კვირა, მაისი 10, 2026

კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების, დიაფრაგმისსაყლაპავის ხვრელის თიაქრის, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტისა და პანკრეასის დაავადებების, წყლულოვანი კოლიტის და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვა დაავადებების მართვა…

თერაპევტი, გასტროენტეროლოგი რუსუდან (ია) წულაია „კონსილიუმ მედულას“ შინაგანი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელია.
მისი 43-წლიანი საექიმო საქმიანობა მოიცავს კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების, დიაფრაგმისსაყლაპავის ხვრელის თიაქრის, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტისა და პანკრეასის დაავადებების, წყლულოვანი კოლიტის და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვა დაავადებების მართვას.
რუსუდან (ია) წულაია არის 4 საერთაშორისო კლინიკური კვლევის მთავარი მკვლევარი და 5 კვლევის თანამკვლევარი, საქართველოს კლინიკურ მკვლევართა ასოციაციის (GACI) წევრი.

„13-საათიანი ოპერაციაა” – გუ­რი­ა­ში ძაღ­ლის მიერ დაკ­ბე­ნილ 2 წლის ბავ­შვს ოპე­რა­ცია ჩაუტარდა

გუ­რი­ა­ში ძაღ­ლის მიერ დაკ­ბე­ნილ 2 წლის ბავ­შვს ოპე­რა­ცია ჩაუტარდა. მისი მდგომარეობა ახლა სტაბილურია. ბავშვს დღეს პალატაში გადაიყვანენ.

ექიმის თქმით, კანის გადანერგვა გადაუდებელი აუცილებლობა იყო, რადგან თავის ქალის დეფექტი სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ 2-3 კვირაში ხელახალი ოპერაცია იქნება საჭირო, რათა ძვლოვანი დეფექტი სრულად დაიხუროს.

იაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ბავ­შვთა ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს“ სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტო­რის, ივა­ნე ჩხა­ი­ძის განცხადებით, ოპე­რა­ციას და­ახ­ლო­ე­ბით 13 სა­ა­თი და­ჭირ­და.

„ჩვენ რაც გა­ვა­კე­თეთ, იყო პირ­ვე­ლა­დი შე­ფა­სე­ბა, ნე­ი­რო­ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა. და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი კა­ნის მო­ცი­ლე­ბა და გა­სუფ­თა­ვე­ბა. და­ზი­ა­ნე­ბის დიდი მო­ცუ­ლო­ბის გამო, ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის რის­კი იყო. პირ­ვე­ლი ეტა­პი წარ­მა­ტე­ბით დას­რულ­და. ამ ეტაპზე, ძვლის ინფექციის განვითარების, სისტემური ინფექციის რისკი მინიმუმამდეა დაყვანილი. მშობლები აღნიშნავენ, რომ პირველი ღამე იყო, როცა ბავშვს წყნარად ეძინა, ტემპერატურა არ გვაქვს. ვიტალური ფუნქციები ნორმის ფარგლებშია. გა­და­წყდა პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბა“,- აღ­ნიშ­ნა ჩხა­ი­ძემ.

„რაც იყო დაგეგმილი, ყველაფერი შესრულდა. დეფექტის 80% დახურულია. 2-3 კვირაში კიდევ დასჭირდება ოპერაციის მეორე ეტაპი, იმისთვის, რომ ძვლოვანი დეფექტი სრულფასოვნად დავხუროთ“, – აღნიშნავს “კარაპს მედლაინის” პლასტიკური-რეკონსტრუქციული ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ალექსანდრე კლანტროვი მედიასთან საუბრისას.

15 დე­კემ­ბერს, ოზურ­გე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ მე­რი­ა­ში ძაღ­ლმა ორი ბავ­შვი დაკბი­ნა. შემ­თხვე­ვის დროს, ბავ­შვე­ბი დე­დას­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გუ­შინ ძაღ­ლი თავ­და­პირ­ვე­ლად თავს და­ეს­ხა უფ­როს, 6 წლის ძმას. იმ დროს კი, როცა დედა მე­ზო­ბელ­თან ერ­თად ცდი­ლობ­და დაკ­ბე­ნი­ლი ბავ­შვის მან­ქა­ნა­ში ჩას­მას და კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნას, ძაღ­ლი მე­ო­რე, ორი წლის ბავ­შვს და­ეს­ხა და სე­რი­ო­ზუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა.

„კლინიკებმა მომავალი წლის ბოლომდე უნდა დაასრულონ საერთაშორისო აკრედიტაცია“

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა გადაცემაში იმედი LIVE“ კლინიკების აკრედიტაციის შესახებ ისაუბრა.

„ფასწამორმქნასთან ერთად მნიშვნელოვანია ხარისხთან დაკავშირებული ღონისძიებები, კლინიკებისთვის სავალდებულოა აკრედიტაცია, წლის ბოლომდე კონტრაქტები უნდა იყოს გაფორმებული. კლინიკებმა მომავალი წლის ბოლომდე უნდა დაასრულონ საერთაშორისო აკრედიტაცია, რათა საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში ჩართული იყვნენ“, – განაცხადა , ზურაბ აზარაშვილმა.

მისი თქმით, ეს წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ხარისხის გაუმჯობესების კუთხით.

„ვფიქრობ, რომ ეს ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ხარისხის გაუმჯობესების კუთხით. მედიკამენტების კუთხით სხვადასხვა ღონისძიებები გვაქვს დაწყებული და აქტიურად ვამოწმებთ ხარისხს…“ – აღნიშნა მინისტრმა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული ყველა კლინიკა ვალდებული იქნება მსოფლიოში მოქმედი სტანდარტები დააკმაყოფილოს და საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანოს აღიარება მოიპოვოს.

ამასთან, მიმდინარე წელს სამედიცინო დაწესებულებებმა უკვე უნდა წარადგინონ კონტრაქტი აკრედიტაციის ორგანოსთან. საერთაშორისო ექსპერტების მიერ მოხდება სამედიცინო მომსახურების ხარისხის, კლინიკებში არსებული პროცესებისა და ინფრასტრუქტურის შესაბამისობის დადგენა საერთაშორისო სტანდარტებისგან.

 

„მედიკამენტების ფასების რეგულირებისთვის გატარებული ღონისძიებები, ჯანმოს ევროპის რეგიონულმა დირექტორმა დაასახელა, როგორც მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის რეფორმის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი ევროპის რეგიონში“

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა:

„ასევე მნიშვნელოვანი იყო პენსიონერთა დახმარება. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და პენსიონერებს, ვისაც აქვთ ქრონიკული დაავადებები, სრულად დაუფინანსდებათ მედიკამენტები და 2024 წელს, მედიკამენტები იქნება უფასო იმ პენსიონერთათვის, რომელთაც აქვთ ქრონიკული დაავადებები, ასეთი არის დაახლოებით ნახევარ მილიონამდე ჩვენი მოქალაქე, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია“.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, მედიკამენტების ფასების რეგულირებისთვის გატარებული ღონისძიებები, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა დაასახელა, როგორც მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის რეფორმის, ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი ევროპის რეგიონში.

რეგულირებამ მედიკამენტების 45%-ით ნაკლებ ფასად შეძენის საშუალება მისცა ჩვენს მოქალაქეებს.
რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი არის წამლის ხარისხის კონტროლი. ჩვენ წელს გავხსენით პირველი სახელმწიფო ლაბორატორია და კონტროლი მაქსიმალურად უნდა გამკაცრდეს ამ მიმართულებითაც, რომ ჩვენს მოქალაქეებს მხოლოდ ხარისხიანი მედიკამენტი მიეწოდოთ.

ასევე მინდა ვთქვა, რომ სამინისტრომ საზღვარგარეთ საზღვარგარეთ GMP სტანდარტით იმ უცხოური საწარმოების შემოწმება დაიწყო, რომელთა მედიკამენტებიც საქართველოში იმპორტით შემოდის. ეს პროცესი გაგრძელდება“, – განაცხადა პრემიერმა.

#datashvil    #drpkhakadze  #sheniganatleba

„500-800 ლარიდან 1200 ლარამდე გაიზარდა ორსულთა სამედიცინო მომსახურებების დაფინანსება, ასევე დეკრეტული შვებულების დროს, 2000 ლარს გადაუხდის ბიუჯეტიდან სახელმწიფო“

მნიშვნელოვანი იყო, რა თქმა უნდა, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის მიმართულებით გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, წელს 500-800 ლარიდან 1200 ლარამდე გაიზარდა ორსულთა სამედიცინო მომსახურებების დაფინანსება, ასევე დეკრეტული შვებულების დროს, 2000 ლარს გადაუხდის ბიუჯეტიდან სახელმწიფო.

„მე მინდა ასევე აღვნიშნო, რომ იყო ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რეანიმობილების დეფიციტი იყო ქვეყანაში და სამინისტრომ წელს უკვე ამ მიმართულებით გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები და ცენტრის ავტოპარკს დაემატა 23 ახალი რეანიმობილი, რომელიც განაწილდება მთელს ქვეყანაში და ამის პრობლემა აღარ იქნება ქვეყანაში. ასევე 105 ავტომობილი დაემატება მომავალი წლიდან, სასწრაფო დახმარების მანქანას ვგულისხმობ და კიდევ უფრო გააუმჯობესებს და ეფექტური გახდება ცენტრის მუშაობა“, – განაცხადა პრემიერმა.

#datashvil    #drpkhakadze  #sheniganatleba

მედიკამენტები, რომლებზეც რეფერენტული ფასი ჯერ არ მოქმედებს, აფთიაქებში, იმპორტის ფასთან შედარებით, 32-ჯერ ძვირად, ზოგ შემთხვევაში 1000%, 2000% და 3000%-იანი ფასნამატით იყიდება

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მედიკამენტები, რომლებზეც რეფერენტული ფასი ჯერ არ მოქმედებს, აფთიაქებში, იმპორტის ფასთან შედარებით, 32-ჯერ ძვირად, ზოგ შემთხვევაში 1000%, 2000% და 3000%-იანი ფასნამატით იყიდება.

„აღსანიშნავია ისიც, რომ მედიკამენტებვვვვვვს, დიდ ფარმაცევტულ ქსელებში, თითქმის, იდენტური ფასი აქვს. ჭარბი ფასნამატი და ფასების ერთმანეთთან თანხვედრა, აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ ადგილი აქვს ფარმაცევტულ კომპანიებს შორის არაკეთილსინდისიერ შეთანხმებას და დომინირებული მდგომარეობის არასათანადოდ გამოყენებას.

ჯანდაცვის სამინისტროსთვის მიუღებელია წამლების ფასის ხელოვნური ზრდა. არსებული არასამართლიანი ფასებითა და არაჯანსაღი კონკურენციით, სექტორი მაქსიმალური მოგების უზრუნველყოფის მიზნით, აზარალებს მოქალაქეებს. ნათელია, რომ მედიკამენტებზე არ ხდება თავისუფალი ფასწარმოქმნა, ბაზარზე მოქმედ დიდ ეკონომიკურ აგენტებს შორის, შეთანხმების საფუძველზე კი – იზღუდება ჯანსაღი კონკურენცია.

მსხვილი ფარმაცევტული კომპანიების მიერ, წარმოებული საფასო პოლიტიკა კარტელური გარიგების ნიშნებს შეიცავს. შესაბამისად, საკითხის შესწავლის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრო კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს მიმართავს, რომელსაც ყველა საჭირო დოკუმენტს გადასცემს.

საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ, რომ აღნიშნულ მედიკამენტებზე, უახლოეს მომავალში, სახელმწიფო სამართლიან, რეფერენტულ ფასებს (ფასის ზედა ზღვარს) დააწესებს, რომელზე მაღალ ფასადაც მათი გაყიდვა აიკრძალება“, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეიძლება იყოს text გამოსახულებაშეიძლება იყოს text გამოსახულება

#datashvil    #drpkhakadze  #sheniganatleba

ყურის პირსინგის შემდეგ თქვენი კანის მიკრობიომი ფუნდამენტურად იცვლება

ყურის პირსინგის შემდეგ თქვენი კანის მიკრობიომი ფუნდამენტურად იცვლება
#post_seo_title

კანადის მაკგილის უნივერსიტეტის ჯგუფმა ადგილობრივ ტატუს სალონთან პარტნიორობით შეაგროვა კანის ნაცხი 28 მოხალისისგან, რომლებიც ყურის პირსინგს იკეთებდნენ.

„აღ­მო­­ჩ­ნდა, რომ დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, პირ­სინ­გის ახა­ლი გა­რე­მო მნიშ­ვნე­ლოვ­ნად იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი უფრო დიდ ბი­ომ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბას­თან და ეკო­ლო­გი­ურ სირ­თუ­ლეს­თან“ – აღნიშნულია გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ნაშ­რომ­ში.

პირსინგის პროცესი იწყება კანის სტერილიზაციის გზით, ეფექტურად ასუფთავებს „მიწას“ მიკრობებისგან და ქმნის ახალ სივრცეს ახალი მიკრობული საზოგადოებისთვის. ამის შემდეგ დაფიქსირდა უფრო დიდი ბიომრავალფეროვნება და ეკოლოგიური სირთულე.

რა თქმა უნდა, კანის პირსინგი ახალი არ არის: ის ათასობით წელია გრძელდება. თუმცა, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მეცნიერებმა შეძლეს ყურადღებით დაეთვალიერებინათ, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს კანის ზედაპირზე არსებულ უმცირეს სიცოცხლის ფორმებს.

„პირ­სინ­გი არის გა­მო­ხატ­ვის, კავ­ში­რი­სა და იდენ­ტო­ბის უნი­კა­ლუ­რი სიმ­ბო­ლო” – ამ­ბობს ბი­ო­ლო­გი ჩარლზ სუ, მა­კგი­ლის უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან. “კვლე­ვით ვაჩ­ვე­ნეთ, რომ კა­ნის პირ­სინ­გი ასე­ვე წარ­მო­ად­გენს ეკო­სის­ტე­მუ­რი თვი­თინ­ჟი­ნე­რი­ის უნებ­ლიე აქტს ადა­მი­ა­ნის კან­ზე“.

წყა­რო

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

ბავშვის დასამშვიდებლად მობილურისა და პლანშეტის გამოყენება არ შეიძლება

მართალია, მობილურის ან პლანშეტის ეკრანით ბავშვის დამშვიდება და გართობა ნაცადი და ძალიან ეფექტური ხერხია, თუმცა ახალი კვლევა ამტკიცებს, რომ ეს ინდივიდის ფსიქიკისთვის დამაზიანებელია.

2018-2020 წლებში ჩატარებულ კვლევაში 422 მშობელი და ამდენივე 3-დან 5 წლამდე ბავშვი მონაწილეობდა.

მკვლევართა ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ ელექტრონული მოწყობილობების დამშვიდების მექანიზმად გამოყენება დაკავშირებულია ბავშვებში ემოციურ რეაქტიულობასთან და ემოციურ დისრეგულაციასთან. მაგალითად, ასეთი ბავშვების ხასიათი ძალიან სწრაფად იცვლება და იმპულუსურობა იმატებს.

ეს ნიშნები უფრო გამოკვეთილი იყო ბავშვებში, რომლებიც ისედაც გამოირჩევიან ჰიპერაქტიურობით, იმპულსურობითა და მოუსვენრობით. როგორც ჩანს, გაჯეტების გამოყენება მათ ფსიქიკას არ აძლევს საშუალებას, რომ ემოციების რეგულირების მექანიზმი თავად ჩამოაყალიბოს.

“ბავშვის დასამშვიდებლად და სახლში სიმშვიდის მისაღწევად მობილური მოწყობილობების გამოყენება, ერთი შეხედვით, უვნებელი ჩანს, თუმცა ხანგრძლივ პერსპექტივაში უარყოფითი გავლენა შეიძლება ჰქონდეს, თუ რეგულარული პრაქტიკისა და სტრატეგიის სახეს მიიღებს. განსაკუთრებით ადრეულ ბავშვობაში, მოწყობილობა ბავშვს დამოუკიდებელი თვითრეგულირების ალტერნატიული მეთოდის ჩამოყალიბების საშუალებას არ მისცემს”, — განაცხადა ჯენი რადესკიმ, პედიატრმა მიჩიგანის უნივერსიტეტიდან.

რა თქმა უნდა, ყველას შეგვხვედრია ბავშვი, რომლის დამშვიდებაც სხვებზე ბევრად ძნელია ხოლმე და ზოგჯერ ერთადერთ გამოსავლად მისი მულტიპლიკაციური ფილმებით ან YouTube ვიდეოებით გართობა გვესახება, რაც ძალიან ხშირად ეფექტურად მუშაობს კიდეც. მიუხედავად ამისა, მკვლევრები გვაფრთხილებენ, რომ მოკლე ვადით სიმშვიდის ასე მიღწევამ, შეიძლება, ხანგრძლივი და ბევრად სერიოზული უსიამოვნებები შექმნას, ვიდრე ბავშვის ტირილია. ეს ემოციური კონტროლის პრობლემებია.

ავტორების თქმით, შეგიძლიათ იშვიათად მიმართოთ კიდეც ამ მეთოდს და, ალბათ, დღესდღეობით მისი სრულად აღმოფხვრა შეუძლებელიც კია, თუმცა არავითარ შემთხვევაში, ამან რეგულარული ხასიათი არ უნდა მიიღოს.

ეს თემა ახალი ნამდვილად არ არის. წარსულში მშობლები შეშფოთებულები იყვნენ ახალგაზრდების ტელევიზორითა და ვიდეოთამაშებით გატაცებითაც. დღევანდელი ტექნოლოგიური საშუალებები კი ბევრად უფრო განვითარებული, მრავალფეროვანი და ხელმისაწვდომია.

“აღმზრდელები, შესაძლოა, შვებას გრძნობენ, როცა მოწყობილობა ბავშვს სწრაფად და ეფექტურად აჩერებს. თითქოს, ასე ორივე მხარე გამარჯვებული რჩება, რაც იძლევა მოტივაციას, რომ პრაქტიკა გაგრძელდეს. რთული ქცევების საკონტროლებლად ელექტრონული მოწყობილობების გამოყენება თანდათან ჩვევად ყალიბდება, რის პარალელურადაც ბავშვის მოთხოვნაც იზრდება. რაც უფრო ხშირად მივმართავთ ამ მეთოდს, მით უფრო ნაკლები დრო რჩება სხვა, ნაკლებად საზიანო მეთოდების საცდელად”, — განაცხადა რადესკიმ.

მკვლევრებმა ბავშვის დამშვიდების ალტერნატიული, ნაკლებად საზიანო მეთოდებიც შემოგვთავაზეს: ეს შეიძლება იყოს მუსიკის მოსმენა, პლასტელინის ძერწვა, ბატუტზე ხტომა და ა.შ.

ემოციების ფერებთან დაკავშირებას ასევე შეუძლია, დაეხმაროს ბავშვს განწყობის იდენტიფიცირებასა და ახლობელ ადამიანთან შესაბამისი კომუნიკაციის დამყარებაში. შეგიძლიათ, ქცევის ჩანაცვლების მეთოდსაც მიმართოთ, მაგალითად, ბრაზის შემთხვევაში მისცეთ ბავშვს საშუალება, რომ ბალიშს ურტყას, რაც მას ადამიანებზე აგრესიის გადატანისგან შეაკავებს.

ბუნებრივია, ყველა ეს მეთოდი ბავშვს უნდა აუხსნათ და შეასწავლოთ მაშინ, როცა ის ემოციურად მშვიდადაა. მნიშვნელოვანია, საკუთარი ემოციების გაგება და მართვა ადამიანმა ადრეული ასაკიდანვე ისწავლოს, ეს პროცესია, რომელშიც აღმზრდელის დახმარება აუცილებელია.

კვლევა ჟურნალ JAMA Pediatrics-ში გამოქვეყნდა

#datashvil    #drpkhakadze  #sheniganatleba

ღრუბ­ლი­სებ­რი თირ­კმე­ლი იშ­ვი­ა­თი დაავადებაა…

ღრუბ­ლი­სებ­რი თირ­კმე­ლი

ღრუბ­ლი­სებ­რი თირ­კმე­ლი იშ­ვი­ა­თი და­ა­ვა­დე­ბა­ა, რომ­ლის დრო­საც თირ­კმლის შარ­დის შემ­ცვე­ლი მი­ლა­კე­ბი გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი­ა.
ღრუბ­ლი­სებ­რი თირ­კმე­ლი ნა­ყო­ფის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის პრო­ცეს­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ამა თუ იმ არა­გე­ნე­ტი­კუ­რი და­ა­ვა­დე­ბის დარ­ღვე­ვის შე­დე­გი­ა. ბევ­რად უფ­რო იშ­ვი­ა­თად და­ა­ვა­დე­ბა მემ­კვიდ­რე­ო­ბი­თი­ა. შემ­თხვე­ვე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში ღრუბ­ლი­სებ­რი თირ­კმე­ლი უსიმ­პტო­მოდ მიმ­დი­ნა­რე­ობს, თუმ­ცა მი­სი არ­სე­ბო­ბი­სას სის­ხლი­ა­ნი შარ­დვის, სა­შარ­დე გზე­ბის კენ­ჭე­ბის ან ინ­ფექ­ცი­ე­ბის ალ­ბა­თო­ბა მა­ღა­ლი­ა. შემ­თხვე­ვა­თა ნა­ხე­ვარ­ზე მეტ­ში ამ ორ­გა­ნო­ში კალ­ცი­უ­მის ნა­ლე­ქი წარ­მო­იქ­მნე­ბა, რომ­ლის­გა­ნაც შე­იძ­ლე­ბა კენ­ჭე­ბი ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს.
ექიმ­მა ღრუბ­ლი­სებ­რი თირ­კმლის არ­სე­ბო­ბა­ზე ეჭ­ვი სიმ­პტო­მე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით შე­იძ­ლე­ბა მი­ი­ტა­ნოს. თუ თირ­კმელ­ში კალ­ცი­უ­მის ნა­ლე­ქი­ა, ის რენ­ტგენ­ზე გა­მოჩ­ნდე­ბა. დი­აგ­ნო­ზი, რო­გორც წე­სი, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფი­ით დგინ­დე­ბა. ულ­ტრა­სო­ნოგ­რა­ფი­უ­ლი კვლე­ვაც გა­მო­სა­დე­გი­ა, მაგ­რამ, ზოგ­ჯერ არ ჩანს თირ­კმელ­ში ღრმად მდე­ბა­რე სითხ­ის შემ­ცვე­ლი ბუშ­ტუ­კე­ბი (კის­ტე­ბი). პა­ცი­ენ­ტე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა მკურ­ნა­ლო­ბის გა­რე­შეც კარ­გად გრძნობს თავს. ჩა­რე­ვა სა­ჭი­რო­ა, თუ ინ­ფექ­ცია გან­ვი­თარ­და ან კალ­ცი­უ­მი და­ი­ლე­ქა თირ­კმელ­ში, რაც ხში­რად კენ­ჭე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის მი­ზე­ზი­ა. ამ დროს სა­ჭი­როა დი­დი რა­ო­დე­ნო­ბით სითხ­ის მი­ღე­ბა (2 ლიტ­რზე მე­ტი დღე­ში) და საკ­ვე­ბი, რო­მე­ლიც ღა­რი­ბია ნატ­რი­უ­მი­თა და ცი­ლით, კალ­ცი­უმს კი სა­შუ­ა­ლო რა­ო­დე­ნო­ბით შე­ი­ცავს. ზოგ­ჯერ თი­ა­ზი­დუ­რი შარ­დმდე­ნი ან ამი­ლო­რი­დი ინიშ­ნე­ბა. სა­შარ­დე გზე­ბის კენ­ჭით დახ­შო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს სა­ჭი­რო. ინ­ფექ­ცი­ის დროს ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბი ინიშ­ნე­ბა.

თირ­კმლე­ბის პო­ლი­კის­ტო­ზი მემ­კვიდ­რე­ო­ბი­­თი ავად­მყო­ფო­ბა­ა

წყარო: ჯანმრთელობის ენციკლოპედია. მერკის სახელმძღვანელო:
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)

#datashvil    #drpkhakadze  #sheniganatleba

თირ­კმლე­ბის პო­ლი­კის­ტო­ზი მემ­კვიდ­რე­ო­ბი­­თი ავად­მყო­ფო­ბა­ა – ორი­ვე თირ­კმელ­ში ბევ­რი კის­ტა წარმოიქმნება

თირ­კმლე­ბის პო­ლი­კის­ტო­ზი

თირ­კმლე­ბის პო­ლი­კის­ტო­ზი მემ­კვიდ­რე­ო­ბი­­თი ავად­მყო­ფო­ბა­ა, რომ­ლის დრო­საც თირ­კ­მ­ლებ­ში მრა­ვა­ლი სითხ­ის შემ­ცვე­ლი ბუშ­ტუ­კი (კის­­ტა, ცის­ტა) წარ­მო­იქ­მნე­ბა. თირ­კმლე­ბი ზო­მა­ში იმა­ტებს, მაგ­რამ მა­თი მოქ­მე­დი, მო­ფუნ­ქცი­ო­ნი­რე ქსო­ვი­ლის მო­ცუ­ლო­ბა იკ­ლებს.
თირ­კმლე­ბის პო­ლი­კის­ტო­ზი მემ­კვიდ­რე­ო­ბით მი­ღე­ბუ­ლი დე­ფექ­ტუ­რი გე­ნი­თაა გა­მოწ­ვე­უ­ლი.
ზოგ ადა­მი­ანს სიმ­პტო­მე­ბი იმ­დე­ნად მსუ­ბუ­ქად აქვს გა­მო­ხა­ტუ­ლი, რომ არც იცის, რომ ავად არის. სხვებს აწუ­ხებთ ტკი­ვი­ლი გვერ­დში, სის­ხლი­ა­ნი შარ­დვა და თირ­კმლის კენ­ჭე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი ჭვა­ლი­სებ­რი ტკი­ვი­ლი.
დი­აგ­ნო­ზი თირ­კმლე­ბის ფუნ­ქცი­ის ლა­ბო­რა­ტო­რი­ულ ანა­ლიზ­სა და ულ­ტრა­სო­ნოგ­რა­ფი­ულ ან კომ­პი­უ­ტე­რულ­-ტო­მოგ­რა­ფი­ულ კვლე­ვას ეფუძ­ნე­ბა.
თირ­კმლის კენ­ჭე­ბი­სა და ინ­ფექ­ცი­ის მკურ­ნა­ლო­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი­ა, მაგ­რამ პა­ცი­ენ­ტე­ბის ნა­ხე­ვარს დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში დი­ა­ლი­ზი ან ორ­გა­ნოს გა­და­ნერ­გვა ესა­ჭი­რო­ე­ბა.
თირ­კმლე­ბის პო­ლი­კის­ტო­ზი რამ­დე­ნი­მე გე­ნე­ტი­კურ­მა დე­ფექ­ტმა შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს. მის ზო­გი­ერთ სა­ხეს დო­მი­ნან­ტუ­რი გე­ნი იწ­ვევს, ერთ-­ერთ იშ­ვი­ათ ტიპს კი – რე­ცე­სი­უ­ლი. იმის­თვის, რომ და­ა­ვა­დე­ბა გა­მოვ­ლინ­დეს, ადა­მი­ან­მა ან ერ­თი დო­მი­ნან­ტუ­რი გე­ნი უნ­და მი­ი­ღოს რო­მე­ლი­მე მშობ­ლის­გან, ან ორი რე­ცე­სი­უ­ლი – თი­თო ორი­ვე მშობ­ლის­გან. დო­მი­ნან­ტუ­რი გე­ნის შემ­თხვე­ვა­ში სიმ­პტო­მე­ბი ზრდას­რუ­ლო­ბამ­დე, რო­გორც წე­სი, არ ვლინ­დე­ბა. რე­ცე­სი­უ­ლი გე­ნე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბის დროს ბავ­შვო­ბა­ში­ვე მძი­მედ იჩენს თავს. გე­ნე­ტი­კუ­რი დე­ფექ­ტი დი­დი რა­ო­დე­ნო­ბით ცის­ტე­ბის წარ­მოქ­მნას იწ­ვევს. ასაკ­თან ერ­თად ნელ­-ნე­ლა კის­ტე­ბიც იზ­რდე­ბა ზო­მა­ში, თირ­კმლე­ბის სის­ხლით მო­მა­რა­გე­ბა მცირ­დე­ბა და მათ­ში ნა­წი­ბუ­რო­ვა­ნი ქსო­ვი­ლი ვი­თარ­დე­ბა, შე­საძ­ლოა კენ­ჭე­ბიც ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში შე­იძ­ლე­ბა თირ­კმლე­ბის უკ­მა­რი­სო­ბა გან­ვი­თარ­დეს. გე­ნე­ტი­კუ­რი დე­ფექ­ტის გა­მო კის­ტე­ბი შე­საძ­ლოა სხვა ორ­გა­ნო­ებ­შიც, მა­გა­ლი­თად, ღვიძ­ლსა და კუჭ­ქვე­შა ჯირ­კვალ­შიც გან­ვი­თარ­დეს.
სიმ­პტო­მე­ბი
და­ა­ვა­დე­ბის იშ­ვი­ა­თი, რე­ცე­სი­უ­ლი ტი­პის დროს, რო­მე­ლიც ბავ­შვო­ბა­ში­ვე ვლინ­დე­ბა, კის­ტე­ბი ძა­ლი­ან დიდ ზო­მას აღ­წევს, რის გა­მოც მუც­ლის გარ­შე­მო­წე­რი­ლო­ბა იზ­რდე­ბა. მძი­მე ფორ­მის მქო­ნე ახალ­შო­ბი­ლი შე­იძ­ლე­ბა და­ბა­დე­ბის შემ­დეგ მა­ლე­ვე და­ი­ღუ­პოს, რად­გან ად­რე­ვე ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი თირ­კმლე­ბის უკ­მა­რი­სო­ბა ფილ­ტვე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას აფერ­ხებს. ღვიძ­ლიც ზი­­ა­ნ­­დე­ბა და 5-10 წლის ასაკ­ში ნაწ­ლა­ვე­ბი­სა და ღვი­ძ­ლის და­მა­კავ­ში­რე­ბელ სის­ხლძარ­ღვებ­ში (კა­რის ვე­ნის სის­ტე­მა­ში) წნე­ვა იმა­ტებს. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში თირ­კმლე­ბი­სა და ღვიძ­ლის უკ­მა­რი­სო­ბა ვი­თარ­დე­ბა.
თირ­კმლე­ბის პო­ლი­კის­ტო­ზის უფ­რო ხში­რი, დო­მი­ნან­ტუ­რი ფორ­მის დროს კის­ტე­ბის რი­ცხ­­ვი და ზო­მა ნელ­-ნე­ლა იმა­ტებს. სიმ­პტო­მე­ბის გა­მოვ­ლე­ნა მო­ზარ­დო­ბის ასა­კის ად­რე­ულ ან შუა პე­რი­ოდ­ში იწყ­ე­ბა. ზოგ­ჯერ სიმ­პტო­მე­ბი იმ­დე­ნად მსუ­ბუ­ქი­ა, რომ ადა­მი­ან­მა მთე­ლი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე არ იცის, რომ და­ა­ვა­დე­ბა აქვს. სიმ­პტო­მე­ბი­ა: მუც­ლის, გვერ­დის ტკი­ვი­ლი ან დის­კომ­ფორ­ტი, სის­ხლი­ანი შარ­დვა, ხში­რი შარ­დვა, ძლი­ერ შე­ტე­ვი­თი ხა­სი­ა­თის ტკი­ვი­ლი (ჭვა­ლი) თირ­კმლის კენ­ჭე­ბის გა­მო. სხვა შემ­თ­ხ­ვე­­ვა­ში, რო­ცა თირ­კმლის Fფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა­დი ქსო­­ვი­ლის მო­ცუ­ლო­ბა მცირ­დე­ბა, შე­იძ­ლე­ბა თირ­კმლე­ბის უკ­მა­რი­სო­ბის სიმ­პტო­მე­ბი გან­ვი­თარ­დეს: სა­ერ­თო სი­სუს­ტე, გუ­ლის­რე­ვა და სხვა. სა­შარ­დე გზე­ბის გან­მე­ო­რე­ბი­თი ინ­ფექ­ცი­ე­ბი ზოგ­­ჯერ აღ­რმა­ვებს თირ­კმლე­ბის უკ­მა­რი­სო­ბას. პო­­ლი­­კის­ტო­ზის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტთა ნა­ხე­ვარს დი­აგ­­ნო­ზის დას­მის მო­მენ­ტის­თვის მა­ღა­ლი არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვა აქვს.
გარ­თუ­ლე­ბე­ბი: და­ა­ვა­დე­ბის დო­მი­ნან­ტუ­რი ფორ­მის დროს პა­ცი­ენ­ტე­ბის მე­სა­მედს კის­ტე­ბი ღვიძ­ლშიც აქვს, თუმ­ცა ამ ორ­გა­ნოს ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა არ ირ­ღვე­ვა; 10%-ს თა­ვის ტვინ­ში ანევ­რიზ­მე­ბი (სის­ხლძარ­ღვის ჩან­თა­სა­ვით გა­მო­ბე­რი­ლი უბ­ნე­ბი) აღე­ნიშ­ნე­ბა. რო­გორც წე­სი, მა­თი გა­ფარ­თო­ე­ბა თა­ვის ტკი­ვილს იწ­ვევს, ხში­რია ანევ­რიზ­მი­დან სის­ხლდე­ნა და ინ­სულ­ტი.

დი­აგ­ნო­ზი, პროგ­ნო­ზი და მკურ­ნა­ლო­ბა
ექიმს ამ და­ა­ვა­დე­ბის არ­სე­ბო­ბა­ზე ეჭ­ვი ოჯა­ხის სა­მე­დი­ცი­ნო ის­ტო­რი­ი­სა და თირ­კმლე­ბის ფუნ­ქცი­ის ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვის სა­ფუძ­ველ­ზე ება­დე­ბა. ულ­ტრა­სო­ნოგ­რა­ფი­უ­ლად და კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფი­ით შე­იძ­ლე­ბა თირ­კმლებ­სა და ღვიძ­ლში კის­ტე­ბის არ­სე­ბო­ბა და­დას­ტურ­დეს.
თირ­კმლის და­ზი­ა­ნე­ბის პროგ­რე­სი­რე­ბა ფერ­ხდე­ბა სა­შარ­დე გზე­ბის ინ­ფექ­ცი­ე­ბი­სა და მა­ღა­ლი არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვის მკურ­ნა­ლო­ბით. თუმ­ცა, ამ და­ა­ვა­დე­ბის მქო­ნე­თა ნა­ხე­ვარს ცხოვ­რე­ბის რა­ღაც ეტაპ­ზე თირ­კმლე­ბის უკ­მა­რი­სო­ბა უვი­თარ­დე­ბა და დი­ა­ლი­ზი ან ორ­გა­ნოს გა­და­ნერ­გვა ხდე­ბა სა­ჭი­რო.
თუ პირს სურს გა­არ­კვი­ოს, რო­გო­რია ამ და­ა­ვა­დე­ბის მი­სი შვი­ლე­ბის­თვის გა­და­ცე­მის ალ­ბა­თო­ბა, მას გე­ნე­ტი­კურ ტეს­ტი­რე­ბას სთა­ვა­ზო­ბენ.

ამ და­ა­ვა­დე­ბის დროს ორი­ვე თირ­კმელ­ში ბევ­რი კის­ტა წარ­მო­იქ­მნე­ბა. ისი­ნი თან­და­თან დიდ­დე­ბა და თირ­კმლე­ბის ნორ­მა­ლუ­რი ქსო­ვი­ლის ზო­გი­ერთ ან უმე­ტეს ნა­წილს აზი­ა­ნებს.

სა­შარ­დე გზე­ბის ბაქ­ტე­რი­უ­ლი ინფექციის ხელშემწყობი ფაქ­ტო­რე­ბი

წყარო: ჯანმრთელობის ენციკლოპედია. მერკის სახელმძღვანელო:
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)

#datashvil    #drpkhakadze  #sheniganatleba

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights