კლინიკებმა საჯაროდ განაცხადეს, რომ პაციენტის უსაფრთხოებას უფრო წინ აყენებენ, ვინდრე ფინანსებს…
პირველი ახალშობილი წელს ბათუმში დაიბადა
ბათუმის სამედიცინო ცენტრის ცნობით, პირველი ახალშობილი 2024 წელს ბათუმში, BMC-ის სამშობიარო განყოფილებაში დაიბადა. ახალშობილი 1-ელ იანვარს, დაახლოებით 00:06 საათზე დაიბადა, მას ილია დაარქვეს.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
“ნაბახუსევზე ყველაზე დიდი რისკი გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაზიანებაა”
2022 წლის 2 იანვრის მონაცემებით, ახალი წლის დღეებში საქართველოში კვებითი ინტოქსიკაციის 41 შემთხვევა დაფიქსირდა. რაც შეეხება ალკოჰოლით მოწამვლას, 231 ფაქტი გამოვლინდა. მათგან 97 თბილისში და 134 რეგიონებში. ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 60 ადამიანს.
ალკოჰოლით მოწამვლის დროს ადამიანს აქვს შემდეგი სიმპტომები:
ღებინება ან გულისრევის შეგრძნება, კრუნჩხვა, შენელებული სუნთქვა, ფერმკრთალი ან მოლურჯო ფერის კანი, რომელიც სხეულის დაბალი ტემპერატურით არის გამოწვეული. მძიმე შემთხვევებში კი შესაძლებელია გონების დაკარგვა, კომა და სიკვდილიც კი გამოიწვიოს.
„არასდროს გამოიყენოთ საკვები ემოციებისგან განტვირთვისთვის”
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“
სტომატოლოგიური კლინიკებისთვის ახალი სტანდარტები ამოქმედდა
სტომატოლოგიური კლინიკებისთვის ახალი სტანდარტები ამოქმედდა. ცვლილებების მიხედვით, სტომატოლოგიური საქმიანობის დაწყების და ოპერირების წესები მკაცრდება.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი სტანდარტების მიხედვით, სტომატოლოგიური დაწესებულება ვალდებული ხდება, 6 თვეში ერთხელ, თანამშრომლების B ჰეპატიტზე პროფილაქტიკური იმუნიზაცია, ხოლო C ჰეპატიტზე სკრინინგი უზრუნველყოს.
„ცვლილების მიხედვით, სტომატოლოგიური დაწესებულებებისთვის განახლდა, დაზუსტდა და უფრო დეტალურად გაიწერა ინფექციის პრევენციის, კონტროლის, სტერილიზაცია – დეზინფექციის და სამედიცინო ნარჩენების მართვის აუცილებელი კრიტერიუმები.
პროცესის უკეთ სამართავად, სავალდებულო გახდა დაწესებულებაში ინფექციების კონტროლზე პასუხისმგებელი პირის გამოყოფა. სტომატოლოგიური დაწესებულება ვალდებული ხდება, უზრუნველყოს თანამშრომელთა პროფილაქტიკური იმუნიზაცია B ჰეპატიტზე და სკრინინგი C ჰეპატიტზე, ექვს თვეში ერთხელ.
ცვლილებებით განსაზღვრული მოთხოვნები, არსებული სტომატოლოგიური კაბინეტებისა და კლინიკებისთვის, სავალდებულო 2024 წლის იანვრიდან იქნება. ახალი დაწესებულებები კი საქმიანობის დაწყებას მხოლოდ ამ სტანდარტების დაკმაყოფილების შემთხვევაში შეძლებენ“, – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალ მედცენტრის დამფუძნებელი მიხეილ ართმელიძე ახალ წელს გილოცავთ
მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალ მედცენტრის დამფუძნებელი მიხეილ ართმელიძე ახალ წელს გილოცავთ:
„გილოცავთ 2024 წელს. გისურვებთ ხვავს, ბარაქას, ჯანმრთელობას, ბედნიერებას თქვენს ოჯახის წევრებთან ერთად იყავით წარმატებულები და ბედნიერები. ბევრ ახალ წელს შევხვდეთ ერთად.
ძვირფასო მეგობრებო და კოლეგებო, მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ იმ გაწეული სამუშაოსთვის, რომელიც ჩვენ ერთობლივად შევძელით და გავაკეთეთ.
2023 წელი იყო დახუნძლული კარგი დღეებით, დადებითი ემოციებით, წარმატებებით, ახალი ამოცანებით.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არაერთი წელი გავაცილეთ ერთად და არაერთ წარმატებას მივაღწიეთ.“
საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში გიორგი ფხაკაძე წარმოადგენს.
საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე მედცენტს ახალ წელს ულოცავს:
(DRG) დაფინანსების მოდელი, ქვეყანაში წარმატებით დაინერგა – პაციენტების თანაგადახდა, 27%-დან 10%-მდე შემცირდა
გიორგი ფხაკაძე “სს „გეფას“ განცხადებას ეხმაურება – „იყავი ჩუმად და გადაიხადე, რაც დაგაკისრეს…“
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე “სს „გეფას“ განცხადებას ეხმაურება:
„ფარმადეპო არ იყო, “გაფას” აფთიაქი, 1 თეთრის გამო უხარისხო პირბადეებს რომ ასაღებდა თავის აფთიაქებში კოვიდის პანდემიის დროს? ამაზე პასუხი ვინმემ მოთხოვა? რაც შეეხება წამლებს, სამინისტრო და მოსახლეობა კარგად ხედავს, ვინ არის მართალი…
„მათი მხრიდან ჯიბიდან გადახდა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი, ყველა ჩვენი რეფორმა მიმართულია იმისკენ, რომ ხარისხიანი ჯანდაცვა მივაწოდოთ ჩვენს მოქალაქეებს“ – ზურაბ აზარაშვილი
„ყველა ჩვენი რეფორმა, შეეხება ეს ფარმაცევტულ თუ კლინიკების სექტორს მიმართულია იმისკენ, რომ ხარისხიანი ჯანდაცვა მივაწოდოთ ჩვენს მოქალაქეებს და მათი მხრიდან ჯიბიდან გადახდა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი“, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, ამ ერთი წლის განმავლობაში გატარებულ რეფორმების შეფასებით ჩანს, მნიშვნელოვნად არის შემცირებული ჯიბიდან გადახდები.
„სწორედ ეს იყო რეფერენტული ფასწარმოქმნის მიზეზი, ეს იყო საგადახდო თანამედროვე სისტემის, DRG-ის შემოტანის მიზეზი და ამ ერთი წლის განმავლობაში გატარებულ რეფორმებს თუ შევაფასებთ, მნიშვნელოვნად არის შემცირებული ჯიბიდან გადახდები, თუმცა ეს არ არის ის ნიშნული, რაც საუკეთესო მსოფლიო პრაქტიკაა. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, რომ კიდევ უფრო შემცირდეს გადახდები და სახელმწიფომ მაქსიმალურად აიღოს პასუხისმგებლობა თავისი მოქალაქეების სამედიცინო სერვისების ანაზღაურებაზე. მედიკამენტებზე იქნება, თუ კლინიკებში მოქალაქეებს არ უწევდეთ თანხების საკუთარი ჯიბიდან გადახდა.
მშობიარობა DRG-ის პროგრამის გაფართოების ბოლო ეტაპია. 15 ნოემბრიდან დავიწყეთ. უკვე 3 500-ზე მეტი მშობიარობა იყო, ამ შემთხვევაშიც ჩვენ კლინიკებს თანამედროვე მეთოდებით დათვლილი ფასთწრმოქმნა შევთავაზეთ, სადაც გათვალისწინებული იყო ყველა ხარჯი, მათ შორის დამატებითი ხარჯები. თუ შეიძლება ახლა ამ მოკლე პერიოდის შეჯამება, საკმაოდ წარმატებით მიდის, აქაც მნიშვნელოვნად არის შემცირებული ჯიბიდან გადახდები“, – აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
„ვისაც ექნება აკრედიტაცია გავლილი, მხოლოდ იმ კლინიკებს შეეძლებათ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობა“ – ზურაბ აზარაშვილი
„კლინიკების საერთაშორისო აკრედიტაციის ვალდებულების შესახებ რეკომენდაცია დიდი ხნის წინ იყო გაცემული, რომ ქვეყანაში აუცილებლად უნდა არსებობდეს სტანდარტი, რასაც კლინიკა უნდა აკმაყოფილებდეს, თუნდაც ეროვნულ დონეზე და საერთაშორისოზე მით უმეტეს“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა „ქრონიკასთან“.
მისი თქმით, მიმდინარე წლიდან დაინერგა ამის ვალდებულება.
„მიმდინარე წლიდან დავნერგეთ ამის ვალდებულება და ხვალ უკვე ბოლო დღეა – კლინიკებმა უნდა წარმოადგინონ დადებული კონტრაქტები საერთაშორისო მაკრედიტირებლებთან. 2024 წლის ბოლოსთვის ვისაც ექნება აკრედიტაცია გავლილი, მხოლოდ მათ შეეძლებათ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობა. ეს ყველაფერი ერთობლიობაში მოგვცემს შედეგს, რომ ხარისხიანი ჯანდაცვა მივაწოდოთ ჩვენს მოქალაქეებს და ასევე ხელმისაწვდომობის კუთხით ვიზრუნოთ იმაზე, რომ ჯიბიდან გადახდები მაქსიმალურად შემცირდეს და საბოლოო ჯამში, ჩვენი მოქალაქეები კმაყოფილები იყვნენ“, -აღნიშნა მინისტრმა.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi










