მეცნიერებმა აღმოაჩინეს ანტიბიოტიკების სრულიად ახალი კლასი, რომელიც ამჟამინდელ პრეპარატთა უმეტესობისადმი რეზისტენტულ ბაქტერიებს ანადგურებს.
როგორ მოვიქცეთ მდუღარე წყლით და ქიმიური დამწვრობის შემთხვევაში?
იმშობიარა ქალმა, რომელმაც ბავშვი მუცლით ცხრა თვე ისე ატარა, რომ არ იცოდა ფეხმძიმედ თუ იყო – „შობას სასწაულები ხდება“
გორში, იმშობიარა ქალმა, რომელმაც ბავშვი მუცლით ცხრა თვე ისე ატარა, რომ არ იცოდა ფეხმძიმედ თუ იყო. ინფორმაციას და ექიმის კომენტარს TV მონიტორინგი ავრცელებს.
„ქალმა კლინიკას მუცლის ტკივილის გამო მიმართა. მაშინ გაიგო, რომ ფეხმძიმედ იყო. დედის და შვილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
შობას სასწაულები ხდება, დედამ მოგვმართა ჩივილებით, მუცლის არეში მოვლითი ტკივილები მაქვსო, თავადაც არ იცოდა, რომ ორსულად იყო, შეეძინა ბიჭი, 3,500 გრამს იწონის ახალშობილი. ამჟამად დედის და ბავშვის მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია” – ამბობს ექიმი.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
რა არის, გიორგი ფხაკაძის წარმატების ფორმულა?!
საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე წარმატების ფორმულაზე საუბრობს:


ჯანდაცვის ასოციაციის ყველა წევრმა კლინიკამ, მააკრედიტირებელ ორგანოებთან ხელშეკრულება გააფორმა
საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილე კლინიკებისთვის საერთაშორისო აკრედიტაციის ფლობა 2025 წლის იანვრიდან სავალდებულო ხდება.
ხარისხიანი ჯანდაცვა, სამედიცინო სერვისები, კვალიფიციური პერსონალი და გამართული ინფრასტრუქტურა – ეს იმ სტანდარტების ნაწილია, რომელსაც კლინიკები უნდა აკმაყოფილებდნენ.
2023 წლის ბოლომდე ჰქონდათ დრო კლინიკებს იმისთვის, რომ მააკრედიტირებელ ორგანიზაციასთან გაფორმებული კონტრაქტი წარედგინათ, რითაც დაადასტურებენ აკრედიტაციის პროცესის დაწყებას.
რაზე მიანიშნებს ხშირი მთქნარება და რა უნდა ვიცოდეთ სუნთქვის გაძნელებაზე
მთქნარება სხეულის ავტომატური რეაქციაა დაღლილობაზე ან სტრესზე. მიიჩნევა, რომ ადამიანი დღეში, ჩვეულებრივ, 5-10-ჯერ ამთქნარებს, თუმცა „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ თერაპიის მიმართულების ხელმძღვანელი, მადონა შაინიძე ამბობს, რომ იშვიათ შემთხვევებში, ხშირი მთქნარება ასევე შეიძლება იყოს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემის ნიშანი.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
რა არის ბადურის ჩამოცლა?
შესაძლოა, ეს სიმპტომი საკვერცხის კიბოს გამაფრთხილებელი იყოს
შესაძლოა, მუცლის მუდმივი შებერილობა საკვერცხის კიბოს გამაფრთხილებელი სიმპტომი იყოს. წერს ბრიტანული გაზეთი Daily Express კვლევით ცენტრზე Moffitt Cancer დაყრდნობით.
„მუცლის შებერილობის დროს, პაციენტის მუცელი შებერილი, მრგვალი და, შესაძლოა, მაგარიც კი იყოს. ხშირად ამას არასწორი დიეტას, საჭმლის მონელების პრობლემებს, ან სტრესს უკავშირებენ. თუმცა შესაძლოა, ეს სერიოზულ დაავადების მანიშნებელი იყოს“, – განმარტეს ექსპერტებმა.
მუცლის შებერილობა ბევრს აწუხებს და ექიმთან მისვლა მხოლოდ იმ შემთხვევაშია აუცილებელი, როდესაც სიმპტომი 3 კვირის განმავლობაში არ გადის.
საკვერცხის კიბოს ხშირად „ჩუმ დაავადებას“ უწოდებენ, რადგან პაციენტებმა ხშირად არც კი იციან გამაფრთხილებელი ნიშნების საშიშროების შესახებ, რომელსაც ისინი გვიან ეტაპამდე ვერც კი ამჩნევენ. ამ ტიპის კიბოს სხვა სიმპტომებს შორის არის წონის აუხსნელი დაკლება, უკიდურესი დაღლილობა და შარდვის პრობლემები.










