ფერად ბუშტებში ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებები აღმოაჩინეს – იმპორტიორი კომპანია გაყიდული ბუშტების უკან დაბრუნებას ითხოვს
ექიმები საზოგადოებას რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებენ
სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ამ ეტაპზე საქართველოში ძირითადად ე.წ. ღორის გრიპია გავრცელებული – H1N1 და H1N2 შტამები ცირკულირებს.
სეზონური ვირუსების გამო, სამედიცინო დაწესებულებებში მიმართვიანობა გაზრდილია. ქვეყანაში, ძირითადად, “ა” ტიპის ვირუსები ცირკულირებს. ვირუსის სიმპტომებად ექიმები მაღალ ტემპერატურას, თავისა და სახსრების ძლიერ ტკივილს, მკვეთრად გამოხატულ სისუსტეს ასახელებენ.
მედიკოსების ინფორმაციით, რისკ ჯგუფებში ბავშვები და მოხუცები არიან. მათივე განმარტებით, აუცილებელია ექიმების რეკომენდაციების გათვალისწინება. სპეციალისტები ამბობენ, რომ გრიპის ვირუსის ჯამური მაჩვენებელი ამ დროისთვის იმაზე ნაკლებია, ვიდრე ეს გასულ წელს იყო.
„ქვეყანაში რესპირატორული ვირუსების შემთხვევები იზრდება. მომატებულია მიმართვიანობა კლინიკებშიც“, – ამის შესახებ იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ძირითადად ცირკულირებს A ტიპის ვირუსები, რომლის სიმპტომებია მაღალი ტემპერატურა, თავის და სახსრების ტკივილი და გამოხატული სისუსტე.
„გრიპის ყველა ტიპის კლინიკური მიმდინარეობა მსგავსია – ახასიათებს მწვავე დასაწყისი, მაღალი ცხელება, შეიძლება თანდართული იყოს სახსრების, კუნთების ტკივილი. დაავადების მიმდინარეობა გრძელდება 5 დღიან 1 კვირამდ. გართულებულ შემთხვევებში, შეიძლება 2-3 კვირაც დასჭირდეს. რისკჯგუფში არიან, ვისაც სხვადასხვა ქრონიკული დაავადება აქვთ. პირველ რიგში, საჭიროა ჰიგიენური ნორმების დაცვა, ასევე, დახურული სივრცეების ხშირი განიავება,” – აცხადებს ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა.”
ეპიდემიოლოგი მაკა ბულეიშვილი ამბობს, რომ ბოლო 2 კვირის განმავლობაში, მომართვიანობა მომატებულია.
„ბოლო 2 კვირის განმავლობაში, მომართვიანობა მომატებულია. უნდა აღინიშნოს, რომ უფრო მეტად არის რისკჯგუფებში – ეს არის ასაკობრივი ჯგუფები და სხვადასხვა სახის ფონური და ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანები. ახასიათებს სიმპტომები, როგორიცაა ხველა, კუნთების ტკივილი, ტემპერატურის მაღალი ციფრები. თუკი ჩვენ აღგვენიშნება მსგავსი სიმპტომები, პრევენციული თვალსაზრისით, რათა დავიცვათ სხვაც, უნდა ვიყოთ იზოლაციაში,” – აცხადებს ეპიდემიოლოგი მაკა ბულეიშვილი.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
„რას მოვესწარი – ბრიტანეთშიც Charity Commission ვებ გვერდზეც ვარ…“ – გიორგი ფხაკაძე
საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ ბრიტანეთში Charity Commission ვებ გვერდზეც არის…

„დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განიხილავენ „დაავადება X“ -ს, რომელიც შეიძლება 20-ჯერ უფრო მომაკვდინებელი იყოს“
საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განიხილავენ „დაავადება X“ -ს, რომელიც შეიძლება 20-ჯერ უფრო მომაკვდინებელი იყოს, ვიდრე კორონავირუსი.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
„შესაძლოა, 20-ჯერ უფრო მომაკვდინებელი აღმოჩნდეს, ვიდრე COVID-19…“ – ჯანმო
დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განიხილავენ “დაავადება X”-ს, რომელიც, შესაძლოა, 20-ჯერ უფრო მომაკვდინებელი აღმოჩნდეს, ვიდრე COVID-19, – ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს და წერს, რომ
“დაავადება X” უცნობი პათოგენის ჰიპოთეტური სახელია, რომელსაც ეპიდემიის ან პანდემიის გამოწვევა შეუძლია.
“ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ახალი გაფრთხილებები, რომ უცნობმა “დაავადება X” შეიძლება გამოიწვიოს 20-ჯერ მეტი სიკვდილი, ვიდრე კორონავირუსის პანდემია“, – ნათქვამია მოხსენებაში.
ახალ პანდემიასთან დაკავშირებით შეხვედრა ოთხშაბათს, 17 იანვარს გაიმართება.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
როგორ უნდა დაუბრუნდეთ კვების ჩვეულ რეჟიმს მარხვის შემდეგ
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“
როგორ უნდა დაუბრუნდეთ კვების ჩვეულ რეჟიმს მარხვის შემდეგ
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
კვლევა – კანაფის ნაერთებს შეუძლია თავიდან აიცილოს SARS-CoV-2 და შეამციროს დაავადების სიმძიმე
გასულ თვეში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, კანაფის ნაერთებს აქვთ Covid-19-ის პრევენციისა და მკურნალობის პოტენციალი. კვლევამ აჩვენა, რომ კანაფის ნაერთებს, რომლებიც ცნობილია როგორც კანაბინოიდები, შეუძლია თავიდან აიცილოს SARS-CoV-2, ვირუსი, რომელიც იწვევს Covid-19-ს, და დაინფიცირების შემთხვევაში შეამციროს დაავადების სიმძიმე.
კვლევა ჩაატარეს დალჰუსის უნივერსიტეტის მკვლევარებმა კანადაში, ნოვა შოტლანდიაში. კვლევა ფოკუსირებული იყო წინა კვლევებზე, თუ როგორი გავლენა შეიძლება ჰქონდეთ ენდოკანაბინოიდული სისტემის (ECS) მოდულაციაზე Covid-19-ის ადრეულ და პოსტინფექციურ სტადიებზე.
წინა კვლევამ აჩვენა, რომ კანაფმა შეიძლება გავლენა მოახდინოს Covid-19-ზე. 2022 წელს გამოქვეყნებულმა ლაბორატორიულმა კვლევამ აჩვენა, რომ კანაბინოიდები ხელს უშლიდნენ ადამიანის უჯრედების ინფექციას SARS-CoV-2-ით. ოქტომბერში გამოქვეყნებულმა ცალკეულმა კვლევამ აჩვენა, რომ კანაფის მომხმარებლებმა, რომლებიც დაინფიცირდნენ Covid-19-ით, უკეთესი შედეგები იყო და ნაკლები იყო სიკვდილიანობა.
კვლევა არ ნიშნავს, რომ მარიხუანას მოწევა თავიდან აიცილებს Covid-19 ინფექციას. კვლევების უმეტესობა ჩატარდა in vitro კანაფის ექსტრაქტებით, კანაფის Covid-19-ის სამკურნალოდ ან პროფილაქტიკისთვის. კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ ვაქცინაცია რჩება საუკეთესო პრევენციად. ისინი ასევე ამბობენ, რომ ვაქცინაცია ყველასთვის ეფექტური არ არის.
„ვაქცინაცია რჩება ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ პრევენციულ მეთოდად COVID-19-ის მძიმე შედეგებისა და გრძელვადიანი COVID-19-ის განვითარების წინააღმდეგ“, – აღნიშნეს მკვლევარებმა.
„კლინიკური და კარგად შემუშავებული კვლევები აუცილებელია ძირითადი მექანიზმების შესაფასებლად, ოპტიმალური დოზებისა და დოზირების განრიგის დასადგენად და ვირუსული ინფექციების კონტექსტში ECS მოდულაციასთან დაკავშირებული უსაფრთხოებისა და პოტენციური გვერდითი ეფექტების გამოსაკვლევად“, – წერენ ისინი
„აქედან გამომდინარე, იმედისმომცემი პერსპექტივის მიუხედავად, ამ ასპექტების ყოვლისმომცველი გაგება გადამწყვეტია კანაბინოიდების თერაპიული პოტენციალის და ECS მოდულაციის დასადგენად COVID-19-ის და ხანგრძლივ COVID-19-თან დაკავშირებული სიმპტომების გაჩენისას.“
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, 1000 ლარს მიიღებენ – ყველაზე უხუცესი 110 წლის დავითაძე ნაქიფე და დიასამიძე ფატყუმეა
როგორ განვასხვავოთ ალერგიის სიმპტომები ვირუსული ინფექციის სიმპტომებისგან
გადაცემა „სტუმრად ექიმთან“
როგორ განვასხვავოთ ალერგიის სიმპტომები ვირუსული ინფექციის სიმპტომებისგან
საუბრობს ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მადონა დევიძე:
„ალერგიული პაციენტებისთვის ზამთარი პრობლემურია. ზაფხულში მცენარეებია პრობლემა, ზამთარი კი ალერგიული პაციენტებისთვის, სიცივიდან გამომდინარე. ვირუსული ინფექცია და ალერგია მსგავსი სიმპტომების გამო ხშირად ერთმანეთში ეშლებათ.
ალერგიას თან არასდროს ახლავს ტემპერატურა. ვირუსული თუ ბაქტერიული ინფექცია მაღალი ტემპერატურის გარეშე ძალიან იშვიათად მიმდინარეობს, თუნდაც ერთჯერადად მაინც ხდება ტემპერატურის მატება. საყურადღებოა სიმპტომების ხანგრძლივობაც.
ალერგიის სიმპტომები 2 კვირაზე მეტხანს ხანგრძლივდება, ვირუსული ინფექციის 3, 5, 7 დღე, ანუ უფრო ხანმოკლე დროით. ალერგიას მრავალჯერადი ცემინება ახასიათებს, ეს ხდება ერთმანეთზე მიყოლებით და ხშირად პაციენტს სუნთქვაც კი უჭირს.
ალერგიის დროს სურდოს თან ახლავს თვალების ქავილი და ცრემლდენა. ასევე ყელის, ყურების, ცხვირის წვერის ქავილი.
ხველა გახანგრძლივებულად, ქრონიკულად ითვლება, თუ მოზრდილებში 8 კვირაზე მეტხანს, ბავშვებში კი 4 კვირაზე მეტხანს გრძელდება. შესაძლოა, გახანგრძლივებული ხველა დატოვოს ინფექციურმა დაავადებებმა, – პნევმონიამ, გრიპის ვირუსმა, კოვიდ 19-მა და ა.შ. მიზეზი შეიძლება იყოს ფილტვების სოკოვანი დაავადება, ტუბერკულოზი და ა.შ. ყივანახველას ძალიან ხანგრძლივი მიმდინარეობა ახასიათებს და ტოვებს გახანგრძლივებულ ხველას.
გახანგრძლივებული ხველის ერთ-ერთი ხშირი მიზეზია რეფლუქსი. რეფლუქს-ეზოფაგიტი ეს არის მდგომარეობა, როცა საყლაპავიდან კუჭში გარდამავალი სარქველი არ იხურება და ხდება კუჭის მჟავას უკან ამოდინება. ეს მდგომარეობა საკმაოდ ხშირია ბავშვებშიც.
პაციენტებს ძირითადად ღამით ახველებთ, როდესაც წვებიან და ხდება მჟავის უკან ამოდინება, ეს იწვევს საყლაპავის, ტრაქეის, ბრონქების გაღიზიანებას. მოზრდილებში ხველის ერთ-ერთი ხშირი მიზეზია წნევის მარეგულირებელი წამლებიც, რომელთაც ახასიათებთ ასეთი გვერდითი ეფექტი.
შესაძლოა, ასთმა ვირუსითაც პროვოცირდეს. ასთმის ხველით ვარიანტს ალერგიული შეგვიძლია ვუწოდოთ.
რაც შეეხება სიცივის ალერგიას, მას ჩვენ სიცივის ჭინჭრის ციებას ვეძახით, რადგან დაბალ ტემპერატურაზე ჩნდება ჭინჭრის ნასუსხის მაგვარი გამონაყარი, რომელიც საკმაოდ ექავებათ. სიცივეში შესაძლოა, რომ შეშუპდეს და გაწითლდეს ტანსაცმლისგან დაუფარავი ადგილები, რომელთაც სიცივე ხვდებათ, რაც დისკომფორტულია, რადგან შეიძლება თან ახლდეს ძლიერი ქავილი. აღნიშნული განსაკუთრებით მაშინ ხდება, როცა პაციენტები არ ატარებენ ხელთათმანებს, შარფებს.
ამ დროს პაციენტებს ვურჩევთ, არ დაიჭირონ ხელში ცივი სასმელები და არ დაიბანონ ხელები ცივი წყლით. ზაფხულში ვურჩევთ, – არ იბანაონ მდინარის წყალში, მდინარის წყალი საკმაოდ დაბალი ტემპერატურისა და ასეთ წყალში ჩახტომამ შეიძლება ანაფილაქსია, ალერგიის უკიდურესი ფორმაც კი აპროვოციროს. ეს სერიოზული დაავადებაა და განსაკუთრებით გასათვალისწინებელია, რომ ასეთი პაციენტები სიცივეს მოერიდონ.“
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
თირკმლის „ჭვალი“ და „კენჭის გავლა“, სათესლე ჯირკვლის შემოგრეხა
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“










