კვირა, მაისი 10, 2026

„გვამური დონაცია ნიშნავს, რომ ადამიანის გარდაცვალების შემდეგ 8 სხვა ადამიანს შეუნარჩუნო სიცოცხლე“

საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტმა, გია თომაძემ გადაცემა #რედაქტ2-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მსოფლიოში 60%-ზე მეტ შემთხვევაში ორგანო გვამური დონაციის გზით ინერგება.

„გვამური დონაცია ნიშნავს, რომ ადამიანის გარდაცვალების შემდეგ 8 სხვა ადამიანს შეუნარჩუნო სიცოცხლე. ორგანოებმა შეიძლება მინიმუმ 8 ადამიანს შეუნარჩუნოს სიცოცხლე. ორი არის თირკმელი, ღვიძლი, ფილტვი, გული, ნაწლავი. 10-იც შეიძლება გამოვიდეს, რადგან ღვიძლი შეიძლება ორად გაიყოს, ასევე პანკრეასი“, – -აცხადებს გია თომაძე.

გასულ თვეში პარლამენტმა „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ ახალი კანონი დაამტკიცა, რომელიც აწესრიგებს ადამიანის ორგანოების მკურნალობის მიზნით გადანერგვის საკითხებს და ადგენს გადანერგვისთვის განკუთვნილი ორგანოების ხარისხის, უსაფრთხოების სტანდარტებსა და ეთიკურ პრინციპებს. ტრანსპლანტაციის შესახებ გადაწყვეტილება უნდა იყოს უანგარო და ნებაყოფლობითი. პირს შეუძლია წინასწარ, სიცოცხლის განმავლობაში განაცხადოს ნებაყოფლობითი, ინფორმირებული თანხმობა სიკვდილის შემდეგ ცალკეული ორგანოს ან ორგანოების უანგარო დონაციაზე გადანერგვის მიზნით, თუმცა ამისთვის ის დონორთა ეროვნულ რეესტრში უნდა დარეგისტრირდეს. ამასთან, გარდაცვლილის ორგანოს დონაციაზე თანხმობის გაცხადების უფლება აქვთ ნათესაური კავშირში მყოფ პირებსაც.

#datashvil    #drpkhakadze  #sheniganatleba

მეცნიერებმა ადამიანის ტვინის ნამდვილი ქსოვილის ელექტრონიკასთან ინტეგრაცია შეძლეს

მეცნიერებმა ადამიანის ტვინის ნამდვილი ქსოვილის ელექტრონიკასთან ინტეგრაცია შეძლეს.

ინოვაციას Brainoware ეწოდება. ის ნამდვილად მუშაობს — ფენგ გუომ, ინჟინერმა და მკვლევართა გუნდის ხელმძღვანელმა, მას სხვადასხვა მოქმედება შეასრულებინა წარმატებით, მათ შორის საუბრის ამოცნობა და არაწრფივი განტოლებების პროგნოზირება.

Brainoware-ის შექმნისას მეცნიერებმა ეთიკური პრინციპები დაიცვეს. სფეროს სხვა სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ტექნოლოგიის დახვეწისას ეთიკის გათვალისწინება ძალიან მნიშვნელოვანია.

გამოთვლა ხორციელდება ტვინის ორგანოიდისგან ინფორმაციის გაგზავნით და მიღებით, მაღალი სიმკვრივის მრავალელექტროდული მასივის გამოყენებით.

#datashvil    #drpkhakadze  #sheniganatleba

მელანომის წინააღმდეგ შემუშავებული ექსპერიმენტული ვაქცინა შესაძლოა 2 წელში იყოს ხელმისაწვდომი

ფარმაცევტული კომპანია Moderna-ს ხელმძღვანელის, სტეფან ბანსელის განცხადებით, მელანომის წინააღმდეგ შემუშავებული ექსპერიმენტული ვაქცინა შესაძლოა 2 წელში იყოს ხელმისაწვდომი.

მისი თქმით, ზოგიერთ ქვეყანაში, შესაბამისი ნებართვების მიღების შემდეგ, ვაქცინის გამოყენება 2025 წლიდან დაიწყება.

წმ. იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრი

შპს წმ. იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრი ჩამოყალიბდა ორი ცნობილი კლინიკის, ნიკოლოზ ბარნოვის სახელობის ჰოსპიტალის და წმ. იოაკიმესა და ანას სახელობის სამშობიარო სახლის გაერთიანების შედეგად.

შპს ნიკოლოზ ბარნოვის სახელობის ჰოსპიტალი გაიხსნა ქ. თბილისში გორგასლის ქ. #95 ში 1979 წელს, მას წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა რესპუბლიკის დამსახურებული ექიმი ცნობილი პიროვნება ბატონი ნიკოლოზ ბარნოვი. 2007 წლიდან შინაგან საქმეთა სამინისტრო მრავალპროფილური ჰოსპიტალი გადავიდა სრულიად საქართველოს საპატრიარქოს დაქვემდებარებაში.

წმ. იოაკიმესა და ანას სახელობის სამშობიარო სახლი დაფუძნდა ქ. თბილისში თარხნიშვილისქ #4-ში მდებარე პლატონ შუშანიას სახელობის #3 სამშობიარო სახლის ბაზაზე სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ს ლოცვა კურთხევით. სამშობიარო სახლის ბაზაზე ფუნქციონირებდა თსსუ სამკურნალო ფაკულტეტის მეანობა-გინეკოლოგიის კათედრა, რომელსაც უდიდესი როლი მიუძღვის სამეანო-გინეკოლოგიურ დარგის განვითარებასა და კადრების აღზრდაში.

2012 წლის 10 ოქტომბერს ორი კლინიკა გაერთიანდა და დაერქვა შპს წმიდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრი, ეს არის მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულებას გააჩნია თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და დაკომპლექტებულია მაღვალკვალიფიციური კადრებით.

სამედიცინო ცენტრს ხელმძღვანელობს ვეფხვია ოდიშარია.

ცენტრთან თანამშრომლობს ყველა სადაზღვევო კომპანია, ქალაქის მერია და რაიონული გამგეობები.

კლინიკა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

ამბულატორიული დეპარტამენტი: (თერაპევტი, ალერგოლოგი, ენდოკრინოლოგი, ქალთა კონსულტაცია, ოფთალმოლოგი, ყელ–ყურ–ცხვირის სპეციალისტი); გადაუდებელი ამბულატორია; დიაგნოსტიკის დეპარტამენტი (ლაბორატორიული კვლევები, ექოსკოპია, კომპიუტერული ტომოგრაფია).

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა იოაკიმეს და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრი ჩართულია აკრედიტაცია კანადას საერთაშორისო სამედიცინო აკრედიტაციის პროგრამაში.

მალხაზ კაციაშვილის მრავალპროფილური გადაუდებელი დახმარების ცენტრი

კლინიკა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

ენდოკრინოლოგია, კარდიოლოგია, ნევროლოგია, ონკოლოგია

მალხაზ კაციაშვილის მრავალპროფილური გადაუდებელი დახმარების ცენტრი ჩართულია აკრედიტაცია კანადას საერთაშორისო სამედიცინო აკრედიტაციის პროგრამაში.

ჯანმრთელობის ეროვნული ორგანიზაცია

ორგანიზაცია მუდმივად ვზრუნავთ განვითარებაზე, ახალი პროექტები მიზნად ისახავს ჯანდაცვის დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოდერნიზებას, სამედიცინო მომსახურების ხარისხის ამაღლებას.

ყველა ცენტრი აღჭურვილია უახლესი აპარატურით, შექმნილია პაციენტთათვის კომფორტული გარემო. კლინიკები დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური პერსონალით, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების გაწევას.

შპს ჯანმრთელობის ეროვნული ორგანიზაცია ჩართულია აკრედიტაცია კანადას საერთაშორისო სამედიცინო აკრედიტაციის პროგრამაში.

“ვივამედი”

ვივამედი“ კავკასიის რეგიონში უდიდესი მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრია, უახლესი მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურით, კეთილგანწყობილი და პაციენტზე ორიენტირებული გუნდით.

პირველად კავკასიის რეგიონში, მედიცინის ყველა დარგი და მიმართულება ერთ მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში, რომელიც ორიენტირებულია პაციენტის ჯანმრთელ მომავალზე. “ვივამედი” ეს არის კლინიკა, ნებისმიერი სოციალური ფენისთვის, ვისაც ჩვენი გუნდის გვერდში დგომა ესაჭიროება.

რეგიონალურ სამედიცინო ცენტრში სრულდება ოპერაციები შემდეგი მიმართულებებით:

  • კარდიოქირურგია
  • ნეიროქირურგია
  • ონკოლოგია
  • ყელ-ყურ-ცხვირის, თავის და კისრის ქირურგია
  • ყბა-სახის ქირურგია
  • ანგიოქირურგია
  • თორაკო-აბდომინური ქირურგია
  • ორთოპედია – ტრავმატოლოგია

ჰოსპიტალი მოიცავს შემდეგ სერვისებს:

  • ამბულატორია;
  • ემერჯენსი;
  • ინტერვენციული რადიოლოგია;
  • ინტერვენციული კარდიოლოგია;
  • ყელ-ყურ-ცხვირი;
  • ოფთალმოლოგია;
  • უროლოგია;
  • ინ-ვიტრო;
  • სამშობიარო;
  • გინეკოლოგია;
  • ნეონატოლოგია;
  • ქირურგია (ენდოსკოპია);
  • ქიმიოთერაპია;
  • ლაბორატორია.

კლინიკის ინფრასტრუქტურა ყველაზე მკაცრ ევროპულ სტანდარტებს აკმაყოფილებს, უსაფრთხოების თანამედროვე სისტემა, საკუთარი სასტუმრო, კაფეტერია და ბევრი სხვა სერვისი, რომელიც პაციენტისთვის სრულყოფილი და ხარისხიანი სერვისის მიწოდებისთვისაა გათვლილი. კლინიკაში  მოქმედებს რეზიდენტურაც.

“ვივამედი” ჩართულია აკრედიტაცია კანადას საერთაშორისო სამედიცინო აკრედიტაციის პროგრამაში.

რა უნდა გააკეთოს მშობელმა, რომ ბავშვი ახალ სეზონს გაკაჟებული შეხვდეს

რა უნდა გააკეთოს მშობელმა, რომ ბავშვი ახალ სეზონს გაკაჟებული შეხვდეს

საუბრობს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ყარამან ფაღავა გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“:

„იმუნიტეტისათვის საუკეთესო არის გაკაჟება. უამრავი წამალია, რომელსაც მეც ვნიშნავ იმუნიტეტის გასაძლიერებლად. მთავარი არის ცივი წყალი, – ჩვილობის ასაკიდან ხელ-პირის ცივი წყლით დაბანა. აბაზანა 37 გრადუსიდან სამ თვეში 32 გრადუსზე უნდა ჩამოვიდეს. აბაზანის შემდეგ ცივი წყალი გადავავლოთ, 2 წლის შემდეგ ტანის დაზელვა, კიდევ ცოტა ხნის შემდეგ ცივი შხაპი, რომელსაც სულ ათი წამი უნდა, – დაგავიწყდებათ რა არის გრიპი, რა არის რესპირაციული ინფექცია.

საბავშვო ბაღებს აბრალებენ, ბავშვი ავად რომ ხდება. ზოგი სულ ავად არის, ზოგი ქარსა და სიცივეშიც კი არ ხდება ავად – ის კარგად არის გაკაჟებული. შვილებს კარგად თუ გააკაჟებთ, თქვენი პრობლემა მხოლოდ ის იქნება, რა წრეზე ატაროთ ბავშვი, ბიჭი ფეხბურთზე თუ ცურვაზე, და გოგონა ცეკვასა თუ მხატვრულ ტანვარჯიშზე. სხვა პრობლემები თანდათანობით ნულამდე დავა. მთავარია ოპტიმისტური განწყობა. მედიცინა წინ მიდის, უამრავი გამარჯვების მომსწრე პირადად ვარ. იმედი ვიქონიოთ, რომ უფრო ჯანმრთელები ვიქნებით“.

#datashvil    #drpkhakadze  #sheniganatleba

შესაძლოა, დიეტურ სასმელებში შემავალმა ასპარტამმა, კიბო გამოიწვიოს!

ამე­რი­კა­ში მცხოვ­რე­ბი ექი­მი ქეთი შავ­ლი­აშ­ვი­ლი­ ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ახა­ლი კვლე­ვის სა­ყუ­რა­დღე­ბო შე­დე­გე­ბის შე­სა­ხებ წერს.
WHO: დიეტურ სასმელებში შემავალმა ასპარტამმა, შესაძლოა, კიბო გამოიწვიოს!
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გუშინ გამოაცხადა, რომ ხელოვნურმა დამატკბობელმა, ასპარტამმა, რომელიც ფართოდ გამოიყენება დიეტურ სასმელებში და დაბალკალორიულ (ძირითადად ულტრაპროცესირებულ) საკვებში, შესაძლოა კიბო გამოიწვიოს.
დღეს, რამდენიმე საათის წინ, ჯანმო-მ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც ასპარტამი კლასიფიცირებულია, როგორც 2b კლასის კანცეროგენი ანუ “ადამიანის შესაძლო კანცეროგენი”!
ჯანმო-ს ეს განცხადება ჯანდაცვის მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანოს პირველი საჯარო განცხადებაა თითქმის ყველგან გავრცელებული ხელოვნური დამატკბობლის მავნე ზემოქმედების და კიბოს რისკების შესახებ!
FDA -მ და სასმელების ინდუსტრიამ უკვე გააპროტესტეს ეს სიახლე.
▫️მოხსენება წაიკითხეთ აქ: https://www.who.int/…/14-07-2023-aspartame-hazard-and-risk…
▫️ასპარტამი ათწლეულების განმავლობაში სავარაუდოდ მრავალ დაავადებასთან დაკავშირებული სადავო ინგრედიენტია. 6000-ზე მეტ პროდუქტში გვხვდება, მათ შორის საკვებსა და სასმელში, ხველის საწინააღმდეგო სიროფში, კბილის პასტაში და ხელოვნურად დამტკბარი გამაგრილებელი სასმელების დაახლოებით 95%-ში (PMID: 33451265).
▫️მაისის თვეში ჯანმო-მ მოსახლეობას მოუწოდა, არ გამოიყენონ შაქრის შემცვლელები წონის დაკლების მიზნით.
კვლევები აჩვენებს, რომ ხელოვნური დამატკბობლების მოხმარება არ იწვევს წონის დაკლებას, რასაც, როგორც წესი, მოველით შაქრის მოცილებით გამოწვეული კალორიული დეფიციტისგან (PMID: 29570245; PMID: 28716847; PMID: 27880832).
▫️ბოლოდროინდელი კვლევები აჩვენებს, რომ ხელოვნური დამატკბობლები აზიანებენ ნაწლავის მიკრობიომს, ზრდიან სხეულის გაცხიმოვნებას, არღვევენ მადის და დანაყრების სიგნალებს და ზრდიან სისხლში გლუკოზის დონეს (PMID: 34581796; PMID: 35987213).
▫️ზოგიერთი კვლევა ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ცხოველებზე ჩატარებული კვლევებით ასპარტამის ზემოქმედება ადრეულ ასაკში ზრდის კიბოს რისკს, რთულია ამ შედეგების გამეორება ადამიანებზე ჩატარებულ კვლევებში (PMID: 17805418).
საფრანგეთის მოსახლეობაზე დაფუძნებულმა, 100 000-ზე მეტ ადამიანზე ჩატარებულმა ბოლოდროინდელმა კვლევამ აჩვენა კიბოს გაზრდილი რისკი, რომელიც დაკავშირებულია ასპარტამის მოხმარებასთან (PMID: 35324894)
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights