ასტრონომებს აღმოჩენილი აქვთ მრავალი თეთრი ჯუჯა ვარსკვლავი, რომლებსაც გარს ნარჩენების დისკოები აკრავთ. ეს დისკოები ვარსკვლავის მიერ ევოლუციის პროცესში განადგურებულ პლანეტათა ნაშთებია. თუმცა, ასევე აღმოჩენილია თეთრი ჯუჯას გარშემო მოძრავი, იუპიტერის მასის მქონე ხელუხლებელი პლანეტა.
იმუნოდეფიციტის ჩამოყალიბება იწვევს ისეთ დაავადებებს, როგორიც არის შიდსი
გადაცემა „იმუნიტეტი“
ძვირადღირებული მედიკამენტები 40-მეტ ბენეფიციარს დაუფინანსა
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
ჯანდაცვის სამინისტრო, ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს, NOVARTIS-ისგან, პირდაპირი შესყიდვით შეიძენს
ჯანდაცვის სამინისტრო, მაღალხარისხიან მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, რეფორმებს აგრძელებს. ამჯერად, უწყებამ, ინოვაციური ონკოლოგიური ფარმაცევტული პროდუქტის შესასყიდად, მსოფლიოს წამყვან კიდევ ერთ ფარმაცევტულ კომპანია „ნოვარტისთან“ გააფორმა ხელშეკრულება. შედეგად, 2024 წელს, პაციენტები, 8 დასახელების სხვადასხვა მედიკამენტს, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიიღებენ. ეს მედიკამენტებია: „კისქალი“, „ჯაკავი“, „მეკინისტი“, „ტაფინლარი“, „ვოტრიენტი“, „აფინიტორი“, „ზომეტა“, „ფემარა“.
უშუალოდ მწარმოებლისგან, სპეციალური ფასითა და პირობებით, პირდაპირი გზით შესყიდვის მიზანი, მოსახლეობისთვის, მედიკამენტებზე, მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. ცვლილებით, მნიშვნელოვნად ფართოვდება საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა და იზრდება ბენეფიციართა მოცვა. შედეგად, თითოეული პაციენტი, ჯანდაცვის სამინისტროსგან, მკურნალობისთვის საჭირო რაოდენობის მედიკამენტებს მიიღებს.
„ნოვარტისი“ მეორე მწარმოებელია, რომლისგანაც, ჯანდაცვის სამინისტრო, ინოვაციურ მედიკამენტებს, პირდაპირი წესით შეისყიდის – უწყებამ, კომპანია „როშესთან“, ხელშეკრულება 2023 წლის ნოემბერში გააფორმა.
ჯანდაცვის სამინისტრო აგრძელებს მოლაპარაკებებს მსოფლიოს იმ წამყვან მწარმოებლებთან, რომელთა მედიკამენტებიც საქართველოში ფართოდ გამოიყენება და სახელმწიფო დანახარჯების ყველაზე დიდი წილი მოდის.
წამლების უშუალოდ მწარმოებლისგან შესყიდვა, მათზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმების ნაწილია. მედიკამენტებზე ჯიბიდან გადახდების შემცირების მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2022 წელს თურქული ფარმაცევტული ბაზარი გაიხსნა, დაინერგა ელექტრონული რეცეპტების სისტემა, 2023 წლიდან კი, 5 000-ზე მეტ მედიკამენტზე რეფერენტული ფასი ანუ ზედა ზღვარი დაწესდა. აღნიშნული ერთიანი რეფორმები, მედიკამენტების ფასის, საშუალოდ, 60%-ით შემცირების შესაძლებლობას იძლევა.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
რას ნიშნავს სამკურნალო საშუალების ვარგისობის ვადა? შეიძლება თუ არა ვადა გასული მედიკამენტების გამოყენება?
შეიძლება თუ არა ვადა გასული მედიკამენტების გამოყენება?
„1979 წლიდან აშშ-ის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) მწარმოებელი კომპანიები დაავალდებულა რეცეპტით გასაცემ და ურეცეპტო მედიკამენტების შეფუთვაზე დაეტანათ სამკურნალო საშუალების ვარგისობის ვადა. ეს არის რიცხვი, როდემდეც მედიკამენტის სრული პოტენცია (სიძლიერე) და უსაფრთოხოება გარანტირებულია.
როგორც წესი, ეს დრო მერყეობს 12-დან 60 თვემდე მედიკამენტის წარმოებიდან.
დაინტერესება ამ საკითხის მიმართ გაჩნდა მას შემდეგ, რაც გაკეთდა ანალიზი იმის თაობაზე, რომ აშშ-ის სამხედრო ნაწილები მარაგის სახით ინახავდნენ დიდი რაოდენობით მედიკამენტებს როგორც საჯარო დანაყოფების, ასევე მოსახლეობისათვის სასწრაფო შემთხვევების დროს გამოსაყენებლად. გაწეული უდიდესი ფინანსური ხარჯების მაჩვენებელი აშკარა იყო. მარაგში არსებული ამ პრეპარატების დიდი რაოდენობით გადაყრა/განადგურებით, იმის გამო, რომ მათ ვადა ჰქონდათ გასული, უდიდესი ფინანსური რესურსი იხარჯებოდა. ხოლო სამეცნიერო მტკიცებულებით თუ დადგინდებოდა, რომ წამლის ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ ამ მედიკამენტების გამოყენება ეფექტური და უსაფრთხო იქნებოდა, ამით მოხდებოდა ფინანსური ზარალის პოტენციურად მნიშვნელოვანი შემცირება.
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტისათვის ამ ინფორმაციის წარმოსადგენად FDA-იმ ჩაატარა 122 სხვადასხვა გავრცელებული ფორმის მედიკამენტის ანალიზი – The Shelf-Life Extension Program (SLEP), რომელიც იკვლევდა მათ მარაგში არსებული პრეპარატების გრძელვადიან სტაბილურობას. 3000 სხვადასხვა ლოტის/პარტიის მედიკამენტების აქტიური ტესტირებით დადგინდა, რომ 10-დან 9 წამლების ლოტს/პარტიას ჰქონდა 90%-ზე მეტი პოტენცია (სიძლიერე) ვადის გასვლიდან 1 წელიწადში. ამ დონის გაფართოებული პოტენციის საშუალო მაჩვენებელი იყო 5 წელი ვადის გასვლიდან.
კიდევ უფრო ახალი, შთამბეჭდავი კვლევა სწავლობდა მედიკამენტებში შემავალი აქტიური ნივთიერებების სტაბილურობას წამლის ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. 8 მედიკამენტი, რომელიც შეიცავდა 15 სხვადასხვა ნივთიერებას – ყველა მათგანი შესწავლილ იქნა 28-დან 40 წლის შემდეგ ვადის გასვლიდან ქიმიური ანალიზის გამოყენებით. დადგინდა, რომ უმრავლესობა (86%) იყო სულ მცირე 90%-იანი პოტენციის; 14-დან 12-მა შეინარჩუნა სრული 100%-იანი პოტენცია 336 თვის განმავლობაში და 8-მ სრული პოტენცია სულ მცირე 480 თვე.
ორი აღსანიშნავი გამონაკლისი გახლდათ აცეტამინოფენი (პარაცეტამოლი) – 38% აქტიური ნივთიერებისა იქნა ნანახი ტესტირებულ ტაბლეტში და ასპირინი – 4%-დან 10%-მდე აქტიური ინგრედიენტი იქნა ნანახი.
კიდევ ერთი საინტერესო კვლევა ჩატარდა British Antarctic Survey Medical Unit-ის მიერ – შესწავლილ იქნა წამლები, რომლებიც ტრანსპორტირებული იყო გემის საშუალებით მსოფლიოს შორეულ ნაწილში და სადაც არ ხდებოდა ჰაერის ტემპერატურის კონტროლი. გემმა გადაკვეთა და იმოგზაურა სხვადასხვა ტროპიკის გავლით (ჰაერის ტემპარატურა 25°C-30°C 3 კვირის განმავლობაში) და ამ ტემპერატურულ პირობებში ყოფნის შემდეგ მოხდა წამლების ტრანსპორტირება ბაზაზე არსებითად გაყინვის ტემპერატურის დაბალ მაჩვენებელზე (ანუ მკვეთრი ტემპერატურული ცვლილება 30°C-დან < 0°C). ამ კვლევით შესწავლილ იქნა 5 მედიკამენტი – 1. ატროპინი (ანტიქოლინერგული); 2. ნიფედიპინი (კალციუმის არხის ბლოკერი – ანტიჰიპერტენზიული); 3. ფლუკლოქსაცილინი (ანტიბიოტიკი); 4. ნაპროქსენი (ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდი); 5. ბენდროფლუმეთიაზიდი (შარდმდენი – ანტიჰიპერტენზიული). ყველა მათგანი იყო სტაბილური ვადის გასვლის მიუხედავად.
შეზღუდული სამეცნიერო მტკიცებულება არსებობს თვალის წვეთებთან მიმართებაში, აქედან გამომდინარე ვადა გასული თვალის წვეთების გამოყენება არ არის რეკომენდირებული.
რაც შეეხება ეპინეფრინს/ადრენალინს – ჩატარდა რამოდენიმე კვლევა, რომელიც სწავლობდა ჰოსპიტალების საწყობიდან ამოღებული ამ პრეპარატების უსაფრთხოებასა და ეფექტურობას 30 თვის შემდეგ ვადის გასვლიდან. ქიმიური და მიკრობული ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ისინი იყვნენ სტერილური და სუფთა. რაც შეეხება პოტენციას – ისინი შეიცავდნენ 80%-ს არსებული ნივთიერების კონცენტრაციისა 25 თვის შემდეგ ვადის გასვლიდან.
მეტა-ანალიზმა აჩვენა რომ ეპინეფრინის/ადრენალინის მზა შპრიცები, ამპულები იყო სტაბილური, სტერილური და უსაფრთხო ვადის გასვლიდან 90 დღის შემდეგაც.
ერთადერთი ვადაგასული მედიკამენტი, რომელზეც მოიპოვება ინფორმაცია, რომ მან გამოიწვია ინტოქსიკაცია არის ტეტრაციკლინის კონკრეტული ფორმულა, რომელიც დღეისათვის ამოღეულია ხმარებიდან. ამ ერთი შემთხვევის გარდა, არ არსებობს არცერთი გამოქვეყნებული ადამიანის მოწამვლის შემთხვევა ვადაგასული პრეპარატის მიღების გამო.
პრეპარატები ხსნარების და სუსპენზიების სახით ნაკლებად სტაბილურებია და მათი გამოყენება არ არის რეკომენდებული ვადის გასვლის შემდეგ.
აქედან გამომდინარე, პაციენტებისათვის, რომლისთვისაც მედიკამენტების ფასი მნიშვნელოვანია და მათი შეძენა პრობლემას წარმოადგენს, სრულიად უსაფრთხოდ და ეფექტურად შეუძლიათ გამოიყენონ ვადაგასული პრეპარატები, რამდენიმე ზემოთ აღნიშნული გამონაკლისის გარდა“, – წერს ექიმი ზაზა თელია სოციალურ ქსელში.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
მეცნიერები გვაფრთხილებენ – შესაძლოა, „ზომბი ვირუსი“ გავრცელდეს ადამიანებზე…
მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ ვირუსი სახელად „ზომბი ირმის დაავადება“ შეიძლება გავრცელდეს ადამიანებზე.
შეერთებულ შტატების ჩრდილოეთში, ირმებში ძალიან სწრაფად ვრცელდება ქრონიკული დაავადება (CWD), რომელსაც ასევე უწოდებენ “ზომბის ვირუსს”.დაავადება არ იკურნება და სიკვდილს იწვევს.
დაავადება იწვევს ცვლილებებს ცხოველის ტვინში, ჩნდება ლეთარგია, არასტაბილური სიარული, ცარიელი მზერა და გახშირებული ნერწყვდენა. ამ ნიშნების გამო მონადირეებმა ცხოველებს ზომბები უწოდეს.
მკვლევრები არ გამორიცხავენ, რომ დაავადებამ უკვე შეძლოს სახეობათაშორისი ბარიერის გადალახვა და მომავალში შესაძლოა ადამიანი დააინფიციროს.
“არავინ ამბობს, რომ ეს აუცილებლად მოხდება, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ხალხი იყოს მზად”.
ამჟამად არ არსებობს ვაქცინები ან სხვა სამკურნალო საშუალებები CWD-სთვის. ექსპერტები კატეგორიულად არ გვირჩევენ ძროხის ხორცის მიღებას უახლოეს მომავალში.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
ძაღლს გული გაუჩერდა – გადასარჩენადაც რთული ოპერაცია ჩატარდა
ვეტკლინიკაში მოკვდა ძაღლი, რომელიც მძიმე დაზიანებებით ბაღდათის მუნიციპალიტეტიდან დედაქალაქში გადაიყვანეს. კლინიკა “ვეტ-მედიში”, სადაც მას რთული ოპერაცია ჩაუტარდა, ამბობენ, რომ ძაღლს გული გაუჩერდა.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
მეცნიერებათა აკადემიამ პოლიტოლოგიის დარგში მიხეილ მუსხელიშვილის სახელობის აკადემიური პრემია დააწესა
„დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყანა უმნიშვნელოვანეს ეტაპზეა, როდესაც ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს, რაც ევროკავშირის სრულფასოვან წევრობასთან საქართველოს კიდევ უფრო მეტად აახლოებს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმმა დააწესა მიხეილ მუსხელიშვილის სახელობის აკადემიური პრემია პოლიტოლოგიის დარგში“, – ამის შესახებ მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის განცხადებაშია ნათქვამი.
„საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის 27 დეკემბრის სხდომის ერთ-ერთ საკითხს წარმოადგენდა საერთაშორისო სამართლის სპეციალისტის, პროფესორ მიხეილ მუსხელის (მუსხელიშვილი), სახელობის აკადემიური პრემიის დაწესება მიხეილ მუსხელი (მუსხელიშვილი) იყო საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი, ევრო¬პის უნივერსიტეტების ასოციაციის პრეზიდენტი, საუნივერსიტეტო ფედერალისტთა კავშირის თანადამფუძნებელი, კაიროს და სტრასბურგის უნივერსიტეტების პროფესორი, საზოგადო მოღვაწე, ევროპის ხალხთა კონგრესის პრეზიდენტი, ევროპული ფორმაციის ინტერნაციონალური ცენტრის ბიუროს ვიცე–პრეზიდენტი, „აკადემიური პალმის“ ჯილდოს კავალერი. მიხეილ მუსხელმა 1959 წელს, სტრასბურგში დააარსა „მუსხელის ცენტრი“ („საბჭოთა კავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების კვლევის ცენტრი“), რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა.
მიხეილ მუსხელმა გასტონ სტეფანთან ერთად წამოაყენა ერთიანი ევროპის იდეა და თანამოაზრეებთან ერთად შექმნა ფედერალური ევროპის კონსტიტუციის პროექტი, რომელიც ევროკავშირის შექმნასა და ევროპის ქვეყნებს შორის საზღვრების წაშლას ქადაგებდა. მან დიდად გაუსწრო დროს და ერთიანი ევროპის იდეას მრავალი ნაშრომი მიუძღვნა. მიხეილ მუსხელის აზრით, „ევროპელობა განისაზღვრება არა გეოგრაფიით, არა რასით, არა ენით და არა წეს-ჩვეულებებით, არამედ მისი სულის გარკვეული თვისებებით. დასავლური ცივილიზაციის გარიჟრაჟზე, საქართველო ევროპის შემადგენლობაში იყო; რუსეთის ანექსიამდე, მისი მზერა ყოველთვის დასავლეთისკენ იყო მიმართული, ამიტომ დადგა დრო, რომ ქართველებმა გააცნობიერონ თავიანთი ევროპული იდენტობა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
ჯანდაცვის სამინისტრომ „როშესგან“ პირდაპირი შესყიდვით, ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები შეიძინა
ინოვაციური ონკოლოგიური მედიკამენტები, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტრომ მსოფლიოს წამყვანი ფარმაცევტული კომპანია „როშესგან“ პირდაპირი შესყიდვის გზით შეიძინა, საქართველოშია. უწყებამ მწარმოებლისგან 13 დასახელების ონკოლოგიური მედიკამენტი – „ავასტინი“, „ალეცენზა“, „გაზივა“, „ზელბორაფი“, „კადსილა“, „მაბტერა“, „პერჯეტა“, „პოლივი“, „როზლიტრეკი“, „ტარცევა“, „ტეცენტრიკი“, „ფესგო“, „ჰერცეპტინი“ მნიშვნელოვანდ დაბალ ფასად შეიძინა. 2024 წლის იანვრიდან პაციენტები აღნიშნულ მედიკამენტებს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიიღებენ.
უშუალოდ მწარმოებლისგან, სპეციალური ფასითა და პირობებით პირდაპირი გზით შესყიდვის მიზანი მედიკამენტებზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. ცვლილებით მნიშვნელოვნად ფართოვდება საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა და იზრდება ბენეფიციართა მოცვა. შედეგად, თითოეული პაციენტი ჯანდაცვის სამინისტროსგან მკურნალობისთვის საჭირო რაოდენობის მედიკამენტებს მიიღებს.
კომპანია „როშესთან“ ხელშეკრულება 2023 წლის ნოემბერში გაფორმდა. ჯანდაცვის სამინისტრო რეფორმას აგრძელებს და მოლაპარაკებები მსოფლიოს იმ წამყვან მწარმოებლებთან აქვს, რომელთა მედიკამენტებიც საქართველოში ფართოდ გამოიყენება და სახელმწიფო დანახარჯების ყველაზე დიდი წილი მოდის.
როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მედიკამენტების უშუალოდ მწარმოებლისგან შესყიდვა, წამლებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმების ნაწილია. მედიკამენტებზე ჯიბიდან გადახდების შემცირების მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2022 წელს თურქული ფარმაცევტული ბაზარი გაიხსნა, დაინერგა ელექტრონული რეცეპტების სისტემა, 2023 წლიდან კი, 5 000-ზე მეტ მედიკამენტზე რეფერენტული ფასი ანუ ზედა ზღვარი დაწესდა. აღნიშნული ერთიანი რეფორმები, მედიკამენტების ფასის საშუალოდ 60%-ით შემცირების შესაძლებლობას იძლევა.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
შარდის შეუკავებლობის მკურნალობის ყველაზე ეფექტური მეთოდები ქალებისთვის
გადაცემა „იმუნიტეტი“










