კვირა, მაისი 10, 2026

„სამწუხაროდ, ყველაზე მძიმე დიაგნოზით დაავადებული ადამიანებისა და სახელმწიფოს მიმართ იყო გამოყენებული დანაშაულის ყველაზე მძიმე ფორმა, რაც დღეს 9-თვიანი მოკვლევის შემდეგ დადასტურდა“ – ზურაბ აზარაშვილი ფარმაცევტულ კომპანიებზე

„სამწუხაროდ, ყველაზე მძიმე დიაგნოზით დაავადებული ადამიანებისა და სახელმწიფოს მიმართ იყო გამოყენებული დანაშაულის ყველაზე მძიმე ფორმა, რაც დღეს 9-თვიანი მოკვლევის შემდეგ დადასტურდა“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა „ქრონიკაში“ ფარმაცევტულ კომპანიებზე საუბრისას განაცხადა.

„ზარალი მხოლოდ ციფრებში არ გამოიხატება – ეს უშუალოდ კავშირშია ადამიანების სიცოცხლესთან. სამწუხაროდ, ყველაზე მძიმე დიაგნოზით დაავადებული ადამიანებისა და სახელმწიფოს მიმართ იყო გამოყენებული დანაშაულის ეს ყველაზე მძიმე ფორმა, რაც დღეს დადასტურდა 9-თვიანი მოკვლევის შემდეგ. ეს ხდებოდა მიზანმიმართულად, წინასწარ შეთანხმებით, გაძვირებული ფასებით, ზუსტად ერთნაირად დაფიქსირებული ფასებით მომსახურების გაწევა. ამ შემთხვევაში მედიკამენტების შესყიდვას სახელმწიფო ახდენს და სხვა ალტერნატივა სახელმწიფოს არც ჰქონდა“, – განაცხადა მინისტრმა.

აზარაშვილმა ისაუბრა იმ ბერკეტებზეც, თუ როგორაა შესაძლებელი არსებული სიტუაციის გამოსწორება, რათა ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან ანალოგიური არ განმეორდეს.

მისივე თქმით, არსებული რეფორმები და ვითარება, რომელიც მათ ბოლო ორი წლის განმავლობაში ფარმაცევტულ ბაზარზე შექმნეს, სწორედ იძლევა მსგავსი სიტუაციის პრევენციას.

„მუდმივად ვმუშაობთ კანონმდებლობის დახვეწაზე. ასევე ვქმნით სხვადასხვა სისტემებს, რაც პრევენციის საშუალებას მოგვცემს. ასევე მნიშვნელოვანია, კონკურენციის სააგენტოს პრინციპული დამოკიდებულება ასეთ საქმესთან მიმართებაში, რაც მისასალმებელია. ამით დადასტურდა ერთ შემთხვევაში, ეს მძიმე და სამწუხარო დანაშაული და მეორე მხრივ, სახელმწიფოს ადეკვატური, მკაცრი რეაგირება, რაც ჯარიმების ოდენობაში გამოიხატა. ესეც პრევენციის შესაძლებლობა უნდა იყოს, რომ მეორედ არავის გაუჩნდეს სურვილი მსგავსი შესაძლებლობა გამოიყენოს – ურთიერთ შეთანხმებით დააზარალოს, დააზიანოს ონკოლოგიური პაციენტები“, – განაცხადა აზარაშვილმა.

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, ფარმაცევტულ სექტორში, 4 კომპანია კონკურენციის საწინააღმდეგო ქმედების გამო დააჯარიმა.საკითხი ეხება – ონკოლოგიური მედიკამენტების სახელმწიფო დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის (შეთანხმებული ქმედება) დარღვევის ფაქტს.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

„DRG სისტემის ფარგლებში უკვე 40 ბავშვი მკურნალობს მსოფლიოს 3 ქვეყანაში“

„DRG სისტემის ფარგლებში, სახელმწიფო არის სრულად პასუხისმგებელი, ონკოლოგიური ბავშვების შემთხვევაში დავუფინანსოთ მათ ნებისმიერი საჭიროება. ამ დროისთვის უკვე 40 ბავშვი მკურნალობს მსოფლიოს 3 ქვეყანაში“, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში ძალიან დიდი უკმაყოფილება იყო ონკოლოგიურ ბავშვებთან დაკავშირებით მომსახურების სერვისის მიღების ნაწილში.

„საქართველოში ძალიან დიდი უკმაყოფილება იყო ონკოლოგიურ ბავშვებთან დაკავშირებით მომსახურების სერვისის მიღების ნაწილში. ამიტომ დროებითი შუალედური გადაწყვეტილება მივიღეთ. სანამ ქვეყანაში გვექნება მძლავრი ონკოლოგიური კლინიკა და აქ მოემსახურებოდნენ როგორც მოზრდილებს, ასევე ბავშვებს, პაციენტები მსოფლიოს სამ ქვეყანაში გავუშვით. DRG სისტემის ფარგლებში დღეისათვის უკვე 40 ბავშვი მკურნალობს მსოფლიოს 3 ქვეყანაში. ჯამში ამ ქვეყნებში 6 კლინიკა გვემსახურება. ეს ტარიფები მოიცავს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ჩათვლით ყველა შესაძლო სერვისს, რაც შეიძლება წლის განმავლობაში ბავშვს დასჭირდეს. ამიტომ მშობლებსა და ოჯახს არ უწევს იმაზე ფიქრი, რომ ყოველთვიურად რამდენი ახალი ხარჯი შეიძლება დაემატოს. სახელმწიფო არის სრულად პასუხისმგებელი, ონკოლოგიური ბავშვების შემთხვევაში დავუფინანსოთ მათ ნებისმიერი საჭიროება“, – აღნიშნა აზარაშვილმა.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

„წამლის ესე გაძვირება ადამიანის სიცოცხლესთან პირდაპირ კავშირშია – ფასი 300-400 %-ით იყო მომატებული“

„მედიკამენტების ფასი 300-400 %-ით იყო მომატებული. წამლის ესე გაძვირება ადამიანის სიცოცხლესთან პირდაპირ კავშირშია“, – განაცხაად ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა.

ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, 4 ფარმაცევტული კომპანიის მხრიდან დანაშაულის ეს ფორმა,გამოყენებული იყო როგორც მძიმე პაციენტების, ისე სახელმწიფოს მიმართ.

„ამ შემთხვევაში ზარალი, სამწუხაროდ მხოლოდ რიცხვებში არ გამოიხატება. ეს უშუალოდ ადამიანების სიცოცხლესთანაა კავშირში. ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან, ეს იყო მიზანმიმართული, წინასწარი შეთანხმებით გაძვირებული ფასები.

ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის მედიკამენტებს სახელმწიფო იძენს,ხშირ შემთხვევაში სწორედ ამ მედიკამენტებზე ხდებოდა ხელოვნურად ერთიანი ფასების დაწესება, რათა სახელმწიფოს სხვა ალტერნატივა არ ჰქონოდა და იძულებული ყოფილიყო, რომ მედიკამენტები მნიშვნელოვნად გაზრდილი ფასით შეეძინა.

აღნიშნულის შესახებ კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს მარტის თვეში ვაცნობეთ. მედიკამენტების ფასი 300-400 %-ით იყო მომატებული.წამლის ესე გაძვირება ადამიანის სიცოცხლესთან პირდაპირ კავშირშია.

მაგ: თუ კონკრეტული მედიკამენტი 2 000 ლარი ღირდა, 25 000 ლარიან ლიმიტში პაციენტს 12 კოლოფისა და ცოტა მეტის შეძენა შეეძლო, 5000-ის შემთხვევაში კი მხოლოდ 5 კოლოფის. მას შემდგე რაც პაციენტები ლიმიტს ამოწურავდნენ, ისინი წამლის გარეშე რჩებოდნენ,თუმცა ამ გაუგონარი ქმედების შემდეგაც , ჩვენ ამ ადამიანებს რეფერალური დახმარების პროგრამებით მაინც ვაფინანსებდით”,-განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

რატომ დაჯარიმდნენ ფარმაცევტული კომპანიები 53 მილიონი ლარით?

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

„პრემიერის ინიციატივით, 1000-მდე უსახლკარო მრავალშვილიანი ოჯახი ბინებით დაკმაყოფილდება“

ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა „ქრონიკაში“ მთავრობის ახალ პროექტზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც მომავალი წლიდან ორი წლის განმავლობაში 1000 უსახლკარო მრავალშვილიანი ოჯახისთვის ბინებით დაკმაყოფილება იწყება.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ინიციატივა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ეკუთვნის.

„ეს ძალიან კარგი პროექტი და ინიციატივა პრემიერს ეკუთვნის. ჩვენს სამინისტროს დაევალა ამის უზრუნველყოფა, რადგან ჩვენ გვაქვს გამოცდილება როგორც ასეთი ოჯახების შეფასების კუთხით, ასევე ბინების უზრუნველყოფის კუთხით. მომდევნო წელს დაიწყება. ორწლიანი პროექტია. მრავალშვილიან უსახლკაროებს შეეხება. დაახლოებით 1000 ოჯახს. ბიუჯეტი 50 მილიონი ლარია და უკვე 2025 წლის ბოლომდე ასეთი ოჯახები ქვეყანაში აღარ უნდა არსებობდნენ. ჩვენ მათ სრულად უზრუნველყოფთ საცხოვრებლით“, – აღნიშნა მინისტრმა.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებენ

სააფთიაქო ქსელები, PSP, ავერსი და მერმისიმათი დაჯარიმების შესახებ კონკურენციის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებენ. ამის შესახებ ინფორმაცია ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციამ გაავრცელა.

“ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის წევრი კომპანიები, ავერსი, PSP და მერმისი აღნიშნული მოკვლევის შედეგებს ცალსახად არ ეთანხებიან და სამივე მათგანი ამ გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს. იმედს ვიტოვებთ, სამართლიანი სასამართლოს პირობებში, ყველა კომპანია შეძლებს სიმართლის დამტკიცებას.

ჩვენს მოსახლეობას კიდევ ერთხელ ვუცხადებთ, რომ ფარმაცევტულ სექტორში დასაქმებული ყველა კომპანია კანონით განსაზღვრულ ჩარჩოში ოპერირებს და მოსახლეობის მაღალი ხარისხისა და უსაფრთხო ფარმაცევტული პროდუქტით, მაქსიმალურად ხელმისაწვდომ ფასად უზრუნველყოფას მაქსიმალურად ცდილობს”. – წერია ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის განცხადებაში.

რატომ დაჯარიმდნენ ფარმაცევტული კომპანიები 53 მილიონი ლარით?

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

სს “გეფას” განცხადება – „კომპანიას არცერთ ასპექტში არ დაურღვევია კონკურენციის შესახებ კანონი, არ ვეთანხმებით აღნიშნულ დასკვნას“

სს “გეფა” განცხადებას ავრცელებს:

“სს „გეფა“ გაეცნო კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას და გვინდა აღვნიშნოთ, რომ კომპანიას არცერთ ასპექტში არ დაურღვევია კონკურენციის შესახებ კანონი, შესაბამისად, არ ვეთანხმებით აღნიშნულ დასკვნას.

სს „გეფა“ კონკურენციის სააგენტოს მიერ წარმოებული მოკვლევის პროცესში აქტიურად იყო ჩართული და თანამშრომლობდა სააგენტოსთან. კომპანიის მხრიდან სრულად მოხდა მოთხოვნილი დოკუმენტაციის მიწოდება და კონკურენციის სააგენტოს წარედგინა არგუმენტირებული, პროფესიული და ობიექტური პოზიცია. სამწუხაროა, რომ სააგენტომ არ გაითვალისწინა ზემოაღნიშნული გარემოებები.

აღსანიშნავია, რომ კონკურენციის სააგენტომ, მის მიერ 2020 წელს გამოქვეყნებულ დასკვნაში აღნიშნა საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე აქტიური კონკურენციის არსებობა. ჩვენი საქმიანობის მთავარი ღირებულება კი სწორედ ღია და პატიოსანი კონკურენციის შენარჩუნებაა. სს გეფას მთავარი ამოცანაა საზოგადოებას შევთავაზოთ ევროპაში აღიარებული, უმაღლესი ხარისხის მედიკამენტები და უკვე მრავალი წელია ამ პოზიციას მყარად ვინარჩუნებთ.

ჩვენ ვქმნით ეფექტურ სამუშაო გარემოს და ჩვენი მთავარი ღირებულება სწორედ სამართლიანობაა. სს „გეფა“ წარმოადგენს ყველაზე მსხვილ და სტაბილურ დამსაქმებელს, ის 2017 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და აერთიანებს 4500 – მდე თანამშრომელს მთელი საქართველოს მასშტაბით”.

რატომ დაჯარიმდნენ ფარმაცევტული კომპანიები 53 მილიონი ლარით?

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

ჯანდაცვის მინისტრი ფარმაბიზნესს მიმართავს – „სახელმწიფოს რეაგირება ყოველთვის იქნება პრინციპული და მკაცრი იქნება“

ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი უწყებაში გამართულ პრესკონფერენციაზე კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა:

„დღეს კონკურენციის სააგენტოს მიერ დადასტურდა ძალიან მძიმე ფაქტი, რასაც ჩვენ რამდენიმე თვის განმავლობაში მყარი ეჭვებისა და არგუმენტების საფუძველზე ვამბობდით, დღეს კონკურენციის სააგენტომ თითქმის 9-თვიანი მოკვლევის საფუძველზე გაასაჯაროვა შედეგები, რომელიც ძალიან სამწუხაროა. დადასტურდა, რომ ეს კომპანიები მიზანმიმართულად ხალხის და სახელმწიფოს წინააღმდეგ ცდილობდნენ ვერაგული მეთოდების გამოყენებას, თან ყველაზე მძიმე პაციენტების მიმართ – ფასის გაზრდას მედიკამენტებზე.

ჩვენ მაშინვე ვთქვით, რომ ფასები ონკოლოგიურ მედიკამენტებზე 3-4-ჯერ გაიზარდა, რის საფუძველზეც ხდებოდა ლიმიტების ნაადრევად ამოწურვა და ეს ადამიანები მედიკამენტების გარეშე თვეების განმავლობაში რჩებოდნენ. რაზეც სახელმწიფოს მყისიერი რეაგირება ჰქონდა. მინდა დიდი მადლობა გადაუხადო კონკურენციის სააგენტოს, რომელმაც კვალიფიციურად შეისწავლა აღნიშნული ფაქტები და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო. მინდა, მივმართო ფარმაცევტულ კომპანიებს და დავამშვიდო ჩვენი მოსახლეობა, სახელმწიფო ყოველთვის იზრუნებს მათ კეთილდღეობაზე და სახელმწიფოს რეაგირება ყოველთვის იქნება პრინციპული და მკაცრი იქნება“, – განაცხადა მინისტრმა.

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ფარმაცევტულ სექტორში ოთხი კომპანია კონკურენციის საწინააღმდეგო ქმედების გამო დააჯარიმა. 

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

კონ­ტრას­ტი ვე­ნა­ში შეჰ­ყავთ და არა არტერიაში – რისთვის გამოიყენება კტა

კომ­პი­უ­ტე­რულ­-ტო­მოგ­რა­ფი­უ­ლი ან­გი­ოგ­რა­ფია (კტა)

კტა კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფი­ის ერ­თ-ერ­თი სა­ხე­ა, რო­მე­ლიც სხე­უ­ლის მა­გის­ტრა­ლუ­რი არ­ტე­რი­ე­ბის (გარ­და კო­რო­ნა­რუ­ლი არ­ტე­რი­ე­ბი­სა) სამ­გან­ზო­მი­ლე­ბი­ა­ნი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის მი­ღე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა. სუ­რა­თი ხა­რის­ხით ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ან­გი­ოგ­რა­ფი­ის სუ­რა­თის მსგავ­სი­ა. კტა გა­მო­ი­ყე­ნე­ბა სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნოს მკვე­­ბა­ვი არ­ტე­რი­ე­ბის შე­ვიწ­რო­ე­ბის, აგ­რეთ­ვე, მა­გის­ტრა­ლუ­რი არ­ტე­რი­ე­ბის ანევ­რი­ზ­მე­ბი­სა და და­ზი­ა­ნე­ბე­ბის გა­მო­სავ­ლე­ნად, სის­ხლძარ­ღვებ­ში მოძ­რა­ვი თრომ­ბი­სა და ემ­ბო­ლი­ის (სის­ხლძარ­ღვის დახ­შო­ბა თრომ­ბით) ვი­ზუ­ა­ლი­ზა­­ცი­ის­თვის.
ჩვე­უ­ლებ­რი­ვი კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფიის­­­გან გა­ნ­­სხვა­ვე­ბით, კტა არ არის ინ­ვა­ზი­უ­რი პრო­­ცე­დუ­რა. კონ­ტრას­ტი ვე­ნა­ში შეჰ­ყავთ და არა არ­­ტე­რი­ა­ში, რო­გორც ეს ან­გი­ოგ­რა­ფი­ის დროს კეთ­დე­ბა. კვლე­ვის ხან­გრძლი­ვო­ბა 1-2 წუ­თი­ა.

კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფია (კტ)

წყარო: ჯანმრთელობის ენციკლოპედია. მერკის სახელმძღვანელო:
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

„ზამთარში სიკვდილიანობა უფრო მაღალია, ვიდრე ზაფხულში“

სხვადასხვა კვლევების თანახმად, ზამთარში სიკვდილიანობა უფრო მაღალია, ვიდრე ზაფხულში, ხოლო შობა-ახალი წლის დღეებში კიდევ უფრო მეტად იზრდება, რომლის 95% გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მიზეზით არის განპირობებული.

არსებობს ჰიპოთეზა, რომ შობა-ახალი წლის სადღესასწაულო დღეებში სუფრებთან ხშირი ქეიფი და გადატვირთული დღეები, ჯანმრთელობის თვალსაზრისით,  დამატებით რისკს წარმოადგენს.

1973-2001 წლებში შეერთებულ შტატებში სიკვდილიანობის საერთო მონაცემების შესწავლამ გამოავლინა „დღესასწაულის ეფექტი“ –  შობა-ახალი წლის დღეებში 5%-იანი ჭარბი სიკვდილიანობით.

შვედეთის ნაციონალური კორონარული განყოფილების რეესტრმა გამოავლინა მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის (AMI) შემთხვევების 15%-იანი ზრდა საშობაო არდადეგების დროს.

ცენტრალურ ნორვეგიაში წელიწადის ყველაზე „მომაკვდინებელი დრო” საშობაო არდადეგებს (22 დეკემბრიდან 11 იანვრამდე) ემთხვევა.

რითია განპირობებული კარდიოვასკულური დაავადების რისკის და სიკვდილიანობის მატება ზამთრის პერიოდში (განსაკუთრებით სადღესასწაულო სუფრების მერე), ამ თემაზე ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ინტერვენციული კარდიოლოგი სპარტაკ ლეკვეიშვილი გვესაუბრება:

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველოში შობა-ახალი წლების დღესასწაულებზე სუფრასთან ქეიფი თითქმის მთელი თვე გრძელდება, დღესასწაულის აღნიშვნასთან ერთად, აუცილებელია, გავუფრთხილდეთ საკუთარ ჯანმრთელობას! განსაკუთრებით ისინი, ვინც გულ-სისხლძარღვთა დაავადების მაღალ რისკში არიან.  ვინაიდან, კარდიოვასკულური დაავადების რისკის გაზრდა განპირობებულია შემდეგი ფაქტორებით:

•  გარემოს პროვოკაციული ზემოქმედებით, როგორიცაა: დაბალი ტემპერატურა, დღის სინათლის შემცირება და ინფექციების მატება;
•  ფიზიკური აქტივობის შემცირება;
•  არტერიული წნევის, გულისცემის სიხშირის, სხეულის წონის და ქოლესტერინის დონის მომატება;
•  საშობაო არდადეგების პერიოდში ცხოვრება ხასიათდება სადღესასწაულო ღონისძიებებით,  ამ დღეებში ნაკლებად მიმართავენ ექიმს და ნაკლებად აქცევენ ყურადღებას საკუთარ ჯანმრთელობას;
•  დამატებითი რისკია მაღალკალორიული საკვები და ალკოჰოლი, რომელსაც ჩვეულებრივ მოიხმარენ შობა-ახალი წლის დღეებში, განსაკუთრებით კი საქართველოში, რის შედეგადაც ენდოთელიუმის ფუნქცია არსებითად უარესდება;
•  გაზრდილი ემოციური სტრესი, შემცირებული ფიზიკური აქტივობა, შემცირებული ძილის პერიოდი და სხვადასხვა სიმპტომების იგნორირება ცუდად აისახება ადამიანის ჯანმრთელობაზე.

მოგიწოდებთ,  გაუფრთხილდეთ საკუთარ ჯანმრთელობას და სადღესასწაულო დღეების მიუხედავად, მიჰყევით ექიმის დანიშნულებას, მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

რა ტემპერატურაზე ინახება ემბრიონი და რა ხდება იმ შემთხვევაში თუ პაციენტმა თვეების ან წლების მანძილზე არ გადაიხადა შენახული კვერცხუჯრედის გადასახადი?

გადაცემა „იმუნიტეტი“

რა ტემპერატურაზე ინახება ემბრიონი და რა ხდება იმ შემთხვევაში თუ პაციენტმა თვეების ან წლების მანძილზე არ გადაიხადა შენახული კვერცხუჯრედის გადასახადი?
საუბრობენ ემბრიოლოგი თემიკო ჟორჟოლაძე და რეპროდუქტოლოგი, მეან-გინეკოლოგი, ენდოკრინოლოგი თამარ ბარბაქაძე:

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights