ამერიკული საქველმოქმედო ორგანიზაცია Global Healing-ისა და ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის საერთო პროექტმა მოიპოვა USAID-ის ASHA-ს (American Schools and Hospitals Abroad) პროგრამის გრანტი
ჰისტერექტომია – „ინოვას” გინეკოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი, ონკო-გინეკოლოგი ირაკლი თოდუა
2024 წლიდან ქვეყანაში რამდენიმე სიახლე ამოქმედდება. მათი ნაწილი ძალაში 1-ლი იანვრიდანვე…
2024 წლიდან ქვეყანაში რამდენიმე სიახლე ამოქმედდება. მათი ნაწილი ძალაში 1-ლი იანვრიდანვე, ნაწილი კი მთელი წლის განმავლობაში, ეტაპობრივად შევა.
“ბიზნესპრესნიუსი” ამ ჩამონათვალს გთავაზობთ:
2013 წლის ქვემოთ წარმოებული ავტომობილების რეგისტრაცია და შემოყვანა იკრძალება.
2024 წლის 1-ლი იანვრიდან 2013 წლის ქვემოთ წარმოებული ავტომობილების რეგისტრაცია იკრძალება.
სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით აღჭურვის ვალდებულება ძალაში შედის
ცვლილებების თანახმად, 1-ელი დეკემბრიდან 1-ელ მარტამდე პერიოდში, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა სავალდებულო იქნება ზამთრის საბურავებით.
დედაქალაქის კონკრეტულ ადგილებში დიდი გაბარიტების მქონე ავტომანქანების გადაადგილებაზე შეზღუდვა დაწესდება
შეზღუდვა M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებისთვის 08:00- 11:00 საათებსა და 17:00-20:00 საათების შუალედში 1-ლი იანვრიდან იმოქმედებს.
სტომატოლოგიური კლინიკებისთვის ახალი სტანდარტები ამოქმედდება
სტომატოლოგიური კაბინეტისათვის ფართობი უნდა შეადგენდეს ძირითად სტომატოლოგიურ სავარძელზე − არანაკლებ 12 კვ.მ.-ს და ყოველ დამატებით სავარძელზე − არანაკლებ 6 კვ.მ.-ს; სტომატოლოგიურ სავარძლებს შორის უზრუნველყოფილი უნდა იყოს არანაკლებ 2 მ-იანი დაშორება ან სავარძლებს შორის სივრცეები გამიჯნული უნდა იყოს სტაციონარული ტიხრით (სიმაღლით − არანაკლებ 1,8 მ-ისა). ამასთან, დადგენილების თანახმად, სტომატოლოგიური საქმიანობის განმახორციელებელ პირს უნდა ჰქონდეს სერვისის მიწოდებისთვის საჭირო ინდივიდუალური დაცვის საშუალებების (იდს) მარაგი.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
„არ შეშინდეთ, მისი გამოვლენა ძირითადად 3-4 კვირის ასაკში იწყება“
პედიატრი ინგა მამუჩიშვილი მშობლებს მიმართავს.
„ალბათ ხშირად აუღელვებიხართ თქვენი ჩვილის სახეზე (წარბებს შორის, თვალბუდის ირგვლივ) და თავის თმიან ნაწილში, განსაკუთრებით კეფაზე, მოულოდნელად აღმოჩენილ წითელ ლაქებს (უკანასკნელ პერიოდში თითქმის არ შემხვედრია ახალშობილი ამ ლაქების გარეშე) არ შეშინდეთ, ეს ჩვილთა ინფანტილური ჰემანგიომაა, რომელიც აღმოჩენის მომენტიდან კოსმეტიკური დეფექტი უფროა, ვიდრე, სამედიცინო პრობლემა, რომელსაც უხშირესად პედიატრები ვხვდებით და დიაგნოსტირებაც ჩვენს მიერვე ხდება პირველივე ვიზიტზე…
ეს მარტივი ჰემანგიომებია, რომლებიც ძირითადად ვარდისფერი ლაქის სახით გვხვდება, უფრო ხშირია გოგონებში, მისი გამოვლენა ძირითადად 3-4 კვირის ასაკში იწყება, 6 თვემდე არის აქტიური ზრდის ფაზა, შემდეგ ზრდა ნელდება, რასაც მოჰყვება უკუგანვითარების ფაზა, ბიოლოგიური რეგრესი ანუ ინვოლუცია, როგორც წესი ერთ წლამდე ასაკამდე ქრება ზოგადად ჰემანგიომა არის კეთილთვისებიანი სისხლძარღვოვანი წარმონაქმნი, ყალიბდება მუცლადყოფნის პერიოდში, გამომწვევი შეიძლება იყოს ორსულობის პერიოდში გადატანილი ინფექციები, მედიკამენტების გამოყენება, მაღალი არტერიული წნევა, გარემოს ეკოლოგიური დაბინძურება, გენმოდიფიცირებული საკვები, ჰერბიციდები და პესტიციდები, ქიმიური აგენტები, ქსენობიოტიკები, მავნე ჩვევები, ენდოკრინული სისტემის პრობლემა და ა.შ. გაქრება და უკვალოდ დაიკარგება!
ეს რაც შეეხებოდა მარტივ, ინფანტილურ, ჩვილ ბავშვთა ჰემანგიომებს!!! თუმცა ჰემანგიომები გარდა კაპილარულისა, შეიძლება იყოს კავერნოზული (კანის ღრმა შრეში, მოლურჯო ფერის) და შერეული (ორივე ტიპის შერწყმა) ეს დერმატოლოგების და ქირურგების კომპეტენციაა!!! მე ჩემს პატარებზე გესაუბრეთ, მარტივ, უსაფრთხო, ინფანტილურ ჰემანგიომებზე, ჯანმრთელობას ვუსურვებ ჩვენს მომავალს“, – წერს ექიმი.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
არის თუ არა გავრცელებული Covid 19-ის ახალი შტამი საქართველოში…
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით,ამ დროისთვის ქვეყანაში 15-მდე სხვადასხვა ტიპის ვირუსი ცირკულირებს, რომელთაგან განსაკუთრებით საყურადღებოა 3, მათ შორის კი არის ე.წ. ღორის გრიპი.
ამირან გამყრელიძე ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს მეტი გამჭირვალობისკენ მოუწოდებს. უწყება, ამ დრომდე, არ აქვეყნებს ოფიციალურ სტატისტიკას, არის თუ არა გავრცელებული Covid 19-ის ახალი შტამი საქართველოში. “ჯეი ენ 1” მსოფლიოში უკვე დეკემბრიდან ცირკულირებს, თუმცა უცნობია, რა მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოში.
„ახლა თუ ვინმე გადაწყვეტს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციას…“ – ივანე ჩხაიძე
„გრიპის სეზონური ვირუსის შემთხვევების მომატებასთან ერთად სამედიცინო დაწესებულებებში პაციენტების მიმართვიანობაც გაიზარდა“. ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
მისი თქმით, დეკემბრის მეორე ნახევრიდან გრიპის ვირუსების რაოდენობამ მოიმატა.
„მომატებულია პაციენტების რაოდენობის მიმართვიანობა სამედიცინო დაწესებულებებში. ვირუსი, რომელიც ახლა საქართველოში ცირკულირებს, არის A ტიპის ვირუსი და მისი ორი სხვადასხვა ვარიანტი: H1 ტიპის ვირუსი და შედარებით ნაკლებია H3 ტიპი ვირუსი. როგორც H1, ასევე H3 ფორმა ხასიათდება მაღალი ტემპერატურით – 38-38,5 გრადუსი და მეტი, ძლიერი სისუსტე, თავის, ყელის, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, მადის დაქვეითება.
ახლა თუ ვინმე გადაწყვეტს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, რა თქმა უნდა, შესაძლებელია. თუმცა ერთი ნიუანსია გასათვალისწინებელი. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა გაკეთებიდან ორი კვირის შემდეგ იწყებს მოქმედებას. რა თქმა უნდა, ყველაზე კარგი საშუალება ნიღბის ტარებაა, კონტაქტების შეზღუდვა, დისტანცირება, ხელების ხშირი ჰიგიენა – ყველაფერი ის, რასაც ჩვენ წარმატებით ვიყენებდით კორონავირუსის პრევენციის მიზნით“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
ბათუმის კლინიკაში 6 წლის ბავშვი დაიღუპა – მიზეზი გართულებული ვირუსული…
ბათუმის კლინიკაში ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილი 6 წლის ბავშვი დაიღუპა. ინფორმაციას ტელეკომპანია “მთავარი“ ავრცელებს. მიზეზი,სავარაუდოდ, გართულებული ვირუსული ინფექცია გახდა.
ბავშვი თავდაპირველად გალიდან ზუგდიდში გადაიყვანეს, ადგილზე ბავშვთა რეანიმაციის არ არსებობის გამო, ბათუმში გადაიყვანეს, თუმცა მცირეწლოვანის გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
ექიმის ინფორმაციით, მშობლების მიერ თვითდინებით იქნა შეყვანილი ბავშვი, რომელსაც ჰქონდა ცხელების, სუნთქვის გაძნელების და ხველის რამდენიმედღიანი ანამნეზი. ბათუმის დედათა და ბავშვთა ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ, პირველადი დახმარებისა და რეანიმაციული ღონისძიებების ჩატარების შემდეგ, მცირეწლოვანი გარდაიცვალა.
ექიმების განცხადებით, ჰოსპიტალიზაცია დაგვიანებული იყო, თუმცა ზუსტი მიზეზი, რითი გარდაიცვალა მცირეწლოვანი ექსპერტიზა დაადგენს. ამ დროისთვის გარდაცვლილი ექვსი წლის ბავშის ცხედარი უკვე გადაასვენეს, ოკუპირებულ აფხაზეთში, საკუთარ სახლში.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
“კოვიდ-19“-„გარდაცვლილთა რაოდენობამ 10 000-ს მიაღწია“ – ჯანმო-ს ხელმძღვანელი
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ტედროს ადანომ გებრეისუსის ინფორმაციით, ბევრ ქვეყანაში „კოვიდის” შემთხვევები გაიზარდა. სახელმწიფოებს მოუწოდა, ტესტებსა და ვაქცინებზე წვდომა უზრუნველყონ.
როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, საშობაო და საახალწლო დღესასწაულებზე შეკრებებმა და ვირუსის ახალმა ვარიანტმა მდგომარეობა უფრო გაამწვავა.
„2023 წლის დეკემბერში “კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 10 000-ს მიაღწია“, – ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი, ტედროს ადანომ გებრეისუსი ავრცელებს.
“მიუხედავად იმისა, რომ თვეში 10 000 გარდაცვალების შემთხვევა პანდემიის პიკზე ბევრად ნაკლებია, თავიდან აცილებადი სიკვდილის ეს დონე მიუღებელია.
გააგრძელეთ ნიღბების, ვენტილაციისა და დისტანცირების გამოყენება გამოვლენის შესამცირებლად“, – განაცხადა ტედროს ადანომ გებრეისუსმა და მოსახლეობას მოუწოდა, გაიკეთონ შემოწმება „კოვიდ-19“-ზე და საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო დახმარებას მიმართონ“, – განაცხადა ტედროს ადანომ გებრეისუსმა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მთავრობებს მოუწოდა, რომ დაკვირვება და მკურნალობაზე ხელმისაწვდომობა გააგრძელონ
ტედროს ადანომ გებრეისუსის ცნობით, კორონავირუსის ახალი JN.1 ვარიანტი მსოფლიოში ყველაზე მეტად ვრცელდება, თუმცა იგი “ომიკრონის“ ვარიანტია და დღეს არსებული ვაქცინები მის წინააღმდეგ დაცვას უზრუნველყოფს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, გასული წლის დეკემბერში, თითქმის 50 ქვეყანაში, ძირითადად, ევროპასა და ამერიკაში, საავადმყოფოებში მოხვედრის მაჩვენებელი 42%-ით გაიზარდა.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
მედიკამენტების ჩამონათვალი – მედიკამენტების გაცემა დაიწყო
სამინისტროს განცხადებით მედიკამენტები კომპანია ROCHE-სგან შეისყიდეს.
ეს მედიკამენტებია:
- ალეცენზა
- ტეცენტრიკი
- ავასტინი
- ტარცევა
- გაზივა
- მაბტერა
- ჰერცეპტინი
- კადსილა
- ზელბორაფი
- ფესგო
- პოლივი
- პერჯეტა
- როზლიტრეკი
„უახლოეს მომავალში, პაციენტები, დამატებით NOVARTIS-ისგან შესყიდულ 8 დასახელების მედიკამენტს მიიღებენ“, – აცხადებენ სამინისტროში.
პროგრამა მოიცავს შემდეგი ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსებას:
- გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებები
- ფილტვის ქრონიკული დაავადებები
- ფარისებრი ჯირკვლის ქრონიკული დაავადებები
- დიაბეტი ტიპი 2
- პარკინსონი
- ეპილეფსია
საჭირო მედიკამენტებს, მთელი წლის განმავლობაში სრულად მიიღებენ:
სოციალურად დაუცველი პირები (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000 ერთეულს);
პენსიონერები;
ვეტერანები;
შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები (შშმ ბავშვები, მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები);
– გორის, ხაშურის, კასპის, ქარელის, დუშეთის, ონის, საჩხერის, ზუგდიდის, მესტიის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა.
სამინისტროს ინფორმაციით, მედიკამენტის მისაღებად პაციენტმა უნდა მიმართოს ოჯახის ექიმს.
„მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომ ქვეყანაში შემოვიდეს ახალი ვაქცინები…“ – პაატა იმნაძე
მედიკოსების განცხადებით, ვირუსული ინფექციების გავრცელების პიკური პერიოდია.
მედიკოსების პროგნოზით, მომდევნო დღეებში, სასკოლო არდადეგების დასრულების შემდეგ, გრიპის შემთხვევების რაოდენობა კიდევ უფრო მოიმატებს.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე ამბობს, რომ ქვეყანაში ძირითადად ცირკულირებს „ა“ ტიპის გრიპის ვირუსი.
მისი თქმით, ამაზე გაცილებით მძიმე სეზონები გვქონია. ზამთარი ვირუსების გარეშე არავის უნახავს.
„ახლა ძირითადად ცირკულირებს „ა“ ტიპის გრიპის ვირუსი. ეს არის ვირუსი, რომელმაც 2009-2010 წლებში გრიპის პანდემია გამოიწვია და ჩვეულებრივ სეზონურ ვირუსად გადაიქცა. ცოტა არის H3 ვირუსიც. H3N2 – ესეც პანდემიური ვირუსი იყო 70-იან წლებში, შემდეგ ჩვეულებრივი ვირუსია. არის რესპირატორული ვირუსი. შესაძლოა, ბავშვებში საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობდეს, არის ცოტა რინოვირუსიც. დაახლოებით 21 ვირუსზე გვაქვს მეთვალყურეობა. ყოველკვირეულად ვაგროვებთ მონაცემებს.
ჩვეულებრივი სეზონია. რაც იყო შარშან, შარშანწინ. ამაზე გაცილებით მძიმე სეზონები გვქონია. ზამთარი ვირუსების გარეშე არავის უნახავს. ახლა კორონას შემთხვევები ცოტაა. ბავშვები, რომლებიც ადრე არ შეხვედრიან ამ ვირუსებს, ახლა ხვდებიან და ავადობენ. შეიძლება, ჯანმრთელი ბავშვი წელიწადში ექვსჯერ, ათჯერ გაცივდეს. ბავშვი ცხოვრების პირველ წლებში ხვდება ამ ვირუსებს და ასეთი 200-მდე ვირუსია. ადამიანი თუ ავად არის, სახლში უნდა დარჩეს, არ უნდა გაუშვას ბავშვი ბაღსა და სკოლაში“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
მისი თქმით, გრიპის საწინააღმდეგო აცრა ადამიანმა უნდა ჩაიტაროს გრიპის სეზონის დაწყებამდე, რადგან იმუნიტეტის ჩამოყალიბებას ორი კვირა მაინც სჭირდება.
„39 ტემპერატურა გრიპის დროს ჩვეულებრივი მოვლენაა. ექიმს აუცილებლად უნდა მივმართოთ, თუ ბავშვს მაღალი ტემპერატურა – 38,5-ზე მეტი აქვს ერთი დღე-ღამის განმავლობაში და არ ექვემდებარება სიცხის დამწევ მედიკამენტებს. ანტიბიოტიკი არ არის სიცხის დამწევი საშუალება. არ შეიძლება ანტიბიოტიკის მიცემა, როდესაც ვირუსული დაავადებაა. ადამიანს თუ ჩირქოვანი ნახველი აქვს, ნახველში გაჩნდება სისხლის ძაფები, ან თუ აქვს ფილტვების ანთების ნიშნები, უჭირს სუნთქვა, ულურჯდება ტუჩები, მაშინ დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
მისივე თქმით, დღეს, სამწუხაროდ, ნიღაბი არავის უკეთია. შეიძლება ითქვას, რომ ახლა “აიშვეს“ და ზამთრის პერიოდში ჩვეულ ადგილს დაუბრუნდნენ ეს ვირუსები, რომლებიც 2 წელი არსად ჩანდნენ.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi










