გადაცემა „იმუნიტეტი“
რომელი ასაკობრივი ჯგუფი მიმართავს კვერცხუჯრედის გაყინვის პროცედურას?
რა დაავადებების შემთხვევაში ხდება საჭირო კვერცხუჯრედის გაყინვა?
გადაცემა „იმუნიტეტი“
რომელი ასაკობრივი ჯგუფი მიმართავს კვერცხუჯრედის გაყინვის პროცედურას?
რა დაავადებების შემთხვევაში ხდება საჭირო კვერცხუჯრედის გაყინვა?
პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრატურა (MPH), მედიცინის დოქტორი (PhD), საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი გიორგი ფხაკაძე იხსენებს იმ საწყის ეტაპს, როდესაც მისი ოცნება ქუთაისში, საღორის საავადმყოფოში ქირურგად მუშაობა იყო.
ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე უკვე რამდენიმე დღეა სამშობლოში იმყოფება. ორწლიანი განშორების შემდეგ, ყველა იმ ადამიანს მოინახულებს, რომელიც მოენატრა. მოგზაურობას გეგმავს რამდენიმე რეგიონში.ამ ყველაფრისთვის კი ერთი თვე აქვს, მერე ისევ საფრანგეთში უნდა დაბრუნდეს და აქტიურად შეუდგეს მუშაობას.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
მეცნიერებმა კიბოს უჯრედების განადგურების ახალი გზა აღმოაჩინეს. ამინოციანინის მოლეკულების სტიმულირება ინფრაწითელი შუქით იწვევდა მათ სინქრონულ ვიბრაციას, რაც საკმარისი იყო კიბოს უჯრედების მემბრანების დასაშლელად. მათი მეშვეობით კი სიმსივნური უჯრედების მემბრანები დაიშალა და განადგურდა.
ამინოციანინის მოლეკულები უკვე გამოიყენება ბიოგამოსახულებაში, როგორც სინთეზური საღებავები.
რაისის უნივერსიტეტის, ტეხასის A&M უნივერსიტეტისა და ტეხასის უნივერსიტეტის მკვლევარები ამბობენ, რომ მათი ახალი მიდგომა ძველი მეთოდის გაუმჯობესებული ვარიანტია. ადრინდელი ხერხი ფერინგას ტიპის ამძრავის სახელითაა ცნობილი და პრობლემური უჯრედების სტრუქტურების დარღვევა მასაც შეუძლია.
„ესაა მოლეკულური მანქანების ახალი თაობა, რომელსაც მოლეკულურ სანგრევს ვუწოდებთ. ისინი ფერინგას ტიპის ამძრავების მექანიკურ მოძრაობაზე მილიონჯერ სწრაფია და ხილული სინათლის ნაცვლად, ახლო ინფრაწითელი. „ისინი მექანიკურ მოძრაობაში მილიონჯერ უფრო სწრაფია ვიდრე ფერინგას ტიპის ყოფილი ძრავები და მათი გააქტიურება შესაძლებელია ახლო ინფრაწითელი შუქით და არა ხილული შუქით“.“, – ამბობს ქიმიკოსი ჯეიმს ტური რაისის უნივერსიტეტიდან.
კულტივირებულ, ლაბორატორიაში გაზრდილ კიბოს უჯრედებზე ჩატარებულ ტესტებში მოლეკულურმა ჯეკჰამერის მეთოდმა უჯრედების განადგურების 99 პროცენტი მიაღწია.
ახლო ინფრაწითელი სპექტრის სინათლის გამოყენება მნიშვნელოვანია, რადგან ის მეცნიერებს სხეულში ღრმად შეღწევის საშუალებას აძლევს, იქ, სადაც სიმსივნეებია. ეს ნიშნავს, რომ შესაძლოა, მავნე ქსოვილების გასანადგურებლად ქირურგიული ჩარევაც კი არ დაგვჭირდეს.
ექსპერიმენტებისას ზემოხსენებულმა ვიბრაციულმა მოლეკულებმა ლაბორატორიულად გაზრდილი სიმსივნური უჯრედების 99% გაანადგურა. მეთოდი მელანომის მქონე თაგვებზეც გამოცადეს, რის შედეგადაც ცდისპირ ცხოველთა ნახევარში კიბო გაქრა.
მოლეკულები ამას ახლო ინფრაწითელი სხივებით სტიმულირებული ვიბრაციების საშუალებით ახერხებს. მოძრაობისას მათში არსებული ელექტრონები პლაზმონად, ანუ პლაზმური რხევის კვანტად იქცევა და ერთობლივად ვიბრირებს.
ამინოციანინის მოლეკულების სტრუქტურა და ქიმიური თვისებები ნიშნავს, რომ ისინი სინქრონში რჩებიან სწორ სტიმულთან – მაგალითად, ინფრაწითელ შუქთან ახლოს. როდესაც მოძრაობენ, მოლეკულების შიგნით ელექტრონები ქმნიან იმას, რასაც პლაზმონები უწოდებენ, ერთობლივად ვიბრაციულ ერთეულებს, რომლებიც მოძრაობენ მთელ მოლეკულაში.
„ეს მოლეკულური პლაზმონით ამგვარად მთლიანი მოლეკულის გააქტიურებისა და მექანიკური მოძრაობის მიღების პირველი შემთხვევაა. ის კონკრეტულ მიზანს ემსახურება: ამ შემთხვევაში, სიმსივნური უჯრედების მემბრანის დაშლას”, — ამბობენ ავტორები.
პლაზმონებს ერთ მხარეს შვერილი აქვს, რაც უჯრედებზე მოლეკულათა მიმაგრებას ამარტივებს, პარალელურად კი ვიბრაციები მემბრანას ჩამოშლას უწყობს ხელს. ამ მექანიზმზე დაფუძნებული ახალი მეთოდი იმედის მომცემია, მაგრამ ეს კვლევა ჯერ ადრეულ ეტაპზეა. სპეციალისტები სხვა მოლეკულების გამოცდასაც აპირებენ.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე საზოგადოებას აფრთხილებს.
„პატივცემულო საზოგადოება ახლა წინასაახალწლო გაფრთხილება და ამ ბოლო ერთი კვირის მომართვიანობის გათვალისწინებით, მინდა კიდევ ერთხელ გაგაფრთხილოთ, რომ რაღაც ძალიან მძიმე და ცუდი ნივთიერება ტრიალებს და აშკარად დაბინძურებულია და იწვევს მძიმე ფსიქიკურ აშლილობას, ფსიქოზს და ალბათ არის კვლავ გარეული ფენტანილი!! იმიტომ რომ
ახლა რაც შეეხება ახალ წელს არ მიიღოთ ალკოჰოლი და უცნობი ნივთიერება ერთად, ვინაიდან ალკოჰოლი აძლიერებს ორმაგად მის მოქმედებას და ცუდი შედეგი უფრო მალე დადგება.
გაატარეთ ახალი წელი ახლობლებთან ერთად ზომიერად მიიღეთ ღვინო და ისიამოვნეთ ურთიერთობით თქვენ მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან და ნუ გატარებთ ახალ წელს სადმე ემერჯენსში!
დამდეგ შობა ახალ წელს გილოცავთ და გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას!“ – წერს ზურა სიხარულიძე.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
2024 წლის იანვრიდან, სუროგაციასთან, ინვიტრო განაყოფიერებასა და ინსემინაციასთან დაკავშირებული მონაცემები ერთიან რეესტრში აისახება. სამედიცინო დაწესებულება, სადაც აღნიშნული პროცედურები ტარდება, ვალდებული ხდება, გამოყენებული ქსოვილების, უჯრედების, ემბრიონების, ასევე კონტაქტში მყოფი მასალების თუ პირების შესახებ, ინფორმაცია, ერთიან ეროვნულ რეესტრში განათავსოს.
ცვლილების მიზანი მომსახურების ხარისხის, პროცესის ზედამხედველობა, ასევე – აღნიშნული მასალებისა და მათთან კავშირში მყოფი პირების მიკვლევადობაა. რეესტრში ყველა ინფორმაცია განთავსდება პირადი მონაცემების დაცვით და იქნება კონფიდენციალური.
აღსანიშნავია, რომ ცვლილებამდე, სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებს მსგავსი ვალდებულება არ ჰგონიათ, შესაბამისად, შეუძლებელი იყო სამედიცინო მასალების მიკვლევადობა. ერთიანი რეესტრის საჭიროება კიდევ უფრო გამოიკვეთა ბოლო წლებში, როდესაც მთელს მსოფლიოში და მათ შორის – საქართველოში, რეპროდუქციის მიზნებისთვის მედიცინას სულ უფრო მეტი ადამიანი მიმართვას. თუ 2018 წელს, მხოლოდ სუროგაციით გზით დაბადებულ ახალშობილთა რიცხვი, დაახლოებით, 500 იყო, 2022 წელს მაჩვენებელი, თითქმის, გაორმაგდა და 1000-ს გადააჭარბა. აღსანიშნავია, რომ დღეის მდგომარეობით, დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიებით სერვისს 19 დაწესებულება ახორციელებს.
ერთიანი ეროვნული რეესტრის ამოქმედება, პარლამენტში ინიციირებული, მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ კანონპროექტის ერთ-ერთი წინაპირობაა, რაც თავის მხრივ, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მოთხოვნებთან არის შესაბამისობაში.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
ხანგრძლივი ამბულატორიული ელექტროკარდიოგრაფია
გულის რიტმის დარღვევა და გულის კედლის სისხლით მომარაგების შემცირება შეიძლება მოულოდნელად დაიწყოს და ხანმოკლე იყოს. პრობლემის სადიაგნოზოდ გამოიყენება ხანგრძლივი ელექტროკარდიოგრაფია, რომელიც გულისხმობს 24 საათის განმავლობაში ელექტროკარდიოგრამის ჩაწერას. დროის ამ მონაკვეთში პაციენტი ჩვეულ ყოველდღიურ აქტივობებს ასრულებს.
პროცედურის ჩასატარებლად პაციენტს მხარზე გადაკიდებული აქვს მცირე ზომის აპარატი, რომელიც ბატარეით იკვებება (ჰოლტერის მონიტორი) და გულმკერდის წინა კედელზე დამაგრებული ელექტროდების საშუალებით იწერს გულის ელექტრულ აქტივობას (ეკგ-ს). პროცედურის განმავლობაში პაციენტი დღიურში აღწერს ყველა სიმპტომს და მათი აღმოცენების დროს. საბოლოოდ მონაცემები კომპიუტერში გადააქვთ ანალიზისთვის, რომლის დროსაც აღინუსხება გულისცემის რიტმის დარღვევები, იშემიური ცვლილებები და ა.შ. და ერთმანეთს დარდება დღიურში შეტანილი მონაცემები და კომპიუტერული ანალიზის შედეგები. ზოგჯერ ცვლილებები ეკგ-ზე ტელეფონით გადაიცემა საავადმყოფოში ან საკუთარ ოფისში მყოფი ექიმის კომპიუტერში. მიღებული ინფორმაციის შესაბამისად, ექიმი, საჭიროებისამებრ, დაუყოვნებლივ იწყებს გადაუდებლად აუცილებელი ღონისძიებების განხორციელებას.
ზემოთ აღწერილი მეთოდი გამოიყენება მაშინაც, როცა საჭიროა მონაცემების მონიტორირება 24 საათზე უფრო მეტი დროის განმავლობაში. ის ჰგავს ჰოლტერით მონიტორირებას, მაგრამ მონაცემები იწერება მხოლოდ მაშინ, როცა მომხმარებელი ააქტიურებს მას – სიმპტომების აღმოცენების დროს. თუ სიმპტომების გამოვლენის სიხშირე იმდენად მცირეა, რომ 24 საათის განმავლობაში ცვლილებების დაფიქსირება ვერ ხერხდება, შესაძლებელია მონიტორის კანქვეშ ჩამაგრება 1 წლის განმავლობაში. მოწყობილობის გასააქტიურებლად მცირე ზომის მაგნიტია გამოყენებული.
წყარო: ჯანმრთელობის ენციკლოპედია. მერკის სახელმძღვანელო:
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
დატვირთვის სტრეს-ტესტი
სტრეს-ტესტი კორონარული არტერიების დაავადების გამოვლენის საშუალებას იძლევა. ეს არტერიები გულის კუნთს სისხლით ამარაგებს. კორონარული არტერიების დაავადების დროს არტერიების სანათური ნაწილობრივ ან სრულად არის დახშული. ნაწილობრივი დახშობის დროს მოსვენებულ მდგომარეობაში გულის სისხლით მომარაგება ადეკვატურია, ფიზიკური დატვირთვის დროს კი – არასაკმარისი. ამიტომაც ფიზიკური დატვირთვის დროს გულის გამოკვლევა კორონარული არტერიების დაავადების იდენტიფიცირების, მისი სხვა დაავადებებისგან (ფილტვების დაავადება, ანემია და სხვა) გარჩევის საშუალებას იძლევა.
ფიზიკური ვარჯიშის გარდა, გულის დატვირთვისთვის გამოიყენება მედიკამენტები, რომლებიც ზრდის გულისცემის სიხშირეს, შესაბამისად, იზრდება გულის დატვირთვა და, კორონარული არტერიების დაზიანების შემთხვევაში, ვლინდება გულის კედლის სისხლით არაადეკვატური მომარაგების ნიშნები. ამავე დროს რეგისტრირდება თანმხლები სიმპტომები და ნიშნები, როგორიცაა არტერიული წნევის დაქვეითება, ქოშინი, ტკივილი გულმკერდის არეში.
ფიზიკური ვარჯიშით დატვირთვის ტესტი ტარდება სპეციალური სარბენი ბილიკით (ტრედმილით) ან ველოსიპედით. პაციენტები, რომელთაც რაიმე მიზეზის გამო არ შეუძლიათ სიარული ან ველოსიპედის პედალირება, დატვირთვას ხელებით ასრულებენ. პროცედურის დროს დატვირთვა თანდათან იზრდება. იმავდროულად, მუდმივად იწერება ელექტროკარდიოგრამა და პერიოდულად იზომება არტერიული წნევა. ტესტი გრძელდება მანამ, სანამ გულისცემის სიხშირე არ მიაღწევს ასაკობრივი ნორმის მაქსიმუმის 80-90%-ს. კვლევა დაუყოვნებლივ წყდება, თუ პაციენტს დაეწყო ქოშინი ან ტკივილი გულმკერდში, სისხლის წნევამ მოიმატა ან ეკგ შეიცვალა. პროცედურა 30 წთ გრძელდება. ის შეიძლება გართულდეს გულის შეტევით, მიოკარდიუმის ინფარქტით ან სიკვდილით (რისკი 1:5000).
თუ პაციენტს არ შეუძლია ფიზიკური დატვირთვა, ფარმაკოლოგიური სტრეს-ტესტი გამოიყენება. პაციენტს ეძლევა მედიკამენტები (დიპირიდამოლი, ადენოზინი, დობუტამინი), რომლებიც გულის დატვირთვის სიმულაციას ახდენს. ზოგჯერ სტრეს-ტესტთან ერთად გამოიყენება უფრო ზუსტი და, ამავე დროს, უფრო ძვირად ღირებული კვლევები, როგორიცაა ექოკარდიოგრაფია და რადიონუკლიდური სკანირება.
კვლევის არც ერთი მეთოდი არ არის სრულყოფილი. ზოგჯერ კვლევა გამოავლენს პათოლოგიურ ცვლილებებს ისეთ პირებში, რომელთაც არ აქვთ კორონარული არტერიების დაავადება (ცრუდადებითი შედეგი) და პირიქით, დაავადების არსებობის მიუხედავად, ცვლილებები არ გამოვლინდეს (ცრუუარყოფითი შედეგი).
ახალგაზრდა პაციენტებში, რომელთაც არ აქვთ დაავადების სიმპტომები, მიუხედავად სტრეს-ტესტით გამოვლენილი ცვლილებებისა, იშემიური დაავადების ალბათობა დაბალია. ცრუდადებითი შედეგი მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური დატვირთვისა და ფინანსური დანახარჯების მიზეზი ხდება. ამიტომაც ექსპერტების უმრავლესობა არ მიიჩნევს მიზანშეწონილად სტრეს-ტესტის რუტინულ გამოყენებას.
წყარო: ჯანმრთელობის ენციკლოპედია. მერკის სახელმძღვანელო:
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
ელექტროკარდიოგრაფია
ელექტროკარდიოგრაფია სწრაფი, მარტივი და უმტკივნეულო პროცედურაა, რომლის საშუალებითაც ხდება გულის ელექტრული აქტივობის (გულის იმპულსები) რეგისტრაცია და ქაღალდზე გადატანა. ელექტროკარდიოგრამა იძლევა ინფორმაციას გულის მუშაობის შესახებ, სახელდობრ, რიტმის წამყვანში იმპულსის წარმოქმნის, გულის გამტარი სისტემის მდგომარეობის, გულისცემის სიხშირისა და რიტმის შესახებ.
ელექტროკარდიოგრამას იღებენ გულის დაავადებაზე ეჭვის შემთხვევაში. აგრეთვე, გულის დაავადებების არარსებობის დროსაც საშუალო და ხანდაზმული პაციენტების რუტინული გასინჯვის დროს.
ელექტროკარდიოგრაფიული კვლევის ჩატარებისას ექიმი ელექტროდებს ათავსებს პაციენტის მაჯებზე, წვივებზე და გულმკერდზე. ელექტროდები მიერთებულია სპეციალურ ხელსაწყოსთან, რომელიც იწერს გულის ელექტრულ აქტივობას. ელექტროკარდიოგრაფიული მრუდის თითოეული მონაკვეთი იძლევა ინფორმაციას გულის სხვადასხვა ნაწილის მუშაობის შესახებ. პროცედურა უმტკივნეულო და უსაფრთხოა. ის 3 წუთი გრძელდება.
სადიაგნოზო პროცედურები
წყარო: ჯანმრთელობის ენციკლოპედია. მერკის სახელმძღვანელო:
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
სადიაგნოზო პროცედურები
გულის დაავადებების სწრაფი და ზუსტი ამოცნობის მრავალი მეთოდი არსებობს. მათ შორისაა ელექტროკარდიოგრაფია (ეკგ), სტრეს-ტესტი, ელექტროფიზიოლოგიური კვლევა, დახრილი (მოძრავი) მაგიდის ტესტი. რადიოლოგიური კვლევებია: რენტგენოსკოპია, ულტრასონოგრაფია (ექოკარდიოგრაფია), მაგნიტურ-რეზონანსული სკანირება (მრს), რადიონუკლიდური კვლევა, პოზიტრონ-ემისიური ტომოგრაფია (პეტ), გულის კათეტერიზაცია, ცენტრალური ვენების კათეტერიზაცია, ანგიოგრაფია და კომპიუტერული ტომოგრაფია (კტ).
ფლუოროსკოპია იშვიათად გამოიყენება. ლაბორატორიული კვლევებიდან მნიშვნელოვანია სისხლში გლუკოზის, ქოლესტერინის და სხვა მაჩვენებლების განსაზღვრა. ამ კვლევათა უმეტესობა უსაფრთხოა. გართულებების რისკი იზრდება სადიაგნოზო პროცედურების კომპლექსური გამოყენებისა და გულის დაავადებების გამწვავებისას.
ავადმყოფობის ისტორია და ფიზიკური გასინჯვა
წყარო: ჯანმრთელობის ენციკლოპედია. მერკის სახელმძღვანელო:
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi