ორშაბათი, მაისი 11, 2026

კოვიდი აზიანებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას

საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ კოვიდი აზიანებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას.

„დღეს ჟურნალ Science-ში დაიბეჭდა ვრცელი კვლევა, სადაც დეტალურადაა აღწერილი, თუ როგორ აზიანებს კოვიდი ნერვულ სისტემას!
ეს არის მცირე ჩამონათვალი:
inflammation,
neuroinflammation,
coagulopathy,
neuronal injury
კოვიდი აზიანებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას
კოვიდი არ არის სეზონური გრიპი
ის, რომ კოვიდი აზიანებს ტვინის უჯრედებს, არაერთხელ ვისაუბრე, მაგრამ ასე რთულად თუ იყო საქმე, მართლა არ მეგონა.
გიყვარდეთ თქვენი ტვინი და თქვენი ნერვული სისტემა“
Nervous system consequences of #COVID19 and our current understanding of the mechanism behind the neuropathogenic effects of #COVID: #inflammation, neuroinflammation, coagulopathy, neuronal injury, and possibly ongoing #SARSCoV2 viral #infection in the central nervous system (CNS).
Love your #brain & nervous system!
#GetVaccinated #WearAMask #WashYourHands etc. Do everything you can to REDUCE your RISK of #infection.

 

„ქრონიკული ძილის დარღვევა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე”

​საქართველოს პირველი არხის გადაცემა „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“​

„ქრონიკული ძილის დარღვევა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე”
საუბრობს ნევროლოგი, თსსუ პროფესორი ნათია ოკუჯავა:

„2021 წელს მომზადებული ვიდეო, 2024 წელსაც აქტუალურია…“

საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ მხოლოდ პროფესიონალიზმი და პრაგმატიზმი გადაგვარჩენს.

„2021 წელს მომზადებული ვიდეო, 2024 წელსაც აქტუალურია…
გამოსავალი არის:
სამედიცინო პირბადე
ეფექტური ვაქცინაცია (ფაიზერი)
საღი გონება
მხოლოდ პროფესიონალიზმი და პრაგმატიზმი გადაგვარჩენს
არაპროფესიონალიზმი კლავს“

ახალი კვლევა გვაჩვენებს, თუ რა ვერაგია – ვენური უკმარისობა და აკროციანოზი…“

საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ კივიდის ახალი ტალღა მოდის.

„ხანგრძლივი კოვიდი, ეს არის რეალობა.
ახალი კვლევა გვაჩვენებს, თუ რა ვერაგია ის გადატანის შემდეგაც.
კივიდის ახალი ტალღა მოდის…“
სამედიცინო შემთხვევის ანგარიში გამოქვეყნდა The Lancet-ში.
პაციენტს აღენიშნება კუნთოვანი ტკივილი, ძილის დარღვევა, ვიზუალური სირთულეები, სექსუალური დისფუნქცია, ტვინის ნისლი და პოსტურალური ორთოსტატიკური ტაქიკარდიის სინდრომი (POTS). ეს უკანასკნელი ხასიათდება გულისცემის სიჩქარის სწრაფი მომატებით, სისხლის წნევის შეცვლის გარეშე, რომელიც დგება დაუყოვნებლივ (წოლის პოზიციიდან 8 წუთის განმავლობაში). ასევე სიმძიმის შეგრძნების სიმპტომები, რომელსაც თან ახლავს ფეხების გაუფერულება ვენები, ასევე მსუბუქი თავბრუსხვევა, თავბრუსხვევა ასევე ხშირია POTS დისავტონომიის დროს.

როგორ ვმართოთ გრიპით ინტოქსიკაცია ბინის პირობებში

​საქართველოს პირველი არხის გადაცემა „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“​

როგორ ვმართოთ გრიპით ინტოქსიკაცია ბინის პირობებში

თემურ მიქელაძე – პედიატრი, პროფესორი

„სიფრთხილეა საჭირო – სიფრთხილე პირველ რიგში გამოიხატება ვაქცინაციით“

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ამბობს, რომ ე.წ. ღორის გრიპი, ანუ H1N1 არსად წასულა და 2009-2010 წლის პანდემიის დასრულების შემდეგ H1N1 სეზონური გრიპის ვირუსის სახით ყოველწლიურად გვევლინება.

„ამჟამად ბევრი მითქმა-მოთქმაა გრიპის ვირუსის ქვეტიპების შესახებ. ბევრი შფოთავს, რომ „ღორის გრიპი დაბრუნდა“. საქმე იმაშია, რომ ეს ე.წ. ღორის გრიპი, ანუ H1N1 არც არსად წასულა. როგორც გვახსოვს, 2009-2010 წლის პანდემია ამ ვირუსით იყო გამოწვეული და პანდემიის დასრულების შემდეგ H1N1 სეზონური გრიპის ვირუსის სახით ყოველწლიურად გვევლინება. გამონაკლისი არც წლევანდელი სეზონია. მასთან ერთად გრიპის ვირუსის სხვა ქვეტიპებიც გვხვდება. შესაბამისად, გრიპის ვაქცინაში გათვალისწინებულია ვირუსის ოთხი სხვადასხვა, სეზონზე ყველაზე ხშირად ცირკულირებადი ტიპები.

ამ ქვეტიპებს კლინიკური მნიშვნელობა ნაკლებად აქვს. პრაქტიკულად ყველა ერთნაირი სიმპტომებით მიმდინარეობს. ამიტომ კლინიკურ პრაქტიკაში როდესაც ვატარებთ ტესტირებას, ზოგადად გრიპის დიაგნოზი ისმევა (ეს ტესტი განასხვავებს A და B ტიპის ვირუსებს). ტესტირების შედეგად გრიპის დიაგნოზის დასმა მნიშვნელოვანია იმიტომაც, რომ განვასხვავოთ ბაქტერიული ინფექციისგან (მაგალითად, ბაქტერიული ანგინისგან) და არასაჭიროდ არ დაინიშნოს ანტიბიოტიკები.

მაღალი რისკის ჯგუფები, ხანდაზმულები და ორსულები ამ სეზონზე მაქსიმალურად უნდა ერიდებოდნენ თავშეყრის ადგილებს, ან იყენებდნენ პირბადეს. სიფრთხილე პირველ რიგში გამოიხატება ვაქცინაციით.

გრიპი ყოველთვის იყო და ახლაც რჩება სერიოზულ დაავადებად. იწვევს ძალიან შემაწუხებელ სიმპტომებს და აქვს გართულებების რისკი (ფილტვების ანთება, ბრონქიტი და სხვ.). ყოველ წელს ადამიანები აღნიშნავენ, რომ წელს რაღაც განსაკუთრებული, საშინელი ვირუსი შეხვდათ, თუმცა რეალურად გრიპი ყოველთვის იყო და სამწუხაროდ დარჩება ინფექციად, რომელიც დიდ პრობლემებს უქმნის ადამიანების ჯანმრთელობას. იწვევს ძლიერ საერთო სისუსტეს (ზოგჯერ გახანგრძლივებულს), თავის, კუნთების და სახსრების ტკივილს. სურდო და ხველა შეიძლება იყოს ან არ იყოს გამოხატული. ხველა ზოგჯერ ძალიან ხანგრძლივდება და ეს ადამიანებს აშინებთ. თუ სველი, ანუ ნახველით გამოხატული ხველაა, მნიშვნელოვანია გამოირიცხოს ქვედა სასუნთქი გზების დაავადება (ზოგჯერ საჭირო ხდება რენტგენოგრაფია), რომ შეფასდეს ანტიბიოტიკის საჭიროება. ადრე ვრცელი პოსტი მივუძღვენი ხველას და ამიტომ ახლა აღარ გავიმეორებ.

მოკლედ, წელს ისეთივე გრიპის სეზონია, როგორიც ყოველთვის იყო. უბრალოდ გრიპს ადამიანები ხშირად სერიოზულ დაავადებად არ აღიქვამენ – „უბრალო გრიპია“. სინამდვილეში არც ისე „უბრალოა“ და მასთან სიფრთხილე გვმართებს. პირველ რიგში ეს არის ვაქცინაცია. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ორსულებისთვის ვაქცინა წინააღმდეგნაჩვენები არ არის და პირიქით, ძალიან მნიშვნელოვანია (სამწუხაროდ დღემდე რჩება არასწორი რჩევები, რომ ორსულები უნდა მოერიდონ გრიპზე ვაქცინაციას).

მაღალი რისკის ჯგუფები, ხანდაზმულები და ორსულები ამ სეზონზე მაქსიმალურად უნდა ერიდებოდნენ თავშეყრის ადგილებს, ან იყენებდნენ პირბადეს, რომელიც მხოლოდ კორონავირუსისგან დასაცავი საშუალება არ არის, გრიპისგან თავის დასაცავადაც ეფექტურია”

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

მასშტაბურ კვლევაში ადრეულ დემენციასთან დაკავშირებული 15 ფაქტორი გამოავლინეს

დემენცია  – დაავადება, რომელიც ხასიათდება მეხსიერების და გონებრივი შესაძლებლობების ნაწილობრივი დაკარგვით

მიუხედავად იმისა, რომ დემენცია უფრო გავრცელებული ხანდაზმულებშია, ყოველწლიურად ასობით ათას ადამიანს უსვამენ ადრეული დემენციის (YOD) დიაგნოზს. ამის მიზეზს გარკვეულ ნათელს ჰფენს ახალი, საკმაოდ ვრცელი კვლევა.

ამ სფეროში ჩატარებული კვლევების უმეტესობა თაობებს შორის გადაცემულ გენეტიკას სწავლობს, მაგრამ ამ ამჯერად, მკვლევართა ჯგუფმა ასევე გამოავლინა ცხოვრების სტილისა და ჯანმრთელობის 15 სხვადასხვა ფაქტორი, რომელიც ადრეული დემენციის რისკთან არის დაკავშირებული.

„ეს გახლავთ ყველაზე დიდი და მტკიცე კვლევა ამ მიმართულებით ჩატარებულთა შორის. საინტერესოა, რომ პირველი კვლევაა, რომელიც ცხადყოფს, რომ გარკვეული ქმედებებით შეგვიძლია შევამციროთ ამ დაავადების რისკი, თუკი მიზანში ამოვიღებთ სხვადასხვა ფაქტორს“, — ამბობს ბრიტანეთის ექსეტერის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგი დევიდ ლეველინი.

მკვლევართა ჯგუფმა 65 წელს ქვემოთ მყოფი 356 052 ბრიტანელის მონაცემები შეისწავლა. დაბალი სოციოეკონომიკური სტატუსი, სოციალური იზოლაცია, სმენის დაქვეითება, ინსულტი, დიაბეტი, გულის დაავადებები და დეპრესია — ეს ყველაფერი ადრეული დემენციის მაღალ რისკთან აღმოჩნდა დაკავშირებული.

წაიკითხეთ სრულა

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

ამერიკული საქველმოქმედო ორგანიზაცია Global Healing-ისა და ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის საერთო პროექტმა მოიპოვა USAID-ის ASHA-ს (American Schools and Hospitals Abroad) პროგრამის გრანტი

ამერიკელი ხალხისა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დახმარებით, დღეს ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო ახლოსაა საქართველოში პედიატრიული ონკოლოგიის პრობლემების გადაჭრასთან.
ამერიკული საქველმოქმედო ორგანიზაცია Global Healing-ისა და ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის საერთო პროექტმა 2017/2018 წლებში მოიპოვა USAID-ის ASHA-ს (American Schools and Hospitals Abroad) პროგრამის გრანტი, რომლითაც შევძელით საქართველოში პირველი სრულფასოვანი ბავშვთა ონკოლოგიის ცენტრის შესაქმნელად საჭირო სარემონტო სამუშაოების დიდი ნაწილის შესრულება.
ჩვენი მთავარი მხარდამჭერი და მენტორი სამედიცინო ექსპერტიზაში არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე ამერიკული კვლევითი ჰოსპიტალი – Saint Jude Childrens Research Hospital. მათი ექსპერტიზით, ტრენინგებით, საუკეთესო პრაქტიკების, პროტოკოლებისა და კვლევითი ქსელების გაზიარებით ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ბაზაზე იქმნება ბავშვთა ონკოლოგიის მოწინავე ცენტრი.
აღსანიშნავია, რომ ჩვენი კლინიკის ბაზაზე ზუსტად ასევე, ამერიკელი პარტნიორების, Global Healing-ისა და ამერიკული სამედიცინო ცენტრის Boston Medical-ის მხარდაჭერით, 27 წლის წინ საქართველოში შეიქმნა ბავშვთა გულის ქირურგიის ცენტრი, რომელიც თავისი არსებობის განმავლობაში უმაღლეს დონეზე ოპერირებს დარგის საუკეთესო სტანდარტით.
უღრმესი მადლობა ჩვენს პარტნიორებს! დიდი იმედი გვაქვს, რომ საერთო ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ დასახულ ამოცანასთან საბოლოოდ გამკლავებას – საქართველოში ონკოლოგიური დაავადებით შეპყრობილ ყველა ბავშვს საკუთარ ქვეყანაშივე ექნება წვდომა უმაღლესი ხარისხის სამედიცინო სერვისზე.
With the support of the American people and the US Agency for International Development (USAID), Georgia is now much closer to solving the problem of pediatric oncology in the country.
Mutual project of a US based charity organization Global Healing and Jo Ann University Hospital won the USAIDs 2017/2018 ASHA (American Schools and Hospitals Abroad) program grant, which funded a significant part of the construction works needed to develop the first comprehensive pediatric oncology center in Georgia.
Our main partner and mentor providing the medical expertise is Saint Jude Children’s Research Hospital – a global leader in pediatric oncology. With their expertise, training, sharing of the best practices, protocols and research networks we have been developing a state-of-the art childrens cancer center.
It is worth noting that Jo Ann University Hospital already has a comparable experience. 27 years ago with a similar support of our American partners (Global healing and Boston Medical Center) Jo Ann University Hospital created the first pediatric heart surgery center in Georgia. Since then, it has been operating at the highest standard of care possible in the field.
We would like to sincerely thank our partners! We hope that with our mutual effort, we will be able to reach the common goal – Every child in Georgia that encounters an oncological disease will have access to the highest quality medical care within their own country.
Jo Ann University Hospital • ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი ჩართულია აკრედიტაცია კანადას საერთაშორისო სამედიცინო აკრედიტაციის პროგრამაში.

ჰისტერექტომია – „ინოვას” გინეკოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი, ონკო-გინეკოლოგი ირაკლი თოდუა

ჰისტერექტომია
„ინოვას” გინეკოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი, ონკო-გინეკოლოგი ირაკლი თოდუა “გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების” (ESGO) სერთიფიცირებული ქირურგი,
მას ამ ორგანიზაციაში მოღვაწე მსოფლიოში ცნობილი და ავტორიტეტული ონკოლოგების მიერ მიენიჭა სერტიფიკატი, რომელსაც ESGO-ს მხოლოდ 114 ონკო-ქირურგი ფლობს,
კლინიკა „ინოვა“ წარმოადგენს წამყვან სამედიცინო ცენტრს ონკოგინეკოლოგიის მიმართულებით, რომელსაც მინიჭებული აქვს „გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების“ (ESGO) აკრედიტაცია და სერტიფიკატი საკვერცხის კიბოს ქირურგიულ მკურნალობაში.
კლინიკა Innova Medical Center ჩართულია აკრედიტაცია კანადას საერთაშორისო სამედიცინო აკრედიტაციის პროგრამაში.

2024 წლიდან ქვეყანაში რამდენიმე სიახლე ამოქმედდება. მათი ნაწილი ძალაში 1-ლი იანვრიდანვე…

2024 წლიდან ქვეყანაში რამდენიმე სიახლე ამოქმედდება. მათი ნაწილი ძალაში 1-ლი იანვრიდანვე, ნაწილი კი მთელი წლის განმავლობაში, ეტაპობრივად შევა.

“ბიზნესპრესნიუსი” ამ ჩამონათვალს გთავაზობთ:

2013 წლის ქვემოთ წარმოებული ავტომობილების რეგისტრაცია და შემოყვანა იკრძალება.

2024 წლის 1-ლი იანვრიდან 2013 წლის ქვემოთ წარმოებული ავტომობილების რეგისტრაცია იკრძალება.

სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით აღჭურვის ვალდებულება ძალაში შედის

ცვლილებების თანახმად, 1-ელი დეკემბრიდან 1-ელ მარტამდე პერიოდში, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა სავალდებულო იქნება ზამთრის საბურავებით.

დედაქალაქის კონკრეტულ ადგილებში დიდი გაბარიტების მქონე ავტომანქანების გადაადგილებაზე შეზღუდვა დაწესდება

შეზღუდვა M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებისთვის 08:00- 11:00 საათებსა და 17:00-20:00 საათების შუალედში 1-ლი იანვრიდან იმოქმედებს.

სტომატოლოგიური კლინიკებისთვის ახალი სტანდარტები ამოქმედდება

სტომატოლოგიური კაბინეტისათვის ფართობი უნდა შეადგენდეს ძირითად სტომატოლოგიურ სავარძელზე − არანაკლებ 12 ​​​კვ.მ.-ს და ყოველ დამატებით სავარძელზე − არანაკლებ 6 ​​კვ.მ.-ს; სტომატოლოგიურ სავარძლებს შორის უზრუნველყოფილი უნდა იყოს არანაკლებ 2 მ-იანი დაშორება ან სავარძლებს შორის სივრცეები გამიჯნული უნდა იყოს სტაციონარული ტიხრით (სიმაღლით − არანაკლებ 1,8 მ-ისა). ამასთან, დადგენილების თანახმად, სტომატოლოგიური საქმიანობის განმახორციელებელ პირს უნდა ჰქონდეს სერვისის მიწოდებისთვის საჭირო ინდივიდუალური დაცვის საშუალებების (იდს) მარაგი.

წაიკითხეთ სრულა

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights