სამშაბათი, მაისი 12, 2026

სტამბოლში, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხებზე, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით მოქმედი, ქართველი და აფხაზი მონაწილეებისაგან შემდგარი საკოორდინაციო მექანიზმის მე-15 შეხვედრა გაიმართა

სტამბოლში გაიმართა ქართველი და აფხაზი მონაწილეებისაგან შემდგარი საკოორდინაციო მექანიზმის მე-15 შეხვედრა, რომლის მიზანია აფხაზეთში 1992-93 წლების შეიარაღებული მოქმედებების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიება და ხვედრის დადგენა. შეხვედრას, როგორც ნეიტრალური შუამავალი, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი (ICRC) თავმჯდომარეობდა.

ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

„ამ დრომდე, საკოორდინაციო მექანიზმის მუშაობის შედეგად 526 ადამიანის ნეშტი იქნა ნაპოვნი და ექსჰუმირებული. მათგან 273-ია ამოცნობილი და გადაეცათ ოჯახებს სათანადო პატივით დასაკრძალად. აღნიშნული შესაძლებელი გახდა მიმდინარე, მკაფიოდ ჰუმანიტარული პროცესის მონაწილეების ერთობლივი ძალისხმევით და აქტიური ჩართულობით.

შეხვედრაზე, გაუჩინარებული ადამიანების ადგილსამყოფლის გარკვევაში მიღწეული შედეგების გარდა, ყურადღება გამახვილდა სამარხების შესახებ შემდგომი ინფორმაციის მოძიების აუცილებლობასა და ამოცნობის პროცესთან დაკავშირებულ გამოწვევებზე.

მონაწილეებმა გაცვალეს მათ ხელთ არსებული დამუშავებული ინფორმაცია, რომელიც ხელს შეუწყობს შემდგომი მოძიებისა და იდენტიფიცირების პროცესს. საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში დღემდე 1870 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა, მათი ოჯახები მოუთმენლად ელიან კონკრეტულ პასუხს და მრავალწლიანი გაურკვევლობის დასრულებას.

შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ პრაქტიკული ნაბიჯების თაობაზე, რათა უფრო მეტი ძალისხმევით შეგროვდეს და გაიცვალოს ინფორმაცია და, შესაბამისად, უფრო სწრაფი ტემპით წარიმართოს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების პროცესი.

აფხაზეთში 1992-93 წლების შეიარაღებული მოქმედებების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო მექანიზმი 2010 წელს შეიქმნა ICRC-ის ეგიდით. მონაწილეთა შორის არსებული სრულიად ჰუმანიტარული დიალოგი და საკოორდინაციო მექანიზმში მათი მუდმივი ჩართულობა გადამწყვეტია უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ბედისა და ადგილსამყოფლის დადგენისთვის. გარდა დიალოგისა, მოძიებისა და ამოცნობის, ასევე ოჯახების მხარდაჭერის პროცესში ყველა მონაწილის აქტიურ ჩართულობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პროცესის შემდგომი ეფექტურობისა და მდგრადობის უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნულია სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

„ტყვიის ზედამხედველობის ღონისძიებები აჭარის რეგიონში’’

„დაავადებათა პრევენცია და პროფილაქტიკის“ მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ორგანიზებით, კონფერენცია გაიმართა თემაზე – „ტყვიის ზედამხედველობის ღონისძიებები აჭარის რეგიონში’’.
კონფერენციას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, მარი ზანაქიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ილია ვერძაძე და პროგრამებში ჩართული სამედიცისნო დაწესებულებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე პრეზენტაციები წარმოადგინეს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, რუსუდან შავიშვილმა და მოადგილე – ნონა ეფაძემ, თემებზე:
• აჭარის ა. რ. დაფინანსებით მიმდინარე ტყვიაზე კვლევის პროგრამული ღონისძიებები
• ტყვიის ზედამხედველობის სისტემის დანერგვის პილოტური პროექტის მიმდინარეობა და გამოწვევები.

„სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3 მილიარდ 930 მილიონია გამოყოფილი, სახელმწიფოს პრიორიტეტია…“

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია გადაცემაში „მოამბე“
„2024 წელს, სახელმწიფო პენსია გაიზრდება.
70 წლის და მეტი ასაკის პირთა პენსია განისაზღვრება 415 ლარის ოდენობით. მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებთათვის კი თითქმის 500 ლარს მიაღწევს;
70 წლამდე პირთა პენსია გახდება 315 ლარი, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 378 ლარი;
ამისათვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3 მილიარდ 930 მილიონია გამოყოფილი და მომავალი წლიდან, გაზრდილ პენსიას 835 000 პენსიონერი მიიღებს“, – განაცხცადა თამარ ბარკალაიამ.
მისი თქმით, ბავშვების კეთილდღეობაზე ზრუნვა და ოჯახების გაძლიერება სახელმწიფოს პრიორიტეტია, რისთვისაც გასულ და მიმდინარე წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა ბავშვის სოციალური გასაცემელი. ივლისიდან აღნიშნული გასაცემელი 200 ლარია.
„საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამა 2022 წლის მარტიდან ამოქმედდა, რომლის მიზანიც გრძელვადიანი უმუშევრობიდან ღია შრომის ბაზარზე დასაქმებისაკენ ხიდის როლის შესრულებაა. ამ ეტაპზე, დასაქმების პროგრამაში, 33 000 ადამიანია დასაქმებული. პარალელურად, დასაქმების სახელმწიფო სააგენტო, აქტიურად მუშაობს სოციალურად დაუცველებთან და სხვა დასაქმების მაძიებლებთან, იმისათვის, რომ მათ ღია შრომის ბაზარზე არსებული ვაკანსიები შესთავაზოს“, – აღნიშნა თამარ ბარკალაიამ.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

მეცნიერებმა შექმნეს შარდის მარტივი ტესტი, რომელიც კიბოს ადრეულ ეტაპზე აფიქსირებს

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) მკვლევართა მიერ შექმნილი ახალი დიაგნოსტიკური ინსტრუმენტი შარდის ნიმუშის საფუძველზე აფიქსირებს რამდენიმე ტიპის კიბოს, თანაც სახლში, ორსულობის ტესტის მსგავსად. საჭირო აღარაა საავადმყოფოში ექიმთან ვიზიტი და აღარც სკანირების ძვირად ღირებული პროცედურები ან სისხლის ანალიზები.

მიუხედავად იმისა, რომ ტესტი შეიძლება მარტივი იყოს, ტექნოლოგია, რომელსაც ის ეფუძნება, ფრიად დახვეწილია და იყენებს იმ ფერმენტებს, რომლებიც სხვადასხვა კიბოთა გამოჩენისთვის არის დამახასიათებელი.

მკვლევრებმა შექმნეს ახალი ტიპის ნანონაწილაკი, რომელიც დაფარულია დნმ-ის მიმდევრობათა კრებულით მონიშნული ცილებით. როდესაც კიბოსთან დაკავშირებული ფერმენტები სისხლში ნანონაწილაკს შეხვდება, ისინი ამ ფერმენტისთვის დამახასიათებელ ცილას წყვეტენ. ცილებთან დაკავშირებული თანმიმდევრობა ორგანიზმიდან შარდის საშუალებით გამოიყოფა და მისი წაკითხვა შტრიხკოდის მსგავსად არის შესაძლებელი, რაც კიბოს არსებობას ადგენს.

წაიკითხეთ სრულა

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

„რეგისტრირებული გვაქვს 12 000-მდე ვაკანსია, როგორც საზოგადოებრივ სამუშაოებში ჩართული სოციალურად დაუცველი მოქალაქეების, ისე – ზოგადად, სამუშაოს მაძიებლებისთვის“

„სამინისტრო აქტიურად მუშაობს ღია შრომის ბაზარზე არსებულ დამსაქმებლებთან. სხვადასხვა ასოციაციისა და ბიზნეს კომპანიების ჩართულობით, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში, დარეგისტრირებული გვაქვს 12 000-მდე ვაკანსია, რომლებსაც ვთავაზობთ, როგორც საზოგადოებრივ სამუშაოებში ჩართულ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, ისე – ზოგადად, სამუშაოს მაძიებლებს“, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა.

თამარ ბარკალაიას საზოგადოებრივ სამუშოებზე დასაქმების პროგრამაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უწყების მიზანი ახლა ბენეფიციარების ღია შრომის ბაზარზე ინტეგრირებაა.

„პირველ ეტაპზე, ჩვენი მიზანი სოციალურად დაუცველი, შრომისუნარიანი პირების პროგრამაში ჩართვა იყო. ლოგიკური გაგრძელება და მთავარი მიზანი, ახლა, ბენეფიციარების, ღია ბაზარზე არსებული ვაკანსიებით დაინტერესებაა, რომ გადავიდნენ და იქ დასაქმდნენ. ამასთან, გვსურს საზოგადოებრივ სამუშაოებში ახალი მოქალაქეების ჩართვა “, – განაცხადა თამარ ბარკალაიამ.

საზოგადოებრივ სამუშაოებზე სოციალურად დაუცველი, შრომისუნარიანი პირების დასაქმების პროგრამა 2022 წლის მარტიდან ამოქმედდა, რომლის ფარგლებშიც, დღეის მდგომარეობით, 33 000 ადამიანია დასაქმებული. პარალელურად, დასაქმების სახელმწიფო სააგენტომ, ბოლო 2 წლის განმავლობაში, ღია შრომის ბაზარზე, 30 000-მდე მოქალაქე დაასაქმა, მათ შორის – 19 000 სოციალურად დაუცველი პირია.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

ჯანდაცვის ასოციაციის მიზანია საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში სასიკეთო ცვლილებების შეტანა და მისი გაუმჯობესება

ჯანდაცვის ასოციაციის მიზანია საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში სასიკეთო ცვლილებების შეტანა და მისი გაუმჯობესება.
2023 წლის მონაცემებით, ასოციაციაში უკვე 120-მდე წევრი ერთიანდება. ხელისუფლებასთან, საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობითა და საზოგადოების ჩართულობით, #ერთად მნიშვნელოვან საკითხებზე ვმუშაობთ – #შემოგვიერთდით თქვენც
The objective of the healthcare association is to instigate positive changes in Georgia’s healthcare system and enhance its overall quality. As of 2023, the association comprises approximately 120 members.
Through collaborative efforts with the government, international and local partners, as well as community engagement, we are actively addressing critical issues #together#join us.

რეკომენდაციები ალერგიული ადამიანებისთვის, ახალ წელს…

რეკომენდაციები ალერგიული ადამიანებისთვის, ახალ წელს…

გადაცემა „სტუმრად ექიმთან“

საუბრობს ალერგოლოგ-იმუნოლოგი მაკა რუხაძე:

„ნიგოზი თხილეულს შორის ნომერ პირველი ალერგენია. თუ ადამიანს ნიგვზის მიმართ აქვს ჰიპერმგრძნობელობა, თუ აქვს ალერგია,  აუცილებლად უნდა მოერიდოს აღნიშნულ პროდუქტს. თხილეული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ალერგენია, შესაძლოა, ანაფილაქსიაც გამოიწვიოს.

თუ ადამიანს ნიგოზთან მიმართებაში უკვე ჰქონდა მსგავსი შემთხვევა, ის არ უნდა იყოს იქ, სადაც მიდის სამზადისი, რადგან მან შესაძლოა ჩაისუნთქოს სურნელი და განვითარდეს ალერგია.

თუ გაქვთ ალერგია რძეზე, კვერცხზე, ეს ალერგენები ბევრ საკვებში, სასმელში არის  შენიღბული. მაგალითად, ზოგიერთი ლიქიორი რძეს შეიცავს, ზოგიერთი კოქტეილი კვერცხის ცილას.

შეიძლება, დიდი რაოდენობით ციტრუსის მიღების შემდეგ, ბავშვს განუვითარდეს ალერგია, მწვავე ჭინჭრის ციება და ა.შ.

ეს არ ნიშნავს, რომ ბავშვს ალერგია აქვს ციტრუსის მიმართ, დიდი რაოდენობით პროდუქტის მიღების გამო ფერმენტულად ვერ მოხდა მისი გადამუშავება…“

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

 როგორ განვიტვირთოთ მსუყე საახალწლო კერძების მირთმევის შემდეგ?

 როგორ განვიტვირთოთ მსუყე საახალწლო კერძების მირთმევის შემდეგ?
„რუსთავი 2“-ის გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველო“
საუბრობს ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა:

„გვაქვს ის პროდუქტები, რომლითაც მდიდარია საქართველო და რომლებიც სეზონური პროდუქტებია. ჩვენ ორი სახის კოქტეილს დავამზადებთ, – ხილისა და ბოსტნეულის.

ჩვენ დაგვჭირდება კიტრი, სტაფილო და ნიახურის ღერო. როდესაც მოვამზადებთ ამ კოქტეილს, დილით შეგვიძლია მასში მოვათავსოთ ჩია გარკვეული რაოდენობით. სასურველია, რომ ახალი წლის მესამე დღეს ​მსგავსი ტიპის განტვირთვა მოვუწყოთ ორგანიზმს.

მერწმუნეთ, ყოველი ის კილოგრამი, რომელიც იმ სამი დღის განმავლობაში იყო დაგროვილი, მეოთხე დღეს გაქრება”.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

საგანგაშო სტატისტიკა – 2022 წელს აბორტი 83 არასრულწლოვანს გაუკეთდა

გა­სულ წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში აბორ­ტი 83 არას­რულ­წლო­ვანს გა­უ­კეთ­და. წინა წელ­თან შე­და­რე­ბით მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ცა­მე­ტი­თაა გაზ­რდი­ლი.

ჯამ­ში, 2022 წელს აბორ­ტი 29 წლამ­დე ასა­კის 16 619 პირს გა­უ­კეთ­და. აბორ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის ასა­კის მი­ხედ­ვით გა­ნა­წი­ლე­ბა ასე­თია: 15-24 წელი – 2 867; 15-29 წელი – 6 671.

2022 წელს 15-29 წლის ქალებში საქართველოში 6 671 აბორტი გაკეთდა, მაჩვენებლები წინა წელთან შედარებით 1010-ით შემცირდა.

საქსტატის ცნობით, 2022 წელს საქართველოში დაიბადა 441 ბავშვი, რომელთა დედები 18 წლამდე ასაკის მოზარდები არიან. ეს მონაცემი შემცირებულია წინა წელთან შედარებით, როდესაც 18 წლამდე დედების გაჩენილი ბავშვების რიცხვი 490 იყო.

ამავე მონაცემებით, 2022 წელს 25 წლამდე ასაკის მოსახლეობაში განქორწინების რიცხვი ქალებში 920-ია, ხოლო მამაკაცებში – 365. მაჩვენებლები წინა წლის მონაცემებთან შედარებით ქალებში 160-ით გაიზარდა, ხოლო მამაკაცებში – 47-ით.

2021 წელს აბორტების რიცხვი არასრულწლოვნებში 70 იყო.

მო­ნა­ცე­მებს სტა­ტის­ტი­კის ეროვ­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

 

ნაწლავის მიკრობიომმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ადამიანის ქცევაზე და ემოციებზე

ფაქტები ნაწლავ-ტვინის ღერძის შესახებ.
არსებობს ბაქტერიების პოპულაცია, რომელიც ცხოვრობს ჩვენს ნაწლავში და რომელსაც ნაწლავის მიკრობიომი ეწოდება.
ნაწლავის მიკრობიომი თითოეული ინდივიდისთვის უნიკალურია და ის შედგება ათობით ტრილიონი მიკროორგანიზმისგან.
ამ ბაქტერიების დიდ ნაწილს დაბადებისას, სამშობიარო არხში გავლის დროს ვიღებთ. ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ანტიბიოტიკების გამოყენება, ან კიდევ, საკეისრო კვეთით დაბადება, უარყოფით გავლენას ახდენს მიკრობიომის ბაქტერიების შემადგენლობაზე.
ნაწლავის მიკრობები ჩვენს მიერ მირთმეულ საკვებს გარდაქმნიან ათასობით ფერმენტად, ჰორმონად, ვიტამინად და სხვა მეტაბოლიტად, რომლებიც გავლენას ახდენენ ყველაფერზე, ჩვენი გონებრივი ჯანმრთელობიდან და იმუნური სისტემიდან დაწყებული, წონაში მომატების ალბათობით და ქრონიკული დაავადებების განვითარების რისკით დამთავრებული.
დიდი ხანია ცნობილია, რომ ტვინს და ნაწლავებს შორის ორმხრივი კავშირი არსებობს და ნაწლავის მიკრობიომმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ადამიანის ქცევაზე და ემოციებზე.
მიუხედავად იმის, რომ ნაწლავი და თავის ტვინი სხეულის სხვადასხვა ნაწილში მდებარეობენ, ისინი ერთმანეთთან ფიზიკურად არიან დაკავშირებული. ნაწლავ-ტვინის ღერძი ორმხრივი კომუნიკაციის ღერძია, რომელიც ნაწლავებსა და ცენტრალურ ნერვულ სისტემას შორის არსებობს.
ეს ორი ორგანო ერთმანეთთან კავშირშია ცთომილი ნერვის ანუ ვაგუსის საშუალებით, რომელიც ქიმიური სიგნალების მეშვეობით, ნაწლავს და თავის ტვინს შორის მუდმივ კომუნიკაციას განაპირობებს.
არაჯანსაღი საკვები იწვევს დაშლის პროდუქტების ფორმირებას, რაც კვებავს ნაწლავის მიკრობიომის “ცუდ” ბაქტერიებს
და ნაწლავში ანთებითი პროცესების პროვოცირებას უწყობს ხელს. ნაწლავის ანთება დროთა განმავლობაში იწვევს ანთებას თავის ტვინში.
ადამიანის ორგანიზმში ანთებითი პროცესი, სხვა მნიშვნელოვან უარყოფით ასპექტებთან ერთად, ფსიქიკური ჯანმრთელობის ისეთი პრობლემების განვითარებას იწვევს, როგორიცაა შფოთვა, დეპრესია, აუტიზმი, დემენცია.
კვლევები აჩვენებს, რომ ნაწლავის მიკრობიომის გაჯანსაღება სპეციფიური დიეტის საშუალებით სტრესთან დაკავშირებული და ნეიროგანვითარების დარღვევების, მათ შორის აუტიზმისა და ჰიპერაქტიურობის მკურნალობაში ეხმარება.
კვე­ბის სწო­რი, ჯან­სა­ღი, და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი რა­ცი­ო­ნი შე­ხა­მე­ბუ­ლი ფი­ზი­კურ აქ­ტი­ვო­ბას­თან და ძი­ლის სრულ­ფა­სო­ვან რე­ჟიმ­თან მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჯან­სა­ღი ნაწ­ლა­ვუ­რი მიკროფ­ლო­რის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად.
საკვები, რომელსაც მივირთმევთ, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ჩვენი ტვინის ჯანმრთელობაზე. თუ ჩვენ ვიკვებებით ანთების გამომწვევი, რაფინირებული შაქრის შემცველი, ულტრაპროცესირებული საკვებით, ქრონიკული დაავადებების და მათ შორის, მენტალური პრობლემების განვითარების რისკი, ზემოაღნიშნული მექანიზმის გათვალისწინებით, მკვეთრად იზრდება; მაშინ, როდესაც მთლიანი, ნატურალური, არაპროცესირებული საკვები ამ რისკებს მნიშვნელოვნად ამცირებს.
ჩვენს ყოველდღიურ კვებით ჩვევებში მცირე და ეტაპობრივმა ცვლილებებმა, ისეთმა, მაგალითად, როგორიცაა შაქრის შემცველი და ულტრაპროცესირებული საკვების მოხმარების შემცირება, შეიძლება მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს ჩვენი არა მხოლიდ ფიზიკური, არამედ ფსიქიკური ჯანმრთელობაც.
კვლევის შესახებ წერს აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი, ქეთი შავლიაშვილი.

წყარო: 

https://www.nature.com/articles/s41579-020-00460-0?fbclid=IwAR3iSG0XqNMK_BlU4SVrrCnfwFYnCwY14Bw9ztdaYbUg0qUqH0biwHwje18

https://www.nature.com/articles/s41579-020-00460-0?fbclid=IwAR3iSG0XqNMK_BlU4SVrrCnfwFYnCwY14Bw9ztdaYbUg0qUqH0biwHwje18

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights