#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #shenipulsi
ქიმწმენდის საწარმო, ასევე, ვალდებული იქნება, სამუშაო სივრცეში, უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მოთხოვნები უზრუნველყოს
აკრძალულია ქიმწმენდის ობიექტების საცხოვრებელ, სამედიცინო, საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულების შენობებში განთავსება
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #shenipulsi
კვლევა – „დეპრესიის რისკი 23%-ით შემცირდება…“
ერთი საათით ადრე გაღვიძება ადამიანებში დეპრესიის განვითარების რისკს მთელი 23%-ით ამცირებს.
კვლევაში მონაწილე მეცნიერებმა 23andMe-დან და გაერთიანებული სამეფოს Biobank-დან 800 000 ადამიანის გენეტიკური მონაცემები აიღეს. მათგან 85 000 ძილის ტრეკერს ატარებდა, 250 000-მა გამოკითხვა შეავსო, სადაც წერდნენ, რომ ისინი იყვნენ ტოროლები (დილის ადამიანები), ღამის ადამიანები ან ისინი, რომლებიც, ამ ორს შორის, სადღაც შუაში არიან გამოკიდებულნი.
აღმოჩნდა, რომ ადამიანების დიდი ნაწილი დასაძინებლად დაახლოებით 11 საათზე წვებოდა და 6 საათზე იღვიძებდა. შემდეგ მეცნიერებმა ეს ინფორმაცია შეადარეს მათ გენეტიკურ მონაცემებს და სამედიცინო ჩანაწერებს იმის შესახებ, იღებდნენ თუ არა ისინი დეპრესიის საწინააღმდეგო საშუალებებს, ან ოდესმე თუ ჰქონდათ დასმული დეპრესიული აშლილობის დიაგნოზი.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #shenipulsi
კვლევა – „დეპრესიის რისკი 23%-ით შემცირდება…“
ამ კვირაში ჟურნალ JAMA Psychiatry-ში კოლორადო ბაულდერის უნივერსიტეტის, ჰარვარდის უნივერსიტეტისა და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიების ინსტიტუტის კვლევა გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც, 1 საათით ადრე გაღვიძება ადამიანებში დეპრესიის განვითარების რისკს მთელი 23%-ით ამცირებს.
კვლევაში მონაწილე მეცნიერებმა 23andMe-დან და გაერთიანებული სამეფოს Biobank-დან 800 000 ადამიანის გენეტიკური მონაცემები აიღეს. მათგან 85 000 ძილის ტრეკერს ატარებდა, 250 000-მა გამოკითხვა შეავსო, სადაც წერდნენ, რომ ისინი იყვნენ ტოროლები (დილის ადამიანები), ღამის ადამიანები ან ისინი, რომლებიც, ამ ორს შორის, სადღაც შუაში არიან გამოკიდებულნი.
აღმოჩნდა, რომ ადამიანების დიდი ნაწილი დასაძინებლად დაახლოებით 11 საათზე წვებოდა და 6 საათზე იღვიძებდა. შემდეგ მეცნიერებმა ეს ინფორმაცია შეადარეს მათ გენეტიკურ მონაცემებს და სამედიცინო ჩანაწერებს იმის შესახებ, იღებდნენ თუ არა ისინი დეპრესიის საწინააღმდეგო საშუალებებს, ან ოდესმე თუ ჰქონდათ დასმული დეპრესიული აშლილობის დიაგნოზი.
შედეგებმა აჩვენა, რომ დილის ადამიანები 23%-ით ნაკლებად მიდრეკილნი იყვნენ დეპრესიისკენ დანარჩენებთან შედარებით. ასევე აღმოჩნდა, რომ 1 საათით ადრე დაძინებამ და, შესაბამისად, დილით ჩვეულებრივზე 1 საათით ადრე გაღვიძებამ, შესაძლოა, დეპრესიის რისკი 23%-ით შეამციროს. ჩვეულებრივზე 2 საათით ადრე დაძინებამ კი, შესაძლოა, მთელი 40%-ით შეამციროს ადამიანებში დეპრესიის განვითარების რისკი.
კვლევის მთავარი ავტორი იიას დაგლასი განმარტავს, რომ “ჩვენ ვცხოვრობთ საზოგადოებაში, რომელიც მორგებულია დილის ადამიანებზე და ღამის ადამიანები ხშირად თავს ისე გრძნობენ, თითქოს ისინი მუდმივ შეუსაბამობაში არიან საზოგადოების საათთან”.
დაგლასმა ისიც აღნიშნა, რომ საჭიროა კლინიკური კვლევის ჩატარება იმის დასამტკიცებლად, რომ იმ ადამიანებში, რომლებიც შედარებით გვიან იღვიძებენ, ადრე გაღვიძებამ, შესაძლოა, რეალურად შეამციროს დეპრესიის რისკი. ისიც უნდა ითქვას, რომ ღამის ადამიანების დეპრესიულობას მხოლოდ მათი გენეტიკა არ განაპირობებს — მათ ისეთ საზოგადოებაში უწევთ ცხოვრება, რომელიც სხვა ტემპით მოძრაობს. ამის შედეგად, ისინი ყოველთვის ისე გრძნობენ თავს, თითქოს ამ დროს ჩამორჩნენ, გარიყულები არიან და რამენაირად მას უნდა დაეწიონ. აქედან გამომდინარე, მათ მუდმივად უწევთ რაღაცასთან ბრძოლა, რაც სხვებისთვის პრობლემას არ წარმოადგენს.
თუნდაც ერთი საათით ადრე გაღვიძება შეუძლებელი არავისთვისაა, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ვიცით, რომ ამან ჩვენ მენტალურ ჯანმრთელობაზე შეიძლება ძალიან კარგი გავლენა იქონიოს.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #shenipulsi
„ყველანაირი გამოწვევა დაძლევადია…”…
„ყველანაირი გამოწვევა დაძლევადია…”…
„ონკოლოგიური გამოცდილება, ჩემთვის არის ცხოვრებისეული გამოცდილება.
ამ დროს არავინ არ უნდა ჩაიქნიოს ხელი.
ნებისმიერი გამოწვევის დროს უნდა გადავცეთ ერთმანეთს პოზიტივი…“
სად იცხოვრებენ, შშმ ხანდაზმული პირები საქართველოში, როცა მოხუცდებიან?!
სად იცხოვრებენ, შშმ ხანდაზმული პირები საქართველოში, როცა მოხუცდებიან?!
„ყველას უნდა დიდხანს სიცოცხლე, თუმცა არავინ უნდა დაბერება“, -სარკასტულად შენიშნავდა ცნობილი ინგლისელი მწერალი ჯონათან სვიფტი.
ჩვენ კი ჩვენის მხრივ დავძენდით, – მით უფრო, არავის უნდა დაბერება მაშინ, როცა შეზღუდულია შესაძლებლობები, მაშინ, როცა აღარ რჩება ადგილი ღირსეული სიბერისათვის…“
ლაპაროსკოპია VS ღია ქირურგია …
ლაპაროსკოპია VS ღია ქირურგია …
„სანამ არ მოვხვდი უროლოგიის ინსტიტუტში, ვერ მივხვდი რა მიმართულებით უნდა წავსულიყავი…“
„შენი ოპერაცია არის შენი პასუხისმგებლობ…“
აკნე – მისი გამომწვევი მიზეზები…
აკნე ცხიმოვანი ჯირკვლების პათოლოგიაა, რომელიც ყველაზე ხშირად, სქესობრივი სიმწიფის, გარდატეხის პერიოდში ვლინდება.
მისთვის დამახასიათებელი ნიშნებია: ცხიმიანობის ზრდა, ცხიმგროვების, ფერიმჭამელების წარმოქმნა, რომელიც შეიძლება წარმოდგენილი იყოს როგორც შავი წერტილების და ღია ფერიმჭამელების სახით, ასევე თეთრი დახურული ელემენტების სახით. მისი სალოკალიზაციო არე უპირატესად თავის თმიანი არეა, ასევე სახის არე, გულ-მკერდისა და ზურგის მიდამოები სადაც ყველაზე ხშირად არის წარმოდგენილი.
დაავადების გამომწვევი მიზეზი ხშირ შემთხვევაში თანხვედრაშია, სქესობრივი სიმწიფის პერიოდთან. ანდროგენების, სასქესო ჰორმონების ორგანიზმში გამომუშავება, განაპირობებს ცხიმიანობის ზრდას. ასევე მეორე ფაქტორი ეს არის, პროპიუმ-ბაქტერიუმ აკნე, კანზე მცხოვრები ბაქტერია, რომელიც განაპირობებს ანთებადი პროცესის (პუსტულა-ჩირქგროვის) წარმონაქმნს.










