(DRG) დაფინანსების მოდელი, ქვეყანაში წარმატებით დაინერგა – პაციენტების თანაგადახდა, 27%-დან 10%-მდე შემცირდა
გიორგი ფხაკაძე “სს „გეფას“ განცხადებას ეხმაურება – „იყავი ჩუმად და გადაიხადე, რაც დაგაკისრეს…“
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე “სს „გეფას“ განცხადებას ეხმაურება:
„ფარმადეპო არ იყო, “გაფას” აფთიაქი, 1 თეთრის გამო უხარისხო პირბადეებს რომ ასაღებდა თავის აფთიაქებში კოვიდის პანდემიის დროს? ამაზე პასუხი ვინმემ მოთხოვა? რაც შეეხება წამლებს, სამინისტრო და მოსახლეობა კარგად ხედავს, ვინ არის მართალი…
„მათი მხრიდან ჯიბიდან გადახდა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი, ყველა ჩვენი რეფორმა მიმართულია იმისკენ, რომ ხარისხიანი ჯანდაცვა მივაწოდოთ ჩვენს მოქალაქეებს“ – ზურაბ აზარაშვილი
„ყველა ჩვენი რეფორმა, შეეხება ეს ფარმაცევტულ თუ კლინიკების სექტორს მიმართულია იმისკენ, რომ ხარისხიანი ჯანდაცვა მივაწოდოთ ჩვენს მოქალაქეებს და მათი მხრიდან ჯიბიდან გადახდა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი“, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, ამ ერთი წლის განმავლობაში გატარებულ რეფორმების შეფასებით ჩანს, მნიშვნელოვნად არის შემცირებული ჯიბიდან გადახდები.
„სწორედ ეს იყო რეფერენტული ფასწარმოქმნის მიზეზი, ეს იყო საგადახდო თანამედროვე სისტემის, DRG-ის შემოტანის მიზეზი და ამ ერთი წლის განმავლობაში გატარებულ რეფორმებს თუ შევაფასებთ, მნიშვნელოვნად არის შემცირებული ჯიბიდან გადახდები, თუმცა ეს არ არის ის ნიშნული, რაც საუკეთესო მსოფლიო პრაქტიკაა. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, რომ კიდევ უფრო შემცირდეს გადახდები და სახელმწიფომ მაქსიმალურად აიღოს პასუხისმგებლობა თავისი მოქალაქეების სამედიცინო სერვისების ანაზღაურებაზე. მედიკამენტებზე იქნება, თუ კლინიკებში მოქალაქეებს არ უწევდეთ თანხების საკუთარი ჯიბიდან გადახდა.
მშობიარობა DRG-ის პროგრამის გაფართოების ბოლო ეტაპია. 15 ნოემბრიდან დავიწყეთ. უკვე 3 500-ზე მეტი მშობიარობა იყო, ამ შემთხვევაშიც ჩვენ კლინიკებს თანამედროვე მეთოდებით დათვლილი ფასთწრმოქმნა შევთავაზეთ, სადაც გათვალისწინებული იყო ყველა ხარჯი, მათ შორის დამატებითი ხარჯები. თუ შეიძლება ახლა ამ მოკლე პერიოდის შეჯამება, საკმაოდ წარმატებით მიდის, აქაც მნიშვნელოვნად არის შემცირებული ჯიბიდან გადახდები“, – აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
„ვისაც ექნება აკრედიტაცია გავლილი, მხოლოდ იმ კლინიკებს შეეძლებათ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობა“ – ზურაბ აზარაშვილი
„კლინიკების საერთაშორისო აკრედიტაციის ვალდებულების შესახებ რეკომენდაცია დიდი ხნის წინ იყო გაცემული, რომ ქვეყანაში აუცილებლად უნდა არსებობდეს სტანდარტი, რასაც კლინიკა უნდა აკმაყოფილებდეს, თუნდაც ეროვნულ დონეზე და საერთაშორისოზე მით უმეტეს“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა „ქრონიკასთან“.
მისი თქმით, მიმდინარე წლიდან დაინერგა ამის ვალდებულება.
„მიმდინარე წლიდან დავნერგეთ ამის ვალდებულება და ხვალ უკვე ბოლო დღეა – კლინიკებმა უნდა წარმოადგინონ დადებული კონტრაქტები საერთაშორისო მაკრედიტირებლებთან. 2024 წლის ბოლოსთვის ვისაც ექნება აკრედიტაცია გავლილი, მხოლოდ მათ შეეძლებათ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობა. ეს ყველაფერი ერთობლიობაში მოგვცემს შედეგს, რომ ხარისხიანი ჯანდაცვა მივაწოდოთ ჩვენს მოქალაქეებს და ასევე ხელმისაწვდომობის კუთხით ვიზრუნოთ იმაზე, რომ ჯიბიდან გადახდები მაქსიმალურად შემცირდეს და საბოლოო ჯამში, ჩვენი მოქალაქეები კმაყოფილები იყვნენ“, -აღნიშნა მინისტრმა.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
„სამწუხაროდ, ყველაზე მძიმე დიაგნოზით დაავადებული ადამიანებისა და სახელმწიფოს მიმართ იყო გამოყენებული დანაშაულის ყველაზე მძიმე ფორმა, რაც დღეს 9-თვიანი მოკვლევის შემდეგ დადასტურდა“ – ზურაბ აზარაშვილი ფარმაცევტულ კომპანიებზე
„სამწუხაროდ, ყველაზე მძიმე დიაგნოზით დაავადებული ადამიანებისა და სახელმწიფოს მიმართ იყო გამოყენებული დანაშაულის ყველაზე მძიმე ფორმა, რაც დღეს 9-თვიანი მოკვლევის შემდეგ დადასტურდა“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა „ქრონიკაში“ ფარმაცევტულ კომპანიებზე საუბრისას განაცხადა.
„ზარალი მხოლოდ ციფრებში არ გამოიხატება – ეს უშუალოდ კავშირშია ადამიანების სიცოცხლესთან. სამწუხაროდ, ყველაზე მძიმე დიაგნოზით დაავადებული ადამიანებისა და სახელმწიფოს მიმართ იყო გამოყენებული დანაშაულის ეს ყველაზე მძიმე ფორმა, რაც დღეს დადასტურდა 9-თვიანი მოკვლევის შემდეგ. ეს ხდებოდა მიზანმიმართულად, წინასწარ შეთანხმებით, გაძვირებული ფასებით, ზუსტად ერთნაირად დაფიქსირებული ფასებით მომსახურების გაწევა. ამ შემთხვევაში მედიკამენტების შესყიდვას სახელმწიფო ახდენს და სხვა ალტერნატივა სახელმწიფოს არც ჰქონდა“, – განაცხადა მინისტრმა.
აზარაშვილმა ისაუბრა იმ ბერკეტებზეც, თუ როგორაა შესაძლებელი არსებული სიტუაციის გამოსწორება, რათა ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან ანალოგიური არ განმეორდეს.
მისივე თქმით, არსებული რეფორმები და ვითარება, რომელიც მათ ბოლო ორი წლის განმავლობაში ფარმაცევტულ ბაზარზე შექმნეს, სწორედ იძლევა მსგავსი სიტუაციის პრევენციას.
„მუდმივად ვმუშაობთ კანონმდებლობის დახვეწაზე. ასევე ვქმნით სხვადასხვა სისტემებს, რაც პრევენციის საშუალებას მოგვცემს. ასევე მნიშვნელოვანია, კონკურენციის სააგენტოს პრინციპული დამოკიდებულება ასეთ საქმესთან მიმართებაში, რაც მისასალმებელია. ამით დადასტურდა ერთ შემთხვევაში, ეს მძიმე და სამწუხარო დანაშაული და მეორე მხრივ, სახელმწიფოს ადეკვატური, მკაცრი რეაგირება, რაც ჯარიმების ოდენობაში გამოიხატა. ესეც პრევენციის შესაძლებლობა უნდა იყოს, რომ მეორედ არავის გაუჩნდეს სურვილი მსგავსი შესაძლებლობა გამოიყენოს – ურთიერთ შეთანხმებით დააზარალოს, დააზიანოს ონკოლოგიური პაციენტები“, – განაცხადა აზარაშვილმა.
საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, ფარმაცევტულ სექტორში, 4 კომპანია კონკურენციის საწინააღმდეგო ქმედების გამო დააჯარიმა.საკითხი ეხება – ონკოლოგიური მედიკამენტების სახელმწიფო დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის (შეთანხმებული ქმედება) დარღვევის ფაქტს.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
„DRG სისტემის ფარგლებში უკვე 40 ბავშვი მკურნალობს მსოფლიოს 3 ქვეყანაში“
„DRG სისტემის ფარგლებში, სახელმწიფო არის სრულად პასუხისმგებელი, ონკოლოგიური ბავშვების შემთხვევაში დავუფინანსოთ მათ ნებისმიერი საჭიროება. ამ დროისთვის უკვე 40 ბავშვი მკურნალობს მსოფლიოს 3 ქვეყანაში“, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში ძალიან დიდი უკმაყოფილება იყო ონკოლოგიურ ბავშვებთან დაკავშირებით მომსახურების სერვისის მიღების ნაწილში.
„საქართველოში ძალიან დიდი უკმაყოფილება იყო ონკოლოგიურ ბავშვებთან დაკავშირებით მომსახურების სერვისის მიღების ნაწილში. ამიტომ დროებითი შუალედური გადაწყვეტილება მივიღეთ. სანამ ქვეყანაში გვექნება მძლავრი ონკოლოგიური კლინიკა და აქ მოემსახურებოდნენ როგორც მოზრდილებს, ასევე ბავშვებს, პაციენტები მსოფლიოს სამ ქვეყანაში გავუშვით. DRG სისტემის ფარგლებში დღეისათვის უკვე 40 ბავშვი მკურნალობს მსოფლიოს 3 ქვეყანაში. ჯამში ამ ქვეყნებში 6 კლინიკა გვემსახურება. ეს ტარიფები მოიცავს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ჩათვლით ყველა შესაძლო სერვისს, რაც შეიძლება წლის განმავლობაში ბავშვს დასჭირდეს. ამიტომ მშობლებსა და ოჯახს არ უწევს იმაზე ფიქრი, რომ ყოველთვიურად რამდენი ახალი ხარჯი შეიძლება დაემატოს. სახელმწიფო არის სრულად პასუხისმგებელი, ონკოლოგიური ბავშვების შემთხვევაში დავუფინანსოთ მათ ნებისმიერი საჭიროება“, – აღნიშნა აზარაშვილმა.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
„წამლის ესე გაძვირება ადამიანის სიცოცხლესთან პირდაპირ კავშირშია – ფასი 300-400 %-ით იყო მომატებული“
„მედიკამენტების ფასი 300-400 %-ით იყო მომატებული. წამლის ესე გაძვირება ადამიანის სიცოცხლესთან პირდაპირ კავშირშია“, – განაცხაად ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა.
ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, 4 ფარმაცევტული კომპანიის მხრიდან დანაშაულის ეს ფორმა,გამოყენებული იყო როგორც მძიმე პაციენტების, ისე სახელმწიფოს მიმართ.
„ამ შემთხვევაში ზარალი, სამწუხაროდ მხოლოდ რიცხვებში არ გამოიხატება. ეს უშუალოდ ადამიანების სიცოცხლესთანაა კავშირში. ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან, ეს იყო მიზანმიმართული, წინასწარი შეთანხმებით გაძვირებული ფასები.
ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის მედიკამენტებს სახელმწიფო იძენს,ხშირ შემთხვევაში სწორედ ამ მედიკამენტებზე ხდებოდა ხელოვნურად ერთიანი ფასების დაწესება, რათა სახელმწიფოს სხვა ალტერნატივა არ ჰქონოდა და იძულებული ყოფილიყო, რომ მედიკამენტები მნიშვნელოვნად გაზრდილი ფასით შეეძინა.
აღნიშნულის შესახებ კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს მარტის თვეში ვაცნობეთ. მედიკამენტების ფასი 300-400 %-ით იყო მომატებული.წამლის ესე გაძვირება ადამიანის სიცოცხლესთან პირდაპირ კავშირშია.
მაგ: თუ კონკრეტული მედიკამენტი 2 000 ლარი ღირდა, 25 000 ლარიან ლიმიტში პაციენტს 12 კოლოფისა და ცოტა მეტის შეძენა შეეძლო, 5000-ის შემთხვევაში კი მხოლოდ 5 კოლოფის. მას შემდგე რაც პაციენტები ლიმიტს ამოწურავდნენ, ისინი წამლის გარეშე რჩებოდნენ,თუმცა ამ გაუგონარი ქმედების შემდეგაც , ჩვენ ამ ადამიანებს რეფერალური დახმარების პროგრამებით მაინც ვაფინანსებდით”,-განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
რატომ დაჯარიმდნენ ფარმაცევტული კომპანიები 53 მილიონი ლარით?
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
„პრემიერის ინიციატივით, 1000-მდე უსახლკარო მრავალშვილიანი ოჯახი ბინებით დაკმაყოფილდება“
ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა „ქრონიკაში“ მთავრობის ახალ პროექტზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც მომავალი წლიდან ორი წლის განმავლობაში 1000 უსახლკარო მრავალშვილიანი ოჯახისთვის ბინებით დაკმაყოფილება იწყება.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ინიციატივა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ეკუთვნის.
„ეს ძალიან კარგი პროექტი და ინიციატივა პრემიერს ეკუთვნის. ჩვენს სამინისტროს დაევალა ამის უზრუნველყოფა, რადგან ჩვენ გვაქვს გამოცდილება როგორც ასეთი ოჯახების შეფასების კუთხით, ასევე ბინების უზრუნველყოფის კუთხით. მომდევნო წელს დაიწყება. ორწლიანი პროექტია. მრავალშვილიან უსახლკაროებს შეეხება. დაახლოებით 1000 ოჯახს. ბიუჯეტი 50 მილიონი ლარია და უკვე 2025 წლის ბოლომდე ასეთი ოჯახები ქვეყანაში აღარ უნდა არსებობდნენ. ჩვენ მათ სრულად უზრუნველყოფთ საცხოვრებლით“, – აღნიშნა მინისტრმა.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებენ
სააფთიაქო ქსელები, PSP, ავერსი და მერმისიმათი დაჯარიმების შესახებ კონკურენციის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებენ. ამის შესახებ ინფორმაცია ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციამ გაავრცელა.
“ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის წევრი კომპანიები, ავერსი, PSP და მერმისი აღნიშნული მოკვლევის შედეგებს ცალსახად არ ეთანხებიან და სამივე მათგანი ამ გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს. იმედს ვიტოვებთ, სამართლიანი სასამართლოს პირობებში, ყველა კომპანია შეძლებს სიმართლის დამტკიცებას.
ჩვენს მოსახლეობას კიდევ ერთხელ ვუცხადებთ, რომ ფარმაცევტულ სექტორში დასაქმებული ყველა კომპანია კანონით განსაზღვრულ ჩარჩოში ოპერირებს და მოსახლეობის მაღალი ხარისხისა და უსაფრთხო ფარმაცევტული პროდუქტით, მაქსიმალურად ხელმისაწვდომ ფასად უზრუნველყოფას მაქსიმალურად ცდილობს”. – წერია ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის განცხადებაში.
რატომ დაჯარიმდნენ ფარმაცევტული კომპანიები 53 მილიონი ლარით?
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
სს “გეფას” განცხადება – „კომპანიას არცერთ ასპექტში არ დაურღვევია კონკურენციის შესახებ კანონი, არ ვეთანხმებით აღნიშნულ დასკვნას“
სს “გეფა” განცხადებას ავრცელებს:
“სს „გეფა“ გაეცნო კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას და გვინდა აღვნიშნოთ, რომ კომპანიას არცერთ ასპექტში არ დაურღვევია კონკურენციის შესახებ კანონი, შესაბამისად, არ ვეთანხმებით აღნიშნულ დასკვნას.
სს „გეფა“ კონკურენციის სააგენტოს მიერ წარმოებული მოკვლევის პროცესში აქტიურად იყო ჩართული და თანამშრომლობდა სააგენტოსთან. კომპანიის მხრიდან სრულად მოხდა მოთხოვნილი დოკუმენტაციის მიწოდება და კონკურენციის სააგენტოს წარედგინა არგუმენტირებული, პროფესიული და ობიექტური პოზიცია. სამწუხაროა, რომ სააგენტომ არ გაითვალისწინა ზემოაღნიშნული გარემოებები.
აღსანიშნავია, რომ კონკურენციის სააგენტომ, მის მიერ 2020 წელს გამოქვეყნებულ დასკვნაში აღნიშნა საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე აქტიური კონკურენციის არსებობა. ჩვენი საქმიანობის მთავარი ღირებულება კი სწორედ ღია და პატიოსანი კონკურენციის შენარჩუნებაა. სს გეფას მთავარი ამოცანაა საზოგადოებას შევთავაზოთ ევროპაში აღიარებული, უმაღლესი ხარისხის მედიკამენტები და უკვე მრავალი წელია ამ პოზიციას მყარად ვინარჩუნებთ.
ჩვენ ვქმნით ეფექტურ სამუშაო გარემოს და ჩვენი მთავარი ღირებულება სწორედ სამართლიანობაა. სს „გეფა“ წარმოადგენს ყველაზე მსხვილ და სტაბილურ დამსაქმებელს, ის 2017 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და აერთიანებს 4500 – მდე თანამშრომელს მთელი საქართველოს მასშტაბით”.
რატომ დაჯარიმდნენ ფარმაცევტული კომპანიები 53 მილიონი ლარით?
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi










