საქართველოს პირველი არხის გადაცემა „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“
როგორ მოვუაროთ ღვიძლს საახალწლო დატვირთვის შემდეგ / ბრონქიტი – რისკები, მართვა
შეიძლება თუ არა შაკიკის გამწვავება არასწორი კვებით?
გადაცემა „იმუნიტეტი“
ფსიქოლოგიურ პრობლემები და მასშტაბური კვლევის შედეგები – ფსიქიკური პრობლემები ქართველ მოსწავლეებში
სან-ფრანცისკოს უნივერსიტეტის ბავშვთა ფსიქიატრებთან და ფსიქოლოგებთან თანამშრომლობით, საქართველოს 5 დიდი ქალაქის 211 საჯარო სკოლაში მასშტაბური კვლევა ჩატარდა.
ქართველი მეცნიერი, რომელმაც მსოფლიო “ყვავილის” ინფექციისგან იხსნა
დღეს როდესაც მსოფლიო კორონავირუსის პანდემიას ებრძვის, ვირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე ის ექიმები დგანან, რომელთა სპეციალიზაცია ინფექციური პათოლოგიების წინააღმდეგ ბრძოლაა.
თამაზ კერესელიძე გახლავთ ქართველი მეცნიერი, რომელსაც ფასდაუდებელი წვლილი მიუძღვის ერთ-ერთი ყველაზე საშიში დაავადების, “ყვავილის” ინფექციის დამარცხებაში.
ინსტიტუტის დამთავრებისთანავე თამაზ კერესელიძემ მიკრობიოლოგიის, ეპიდემიოლოგიისა და ბაქტერიოფაგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში დაიწყო მუშაობა. ახალგაზრდა, ნიჭიერი და პერსპექტიული მკვლევარი მალე დააწინაურეს და 1952 წელს ამავე ინსტიტუტში განყოფილების გამგედ დანიშნეს. პარალელურად სამედიცინო ინსტიტუტის მიკრობიოლოგიის კათედრის ასპირანტიც იყო. ამავე კათედრაზე განვლო შემოქმედებითად მდიდარი გზა კათედრის ასისტენტობიდან გამგეობამდე.
1958 წელს ახალგაზრდა მეცნიერმა დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე “ანტისხეულთა პროდუქციისა და რეპროდუქციის საკითხებისთვის”. 1960 წელს ის მიკრობიოლოგიის კათედრის დოცენტად აირჩიეს. ამ პერიოდიდან დაიწყო მისი ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობა.
1964 წელს, 39 წლის ასაკში კერესელიძე ჯანმო-ში მიიწვიეს კონსულტანტად – ჯერ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონულ ბიუროში მუშაობდა, შემდეგ ჟენევაში გადაინაცვლა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შტაბ-ბინაში, სადაც ბაქტერიოლოგიურ სნეულებათა განყოფილების უფროსი გახლდათ. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონულ ბიუროში მუშაობისას ქართველი მეცნიერი შავი ჭირის, ქოლერისა და ყვავილის წინააღმდეგ ბრძოლაში იყო ჩართული.
ყვავილის ერადიკაციის (აღმოფხვრა) პროგრამის განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის ქართველმა პროფესორმა ჯანმო-ს მაშინდელი გენერალური დირექტორისგან მადლიერების წერილი მიიღო და ასევე, „ბიფურკაციული ნემსის ორდენი“, რომლითაც ის ჟენევაში დააჯილდოვეს. ამ ორდენით მთელ მსოფლიოში სულ რამდენიმე მეცნიერია დაჯილდოებული, თამაზ კერესელიძე კი პირველი ქართველი მედიკოსია, რომელსაც ეს დიდი ჯილდო ხვდა წილად.
თამაზ კერესელიძე 1998 წელს, 73 წლის ასაკში გარდაიცვალა.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
რომელი პრეპარატის შესახებ აფრთხილებს თენგიზ ცერცვაძე მოსახლეობას
ჯანმო-ს ბოლო ინფორმაციის თანახმად, კორონავირუსით, გრიპით და სხვა რესპირატორული დაავადებებით ინფიცირების მაჩვენებელი უკანასკნელი კვირების განმავლობაში ბევრ ქვეყანაში იმატებს. გამონაკლისს არც საქართველო წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ რესპირაციული ინფექციებით ინფიცირების შემთხვევების ზრდასთან ერთად პედიატრები პროგნოზირებენ, რომ იანვარი საქართველოში პედიატრიული ავადობის თვალსაზრისით ყველაზე რთული პერიოდი იქნება. არის თუ არა ინფექციური პროფილის წამყვან კლინიკებში საწოლფონდი დატვირთული და რამდენად მომზადებული შეხვდა ჯანდაცვის სექტორი რესპირაციული ინფექციების შემთხვევების სეზონურ ზრდას, ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე „ინტერპრესნიუსს“ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე ესაუბრა.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
„2027 წლის მარტამდე გაგრძელდა ხელშეკრულების ვადა გავი-ს დამოუკიდებელი ტექნიკური მრჩევლის პოზიციაზე“
საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ 2027 წლის მარტამდე გაგრძელდა ხელშეკრულების ვადა გავი-ს (ვაქცინების ალიანსის) დამოუკიდებელი ტექნიკური მრჩევლის პოზიციაზე.
„ბატონმა თენგიზმა თქვა, “ცნობილი” ექიმები ანტივაქსერულ მოძრაობაში იყვნენ ჩართული“ – გიორგი ფხაკაძე
საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ საბოლოოდ გაჟღერდა ოფიციალურად რეალური სურათი ქვეყანაში.
თენგიზ ცერცვაძე – არ არის სწორი, რომ ქვეყანაში „დრამატული ვითარებაა“, „კლინიკებში ადგილები აღარ არის“
ჯანმო-ს ბოლო ინფორმაციის თანახმად, კორონავირუსით, გრიპით და სხვა რესპირატორული დაავადებებით ინფიცირების მაჩვენებელი უკანასკნელი კვირების განმავლობაში ბევრ ქვეყანაში იმატებს. გამონაკლისს არც საქართველო წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ რესპირაციული ინფექციებით ინფიცირების შემთხვევების ზრდასთან ერთად პედიატრები პროგნოზირებენ, რომ იანვარი საქართველოში პედიატრიული ავადობის თვალსაზრისით ყველაზე რთული პერიოდი იქნება. არის თუ არა ინფექციური პროფილის წამყვან კლინიკებში საწოლფონდი დატვირთული და რამდენად მომზადებული შეხვდა ჯანდაცვის სექტორი რესპირაციული ინფექციების შემთხვევების სეზონურ ზრდას, ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე „ინტერპრესნიუსს“ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე ესაუბრა.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
COVID-19-ის სამკურნალო რამდენიმე წამალს ვადა გაუვიდა
ქვეყანაში ვირუსული ინფექციების ტალღა ისევ მზარდია. ამ დროისთვის კლინიკები გადატვირთულია. სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები ადასტურებენ, რომ შეუძლებელი ხდება პაციენტების მიღება და მათი პალატებში განთავსება.
ამ ეტაპტზე ქვეყანაში ცირკულირებს, როგორც კოვიდი, ისე რამდენიმე სეზონური გრიპი.
ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძემ აცხადებს, რომ კოვიდის სამკურნალო რამდენიმე მედიკამენტს ვადა გაუვიდა.
მისი თქმით, მიმართვიანობა გაზრდილია, თუმცა ამტკიცებს, რომ ამაში საგანგაშო არაფერია.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
მაღალი სიცხე, სისუსტე, თავის და ყელის ტკივილი – რომელი ვირუსები ცირკულირებს საქართველოში
სეზონური ვირუსების გამო, სამედიცინო დაწესებულებებში მიმართვიანობა გაზრდილია. ქვეყანაში, ძირითადად, “ა” ტიპის ვირუსები ცირკულირებს. ვირუსის სიმპტომებად ექიმები მაღალ ტემპერატურას, თავისა და სახსრების ძლიერ ტკივილს, მკვეთრად გამოხატულ სისუსტეს ასახელებენ.
მედიკოსების ინფორმაციით, რისკ ჯგუფებში ბავშვები და მოხუცები არიან. მათივე განმარტებით, აუცილებელია ექიმების რეკომენდაციების გათვალისწინება. სპეციალისტები ამბობენ, რომ გრიპის ვირუსის ჯამური მაჩვენებელი ამ დროისთვის იმაზე ნაკლებია, ვიდრე ეს გასულ წელს იყო.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე ამბობს, რომ ქვეყანაში დაახლოებით 15 მაინც ცირკულირებს.









