოფა შარდის ბუშტიდან, რომელიც ბოლომდე კარგად ვერ იცლება. ამას, როგორც წესი, საშარდე გზების დახშობა, შარდის ბუშტის შემკუმშავი კუნთების სისუსტე ან მისი ნერვების დაზიანება იწვევს. როცა შარდის გადინება ფერხდება და შარდის ბუშტის კუნთებს უფრო ძლიერად შეკუმშვა აღარ შეუძლიათ, ბუშტი ივსება და ზომაში იზრდება. წნევა მასში იქამდე იმატებს, სანამ შარდის მცირე რაოდენობა არ გაიჟონება გარეთ.
მამაკაცებში გადიდებულმა წინამდებარე ჯირკვალმა შეიძლება შარდის ბუშტის შარდსადენთან დამაკავშირებელი ნაწილი დაახშოს. უფრო იშვიათად ამას შარდის ბუშტის ყელის ან შარდსადენის შევიწროება (სტრიქტურა) იწვევს, წინამდებარე ჯირკვლის ოპერაციის ან მისი კიბოს დროს სხივური თერაპიის შემდეგ. ორივე სქესში შარდის ბუშტის გადავსება და შეუკავებლობა შეკრულობამაც შეიძლება გამოიწვიოს, თუკი განავლოვანი მასები იმდენად ავსებს სწორ ნაწლავს, რომ შარდის ბუშტის ყელსა და შარდსადენს აწვება. თავისა და ზურგის ტვინის ფუნქციონირებაზე, ნერვული იმპულსების გადაცემაზე მრავალი წამალი მოქმედებს, მათ შორის ანტიქოლინერგული საშუალებები (ბენზტროპინი, ანტიჰისტამინური საშუალებების უმ­რავ­ლესობა, ზოგი ანტიდეპრესანტი, ზოგი ან­ტი­­ფსი­ქოზური მედიკამენტი). მათ შეუძლიათ შარდის ბუშტის შეკუმშვის უნარი დააქვეითონ და გადავსების გამო შეუკავებლობა გამოიწ­ვი­ონ. მიზეზი შეიძლება იყოს შარდის ბუშტის ნერვების დაზიანების გამო მისი დამბლაც (ნეიროგენული შარდის ბუშტი). ამ დაავადების ერთ-ერთ სახეს შაქრიანი დიაბეტიც იწვევს.
ფუნქციური შეუკავებლობა: ფუნქციური შე­­უ­კა­ვე­ბლობა მაშინ ვითარდება, როცა შარდი უნებლიეთ გამოიყოფა საჭირო ოთახის არ გა­მო­ყენების გამო, როცა ადამიანს არ შეუძლია (ან ზოგ­ჯერ არ უნდა) ეს. ყველაზე ხშირი მიზეზია მოძ­რაობის უუნარობის გამომწვევი დაავადებები, ინსულტი ან მძიმე ართრიტი და ასევე, გონებრივი ფუნქციების დაქვეითება, მაგალი­თად, დემენცია ალცჰაიმერის დაავადების დროს. იშვიათ შემთხვევაში ადამიანებს იმდენად მძიმე დეპრესია ან ემოციური ფონის დარღვევა აქვთ, რომ ისინი არ იყენებენ საჭირო ოთახს. ამას ზოგჯერ ფსიქოგენური შეუკავებლობა ეწოდება.
შერეული შეუკავებლობა: ზოგჯერ შეუკავებლობა შერეული მიზეზებითაა გამოწვეული. ყველაზე ხშირად იგი მოხუც ქალბატონებში გვხვდება, რომელთაც ერთდროულად აქვთ მოშარდვის დაუძლეველი სურვილითა და დაძაბვით გამოწვეული შეუკავებლობა. აგრეთვე, ზოგჯერ ხანში შესულ ადამიანებში შეუკავებლობის ორი ტიპი არსებობს ერთად: დაუძლეველი სურვილისა და ფუნქციური.
დიაგნოსტიკა
ექიმი გასინჯვისას, როგორც წესი, ინტერესდება, შარდის შეუკავებლობის პრობლემა არის თუ არა. წინააღმდეგ შემთხვევაში თავად ადამიანმა უნდა წამოჭრას ეს საკითხი. ექიმი შემდეგ რამდენიმე შეკითხვას დასვამს ამ მდგომარეობაზე მეტის გასაგებად. იგი იკითხავს, რამდენად ახდენს შეუკავებლობა გავლენას ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების ხარისხზე, ჩვეულ საქმიანობებზე, რამდენი ხანია, რაც ეს პრობლემა არსებობს. ექიმმა შეიძლება სთხოვოს ადამიანს, 3 დღის მანძილზე ე.წ. შარდის ბუშტის დღიური აწარმოოს, ჩაინიშნოს როდის და როგორ მოხდა მოშარდვა. ეს ინფორმაცია შესაძლოა გა­მოსადეგი იყოს მიზეზის დასადგენად. ასევე მნიშვნელოვანია:
რა სიმპტომები ახლავს თან შეუკავებლობას? მაგალითად, არის თუ არა ამ დროს მოშარ­დვის უეცრად გაჩენილი და დაუძლეველი სუ­რ­ვილი? მისი გაჩენიდან დაახლოებით რამდენ ხანში ვითარდება უნებლიე შარდვა?
შეუკავებლობა სიცილის, ხველის, ცემინების ან წელში მოხრის დროს ხომ არ ვითარდება?
უნებლიე მოშარდვის შემდეგ ქვედა საცვალი ნოტიოა თუ სველი? ამის მიხედვით შეიძლება განისაზღვროს, რა მოცულობის შარდი გამოიყოფა.
ამჩნევს თუ არა ადამიანი კავშირს უნებლიე შარდვასა და რაიმე მედიკამენტის, ალკოჰოლის, კოფეინის შემცველი სასმლის მიღებას შორის? საკვების ან სასმლის, წამლების მი­ღე­ბისა და ძილის დროის დადგენა ეხმარება ექიმს, მიხვდეს, მოშარდვა რომელიმე მათგანთან ხომ არ არის დაკავშირებული.
დღეში დაახლოებით რამდენჯერ შარდავს ადამიანი და რამდენჯერ ვითარდება შეუკავებლობა ღამის განმავლობაში? თუკი შარდვა ღამით გახშირებულია, მაგრამ სიფხიზლის დროს ნაკლებია, მიზეზი შეიძლება ძილის დარღვევა იყოს. სხვანაირად რომ ვთქვათ, ადამიანები იმიტომ შარდავენ, რომ ღვიძავთ და არა იმიტომ, რომ მოშარდვის სურვილი აღვიძებთ.
პრობლემის მიზეზის მისაგნებად გასინჯვაც მნიშვნელოვანია. სწორი ნაწლავიდან გასინჯვით შეიძლება დადგინდეს ადამიანს მძიმე შეკრულობა ხომ არა აქვს, შარდის ბუშტის ნერვები ხომ არაა დაზიანებული ან მამაკაცებში – წინამდებარე ჯირკვალი გადიდებული. ქალებში გინეკოლოგიური გამოკვლევით შესაძლებელია შეუკავებლობის გამომწვევი დაავადების დადგენა, მაგალითად, შარდსადენის ამომფენი გარსის ატროფიის, შარდის ბუშტის დაწევის (ცისტოცელე) და მისი ნერვების დაზიანების გამოვლენა. გასინჯვით ასევე დგინდება, მოძრაობის უნარის ან გონებრივი ფუნქციების დარღვევა ხომ არ არის შეუკავებლობის გამომწვევი.
დაძაბვის შეუკავებლობის დიაგნოზი ხშირად ჩახვე­ლების ან გაჭინთვის დროს ადამიანზე დაკვირვე­ბით ის­­მება – ხომ არ ხდება უნებლიე შარდვა. ულტრასო­ნო­გრაფიული კვლევის საშუალებით შეიძლება დადგინდეს მოშარდვის მერე შარდის ბუშტში დარჩენილი შარდის რაოდენობა (ნარჩენი შარდი). ეს ბუშტში სპეციალური მილის, კათეტერის შეყვანითაც არის შესაძლებელი. დიდი რაოდენობით ნარჩენი შარდი საშარდე გზების დახშობის, შარდის ბუშტის ნე­რვების ან კუნთების პრობლემის მაჩვენებელია, რაც გადავსებასა და შეუკავებლობას იწ­ვევს. ინ­ფექციის დასადგენად შარდის ანალიზი კეთდება.
ექიმმა შესაძლოა სისხლისა და შარდის ანა­­ლი­­­ზები დანიშნოს თირკმლის ფუნქციის დარ­ღვე­ვის ან საშარდე გზების ინფექციის აღმოსაჩენად. კვლევის ერთ-ერთი სახეა მოშარდვის შემდგომ შარდის ბუშტში დარჩენილი შარდის რაოდენობის განსაზღვრა, რაც ულტრასო­ნოგრაფიულად ან კათეტერის საშუალებით ხდე­ბა. ზოგჯერ სპეციფიკური კვლევებიც ინიშ­ნ­ება: უროდინამიკის შეფასება თავად მოშარ­დვის პროცესში ან ცისტოსკოპია. უროდინამიკური კვლევებით იზომება შარდის ბუშტში არსებული წნევა მის დაცლილ მდგომარეობაში და ავსებისას. შარდსადენის გავლით ბუშტში ჩადგმულ კათეტერში წყალი შეჰყავთ და პროცედურის განმავლობაში წნევას ზომავენ. ნორმაში, შარდის ბუშტში წნევა მხოლოდ მაშინ იზრდება, როცა იგი საკმაოდ ივსება. ზოგ ადამიანში წნევა ბიძგისებურად, სპაზმების გამო იმატებს ან ძალიან მკვეთრად იზრდება შარდის ბუშტის გავსებამდეც. ამ ცვლი­ლებების დადგენა ეხმარება ექიმებს, შეუკავებლობის სახე და მკურნალობის საუკეთესო მეთოდი განსაზღვრონ. სპე­ცი­ალური კვლევებით შეიძლება შარდის დი­ნების სიჩქარეც გაიზომოს. ამის საშუალებით დგინდება, სადმე მისი ნაკადის შეფერხება ხომ არ არის ან შარდის ბუშტის კუნთებს ხომ შეუძლიათ საკმარისად ძლიერად შეიკუმშონ, რათა შარდი გამოიყოს სხე­ულიდან. დამატებით, ფასდება საშარდე სფინ­ქტერის კუნთის ფუნქციონირება (მას ევალება, შარდი ბუშტში მოშარდვამდე შეაკავოს). სფინქტერის სისუსტემ შეიძლება გამოიწვიოს შეუკავებლობა ან დაამძიმოს იგი. ცისტოსკოპიის დროს ექიმს დრეკადი, კამერიანი მილი შეჰყავს შარდის ბუშტში და ათვალიერებს მას (კოლონოსკოპიის მსგავსად). ამ დროს შეიძლება დადგინდეს ისეთი პათოლოგიის არსებობა, რომელიც შეუკავებლობასა და მის სიმპტომებს უკავშირდება.
მკურნალობა
მკურნალობა შეუკავებლობის სახესა და მი­ზეზ­ზეა დამოკიდებული. უმრავლესობაში პრობლემა განკურნებადია ან შესაძლებელია მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება.
აუცილებელია პაციენტების ინფორმირება შარდის ბუშტის ფუნქციონირების, მედიკამენტებისა და სითხეების მიღების ეფექტის, მოშარდვისა და კუჭის მოქმედების რეჟიმის შესახებ. შეკრულობის თავიდან აცილება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ნაწლავთა გადავსება უფრო აღიზიანებს შარდის ბუშტს. მკურნალობა ხშირად საკმაოდ მარტივ ნაბიჯებს მოიცავს, მაგალითად, ყოველ 2-3 საათში ერთხელ მოშარდვას (ე.წ. რეგულარული შარდვა), რათა შა­რ­დის ბუშტი მუდმივად მეტ-ნაკლებად ცარიელი იყოს. შეიძლება კარგი ეფექტი ჰქონდეს მისი გამაღიზიანებელი სასმელების მიღების შეზღუ­დვასაც, მაგ. კოფეინის შემცველების. დღის გან­მავლობაში საჭიროა საკმარისი რაოდენობის სითხის დალევა (ადამიანთა უმრავლესობა­ში 6-8 ცალი 250 მლ-იანი ჭიქა), რათა შარდი მეტისმეტად კონცენტრირებული არ გახდეს, რაც გააღიზიანებს ბუშტს. შარდის ბუშტის ფუნქციონირებაზე უარყოფითი ეფექტის მქონე მედიკამენტები ხშირად შეიძლება მოიხსნას. ასევე, მათთვის, ვინც შარდმდენებს იღებს, მედიკამენტის დალევის დრო შეიძლება შეიცვალოს, რათა წამლის ეფექტის გამოვლენისას ადამიანი საჭი­რო ოთახთან ახლოს იყოს.
შეუკავებლობისთვის სპეციალურად შექმნი­ლი სა­ფე­ნე­ბისა და საცვლების გამოყენებით, ადა­მი­ანებს შეუძლიათ თავიდან აიცილონ კანის გა­ღი­ზიანება, შეინარჩუნონ სიმშრალე, კომფო­რტი და მისდიონ ცხოვრების აქტიურ წესს. ისინი შეუმჩნეველი და იოლად ხელმისაწვდომია.
საკმაოდ ეფექტური შეიძლება იყოს შარდის ბუშტის ვარჯიშები, მათ შორის მენჯის კუნთების (იხ. კეგელის ვარჯიში), განსაკუთრებით დაუძლეველი სურვილისა და დაძაბვის შეუკავებლობის დროს. სავარჯიშოები მოიცავს კუნთების დღეში მრავალჯერ შეკუმშვას, რათა ისინი გაძლიერდეს და საჭირო სიტუაციაში ადამიანმა შარდის შეკავება შეძლოს, მაგალითად ხველისას. მათ სწორად შესრულებას ექთანები ან სამკურნალო ფიზკულტურის სპეციალისტები ასწავლიან. მათ, ვისაც სავარჯიშოების სწავლა უჭირს, შესაძლოა ბიოუკუკავშირის მეთოდი დაეხმაროს. ამ დროს შარდის ბუშტის კუნთებთან ახლოს, ყითის გარეთ, დროებით ელექტროდები თავსდება. მათი მეშვეობით სიგნალები გადაეცემა კუნთებს და კუმშავს მათ. შედეგად, ადამიანები უკეთ ხვდებიან, რომელი კუნთები უნდა შეკუმშონ შარდის შესაკავებლად.
შეუკავებლობის ზოგიერთი სახის სამკურნალოდ შე­იძლება მედიკამენტების გამოყენებაც. ცოტა უცნაურია, მაგრამ ამ პრობლემის გამომწვევი რამდენიმე მედიკამენტი, მაგალითად, ალფა-ადრენერგული აგონისტები, ალფა-ადრე­ნერგული ბლოკერები და ანტიქოლინერგული ეფექტის მქონე წამლები შარდის შეუკავებლობის სამკურნალოდაც იხმარება. ექიმი წამალს შეუკავებლობის სახისა და ყველაზე შემაწუხებელი სიმპტომების მიხედვით არჩევს. ასე მაგა­ლითად:
ალფა-ადრენერგული აგონისტები კუმშავენ შარდის ბუშტის სფინქტერს, რაც ეფექტურია დაძაბვით გამოწვეული შეუკავებლობის დროს, რომელიც სფინქტერის სისუსტით არის გამოწვეული.
ალფა-ადრენერგული ბლოკერები, პირიქით, ადუნებენ სფინქტერს. ეს შეიძლება ეფექტური იყოს მამაკა­ცებ­ში, რომელთაც წინამდებარე ჯირკვალი აქვთ გადიდებული.
ანტიქოლინერგული საშუალებები შარდის ბუშტის შეკუმშვას ამცირებენ, რაც მოშარდვის დაუძლე­ველ სურვილს ასუსტებს და გამოსადეგია ამ სახის შეუკავებლობისთვის.
მოშარდვის დაუძლეველი სურვილით გამოწ­ვე­­ული შეუკავებლობის დროს შეიძლება ეფე­ქტური იყოს შარდვა რეგულარული ინტერვალებით (შარდვა გრა­­ფი­კით), მოშარდვის სურვილის გაჩენამდე. მენჯის კუ­ნ­­­თ­ე­ბის კეგელის სავარჯიშოები აძლიერებს შარდის ბუ­­შ­ტის კუ­ნ­თებს და უნებლიე შარდვის კონტროლის მეტ შესაძლებლობას იძლევა. ყველაზე ხშირად მედი­კა­­მენტებიდან ბუშტის მომადუნებელი საშუალებები ინი­­­­შნება, მაგალითად, ანტიქოლინერგული წამლები, კე­­­­რ­ძოდ, ტოლტეროდინი და ოქსიბუტინინი. ორივე მათ­გა­­ნის მიღება დღეში ერთხელ შეიძლება. ასევე არსებობს ოქსიბუტინინის კანზე დასაკრავი ფირფიტები, რომლე­ბიც კვირაში ორჯერ იცვლება. მედიკამენტის შეყვანა ზოგ­ჯერ პირდაპირ შარდის ბუშტშიც ხდება. ამ ჯგუფის უფრო ახალი წარმომადგენლებია: სოლიფენაცინი, დარიფენაცინი და ტროსპიუმი. ზედმეტად აქტიური შა­რდის ბუშტის კუნთების მოსადუნებლად, პირდაპირ მასში შეიძლება შეიყვანონ ბოტულიზმის ტოქსინი, რომელიც კუნთების დამბლას იწვევს. მკურნალობის ეს ხე­რხი ძალზე ახალია იმისთვის, რომ სტანდარტულად ინიშნებოდეს. თუმცა, როგორც სადღეისოდ არსებული შედეგები აჩვენებს, იგი 6-9 თვის მანძილზეა ეფექტური. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ამ მედიკამენტს შეუძლია შარდის ბუშტის გაღიზიანებადობის შემცირება და მოშარდვის ძლიერი სურვილის დაქვეითება, მათ შეიძლება გვერდითი მოვლენებიც ჰქონდეთ: პირის სიმშრალე, შეკრულობა, გასტროეზოფაგური რეფ­ლუქსი და შარდის შეკავებაც კი.
დაძაბულობით გამოწვეული შეუკავებლობის დროს ეფექტურია ხოლმე ხშირი შარდვა, რათა შარდის ბუშტი არ გაივსოს და მენჯის კუნთების (კეგელის) ვარჯიში. დაძაბულობით განპირობებული შეუკავებლობის მქონე ქალებში, რომელთაც ესტროგენების ნაკლებობის გამო შარდსადენის ამომფენი გარსის გათხელება აქვთ, ექიმმა შეიძლება ესტროგენი დანიშნოს კრემის, საშოში შესაყვანი რეზინის რგოლის ან აბების სახით. ამ მკურნალობის უარყოფითი და დადებითი მხარეები დეტალურად უნდა იქნეს განხილული. თუმცა, საშოს კრემის, რგოლის ან აბის გამოყენებას არა აქვს იმდენი გვერდითი ეფექტი, რამდენიც ესტროგენის დალევას. სფინქტერის გამამაგრებელი სხვა საშუალებებიდან აღსანიშნავია ფსევდოეფედრინი და დულოქსეტინი. შეიძლება სპეციალური საფენების გამოყენებაც, რომელიც იწოვს დაძაბვის შეუკავებლობის დროს გამოყოფილი შარდის მცირე რაოდენობას.
შეუკავებლობის სხვა, უფრო მძიმე სახეები, რომლებიც მკურნალობას არ ექვემდებარება, შეიძლება ქი­რურგიული გზით გამოსწორდეს. არსებობს რამდენიმე პროცედურა, რომლითაც ექიმებს შეუძლიათ შარდსადენის გარშემო არსებული ქსოვილები შეამჭიდროვონ. ზოგ ადამიანში ეფექტურია შარდსადენის გარშემო კოლაგენის შეყვანა, რომელიც მოცულობით მასას წარმოქმნის. თუკი საშარდე სფინქტერი ბოლომდე არ იკეტება, მისი ჩანაცვლება ხელოვნურით შეიძლება.
გადიდებული წინამდებარე ჯირკვლის ან სხვა მი­ზე­ზის გამო შარდის ბუშტის გადავსებით გა­მო­წვეული შეუკავებლობის სამკურნალოდ, როგორც წესი, ქირურგიული ჩარევაა საჭი­რო. წინამდებარე ჯირკვლის ან მისი ნაწილის ამო­სა­კ­ვე­თად რამ­დენიმე მეთოდი არსებობს. თვე­ების განმავლობაში დუტასტერიდის და ფი­ნას­­ტე­რი­დის მი­ღება წინამდებარე ჯირკვალს ზომაში ამ­ცი­რებს ან აჩერებს მის ზრდას. შესაბამისად, ოპე­რაცია შეიძლება გადაიდოს ან სულ აღარ გახ­დეს საჭირო. ჯირკვლის მომადუნებელი საშუალებები – ალფუზოზინი, დოქსაზოზინი, პრაზოზინი, ტერაზოზინი და ტამსულოზინი, შარდის ბუშტს უფრო კარგად დაცლაში ეხმარება.
როცა შარდის ბუშტის გადავსება ბუშტის კუნთების სუსტი შეკუმშვითაა გამოწვეული, მედიკამენტები ხშირად ეფექტური არ არის. მუცლის ქვედა ნაწილზე, შარდის ბუშტის მიდამოში ხელებით მსუბუქად ზეწოლით იგი უფრო კარგად იცლება, განსაკუთრებით თუ პრობლემა მისი ბოლომდე დაცლაა. ზოგჯერ საჭირო ხდება შარდის ბუშტში კათეტერის ჩაყენება, რათა ნარჩენი შარდი გა­­მო­იღონ და გართულებები თავიდან აიცილონ (მაგალითად, განმეორებითი ინფექციები ან თირკმლის დაზიანება). კათეტერი შეიძლება ხანგრძლივად ჩაიდგას, ან დღეში რამდენჯერმე ჩადგან და ამოიღონ (ხანგამოშვებითი კათეტერიზაცია).
ფუნქციური შეუკავებლობის დროს მკურნალობა მოიცავს დახმარებას საჭირო ოთახის რეგულარულ გამოყენებაში. მაგალითად, პრო­ბ­ლემის მქონე ადამიანს შეიძლება სხვამ შეახსენოს მოშარდვა, როგორც წესი, 3-4 საათში ერ­თხელ, რათა შარდის ბუშტი უნებლიე შარდვის გან­ვითარებამდე დაიცალოს. საჭირო ოთახამდე გა­და­ად­გილების გაძნელებისას შეიძლება სპე­ციალური ჭუ­­რ­ჭლის ან სკამის გამოყენება. თუ­კი გამომწვევი მი­ზე­ზი დეპრესიაა, საჭიროა მისი მკურნალობა. შეიძლება სპეციალური საცვლებისა და საფენების გამოყენებაც, მაგრამ ადამიანი მათზე ზედმეტად დამოკიდებული არ უნდა გახდეს.
ასაკობრივი ცვლილებები
ასაკის მატებასთან ერთად მრავალი ცვლი­­ლება ვითარდება, რომელიც გავლენას ახ­დენს ადა­მიანის უნარზე, აკონტროლოს მო­შარ­დვა. და­ბე­რე­ბასთან ერთად მცირდე­ბა შარ­დის მაქსიმალური რაოდენობა, რომლის დატევაც შარ­დის ბუშტს შეუძლია (ანუ შარდის ბუშტის ტევადობა). ასევე, მცირდება მოშარდვის სურვილის გაჩენის შემ­დეგ რაღაც პერიოდი მოთმენის უნარი. შარდვის დას­რულების შემდეგ შარდის ბუშტში დარჩენილი შარ­დის (ნარჩენი შარდი) რა­ოდენობაც იზრდება ასაკის მა­ტე­ბასთან ერთად.
ქალებში შარდსადენი მოკლდება და მენოპაუზის დროს ეს­ტრო­გენების შემცირებასთან ერთად მისი ამო­­მ­­ფენი გარსიც თხელდება. ამ ცვლილებების გამო სა­შა­რდე სფინქტერს აღარ შეუძლია ბოლომდე დაიხუ­როს.
მამაკაცებში შარდის ბუშტიდან შარდსადენის გავ­ლით შარდის დინების სიჩქარე მცირდება, განსაკუთრებით მაშინ, თუ წინამდებარე ჯირკვალი გადიდებულია. ეს ძალიან ხშირია მოხუცებში.
ამ ასაკობრივი ცვლილებების გამო ხანში შესვ­ლას­თან ერთად შარდის შეუკავებლობის განვითარების რის­კიც იზრდება.
წყარო: ჯანმრთელობის ენციკლოპედია. მერკის სახელმძღვანელო:
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)

#datashvil    #drpkhakadze  #sheniganatleba

როცა შარდის ბუშტი ივსება, მისგან ნერვული იმპულსები ნერვებით ზურგის ტვინისკენ მიემართება

მოშარდვის კონტროლი
თირკმლები მუდმივად წარმოქმნიან შარდს, რომელიც სპეციალურ მილებში, შარდსაწვეთებში მიედინება შარდის ბუშტისკენ, სადაც იგი გროვდება. შარდის ბუშტის ყველაზე ქვემოთ მდებარე ნაწილს (ანუ ყელს) გარშემო სპეციალური კუნთი აკრავს (სფინქტერი), რომელიც შე­კუმშულია და გასასვლელს ახშობს. შარდის ბუ­შ-­
ტის გავსების შემდეგ კუნთი დუნდება, შარდ­სადენი იხსნება და შარდი მისი გავლით სხე­ულიდან გამოიყოფა.
როცა შარდის ბუშტი ივსება, მისგან ნერვული იმპულსები ნერვებით ზურგის ტვინისკენ მიემართება. შემდეგ სიგნალი თავის ტვინს გადაეცემა და მოშარდვის სურვილის გაცნობიერება ხდება. ადამიანებს, ნორმაში, შეუძლიათ ცნობიერად გადაწყვიტონ, მოშარდონ, თუ რაღაც დროის განმავლობაში კიდევ მოითმინონ. მოშარდვის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, სფინქტერი დუნდება, შარდსადენი იხსნება და შარდის ბუშტის კედლები იკუმშება, რათა შარდი გარეთ გამოიყოს. შარდის ბუშტზე მეტი წნევის შესაქმნელად შეიძლება მუცლის კედლისა და მენჯის ფსკერის კუნთებიც შეიკუმშოს.
წყარო: ჯანმრთელობის ენციკლოპედია. მერკის სახელმძღვანელო:
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)

#datashvil    #drpkhakadze  #sheniganatleba

შარდის შეუკავებლობა

შარდის შეუკავებლობა

შარდის შეუკავებლობა მის უნებლიე გამოყოფას ნიშნავს.
შარდის შეუკავებლობა შეიძლება გამოიწ­ვი­ოს: შარ­დის ბუშტის ინფექციამ, ზოგმა მე­დი­­კამენტმა, თავისა და ზურგის ტვინის და­ავა­დებებმა, შარდის ბუშტის ნერვების ან ქვედა საშარდე გზების დაავადებებმა (მაგ. გადიდებული წინამდებარე ჯირკვალი) და გონებრივი ფუნქციის ან მოძრაობის უნარის დარღვევამ.
სიმპტომები დამოკიდებულია შეუკავებლობის სახეზე და შესაძლოა მოიცავდეს: მოშარდვის უეცარ, დაუძლეველ სურვილს ან შარდის მუდმივ ჟონვას.
ექიმი დაინტერესდება, თუ ზუსტად როდის და როგორ ხდება უნებლიეთ შარდვა; შესაძლოა სთხოვოს ადამიანს, აღნიშნოს და ჩაიწეროს ეს შემთხვევები; ასევე შეიძლება რამდენიმე ძირითადი კვლევა ჩაატაროს მიზეზის დასადგენად და მკურნალობის დასანიშნად.
ბევრ ადამიანს ეხმარება დროის განსაზღვრული ინტერვალებით მოშარდვა, სითხის მიღების რეგულაცია და მენჯის კუნთების ვარჯიში.
მკურნალობის სხვა მეთოდებიც არსებობს, მათ შორის მედიკამენტები და ქირურგიული პროცედურები.
შარდის შეუკავებლობა სამიდან ერთ მოხუც ადამიანს აწუხებს, შედარებით იშვიათად, ბევრ ახალგაზრდასაც. ასაკობრივ ჯგუფთა უმრავლესობაში, უნებლიე შარდვა ქალებში უფრო ხშირია, ვიდრე მამაკაცებში.
შარდის შეუკავებლობა სხვადასხვა ასაკში სხვადასხვანაირად ვლინდება. იგი ახალგაზრდებში უფრო უეცრად იწყება და მალევე გაივლის მსუბუქი მკურნალობის ფონზე ან მის გარეშე. ასევე, ამ ასაკში შეუკავებლობის შემთხვევათა უმრავლესობაში კონტროლი ნარჩუნდება და შარდი არ გამოიყოფა. უფროსი ასაკის ადამიანებში შარდის შეუკავებლობა უფრო ხშირად და მძიმედ ვლინდება. ამასთანავე, უფრო ნაკლებად სავარაუდოა, რომ იგი თავისით, მკურნალობის გარეშე გამოსწორდება.
მიუხედავად იმისა, რომ შარდის შეუკავებლობა ხში­რია, კარგად ექვემდებარება მკურნალობას და, ძა­ლი­ან ხშირად, სრულიად იკურნება. შემთხვევათა დიდ ნაწილში მისი დიაგნოსტიკა ან მკურნალობა არც კი ხდება. ადამიანები ამ პრობლემით ცხოვრობენ და ექიმს არ მიმართავენ, რადგან ეშინიათ, რცხვენიათ ან ჰგონიათ, რომ ეს დაბერების თანმდევი, ნორმალური მოვლენაა. შეუკავებლობის მქონე ადამიანები ხშირად იზოლირებულად, დეპრესიულად გრძნობენ თავს. ხშირად ეს მდგომარეობა ადამიანების სპეციალურ დაწესებულებაში მოთავსების მი­ზე­ზი ხდება, რადგან საკმაოდ დიდი ტვირთია მომვლელებისთვის. მოხუცებულთა სახლებში მცხო­ვრებთა 50%-ზე მეტს შარდის შეუკავებ­ლობა აქვს.
ამ მდგომარეობას შეიძლება ბევრი გართუ­ლება მოჰყვეს. მაგალითად, მისი არასწორად მკურნალობის დროს შესაძლოა შარდის ბუშტის ან თირკმლის ინფექცია განვითარდეს. მოხუცებში განსაკუთრებით იზრდება კანზე გამონაყარისა და ნაწოლების განვითარების რისკი (რადგან შარდი აღიზიანებს კანს) და ასევე, ტრავმებისაც (ტუალეტისკენ მიმავალი ადამიანი სიჩქარეში შეიძლება დაეცეს და რამე დაიზიანოს).
წყარო: ჯანმრთელობის ენციკლოპედია. მერკის სახელმძღვანელო:
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)

#datashvil    #drpkhakadze  #sheniganatleba

თირ­კმლე­ბის პო­ლი­კის­ტო­ზი მემკვიდრეობითი ავად­მყო­ფო­ბა­ა, რომ­ლის დრო­საც თირ­კ­მ­ლებ­ში მრავალი სითხის შემ­ცვე­ლი ბუშ­ტუ­კი წარმოიქმნება

თირ­კმლე­ბის პო­ლი­კის­ტო­ზი

თირ­კმლე­ბის პო­ლი­კის­ტო­ზი მემ­კვიდ­რე­ო­ბი­­თი ავად­მყო­ფო­ბა­ა, რომ­ლის დრო­საც თირ­კ­მ­ლებ­ში მრა­ვა­ლი სითხ­ის შემ­ცვე­ლი ბუშ­ტუ­კი (კის­­ტა, ცის­ტა) წარ­მო­იქ­მნე­ბა. თირ­კმლე­ბი ზო­მა­ში იმა­ტებს, მაგ­რამ მა­თი მოქ­მე­დი, მო­ფუნ­ქცი­ო­ნი­რე ქსო­ვი­ლის მო­ცუ­ლო­ბა იკ­ლებს.
თირ­კმლე­ბის პო­ლი­კის­ტო­ზი მემ­კვიდ­რე­ო­ბით მი­ღე­ბუ­ლი დე­ფექ­ტუ­რი გე­ნი­თაა გა­მოწ­ვე­უ­ლი.
ზოგ ადა­მი­ანს სიმ­პტო­მე­ბი იმ­დე­ნად მსუ­ბუ­ქად აქვს გა­მო­ხა­ტუ­ლი, რომ არც იცის, რომ ავად არის. სხვებს აწუ­ხებთ ტკი­ვი­ლი გვერ­დში, სის­ხლი­ა­ნი შარ­დვა და თირ­კმლის კენ­ჭე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი ჭვა­ლი­სებ­რი ტკი­ვი­ლი.
დი­აგ­ნო­ზი თირ­კმლე­ბის ფუნ­ქცი­ის ლა­ბო­რა­ტო­რი­ულ ანა­ლიზ­სა და ულ­ტრა­სო­ნოგ­რა­ფი­ულ ან კომ­პი­უ­ტე­რულ­-ტო­მოგ­რა­ფი­ულ კვლე­ვას ეფუძ­ნე­ბა.
თირ­კმლის კენ­ჭე­ბი­სა და ინ­ფექ­ცი­ის მკურ­ნა­ლო­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი­ა, მაგ­რამ პა­ცი­ენ­ტე­ბის ნა­ხე­ვარს დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში დი­ა­ლი­ზი ან ორ­გა­ნოს გა­და­ნერ­გვა ესა­ჭი­რო­ე­ბა.
თირ­კმლე­ბის პო­ლი­კის­ტო­ზი რამ­დე­ნი­მე გე­ნე­ტი­კურ­მა დე­ფექ­ტმა შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს. მის ზო­გი­ერთ სა­ხეს დო­მი­ნან­ტუ­რი გე­ნი იწ­ვევს, ერთ-­ერთ იშ­ვი­ათ ტიპს კი – რე­ცე­სი­უ­ლი. იმის­თვის, რომ და­ა­ვა­დე­ბა გა­მოვ­ლინ­დეს, ადა­მი­ან­მა ან ერ­თი დო­მი­ნან­ტუ­რი გე­ნი უნ­და მი­ი­ღოს რო­მე­ლი­მე მშობ­ლის­გან, ან ორი რე­ცე­სი­უ­ლი – თი­თო ორი­ვე მშობ­ლის­გან. დო­მი­ნან­ტუ­რი გე­ნის შემ­თხვე­ვა­ში სიმ­პტო­მე­ბი ზრდას­რუ­ლო­ბამ­დე, რო­გორც წე­სი, არ ვლინ­დე­ბა. რე­ცე­სი­უ­ლი გე­ნე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბის დროს ბავ­შვო­ბა­ში­ვე მძი­მედ იჩენს თავს. გე­ნე­ტი­კუ­რი დე­ფექ­ტი დი­დი რა­ო­დე­ნო­ბით ცის­ტე­ბის წარ­მოქ­მნას იწ­ვევს. ასაკ­თან ერ­თად ნელ­-ნე­ლა კის­ტე­ბიც იზ­რდე­ბა ზო­მა­ში, თირ­კმლე­ბის სის­ხლით მო­მა­რა­გე­ბა მცირ­დე­ბა და მათ­ში ნა­წი­ბუ­რო­ვა­ნი ქსო­ვი­ლი ვი­თარ­დე­ბა, შე­საძ­ლოა კენ­ჭე­ბიც ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში შე­იძ­ლე­ბა თირ­კმლე­ბის უკ­მა­რი­სო­ბა გან­ვი­თარ­დეს. გე­ნე­ტი­კუ­რი დე­ფექ­ტის გა­მო კის­ტე­ბი შე­საძ­ლოა სხვა ორ­გა­ნო­ებ­შიც, მა­გა­ლი­თად, ღვიძ­ლსა და კუჭ­ქვე­შა ჯირ­კვალ­შიც გან­ვი­თარ­დეს.
სიმ­პტო­მე­ბი
და­ა­ვა­დე­ბის იშ­ვი­ა­თი, რე­ცე­სი­უ­ლი ტი­პის დროს, რო­მე­ლიც ბავ­შვო­ბა­ში­ვე ვლინ­დე­ბა, კის­ტე­ბი ძა­ლი­ან დიდ ზო­მას აღ­წევს, რის გა­მოც მუც­ლის გარ­შე­მო­წე­რი­ლო­ბა იზ­რდე­ბა. მძი­მე ფორ­მის მქო­ნე ახალ­შო­ბი­ლი შე­იძ­ლე­ბა და­ბა­დე­ბის შემ­დეგ მა­ლე­ვე და­ი­ღუ­პოს, რად­გან ად­რე­ვე ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი თირ­კმლე­ბის უკ­მა­რი­სო­ბა ფილ­ტვე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას აფერ­ხებს. ღვიძ­ლიც ზი­­ა­ნ­­დე­ბა და 5-10 წლის ასაკ­ში ნაწ­ლა­ვე­ბი­სა და ღვი­ძ­ლის და­მა­კავ­ში­რე­ბელ სის­ხლძარ­ღვებ­ში (კა­რის ვე­ნის სის­ტე­მა­ში) წნე­ვა იმა­ტებს. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში თირ­კმლე­ბი­სა და ღვიძ­ლის უკ­მა­რი­სო­ბა ვი­თარ­დე­ბა.
თირ­კმლე­ბის პო­ლი­კის­ტო­ზის უფ­რო ხში­რი, დო­მი­ნან­ტუ­რი ფორ­მის დროს კის­ტე­ბის რი­ცხ­­ვი და ზო­მა ნელ­-ნე­ლა იმა­ტებს. სიმ­პტო­მე­ბის გა­მოვ­ლე­ნა მო­ზარ­დო­ბის ასა­კის ად­რე­ულ ან შუა პე­რი­ოდ­ში იწყ­ე­ბა. ზოგ­ჯერ სიმ­პტო­მე­ბი იმ­დე­ნად მსუ­ბუ­ქი­ა, რომ ადა­მი­ან­მა მთე­ლი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე არ იცის, რომ და­ა­ვა­დე­ბა აქვს. სიმ­პტო­მე­ბი­ა: მუც­ლის, გვერ­დის ტკი­ვი­ლი ან დის­კომ­ფორ­ტი, სის­ხლი­ანი შარ­დვა, ხში­რი შარ­დვა, ძლი­ერ შე­ტე­ვი­თი ხა­სი­ა­თის ტკი­ვი­ლი (ჭვა­ლი) თირ­კმლის კენ­ჭე­ბის გა­მო. სხვა შემ­თ­ხ­ვე­­ვა­ში, რო­ცა თირ­კმლის Fფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა­დი ქსო­­ვი­ლის მო­ცუ­ლო­ბა მცირ­დე­ბა, შე­იძ­ლე­ბა თირ­კმლე­ბის უკ­მა­რი­სო­ბის სიმ­პტო­მე­ბი გან­ვი­თარ­დეს: სა­ერ­თო სი­სუს­ტე, გუ­ლის­რე­ვა და სხვა. სა­შარ­დე გზე­ბის გან­მე­ო­რე­ბი­თი ინ­ფექ­ცი­ე­ბი ზოგ­­ჯერ აღ­რმა­ვებს თირ­კმლე­ბის უკ­მა­რი­სო­ბას. პო­­ლი­­კის­ტო­ზის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტთა ნა­ხე­ვარს დი­აგ­­ნო­ზის დას­მის მო­მენ­ტის­თვის მა­ღა­ლი არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვა აქვს.
გარ­თუ­ლე­ბე­ბი: და­ა­ვა­დე­ბის დო­მი­ნან­ტუ­რი ფორ­მის დროს პა­ცი­ენ­ტე­ბის მე­სა­მედს კის­ტე­ბი ღვიძ­ლშიც აქვს, თუმ­ცა ამ ორ­გა­ნოს ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა არ ირ­ღვე­ვა; 10%-ს თა­ვის ტვინ­ში ანევ­რიზ­მე­ბი (სის­ხლძარ­ღვის ჩან­თა­სა­ვით გა­მო­ბე­რი­ლი უბ­ნე­ბი) აღე­ნიშ­ნე­ბა. რო­გორც წე­სი, მა­თი გა­ფარ­თო­ე­ბა თა­ვის ტკი­ვილს იწ­ვევს, ხში­რია ანევ­რიზ­მი­დან სის­ხლდე­ნა და ინ­სულ­ტი.

დი­აგ­ნო­ზი, პროგ­ნო­ზი და მკურ­ნა­ლო­ბა
ექიმს ამ და­ა­ვა­დე­ბის არ­სე­ბო­ბა­ზე ეჭ­ვი ოჯა­ხის სა­მე­დი­ცი­ნო ის­ტო­რი­ი­სა და თირ­კმლე­ბის ფუნ­ქცი­ის ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვის სა­ფუძ­ველ­ზე ება­დე­ბა. ულ­ტრა­სო­ნოგ­რა­ფი­უ­ლად და კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფი­ით შე­იძ­ლე­ბა თირ­კმლებ­სა და ღვიძ­ლში კის­ტე­ბის არ­სე­ბო­ბა და­დას­ტურ­დეს.
თირ­კმლის და­ზი­ა­ნე­ბის პროგ­რე­სი­რე­ბა ფერ­ხდე­ბა სა­შარ­დე გზე­ბის ინ­ფექ­ცი­ე­ბი­სა და მა­ღა­ლი არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვის მკურ­ნა­ლო­ბით. თუმ­ცა, ამ და­ა­ვა­დე­ბის მქო­ნე­თა ნა­ხე­ვარს ცხოვ­რე­ბის რა­ღაც ეტაპ­ზე თირ­კმლე­ბის უკ­მა­რი­სო­ბა უვი­თარ­დე­ბა და დი­ა­ლი­ზი ან ორ­გა­ნოს გა­და­ნერ­გვა ხდე­ბა სა­ჭი­რო.
თუ პირს სურს გა­არ­კვი­ოს, რო­გო­რია ამ და­ა­ვა­დე­ბის მი­სი შვი­ლე­ბის­თვის გა­და­ცე­მის ალ­ბა­თო­ბა, მას გე­ნე­ტი­კურ ტეს­ტი­რე­ბას სთა­ვა­ზო­ბენ.

თირ­კმლე­ბის და­ა­ვა­დე­ბე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი ტკი­ვი­ლი, რო­გორც წე­სი, გვერ­დის, წე­ლის არე­ში ან კუ­დუ­სუ­ნის ზე­მოთ იგ­რძნო­ბა

წყარო: ჯანმრთელობის ენციკლოპედია. მერკის სახელმძღვანელო:
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)

#datashvil    #drpkhakadze  #sheniganatleba

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights