სამშაბათი, მაისი 12, 2026

დაბერების პროცესს ანელებს – ახალი კვლევა

ხილის ბუზები, რომლებსაც შიმშილის გრძნობით ატყუებენ, უფრო დიდხანს ცოცხლობენ მაშინაც კი, როდესაც უამრავ კალორიას იღებენ.

მიჩიგანის უნივერსიტეტის მეცნიერთა მიერ ჩატარებული ახალი კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ თუნდაც მხოლოდ დაუოკებელი შიმშილის გრძნობას შეუძლია გამოიწვიოს დაბერების საწინააღმდეგო ის ეფექტი, რომლის მიღწევასაც ე. წ. ინტერვალური შიმშილობით ცდილობს ბევრი.

„შეგვიძლია ვთქვათ, სიცოცხლის გასახანგრძლივებელი დიეტის მთელი კვებითი მანიპულაციები, რომლებზეც მკვლევრები მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდნენ, საჭირო არ არის. საკმარისია მხოლოდ არასაკმარისად კვების აღქმა“, — ამბობს ფსიქოლოგი სკოტ პლეტჩერი.

ინტერვალური შიმშილობა ბოლო წლებში მოდური დიეტა გახდა, იმის მიუხედავად, რომ მისი სარგებლიანობის მხარდამჭერი მტკიცებულებები მწირია და დიდწილად ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებს ეფუძნება.

ხილის ბუზებსა (Drosophila melanogaster) და მღრღნელებზე ჩატარებული კვლევა მიუთითებს, რომ კალორიების შემცირებას სიცოცხლის გახანგრძლივება და შეუძლია და ხელს უწყობს ჯანმრთელობას. თუმცა, დასკვნების გაკეთება ჯერ ადრეა და მეტი კვლევაა საჭირო, ვიდრე ასეთი შედეგები ადამიანებზეც გვექნება. განსაკუთრებით გასათვალისწინებელია ის, რომ ზოგიერთმა კვლევამ ურთიერთსაწინააღმდეგო შედეგები დადო, ანდაც პოტენციური საფრთხეები წარმოაჩინა.

წარსულში, ხილის ბუზებზე ჩატარებული ცდებით, მეცნიერებმა თავის ტვინში შიმშილისა და სიმაძღრის მრავალი ნერვული სიგნალი გამოავლინეს. ამ არსებებს ჩვენთან საერთო აქვთ დაავადებებთან დაკავშირებული გენების 75 პროცენტი; მათ მეტაბოლიზმსა და თავის ტვინში გამოსადეგი მსგავსებებია ძუძუმწოვრებთან.

განშტოებული ჯაჭვის ამინომჟავები (BCAA) აუცილებელი საკვები ნივთიერებებია, რომლებიც როგორც ჩანს, ნაჭამ ბუზებში სიმაძღრის შეგრძნებას იწვევს. შესაბამისად, უფრო მეტი BCAA-ს ჭამა მათში შიმშილის გრძნობას ამცირებს.

იმის დასადგენად, რა გავლენას შეიძლება ახდენდეს ეს დაბერებაზე, მკვლევრებმა ისინი აშიმშილეს, აძლევდნენ ნაკლები BCAA-ს შემცველ საკვებს.

შიმშილის გრძნობა გაზომეს იმით, თუ რამდენს ჭამდნენ მწერები თავდაპირველი ჭამიდან რამდენიმე საათის შემდეგ.

ბუზები, რომლებსაც BCAA-ს დაბალი შემცველობის საკვები ჰქონდათ მიღებული, მოგვიანებით უფრო მეტს ჭამდნენ. ამას გარდა, არჩევდნენ ცილებით მდიდარ საკვებს და არა ნახშირწყლებით მდიდარს — ეს იმის ნიშანი იყო, რომ ბუზებს საჭიროებაზე დაფუძნებული შიმშილი ამოძრავებდათ და არა სურვილზე დაფუძნებული.

ასე გავიდნენ მკვლევრები პირდაპირ წყაროზე. როდესაც მათ ხილის ბუზებში პირდაპირ გაააქტიურეს შიმშილზე რეაგირების ნეირონები, აღმოჩნდა, რომ შიმშილით სტიმულირებულმა ამ ბუზებმა დიდხანსაც იცოცხლეს.

„შესაბამისად, დაბერებას შეიძლება ანელებდეს თავად შიმშილის მოტივაციური მდგომარეობა და არა თავად დიეტა ან მისი ენერგეტიკული მახასიათებლები“, — წერენ მკვლევრები.

როგორც შემდეგმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, ბუზების კვების რაციონში BCAA-ს შემცირებამ ასევე გამოიწვია ის, რომ მათმა შიმშილის ნეირონებმა შეცვალეს დამხმარე ცილები, სახელად ჰისტონები, რომლებიც დნმ-ს ეკვრის და გენებს რეგულირებაში ეხმარება. მკვლევართა აზრით, ეს მოდიფიცირებული ჰისტონები შეიძლება იყოს კავშირი დიეტას, შიმშილზე რეაქციასა და დაბერებას შორის. საინტერესოა, რომ წინა კვლევებმა ჰისტონების მეტი რაოდენობით მიღება დაუკავშირა სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდას.

მიღებული დასკვნების გათვალისწინებით, მკვლევრები ფიქრობენ, რომ ქრონიკული შიმშილი შეიძლება ადაპტური რეაქცია იყოს, „დისკრეტულ ნერვულ წრედებში ჰისტონი ცილების მოდიფიცირების შუამავლობით, რაც დაბერებას ანელებს“.

ამ აღმოჩენამ შეიძლება ახსნას, რატომ ჩანს რაციონში BCAA-ს დაბალი შემცველობა ჯანმრთელობისთვის კარგი. ალბათ იმიტომ, რომ ისინი ორგანიზმს საკმარისი საკვები ნივთიერებებით უზრუნველყოფენ, მაგრამ ბოლომდე არ ახშობენ ტვინში შიმშილის სიგნალებს.

რა თქმა უნდა, ამ მოსაზრებას გაცილებით მეტად შემოწმება სჭირდება. ხილის ბუზებზე ჩატარებული ერთი კვლევა საკმარისი არ არის.

ამ ეტაპზე, მკვლევრები გეგმავენ შეისწავლონ, არის თუ არა ხილის ბუზების ჯანმრთელობა კავშირში სიამოვნებისთვის ან საჭიროებისთვის ჭამასთან.

გახშირდება ვირუსები და აუცილებელია რეკომენდაციების გათვალისწინება

ინფექციონისტები ამბობენ, რომ გახშირდება ვირუსები და აუცილებელია იმ რეკომენდაციების გათვალისწინება, რომლებიც ზრდასრულებსა თუ ბავშვებს ვირუსებისგან დაიცავს.

„პრაიმტაიმი“ მედიცინის აკადემიური დოქტორს, ჯანდაცვის ექსპერტის, მაკა ბულეიშვილს ესაუბრა.

„ბევრი ვირუსია. საგანგაშო არაა, თუმცა გავრცელებულია, სეზონია და რომ არ გავრცელდეს, გასაკვირი ეგ იქნება, მობილობა დიდია. შეიძლება, ფაღარათით დაიწყოს და ხველაში გადავიდეს, ან ტემპერატურით დაიწყოს და არანაირი სიმპტომი არ იყოს. შეიძლება დაიწყოს ცემინება, ცხვირიდან გამონადენი, თავის ტკივილი, დიარეა, მუცლის ტკივილი და ზოგადი სისუსტე. სეზონი ახლა დაიწყო და აპრილის ბოლომდე გაგრძელდება. უმეტესად ცირკულირებს რინოვირუსები, ადენოვირუსები, გრიპის ვირუსი, კოვიდი, ახლა ვირუსების აყვავების სეზონია.

წაიკითხეთ სრულა

#datashvil    #drpkhakadze  #sheniganatleba

ცუკერბერგი ჰავაიზე $100 მილიონიან კომპლექსს აშენებს – საიდუმლო ბუნკერი, ორი კორპუსი, ენერგიის წყაროები

უზარმაზარი, საიდუმლო სამშენებლო პროექტი მიმდინარეობს. ნაწილობრივ აშენებულია და თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებულ პერსონალურ სამშენებლო პროექტად ყალიბდება.

კორპორაცია Meta-ს ხელმძღვანელი, მარკ ცუკერბერგი ჰავაიზე $100 მილიონიან კომპლექსს აშენებს – მიწისქვეშა ბუნკერით, საკუთარი საკვებითა და ენერგიის წყაროებით. ინფორმაციას Wired ავრცელებს.

ქონება, რომელიც ცნობილია როგორც Koolau Ranch სახლით, დაგეგმვის დოკუმენტების მიხედვით, მოიცავს 5000 კვადრატულ ფუტს მიწისქვეშა თავშესაფარს, ექნება საკუთარი ენერგია და საკვების მარაგი და მიწის შესყიდვის ფასებთან ერთად, 270 მილიონ დოლარზე მეტი ეღირება. WIRED-ის მიერ განხილული მტკიცებულებების თანახმად, პროექტი ეყრდნობოდა სამართლებრივ მანევრირებას და პოლიტიკურ ქსელს. მთელი ამ ხნის განმავლობაში, ცუკერბერგი და მისი მეუღლე პრისცილა ჩანი აგრძელებენ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ქონების მშენებლობას.

გავრცელებული ინფორმაციით, მარკ ცუკერბერგმა კუნძულ კაუაის ჩრდილოეთ სანაპიროზე მიწის შესყიდვა 2014 წელს დაიწყო. კომპლექსი 5,6 მილიონ კვადრატულ მეტრს დაიკავებს. ამ ტერიტორიიდან 5 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე განთავსდება ორი სასახლე 30 საძინებლითა და სველი წერტილით, ასევე, ოფისებით, საკონფერენციო დარბაზებითა და ლიფტებით.

ორი ცენტრალური კორპუსი ერთმანეთს მიწისქვეშა გვირაბით დაუკავშირდება, რომელიც 465 კვადრატულ მეტრ ფართობის თავშესაფრამდე მივა. თავშესაფარს ენერგიის საკუთარი წყარო და სურსათის მარაგი ექნება.

ინფორმაციისთვის: აღნიშნული კომპლექსის მშენებლობა „საიდუმლო” გრიფით არის კლასიფიცირებული. გაუთქმელობის ხელშეკრულებაზე ხელმოწერა სავალდებულოა ადგილზე დასაქმებული ყველა პირისთვის, სამშენებლო ბრიგადები ცალკეული პროექტებით არიან დაკავებული და ერთმანეთთან კომუნიკაციის უფლება არ აქვთ.

#datashvil    #drpkhakadze  #sheniganatleba

„მედცენტრში“ ტრავმატოლოგიურ- ორთოპედიულ განყოფილებაში დაინერგა მინი ინვაზიური ართროსკოპიული ოპერაციები მუხლის სახსარზე

სიახლე ბათუმის მაღალტექნოლოგიურ ჰოსპიტალ „მედცენტრში“
ტრავმატოლოგიურ- ორთოპედიულ განყოფილებაში დაინერგა მინი ინვაზიური ართროსკოპიული ოპერაციები მუხლის სახსარზე.
მუხლის სახსრის ართროსკოპია არის ქირურგიული პროცედურა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, სახსარში არსებული პრობლემები გადავჭრათ დიდი ზომის განაკვეთის გარეშე.
მუხლის სახსრის ართროსკოპიული პროცედურები მოიცავს:
• დაზიანებული მენისკის ამოკვეთას (როგორც გარეთა, ისე შიგნითა)
• ანთებითი სინოვიალური გარსის მოცილებას,
• მუხლის სახსრის დაზიანებული იოგების აღდგენას,
• სახსარში არსებული თავისუფალი სხეულის (თაგვის) მოცილებას,
• კვირისტავის დაზიანების მკურნალობას.
მოგვამრთეთ თუ გაწუხებთ ტკივილი მუხლის სახსარში და ტკივილის კუპირება ვერ მოხერხდა კონსერვატიული მეთოდით( მედიკამენტები, ფიზიოპროცედურები ან ბლოკადა/სახსარშიდა ინექციები).
კონსულტაციებს ჩაატარებს ტრავმატოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი, ტრავმატოლოგ-ორთოპედი გიორგი ყაველაშვილი.
მედცენტრი / MedCenter ბათუმში არის პირველი დაწესებულება საქართველოში, სადაც აკრედიტაცია კანადამ დაიწყო აკრედიტაციის პროცესი.

კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების, დიაფრაგმისსაყლაპავის ხვრელის თიაქრის, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტისა და პანკრეასის დაავადებების, წყლულოვანი კოლიტის და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვა დაავადებების მართვა…

თერაპევტი, გასტროენტეროლოგი რუსუდან (ია) წულაია „კონსილიუმ მედულას“ შინაგანი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელია.
მისი 43-წლიანი საექიმო საქმიანობა მოიცავს კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების, დიაფრაგმისსაყლაპავის ხვრელის თიაქრის, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტისა და პანკრეასის დაავადებების, წყლულოვანი კოლიტის და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვა დაავადებების მართვას.
რუსუდან (ია) წულაია არის 4 საერთაშორისო კლინიკური კვლევის მთავარი მკვლევარი და 5 კვლევის თანამკვლევარი, საქართველოს კლინიკურ მკვლევართა ასოციაციის (GACI) წევრი.

„13-საათიანი ოპერაციაა” – გუ­რი­ა­ში ძაღ­ლის მიერ დაკ­ბე­ნილ 2 წლის ბავ­შვს ოპე­რა­ცია ჩაუტარდა

გუ­რი­ა­ში ძაღ­ლის მიერ დაკ­ბე­ნილ 2 წლის ბავ­შვს ოპე­რა­ცია ჩაუტარდა. მისი მდგომარეობა ახლა სტაბილურია. ბავშვს დღეს პალატაში გადაიყვანენ.

ექიმის თქმით, კანის გადანერგვა გადაუდებელი აუცილებლობა იყო, რადგან თავის ქალის დეფექტი სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ 2-3 კვირაში ხელახალი ოპერაცია იქნება საჭირო, რათა ძვლოვანი დეფექტი სრულად დაიხუროს.

იაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ბავ­შვთა ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს“ სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტო­რის, ივა­ნე ჩხა­ი­ძის განცხადებით, ოპე­რა­ციას და­ახ­ლო­ე­ბით 13 სა­ა­თი და­ჭირ­და.

„ჩვენ რაც გა­ვა­კე­თეთ, იყო პირ­ვე­ლა­დი შე­ფა­სე­ბა, ნე­ი­რო­ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა. და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი კა­ნის მო­ცი­ლე­ბა და გა­სუფ­თა­ვე­ბა. და­ზი­ა­ნე­ბის დიდი მო­ცუ­ლო­ბის გამო, ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის რის­კი იყო. პირ­ვე­ლი ეტა­პი წარ­მა­ტე­ბით დას­რულ­და. ამ ეტაპზე, ძვლის ინფექციის განვითარების, სისტემური ინფექციის რისკი მინიმუმამდეა დაყვანილი. მშობლები აღნიშნავენ, რომ პირველი ღამე იყო, როცა ბავშვს წყნარად ეძინა, ტემპერატურა არ გვაქვს. ვიტალური ფუნქციები ნორმის ფარგლებშია. გა­და­წყდა პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბა“,- აღ­ნიშ­ნა ჩხა­ი­ძემ.

„რაც იყო დაგეგმილი, ყველაფერი შესრულდა. დეფექტის 80% დახურულია. 2-3 კვირაში კიდევ დასჭირდება ოპერაციის მეორე ეტაპი, იმისთვის, რომ ძვლოვანი დეფექტი სრულფასოვნად დავხუროთ“, – აღნიშნავს “კარაპს მედლაინის” პლასტიკური-რეკონსტრუქციული ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ალექსანდრე კლანტროვი მედიასთან საუბრისას.

15 დე­კემ­ბერს, ოზურ­გე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ მე­რი­ა­ში ძაღ­ლმა ორი ბავ­შვი დაკბი­ნა. შემ­თხვე­ვის დროს, ბავ­შვე­ბი დე­დას­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გუ­შინ ძაღ­ლი თავ­და­პირ­ვე­ლად თავს და­ეს­ხა უფ­როს, 6 წლის ძმას. იმ დროს კი, როცა დედა მე­ზო­ბელ­თან ერ­თად ცდი­ლობ­და დაკ­ბე­ნი­ლი ბავ­შვის მან­ქა­ნა­ში ჩას­მას და კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნას, ძაღ­ლი მე­ო­რე, ორი წლის ბავ­შვს და­ეს­ხა და სე­რი­ო­ზუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა.

„კლინიკებმა მომავალი წლის ბოლომდე უნდა დაასრულონ საერთაშორისო აკრედიტაცია“

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა გადაცემაში იმედი LIVE“ კლინიკების აკრედიტაციის შესახებ ისაუბრა.

„ფასწამორმქნასთან ერთად მნიშვნელოვანია ხარისხთან დაკავშირებული ღონისძიებები, კლინიკებისთვის სავალდებულოა აკრედიტაცია, წლის ბოლომდე კონტრაქტები უნდა იყოს გაფორმებული. კლინიკებმა მომავალი წლის ბოლომდე უნდა დაასრულონ საერთაშორისო აკრედიტაცია, რათა საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში ჩართული იყვნენ“, – განაცხადა , ზურაბ აზარაშვილმა.

მისი თქმით, ეს წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ხარისხის გაუმჯობესების კუთხით.

„ვფიქრობ, რომ ეს ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ხარისხის გაუმჯობესების კუთხით. მედიკამენტების კუთხით სხვადასხვა ღონისძიებები გვაქვს დაწყებული და აქტიურად ვამოწმებთ ხარისხს…“ – აღნიშნა მინისტრმა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული ყველა კლინიკა ვალდებული იქნება მსოფლიოში მოქმედი სტანდარტები დააკმაყოფილოს და საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანოს აღიარება მოიპოვოს.

ამასთან, მიმდინარე წელს სამედიცინო დაწესებულებებმა უკვე უნდა წარადგინონ კონტრაქტი აკრედიტაციის ორგანოსთან. საერთაშორისო ექსპერტების მიერ მოხდება სამედიცინო მომსახურების ხარისხის, კლინიკებში არსებული პროცესებისა და ინფრასტრუქტურის შესაბამისობის დადგენა საერთაშორისო სტანდარტებისგან.

 

„მედიკამენტების ფასების რეგულირებისთვის გატარებული ღონისძიებები, ჯანმოს ევროპის რეგიონულმა დირექტორმა დაასახელა, როგორც მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის რეფორმის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი ევროპის რეგიონში“

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა:

„ასევე მნიშვნელოვანი იყო პენსიონერთა დახმარება. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და პენსიონერებს, ვისაც აქვთ ქრონიკული დაავადებები, სრულად დაუფინანსდებათ მედიკამენტები და 2024 წელს, მედიკამენტები იქნება უფასო იმ პენსიონერთათვის, რომელთაც აქვთ ქრონიკული დაავადებები, ასეთი არის დაახლოებით ნახევარ მილიონამდე ჩვენი მოქალაქე, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია“.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, მედიკამენტების ფასების რეგულირებისთვის გატარებული ღონისძიებები, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა დაასახელა, როგორც მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის რეფორმის, ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი ევროპის რეგიონში.

რეგულირებამ მედიკამენტების 45%-ით ნაკლებ ფასად შეძენის საშუალება მისცა ჩვენს მოქალაქეებს.
რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი არის წამლის ხარისხის კონტროლი. ჩვენ წელს გავხსენით პირველი სახელმწიფო ლაბორატორია და კონტროლი მაქსიმალურად უნდა გამკაცრდეს ამ მიმართულებითაც, რომ ჩვენს მოქალაქეებს მხოლოდ ხარისხიანი მედიკამენტი მიეწოდოთ.

ასევე მინდა ვთქვა, რომ სამინისტრომ საზღვარგარეთ საზღვარგარეთ GMP სტანდარტით იმ უცხოური საწარმოების შემოწმება დაიწყო, რომელთა მედიკამენტებიც საქართველოში იმპორტით შემოდის. ეს პროცესი გაგრძელდება“, – განაცხადა პრემიერმა.

#datashvil    #drpkhakadze  #sheniganatleba

„500-800 ლარიდან 1200 ლარამდე გაიზარდა ორსულთა სამედიცინო მომსახურებების დაფინანსება, ასევე დეკრეტული შვებულების დროს, 2000 ლარს გადაუხდის ბიუჯეტიდან სახელმწიფო“

მნიშვნელოვანი იყო, რა თქმა უნდა, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის მიმართულებით გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, წელს 500-800 ლარიდან 1200 ლარამდე გაიზარდა ორსულთა სამედიცინო მომსახურებების დაფინანსება, ასევე დეკრეტული შვებულების დროს, 2000 ლარს გადაუხდის ბიუჯეტიდან სახელმწიფო.

„მე მინდა ასევე აღვნიშნო, რომ იყო ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რეანიმობილების დეფიციტი იყო ქვეყანაში და სამინისტრომ წელს უკვე ამ მიმართულებით გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები და ცენტრის ავტოპარკს დაემატა 23 ახალი რეანიმობილი, რომელიც განაწილდება მთელს ქვეყანაში და ამის პრობლემა აღარ იქნება ქვეყანაში. ასევე 105 ავტომობილი დაემატება მომავალი წლიდან, სასწრაფო დახმარების მანქანას ვგულისხმობ და კიდევ უფრო გააუმჯობესებს და ეფექტური გახდება ცენტრის მუშაობა“, – განაცხადა პრემიერმა.

#datashvil    #drpkhakadze  #sheniganatleba

მედიკამენტები, რომლებზეც რეფერენტული ფასი ჯერ არ მოქმედებს, აფთიაქებში, იმპორტის ფასთან შედარებით, 32-ჯერ ძვირად, ზოგ შემთხვევაში 1000%, 2000% და 3000%-იანი ფასნამატით იყიდება

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მედიკამენტები, რომლებზეც რეფერენტული ფასი ჯერ არ მოქმედებს, აფთიაქებში, იმპორტის ფასთან შედარებით, 32-ჯერ ძვირად, ზოგ შემთხვევაში 1000%, 2000% და 3000%-იანი ფასნამატით იყიდება.

„აღსანიშნავია ისიც, რომ მედიკამენტებვვვვვვს, დიდ ფარმაცევტულ ქსელებში, თითქმის, იდენტური ფასი აქვს. ჭარბი ფასნამატი და ფასების ერთმანეთთან თანხვედრა, აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ ადგილი აქვს ფარმაცევტულ კომპანიებს შორის არაკეთილსინდისიერ შეთანხმებას და დომინირებული მდგომარეობის არასათანადოდ გამოყენებას.

ჯანდაცვის სამინისტროსთვის მიუღებელია წამლების ფასის ხელოვნური ზრდა. არსებული არასამართლიანი ფასებითა და არაჯანსაღი კონკურენციით, სექტორი მაქსიმალური მოგების უზრუნველყოფის მიზნით, აზარალებს მოქალაქეებს. ნათელია, რომ მედიკამენტებზე არ ხდება თავისუფალი ფასწარმოქმნა, ბაზარზე მოქმედ დიდ ეკონომიკურ აგენტებს შორის, შეთანხმების საფუძველზე კი – იზღუდება ჯანსაღი კონკურენცია.

მსხვილი ფარმაცევტული კომპანიების მიერ, წარმოებული საფასო პოლიტიკა კარტელური გარიგების ნიშნებს შეიცავს. შესაბამისად, საკითხის შესწავლის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრო კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს მიმართავს, რომელსაც ყველა საჭირო დოკუმენტს გადასცემს.

საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ, რომ აღნიშნულ მედიკამენტებზე, უახლოეს მომავალში, სახელმწიფო სამართლიან, რეფერენტულ ფასებს (ფასის ზედა ზღვარს) დააწესებს, რომელზე მაღალ ფასადაც მათი გაყიდვა აიკრძალება“, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეიძლება იყოს text გამოსახულებაშეიძლება იყოს text გამოსახულება

#datashvil    #drpkhakadze  #sheniganatleba

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights