ალკოჰოლის მოხმარება მოზარდის ორგანიზმში ბედნიერების ჰორმონის ხელოვნურ განლევას იწვევს
კალმარების დედობრივი თავგანწირვა — როგორ დაატარებს დედა კალმარი ათასობით კვერცხს – ვიდეო
ახალი ვიდეო შავთვალა კალმარის წარმოუდგენლად თავგანწირულ დედობრივ ძალას ასახავს — ცხოველი ოკეანეში მრავალი თვის განმავლობაში დაატარებს ათასობით საკუთარ კვერცხს, ისე, რომ გზად არცერთს არ ტოვებს და ამასობაში არც რაიმეს ჭამს.
„დატვირთული კალმარი სწრაფად ვერ ცურავს და შეიძლება წყლის ძუძუმწოვართა ადვილი ლუკმა გახდეს“, — წერს შმიდტის ოკეანის ინსტიტუტი, რომელმაც ვიდეო კოსტა-რიკის სანაპიროზე გადაიღო.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
ფერად ბუშტებში მავნე ნივთიერებები დაფიქსირდა – „თუ თქვენ შეიძინეთ აღნიშნული ბუშტები, გთხოვთ, დაგვიბრუნოთ“
კომპანია „სამი ძმა“ აცხადებს, რომ შეწყვიტეს ორი დასახელების ბუშტის იმპორტი და რეალიზაცია, ვინაიდან ამ პროდუქციაში მავნე ნივთიერებების რაოდენობა დასაშვებ ნორმას აჭარბებდა. უკვე გაყიდულ ბუშტებს კი კომპანია უკან იბრუნებს.
„ჩვენი პროდუქციიდან ორი დასახელების ბუშტის იმპორტირება და რეალიზაცია შეწყდა. ლაბორატორიულმა კვლევებმა უარყო ამ ორი პროდუქტის უვნებლობა, რის საფუძველზეც გადაწყდა მათი რეალიზაციიდან ამოღება და ასევე, უკვე რეალიზებული პროდუქციის უკან გამოთხოვა.
თუ თქვენ შეიძინეთ აღნიშნული ბუშტები [იხილეთ ფოტო] გთხოვთ, დაგვიბრუნოთ „სამი ძმის“ ნებისმიერ ფილიალში 60 დღის ვადაში. პროდუქციის უკან დაბრუნება შესაძლებელია 2024 წლის 9 მარტამდე.
საუბარია ბუშტზე, სერია/მარკა AUF-20 და ბუშტი XIONG FENG“ – აცხადებს კომპანია.

#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
რა დაავადებები შეიძლება გამოიწვიოს მძივმა, ტუჩსაცხმა, სუნამომ და კანის მოვლის სხვა საშუალებებმა?

რა არის კონტაქტური დერმატიტი და როგორ ვუმკურნალოთ მას?
ზაზა თელიას და სალომე კახეთელიძის რუბრიკა
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
„განსაკუთრებით საყურადღებოა 3 მათგანი, მათ შორის ე.წ. ღორის გრიპი“ – ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით,ამ დროისთვის ქვეყანაში 15-მდე სხვადასხვა ტიპის ვირუსი ცირკულირებს, რომელთაგან განსაკუთრებით საყურადღებოა 3, მათ შორის კი არის ე.წ. ღორის გრიპი. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსთან“ ისაუბრა.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
„ანტიბიოტიკი არ არის სიცხის დამწევი, არ შეიძლება მისი მიღება ვირუსული დაავადების დროს“-პაატა იმნაძე
მედიკოსების განცხადებით, ვირუსული ინფექციების გავრცელების პიკური პერიოდია.
მედიკოსების პროგნოზით, მომდევნო დღეებში, სასკოლო არდადეგების დასრულების შემდეგ, გრიპის შემთხვევების რაოდენობა კიდევ უფრო მოიმატებს.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე ამბობს, რომ ქვეყანაში ძირითადად ცირკულირებს „ა“ ტიპის გრიპის ვირუსი.
„ახლა ძირითადად ცირკულირებს „ა“ ტიპის გრიპის ვირუსი. ეს არის ვირუსი, რომელმაც 2009-2010 წლებში გრიპის პანდემია გამოიწვია და ჩვეულებრივ სეზონურ ვირუსად გადაიქცა. ცოტა არის H3 ვირუსიც. H3N2 – ესეც პანდემიური ვირუსი იყო 70-იან წლებში, შემდეგ ჩვეულებრივი ვირუსია. არის რესპირატორული ვირუსი. შესაძლოა, ბავშვებში საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობდეს, არის ცოტა რინოვირუსიც. დაახლოებით 21 ვირუსზე გვაქვს მეთვალყურეობა. ყოველკვირეულად ვაგროვებთ მონაცემებს.
ჩვეულებრივი სეზონია. რაც იყო შარშან, შარშანწინ. ამაზე გაცილებით მძიმე სეზონები გვქონია. ზამთარი ვირუსების გარეშე არავის უნახავს. ახლა კორონას შემთხვევები ცოტაა. ბავშვები, რომლებიც ადრე არ შეხვედრიან ამ ვირუსებს, ახლა ხვდებიან და ავადობენ. შეიძლება, ჯანმრთელი ბავშვი წელიწადში ექვსჯერ, ათჯერ გაცივდეს. ბავშვი ცხოვრების პირველ წლებში ხვდება ამ ვირუსებს და ასეთი 200-მდე ვირუსია. ადამიანი თუ ავად არის, სახლში უნდა დარჩეს, არ უნდა გაუშვას ბავშვი ბაღსა და სკოლაში“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
მისი თქმით, გრიპის საწინააღმდეგო აცრა ადამიანმა უნდა ჩაიტაროს გრიპის სეზონის დაწყებამდე, რადგან იმუნიტეტის ჩამოყალიბებას ორი კვირა მაინც სჭირდება.
„39 ტემპერატურა გრიპის დროს ჩვეულებრივი მოვლენაა. ექიმს აუცილებლად უნდა მივმართოთ, თუ ბავშვს მაღალი ტემპერატურა – 38,5-ზე მეტი აქვს ერთი დღე-ღამის განმავლობაში და არ ექვემდებარება სიცხის დამწევ მედიკამენტებს. ანტიბიოტიკი არ არის სიცხის დამწევი საშუალება. არ შეიძლება ანტიბიოტიკის მიცემა, როდესაც ვირუსული დაავადებაა. ადამიანს თუ ჩირქოვანი ნახველი აქვს, ნახველში გაჩნდება სისხლის ძაფები, ან თუ აქვს ფილტვების ანთების ნიშნები, უჭირს სუნთქვა, ულურჯდება ტუჩები, მაშინ დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
მისივე თქმით, დღეს, სამწუხაროდ, ნიღაბი არავის უკეთია. შეიძლება ითქვას, რომ ახლა “აიშვეს“ და ზამთრის პერიოდში ჩვეულ ადგილს დაუბრუნდნენ ეს ვირუსები, რომლებიც 2 წელი არსად ჩანდნენ.
„განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ ნიღაბი ატაროს იმან, ვინც ავად არის. საერთოდაც, სახლში უნდა დარჩეს იმისთვის, რომ არ გაავრცელოს ვირუსები“, – აღნიშნა იმნაძემ.
„გრიპის ვირუსს 5-წლამდე ასაკის ბავშვებში სხვადასხვა გართულების დიდი რისკი აქვს. ამერიკის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ პრევენციის სამიზნეს სწორედ 5 წლამდე ასაკის ბავშვები წარმოადგენენ. 5 წლამდე ასაკის ბავშვებში არის სწორედ რეკომენდებული ვაქცინაცია. ყველაზე მეტად მოსალოდნელი გრიპის ვირუსის გართულება, კერძოდ, ფილტვების ანთება.“
მისი თქმით, პაციენტების თითქმის 30%-ს ფილტვების ანთება უდასტურდება,
„კლინიკაში პაციენტების თითქმის 30%-ს ფილტვების ანთება უდასტურდება. დეკემბრის დასაწყისში ჩვენთან, კლინიკაში, 25-30 პაციენტი იწვა სასუნთქი სისტემის მწვავე ინფექციებით, დეკემბრის ბოლოს, იანვრის დასაწყისში ამ პაციენტების რიცხვი 75-80-ის ფარგლებშია.
წელს ეს შემთხვევები გაცილებით ნაკლებია, ვიდრე იყო გასულ 2 წელს. თუ 2022 წლის დეკემბრის ბოლოს 380 შემთხვევა იყო 100 ათასს მოსახლეზე, ახლა 160-170 არის, ამიტომ დიახ, მატება არის, მაგრამ არა იმდენი, როგორც 2022 და 2021 წელს იყო. შესაძლებელია, იანვარში მოიმატოს ამ ციფრებმა, წინ არის იანვარი“, – აღნიშნა ჩხაიძემ.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
„ზამთარი ვირუსების გარეშე არავის უნახავს – ბავშვი, რომელიც ბაღში დადის, წელიწადში 18-ჯერ რომ გაცივდეს, ნორმაა” – პაატა იმნაძე
მედიკოსების განცხადებით, ვირუსული ინფექციების გავრცელების პიკური პერიოდია.
მედიკოსების პროგნოზით, მომდევნო დღეებში, სასკოლო არდადეგების დასრულების შემდეგ, გრიპის შემთხვევების რაოდენობა კიდევ უფრო მოიმატებს.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე ამბობს, რომ ქვეყანაში ძირითადად ცირკულირებს „ა“ ტიპის გრიპის ვირუსი.
„ახლა ძირითადად ცირკულირებს „ა“ ტიპის გრიპის ვირუსი. ეს არის ვირუსი, რომელმაც 2009-2010 წლებში გრიპის პანდემია გამოიწვია და ჩვეულებრივ სეზონურ ვირუსად გადაიქცა. ცოტა არის H3 ვირუსიც. H3N2 – ესეც პანდემიური ვირუსი იყო 70-იან წლებში, შემდეგ ჩვეულებრივი ვირუსია. არის რესპირატორული ვირუსი. შესაძლოა, ბავშვებში საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობდეს, არის ცოტა რინოვირუსიც. დაახლოებით 21 ვირუსზე გვაქვს მეთვალყურეობა. ყოველკვირეულად ვაგროვებთ მონაცემებს.
ჩვეულებრივი სეზონია. რაც იყო შარშან, შარშანწინ. ამაზე გაცილებით მძიმე სეზონები გვქონია. ზამთარი ვირუსების გარეშე არავის უნახავს. ახლა კორონას შემთხვევები ცოტაა. ბავშვები, რომლებიც ადრე არ შეხვედრიან ამ ვირუსებს, ახლა ხვდებიან და ავადობენ. შეიძლება, ჯანმრთელი ბავშვი წელიწადში ექვსჯერ, ათჯერ გაცივდეს. ბავშვი ცხოვრების პირველ წლებში ხვდება ამ ვირუსებს და ასეთი 200-მდე ვირუსია. ადამიანი თუ ავად არის, სახლში უნდა დარჩეს, არ უნდა გაუშვას ბავშვი ბაღსა და სკოლაში“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
მისი თქმით, გრიპის საწინააღმდეგო აცრა ადამიანმა უნდა ჩაიტაროს გრიპის სეზონის დაწყებამდე, რადგან იმუნიტეტის ჩამოყალიბებას ორი კვირა მაინც სჭირდება.
„39 ტემპერატურა გრიპის დროს ჩვეულებრივი მოვლენაა. ექიმს აუცილებლად უნდა მივმართოთ, თუ ბავშვს მაღალი ტემპერატურა – 38,5-ზე მეტი აქვს ერთი დღე-ღამის განმავლობაში და არ ექვემდებარება სიცხის დამწევ მედიკამენტებს. ანტიბიოტიკი არ არის სიცხის დამწევი საშუალება. არ შეიძლება ანტიბიოტიკის მიცემა, როდესაც ვირუსული დაავადებაა. ადამიანს თუ ჩირქოვანი ნახველი აქვს, ნახველში გაჩნდება სისხლის ძაფები, ან თუ აქვს ფილტვების ანთების ნიშნები, უჭირს სუნთქვა, ულურჯდება ტუჩები, მაშინ დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
მისივე თქმით, დღეს, სამწუხაროდ, ნიღაბი არავის უკეთია. შეიძლება ითქვას, რომ ახლა “აიშვეს“ და ზამთრის პერიოდში ჩვეულ ადგილს დაუბრუნდნენ ეს ვირუსები, რომლებიც 2 წელი არსად ჩანდნენ.
იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, განსაკუთრებით საყურადღებოა მაღალი ტემპერატურა.
„გრიპის ვირუსს 5-წლამდე ასაკის ბავშვებში სხვადასხვა გართულების დიდი რისკი აქვს. ამერიკის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ პრევენციის სამიზნეს სწორედ 5 წლამდე ასაკის ბავშვები წარმოადგენენ. 5 წლამდე ასაკის ბავშვებში არის სწორედ რეკომენდებული ვაქცინაცია. ყველაზე მეტად მოსალოდნელი გრიპის ვირუსის გართულება, კერძოდ, ფილტვების ანთება.“
მისი თქმით, პაციენტების თითქმის 30%-ს ფილტვების ანთება უდასტურდება,
„კლინიკაში პაციენტების თითქმის 30%-ს ფილტვების ანთება უდასტურდება. დეკემბრის დასაწყისში ჩვენთან, კლინიკაში, 25-30 პაციენტი იწვა სასუნთქი სისტემის მწვავე ინფექციებით, დეკემბრის ბოლოს, იანვრის დასაწყისში ამ პაციენტების რიცხვი 75-80-ის ფარგლებშია.
წელს ეს შემთხვევები გაცილებით ნაკლებია, ვიდრე იყო გასულ 2 წელს. თუ 2022 წლის დეკემბრის ბოლოს 380 შემთხვევა იყო 100 ათასს მოსახლეზე, ახლა 160-170 არის, ამიტომ დიახ, მატება არის, მაგრამ არა იმდენი, როგორც 2022 და 2021 წელს იყო. შესაძლებელია, იანვარში მოიმატოს ამ ციფრებმა, წინ არის იანვარი“, – აღნიშნა ჩხაიძემ.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
„იმუნიტეტი ყალიბდება ამ ინფექციის გადატანის შემდგომ“ – ინფექციონისტი სეზონურ ვირუსებზე
„წლის განმავლობაში, რამდენიმე ახალი ვირუსი ცირკულირებს. ამ ვირუსებიდან, ამ სეზონზე, პირველ ადგილზე გრიპის ვირუსია, მისი სეზონური პერიოდი არის დეკემბრიდან მარტის ჩათვლით.“ ამის შესახებ ინფექციონისტმა მალვინა ჯავახაძემ „რუსთავი 2-ის“ ეთერში, „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში სტუმრობისას განაცხადა.
მისი თქმით, ეს გრიპის ის ვირუსია, რომელიც ბოლო წლებია, პანდემიამდე და მის შემდეგ ცირკულირებს
„წლის განმავლობაში, რამდენიმე ახალი ვირუსი ცირკულირებს. ამ ვირუსებიდან, ამ სეზონზე, პირველ ადგილზე გრიპის ვირუსია, მისი სეზონური პერიოდი არის დეკემბრიდან მარტის ჩათვლით.
ეს გრიპის ის ვირუსია, რომელიც ბოლო წლებია, პანდემიამდე და მის შემდეგ ცირკულირებს. ოჯახში მხოლოდ ბავშვი რომ ხდება ცუდად და ოჯახის უფროსი წევრები არ არიან, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ უკვე გადატანილი აქვთ ეს ინფექცია და ახლა ბავშვია ავად, რომელსაც არ უავადია ამ ვირუსით. ეს არის გარკვეულწილად, სახადი ინფექცია. ძალიან კარგი, ამ შტამს თუ ერთხელ გადაიტანს, რადგან იმუნიტეტი ყალიბდება ამ ინფექციის გადატანის შემდგომ.
დროთა განმავლობაში ამ ვირუსებს ახასიათებს მოდიფიცირება, მოდიფიცირებული ვირუსი ისე მძიმედ აღარ დააავადებს ბავშვებს. ამიტომ არ უნდა ჩავკეტოთ, ბაღშიც უნდა იაროს, სკოლაშიც, შეხვდეს, გადაიტანს”, – განაცხადა მალვინა ჯავახაძემ.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
რა საკვებს უნდა ვერიდოთ მაღალი არტერიული წნევის დროს – ექიმის რჩევები
ჰიპერტენზია ანუ მაღალი არტერიული წნევა, რომლის დროსაც არტერიული წნევის ციფრები ხშირად აღემატება 140/90 მმ.ვწყ.სვ-ს გავრცელებული ქრონიკული დაავადებაა. მისი გამომწვევი მიზეზი სხვადასხვაა, თუმცა ყველა შემთხვევაში, ჰიპერტენზიის მკურნალობისას კვებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ნევროლოგი შორენა კუნჭულია ამბობს, რომ რიგ შემთხვევაში, დაბალანსებულ კვებასა და სითხის სათანადო რაოდენობით მიღებას, შესაძლოა გადამწყვეტი მნიშვნელობაც ჰქონდეს წნევის დარეგულირებისთვის.