#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
მნიშვნელოვან როლს ასრულებს ზოგადი ჯანმრთელობის, განსაკუთრებით კი, გულის ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში
დროული დიაგნოსტიკითა და მკურნალობით შესაძლებელია დაავადების პროგრესირების მართვა
როგორ დავეხმაროთ შვილებს, რომ იყვნენ წარმატებულები?
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“
„ნებისმიერი შეფასებითი კომპონენტი, რომელსაც მშობელი გამოიყენებს, ბავშვზე აისახება. ეჭვი არ უნდა შევიტანოთ, რომ მე რაღაც გამომივა, რაღაცაში წარმატებული ვიქნები. მშობელი გადამწყვეტია ბავშვთან მოლოდინების ფორმულირებაში, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს ერთგვარი კიბე და მშობელი გრძელვადიანად ხედავს, როგორია კიბის დასასრული. მაგრამ ყოველ მოცემულ მომენტში ის ბავშვს არ სთხოვს, მაღლა და მაღლა ავიდეს, არამედ ის საფეხური დაძლიოს, რომელიც მას ამ მომენტში შეუძლია. ამ დროს მშობელი ეხმარება ბავშვს და იღებს უკუკავშირს, ეს არის ყველზე ეფექტური და მარტივი მოდელი.
არსებობს მიზანი, რომელიც ალბათ ბავშვისთვისაც ხელშესახებია და მშობლისთვისაც ნათელია და მისი შესრულების პატარა საფეხურებით იწყება, რომელიც მიგვიყვანს შედეგამდე. ეს გზად ნამდვილად გაგვიყვანს შედეგამდე. უნდა გვახსოვდეს, რომ წარმატება დგება მხოლოდ ბედნიერ და გახარებულ ტვინში. ნებისმიერი საგანმანათლებლო სიტუაციის მთავარი ამოცანა სწორედ ეს არის. აქ მნიშვნელოვანია ოპტიმისტური რეალიზმი. რეალიზმი არის ის, როცა მე ვიცი, რა გამომდის.
როდესაც მშობლები ვამბობთ, რომ ნიჭიერია ბავშვი, ეს ზოგადია, უფრო მარტივად უნდა ავხსნათ, რა გამოსდის მას.
ავიღოთ ორი ასაკობრივი ჭრილი, 96 წლის პიანისტი, რომელსაც სოლო კონცერტი აქვს და ერთი წლის ბავშვი, რომელიც დგას პირველ ნაბიჯებს. როცა ვამბობთ, ნიჭიერია ადამიანი? წარმატებულია ის? ერთი წლის ბავშვის შემთხვევაში ჩვენი მიზანია ის, რომ მან ჯერ უნდა გაიაროს, 96 წლის ადამიანის შემთხვევაში, კი მიზანი ბევრად სხვაა. ერთი წლის ბავშვს რომ დავუბრუნდეთ, მას ნაბიჯების გადასადგმელად სჭირდება შესაძლებლობა, რომ დაიწყოს სიარული. მას სჭირდება ამის მოტორული წინაპირობა. არიან ბავშვები, რომლებმაც რთულად ისწავლეს და ისინი, ვინც მარტივად სწავლობს. არიან ისეთებიც, ვინც ადვილად ისწავლეს, თუმცა ეს ვერაფერში გამოიყენეს, მაგრამ ისეთებიც, ვინც რთულად ისწავლა, წავიდა სპორტში და გადასარევად იყენებს ფიზიკურ უნარებს. მაშ, რომელი ბავშვი გაივლის უფრო სწრაფად? ის, ვისაც მეტი მცდელობა აქვს და კარგი მხარდაჭერა. ბავშვმა სისტემატურად უნდა მოსინჯოს თავისი უნარები, გავარჯიშდეს, რომ ეს ნაბიჯები გადადგას, მაგრამ გარემო უნდა ეხმარებოდეს მას.
იმისთვის, რომ ბავშვი იყოს ნიჭიერი, წარმატებული და ბეჯითი, მას უნდა ჰქონდეს დადებითი ემოციები, იმიტომ, რომ ტვინი მხოლოდ ამ მდგომარეობაში სწავლობს. თუ მე მხარდამჭერი მშობელი მყავს, მაქვს შანსი, რომ ვიყო პოზიტიურ გარემოში და წავიდე დადებითი ემოციებისკენ. ერთი მხრივ, ხომ ადვილია სიხარულის გაცემა, მაგრამ როცა ბავშვი დაღლილია, გამოუძინებელია, ბევრი აქვს სამეცადინო, სად იპოვოს მან სიხარული?“
ვაკუუმ-ასისტირებული ლაზერული აბლაცია – ახალი სიტყვა თანამედროვე მიკროქირურგიულ ფლებოლოგიაში
პირველად საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში, კლინიკა „კონსილიუმ მედულაში“ ფლებოლოგმა უჩა დოლიძემ ჩაატარა ვაკუუმ-ასისტირებული ლაზერული აბლაციის პროცედურა. ლაზერული აბლაციის (VALA – Vacuum Assisted Laser Ablation) ეს მეთოდი იძლევა შესაძლებლობას, საიმედოდ, უსაფრთხოდ და გართულებების რისკის გარეშე ლაზერით დაიხუროს დიდი, 15 მმ-ზე მეტი დიამეტრის ვარიკოზული ვენები.
ვარიკოზული დაავადებების მკურნალობის ყველაზე თანამედროვე მინიინვაზიური მეთოდის, ლაზერული აბლაციის დროს ლაზერის ზემოქმედება ხდება ცარიელი ვენის კედელზე, პროცედურა ტარდება ადგილობრივი გაუტკივარებით. თუმცა ბოლო დრომდე, დიდი დიამეტრის ვარიკოზული ვენების შემთხვევაში, ამ მეთოდის გამოყენება ტექნიკურ სირთულეებს უკავშირდებოდა.
სწორედ ამ ტექნიკური პრობლემის გადასაჭრელად შეიქმნა ვაკუუმ-ასისტირებული ლაზერული აბლაციის მეთოდი. ვაკუუმ გამომქაჩი ახორციელებს აბლაციის დროს სანათურში ნარჩენი სისხლის ასპირაციას და ვარიკოზული ვენის კედლის ადეკვატურ კონტაქტს ლაზერულ ბოჭკოსთან, რითაც მიიღწევა ვარიკოზული ვენის კედლების სრულფასოვანი აბლაცია და უმტკივნეულო პოსტოპერაციული პერიოდი. მკურნალობის ამ მეთოდს აქვს შესანიშნავი კოსმეტიკური შედეგი, სრულად შენარჩუნებული ცხოვრების მაღალი ხარისხი და შრომისუნარიანობა.
ვაკუუმ-ასისტირებული ლაზერული აბლაციის უპირატესობები სტანდარტულ ლაზერულ აბლაციასთან შედარებით:
- დიდი (15 მმ ზე მეტი) დიამეტრის მქონე ვარიკოზული ვენების უსაფრთხო და საიმედო დახურვა;
- დიდი დიამეტრის ვარიკოზული ვენის ლაზერით დახურვა მცირე ენერგიების გამოყენებით, რისი შედეგიცაა ოპერაციის შემდგომი უმტკივნეულო პერიოდი;
- ბოჭკოს კარბონიზაციის და ვენის სანათურში დაშლის რისკის გაქრობა;
- შესაძლო გართულებების მინიმიზირება;
- ადგილობრივი ანესთეზიის მოცულობის შემცირება.
ვაკუუმ-ასისტირებული ლაზერული აბლაცია ტარდება გერმანული წარმოების Biolitec-ის თანამედროვე აპარატით Leonardo Dual 45, ElVeS Radial 2 ring PRO ბოჭკოების გამოყენებით. პროცედურა ტარდება ამბულატორიულად, ადგილობრივი გაუტკივარებით, განაკვეთების გარეშე. ხანგრძლივობა 30- 40 წუთი. პაციენტი არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას.
ფლებოლოგის არსენალში ვაკუუმ-ასისტირებული ლაზერული აბლაციის მეთოდის არსებობა შესაძლებელს ხდის ნებისმიერი დიამეტრის (გიგანტური) ვარიკოზული ვენის საიმედო, უსაფრთხო და უმტკივნეულო დახურვას.
კლინიკა „კონსილიუმ მედულაში“ ტარდება ვარიკოზული ვენებისა და მისი გართულებების მიკროქირურგიული მკურნალობა. მკურნალობის მეთოდებია: ენდოვენური ლაზერული აბლაცია, მინი- და მიკროფლებექტომია, ექოსკლეროთერაპია, მიკროსკლეროთერაპია.ვარიკოზულად გაგანიერებული ვენების მოცილება ხდება ენდოვენური ლაზერული აბლაციითა და მიკროფლებექტომიით, აბლაციის პროცესი მიმდინარეობს დუპლექსსკანირების კონტროლით.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
ტესტი რეკომენდებულია იმ პაციენტებისათვის, რომელთაც აქვთ გაურკვეველი მიზეზებით გამოწვეული გულის წასვლა გულში რაიმე სტრუქტურული ცვლილებების გარეშე
დახრილი მაგიდის ტესტი
დახრილი მაგიდის ტესტი რეკომენდებულია იმ პაციენტებისთვის, რომელთაც აქვთ გაურკვეველი მიზეზებით გამოწვეული გულის წასვლა (სინკოპე) გულში რაიმე სტრუქტურული ცვლილებების (როგორიცაა აორტის სარქვლის სტენოზი) გარეშე. კვლევის დროს მოძრავ მაგიდაზე დაფიქსირებულ პაციენტს 15-20 წუთის განმავლობაში უცვლიან დახრის კუთხეს 60-დან 80 გრადუსამდე და მუდმივად უზომავენ წნევას, უთვლიან პულსს. თუ არტერიული წნევა არ მცირდება, პაციენტისთვის ინტრავენურად შეჰყავთ იზოპროტერენოლი (აძლიერებს გულის მუშაობას) ისეთი დოზით, რომელიც გამოიწვევს გულისცემის აჩქარებას 20 დარტყმით წუთში. ამ პროცედურის გამოყენებისას ხშირია ცრუდადებითი შედეგი. ის 30-60 წუთი გრძელდება, უსაფრთხოა.
ელექტროფიზიოლოგიური ტესტირება
წყარო: ჯანმრთელობის ენციკლოპედია. მერკის სახელმძღვანელო:
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
ელექტროფიზიოლოგიური ტესტირება ინვაზიური გამოკვლევაა და ანესთეზიის გამოყენებით ტარდება, ის უსაფრთხო პროცედურაა…
ელექტროფიზიოლოგიური ტესტირება
ელექტროფიზიოლოგიური ტესტირება გამოიყენება გულის რიტმისა და გულში ელექტრული იმპულსების გატარების დარღვევების შესაფასებლად. კვლევა კლინიკაში ტარდება. ადგილობრივი ანესთეზიის შემდეგ ექიმს, ფლუოროსკოპიის კონტროლით, მცირე ზომის ელექტროდებიანი კათეტერი საზარდულის მიდამოს ვენის ან, ზოგჯერ, არტერიის გავლით შეჰყავს გულის საკნებში. კათეტერის საშუალებით რიტმი იწერება გულის შიგნიდან, რაც დარღვევის სახისა და მისი გამომწვევი მიზეზების დადგენის საშუალებას იძლევა.
ჩვეულებრივ, გამოკვლევის დროს, ექიმი არითმიის პროვოცირებას ახდენს, რათა დაადგინოს, როგორ იმოქმედებს ესა თუ ის მედიკამენტი არითმიისა და გამტარებლობის დარღვევის სხვადასხვა ფორმის დროს, საჭიროა თუ არა ქირურგიული ჩარევა გულშიგა ანომალიური ელექტრული კავშირების კორექციისთვის. საჭიროებისას, ექიმს შეუძლია აღადგინოს გულისცემის ნორმალური რიტმი ხანმოკლე ელექტრული შოკით (კარდიოვერსია). მიუხედავად იმისა, რომ ელექტროფიზიოლოგიური ტესტირება ინვაზიური გამოკვლევაა და ანესთეზიის გამოყენებით ტარდება, ის უსაფრთხო პროცედურაა, გრძელდება 1-2 საათი, სიკვდილის რისკია 1:5000.
არტერიული წნევის ხანგრძლივი ამბულატორიული მონიტორირება
წყარო: ჯანმრთელობის ენციკლოპედია. მერკის სახელმძღვანელო:
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
ჩანაწერის საფუძველზე განისაზღვრება აქვს თუ არა პაციენტს მაღალი არტერიული წნევა და, თუ აქვს, რამდენად მაღალია წნევის მაჩვენებლები
არტერიული წნევის ხანგრძლივი ამბულატორიული მონიტორირება
თუ არტერიული ჰიპერტენზიის დიაგნოზი საეჭვოა (მაგალითად, ექიმთან ვიზიტებისას არტერიული წნევის მონაცემები ცვალებადია), მიმართავენ არტერიული წნევის 24-საათიან მონიტორირებას. ჩამწერი მოწყობილობა მცირე ზომის პორტატული მონიტორია, რომელიც დაკავშირებულია პაციენტის მკლავზე დამაგრებულ მანჟეტთან. მონიტორი 24 ან 48 საათის განმავლობაში რეგულარულად იწერს არტერიული წნევის მაჩვენებლებს. ჩანაწერის საფუძველზე ექიმი განსაზღვრავს, აქვს თუ არა პაციენტს მაღალი არტერიული წნევა და, თუ აქვს, რამდენად მაღალია წნევის მაჩვენებლები.
ჰოლტერის მონიტორი:
ელექტროკარდიოგრამის ჩაწერა 24 საათის განმავლობაში
მცირე ზომის მოწყობილობა პაციენტს ცალ მხარზე აქვს ჩამოკიდებული. მოწყობილობა დაკავშირებულია გულმკერდზე მიმაგრებულ ელექტროდებთან. მონიტორი 24 საათის განმავლობაში უწყვეტად იწერს გულში მიმდინარე ელექტრულ პროცესებს.
ხანგრძლივი ამბულატორიული ელექტროკარდიოგრაფია
წყარო: ჯანმრთელობის ენციკლოპედია. მერკის სახელმძღვანელო:
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
რა დაავადებების შემთხვევაში ხდება საჭირო კვერცხუჯრედის გაყინვა?
გადაცემა „იმუნიტეტი“
რომელი ასაკობრივი ჯგუფი მიმართავს კვერცხუჯრედის გაყინვის პროცედურას?
რა დაავადებების შემთხვევაში ხდება საჭირო კვერცხუჯრედის გაყინვა?
ქუჩაში ადამიანები უცნაურად მიყურებენ, თითქოს რაღაც დავაშავე – გიორგი ფხაკაძე
პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრატურა (MPH), მედიცინის დოქტორი (PhD), საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი გიორგი ფხაკაძე იხსენებს იმ საწყის ეტაპს, როდესაც მისი ოცნება ქუთაისში, საღორის საავადმყოფოში ქირურგად მუშაობა იყო.
ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე უკვე რამდენიმე დღეა სამშობლოში იმყოფება. ორწლიანი განშორების შემდეგ, ყველა იმ ადამიანს მოინახულებს, რომელიც მოენატრა. მოგზაურობას გეგმავს რამდენიმე რეგიონში.ამ ყველაფრისთვის კი ერთი თვე აქვს, მერე ისევ საფრანგეთში უნდა დაბრუნდეს და აქტიურად შეუდგეს მუშაობას.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
მეცნიერებმა კიბოს უჯრედების განადგურების ახალი გზა აღმოაჩინეს
მეცნიერებმა კიბოს უჯრედების განადგურების ახალი გზა აღმოაჩინეს. ამინოციანინის მოლეკულების სტიმულირება ინფრაწითელი შუქით იწვევდა მათ სინქრონულ ვიბრაციას, რაც საკმარისი იყო კიბოს უჯრედების მემბრანების დასაშლელად. მათი მეშვეობით კი სიმსივნური უჯრედების მემბრანები დაიშალა და განადგურდა.
ამინოციანინის მოლეკულები უკვე გამოიყენება ბიოგამოსახულებაში, როგორც სინთეზური საღებავები.
რაისის უნივერსიტეტის, ტეხასის A&M უნივერსიტეტისა და ტეხასის უნივერსიტეტის მკვლევარები ამბობენ, რომ მათი ახალი მიდგომა ძველი მეთოდის გაუმჯობესებული ვარიანტია. ადრინდელი ხერხი ფერინგას ტიპის ამძრავის სახელითაა ცნობილი და პრობლემური უჯრედების სტრუქტურების დარღვევა მასაც შეუძლია.
„ესაა მოლეკულური მანქანების ახალი თაობა, რომელსაც მოლეკულურ სანგრევს ვუწოდებთ. ისინი ფერინგას ტიპის ამძრავების მექანიკურ მოძრაობაზე მილიონჯერ სწრაფია და ხილული სინათლის ნაცვლად, ახლო ინფრაწითელი. „ისინი მექანიკურ მოძრაობაში მილიონჯერ უფრო სწრაფია ვიდრე ფერინგას ტიპის ყოფილი ძრავები და მათი გააქტიურება შესაძლებელია ახლო ინფრაწითელი შუქით და არა ხილული შუქით“.“, – ამბობს ქიმიკოსი ჯეიმს ტური რაისის უნივერსიტეტიდან.
კულტივირებულ, ლაბორატორიაში გაზრდილ კიბოს უჯრედებზე ჩატარებულ ტესტებში მოლეკულურმა ჯეკჰამერის მეთოდმა უჯრედების განადგურების 99 პროცენტი მიაღწია.
ახლო ინფრაწითელი სპექტრის სინათლის გამოყენება მნიშვნელოვანია, რადგან ის მეცნიერებს სხეულში ღრმად შეღწევის საშუალებას აძლევს, იქ, სადაც სიმსივნეებია. ეს ნიშნავს, რომ შესაძლოა, მავნე ქსოვილების გასანადგურებლად ქირურგიული ჩარევაც კი არ დაგვჭირდეს.
ექსპერიმენტებისას ზემოხსენებულმა ვიბრაციულმა მოლეკულებმა ლაბორატორიულად გაზრდილი სიმსივნური უჯრედების 99% გაანადგურა. მეთოდი მელანომის მქონე თაგვებზეც გამოცადეს, რის შედეგადაც ცდისპირ ცხოველთა ნახევარში კიბო გაქრა.
მოლეკულები ამას ახლო ინფრაწითელი სხივებით სტიმულირებული ვიბრაციების საშუალებით ახერხებს. მოძრაობისას მათში არსებული ელექტრონები პლაზმონად, ანუ პლაზმური რხევის კვანტად იქცევა და ერთობლივად ვიბრირებს.
ამინოციანინის მოლეკულების სტრუქტურა და ქიმიური თვისებები ნიშნავს, რომ ისინი სინქრონში რჩებიან სწორ სტიმულთან – მაგალითად, ინფრაწითელ შუქთან ახლოს. როდესაც მოძრაობენ, მოლეკულების შიგნით ელექტრონები ქმნიან იმას, რასაც პლაზმონები უწოდებენ, ერთობლივად ვიბრაციულ ერთეულებს, რომლებიც მოძრაობენ მთელ მოლეკულაში.
„ეს მოლეკულური პლაზმონით ამგვარად მთლიანი მოლეკულის გააქტიურებისა და მექანიკური მოძრაობის მიღების პირველი შემთხვევაა. ის კონკრეტულ მიზანს ემსახურება: ამ შემთხვევაში, სიმსივნური უჯრედების მემბრანის დაშლას”, — ამბობენ ავტორები.
პლაზმონებს ერთ მხარეს შვერილი აქვს, რაც უჯრედებზე მოლეკულათა მიმაგრებას ამარტივებს, პარალელურად კი ვიბრაციები მემბრანას ჩამოშლას უწყობს ხელს. ამ მექანიზმზე დაფუძნებული ახალი მეთოდი იმედის მომცემია, მაგრამ ეს კვლევა ჯერ ადრეულ ეტაპზეა. სპეციალისტები სხვა მოლეკულების გამოცდასაც აპირებენ.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi










