ორშაბათი, მაისი 11, 2026

რეფერენტული ფასი 3045 წამალზე მოქმედებს, 2103-ზე კი უახლოეს პერიოდში შევა ძალაში

ჯანდაცვის სამინისტრომ, მედიკამენტზე რეფერენტული ფასწარმოქმნის ერთი წელი შეაჯამა. რეფორმა 2023 წლიდან ამოქმედდა, 15 იანვარს კი 1300 მედიკამენტზე პირველი რეფერენტული ფასები გამოქვეყნდა.

დღევანდელი მონაცემებით, ფასის ზედა ზღვარი 5148 მედიკამენტზე განისაზღვრა. 3045 წამალზე რეფერენტული ფასი უკვე მოქმედებს, 2103 მედიკამენტზე კი ეტაპობრივად, უახლოეს პერიოდში, შევა ძალაში.

“რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმი, თავდაპირველად, ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ამოქმედდა, რის შემდეგაც წამლების ჩამონათვალი გაფართოვდა. რეფორმის შემდგომ ეტაპებზე, ფასის ზედა ზღვარი ანტიბიოტიკებზე, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე, ანტიჰისტამინურ, ანთების საწინააღმდეგო, ფსიქოლეფსიურ, კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე მოქმედ, ტკივილგამაყუჩებელ, ფსიქოტროპულ, ანტივირუსულ და ანტიჰელმინთურ პრეპარატებზე განისაზღვრა. აღსანიშნავია, რომ 2024 წელს, რეფერენტული ფასი, მიმოქცევაში არსებულ, ყველა მედიკამენტებზე გავრცელდება.

რეფორმის მიზანი მოსახლეობისთვის წამლებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. ცვლილებით, სახელმწიფომ, მედიკამენტების ღირებულების ის მაქსიმალური ზღვარი დაადგინა, რომელზე მაღალ ფასადაც, მათი რეალიზაცია აიკრძალა. შედეგად, ფარმაცევტული პროდუქტების ფასი, საშუალოდ, 40%-ით შემცირდა”, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

გუ­ლის და­ა­ვა­დე­ბე­ბის არ­სე­ბო­ბა­ზე მიუთითებს ტკი­ვი­ლი გულ­მკერ­დის არეში, ქო­ში­ნი, გუ­ლის ფრი­ა­ლის შეგრძნება, ქვე­და კი­დუ­რე­ბი­სა და მუცლის შეშუპება

ა­ვად­მყო­ფო­ბის ის­ტო­რია და ფი­ზი­კუ­რი გა­სინ­ჯვა

თავ­და­პირ­ვე­ლად ექი­მი აგ­რო­ვებს ინ­ფორ­მა­ცი­ას სიმ­პტო­მე­ბის შე­სა­ხებ. გუ­ლის და­ა­ვა­დე­ბე­ბის არ­სე­ბო­ბა­ზე მი­უ­თი­თებს ტკი­ვი­ლი გულ­მკერ­დის არე­ში, ქო­ში­ნი, გუ­ლის ფრი­ა­ლის შეგ­რძნე­ბა, ქვე­და კი­დუ­რე­ბი­სა და მუც­ლის შე­შუ­პე­ბა.
სხვა, ზო­გა­დი ხა­სი­ათის სიმ­პტო­მე­ბი, რო­გო­რი­ცაა ცხე­ლე­ბა, სი­სუს­ტე, ად­ვი­ლად დაღ­ლა, უმა­დო­ბა, შე­უძ­ლოდ ყოფ­ნა ასე­ვე გუ­ლის პა­თო­ლო­გი­ით შე­იძ­ლე­ბა იყოს გა­მოწ­ვე­უ­ლი.
ტკი­ვი­ლი, და­ბუ­ჟე­ბა, კუნ­თო­ვა­ნი სპაზ­მე­ბი და­­­მა­­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია პე­რი­ფე­რი­უ­ლი არ­ტე­რი­ე­ბის და­­­ა­­ვა­­დე­ბე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც აზი­ა­ნებს ზე­და კი­­დუ­რის, წვი­ვის, ტა­ნის სის­ხლძარ­ღვებს (გარ­და კო­რო­ნა­რუ­ლი არ­ტე­რი­ე­ბი­სა).
ამის შემ­დეგ ექი­მი აგ­რო­ვებს ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­­და­ტა­ნი­ლი ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის, ქი­მი­­ურ ნივ­თი­ე­რე­ბებ­თან შე­საძ­ლო კონ­ტაქ­ტის, გა­­მო­­ყე­ნე­ბუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის – მათ შო­რის აკ­­რ­ძა­­ლუ­ლი წამ­ლე­ბის, ალ­კო­ჰო­ლი­სა და თამ­ბა­ქოს მოხ­მა­რე­ბის, საცხ­ოვ­რე­ბე­ლი გა­რე­მო­სა და სა­მუ­შაო ად­გი­ლის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბის, დას­ვე­ნე­ბი­სა და გარ­თო­ბის ჩვე­ვე­ბის შე­სა­ხებ, აგ­რეთ­ვე, ოჯა­ხის წევ­რე­ბის გუ­ლის, სის­ხლძარ­ღვე­ბის ან სხვა რო­მე­ლი­მე და­ა­ვა­დე­ბის თა­ო­ბა­ზე.
ფი­ზი­კუ­რი გა­სინ­ჯვი­სას ექი­მი აფა­სებს პა­ცი­ენ­ტის წო­ნას, გა­რეგ­ნო­ბის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბებს, კა­ნის ფერს და ტე­ნი­ა­ნო­ბას, ძი­ლი­ა­ნო­ბას და სხვა სიმ­პტო­მებს, რომ­ლე­ბიც გუ­ლის და­ა­ვა­დე­ბის არა­­­პირ­და­პი­რი სიმ­პტო­მე­ბი­ა. ყუ­რადღ­ე­ბა ექ­ცე­ვა პა­ცი­ენ­ტის გან­წყო­ბას, სა­კუ­თა­რი ჯან­მრთე­ლო­­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის მი­სე­ულ შე­ფა­სე­ბას.
ფი­ზი­კუ­რი გა­სინ­ჯვი­სას ყუ­რად­სა­ღე­ბია კა­ნის ფე­რი, ვი­ნა­ი­დან სი­ფერ­მკრთა­ლე, კა­ნის მო­ლურ­ჯო ან მე­წა­მუ­ლი (ცი­ა­ნო­ზუ­რი) შე­ფე­რი­ლო­ბა მი­უ­თი­თებს ანე­მი­ა­ზე ან არა­ა­დეკ­ვა­ტურ სის­ხლით მო­მა­რა­გე­ბა­ზე. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ კა­ნი ვერ იღებს საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბით ჟან­გბადს, რაც, თა­ვის მხრივ, ფილ­ტვე­ბის და­ა­ვა­დე­ბის, გუ­ლის უკ­მა­რი­სო­ბის ან ცირ­კუ­ლა­ცი­ის დარ­ღვე­ვის სხვა მი­ზე­ზე­ბის შე­დე­გი შე­იძ­ლე­ბა იყოს.
ექი­მი სინ­ჯავს პულსს პე­რი­ფე­რი­ულ არ­ტე­რი­ებ­ზე – კის­რის, მხრის, იდაყ­ვის, მა­ჯის, მუც­ლი­სა და სა­ზარ­დუ­ლის, მუხ­ლის, კო­ჭის და ტერ­ფის არე­ში სხე­უ­ლის ორი­ვე ნა­ხე­ვარ­ში სის­ხლის ნა­კა­დის ადეკ­ვა­ტუ­რო­ბი­სა და თა­ნაბ­რო­ბის შე­სა­მოწ­მებ­ლად.
ფი­ზი­კუ­რი გა­სინ­ჯვის დროს ფას­დე­ბა სხეუ­­ლის ტემ­პე­რა­ტუ­რა და სის­ხლის არ­ტე­რი­უ­ლი წნე­­ვა. ნორ­მი­დან გა­დახ­რა შე­საძ­ლოა გუ­ლი­სა ან სი­ს­­ხლძარ­ღვე­ბის და­ა­ვა­დე­ბის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა იყოს.
ექი­მი სინ­ჯავს კის­რის ვე­ნებს, რო­დე­საც პა­ცი­­ენ­ტი მწო­ლი­ა­რე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია და სხე­უ­ლის ზე­და ნა­წი­ლი წა­მო­წე­უ­ლი აქვს 45 გრა­დუ­სით. კის­რის ვე­ნე­ბი პირ­და­პირ უკავ­შირ­დე­ბა მა­რ­ჯვე­ნა წი­ნა­გულს (გუ­ლის ზე­და სა­კა­ნი, რო­მე­ლიც სხე­უ­ლი­დან იღებს ჟან­გბა­დით ღა­რიბ სისხლს) და იძ­ლე­ვა ინ­ფორ­მა­ცი­ას გუ­ლის მარ­ჯვე­ნა ნა­წილ­ში შე­მა­ვა­ლი სის­ხლის მო­ცუ­ლო­ბი­სა და წნე­ვის შე­სა­ხებ.
ფი­ზი­კუ­რი გა­სინ­ჯვის დროს ექი­მი თი­თით აწ­ვე­ბა კანს კო­ჭის, წვი­ვის, ზოგ­ჯერ ზურ­გის ქვე­და მი­და­მო­ში, რა­თა და­ად­გი­ნოს ქსო­ვი­ლო­ვა­ნი სითხ­ის დაგ­რო­ვე­ბის, ანუ შე­შუ­პე­ბის არ­სე­ბო­ბა.
ოფ­თალ­მოს­კო­პი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ბა­დუ­რის (თვა­ლის კაკ­ლის სი­ნათ­ლის შემ­გრძნე­ბი შრე) სის­ხლძარ­ღვე­ბის შე­სა­მოწ­მებ­ლად. ბა­დუ­რა ერ­თა­დერ­თი ად­გი­ლი­ა, რომ­ლის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­სას ექიმს შე­უძ­ლია შე­ა­ფა­სოს ვე­ნე­ბი­სა და არ­ტე­რი­ე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა.
ბა­დუ­რის ხი­ლუ­ლი დარ­ღვე­ვე­ბი და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია მა­ღა­ლი არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვის, დი­ა­ბე­ტის, არ­ტე­რი­ოს­კლე­რო­ზის და გუ­ლის სარ­ქვლე­ბის ბაქ­ტე­რი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ის­თვის.
ფი­ზი­კუ­რი კვლე­ვის ერ­თ-ერ­თი ნა­წი­ლი გულ­მკერ­დის გა­მოკ­ვლე­ვა­ა. ექი­მი აფა­სებს სუნ­თქვის სიხ­ში­რეს და გულ­მკერ­დის ექ­სკურ­სი­ას (სუნ­თქვი­თი მოძ­რა­ო­ბა), გულ­მკერ­დზე თი­თე­ბის და­კა­კუ­ნე­ბით გან­საზღ­ვრავს ფილ­ტვე­ბის ჰა­ე­რით ავ­სე­ბას, რაც ნორ­მა­ში უნ­და იყოს ან სითხ­ის არ­სე­ბო­ბას, რაც და­ა­ვა­დე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი­ა. პერ­კუ­სია ასე­ვე სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა, დად­გინ­დეს გუ­ლი­სა და ფილ­ტვე­ბის მფა­რა­ვი გარ­სე­ბის – პე­რი­კარ­დი­უ­მი­სა და პლევ­რის ფურ­ცლებს შო­რის სივ­რცე­ებ­ში სითხ­ის არ­სე­ბო­ბა. სტე­თოს­კო­პის სა­შუ­ა­ლე­ბით ექი­მი ის­მენს სუნ­თქვით ხმი­ა­ნო­ბებს და ად­გენს, ხომ არ არის შე­ვიწ­რო­ე­ბუ­ლი სა­სუნ­თქი გზე­ბი. ასე­ვე, სითხ­ის არ­სე­ბო­ბა ცვლის ფილ­ტვის ნორ­მა­ლურ ხმი­ა­ნო­ბას (ხი­ხი­ნი) და მი­უ­თი­თებს გუ­ლის უკ­მა­რი­სო­ბა­ზე.
პა­ცი­ენ­ტის გულ­მკერ­დზე ხე­ლის და­დე­ბით (პალ­პა­ცი­ა) ექი­მი გან­საზღ­ვრავს იმ ად­გილს, სა­დაც გუ­ლის­ცე­მა ყვე­ლა­ზე მკა­ფი­ოდ Eშე­იგ­რძნო­ბა და ამ გზით ად­გენს გუ­ლის ზო­მებს.
სტე­თოს­კო­პით გუ­ლის გა­სინ­ჯვი­სას (ა­უს­კულ­­ტა­ცი­ა) ექიმს შე­უძ­ლია მო­ის­მი­ნოს გუ­ლის სარ­­ქ­ვ­ლე­ბის გახ­სნი­თა და და­ხურ­ვით გა­მოწ­ვე­უ­­ლი ნორ­მა­ლუ­რი ხმი­ა­ნო­ბე­ბი. სარ­ქვლე­ბის და გუ­ლის სხვა სტრუქ­ტუ­რე­ბის ანო­მა­ლი­ე­ბი იწ­ვევს სის­ხლის ტურ­ბუ­ლენ­ტურ მოძ­რა­ო­ბას და, ამის გა­­მო, პა­თო­ლო­გი­უ­რ ხმი­ა­ნო­ბას, რო­მელ­საც შუ­­­­ი­­­ლი ეწო­დე­ბა. ტურ­ბუ­ლენ­ტუ­რი მოძ­რა­ო­ბა აღ­­­მო­­­ცენ­დე­ბა სის­ხლის გა­დი­ნე­ბის დროს შე­ვიწ­რო­­ე­ბულ სარ­ქვლებ­ში ან იმ შემ­თხვე­ვებ­ში, რო­ცა სარ­ქვლე­ბი მჭიდ­როდ არ იხუ­რე­ბა. გუ­ლის ყვე­ლა და­ა­ვა­დე­ბა არ იწ­ვევს შუ­ილს და, იმავ­დრო­უ­ლად, შუ­ი­ლიც ყო­ველ­თვის არ არის გუ­ლის და­­ა­ვა­დე­ბის შე­დე­გი. მა­გა­ლი­თად, ფეხ­მძი­მე ქა­ლებ­ში გულ­ზე შუ­ი­ლი ჩნდე­ბა სის­ხლის ნა­კა­დის ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რად მო­მა­ტე­ბის გა­მო. უვ­ნე­ბე­ლი შუ­ი­ლი ბავ­შვებ­შიც მო­ის­მი­ნე­ბა, ის გუ­ლის მცი­რე ზო­მის სტრუქ­ტუ­რებ­ში სის­ხლის სწრა­ფი მოძ­რა­ო­ბის გა­მო აღ­მო­ცენ­დე­ბა. სის­ხლის ტურ­ბუ­ლენ­ტუ­რი მოძ­რა­ო­ბა აღე­ნიშ­ნე­ბა ხან­დაზ­მულ ადა­მი­ა­ნებ­საც, რაც გუ­ლის სის­ხლძარ­ღვე­ბის, სარ­ქვლე­ბის ელას­ტი­კუ­რო­ბის დაქ­ვე­ი­თე­ბით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი, არ არის გუ­ლის სე­რი­ო­ზუ­ლი პა­თო­ლო­გი­ის ნი­შა­ნი. სტე­თოს­კო­პით ექიმს შე­უძ­ლია მო­ის­მი­ნოს პა­თო­ლო­გი­უ­რად შეც­ვლი­ლი სარ­ქვლის გახ­სნი­სა და და­ხურ­ვის ხმი­ა­ნო­ბე­ბი (წკი­პურ­ტის მსგავ­სი ხმი­ა­ნო­ბა ან ტკა­ცუ­ნი). გუ­ლის უკ­მა­რი­სო­ბის დროს ხში­რად მო­ის­მი­ნე­ბა გა­ლო­პის რიტ­მი (ცხე­ნის ოთხ­ით ჭე­ნე­ბის ხმა), რაც, თა­ვის მხრივ, ერ­თი ან ორი და­მა­ტე­ბი­თი ტო­ნის გა­ჩე­ნის შე­დე­გი­ა.
სხე­უ­ლის ნე­ბის­მი­ერ ნა­წილ­ში არ­ტე­რი­ებ­სა და ვე­ნებ­ზე სტე­თოს­კო­პის მო­თავ­სე­ბი­სას შე­საძ­ლე­ბე­ლია სის­ხლის ტურ­ბუ­ლენ­ტუ­რი მოძ­რა­ო­ბის ხმი­­ა­ნო­ბის მოს­მე­ნა. ეს უკა­ნას­კნე­ლი შე­იძ­ლე­ბა გაჩ­­ნდეს სის­ხლძარ­ღვის შე­ვიწ­რო­ე­ბი­სას, სის­ხ­ლის დი­ნე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის დროს ან არ­ტე­რი­ებ­სა და ვე­ნებს შო­რის პა­თო­ლო­გი­უ­რი კავ­ში­რე­ბის (არ­ტე­რი­ო­ვე­ნუ­რი ფის­ტუ­ლა) ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის შე­­დე­გად.
ფი­ზი­კუ­რი გა­სინ­ჯვის ერ­თ-ერ­თი მნიშ­ვნე­ლო­­­­ვა­ნი ნა­წი­ლია მუც­ლის გა­სინ­ჯვა. პალ­პა­ცი­ით დგი­­­ნ­­­დე­ბა ღვიძ­ლის ზო­მე­ბი. ღვიძ­ლის გა­დი­დე­ბა მი­უ­თი­თებს ვე­ნურ სის­ტე­მა­ში სის­ხლის შე­გუ­­ბე­ბა­ზე. მუც­ლის ღრუ­ში სითხ­ის დაგ­რო­ვე­ბა, რაც მუც­ლის გარ­შე­მო­წე­რი­ლო­ბის გა­დი­დე­ბით გა­მო­ი­ხა­ტე­ბა, გუ­ლის უკ­მა­რი­სო­ბის ერ­თ-ერ­თი ნი­შა­ნი­ა. მუც­ლის პალ­პა­ცი­ით ისინ­ჯე­ბა მუც­ლის აორ­ტის პულ­სა­ცი­აც.

შე­შუ­პე­ბა, და­ბუ­ჟე­ბა და კა­ნის ფე­რის შეც­ვლა

წყარო: ჯანმრთელობის ენციკლოპედია. მერკის სახელმძღვანელო:
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

შე­შუ­პე­ბა, და­ბუ­ჟე­ბა და კა­ნის ფე­რის შეც­ვლა – შე­შუ­პე­ბა ქსო­ვი­ლებ­ში სითხის დაგროვების შე­დე­გი­ა

შე­შუ­პე­ბა, და­ბუ­ჟე­ბა და კა­ნის ფე­რის შეც­ვლა

შე­შუ­პე­ბა ქსო­ვი­ლებ­ში სითხ­ის დაგ­რო­ვე­ბის შე­დე­გი­ა. სითხ­ის დაგ­რო­ვე­ბის მი­ზე­ზი ქვე­და კი­დუ­რე­ბის ვე­ნებ­ში სის­ხლის შე­გუ­ბე­ბა და წნე­ვის მო­მა­ტე­ბა­ა, რის გა­მოც სითხე ვე­ნე­ბი­დან ქსო­ვი­ლებ­ში გა­მო­ი­დევ­ნე­ბა. ვე­ნებ­ში სითხ­ის შე­გუ­ბე­ბა შე­იძ­ლე­ბა იმან გა­მოიწ­ვი­ოს, რომ გუ­ლი ვე­ღარ ახერ­ხებს მთე­ლი სხე­უ­ლი­დან მო­დე­ნი­ლი სის­ხ­ლის გა­და­ტუმ­ბვას (გუ­ლის უკ­მა­რი­სო­ბა). კი­დევ ერ­თი მი­ზე­ზია ქვე­და კი­დუ­რე­ბის ღრმა ვე­ნე­ბის სა­ნა­თუ­რის დახ­შო­ბა (ღრმა ვე­ნე­ბის თრომ­ბო­ზი).
ამ­რი­გად, წვი­ვე­ბის, კო­ჭე­ბის, ტერ­ფე­ბის ან მუც­ლის მი­და­მოს შე­შუ­პე­ბა შე­იძ­ლე­ბა გა­მოიწ­ვი­ოს გუ­ლის უკ­მა­რი­სო­ბამ ან ვე­ნე­ბის და­ა­ვა­დე­ბამ, მა­გა­ლი­თად, ღრმა ვე­ნე­ბის თრომ­ბოზ­მა. ასე­თი შე­შუ­პე­ბა ვი­თარ­დე­ბა ხან­გრძლი­ვი ჯდო­მის ან ფეხ­ზე დგო­მი­სას, ან ქვე­და კი­დუ­რე­ბის ვე­ნებ­ში ასა­­კობ­რი­ვი ცვლი­ლე­ბე­ბის გა­მო. წვი­ვე­ბის შე­შუ­­პე­ბა და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია ორ­სუ­ლო­ბის­თვის, აგ­­რეთ­ვე, თი­რ­­კმლე­ბის და ღვიძ­ლის და­ა­ვა­დე­ბე­ბის­თვის. სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა ნა­წილ­ში და­ბუ­­ჟე­ბის შეგ­რძნე­ბა არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი სის­ხლით მო­მა­რა­გე­ბის შე­დე­გი­ა. კა­ნის სი­ფერ­მკრთა­ლე ან მო­­ლურ­ჯო ელ­ფე­რი სის­ხლით მო­მა­რა­გე­ბის და­რ­­ღვე­ვით, ანე­მი­ით ან ვე­ნუ­რი დრე­ნა­ჟის არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რო­ბით არის შე­პი­რო­ბე­ბუ­ლი.
დი­აგ­ნო­ზი
ავად­მყო­ფო­ბის ის­ტო­რი­ის და ფი­ზი­კუ­რი გა­სინ­ჯვის მო­ნა­ცე­მე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ექიმს შე­უძ­ლია გა­ნას­ხვაოს ერ­თმა­ნე­თის­გან გუ­ლის და სის­ხლძარ­ღვე­ბის და­ა­ვა­დე­ბე­ბი.
სა­დი­აგ­ნო­ზო კვლე­ვე­ბი დი­აგ­ნო­ზის და­დას­ტუ­რე­ბას, და­ა­ვა­დე­ბის სიმ­ძი­მი­სა და სიმ­წვა­ვის გან­საზღ­ვრას, აგ­რეთ­ვე, მკურ­ნა­ლო­ბის და­გეგ­მვას ხდის შე­საძ­ლებ­ლად.

 

გუ­ლის წას­ვლის შეგ­რძნე­ბა და გუ­ლის წას­ვლა (პრე­სინ­კო­პე და სინ­კო­პე)

წყარო: ჯანმრთელობის ენციკლოპედია. მერკის სახელმძღვანელო:
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

გუ­ლის წას­ვლის შეგ­რძნე­ბა და გუ­ლის წას­ვლა (პრე­სინ­კო­პე და სინ­კო­პე)

გუ­ლის წას­ვლის შეგ­რძნე­ბა და გუ­ლის წას­ვლა (პრე­სინ­კო­პე და სინ­კო­პე)

პრე­სინ­კო­პე­A ა­რის გუ­ლის წას­ვლის შეგ­რძნე­ბა. გუ­ლის წას­ვლა (სინ­კო­პე) არის ცნო­ბი­ე­რე­ბის უე­ცა­რი, ხან­მოკ­ლე და­კარ­გვა, რა­საც ცნო­ბი­ე­რე­ბის სპონ­ტა­ნუ­რი დაბ­რუ­ნე­ბა მოს­დევს.
მი­ზე­ზე­ბი
პრე­სინ­კო­პეს და სინ­კო­პეს ერ­თი და იგი­ვე გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზე­ბი აქვს. ცნო­ბი­ე­რე­ბის და­კარ­გვა ტვი­ნის ფუნ­ქცი­ის დარ­ღვე­ვის შე­დე­გი­ა. ეს უკა­ნას­კნე­ლი, ჩვე­უ­ლებ­რივ, ტვი­ნის სის­ხლით მო­მა­რა­გე­ბის შე­ფერ­ხე­ბის გა­მო ვი­თარ­დე­ბა. თა­ვის მხრივ, ტვი­ნის სის­ხლით მო­მა­რა­გე­ბა შე­იძ­ლე­ბა შემ­ცირ­დეს გუ­ლის და­ა­ვა­დე­ბის ან ისე­თი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო, რო­მე­ლიც აფერ­ხებს გუ­ლის­კენ სის­ხლის ნორ­მა­ლურ მი­დე­ნას და, შე­სა­ბა­მი­სად, ამ­ცი­რებს ტვი­ნის სის­ხლით მო­მა­რა­გე­ბას. ამ მხრივ გან­სა­კუთ­რე­ბულ რის­კის ჯგუფს ხან­დაზ­მუ­ლე­ბი წარ­მო­ად­გე­ნენ, რად­გან სის­ხლის მი­დე­ნა ტვი­ნის­კენ ასა­კის მა­ტე­ბას­თან ერ­თად მცირ­დე­ბა. სა­კუთ­რივ ტვი­ნის და­ა­ვა­დე­ბე­ბი, თუ ტვი­ნის სის­ხლძარ­ღვე­ბი არ არის და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი, იშ­ვი­ა­თად იწ­ვევს გო­ნე­ბის კარ­გვას. კრუნ­ჩხვამ შე­იძ­ლე­ბა გა­ნა­პი­რო­ბოს ცნო­ბი­ე­რე­ბის და­კარ­გ­ვა, მაგ­რამ ეს სინ­კო­პედ არ ით­ვლე­ბა.
Mგუ­ლის და­ა­ვა­დე­ბე­ბის დროს ტვი­ნის­კენ სის­ხლის მი­დე­ნა შე­იძ­ლე­ბა შემ­ცირ­დეს, თუ ან გუ­ლის­ცე­მის სიხ­ში­რე შე­იც­ვა­ლა (ძა­ლი­ან შემ­ცირ­და ან მო­ი­მა­ტა), ან რიტ­მი და­ირ­ღვა, ან გულს სის­ხლის ადეკ­ვა­ტუ­რი მო­ცუ­ლო­ბის გა­და­ტუმ­ბვის უნა­რი აღარ შეს­წევს სის­ხლის ნა­კა­დის შე­ფერ­ხე­ბის გა­მო. ამ უკა­ნას­კნე­ლის მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა იქ­ნეს გუ­ლის სარ­ქვლე­ბის და­ზი­ა­ნე­ბა (უხ­ში­რე­სად – აორ­ტის სარ­ქვლი­სა), ფილ­ტვში ან, ზოგ­ჯერ, გულ­ში თრომ­ბის გა­ჩე­ნა, იშ­ვი­ა­თად – გუ­ლის სიმ­სივ­ნე (წი­ნა­გუ­ლო­ვა­ნი მიქ­სო­მა).
გულ­ში სის­ხლის დაბ­რუ­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბა სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზით შემ­ცირ­დეს; მა­გა­ლი­თად, ხვე­ლის და გა­ჭინ­თვის (ნაწ­ლა­ვე­ბის მოქ­მე­დე­ბის დროს) დროს იზ­რდე­ბა გულმ­კერ­დში­გა წნე­ვა, რაც, თა­ვის მხრივ, გუ­ლის­კენ სის­ხლის მი­დე­ნას ამ­ცი­რებს. ჯან­მრთელ ჯა­რის­კა­ცებს შე­იძ­ლე­ბა აღე­ნიშ­ნოთ გუ­ლის წას­ვლის შეგ­რძნე­ბა ან გუ­ლის წას­ვლა ხან­გრძლი­ვად უძ­რა­ვად დგო­მის გა­მო. ეს იმი­თ არის გა­მოწ­ვე­უ­ლი, რომ ქვე­და კი­დუ­რე­ბის კუნ­თე­ბი სის­ხლის გუ­ლის­კენ უკუ­დი­ნე­ბის პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ვე­ღარ იღებს. ძლი­ერ­მა ემო­ცი­ამ (მა­გა­ლი­თად, სის­ხლის და­ნახ­ვა) ან ტკი­ვილ­მა შე­იძ­ლე­ბა გა­ააქ­ტი­უ­როს ცდო­მი­ლი ნერ­ვი, რის შე­დე­გა­დაც სის­ხლძარ­ღვე­ბი ფარ­თოვ­დე­ბა (დი­ლა­ტა­ცი­ა), გუ­ლის­კენ სის­ხლის მი­დე­ნა მცირ­დე­ბა და ადა­მი­ანს გუ­ლი მის­დის (ვა­ზო­ვა­გუ­სუ­რი სინ­კო­პე). თა­ვის ან ზურ­გის ტვი­ნის ზო­გი­ერ­თმა და­ა­ვა­დე­ბამ, ზო­გი­ერ­თმა მე­დი­კა­მენ­ტმა (უ­პი­რა­ტეს­წი­ლად, არ­ტე­რი­უ­ლი ჰი­პერ­ტენ­ზი­ის სა­მკურ­ნა­ლო პრე­პა­რა­ტე­ბი) აგ­რეთ­ვე შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს სის­ხლძარ­ღვე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბა და გუ­ლის წას­ვლა.
გუ­ლის წას­ვლის შეგ­რძნე­ბა ან გუ­ლის წას­ვლა შე­იძ­ლე­ბა გა­ნა­პი­რო­ბოს სწრა­ფად წა­მოჯ­დო­მამ ან წა­მოდ­გო­მამ. პო­ზი­ცი­ის ცვლი­ლე­ბა ქვე­და კი­დუ­რე­ბის­კენ სის­ხლის მი­დე­ნას იწ­ვევს, რის შე­დე­გა­დაც არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვა ქვე­ით­დე­ბა. პო­ზი­ცი­ის შეც­ვლა­ზე სწრა­ფი ადაპ­ტა­ცი­ის უუნა­­რო­ბას ორ­თოს­ტა­ზუ­ლი ჰი­პო­ტენ­ზია ეწო­დე­ბა. ეს პა­თო­­ლო­გია მო­ხუ­ცებ­ში უფ­რო ხში­რი­ა.
ზოგ­ჯერ გუ­ლის წას­ვლის შეგ­რძნე­ბა ან გუ­ლის წას­ვლა ფეხ­ზე წა­მოდ­გო­მი­სას აღი­ნიშ­ნე­ბა. ამ დროს ადა­მი­ა­ნი ან წვე­ბა, ან ძირს ეცე­მა, რაც ზრდის სის­ხლის ტვინ­ში მი­დე­ნას და ცნო­ბი­ე­რე­ბაც სწრა­ფად აღ­დგე­ბა ხოლ­მე.
შე­ფა­სე­ბა
ექიმ­მა ერ­თმა­ნე­თის­გან უნ­და გა­ნას­ხვა­ოს გუ­­ლის წას­ვლის სა­ში­ში და ნაკ­ლე­ბად სა­ში­ში მიზე­­ზე­ბი. თუ გუ­ლის წას­ვლა ტკი­ვი­ლის ან რა­ი­მე სხვა უსი­ა­მოვ­ნო შეგ­რძნე­ბის დროს აღი­ნიშ­ნე­ბა და მას წინ უძღ­ვის ისე­თი სიმ­პტო­მე­ბი, რო­გო­რი­ცაა მსუ­ბუ­ქად გაბ­რუ­ე­ბა, გუ­ლის­რე­ვა, მთქნა­რე­ბა, მხედ­ვე­ლო­ბის და­ბინ­დვა და ოფ­ლი­ა­ნო­ბა, მა­შინ ამ მდგო­მა­რე­ო­ბას ვა­ზო­ვა­გუ­სურ სინ­კო­პეს უწო­დე­ბენ, რაც სი­ცოცხ­ლის­თვის სა­ხი­ფა­თო არ არის. ამ დროს ექი­მი ატა­რებს ფი­ზი­კურ გა­მოკ­ვლე­ვას. თუ ამ უკა­ნას­კნელ­მა რო­მე­ლი­მე პა­თო­ლო­გია არ გა­მო­ავ­ლი­ნა, შემ­დგო­მი კვლე­ვე­ბის ჩა­ტა­რე­ბა აღარ არის სა­ჭი­რო.
გუ­ლის წას­ვლა მო­ზარ­დო­ბის ასაკ­ში გან­სა­კუ­თ­რე­ბით შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი­ა, რად­გან ის გუ­ლის სე­­რი­ო­ზუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის არ­სე­ბო­ბა­ზე მი­უ­თი­თებს.
შემ­დგომ კვლე­ვებს სა­ჭი­რო­ებს ისე­თი შემ­თხვე­ვე­ბი, რო­ცა გუ­ლის წას­ვლას წინ არ უძღ­ვის გა­მაფ­რთხი­ლე­ბე­ლი ნიშ­ნე­ბი (გან­სა­კუთ­რე­ბით, ფი­­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბის დროს), მაგ­რამ თან ახ­ლავს ქო­ში­ნი და ტკი­ვი­ლი გულ­მკერ­დის არე­ში. ამი­სი მი­ზე­ზი ხში­რად გუ­ლი­სა და ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის და­ა­ვა­დე­ბე­ბი­ა. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში ტარ­დე­ბა ელექ­ტრო­კარ­დი­ოგ­რა­ფია (ეკგ), გუ­ლის ულ­ტრაბ­გე­რი­თი გა­მოკ­ვლე­ვა, დახ­რი­ლი (მოძ­რა­ვი) მა­გი­დი­სა და ელექ­ტრო­ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი ტეს­ტე­ბი.

გუ­ლის ფრი­ა­ლი

წყარო: ჯანმრთელობის ენციკლოპედია. მერკის სახელმძღვანელო:
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

გუ­ლის ფრი­ა­ლი გუ­ლის­ცე­მის შეგრძნებაა ფრი­­ა­ლის, ფარ­თხა­ლის, ჩა­ვარ­დნის სა­ხით

გუ­ლის ფრი­ა­ლი

გუ­ლის ფრი­ა­ლი გუ­ლის­ცე­მის შეგ­რძნე­ბაა ფრი­­ა­ლის, ფარ­თხა­ლის, ჩა­ვარ­დნის სა­ხით.

მი­ზე­ზე­ბი
ჩვე­უ­ლებ­რივ, ადა­მი­ა­ნე­ბი ვერ გრძნო­ბენ გუ­ლისცე­­მას, მაგ­რამ ზოგ­ჯერ გუ­ლის ნორ­მა­ლუ­რი მუ­შა­ო­ბის შე­გ­­რძნე­ბა გა­მო­ხა­ტუ­ლი­ა; ჯან­მრთე­ლი ადა­მი­ა­ნებ­ი გრძნო­­ბენ გუ­ლის­ცე­მას მარ­ცხე­ნა გვერ­დზე წო­ლი­სას ან გარ­კვე­ულ გა­რე­მო­ე­ბებ­ში, მა­გა­ლი­თად, დი­დი ძა­ლის­ხმე­ვით ვარ­ჯი­ში­სას ან ძლი­ე­რი ემო­ცი­უ­რი დატ­ვირ­თვი­სას. მათ შე­იძ­­ლე­ბა იგ­რძნონ, რომ გუ­ლი იკუმ­შე­ბა ძა­ლი­ან ძლი­ე­რად და სწრა­ფად ან შე­იგ­რძნონ არა­რე­გუ­ლა­­რუ­ლი გუ­ლის­ცე­მა.
გუ­ლის ფრი­ა­ლის შეგ­რძნე­ბა გუ­ლის რიტ­მის დარ­ღვე­ვის (ა­რით­მი­ის) შე­დე­გი შე­იძ­ლე­ბა იყოს. არით­მია ზოგ­ჯერ უვ­ნე­ბე­ლი­ა, ზოგ­ჯერ – სი­ცო­ცხ­ლის­თვის სა­ში­ში.
არით­მი­ის ყვე­ლა­ზე ხში­რი ფორ­მაა წი­ნა­გუ­ლე­ბი­სა და პარ­კუ­ჭე­ბის ნა­ად­რე­ვი შე­კუმ­შვე­ბი, რომ­ლე­ბიც უვ­ნე­ბე­ლი­ა. არით­მი­ის ეს ფორ­მა იმ ადა­­მი­ა­ნებს შო­რის გვხვდე­ბა, რო­მელ­თაც არ აქვთ გუ­ლის და­ა­ვა­დე­ბა. იგი­ვე შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას პა­როქ­სიზ­მულ სუპ­რა­ვენ­ტრი­კუ­ლურ ტა­ქი­კარ­დი­ა­ზე.
არით­მი­ის სხვა ფორ­მე­ბი, რო­გო­რი­ცაა წი­ნა­გუ­ლე­ბის ციმ­ცი­მი, წი­ნა­გუ­ლე­ბის თრთოლა და პარ­კუ­ჭო­ვა­ნი ტა­ქი­კარ­დი­ა, ჩვე­უ­ლებ­რივ, იმ ადა­მი­ა­ნებ­ში გვხვდე­ბა, რო­მელ­თაც აქვთ გუ­ლის კო­რო­ნა­რუ­ლი არ­ტე­რი­ე­ბი­სა და სარ­ქვლე­ბის და­ა­ვა­დე­ბე­ბი. ამ დროს გულ­ში ელექ­ტრუ­ლი იმ­პულ­სის გამ­ტა­რი სის­ტე­მა და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი­ა.
გუ­ლის ფრი­ა­ლის შეგ­რძნე­ბა შე­იძ­ლე­ბა გა­მოიწ­­­ვი­ოს კო­­ფე­ინ­მა, ალ­კო­ჰოლ­მა და ზო­გი­ერ­თ­მა მე­­დი­­კა­მ­ენ­­ტმა, რო­გო­რი­ცა­ა, მა­გა­ლი­თად, ამფეტა­­მი­ნი, კო­კა­­ი­ნი, ეპი­ნე­ფ­რი­ნი, ეფედ­რი­ნი, თე­­­­ო­­­ფი­­­ლი­ნი და სხვა. გარ­და ამი­სა, არით­მია ფა­რი­­­სებ­­რი ჯირ­­კვლის ჰი­­პერ­­ფუნ­­ქცი­­ის (ჰი­პერთირო­­ი­დიზ­მი), ანე­მი­ი­ის, სის­ხლში ჟან­გბა­დის შე­მ­­ცვე­­ლო­ბის და­ბა­ლი დო­ნის (ჰი­პოქ­სი­ა), კა­ლი­უ­მის და­ბა­ლი კონ­ცენ­ტრა­ცი­ის (ჰი­პო­კა­ლი­ე­მი­ა) შე­დე­გი შე­იძ­ლე­ბა იყოს.
შე­ფა­სე­ბა
იმი­სი გან­საზღ­ვრა, არის თუ არა გუ­ლის ფრი­­­ა­ლის შეგ­რძნე­ბა რო­მე­ლი­მე და­ა­ვა­დე­ბით გამო­წ­ვე­უ­ლი, სხვა­დას­ხვა ფაქ­ტო­რ­ზეა და­მო­კიდე­­ბუ­ლი. მა­გა­ლი­თად, უეც­რად და­იწყო თუ თან­და­თა­ნო­ბით, რა იწ­ვევს მის პრო­ვო­ცი­რე­ბას (დაწყ­ე­ბას), რამ­დე­ნად მა­ღა­ლია გუ­ლის­ცე­მის სიხ­ში­რე, არა­რე­გუ­ლა­რუ­ლია თუ არა რიტ­მი. იშ­ვი­ა­თი, გა­მო­ტო­ვე­ბუ­ლი (ჩა­ვარ­დნი­ლი) გუ­ლის­ცე­მა ნა­ად­რე­ვი წი­ნა­გუ­ლო­ვა­ნი ან პარ­კუ­ჭო­ვა­ნი შე­კუმ­შვე­ბის­თვის არის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი. არა­რე­გუ­ლა­რუ­ლი გუ­ლის­ცე­მის მუდ­მი­ვი შეგ­რძნე­ბა წი­ნა­გუ­ლე­ბის ფიბ­რი­ლა­ცი­ა­ზე მი­უ­თი­თებს. რე­გუ­ლა­რუ­ლი შე­კუმ­შვე­ბის უე­ცა­რი გახ­ში­რე­ბა ნორ­მა­ლუ­რი სიხ­ში­რის სწრა­ფად­ვე აღ­დგე­ნით სუპ­რა­ვენ­ტრი­კუ­ლუ­რი ან ვენ­ტრი­კუ­ლუ­რი ტა­ქი­კარ­დი­ის არ­სე­ბო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი­ა. გუ­ლის ფრი­ა­ლის შეგ­რძნე­ბა, რო­მელ­საც თან ახ­ლავს ჰა­ე­რის უკ­მა­რი­სო­ბა, ტკი­ვი­ლი, სი­სუს­ტე, ად­ვი­ლად დაღ­ლა ან გო­ნე­ბის და­კარ­გვა, გუ­ლის მძი­მე და­ა­ვა­დე­ბის­თვის არის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი.
გუ­ლის ტო­ნებს ექი­მე­ბი ფო­ნენ­დოს­კო­პით ის­­მე­ნენ. ელექ­ტრო­კარ­დი­ოგ­რა­ფი­უ­ლი კვლე­ვა მნი­შ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­­ფორ­მა­ცი­ის წყა­რო­ა, მაგ­რამ თუ სიმ­პტო­მე­ბი თა­ვად კვლე­­ვის პრო­ცეს­ში არ ვი­თარ­დე­ბა, მა­შინ ის კარ­გავს სა­დი­აგ­ნო­ზო ღი­რე­ბუ­ლე­ბას. თუ სიმ­პტო­მე­ბი თვალ­სა­ჩი­ნო­ა, მაგ­რამ პე­რი­ო­დუ­ლი, ტარ­დე­ბა უწყ­ვე­ტი, 24-სა­ა­თი­ა­ნი ელექ­ტრო­კარ­დი­ოგ­რა­ფი­უ­ლი მო­ნი­ტო­რი­რე­ბა. სხვა შე­საძ­ლო გა­მოკ­ვლე­ვე­ბია გუ­ლის ულ­ტრა­სო­ნოგ­რა­ფია (ე­ქო­კარ­დი­ოგ­რა­ფი­ა) და სის­ხლის ანა­ლი­ზე­ბი.

ქო­ში­ნი

წყარო: ჯანმრთელობის ენციკლოპედია. მერკის სახელმძღვანელო:
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

მეხსიერების გაუარესების 7 ძირითადი მიზეზი | რა უნდა ვქნათ თუ მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემები დაგვეწყო

გადაცემა „შენი შუადღე“

მეხსიერების გაუარესების 7 ძირითადი მიზეზი | რა უნდა ვქნათ თუ მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემები დაგვეწყო

საუბრობს გიორგი ღოღობერიძე:

„მეხსიერება ძალიან აქტუალური საკითხია. ბევრს ჰგონია, რომ მეხსიერების გაუარესება ალცჰაიმერის ან სისხლძარღვების დაავადებით არის გამოწვეული. ეს ასე არ არის. საზოგადოებას მეხსიერების გაუარესების გამომწვევ იმ ძირითად და ყველაზე გავრცელებულ მიზეზებს უზიარებს, რომელთა აღმოფხვრის შედეგადაც მეხსიერების დაბრუნება შესაძლებელია.

1. მეხსიერების ერთ-ერთი  გაუარესების გამომწვევი შეიძლება იყოს ძილის აპნოე. ძილის აპნოე ეს არის დაავადება, რომლის დროსაც ადამიანი ძილის დროს ხვრინავს. ხვრინვის დროს ძალიან მაღალია საძილე არტერიების დაზიანების რისკი. როდესაც საძილე არტერიებში ლაგდება ქოლესტეროლი, თავის ტვინს ოდნავ უმცირდება სისხლმომარაგება. ეს ოდნავ შემცირებაც კი საკმარისია იმისთვის, რომ რიგი ნეირონები დაზიანდეს და თავისთავად, ადამიანის მეხსიერება გაუარესდეს. ხვრინვის პრობლემის მოგვარებით, ჩვენ მეხსიერებასაც ვიბრუნებთ.

2. მეხსიერების გაუარესების წამყვანი მიზეზი შეიძლება იყოს ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები. ფარისები ჯირკვალიც გადაღებული აქვს, მაგრამ არ სწავლობს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონულ აქტივობას. თუ ფარისებრი ჯირკვალი თავის ჰორმონებს ვერ წარმოქმნის საკმარისი რაოდენობით, თავის ტვინი არ სტიმულირდება, შესაბამისად, თუ სტიმულაცია არ ხდება, ის აღარ აქტიურობს, ამიტომ მეხსიერებაც უარესდება.

3. B12-ის ნაკლებობა. ბევრს ჰგონია, რომ ეს B12-ის ნაკლებობა სხეულში მხოლოდ მაშინ ვლინდება, როდესაც ადამიანს აქვს ანემია, აქვს ზურგის ტვინის გამოხატული დაზიანება, მოძრაობის შეზღუდვა. ასე არ არის. ადამიანს შეიძლება ვიტამინი B12 ოდნავ დააკლდეს და ეს სხვა არაფრით არ გამოვლინდეს, გარდა მეხსიერების გაუარესებისა. ოღონდ ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ვიტამინების თვითნებურად მიღება არ შეიძლება.

4. შაქრიანი დიაბეტი. ადამიანს თუ აქვს შაქრიანი დიაბეტი, შეიძლება, ის სხვა არც არაფრით არ გამოვლინდეს ხანგრძლივი დროის განმავლობაში და უბრალოდ მეხსიერების დაქვეითებით გამოვლინდეს. როდესაც დიაბეტი გაქვს გლუკოზის რაოდენობა სისხლში მაღალია. გლუკოზა არის როგორც ღრუბელი, წყალს იწოვს და ნეირონებს ცოტათი გვიშრობს. ეს ცოტათი გაშრობაც კი უკვე საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანს მეხსიერება გაუუარესდეს.

5. მედიკამენტები. წნევის დამწევები, ქოლესტეროლის დამწევები, ანტიდეპრესანტები, შფოთვის მომხსნელი წამლები, მჟავიანობის მარეგულირებლები, ძალიან ბევრი მედიკამენტია, რომელთაც ძალიან მარტივად შეუძლიათ მეხსიერების გაუარესება გამოიწვიონ. როდესაც პაციენტი მკურნალობას რჩება და წამალს აღარ სვამს, მეხსიერება უკან უბრუნდება. რა თქმა უნდა, თვითნებურად არ უნდა შეწყვიტოთ წამლების მიღება, თუ დანიშნული გაქვთ, უნდა მიიღოთ და გააგრძელოთ.

6. სტრესი. თუ მთელი დღე დაძაბული ხარ ცხოვრების რიტმით, ძალიან მარტივად გავიწყდება ყველაფერი. ადამიანი თუ სტრესშია, აქვს შფოთვა, დეპრესია, არის გადატვირთული სამსახურით, დამახსოვრება შეუძლებელია, თავის ტვინი უბრალოდ ვერ ასწრებს ამ ყველაფერთან გამკლავებას, ამიტომ ლოგიკური,ა რომ მას ექნება მეხსიერების ამოვარდნები.

7. არასაკმარისი რაოდენობით ძილი. ზოგიერთი იტყვის, რომ ძინავს 8 საათი, მაგრამ მეხსიერება მაინც არ მივარგა. გძინავს 8 საათი, მაგრამ ეს ძილი არის ძალიან ზედაპირული, რადგან ხშირ-ხშირად იღვიძებთ ღამის საათებში. ძილი კი არის 8 საათიანი, მაგრამ უხარისხო ძილია. როცა ადამიანს სძინავს, ძილი იდეალურ დონეზე უნდა იყოს. ოთახი უნდა იყოს აბსოლუტურად ბნელი, მყუდრო, უნდა იყოს სიგრილე, უნდა იყოს განიავებული… თუ ტელევიზორი ჩართულია, გარეთ რაღაცას ხერხავენ, სინათლე შემოდის… ასეთი ძილი არ გვაწყობს.

8. მძიმე მეტალები. ტყვია და ვერცხლის წყალი. საქართველოში ტყვიას მოძებნა არ სჭირდება, თვითონ გიპოვის, ყველაფერშია, რასაც არ უნდა შევეხოთ, მათ შორის, წყალშიც, საკვებშიც, გამონაბოლქვში, ჰაერში. ქალაქში ტყვიის არანორმალური რაოდენობაა. ტყვია ეტაპობრივად გროვდება ჩვენს სხეულში და დროთა განმავლობაში, ასაკთან ერთად წამოგვეწევა და სამწუხაროდ, იწვევს მეხსიერების გაუარესებას.

9. მაღალი წნევა. თუ ჩვენ გვაქვს მაღალი წნევა, უნდა ვაკონტროლოთ, მაღალი წნევა სისხლძარღვების შეუქცევად დაზიანებას და თავის ტვინის სისხლმომარაგების გაუარესებას იწვევს. ბევრს ჰგონია, წნევა თუ მაღალია, ორგანოები დიდი რაოდენობით სისხლს იღებს, არადა, ასე არ არის, რაც უფრო მაღალია წნევა, მით უფრო ნაკლები რაოდენობით იღებს ორგანოები სისხლს, ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ წნევა დავწიოთ“

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

„საკმაოდ სენსიტიური საკითხია და ეს ევროკავშირის სტანდარტების მიხედვით უნდა განხორციელდეს…“ – გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებას ეხმიანება:

„საკმაოდ სენსიტიური საკითხია და ეს ევროკავშირის სტანდარტების მიხედვით უნდა განხორციელდეს…“

„2024 წლის პირველი იანვრიდან ჯანდაცვის სამინისტროში ერთიანი ეროვნული რეესტრი ამოქმედდება დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების სერვისების მიმწოდებელი დაწესებულებებისთვის“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

კანის დაავადება ეგზემას სრულიად მოულოდნელი გამომწვევი აღმოაჩინეს

აუტანელ ქავილს, რომელიც კანის ქრონიკულ ანთებით დაავადებას, ეგზემას ახლავს თან, ახალი დამნაშავე ჰყავს.

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ კარგად ცნობილი ბაქტერია, ოქროსფერი სტაფილოკოკი (Staphylococcus aureus) განაპირობებს მუდმივ ქავილს, რადგან პირდაპირ აღიზიანებს კანის მგრძნობელობით ნეირონებს; ეს აღმოჩენა მეცნიერებს შეიძლება ახალ სამკურნალო საშუალებათა შექმნაში დაეხმაროს.

ეგზემას ატოპიურ დერმატიტსაც უწოდებენ და საკმაოდ გავრცელებულია ბავშვებსა და მოზარდებში. გვხვდება ათიდან ერთ ზრდასრულშიც.

ამ დრომდე, ეგზემის აუტანელი ქავილის მთავარ გამომწვევად მიიჩნეოდა იმუნური უჯრედები და მათ მიერ გამოყოფილი ანთებითი მოლეკულები. ეს ქავილი ძალიან ხშირად იწვევს ნაკაწრებს, რაც კანს კიდევ უფრო აზიანებს და ის წითელი, შესივებული, დახეთქილი ხდება.

წლების წინ, მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ ადამიანები, რომლებსაც კანის ცილა, სახელად ფილაგრინი აკლიათ, ეგზემისკენ უფრო მიდრეკილები არიან; თუმცა, მაინც გაურკვეველი რჩებოდა, კონკრეტულად რა იწვევდა ქავილს, რომელიც ეგზემას ახლავს თან.

ამჯერად, ამერიკელ მკვლევართა ჯგუფმა ცხოველებზე ჩატარებულ ექსპერიმენტთა სერიაში აჩვენა, რომ S. aureus-ი — ბაქტერია, რომელიც დაზიანებულ კანში აღწევს და ინფექციას იწვევს, ერთპიროვნულად განაპირობებს ქავილს, რადგან ააქტიურებს კანის ზედაპირზე არსებულ მგრძნობელობით ნერვულ უჯრედებს.

„გამოვავლინეთ ქავილის სრულიად ახალი მექანიზმი, ბაქტერია Staph aureus-ი, რომელიც ქრონიკული ატოპიური დერმატიტის მქონე თითქმის ყველა პაციენტში ვიპოვეთ. დავადგინეთ, რომ ქავილი შეიძლება გამოწვეული იყოს თავად მიკრობით“, — ამბობს ჰარვარდის სამედიცინო სკოლის იმუნოლოგი ისააკ ჩიუ.

ადამიანში ეგზემის მოდელირებისთვის, მკვლევრებმა თაგვებს S. aureus-ით გაჟღენთილი მარლა შემოახვიეს. ბაქტერიას თაგვების ნაკაწრებზე ზემოქმედება შეეძლო. დადგინდა, რომ ბაქტერიები კანის ზედა ფენის, ეპიდერმისის მგრძნობელობით ნერვულ დაბოლოებებთან შეჯგუფდნენ.

იმის გასარკვევად, როგორ შეიძლება ზემოქმედებდეს ბაქტერია ამ ნერვებზე, მკვლევრები სისტემატურად ტესტავდნენ S. aureus-ის ინჟინერიით გამოყვანილ სხვადასხვა შტამს, რომლებსაც მიკრობთა მოლეკულური არსენალის სპეციფიკური კომპონენტები აკლდათ.

ცხრა სხვადასხვა ფერმენტის გამორიცხვის შემდეგ, ჩიუმ და მისმა კოლეგებმა იპოვეს ერთი ფერმენტი, რომელსაც S. aureus-ი კანთან კონტაქტისას გამოყოფს — პროტეაზა V8. ის თაგვებში ქავილს იწვევდა, რადგან ააქტიურებდა კიდევ ერთ ცილას, სახელად PAR1-ს, რომელიც მგრძნობელობით ნეირონებს ააქტიურებს.

ფერმენტ V8-ს არმქონე S. aureus-ის ზემოქმედებისას, თაგვები თითქმის არ იფხანდნენ და მათი კანიც ნაკლებად აქერცლილი და გაღიზიანებული იყო. ასევე მსუბუქი იყო სიმპტომები, როცა თაგვები დაამუშავეს პრეპარატით, რომელიც ცილა PAR1-ს ბლოკავს.

შემდეგმა ექსპერიმენტებმა გამორიცხა იმუნური უჯრედები, როგორც ცხოველის ქავილის გამომწვევი მიზეზი. თაგვები, რომლებსაც პოხიერი უჯრედები (მასტოციტი) და ბაზოფილები არ ჰქონდა (იმუნურ უჯრედთა ტიპი, რომლებიც ქავილსა და ალერგიებში მონაწილეობენ), ბაქტერია S. aureus-ის ზემოქმედების შემდეგ ფხანას განაგრძობდნენ.

„აუცილებელი არ არის, ყოველთვის ანთება გქონდეთ, რომ მიკრობებმა ქავილი გამოიწვიონ; პირიქით, ქავილი კანზე ანთებას აძლიერებს“, — განმარტავს კვლევის ერთ-ერთი ავტორი, ჰარვარდის სამედიცინო სკოლის მიკრობიოლოგი ლივენ დენგი.

თუ ეს ადამიანებშიც დადასტურდა, აღმოჩენა შეიძლება წარმოადგენდეს აშკარა სამიზნეს ახალი პრეპარატებისთვის, რომლებიც ეგზემის თანმხლებ დაუსრულებელ ქავილს მრავალ პაციენტს შეუმსუბუქებს.

ეგზემის სამკურნალო ამჟამინდელ პრეპარატთა უმეტესობა კანის დაამებას და იმუნური სისტემის დამშვიდებას ცდილობს; ასევე კანის ბარიერის აღდგენას მდგომარეობის მთლიანად მოსუფთავების გარეშე.

ამ კვლევაში დატესტილი ცილა PAR1-ის მბლოკავი უკვე გამოიყენება ადამიანებში სისხლის შედედების წინააღმდეგ და შესაბამისად, ადვილი იქნება მისთვის მიზნის შეცვლა. ატოპიური დერმატიტის მქონე პაციენტთა ნიმუშებში თაგვების მსგავსად მაღალი იყო V8-ს დონე და უფრო მეტი იყო ბაქტერია S. aureus-ი, ვიდრე ჯანმრთელ კანში.

მიუხედავად მკაფიო შედეგებისა, მეცნიერები ამბობენ, რომ საჭიროა ამ საკითხის კიდევ უფრო მეტი კვლევა.

კვლევა Cell-ში გამოქვეყნდა.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

შორეულ მომავალში დედამიწაზე უზარმაზარი სუპერკონტინენტი წარმოიქმნება

სუპერკონტინენტები, ხმელეთის გიგანტური მასები, რომლებიც რამდენიმე სხვადასხვა კონტინენტისგან შედგებოდა, 200 მილიონი წლის შემდეგ შეიძლება დედამიწაზე შეიძლება კვლავ გამოჩნდეს, რასაც დრამატული გავლენა ექნება ჩვენი პლანეტის კლიმატზე.

სენსაცია – კარაქსა და საქონლის ხორცში კიბოს უჯრედების გამანადგურებლები იპოვეს

ჩიკაგოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა, ჩაატარეს ძალიან სიღრმისეული და დეტალური კვლევა, დაამტკიცეს, რომ სრულცხიმიანი რძის პროდუქტები, საქონლის ხორცი და ცხვრის ხორცი შეიცავს ნივთიერებას, რომელიც ეხმარება კიბოს მკურნალობას.

კვლევა Nature-ში, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სანდო და რეიტინგულ სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნდა.

კვლევით დადგინდა, რომ კიბოს უჯრედების წინააღმდეგ მებრძოლი აქტიური ნივთიერება აღმოჩნდა ტრანსვაქცენური ცხიმოვანი მჟავა. ის შეიწოვება და გროვდება ცხიმებსა და რძეში. აქედან გამომდინარე, ეს ნივთიერება ბევრია კარაქში, ცხიმოვანი რძის პროდუქტები, საქონლის ხორცი და ცხვრის ხორცი. ასევე ბევრია დედის რძეში.

მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ცხიმოვანი მჟავა აუმჯობესებს იმუნური სისტემის სპეციალური უჯრედების უნარს, შეაღწიონ სიმსივნეებში და მოკლას კიბოს უჯრედები.

ეგეტარიანელობა ადამიანს ართმევს უამრავ სასარგებლო ნივთიერებას, რომლის მიღებაც მცენარეული საკვებიდან შეუძლებელია.

წყარო:

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights