გადაცემა„იმუნიტეტი“
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
გადაცემა„იმუნიტეტი“
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
პედიატრი ინგა მამუჩიშვილი მშობლებს მიმართავს
„უამრავი დედა მირეკავს შეწუხებული, რომ ბავშვს უკვე მეორე, მესამე დღეა აქვს მაღალი ტემპერატურა..რომელიც რთულად ემორჩილება ანტიპირეტულ საშუალებებს! გრიპი მძვინვარებს, რომლის გამომწვევიც ვირუსია, ვირუსი გადის სხვადასხვა ფაზებს ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ, მისი მიზანია, ინტენსიური გამრავლება, მის დასამარცხებლად ორგანიზმი იყენებს ტემპერატურას! ამიტომ ხშირად შეუპოვარია „მაცალეთ ვირუსთან ომი მაქვს გამოცხადებული და ვიბრძვიო“. ამას გეუბნებათ მაღალი ტემპერატურის დროს იმუნური სისტემა! მიეცით დრო, მეორე დღესვე ნუ გადაწყვეტთ ბავშვის მიყვანას კლინიკაში, არ გადატვირთოთ ჰოსპიტალური სექტორი, რომელიც მძიმე შემთხვევების დროს გვჭირდება! მიეცით ანტიპირეტული საშუალებები, გააგრილეთ, დაზილეთ ოთახის ტემპერატურის წყლით, მიეცით სითხე დიდი რაოდენობით!
ვირუსული ინფექციის მკურნალი დროა თუ გამოიხატა ძილიანობა, მკვეთრი ზოგადი სისუსტე, გაძლიერდა ხველა და გახშირდა სუნთქვა, არ ღებულობს არანაირი გზით სითხეს და საკვებს, აქვს ინტენსიური ღებინება, ნარჩუნდება ჰექტიური ცხელება მეხუთე დღის შემდეგაც, არ იზრდება ტემპერატურის პიკებს შორის ინტერვლი, ასეთ შემთხვევაში მიმართეთ კლინიკას, მანამდე მიჰყევით თქვენი ექიმის რჩევებს! პირველი 48 საათი ვირუსემიის ფაზაა (მრავლდება ვირუსი) ორგანიზმი მაღალი ტემპერატურის მეშვეობით ცდილობს მის განეიტრალებას! აცადეთ, ნუ აღმოჩნდებით ვირუსის მხარდამჭერი, მიეხმარეთ ბავშვს, რასაც ხელს შეუწყობთ აგრეთვე თქვენი სიმშვიდით, რომელიც აუცილებლად უნდა შეინარჩუნოთ! ჯანმრთელობას ვუსურვებ ჩვენს პატარებს და თქვენც“, – წერს ირმა მამუჩიშვილი.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
ჯანდაცვის სისტემის რეფორმირება ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიღწევაა, – ამის შესახებ პარლამენტში სამთავრობო პროგრამის წარდგენისას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებისთვის კვლავაც უზრუნველყოფილი იქნება სამედიცინო მომსახურებით უნივერსალური მოცვა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში.
„ამასთან, ეტაპობრივად გაიზრდება ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დაფინანსება. გაგრძელდება მიზნობრივი ჯგუფების სასიცოცხლო მნიშვნელობის მედიკამენტებით უზრუნველყოფა. გაგრძელდება ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა. ქვეყანაში დაინერგება ონკოლოგიური დაავადებების მართვის უახლესი მეთოდები. გაგრძელდება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული პრიორიტეტული სტაციონარული დაწესებულებებისა და სოფლად ამბულატორიების მშენებლობა, რეაბილიტაცია და აღჭურვა. ყურადღება დაეთმობა პირველადი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას. უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული სტრატეგიის ამოცანების შესრულება.
მთავრობა გააგრძელებს მიზნობრივი ჯგუფების, მათ შორის ხანდაზმულების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ბავშვების სოციალური დაცვის პროგრამებით უზრუნველყოფას. უზრუნველყოფილი იქნება სოციალური პაკეტის ინდექსაცია. გაგრძელდება განსაკუთრებული ზრუნვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე. 1000 უსახლკარო მრავალშვილიანი ოჯახი მიიღებს საცხოვრებელს სახელმწიფოსგან. საქართველოს მთავრობა იზრუნებს პენსიების ყოველწლიურ ზრდაზე ქვეყნის ეკონომიკის ზრდის კვალდაკვალ. უზრუნველყოფილი იქნება სახელმწიფო პენსიის ინდექსაცია „პენსიის შესახებ“ კანონის შესაბამისად. შეუფერხებლად გაგრძელდება დევნილი და ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების პროგრამა“, – განაცხადა კობახიძემ.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
მას შემდეგ, რაც აშშ-ში, კორნელის უნივერსიტეტის ვეტერინარებმა სამი თვის ფრანგულ ბულდოგს სიცოცხლისათვის საშიში სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, უბრალოდ სხვა გზა არ ჰქონდათ, გარდა ერთისა — ლეკვისთვის ქვედა ყბის მარცხენა ნაწილი თითქმის მთლიანად უნდა მოეკვეთათ.
თუმცა, ოპერაციიდან რვა კვირის შემდეგ, ახალგაზრდა პაციენტს, სახელად ტაისონს ძვლების მორიგი სკანირება ჩაუტარეს, აღმოჩნდა, რომ ყბის მოკვეთილი ნაწილი თითქმის მთლიანად, ხელახლა გაზრდილიყო.
„მისი შემთხვევა აჩვენებს, რომ ასეთ ახალგაზრდა პაციენტში შესაძლებელია ძვლის სრული რეგენერაცია“, — ამბობს ქირურგი ვეტერინარი ალექსანდრა რაიტი.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
რა ზემოქმედებას ახდენს მარიხუანა ადამიანის ტვინსა და პოტენციაზე. ამის შესახებ ფსიქიატრი ლევან ანდრონიკაშვილი „იმედის დღეს“ ესაუბრება.
„მარიხუანა არის მესამე ყველაზე მოხმარებადი ნივთიერება მსოფლიოში, რომელმაც შეიძლება გამოიწვისო ადიქციაც. დოზის რეგულირება ასე ადვილი რომ იყოს, კარგი იქნებოდა. რას მოელიან, რა გინდა შეცვალოთ მარიხუანის მიღებით? ზოგი ამბობს, კრეატიულობა მიუკეთესდებაო, მაგრამ რომ შეადარეს, ეს არის შეგრძნება და არა სინამდვილე. იმავე პიროვნებას ბევრად მცირე დროში შეუძლია გააკეთოს იმავენაირი პროექტი, ვიდრე მარიხუანას გამოყენების დროს… მეხსიერება, კონცენტრაცია, გადაწყვეტილებების მიღება… ადამიანი კარგავს დროის შეგრძნებას. მინახავს ხალხი, რომელმაც ერთხელ მოწია და იმის შემდეგ შფოთვებსა და პანიკებშია. 10-15 წლის წინ უკვე ვიცოდით, რომ ორსულობის მოშლის დროს ან მამაკაცი იყენებდა მარიხუანას, ან ქალი. ორჯერ მეტია ასეთ შემთხვევებში. მერე დაისვა კითხვები, რა გავლენა ჰქონდა კვერცხუჯრედსა და სპერმატოზოიდზე…“, – ამბობს ანდრონიკაშვილი.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
„ზამთრის სეზონი პროგნოზირებადი პერიოდია, როდესაც დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, როდის ველოდებით გრიპის და გრიპისმაგვარი დაავადებების მატებასა და პიკს”, – განაცხადა იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ და აღნიშნა, რომ გრიპის ვირუსმა პიკს გასულ თვეში მიაღწია.
“სტატისტიკიდან ჩანს, რომ გრიპის შემთხვევები ნოემბრიდან იწყებს მატებას, დეკემბერ-იანვარი პიკია, თებერვალ-მარტ-აპრილში კი თანდათან მცირდება. იყო რამდენიმე წელი უახლოეს ისტორიაში, როცა მარტ-აპრილში მეორე პიკი გვქონდა, შედარებით დაბალი, თუმცა – პიკი.
წელს დეკემბერში დაიწყო გრიპის შემთხვევები და ქვეყანაში არსებობდა გრიპის ვირუსი, თუმცა ის არ იყო ძირითადი. ლაბორატორიული კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ გრიპის მაჩვენებელი ამ პერიოდში ჯერ იყო 5%, შემდეგ 16-20%, და იანვრიდან უკვე გახდა წამყვანი: 48-50-56% უკვე გრიპს ეჭირა”, – განმარტავს ივანე ჩხაიძე.
იაშვილის საავადმყოფოს დირექტორი ასევე განმარტავს, რომ, სტატისტიკაზე დაყრდნობით, თვიდან თვემდე ასევე იცვლება გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომების მკურნალობის პროტოკოლიც.
„როდესაც დეკემბერში შემოდის კლინიკაში დაავადება, მე არ ვიცი, რომ ის გრიპია. პირიქით, იმდენად მცირეა ამ პერიოდში ამ ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა, ვიცი, რომ გრიპი არ უნდა იყოს. მაგრამ როდესაც კლინიკაში შემოდის ბავშვი სიცხით, ხველებით, ყელის ტკივილით, იანვარში უკვე ვიცი, რომ ეს არის გრიპი და ვალდებული ვარ, დავიცვა ანტივირუსული პრეპარატი. ამიტომ ეს სტატისტიკა ექიმებს სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში გვეხმარება, იანვარში ჩვენ ძალიან ბევრი შემთხვევა სწორედ ამ ვირუსული პრეპარატის გამოყენებით ვმართეთ და ძალიან სწრაფი შედეგიც მივიღეთ. თებერვალ-მარტიდან კი შესაძლოა, კვლავ გატესტვის პრაქტიკას დავუბრუნდეთ”, – აღნიშნავს ივანე ჩხაიძე.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
დაავადება შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ ასაკში, მაგრამ, გამოვლინდება თუ არა პირველი სიმპტომები, დაავადება ძალიან სწრაფად იწყებს პროგრესირებას.
ჰანტინგტონის დაავადება არის ნერვული სისტემის გენეტიკური დაავადება, რომელიც უმეტესად ვითარდება საშუალო ასაკში. ის ხასიათდება კუნთების პერიოდული ცახცახით და სპაზმებით, რაც გავლენას ახდენს მოძრაობის კოორდინაციაზე და ზოგადად, ცხოვრების ხარისხზე.
მიზეზები
დაავადება წარმოიქმნება თავისა და ნერვული უჯრედების პერიოდული კვდომით, რაც გამოწვეულია ჰანტინგტონის ცილით. დაავადების გაჩენის ძირითადი მიზეზია მემკვიდრეობითი ფაქტორი.
ჰანტინგტონის დაავადების სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს შემდეგი სახის სიმპტომები:
· გონებრივი შესაძლებლობების პერიოდული გაუარესება;
· ხანგრძლივი და ხანმოკლე მეხსიერების დაკარგვა;
· ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა;
· ხელების და ფეხების უკონტროლო, ბნედიანივით ქნევა (ქორეა);
· პოზის კონტროლის პრობლემები;
· ფსიქიკური აშლილობა (აგრესია, აპათია, პიროვნული ცვლილებები);
· სიტყვის გარკვევით წარმოთქმის შეუძლებლობა (დისართრია);
· თვალების უკონტროლო, მოუწესრიგებელი მოძრაობა;
· გართულება ყლაპვის დროს (დისფაგია).
პირველ სტადიაში დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს, სირთულეები თავს იჩნეს 35-40 წლის ასაკიდან.
დიაგნოსტიკა
დაავადების მკურნალობის დასადგენად ექიმი ნევროლოგი ატარებს მთელ რიგ გამოკვლევებს და ანალიზებს, რომლებშიც შედის:
· თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია;
· თავის ტვინის მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია;
· სისხლის საერთო ბიოქიმიური ანალიზი;
· გენეტიკური გამოკვლევა;
· სეროლოგიური ტესტები.
დაავადების მკურნალობა
დაავადების მკურნალობა მიმართულია სიმპტომების შემცირებაზე და მოიცავს:
· ნეიროლეპტიკურ პრეპარატებს;
· ბენზოდიაზეპინს;
· პარკინსონის საწინააღმდეგო საშუალებებს;
· ვალპროის მჟავას;
· ფსიქოტროპულ პრეპარატებს;
· ტრანკვილიზატორებს
დღეისათვის ჰანტინგტონის დაავადება განუკურნებელია.
საშიშროება
თუ არ მოხდება დაავადების დროული მკურნალობა, შედეგად მივალთ შემდეგი სახის გართულებებთან:
· გონებასუსტობა;
· პნევმონია;
· იმუნური სისტემის დასუსტება;
· ხუთვა;
· ხსულის უმოძრაობა;
· გულ-სისხლძარღვთა უკმარისობა;
· ტრავმატიზმის რისკის გაზრდილი ალბათობა.
დაავადებულისგან მოსალოდნელია ჩაიდინოს სუიციდის ფაქტი. დაავადების პირველი სიმპტომების გამოვლენიდან 10-15 წლის შემდეგ დგება ლეტალური შედეგი.
რისკის ჯგუფი
რისკის ჯგუფში შედიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ გენეტიკური (დაავადებული ადამიანის შვილებში ავადმყოფობის გაჩენის რისკი შეადგენს 50%-ს) მიდრეკილება.
პროფილაქტიკა
დაავადების პროფილაქტიკის მიზნით ფეხმძიმე ქალებისთვის რეკომენდირებულია პერინატალური დიაგნოსტიკის გავლა.
ემ ემ ტე ჰოსპიტალი გთავაზობთ მიკრო-ულტრაბგერა 29 მეგაჰერცი პროსტატის კიბოს სკრინინგს და ადრეული დიაგნოსტიკის ახალ სტანდარტს.
მიკრო-ულტრაბგერა 29 მეგაჰერცი პროსტატის კიბოს სკრინინგის და ადრეული დიაგნოსტიკის ახალი სტანდარტია, რომელიც იძლევა;
300%-ით გადიდებული პროსტატის გამოსახულებას;
პროსტატის კაპილარების და მიკროსადინრების ვიზუალიზაციას;
არ გააჩნია უკუჩვენებები.
📎 2-ჯერ უფრო იაფია ვიდრე მაგნიტური რეზონანსი.
ინოვაციური ტექნოლოგია 👉მიკრო-ულტრაბგერა 29 მეგაჰერცი 2020 წლიდან უკვე ხელმისაწვდომია MMT ჰოსპიტალში და მის ყველა რეგიონულ ცენტრში
დეტალური ინფორმაციისათვის და კონსულტაციაზე ჩასაწერად დაგვირეკეთ:
📞 𝟎𝟑𝟐𝟐 𝟐𝟑 𝟒𝟎 𝟐𝟑
ან დაგვიტოვეთ საკონტაქტო ნომერი პირად შეტყობინებაში და ჩვენ დაგიკავშირდებით!
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi