საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ინფორმაციას ავრცელებს:
„საფრანგეთში მცხოვრები ქართველების საყურადღებოდ…“ – გიორგი ფხაკაძე ინფორმაციას ავრცელებს
ოთხი ფარმაცევტული კომპანია დაჯარიმდა – დაეკისრათ 53 მილიონ ლარამდე ჯარიმის მოცულობა
„კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ დაასრულა მოკვლევა, რომელიც ეხებოდა ფარმაცევტულ სექტორში შესაძლო შეთანხმებულ ქმედებას.
მიმდინარე წლის მარტის თვეში კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ჯანდაცვის სამინისტროსგან მიიღო ინფორმაცია კონკრეტულ ონკოლოგიურ მედიკამენტების სახელმწიფო დაფინანსების პროგრამაში, კონკრეტული ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან იდენტური ფასების დაფიქსირების შესახებ.
კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ამის საფუძველზე დაიწყო მოკვლევა, საკითხი ეხება ონკოლოგიური მედიკამენტების სახელმწიფო დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის (შეთანხმებული ქმედება) დარღვევის ფაქტს.
ჩვენ მიმდინარე წლის 9-თვიან პერიოდში აქტიური სამუშაო გავწიეთ. შედეგად დადგინდა, რომ მოკვლევის ფარგლებში 2021-2023 წლის პერიოდში ოთხი კომპანიის მიერ, რომლებიც მონაწილეობდნენ აღნიშნულ სახელმწიფო შესყიდვაში, ადგილი ჰქონდა ონკოლოგიური მედიკამენტების სახელმწიფო დაფინანსების პროგრამის ფარგლებში შეთანხმებულ ფასებს, – ანუ ფასების ფიქსაციას“.
მისი თქმით, სააგეენტოს მიერ მიღებული და დამუშავებული მასალების მიხედვით იდენტიფიცირებულია 42 მედიკამენტი, სადაც 4 კომპანიის მიერ ადგილი ჰქონდა იდენტურ ფასწარმოქმნას,ცცცცც კერძოდ, კომპანიების მიერ სამინისტროს დახურულ პორტალზე წარდგენილი ფასები ერთი თეთრის სიზუსტით ემთხვეოდა ერთმანეთს.
„სააგენტომ გამოავლინა იდენტური ფასის 88 შემთხვევა, რაც მოიცავს 23 შემთხვევას ორი კომპანიის მონაწილეობით, 47 შემთხვევას სამი კომპანიის მონაწილეობით და 18 შემთხვევას ოთხი კომპანიის მონაწილეობით.
სააგენტოს შეფასებით, აღნიშნული ქმედება წარმოადგენს კონკურენციის შემზღუდველი მიზნისმქონე შეთანხმებულ ქმედებას და კლვალიფიცრდება როგორც კონკურენციის კანონმდებლობის მძიმე ფორმის დარღვევა. შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილებით, კომპანიებს ჯამში დაეკისრათ 53 მილიონ ლარამდე ჯარიმის მოცულობა.
შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილებით, კომპანიებს ჯამში, 53 მილიონ ლარამდე ჯარიმა დაეკისრათ: „ავერსს“ 14 402 425 ლარი; „გეფას“: 20 349 336 ლარი; „პსპ“-ს 17 094 872 ლარი; „მერმისს“ 951 301 ლარი.
სააგენტოს ინფორმაციის თანახმად, ბაზარზე კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ, კონკურენციის სააგენტომ განსახილველად სავალდებულო რეკომენდაცია გასცა – საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის და ზოგადად, პორტალის ფუნქციონირება ნორმატიულ დონეზე დარეგულირდეს. სააგენტოს მიერ მოკვლევის დაწყების საფუძველს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ, 2023 წლის 23 მარტს ონკოლოგიური მედიკამენტების იმპორტიორი, რეალიზატორი კომპანიების მხრიდან ფასების ზრდის და ამავე მედიკამენტებზე იდენტური ფასწარმოქმნის შესახებ გასაჯაროებული ინფორმაცია წარმოადგენდა.
„საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო მოკვლევას ხუთი კომპანიის – „ავერსი“, „გეფა“, „პსპ“, „მერმისი“ და „ეს კა იმპექსის“ მიმართ აწარმოებდა. საკითხის შესწავლის პროცესში, „ეს კა იმპექსის“ მიმართ დარღვევის ფაქტი არ დადგინდა. 2023 წელს სააგენტომ დაასრულა შვიდი მოკვლევა – დომინანტური მდგომარეობის შესაძლო ბოროტად გამოყენების, არაკეთილსინდისიერი კონკურენციის, შეთანხმებული ქმედების და სახელმწიფო ადმინისტრაციული უწყებების მხრიდან კონკურენციის შესაძლო შეზღუდვის მიმართულებით. აქედან, ერთ შემთხვევაში დარღვევა არ დადგინდა, ერთ შემთხვევაში განმცხადებლის მოთხოვნით შესწავლა შეწყდა, ხუთ შემთხვევაში დარღვევა დადგინდა. მოკვლევები ეხებოდა – საავტომობილო საწვავის, თამბაქოს, ფარმაციის, საზღვაო გადაზიდვების, ავტოტექნიკური ინსპექტირების, სწრაფი კვების მომსახურების და სამშენებლო/ინფრასტრუქტურული მომსახურების ბაზრებს. ამ დროსთვის, სააგენტო სამ საკითხთან მიმართებით მოკვლევის პროცესს აწარმოებს – კინოთეატრების ელექტრონული რეალიზაციის, ავტოსადგომების და საკვები პროდუქტების ბაზრების მიმართულებით
კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ გასცა ერთი რეკომენდაცია ჯანდაცვის სამინისტროს მიმართულებით, რომელიც ეხება პორტალის მუშაობის მიმართულებას, კერძოდ, ჩვენი რეკომენდაციით მნიშვნელოვანია შეიქმნას ნორმატიული ბაზა, რომელიც აღნიშნული პორტალის ფუნქციონირებას უზრუნველყოფს“, – აღნიშნა ირაკლი ლექვინაძემ.
მოკვლევის ჯგუფის ხელმძღვანელის განცხადებით, სახელმწიფო სრულად აფინანსებს ონკოლოგიურ მედიკამენტებს.
„სახელმწიფო სრულად აფინანსებს ონკოლოგიურ მედიკამენტებს, თუმცა არსებობს წლიური ლიმიტები, ლიმიტი არის 25 ათასი ლარი თითოეული პაციენტის მიმართულებით და მოიცავს როგორც მედიკამენტებს, ასევე სხვა ჩარევებს.
ჩვენს მიერ იდენფიცირებული ქმედებით კონკრეტული კომპანიების მიერ ადგილი არ ჰქონდა საფასო კონკურენციას და საფასო კონკურენცია იძლევა იმის საშუალებას, რომ ერთი მხრივ, პაციენტისთვის 25 ათასლარიანი ლიმიტი იყოს საკმარისი, რომ მან ადეკვატური მკურნალობა ჩაიტაროს, ხოლო მეორე მხრივ, როდესაც ადგილი არ აქვს საფასო მკონკურენციას, შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს სახელმწიფოს მიერ ზედმეტი თანხების გადახდას.
ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ონკოლოგიური მედიკამენტები გამოირჩევა განსაკუთრებით მაღალი ფასით და კონკურენცია ამ ნაწილში სწორედ აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია.
ასევე ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ შეთანხმებული ფასები და ფასების ფიქსაცია ფიქსირდებოდა თურქეთის რესპურბლიკიდან იმპორტირებული მედიკამენტების შემთხვევაშიც, რომლებიც პრემიერ-მინისტრის ინიციატივით თურქეთის რესპუბლკიდან განხორციელდა მედიკამენტების გამარტივებული შემოტანა. თუმცა ამ შემთხვევაშიც ადგილი ჰქონდა ფასების შეთანხმებას.
საბოლოოდ, სახეზე გვაქვს ზიანის განსაკუთრებული სიმცირე, აქედან გამომდინარე ჩვენ მიზანშეწონილად ჩავთვალეთ, რომ დარღვევასთან დაკავშირებული სანქციის პრევენციული ხასიათის, ასევე ქმედების შინაარსის გათვალისწინებით გამოგვეყენებინა ჯარიმა, რომელსაც აუცილებლად უნდა ჰქონდეს პრევენციული ხასიათი, რათა შემდგომში არც ამ და არც სხვა ბაზარზე მოხდეს ამგვარი შეთანხმებული ქმედების გამეორებას…“ – განმარტა მოკვლევის ჯგუფის ხელმძღვანელმა.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
იდუმალი, უცნაური ჩრდილები სატურნის რგოლებზე
ჰაბლის კოსმოსურმა ტელესკოპმა სატურნის რგოლებზე უცნაური ჩრდილი დააფიქსირა.
ჰაბლის კოსმოსურმა ტელესკოპმა გადაიღო სატურნის რგოლებზე იდუმალი, მოჩვენებითი ჩრდილების ახლად გამოვლენილი სურათი – ეგრეთ წოდებული “სპიკების” უახლესი დანახვა. ჩრდილებს თან სდევს ბგერები, რომლებიც მეცნიერებს ამ დრომდე ვერ ამოუცვნიათ.

NASA-ს მიერ ხუთშაბათს გამოქვეყნებული კომპოზიციური ფოტო გადაღებულია ჰაბლის მიერ 22 ოქტომბერს, როდესაც სატურნი დაახლოებით 850 მილიონი მილის (1,37 მილიარდი კილომეტრის) დაშორებით იყო, კოსმოსური სააგენტოს ცნობით. კოსმოსური ობსერვატორია დედამიწის გარშემო ტრიალებს ზედაპირიდან სულ რაღაც რამდენიმე ასეულ მილზე სამ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში.
დაკვირვებებმა აჩვენა, რომ ჩრდილების რაოდენობა და ვიზუალი, შესაძლოა, სატურნის სეზონური ციკლის მიხედვით განსხვავდებოდეს. დედამიწის მსგავსად, პლანეტას აქვს დახრილი ღერძი, რომელიც იწვევს სეზონურ ცვლილებებს. „ნასას“ ინფორმაციით, ყოველი სეზონი სატურნზე დაახლოებით შვიდი წელი გრძელდება.
ჰაბლი აპირებს დააკვირდეს აუხსნელ ფენომენს პიკის აქტივობისას, რადგან მკვლევარები მისი საიდუმლოების ამოცნობას აპირებენ.
„ველოდებით სატურნის ბუნიობას, ვცდილობთ, მაქსიმალურად ბევრი შევიტყოთ მის შესახებ” – განაცხადა ჰაბლის გარე პლანეტის ატმოსფეროს მემკვიდრეობის წამყვანმა მეცნიერმა, ემი საიმონმა.
სატურნის შემოდგომის ბუნიობა მოსალოდნელია 2025 წლის 6 მაისს.
NASA-ს კოსმოსურმა ხომალდმა Voyager 2-მა სპიკერების პირველი მტკიცებულება 1980-იან წლებში დააფიქსირა. და კასინის მისიამ, სატურნის ერთგულმა ზონდმა, 2000-იანი წლების ბოლოს სეზონური პიკის დროს დაკვირვება მოახდინა ლაპარაკის ფენომენზე.
NASA-ს ცნობით, სპიკერები სურათებში შეიძლება პატარა გამოჩნდეს, მაგრამ სინამდვილეში ისინი შეიძლება იყოს დედამიწაზე უფრო დიდი სიგანით და დიამეტრით.
„სავარაუდო “დამნაშავე“ პლანეტის ცვლადი მაგნიტური ველია”, – განაცხადა “ნასამ” თებერვლის საინფორმაციო გამოშვებაში . “პლანეტარული მაგნიტური ველები ურთიერთქმედებენ ქართან და ქმნიან ელექტრულად დამუხტულ გარემოს. როდესაც დედამიწაზე ეს დამუხტული ნაწილაკები ატმოსფეროში მოხვდება, ჩვენ მას ჩრდილოეთის ნათების სახით ვხედავთ“.
მკვლევარები იმედოვნებენ, რომ ჰაბლის მონაცემები ერთხელ და სამუდამოდ დაამტკიცებს ან უარჰყოფს თეორიას, ვოიაჯერ 2-ისა და კასინის მისიის მიერ შეგროვებულ დაკვირვებებზე დაყრდნობით.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
კომპიუტერული ტომოგრაფია (კტ) – ელექტრონულ-სხივური კტ გამოიყენება გულის მკვებავ
კომპიუტერული ტომოგრაფია (კტ)
სპირალური კტ გულის ირგვლივ პერიკარდიუმის ფურცლებით შექმნილი სივრცის, მაგისტრალური სისხლძარღვების, ფილტვების და გულმკერდის სხვა ნაწილების სტრუქტურული ცვლილებების გამოვლენისთვის გამოიყენება.
გამოკვლევის ჩასატარებლად საკონტრასტო ნივთიერება (სპეციალური ნივთიერება, რომელიც არ ატარებს რენტგენის სხივებს, გამოისახება რენტგენის სურათზე) ინტრავენურად შეჰყავთ. სკანირების დროს პაციენტს სუნთქვის შეკავებას სთხოვენ, რომ სურათი ბუნდოვანი არ გამოვიდეს.
ელექტრონულ-სხივური კტ გამოიყენება გულის მკვებავ (კორონარული არტერიები) არტერიებში კალციუმის დეპოზიტების (ჩანართების) არსებობის გამოსავლენად, რაც კორონარული არტერიების დაავადების ადრეული სტადიის ნიშანია. კვლევის ეს მეთოდი ფართოდ ხელმისაწვდომი არ არის.
რადიოლოგიური პროცედურები
წყარო: ჯანმრთელობის ენციკლოპედია. მერკის სახელმძღვანელო:
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
გამოკვლევა სისხლძარღვის სანათურის დახშობის დადგენის შესაძბელობას იძლევა
რადიოლოგიური პროცედურები
გულის პათოლოგიის დასადგენად წინა და გვერდით პოზიციაში გადაღებული რენტგენის სურათი გულისა და მაგისტრალური სისხლძარღვების სტრუქტურული ცვლილებების გამოვლენის საშუალებას იძლევა. სურათზე კარგად ჩანს გულის ფორმისა და ზომის ცვლილება, ასევე კალციუმის დეპოზიტები (გროვები) გულის კუნთში. გარდა ამისა, რენტგენოლოგიური გამოკვლევით შეიძლება შეფასდეს ფილტვების და ფილტვის სისხლძარღვების მდგომარეობა, გამოვლინდეს სითხის დაგროვება ფილტვებსა და პლევრის ღრუში.
რენტგენის სურათზე დაფიქსირებული გულის ზომების გადიდება ხშირად გულის უკმარისობის ან სარქვლოვანი პათოლოგიის შედეგია. გულის ზომები არ იზრდება, როცა უკმარისობა გამოწვეულია კონსტრიქციული პერიკარდიტით. ამ უკანასკნელის დროს ფიბროზული ქსოვილი გულის პერანგის (პერიკარდიუმი) ღრუში ვითარდება, რაც გულის მუშაობას აფერხებს.
ხშირად ფილტვის სისხლძარღვების ვიზუალიზაცია დიაგნოზისთვის უფრო მეტი ინფორმაცის მომცემია, ვიდრე გულის სურათი. მაგალითად, ფილტვის არტერიების გაფართოება (არტერიები, რომლებსაც სისხლი გულიდან ფილტვებისაკენ მიაქვთ) და ფილტვის ქსოვილში არტერიების შევიწროება ფილტვის არტერიებში წნევის მომატების ნიშანია, რაც, თავის მხრივ, მარჯვენა პარკუჭის კედლის გასქელებას (გულის ნაწილი, რომელიც სისხლს ფილტვის არტერიების გავლით ფილტვებისკენ ტუმბავს) იწვევს. სხეულის სხვა ნაწილების რენტგენოლოგიური გამოკვლევა სისხლძარღვის სანათურის დახშობის დადგენის შესაძლებლობას იძლევა.
წყარო: ჯანმრთელობის ენციკლოპედია. მერკის სახელმძღვანელო:
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
ინფექციური დაავადებები საქართველოში – ძირითადი გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები
რა ღირს ინ ვიტრო განაყოფიერება, რაც შესაძლოა სახელმწიფომ დააფინანსოს
2025 წლიდან უშვილო წყვილებს რეპროდუქციული სერვისები, შესაძლოა, სახელმწიფომ დაუფინანსოს. აღნიშნულ ინიციატივას, გერმანული რეპროდუქციული ცენტრის დამფუძნებელი/კლინიკური დირექტორი, ნინო მუსერიძე დადებითად აფასებს.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
რა უნდა ვიცოდეთ მედიკამენტ „დექსამეტაზონზე“ და რატომ არ უნდა გამოვიყენოთ ის ექიმის დანიშნულების გარეშე
რა უნდა ვიცოდეთ მედიკამენტ „დექსამეტაზონზე“ და რატომ არ უნდა გამოვიყენოთ ის ექიმის დანიშნულების გარეშე
საუბრობს ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
მედიკამენტებზე დაზოგილი მილიონები…
ამავდროულად გრძელდება მედიკამენტებზე რეფერენტული ფასის რეფორმაც. არ არის გამორიცხული, რომ მომავალ წელს ის სრულად გავრცელდეს ფარმაცევტულ სექტორზე.
ჯანდაცვის სამინისტრო, მაღალხარისხიან მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, რეფორმებს აგრძელებს. უწყებამ, ინოვაციური ონკოლოგიური ფარმაცევტული პროდუქტის შესასყიდად, მსოფლიოს წამყვან კიდევ ერთ ფარმაცევტულ კომპანია „ნოვარტისთან“ გააფორმა ხელშეკრულება.
ხელშეკრულება 2023 წლის ნოემბერში გაფორმდა კომპანია „როშესთან“.
„გრძელდერბა რეფორმები, ფარმასექტორში ინოვაციურ მედიკამენტებზე მსგავსი ტიპის ხელშეკრულებების გაფორმება რეკომენდებულია სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ, მსოფლიო ბანკის მიერ იყო მათ შორის საქართველოსთვის რეკომენდებული, ეს გახლავთ ინოვაცია, სადაც ბაზარზე გენეტიკი არ არსებობს, ამიტომ ერთადერთი მექანიზმი, სადაც ფასის დაკლება არის შესაძლებელი, ეს გახლავთ პირდაპირი მოლაპარაკება კომპანიასთან და ამ მხრივ პირველ რიგში მოსახლეობა და პაციენტი, ვისაც მსგავსი მედიკამენტი ესაჭიროება, მიიღებს უფრო მეტ ბენეფიცს იმ მხრივ, რომ მისთვის საჭირო მედიკამენტები წლის მანძილზე დაფინანსდება და მეორე მხრივ, სახელმწიფო ბიუჯეტი დაზოგავს ხარჯებს, რადგან ფასდაკლებებს ვაღწევთ პირდაპირი მოლაპარაკებების გზით მსგავსი ტიპის ხელშეკრულებებით სხვადასხვა ფარმაცევტულ კომპანიებთან“, – განაცხადა სტრატეგიული განვითარებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსმა, ლელა სულაბერიძემ.
მისი თქმით, ინოვაციური ონკოლოგიური მედიკამენტები, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტრომ მსოფლიოს წამყვანი ფარმაცევტული კომპანია „როშესგან“ პირდაპირი შესყიდვის გზით შეიძინა
„ინოვაციური ონკოლოგიური მედიკამენტები, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტრომ მსოფლიოს წამყვანი ფარმაცევტული კომპანია „როშესგან“ პირდაპირი შესყიდვის გზით შეიძინა, საქართველოშია. უწყებამ, ინოვაციური ონკოლოგიური ფარმაცევტული პროდუქტის შესასყიდად, მსოფლიოს წამყვან კიდევ ერთ ფარმაცევტულ კომპანია „ნოვარტისთან“ გააფორმა ხელშეკრულება.
მომავალ წელსაც უნდა ველოდოთ ამ ტიპის ხელშეკრულებების გაფორმებას ინოვაციურ ფარმაცევტულ პროდუქტზე. ონკოლოგია იყო პირველი მიმართულება, რადგან ერთ-ერთი პირველი დანახარჯი იყო, სახელმწიფოს ამ მიმართულებით ჰქონდა მსგავსი ტიპის მედიკამენტებზე. შესაძლოა, ეს გავრცელდეს სხვა ტიპის დაავადებებზეც.
პროგნოზული მოპნაცემებით, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო აკეთებს ანალიზს, საშუალოდ 40-45 %-ით ამცირებს რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმი საცალო ფასებს ბაზარზე მედიკამენტებზე“, – განაცხადა ლელა სულაბერიძემ.
„რაც შეეხება დადასტურებულ ფაქტებს, მედიკამენტები, რომლებზეც რეფერენტული ფასი ჯერ არ მოქმედებს, ეს არის საქტატის მონაცემები, რომელიც ასევე აჩვენებს წლის მანძილზე უწყვეტად მედიკამენტებზე ფასების კლებას, ინფლაციას, განსაკუთრებით იმ ჯგუფებზე, რომელთაც რეფერენტული ფასწარმოქმნა შეეხო. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, აღნიშნული მექანიზმი მთავარი მიზნის მისაღწევად, რაც დასახული ჰქონდა სამინისტროს, – მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე დანახარჯი შეემცირებინა და უფრო მეტად გამხდარიყო ხელმისაწვდომი, ამ მიზანს ამართლებს. მეორე მექანიზმი გახლავთ თურქეთიდან პროაქტიული წესით მედიკამენტების შემოტანა. ორივე ეს ერთად მუშაობს და ვიღებთ ეფექტს, რასაც საქტატის მონაცემები დადასტურებულად აჩვენებს. თავდაპირველად ეს შეეხო ქრონიკული დაადავებების სამართავ მედიკამენტებს, რასაც სახელმწიფო აფინანსებდა. შემდეგ ეტაპობრივად გავრცელდა სხვა ტიპის მედიკამენტებზეც, სამინისტროს მიერ დასახულ მიზანს, რომ მოიცვას ბაზარზე აქტიურად მბრუნავი მედიკამენტები, მომავალ წელსაც განახორციელებს სამინისტრო. უმეტესობა უკვე მოცულია, ძირითადად ეს არის რეცეპტორული მედიკამენტები, რასაც მიმდინარე წელს რეფორმა შეეხო. მომავალ წელს უკვე არარეცეპტორულ მედიკამენტებსაც შეეხება, რაც აქტიურად ბრუნავს ბაზარზე“, – აღნიშნა სტრატეგიული განვითარებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსმა, ლელა სულაბერიძემ.
„რაც შეეხება ფასნამატებს, ეს გახლდათ ის მედიკამენტები, რომლებიც არ შედიოდა რეფერენტულში, მაგრამ ახლა მედიკამენტები კვლავ დაემატა არსებულ კატალოგს. სიაში უკვე შეტანილია ეს მედიკამენტები. მსგავსი ტიპის ანალიზი მუდმივად კეთდება სამინისტროში, ვიდრე რეფერენტული ფასწარმოქმნა კონკრეტულ მედიკამენტზე დაწესდება. ჩვენ ვუყურებთ, განსაზღვრული ფასი რამდენად მოახდენს საბითუმო ფასებზე იმპორტის ფასთან მიმართებაში, რა შედეგს მოგვცემს და ასევე რა გავლენა ექნება საცალო ფასებზე.
გამვლენილი ანალიზის დროს აღმოჩნდა, რომ მაღალი ფასები იყო, განსაკუთრებით ბოლოს ძალაში შესულ მედიკამენტებზე. გადავწყვიტეთ, რომ გამოგვექვეყნებინა“, – განაცხადა ლელა სულაბერიძემ.
მისივე თქმით, თითოეულ რეფორმას უტარდება ანალიზი…
„თითოეულ რეფორმას უტარდება ანალიზი, თუ რა ხდება სექტორში, რათა შედეგების კვალდაკვალ ვიაროთ და სადაც ჩარევაა საჭირო, რომ შესაბამისად ვიმოქმედოთ. შესაბამისად, მარაგებზე და დეფიციტზე ინფორმაცია ანალიზდება სამინისტროში. დღესდღეობიოთ ბაზარზე დეფიციტი არ არსებობს. სადაც დეფიციტის რისკები არსებობდა და კონკრეტულ მოლეკულას ბაზარზე, შესაძლოა, არ ჰქონოდა არსებობის შესაძლებლობა, მსგავსი ტიპის მედიკამენტებზე რეფერენტული ფასწარმოქმნის მეთოდოლოგიოას აქვს გამონაკლისის პროცედურა. გამონაკლისის შემთხვევებში მივდივართ ასევე ფარმაცევტულ კომპანიებთან, ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს და ვამბობთ, რომ რეფერენტული ქვეყნებიდან ფასების ანალიზით ეს ფასებია, თუ ვერ ახერხებთ მედიკამენტის აღნიშნულ ფასად შემოტანას, რა იქნება გონივრული ფასი. ამ შემთხვევაში ხდება სხვა ქვეყნების მოშველიებაც, რათა კომპანიასთან უფრო მეტად გვქონდეს მოლაპარაკების შესაძლებლობა, რომ ფასი იყოს მაქსიმალურად სამართლიანი საქართველოს მოსახლეობისათვის“, – აღნიშნა სტრატეგიული განვითარებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსმა.
მისი თქმით, რეფორმის დაწყებიდან დღემდე მსგავსი პრტეცედენტები იყო.
„რეფორმის დაწყებიდან დღემდე მსგავსი პრტეცედენტები იყო. რამდენიმე მედიკამენტზე, რაზეც მიღწეული იყო კონსენსუსი ფარმაცევტულ კომპანიასთან, შესაბამისად მედიკამნტების ქვეყანაში შემოსვლა გაგრძელდა“, – განაცხადა ლელა სულაბერიძემ.
„რაც შეეხება DRG სისტემას, საკმაოდ ეფექტური მექანიზმია, ამას ბევრი განვითარებული ქვეყანაც ამბობს, სადაც ეს მეთოდია დანერგილი. ეს პროგრამა კარგია მოსახლეობისთვის ჯიბიდან გადახდის შემცირების კუთხით.
მშობიარობისა და საკეისრო კვეთის დაფინანსებაზე DGR დაფინანსების მოდელი გავრცელდა, რაც გულისხმობს იმას, რომ პროგრამაში ჩართულ ყველა კლინიკაში, მშობიარობასა და საკეისრო კვეთაზე, თანაბარი ტარიფი დაწესდა და მოქალაქეებისთვის მომსახურება არის უფასო. ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განმარტამ რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არასაჭირო საკეისრო კვეთების რაოდენობასაც შეამცირებს…“ – აღნიშნა ლელა სულაბერიძემ.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi










