ოთხშაბათი, მაისი 13, 2026

საკვების გზით ბოჭკოს მოხმარების გაზრდა აძლიერებს GLP-1-ის ბუნებრივად გამომუშავებას

რაციონში ბოჭკოს დამატება ჯანმრთელობის სხვა ბევრ სარგებელთან ერთად, ეხმარება სისხლში ოზემპიკის (დიაბეტის და წონის კლების პოპულარული წამალი) მსგავსი ჰორმონის, GLP-1 -ის დონის გაზრდაში.
GLP-1 (გლუკაგონის მსგავსი პეპტიდი-1) არის ჰორმონი, რომელიც გადამწყვეტ როლს თამაშობს გლუკოზის მეტაბოლიზმში და მადის რეგულირებაში. ის ასტიმულირებს ინსულინის გამოყოფას პანკრეასიდან, რაც ხელს უწყობს უჯრედების მიერ გლუკოზის ათვისებას. გარდა ამისა, GLP-1 ანელებს კუჭის დაცლას, ამცირებს მადას და ხელს უწყობს დანაყრებას.
საკვების გზით ბოჭკოს მოხმარების გაზრდა აძლიერებს GLP-1-ის ბუნებრივად გამომუშავებას.
თუმცა, ყველა სახის ბოჭკოვანი საკვები არ არის თანაბარი მეტაბოლიზმზე, მადასა და წონის დაკლებაზე მისი ზემოქმედების თვალსაზრისით. არსებული მონაცემებით, სპეციფიური ბოჭკო, რომელიც ფერმენტაციას განიცდის მსხვილი ნაწლავის ბაქტერიების მიერ და ცნობილია როგორც ფერმენტირებადი ბოჭკო, ამ მხრივ განსაკუთრებით ეფექტურია.
ფერმენტირებადი ბოჭკოს მაგალითებია: ბეტა-გლუკანი, რომელიც გვხვდება ქერში, შვრიასა და ჭვავში; დექსტრინი ხორბალში; ოლიგოსაქარიდები ლობიოში, ბარდაში, ოსპში; პექტინი ვაშლში, მსხალში და მწვანე ბანანში.
კვლევები აჩვენებს, რომ ამ ბოჭკოებიდან, ბეტა-გლუკანი, რომელიც სპეციფიურად ქერშია ნაპოვნი, შეიძლება იყოს ყველაზე ეფექტური GLP-1-ის გამომუშავებისთვის და შესაბამისად, მეტაბოლური ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის და წონის დაკლებისთვის.
ქერის თქვენს რაციონში დამატება მარტივადაა შესაძლებელი, თუ მას უბრალოდ მოხარშავთ წყალში, დაამატებთ სუპებში, სალათებში ან ქერის ფქვილს გამოიყენებთ .
While it is true that adding fiber to your diet can have various health benefits, including increased satiety and the release of satiation hormones like GLP-1 and PYY, not all fiber is equal in terms of its effects on appetite and weight loss.
Fiber that can be fermented by bacteria in the large intestine, known as fermentable fiber, is particularly effective in triggering the release of these satiation hormones. Examples of fermentable fibers include beta-glucan found in barley, oats, and rye, dextrin in wheat, oligosaccharides in beans, peas, and lentils, and pectin in apples, pears, and green bananas.
Research suggests that beta-glucan fiber, specifically found in barley, may be most effective in inducing weight loss. Adding barley to your diet can be as simple as cooking it in water and incorporating it into soups, salads, or using barley flour for baking.
კვლევის შესახებ წერს აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი, ქეთი შავლიაშვილი.

კიბოს მკურნალობის მეთოდი, რომელიც ააქტიურებს იმუნურ სისტემას კიბოს უჯრედების წინააღმდეგ

იმუნოთერაპია არის კიბოს მკურნალობის მეთოდი, რომელიც ააქტიურებს იმუნურ სისტემას კიბოს უჯრედების წინააღმდეგ. იმუნოთერაპია მოიცავს ანტისხეულებით თერაპიას, საკონტროლო წერტილების ინჰიბიტორებს და კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინებს. მიზანმიმართული თერაპია გავლენას ახდენს კიბოს უჯრედების კონკრეტულ წერტილებზე. იგი დადებით შედეგებს იძლევა ავთვისებიანი მელანომას, სარძევე ჯირკვლის, მსხვილი ნაწლავის, თირკმლის, ფილტვის კიბოს და სხვა სიმსივნეების მკურნალობაში.
განვითარებული ინფრასტრუქტურითა და პროფესიონალთა გუნდით მედიკანა ჯანდაცვის ჯგუფი გთავაზობთ კიბოს მკურნალობის სხვადასხვა მეთოდს. ის მიზნად ისახავს მკურნალობის პროცესის მართვას თითოეულ პაციენტზე მორგებული და ეფექტური გზით.

გაციებასაც ვირუსი იწვევს – რით განსხვავდება გრიპისგან „უბრალოდ გაციება“

მოსახლეობაში გავრცელებული წარმოდგენის მიხედვით, გაციება სხეულის ფიზიკური გადაცივების შედეგია, გრიპის გამომწვევი კი – ვირუსი ხდება. ბათუმის დედათა და ბავშვთა ჰოსპიტლის ინფექციონისტი რევაზ ნაკაშიძე განმარტავს, რომ გაციების მიზეზიც ვირუსებია, თუმცა არა გრიპის, არამედ რესპირატორული ვირუსები.

ექიმი პასუხობს „ბათუმელების“კითხვებს, რა განსხვავებაა გრიპსა და გაციებას შორის და რა მსგავსი ან განსხვავებული სიმპტომები ახასიათებს ორივე მათგანს.

წაიკითხეთ სრულა

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

როგორ უნდა ვმართოთ გრიპის ვირუსი?

როგორ უნდა ვმართოთ გრიპის ვირუსი? – ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მაია ჩხაიძის რჩევები

ქვეყანაში 15-მდე სახეობის ვირუსი ცირკულირებს – სპეციალისტების რეკომენდაციები

ჯანმო-ს ბოლო ინფორმაციის თანახმად, კორონავირუსით, გრიპით და სხვა რესპირატორული დაავადებებით ინფიცირების მაჩვენებელი უკანასკნელი კვირების განმავლობაში ბევრ ქვეყანაში იმატებს. გამონაკლისს არც საქართველო წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ რესპირაციული ინფექციებით ინფიცირების შემთხვევების ზრდასთან ერთად პედიატრები პროგნოზირებენ, რომ იანვარი საქართველოში პედიატრიული ავადობის თვალსაზრისით ყველაზე რთული პერიოდი იქნება.

ხველა, სურდო, მაღალი სიცხე, საერთო სისუსტე, თავის და კუნთების ტკივილი – ეს რესპირატორული ვირუსების დამახასიათებელი სიმპტომებია. სეზონური გრიპის იდენტიფიცირება მხოლოდ ლაბორატორიულად არის შესაძლებელი. პედიატრებს ბოლო ორ კვირაში მსგავსი ჩივილებით ათობით პაციენტი მიმართავს.

ამ ეტაპზე, საქართველოში 15 სეზონური ვირუსი ცირკულირებს. ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების ნაწილი – H1N1-ია. კლინიკებში მიმართვიანობა გაზრდილია, თუმცა ადგილების დეფიციტი არ არის.

ექიმები ვირუსის პიკს 2-3 კვირაში ელოდებიან, თუმცა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მკვეთრ ცვლილებას არ აანონსებენ. ამბობენ, რომ გრიპით ინფიცირებულთა რაოდენობა საგრძნობლად არ გაიზრდება.

სპეციალისტების რეკომენდაციით, სიმპტომების შემთხვევაში ოჯახის ექიმის კონსულტაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 5 წლამდე ბავშვებისთვის და ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის.

ექიმები მოსახლეობას კვლავ გრიპის საწინააღმდეგო აცრის გაკეთებას ურჩევენ.

გრიპის ვირუსები და COVID-ის ახალი ვარიანტი – გიორგი ფხაკაძე JN.1-ის მასობრივად გავრცელების საფრთხეზე საუბრობს

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

რას უკავშირებენ, ახალი ვირუსების გააქტიურებას – რა არის „დაავადება X“, უნდა ველოდოთ თუ არა ახალ პანდემიას

„დაავადება X” რომელიც, შესაძლოა, 20-ჯერ უფრო მომაკვდინებელი აღმოჩნდეს, ვიდრე COVID-19. მის გააქტიურებას მეცნიერები 3-5 წელში ვარაუდობენ.

დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განიხილავენ „დაავადება X”-ს.

„დაავადება X” უცნობი პათოგენის ჰიპოთეტური სახელია, რომელსაც პანდემიის ან ეპიდემიის გამოწვევა შეუძლია.

საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ მედიცინის სფეროს წარმომადგენლები და მეცნიერები ახალი ვირუსების გააქტიურებას კლიმატურ ცვლილებებს უკავშირებენ.

„მედიცინის სფეროს წარმომადგენლები და მეცნიერები ახალი ვირუსების გააქტიურებას კლიმატურ ცვლილებებს უკავშირებენ და მსოფლიოს მოუწოდებენ, ვირუსს მომზადებულები შეხვდნენ, –  გადამზადებული მედპერსონალი, ვაქცინები და საინფორმაციო კამპანია.

ყველა მათემატიკური მოდელი გვეუბნება, რომ ახლო მომავალში იქნება აფეთქება –  ე.წ. „X“ პანდემია.

სავარაუდოდ, როგორც მეცნიერები ამბობენ, ეს იქნება 20-ჯერ ძლიერი, ვიდრე კოვიდი.

უნდა იყოს მზად ჯანდაცვის სისტემა, მზად უნდა იყვნენ მეცნიერები, ქარხნები, რომლებიც წამლებსა და ვაქცინებს აწარმოებენ, ასევე გლობალური და ადგილობრივი ჯანდაცვის ეპიდემოლოგიური სამსახურები.

კოვიდის დროს დაშვებული შეცდომები არ უნდა განმეორდეს…“ – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განიხილავენ “დაავადება X”-ს, რომელიც, შესაძლოა, 20-ჯერ უფრო მომაკვდინებელი აღმოჩნდეს, ვიდრე COVID-19, – ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს და წერს, რომ
“დაავადება X” უცნობი პათოგენის ჰიპოთეტური სახელია, რომელსაც ეპიდემიის ან პანდემიის გამოწვევა შეუძლია.

“ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ახალი გაფრთხილებები, რომ უცნობმა “დაავადება X” შეიძლება გამოიწვიოს 20-ჯერ მეტი სიკვდილი, ვიდრე კორონავირუსის პანდემია“, – ნათქვამია მოხსენებაში.

ახალ პანდემიასთან დაკავშირებით შეხვედრა ოთხშაბათს, 17 იანვარს გაიმართება.

„დაავადება X” – უცნობი პათოგენის ჰიპოთეტური სახელწოდებაა, რათა შესაძლო საფრთხისთვის კონტრზომების შემუშავება უფრო აქტიური გახდეს, კონტრზომებში განიხლება ვაქცინები და ტესტები. ამ დაავადების შესასწავლად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 300-ზე მეტი მეცნიერთა ჯგუფი ჯერ კიდევ 2022 წლის ნოემბერში მიიწვია, რომლებმაც დაასკვნეს, რომ „უცნობი პათოგენი, რომელმაც შესაძლოა გლობალური სერიოზული პანდემია გამოიწვიოს, კოვიდ-19-თან შედარებით 20-ჯერ უფრო მომაკვდინებელია”.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

„ჩემთვის ეს არის უდიდესი პატივი“ – გიორგი ფხაკაძე დაინიშნა დირექტორად, Relief International-ის დირექტორთა საბჭოში

საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი გიორგი ფხაკაძე დაინიშნა დირექტორად, Relief International-ის დირექტორთა საბჭოში.

„ჩემთვის ეს არის უდიდესი პატივი. ეს ორგანიზაცია არის ერთ-ერთი უმსხვილესი ჰუმანიტარული ორგანიზაცია მსოფლიოში, რომელიც 7000-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს, სათაო ოფისი არის ვაშინგტონში. მე ვარ პირველი ქართველი, დირექტორი ამ ორგანიზაციაში“, – აცხადებს გიორგი ფხაკაძე.

„ვამაყობთ, რომ პროფესორი გიორგი ფხაკაძე ჩვენი გამგეობის ახალი წევრია, მისასალმებელია, შთამბეჭდავი კარიერული რჩევებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის პოლიტიკის შესახებ ისეთი ორგანიზაციებისთვის, როგორიც არის გაერო და ევროკავშირი, პროფესორ ფხაკაძეს შემოაქვს ექსპერტიზის სიმდიდრე ჩვენი ფონდის მოძიების კომიტეტში.
ამჟამად არის საქართველოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტის თავმჯდომარე, ის ზედამხედველობს ეროვნულ ინიციატივებს, მათ შორის ჯანდაცვის დაწესებულების აკრედიტაციას და კონსულტაციას უწევს WHO-სთვის კომპეტენციის სტანდარტების შესახებ დევნილებს“ – ამბობენ ორგანიზაციაში.
„მოუთმენლად ველი ჩემი გამოცდილების გამოყენებას, რათა მხარი დავუჭირო Relief International-ის მნიშვნელოვან სამუშაო პარტნიორობას კონფლიქტის, კლიმატის ცვლილებისა და კატასტროფის შედეგად გავლენილ საზოგადოებასთან. ჩვენ ერთად მივაწვდით მტკიცებულებებზე დაფუძნებულ პროგრამებს, რომლებიც გადაარჩენს სიცოცხლეს, ჩამოაყალიბებს დიდ გამძლეობას და ხელს შეუწყობს გრძელვადიან ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას“, – ამბობს პროფესორი ფხაკაძე.

შეიძლება იყოს 1 ადამიანი and ტექსტი, რომელშიც ნაჩვენებია „" I look forward to using my experience to support Relief International's important work, to help deliver evidence- based programs that save lives, build greater resilience and promote long-term health and wellbeing. Professor Giorgi Pkhakadz, Boards Member RELIEF INTERNATIONAL“ გამოსახულება

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

„A ტიპის ვირუსის ორი სხვადასხვა ვარიანტი ცირკულირებს“

ჯანმო-ს ბოლო ინფორმაციის თანახმად, კორონავირუსით, გრიპით და სხვა რესპირატორული დაავადებებით ინფიცირების მაჩვენებელი უკანასკნელი კვირების განმავლობაში ბევრ ქვეყანაში იმატებს. გამონაკლისს არც საქართველო წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ რესპირაციული ინფექციებით ინფიცირების შემთხვევების ზრდასთან ერთად პედიატრები პროგნოზირებენ, რომ იანვარი საქართველოში პედიატრიული ავადობის თვალსაზრისით ყველაზე რთული პერიოდი იქნება.

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის განცხადებით, გრიპის სეზონური ვირუსის შემთხვევების მომატებასთან ერთად სამედიცინო დაწესებულებებში პაციენტების მიმართვიანობაც გაიზარდა.

„დეკემბრის მეორე ნახევრიდან გრიპის ვირუსების რაოდენობამ მოიმატა. მომატებულია პაციენტების რაოდენობის მიმართვიანობა სამედიცინო დაწესებულებებში. ვირუსი, რომელიც ახლა საქართველოში ცირკულირებს, არის A ტიპის ვირუსი და მისი ორი სხვადასხვა ვარიანტი: H1 ტიპის ვირუსი და შედარებით ნაკლებია H3 ტიპი ვირუსი. როგორც H1, ასევე H3 ფორმა ხასიათდება მაღალი ტემპერატურით – 38-38,5 გრადუსი და მეტი, ძლიერი სისუსტე, თავის, ყელის, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, მადის დაქვეითება.

ახლა თუ ვინმე გადაწყვეტს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, რა თქმა უნდა, შესაძლებელია. თუმცა ერთი ნიუანსია გასათვალისწინებელი. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა გაკეთებიდან ორი კვირის შემდეგ იწყებს მოქმედებას. რა თქმა უნდა, ყველაზე კარგი საშუალება ნიღბის ტარებაა, კონტაქტების შეზღუდვა, დისტანცირება, ხელების ხშირი ჰიგიენა – ყველაფერი ის, რასაც ჩვენ წარმატებით ვიყენებდით კორონავირუსის პრევენციის მიზნით“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

ბენეფიციარებს გლაუკომის, ფილტვის, ფარისებრი ჯირკვლის ქრონიკული დაავადებების, „ტიპი 2“ დიაბეტის, გულ-სისხლძარღვთა, პარკინსონისა და ეპილეფსიის მედიკამენტები მთელი წლის განმავლობაში დაუფინანსდებათ

ქრონიკულ დაავადებათა სამკურნალო მედიკამენტების პროგრამა ფართოვდება.

ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, 15 იანვრიდან შესაბამისი კატეგორიის თუ სტატუსის მქონე მოქალაქეები გლაუკომის სამკურნალო მედიკამენტს მთელი წლის განმავლობაში სრული დაფინანსებით მიიღებენ.

ამასთან, შესაბამისი კატეგორიის ბენეფიციარებს მთელი წლის განმავლობაში სრულად დაუფინანსდებათ: გულ-სისხლძარღვთა, ფილტვის, ფარისებრი ჯირკვლის ქრონიკული დაავადებების, დიაბეტის (ტიპი 2), პარკინსონისა და ეპილეფსიის სამკურნალო მედიკამენტები.

„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში შესული სიახლეები შეეხება: სოციალურად დაუცველ პირებს (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000 ერთეულს), პენსიონერებს, ვეტერანებს, შშმ პირებსა (შშმ ბავშვები, მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები) და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას.

მინისტრთა კაბინეტის წევრებმა ასევე განიხილეს საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“. ცვლილების თანახმად, მიმდინარე წლის იანვრიდან მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის სოციალური პაკეტი 50 ლარით, 340-დან 390 ლარამდე იზრდება. ყველა სხვა კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ფინანსური დახმარება 20 ლარით იზრდება, მათ შორის მნიშვნელოვნად გამოხატულ შშმ პირს სოციალური პაკეტი 175-დან 195 ლარამდე ეზრდება. ბიუჯეტი დაახლოებით 46 მლნ ლარს შეადგენს. გაზრდილი სოციალური პაკეტით 123 000-ამდე ბენეფიციარი ისარგებლებს“, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

„უმაგრესი ამბავია!“ – პირველად ქართული მედიცინის ისტორიაში!

საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს:
„უმაგრესი ამბავია!
ჩემთვის პატივია, რომ ეს გუნდი MMT Hospital · ემ ემ ტე ჰოსპიტალი ასევე გადის Accreditation Canada საერთაშორისო ჯანდაცვის აკრედიტაციას.“
MMT Hospital · ემ ემ ტე ჰოსპიტალი ჩართულია აკრედიტაცია კანადას საერთაშორისო სამედიცინო აკრედიტაციის პროგრამაში.
პირველად ქართული მედიცინის ისტორიაში!
საქართველოს ჰყავს სერთიფიცირებული რობოტული ქირურგების გუნდი და სერვის-ინჟინერი.
გუნდის მიერ ჩატარებულია ურთულესი რობოტული ქირურგიული ჩარევები:
რადიკალური ცისტექტომია
ლიმფადენექტომია
რადიკალური ნეფრექტომია
თირკმლის რეზექცია
შარდსაწვეთის რეიმპლანტაცია
მენჯ-შარდსაწვეთის სეგმენტის პლასტიკა
თვალი ადევნეთ ჩვენ გვერდს, უფრო მეტს მალე შეიტყობთ.
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights