საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დაასახელა COVID-19 ვარიანტი JN.1, როგორც ცალკე ინტერესის ვარიანტი BA.2.86.
ჯანმომ დაასახელა COVID-19 ვარიანტი JN.1 მისი სწრაფად გავრცელების გამო
„ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების“ პროგრამის ყველა მოსარგებლე სრულად დაფინანსდება
თბილისის მერია 2024 წლის იანვრიდან „ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების“ პროგრამის ყველა მოსარგებლეს სრულად დააფინანსებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„პროგრამის ფარგლებში, ძვირადღირებული სამკურნალო მედიკამენტები სოციალურად დაუცველთა ბაზაში მყოფი მოქალაქეების მსგავსად, პროგრამის ყველა მოსარგებლეს 100%-ით დაუფინანსდება. ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური, აღნიშნულ ცვლილებამდე, პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას სოციალურად დაუცველის სტატუსის არ მქონე პირებს მხოლოდ 80%-ით, რიგ შემთხვევაში კი – 50%-ით უფინანსებდა. აღნიშნული გადაწყვეტილება კი პაციენტებისა და მათი ოჯახების ფინანსურ ტვირთს მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ძუძუს კიბოს ადრეული სტადიის შემთხვევაში, ერთ პაციენტს თბილისის მერია წლის განმავლობაში მინიმუმ 21 600 და მაქსიმუმ – 61 150 ლარით აფინანსებს, ხოლო მეტასტაზური ფორმის შემთხვევაში, მინიმუმ 40 500 და მაქსიმუმ 65 340 ლარით.
„ყველამ იცით, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამები. ბევრი კარგი პროგრამა გვაქვს, რომლითაც იმ ადამიანებს და ოჯახებს ვეხმარებით, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენი თანადგომა. ეს დამოკიდებულება გაგრძელდება მომავალშიც. მსგავსი პროგრამებით ყველას გვერდით დავუდგებით, ვისთვისაც ეს მნიშვნელოვანია. მინდა, პირველ რიგში, ყველას ჯანმრთელობა ვუსურვო, რათა არავის არასდროს დასჭირდეს აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობა,“ – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
ვლინდება როგორც ხელოვნურ სუნთქვაზე დამოკიდებულ, ასევე არავენტილაციურ პაციენტებში – შეძენილი პნევმონია
შეძენილი პნევმონია (hashtag#pneumonia) (HAP), არის ყველაზე გავრცელებული ინფექცია (hashtag#nosocomial hashtag#infection), რომელიც გვხვდება საავადმყოფოს პაციენტების დაახლოებით 1%-ში. HAP ვლინდება როგორც ხელოვნურ სუნთქვაზე (ვენტილაციაზე) დამოკიდებულ, ასევე არავენტილაციურ პაციენტებში. HAP გამოწვეულია პირის ღრუს მიკრობების მიკროასპირაციით ან მაკროასპირაციით, მაგრამ პირის ღრუში მიკრობების შესამცირებლად ორალური ქლორჰექსიდინით (hashtag#chlorhexidine) პირის გამორეცხვა (hashtag#mouthwash) საკამათო გახდა.
კბილების გახეხვა (hashtag#toothbrushing) შეიძლება იყოს ორალური ანტისეპტიკის უფრო უსაფრთხო და ეფექტური ალტერნატივა. თუმცა პრევენციის გაიდლაინები, ტრადიციულად, ყურადღებას არ ამახვილებს კბილის გახეხვაზე და, შესაბამისად, პრაქტიკა მნიშვნელოვნად განსხვავდება საავადმყოფოებში. https://lnkd.in/eeHZJiZa
ჰარვარდის სამედიცინო სკოლის (Harvard Medical School, Brigham and Women’s Hospital), ბრიგჰემისა და ქალთა ჰოსპიტლის, და ბაზელის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის (University Hospital Basel) წარმომადგენლებმა hashtag#clinicaltrials განიხილეს 15 რანდომიზებული კლინიკური კვლევა (hashtag#clinicaltrials), რომელიც ჩატარდა 2,786 პაციენტზე. კვლევებმა შეადარა შედეგები ჰოსპიტალიზებულ პაციენტებს შორის საავადმყოფოში ყოფნისას მოვლის ჩვევების მიხედვით. ერთის გარდა ყველა კვლევა ფოკუსირებული იყო პაციენტებზე, რომლებიც მკურნალობდნენ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში (ICU). კბილების გახეხვა დაკავშირებული იყო HAP-ის მნიშვნელოვნად დაბალ რისკთან (რისკის თანაფარდობა [RR] 0,67; [95% ნდობის ინტერვალი [CI], 0,56-დან 0,81-მდე]) და ICU სიკვდილთან (RR, 0,81; 95% CI, 0,69-დან 0,95-მდე). კბილების გახეხვა ასოცირებული იყო ვენტილატორთან (hashtag#ventilator) ასოცირებული პნევმონიის მნიშვნელოვნად დაბალ სიხშირესთან (RR, 0.68; [95% CI, 0.57-დან 0.82-მდე], ასევე ექსტუბაციამდე უფრო მოკლე დროსთან (საშუალო განსხვავება, 1.24 დღე; 95% CI, -2.42-დან – 0.06 დღე) და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში (ICU) ყოფნის უფრო ხანმოკლე დროსთან (საშუალო განსხვავება, -1.78 დღე; 95% CI, -2.85-დან -0.70 დღემდე).
შედეგები მსგავსი იყო, როდესაც კბილის გახეხვა ხდებოდა ორჯერ, სამჯერ ან ოთხჯერ დღეში. კბილის გახეხვას მნიშვნელოვანი განსხვავება არ მოჰყოლია ანტიბიოტიკების გამოყენებასთან დაკავშირებით და არც იყო კავშირი საავადმყოფოში ყოფნის ხანგრძლივობის შემცირებასთან. კვლევის შედეგებით – კბილების რუტინული გახეხვა უნდა ჩაითვალოს სტანდარტული მოვლის აუცილებელ კომპონენტად ჰოსპიტალიზირებულ პაციენტებში, განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომლებიც ინვაზიურ მექანიკურ ვენტილაციას (hashtag#mechanicalventilation) საჭიროებენ, რათა თავიდან აიცილონ პნევმონია და შემცირდეს სიკვდილიანობა.
https://lnkd.in/eeHZJiZa
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შარდის შეუკავებლობა ბავშვებში
შარდის შეუკავებლობა ბავშვებში
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)
სახეები და მიზეზები – შარდის ბუშტის ინფექცია გარდამავალი შეუკავებლობის ყველაზე ხშირი მიზეზია
დაძაბვა: შარდის მცირე ულუფები უკონტროლოდ, უნებლიეთ გამოიყოფა ხველების, გაჭინთვის, ცემინების, სიმძიმის აწევის ან რაიმე მოქმედების დროს, რაც მუცლის ღრუში წნევას ზრდის. ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ქალებში შეუკავებლობის ეს სახე ყველაზე ხშირია. იგი შეიძლება საშარდე სფინქტერის სისუსტით იყოს გამოწვეული, რაც ზოგჯერ მშობიარობის და მენჯის ღრუზე ოპერაციის შემდეგ, შარდსადენის ან საშვილოსნოს უჩვეულო მდებარეობის გამო ვითარდება. მენოპაუზის შემდეგ ქალებში ესტროგენის ნაკლებობა შარდსადენის წინააღმდეგობის უნარს ამცირებს შარდის ნაკადის მიმართ. მამაკაცებში დაძაბვის შეუკავებლობა შეიძლება წინამდებარე ჯირკვლის ოპერაციის შემდეგ განვითარდეს, თუ შარდსადენის ზედა ნაწილი ან შარდის ბუშტის ყელი დაზიანდა. ორივე სქესში სიმსუქნემ შეიძლება თავად გამოიწვიოს ან გააღრმაოს დაძაბვის შეუკავებლობა, რადგან ამ დროს ზედმეტი წონა აწვება შარდის ბუშტს.
ზოგ ადამიანს ეს პრობლემა ძალიან მძიმე ფორმით აქვს და შარდი თითქმის ყოველთვის უნებლიეთ გამოიყოფა (სრული შეუკავებლობა). მოზრდილებში ეს, როგორც წესი, იმიტომ ხდება, რომ საშარდე სფინქტერი ბოლომდე არ იხურება.
გადავსება: ამ დროს შარდის მცირე ულუფები უნებლიეთ გამოიყოფა შარდის ბუშტიდან, რომელიც ბოლომდე კარგად ვერ იცლება. ამას, როგორც წესი, საშარდე გზების დახშობა, შარდის ბუშტის შემკუმშავი კუნთების სისუსტე ან მისი ნერვების დაზიანება იწვევს. როცა შარდის გადინება ფერხდება და შარდის ბუშტის კუნთებს უფრო ძლიერად შეკუმშვა აღარ შეუძლიათ, ბუშტი ივსება და ზომაში იზრდება. წნევა მასში იქამდე იმატებს, სანამ შარდის მცირე რაოდენობა არ გაიჟონება გარეთ
შეუკავებლობისთვის სპეციალურად შექმნილი საფენებისა და საცვლების გამოყენებით, ადამიანებს შეუძლიათ თავიდან აიცილონ კანის გაღიზიანება, შეინარჩუნონ სიმშრალე, კომფორტი და მისდიონ ცხოვრების აქტიურ წესს. ისინი შეუმჩნეველი და იოლად ხელმისაწვდომია.
საკმაოდ ეფექტური შეიძლება იყოს შარდის ბუშტის ვარჯიშები, მათ შორის მენჯის კუნთების (იხ. კეგელის ვარჯიში), განსაკუთრებით დაუძლეველი სურვილისა და დაძაბვის შეუკავებლობის დროს. სავარჯიშოები მოიცავს კუნთების დღეში მრავალჯერ შეკუმშვას, რათა ისინი გაძლიერდეს და საჭირო სიტუაციაში ადამიანმა შარდის შეკავება შეძლოს, მაგალითად ხველისას. მათ სწორად შესრულებას ექთანები ან სამკურნალო ფიზკულტურის სპეციალისტები ასწავლიან. მათ, ვისაც სავარჯიშოების სწავლა უჭირს, შესაძლოა ბიოუკუკავშირის მეთოდი დაეხმაროს. ამ დროს შარდის ბუშტის კუნთებთან ახლოს, ყითის გარეთ, დროებით ელექტროდები თავსდება. მათი მეშვეობით სიგნალები გადაეცემა კუნთებს და კუმშავს მათ. შედეგად, ადამიანები უკეთ ხვდებიან, რომელი კუნთები უნდა შეკუმშონ შარდის შესაკავებლად.
შეუკავებლობის ზოგიერთი სახის სამკურნალოდ შეიძლება მედიკამენტების გამოყენებაც. ცოტა უცნაურია, მაგრამ ამ პრობლემის გამომწვევი რამდენიმე მედიკამენტი, მაგალითად, ალფა-ადრენერგული აგონისტები, ალფა-ადრენერგული ბლოკერები და ანტიქოლინერგული ეფექტის მქონე წამლები შარდის შეუკავებლობის სამკურნალოდაც იხმარება. ექიმი წამალს შეუკავებლობის სახისა და ყველაზე შემაწუხებელი სიმპტომების მიხედვით არჩევს. ასე მაგალითად:
ალფა-ადრენერგული აგონისტები კუმშავენ შარდის ბუშტის სფინქტერს, რაც ეფექტურია დაძაბვით გამოწვეული შეუკავებლობის დროს, რომელიც სფინქტერის სისუსტით არის გამოწვეული.
ალფა-ადრენერგული ბლოკერები, პირიქით, ადუნებენ სფინქტერს. ეს შეიძლება ეფექტური იყოს მამაკაცებში, რომელთაც წინამდებარე ჯირკვალი აქვთ გადიდებული.
ანტიქოლინერგული საშუალებები შარდის ბუშტის შეკუმშვას ამცირებენ, რაც მოშარდვის დაუძლეველ სურვილს ასუსტებს და გამოსადეგია ამ სახის შეუკავებლობისთვის.
მოშარდვის დაუძლეველი სურვილით გამოწვეული შეუკავებლობის დროს შეიძლება ეფექტური იყოს შარდვა რეგულარული ინტერვალებით (შარდვა გრაფიკით), მოშარდვის სურვილის გაჩენამდე. მენჯის კუნთების კეგელის სავარჯიშოები აძლიერებს შარდის ბუშტის კუნთებს და უნებლიე შარდვის კონტროლის მეტ შესაძლებლობას იძლევა. ყველაზე ხშირად მედიკამენტებიდან ბუშტის მომადუნებელი საშუალებები ინიშნება, მაგალითად, ანტიქოლინერგული წამლები, კერძოდ, ტოლტეროდინი და ოქსიბუტინინი. ორივე მათგანის მიღება დღეში ერთხელ შეიძლება. ასევე არსებობს ოქსიბუტინინის კანზე დასაკრავი ფირფიტები, რომლებიც კვირაში ორჯერ იცვლება. მედიკამენტის შეყვანა ზოგჯერ პირდაპირ შარდის ბუშტშიც ხდება. ამ ჯგუფის უფრო ახალი წარმომადგენლებია: სოლიფენაცინი, დარიფენაცინი და ტროსპიუმი. ზედმეტად აქტიური შარდის ბუშტის კუნთების მოსადუნებლად, პირდაპირ მასში შეიძლება შეიყვანონ ბოტულიზმის ტოქსინი, რომელიც კუნთების დამბლას იწვევს. მკურნალობის ეს ხერხი ძალზე ახალია იმისთვის, რომ სტანდარტულად ინიშნებოდეს. თუმცა, როგორც სადღეისოდ არსებული შედეგები აჩვენებს, იგი 6-9 თვის მანძილზეა ეფექტური. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ამ მედიკამენტს შეუძლია შარდის ბუშტის გაღიზიანებადობის შემცირება და მოშარდვის ძლიერი სურვილის დაქვეითება, მათ შეიძლება გვერდითი მოვლენებიც ჰქონდეთ: პირის სიმშრალე, შეკრულობა, გასტროეზოფაგური რეფლუქსი და შარდის შეკავებაც კი.
დაძაბულობით გამოწვეული შეუკავებლობის დროს ეფექტურია ხოლმე ხშირი შარდვა, რათა შარდის ბუშტი არ გაივსოს და მენჯის კუნთების (კეგელის) ვარჯიში. დაძაბულობით განპირობებული შეუკავებლობის მქონე ქალებში, რომელთაც ესტროგენების ნაკლებობის გამო შარდსადენის ამომფენი გარსის გათხელება აქვთ, ექიმმა შეიძლება ესტროგენი დანიშნოს კრემის, საშოში შესაყვანი რეზინის რგოლის ან აბების სახით. ამ მკურნალობის უარყოფითი და დადებითი მხარეები დეტალურად უნდა იქნეს განხილული. თუმცა, საშოს კრემის, რგოლის ან აბის გამოყენებას არა აქვს იმდენი გვერდითი ეფექტი, რამდენიც ესტროგენის დალევას. სფინქტერის გამამაგრებელი სხვა საშუალებებიდან აღსანიშნავია ფსევდოეფედრინი და დულოქსეტინი. შეიძლება სპეციალური საფენების გამოყენებაც, რომელიც იწოვს დაძაბვის შეუკავებლობის დროს გამოყოფილი შარდის მცირე რაოდენობას.
შეუკავებლობის სხვა, უფრო მძიმე სახეები, რომლებიც მკურნალობას არ ექვემდებარება, შეიძლება ქირურგიული გზით გამოსწორდეს. არსებობს რამდენიმე პროცედურა, რომლითაც ექიმებს შეუძლიათ შარდსადენის გარშემო არსებული ქსოვილები შეამჭიდროვონ. ზოგ ადამიანში ეფექტურია შარდსადენის გარშემო კოლაგენის შეყვანა, რომელიც მოცულობით მასას წარმოქმნის. თუკი საშარდე სფინქტერი ბოლომდე არ იკეტება, მისი ჩანაცვლება ხელოვნურით შეიძლება.
გადიდებული წინამდებარე ჯირკვლის ან სხვა მიზეზის გამო შარდის ბუშტის გადავსებით გამოწვეული შეუკავებლობის სამკურნალოდ, როგორც წესი, ქირურგიული ჩარევაა საჭირო. წინამდებარე ჯირკვლის ან მისი ნაწილის ამოსაკვეთად რამდენიმე მეთოდი არსებობს. თვეების განმავლობაში დუტასტერიდის და ფინასტერიდის მიღება წინამდებარე ჯირკვალს ზომაში ამცირებს ან აჩერებს მის ზრდას. შესაბამისად, ოპერაცია შეიძლება გადაიდოს ან სულ აღარ გახდეს საჭირო. ჯირკვლის მომადუნებელი საშუალებები – ალფუზოზინი, დოქსაზოზინი, პრაზოზინი, ტერაზოზინი და ტამსულოზინი, შარდის ბუშტს უფრო კარგად დაცლაში ეხმარება.
როცა შარდის ბუშტის გადავსება ბუშტის კუნთების სუსტი შეკუმშვითაა გამოწვეული, მედიკამენტები ხშირად ეფექტური არ არის. მუცლის ქვედა ნაწილზე, შარდის ბუშტის მიდამოში ხელებით მსუბუქად ზეწოლით იგი უფრო კარგად იცლება, განსაკუთრებით თუ პრობლემა მისი ბოლომდე დაცლაა. ზოგჯერ საჭირო ხდება შარდის ბუშტში კათეტერის ჩაყენება, რათა ნარჩენი შარდი გამოიღონ და გართულებები თავიდან აიცილონ (მაგალითად, განმეორებითი ინფექციები ან თირკმლის დაზიანება). კათეტერი შეიძლება ხანგრძლივად ჩაიდგას, ან დღეში რამდენჯერმე ჩადგან და ამოიღონ (ხანგამოშვებითი კათეტერიზაცია).
ფუნქციური შეუკავებლობის დროს მკურნალობა მოიცავს დახმარებას საჭირო ოთახის რეგულარულ გამოყენებაში. მაგალითად, პრობლემის მქონე ადამიანს შეიძლება სხვამ შეახსენოს მოშარდვა, როგორც წესი, 3-4 საათში ერთხელ, რათა შარდის ბუშტი უნებლიე შარდვის განვითარებამდე დაიცალოს. საჭირო ოთახამდე გადაადგილების გაძნელებისას შეიძლება სპეციალური ჭურჭლის ან სკამის გამოყენება. თუკი გამომწვევი მიზეზი დეპრესიაა, საჭიროა მისი მკურნალობა. შეიძლება სპეციალური საცვლებისა და საფენების გამოყენებაც, მაგრამ ადამიანი მათზე ზედმეტად დამოკიდებული არ უნდა გახდეს.
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)
მოშარდვის კონტროლი – თირკმლები მუდმივად წარმოქმნიან შარდს, რომელიც სპეციალურ მილებში, შარდსაწვეთებში მიედინება შარდის ბუშტისკენ, სადაც იგი გროვდება
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)
შარდის შეუკავებლობა
შარდის შეუკავებლობა
შარდის შეუკავებლობა მის უნებლიე გამოყოფას ნიშნავს.
შარდის შეუკავებლობა შეიძლება გამოიწვიოს: შარდის ბუშტის ინფექციამ, ზოგმა მედიკამენტმა, თავისა და ზურგის ტვინის დაავადებებმა, შარდის ბუშტის ნერვების ან ქვედა საშარდე გზების დაავადებებმა (მაგ. გადიდებული წინამდებარე ჯირკვალი) და გონებრივი ფუნქციის ან მოძრაობის უნარის დარღვევამ.
სიმპტომები დამოკიდებულია შეუკავებლობის სახეზე და შესაძლოა მოიცავდეს: მოშარდვის უეცარ, დაუძლეველ სურვილს ან შარდის მუდმივ ჟონვას.
ექიმი დაინტერესდება, თუ ზუსტად როდის და როგორ ხდება უნებლიეთ შარდვა; შესაძლოა სთხოვოს ადამიანს, აღნიშნოს და ჩაიწეროს ეს შემთხვევები; ასევე შეიძლება რამდენიმე ძირითადი კვლევა ჩაატაროს მიზეზის დასადგენად და მკურნალობის დასანიშნად.
ბევრ ადამიანს ეხმარება დროის განსაზღვრული ინტერვალებით მოშარდვა, სითხის მიღების რეგულაცია და მენჯის კუნთების ვარჯიში.
მკურნალობის სხვა მეთოდებიც არსებობს, მათ შორის მედიკამენტები და ქირურგიული პროცედურები.
შარდის შეუკავებლობა სამიდან ერთ მოხუც ადამიანს აწუხებს, შედარებით იშვიათად, ბევრ ახალგაზრდასაც. ასაკობრივ ჯგუფთა უმრავლესობაში, უნებლიე შარდვა ქალებში უფრო ხშირია, ვიდრე მამაკაცებში.
შარდის შეუკავებლობა სხვადასხვა ასაკში სხვადასხვანაირად ვლინდება. იგი ახალგაზრდებში უფრო უეცრად იწყება და მალევე გაივლის მსუბუქი მკურნალობის ფონზე ან მის გარეშე. ასევე, ამ ასაკში შეუკავებლობის შემთხვევათა უმრავლესობაში კონტროლი ნარჩუნდება და შარდი არ გამოიყოფა. უფროსი ასაკის ადამიანებში შარდის შეუკავებლობა უფრო ხშირად და მძიმედ ვლინდება. ამასთანავე, უფრო ნაკლებად სავარაუდოა, რომ იგი თავისით, მკურნალობის გარეშე გამოსწორდება.
მიუხედავად იმისა, რომ შარდის შეუკავებლობა ხშირია, კარგად ექვემდებარება მკურნალობას და, ძალიან ხშირად, სრულიად იკურნება. შემთხვევათა დიდ ნაწილში მისი დიაგნოსტიკა ან მკურნალობა არც კი ხდება. ადამიანები ამ პრობლემით ცხოვრობენ და ექიმს არ მიმართავენ, რადგან ეშინიათ, რცხვენიათ ან ჰგონიათ, რომ ეს დაბერების თანმდევი, ნორმალური მოვლენაა. შეუკავებლობის მქონე ადამიანები ხშირად იზოლირებულად, დეპრესიულად გრძნობენ თავს. ხშირად ეს მდგომარეობა ადამიანების სპეციალურ დაწესებულებაში მოთავსების მიზეზი ხდება, რადგან საკმაოდ დიდი ტვირთია მომვლელებისთვის. მოხუცებულთა სახლებში მცხოვრებთა 50%-ზე მეტს შარდის შეუკავებლობა აქვს.
ამ მდგომარეობას შეიძლება ბევრი გართულება მოჰყვეს. მაგალითად, მისი არასწორად მკურნალობის დროს შესაძლოა შარდის ბუშტის ან თირკმლის ინფექცია განვითარდეს. მოხუცებში განსაკუთრებით იზრდება კანზე გამონაყარისა და ნაწოლების განვითარების რისკი (რადგან შარდი აღიზიანებს კანს) და ასევე, ტრავმებისაც (ტუალეტისკენ მიმავალი ადამიანი სიჩქარეში შეიძლება დაეცეს და რამე დაიზიანოს).
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)
„მშობლის ყურადღების დეფიციტი აუტისტური სპექტრის დაავადებების განვითარების ერთ-ერთი ხელშემწყობი“
საუბრობს „პინეოს სამედიცინო ეკოსისტემის“ ნეონატალური განყოფილების ხელმძღვანელი, მედიცინის აკადემიური დოქტორი მაკა ჭიღლაძე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“:
„ბევრ კლინიკაში და სამშობიარო სახლში არსებობს მშობელთა სკოლა, სადაც აქტიურად არიან ჩართულნი როგორც დედები, ისე მამები. იქ შეისწავლიან, როგორ უნდა მოიქცნენ ორსულობის პერიოდში, მშობიარობის შემდგომ, როგორ უნდა განახორციელონ ძუძუთი კვება, როგორ უნდა აღზარდონ ჩვილი, როგორ უნდა ჩააცვან ბავშვს სწორად და რა ფიზიკური აქტივობები არის აუცილებელი. ბოლო მონაცემებით, პროტოკოლებით და გაიდლაინებით ის, რომ ბავშვი 6 თვემდე არ უნდა დავსვათ, მითი აღმოჩნდა. შესაბამისად, ჩვილები, ახალშობილების დაბადებისთანავე უნდა დავსვათ. ზომიერი ფიზიკური აქტივობა თავის ტვინისთვის, ნევროლოგიური სტატუსისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ფიზიკური განვითარება ფსიქომოტორული განვითარებაზე ძალიან დადებითად აისახება. ფიზიკური აქტივობა დაბადებისთანავე უნდა განახორციელონ, – დასვან ჩვილები, რომ ეს ბავშვის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.
ახლა აუტიზმის ეპოქაა. ძალიან ბევრი აუტისტური სპექტრის დაავადებაა. ბავშვთან კონტაქტი აუცილებელია. 2 კვირიდან ბავშვს უნდა დავათვალიერებინოთ წიგნები, ნახატები, 1 თვის ბავშვს უნდა წავუკითხოთ მოთხრობები, წიგნები, დავათვალიერებინოთ ნახატები, მკვეთრი ფერები, ეს აუცილებელია ბავშვის დროული სოციალიზაციისთვის და ნერვული სისტემის განვითარებისთვის. მშობლის ყურადღების დეფიციტი აუტისტური სპექტრის დაავადებების განვითარების ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორია“.
დაბერების პროცესს ანელებს – ახალი კვლევა
ხილის ბუზები, რომლებსაც შიმშილის გრძნობით ატყუებენ, უფრო დიდხანს ცოცხლობენ მაშინაც კი, როდესაც უამრავ კალორიას იღებენ.
მიჩიგანის უნივერსიტეტის მეცნიერთა მიერ ჩატარებული ახალი კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ თუნდაც მხოლოდ დაუოკებელი შიმშილის გრძნობას შეუძლია გამოიწვიოს დაბერების საწინააღმდეგო ის ეფექტი, რომლის მიღწევასაც ე. წ. ინტერვალური შიმშილობით ცდილობს ბევრი.
„შეგვიძლია ვთქვათ, სიცოცხლის გასახანგრძლივებელი დიეტის მთელი კვებითი მანიპულაციები, რომლებზეც მკვლევრები მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდნენ, საჭირო არ არის. საკმარისია მხოლოდ არასაკმარისად კვების აღქმა“, — ამბობს ფსიქოლოგი სკოტ პლეტჩერი.
ინტერვალური შიმშილობა ბოლო წლებში მოდური დიეტა გახდა, იმის მიუხედავად, რომ მისი სარგებლიანობის მხარდამჭერი მტკიცებულებები მწირია და დიდწილად ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებს ეფუძნება.
ხილის ბუზებსა (Drosophila melanogaster) და მღრღნელებზე ჩატარებული კვლევა მიუთითებს, რომ კალორიების შემცირებას სიცოცხლის გახანგრძლივება და შეუძლია და ხელს უწყობს ჯანმრთელობას. თუმცა, დასკვნების გაკეთება ჯერ ადრეა და მეტი კვლევაა საჭირო, ვიდრე ასეთი შედეგები ადამიანებზეც გვექნება. განსაკუთრებით გასათვალისწინებელია ის, რომ ზოგიერთმა კვლევამ ურთიერთსაწინააღმდეგო შედეგები დადო, ანდაც პოტენციური საფრთხეები წარმოაჩინა.
წარსულში, ხილის ბუზებზე ჩატარებული ცდებით, მეცნიერებმა თავის ტვინში შიმშილისა და სიმაძღრის მრავალი ნერვული სიგნალი გამოავლინეს. ამ არსებებს ჩვენთან საერთო აქვთ დაავადებებთან დაკავშირებული გენების 75 პროცენტი; მათ მეტაბოლიზმსა და თავის ტვინში გამოსადეგი მსგავსებებია ძუძუმწოვრებთან.
განშტოებული ჯაჭვის ამინომჟავები (BCAA) აუცილებელი საკვები ნივთიერებებია, რომლებიც როგორც ჩანს, ნაჭამ ბუზებში სიმაძღრის შეგრძნებას იწვევს. შესაბამისად, უფრო მეტი BCAA-ს ჭამა მათში შიმშილის გრძნობას ამცირებს.
იმის დასადგენად, რა გავლენას შეიძლება ახდენდეს ეს დაბერებაზე, მკვლევრებმა ისინი აშიმშილეს, აძლევდნენ ნაკლები BCAA-ს შემცველ საკვებს.
შიმშილის გრძნობა გაზომეს იმით, თუ რამდენს ჭამდნენ მწერები თავდაპირველი ჭამიდან რამდენიმე საათის შემდეგ.
ბუზები, რომლებსაც BCAA-ს დაბალი შემცველობის საკვები ჰქონდათ მიღებული, მოგვიანებით უფრო მეტს ჭამდნენ. ამას გარდა, არჩევდნენ ცილებით მდიდარ საკვებს და არა ნახშირწყლებით მდიდარს — ეს იმის ნიშანი იყო, რომ ბუზებს საჭიროებაზე დაფუძნებული შიმშილი ამოძრავებდათ და არა სურვილზე დაფუძნებული.
ასე გავიდნენ მკვლევრები პირდაპირ წყაროზე. როდესაც მათ ხილის ბუზებში პირდაპირ გაააქტიურეს შიმშილზე რეაგირების ნეირონები, აღმოჩნდა, რომ შიმშილით სტიმულირებულმა ამ ბუზებმა დიდხანსაც იცოცხლეს.
„შესაბამისად, დაბერებას შეიძლება ანელებდეს თავად შიმშილის მოტივაციური მდგომარეობა და არა თავად დიეტა ან მისი ენერგეტიკული მახასიათებლები“, — წერენ მკვლევრები.
როგორც შემდეგმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, ბუზების კვების რაციონში BCAA-ს შემცირებამ ასევე გამოიწვია ის, რომ მათმა შიმშილის ნეირონებმა შეცვალეს დამხმარე ცილები, სახელად ჰისტონები, რომლებიც დნმ-ს ეკვრის და გენებს რეგულირებაში ეხმარება. მკვლევართა აზრით, ეს მოდიფიცირებული ჰისტონები შეიძლება იყოს კავშირი დიეტას, შიმშილზე რეაქციასა და დაბერებას შორის. საინტერესოა, რომ წინა კვლევებმა ჰისტონების მეტი რაოდენობით მიღება დაუკავშირა სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდას.
მიღებული დასკვნების გათვალისწინებით, მკვლევრები ფიქრობენ, რომ ქრონიკული შიმშილი შეიძლება ადაპტური რეაქცია იყოს, „დისკრეტულ ნერვულ წრედებში ჰისტონი ცილების მოდიფიცირების შუამავლობით, რაც დაბერებას ანელებს“.
ამ აღმოჩენამ შეიძლება ახსნას, რატომ ჩანს რაციონში BCAA-ს დაბალი შემცველობა ჯანმრთელობისთვის კარგი. ალბათ იმიტომ, რომ ისინი ორგანიზმს საკმარისი საკვები ნივთიერებებით უზრუნველყოფენ, მაგრამ ბოლომდე არ ახშობენ ტვინში შიმშილის სიგნალებს.
რა თქმა უნდა, ამ მოსაზრებას გაცილებით მეტად შემოწმება სჭირდება. ხილის ბუზებზე ჩატარებული ერთი კვლევა საკმარისი არ არის.
ამ ეტაპზე, მკვლევრები გეგმავენ შეისწავლონ, არის თუ არა ხილის ბუზების ჯანმრთელობა კავშირში სიამოვნებისთვის ან საჭიროებისთვის ჭამასთან.
გახშირდება ვირუსები და აუცილებელია რეკომენდაციების გათვალისწინება
ინფექციონისტები ამბობენ, რომ გახშირდება ვირუსები და აუცილებელია იმ რეკომენდაციების გათვალისწინება, რომლებიც ზრდასრულებსა თუ ბავშვებს ვირუსებისგან დაიცავს.
„პრაიმტაიმი“ მედიცინის აკადემიური დოქტორს, ჯანდაცვის ექსპერტის, მაკა ბულეიშვილს ესაუბრა.
„ბევრი ვირუსია. საგანგაშო არაა, თუმცა გავრცელებულია, სეზონია და რომ არ გავრცელდეს, გასაკვირი ეგ იქნება, მობილობა დიდია. შეიძლება, ფაღარათით დაიწყოს და ხველაში გადავიდეს, ან ტემპერატურით დაიწყოს და არანაირი სიმპტომი არ იყოს. შეიძლება დაიწყოს ცემინება, ცხვირიდან გამონადენი, თავის ტკივილი, დიარეა, მუცლის ტკივილი და ზოგადი სისუსტე. სეზონი ახლა დაიწყო და აპრილის ბოლომდე გაგრძელდება. უმეტესად ცირკულირებს რინოვირუსები, ადენოვირუსები, გრიპის ვირუსი, კოვიდი, ახლა ვირუსების აყვავების სეზონია.










