ოთხშაბათი, მაისი 13, 2026

ახალი მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კლინიკა მოეწყობა, რომელიც ყველა ძირითად სამედიცინო მიმართულებას უზრუნველყოფს

„აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ ბაზაზე, ახალი მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კლინიკა მოეწყობა, რომელიც ყველა ძირითად სამედიცინო მიმართულებას უზრუნველყოფს.
საერთაშორისო სტანდარტების სამედიცინო დაწესებულება, 500-ზე მეტ საწოლზე იქნება გათვლილი, მოეწყობა ამბულატორია და 100-ზე მეტ საწოლზე გათვლილი დღის სტაციონარი. კლინიკაში განთავსდება ბავშვთა ონკო-ჰემატოლოგიური ცენტრი, გაიხსნება თანამედროვე სტანდარტების ცენტრალური სისხლის ბანკი, ტერიტორიაზე მოეწყობა GDP სტანდარტის აფთიაქი, სასწავლო სივრცეები, სამედიცინო ბიბლიოთეკა, ტელემედიცინის სივრცეები და სხვა. რესპუბლიკური საავადმყოფო შეინარჩუნებს საუნივერსიტეტო კლინიკის სტატუსს, რაც კონცეპტუალურად, გულისხმობს მომავალი მედიკოსების სრულ ინტეგრაციას კლინიკურ აქტივობებში და შესაბამისი ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფას. ცვლილებების შედეგად, რესპუბლიკური საავადმყოფო დააკმაყოფილებს იმ საერთაშორისო სტანდარტებს, რომელიც 2025 წლიდან, სავალდებულო იქნება ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამაში ჩართული ყველა კლინიკისათვის.
პროექტის განხორციელების შედეგად, მოსახლეობისთვის, ხელმისაწვდომი იქნება მრავალპროფილური კლინიკის სერვისები, სადაც თავმოყრილი იქნება ყველა მთავარი სამედიცინო მიმართულება, თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიები და კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი.
ხაზგასასმელია, რომ კლინიკაში დასაქმებული სამედიცინო პერსონალის უფლებები იქნება სრულად დაცული. საავადმყოფოს თანამშრომელთა ნაწილი, სამინისტროს ჩართულობით, სხვადასხვა, სახელმწიფო კლინიკაში უკვე დასაქმდა. ნაწილისთვის კი შესაბამისი ანაზღაურების პაკეტი მომზადდა, რომელიც კლინიკის თითოეული თანამშრომლისთვის იქნება შეთავაზებული.
ახალი მულტიფუნქციური საავადმყოფოს მშენებლობის დასრულებამდე, ჯანდაცვის სამინისტრო, უზრუნველყოფს შესაბამისი ახალგაზრდა კვალიფიციური კადრების მომზადება- გადამზადებას, სპეციალური პროგრამით, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, მსოფლიოს წამყვან სამედიცინო ცენტრებში.
ახალი, მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის მოსაწყობად, უახლოეს მომავალში, დაიწყება არსებული შენობის დემონტაჟი. აღნიშნული გადაწყვეტილება კლინიკის წინაშე არსებული მასშტაბური პრობლემებისა და გამოწვევების, ასევე, ხუთი სხვადასხვა ექსპერტული დასკვნის საფუძველზე იქნა მიღებული.
კერძოდ, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ, 2018 წელს, ჩატარებულმა ექსპერტიზამ აჩვენა, რომ სამკურნალო კორპუსის არსებული კარკასის მხოლოდ სვეტები აკმაყოფილებენ მოქმედი სეისმური ნორმების მოთხოვნებს.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის დასკვნაში, კორპუსის შემინული გარე ფასადი შეფასებულია, როგორც მწვავე ავარიული. „ძირითადი სამკურნალო მაღლივი კორპუსის შემინული გარე ფასადების ტექნიკური მდგომარეობა, შეიძლება, შეფასებულ იქნას, როგორც მწვავე ავარიული. არსებული სახით მათი ექსპლუატაცია დაუშვებელია და გადაუდებლად დემონტაჟს ექვემდებარება“, – აღნიშნულია დასკვნაში.
აღსანიშნავია, რომ 2023 აგვისტოში, ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით და ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით, ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის დაგეგმარების საერთაშორისო ექსპერტმა, მოამზადა ანგარიში – „თანამედროვე საავადმყოფოს საჭიროებები“. ანგარიშის მიზანია, საავადმყოფოს მთავარი განყოფილებებისა და ფუნქციების ტექნიკური მოთხოვნების ჩამოყალიბება, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. აღნიშნულ დოკუმენტში გაწერილ კრიტერიუმებს რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობა ვერ აკმაყოფილებს.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ, 2023 წლის სექტემბერში, გამოსცა დასკვნა, კლინიკის მასშტაბური სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელების რენტაბელურობის შესახებ. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ შენობის რეკონსტრუქცია და თანამედროვე საავადმყოფოს ელემენტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, მასშტაბური სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელება, შენობის კონსტრუქციული სქემიდან გამომდინარე, არარენტაბელურია, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში – შეუძლებელი.
2023 წელს, საქართველოს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების დაცვის მიმართულებით, კლინიკაში არსებული ვითარება შეამოწმა. შედეგად, გამოვლინდა ნორმებთან შეუსაბამობის 62 შემთხვევა.
აღსანიშნავია, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოს შენობასა და კლინიკაში არსებულ მდგომარეობას ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) სწავლობს. ორგანიზაცია, ასევე, ახდენს პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ შესწავლას, რომელიც მოიცავს ფინანსური, გარემოსდაცვითი, საბაზრო, სერვისების მოთხოვნა-მიწოდების, სტანდარტებთან შესაბამისობის და სხვა მიმართულებების შესწავლას.
ექსპერტულ დასკვნებში, აღნიშნული ინფრასტრუქტურული პრობლემების გარდა, გამოწვევად რჩება კლინიკის სერვისების სიმწირე, სტანდარტებთან შეუსაბამობა, ასევე – კლინიკური და ფინანსური გამოწვევები. მნიშვნელოვანია, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული ყველა კლინიკა, ვალდებულია, 2025 წლისთვის მინიჭებული ჰქონდეს საერთაშორისო აკრედიტაცია, რაც რესპუბლიკურ საავადმყოფოში არსებული პრობლემების გათვალისწინებით, შეუძლებელია.
გამოწვევად რჩება კლინიკის თანამშრომელთა უსაფრთხოებაც. ძლიერი ქარის შედეგად, რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობა დაზიანდა. ჩაიმსხვრა მინები და საავადმყოფოს ტერიტორიაზე ჩამოცვივდა. შენობაში, პაციენტთა და თანამშრომელთა უსაფრთხოება შრომის ინსპექციის სამსახურმა და რეგულირების სააგენტომ შეამოწმა. შრომის ინსპექციის მოკვლევის ოქმში აღნიშნულია, რომ მწვავე ავარიულ მდგომარეობაში არსებული და დაზიანებული ფასადიდან მუდმივად ხდება სამშენებლო ელემენტების ცვენა როგორც კლინიკის შიდა ეზოში, ისე – გარე პერიმეტრზე, რამაც შესაძლოა, გამოიწვიოს დასაქმებულების, პაციენტებისა და ვიზიტორების დაშავება. შრომის ინსპექციის გადაწყვეტილებით, საფრთხის შემცველი ზონები დაიხურა და კლინიკის ტერიტორიაზე გადაადგილება შეიზღუდა.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე, მოეწყობა ახალი სამედიცინო დაწესებულება. პროექტის დასრულების შემდგომ, სახელმწიფო მიიღებს დედაქალაქში მრავალპროფილურ საუნივერსიტეტო კლინიკას, რომელიც იქნება კლინიკური სერვისების, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის რეგიონული ჰაბი და სამედიცინო ტურიზმისთვის მიზიდულობის ცენტრი.

თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე ახალი სახელმწიფო კლინიკა აშენდება

„თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე ახალი სახელმწიფო კლინიკა აშენდება“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 4 საკითხი განიხილეს.

განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „შპს აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის ახალ პროექტთან დაკავშირებით რიგი საკითხების განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“.

როგორც მთავრობის სხდომაზე პრემიერმა აღნიშნა, სპეციალისტების დასკვნით, იმისთვის, რომ კლინიკამ საერთაშორისო სტანდარტები დააკმაყოფილოს, შენობის რეკონსტრუქცია ძირითად შემთხვევაში შეუძლებელი და არარენტაბელურია, შესაბამისად, იგეგმება ძველი შენობის დემონტაჟი და რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე აშენდება მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულება, ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო.

„სამინისტრომ ძალიან ბევრი იმუშავა ამ საკითხზე − შეისწავლა საფუძვლიანად რესპუბლიკური საავადმყოფოს მდგომარეობა როგორც ფინანსური, ასევე ინფრასტრუქტურული; შეისწავლა, თუ რამდენად პასუხობს კლინიკა უსაფრთხოების ნორმებსა და საერთაშორისო მოთხოვნებს. პროცესში ჩართულები იყვნენ როგორც ქართველი, ასევე საერთაშორისო ექსპერტები; ჩატარდა 5 სხვადასხვა ექსპერტული კვლევა; მომზადდა შესაბამისი დასკვნები, რომლებმაც კლინიკაში არსებული რთული ვითარება მკაფიოდ წარმოაჩინა. სპეციალისტების დასკვნით, იმისთვის, რომ კლინიკამ საერთაშორისო სტანდარტები დააკმაყოფილოს, შენობის რეკონსტრუქცია ძირითად შემთხვევაში შეუძლებელი და არარენტაბელურია. შესაბამისად, იგეგმება ძველი შენობის დემონტაჟი და რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე აშენდება მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულება, ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო. ეს იქნება საერთაშორისო სტანდარტების ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო. პირადად მინისტრის კოორდინაციით რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელთა ნაწილი სხვადასხვა სახელმწიფო კლინიკაში უკვე დასაქმდა, ნაწილი დასაქმდება და გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ არცერთი თანამშრომელი არ დარჩება სამსახურის გარეშე და ყველა იქნება უზრუნველყოფილი დასაქმების ალტერნატიული შეთავაზებით თუ უპრეცედენტო ღირსეული კომპენსაციით“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე ახალი, თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების სახელმწიფო კლინიკა აშენდება. მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულება ყველა ძირითად სამედიცინო მიმართულებას დაფარავს. ჯანდაცვის სამინისტრო შენობის სადემონტაჟო პროექტისა და კლინიკის საპროექტო სამუშაოების შესყიდვის პროცედურებს იწყებს. საპროექტო სამუშაოების შესყიდვები მსოფლიო ბანკის პროცედურების სრული დაცვით განხორციელდება, რაც საერთაშორისო კომპანიებს პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობას მისცემს.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო მულტიფუნქციური, საერთაშორისო სტანდარტების სახელმწიფო კლინიკა 500-ზე მეტ საწოლზე იქნება გათვლილი. ამასთან, მოეწყობა ამბულატორია და 100-ზე მეტ საწოლზე გათვლილი დღის სტაციონარი. კლინიკაში განთავსდება ბავშვთა ონკო-ჰემატოლოგიური ცენტრი; გაიხსნება თანამედროვე სტანდარტების ცენტრალური სისხლის ბანკი; ტერიტორიაზე მოეწყობა GDP სტანდარტის აფთიაქი, სასწავლო სივრცეები, სამედიცინო ბიბლიოთეკა, ტელემედიცინის სივრცეები და სხვა. ასევე რესპუბლიკური საავადმყოფო შეინარჩუნებს საუნივერსიტეტო კლინიკის სტატუსს, რაც კლინიკურ აქტივობებში მომავალი მედიკოსების სრულ ინტეგრაციასა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფას გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ კლინიკაში დასაქმებული სამედიცინო პერსონალის უფლებები სრულიად დაცული იქნება. თანამშრომელთა ნაწილი, ჯანდაცვის სამინისტროს ჩართულობით, სხვადასხვა სახელმწიფო კლინიკაში უკვე დასაქმდა, ნაწილისთვის კი სპეციალური ანაზღაურების პაკეტი მომზადდა, რაც კლინიკის თითოეული თანამშრომლისთვის იქნება შეთავაზებული. პროცესს უშუალო მეთვალყურეობას გაუწევს შრომის ინსპექციის სამსახური.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

საშვილოსნოს კიბოს 7 „შენიღბული“ სიმპტომი, რომელსაც ქალების უმეტესობა უგულებელყოფს

საშვილოსნოს ყელის კიბო არის დაავადების მეოთხე ყველაზე გავრცელებული ტიპი ქალებში დიდ ბრიტანეთში.

ყოველწლიურად თითქმის 10 000 ადამიანს უსვამენ საშვილოსნოს ყელის კიბოს დიაგნოზს, დაახლოებით 2 500 კი იღუპება. თუმცა, იმ ადამიანების 90%, ვინც ადრეულ ეტაპზე აღმოაჩენს დაავადებას, მკურნალობის შემდეგ ცხოვრებას აგრძელებს.

დაავადების აღმოსაჩენად, აუცილებელია ვიცოდეთ, რა სიმპტომებს უნდა მივაქციოთ ყურადღება და გადავამოწმოთ. ესენია:

  • სისხლდენა სექსის შემდეგ
  • “სისხლიანი” ვაგინალური გამონადენი (რომელიც შეიძლება იყოს ვარდისფერი, წითელი ან ყავისფერი)
  • სისხლი შარდში (ჰემატურია)
  • სისხლდენა პერიოდებს შორის (მენოპაუზის დაწყებამდე)
  • პერიოდები, რომლებიც ჩვეულებრივზე მძიმეა (მენოპაუზის დაწყებამდე)
  • ნებისმიერი ვაგინალური სისხლდენა მენოპაუზის შემდეგ (ლაქების ჩათვლით)
  • მუცლის ტკივილი

როგორც კი საშვილოსნოს კიბო უფრო მოწინავე სტადიას მიაღწევს, მან ასევე შეიძლება გამოიწვიოს:

  • ტკივილი ზურგის, ფეხების ან მენჯის არეში
  • მადის დაკარგვა
  • დაღლილობა
  • გულისრევა

ეს სიმპტომები შეიძლება იყოს ჯანმრთელობის ბევრად უფრო მსუბუქი პრობლემის ნიშანი, როგორიცაა ესტროგენის დაბალი დონე ან რეაქცია ჰორმონის შემცვლელ თერაპიაზე. მაგრამ მათმა არსებობამ ასევე შეიძლება მიუთითონ რამდენიმე პოტენციურად სერიოზულ მდგომარეობაზეც, როგორიცაა ენდომეტრიოზი, ფიბროიდები ან პოლიპები.

მენოპაუზის შემდეგ უჩვეულო ვაგინალური სისხლდენის ყოველი 10 შემთხვევიდან მხოლოდ ერთია გამოწვეული საშვილოსნოს კიბოთი.

პროფესორმა ემა კროსბიმ, Peaches Womb Cancer Trust-ის პრეზიდენტმა თქვა: „მიუხედავად იმისა, რომ საშვილოსნოს კიბო ყველაზე გავრცელებული გინეკოლოგიური დაავადებაა დიდ ბრიტანეთში, ჩვენი გამოკითხვა ცხადყოფს, რომ ბრიტანეთში ყოველ მეოთხე ქალს არასოდეს სმენია ან არ არის დარწმუნებული, აქვს თუ არა რაიმე სიმპტომი. მსმენია საშვილოსნოს კიბოს შესახებ. ადამიანების ძალიან დიდი რაოდენობა არ იცნობს ყველაზე გავრცელებულ „წითელ დროშის“ სიმპტომებს“.

ასევე, ათენა ლამნისოსმა, The Eve Appeal-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, დასძინა: „ჩვენ გვინდა, რომ ყველამ თავი განათლებულად და გაძლიერებულად იგრძნოს, როცა საქმე მათ ჯანმრთელობას ეხება და ეს ნიშნავს, რომ მეტი იცოდნენ ყველაზე გავრცელებული გინეკოლოგიური კიბოს, საშვილოსნოს კიბოს შესახებ.თუ რაიმე არანორმალური სისხლდენა გაქვთ, არ შეგეშინდეთ ექიმთან ვიზიტი და პასუხის მიღება საშვილოსნოს კიბოს გამოსარიცხად“.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

პროსტატის სიმსივნის მიქროსკოპიული დიაგნოსტიკა

გადაცემა „იმუნიტეტი“

პროსტატის სიმსივნის მიქროსკოპიული დიაგნოსტიკა
ინგა ბაკანოვა – MMT ჰოსპიტალის რადიოლოგი

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

VIDEO – როგორ კონტაქტობენ მცენარეები ერთმანეთში საფრთხის მოახლოებისას

მცენარეები გარშემორტყმულია აირადი ნაერთების თხელი ნისლით, რომელსაც ისინი კომუნიკაციის და თავდაცვისთვის იყენებენ. ეს ნაერთები ერთგვარი სუნის როლს ასრულებენ ბალახისმჭამელთა მოსაგერიებლად და მეზობელ მცენარეებს მომავალი თავდასხმის შესახებ აფრთხილებენ.

მცენარის ამ თავდაცვის საშუალების შესახებ მეცნიერებმა 1980-იანი წლებიდან იციან, როცა ის მცენარის 80-ზე მეტ სახეობაში დააფიქსირეს.

იაპონელ მეცნიერთა ჯგუფმა რეალურ დროში ვიზუალიზაციის მეთოდებით შეძლეს დაეფიქსირებინათ, როგორ იღებენ და პასუხობენ მცენარეები ამ საჰაერო განგაშებს.

მცენარეთა კომუნიკაციის შესახებ ჩვენს წარმოდგენაში ნამდვილად დიდი ნაპრალი არსებობდა. ვიცოდით, რომ ისინი ერთმანეთთან შეტყობინებებს აგზავნიან, მაგრამ არ ვიცოდით, როგორ იღებენ მათ.

ახალ კვლევაში, იაპონიის საიტამას უნივერსიტეტის მოლეკულურმა ბიოლოგებმა, იური არატანიმ, ტაკუია უემარამ და მათმა კოლეგებმა სპეციალური ტუმბოს საშუალებით, დაზიანებული, მწერებით სავსე მცენარეების მიერ გამოყოფილი ეს ნაერთები დაუზიანებელ მეზობლებს მიაფრქვიეს და შედეგს ფლუორესცენციური მიკროსკოპით დააკვირდნენ.

პომიდვრის და მდოგვის ოჯახის წარმომადგენელი სარეველა მცენარე Arabidopsis thaliana-ის მოჭრილ ტოტებზე მკვლევრებმა მუხლუხები (Spodoptera litura) დასხეს და ამ საფრთხეზე მეორე, ხელუხლებელი, მწერებისგან თავისუფალი Arabidopsis thaliana-ის პასუხი გადაიღეს.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

ქიმიოთერაპია საჭირო აღარ იქნება… – ახალმა პრეპარატმა პირველი პაციენტი უკვე განკურნა

ბრი­ტა­ნეთ­ში ონკო-პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის ახა­ლი სამ­კურ­ნა­ლო პრე­პა­რა­ტი – ბლი­ნა­ტუ­მო­მა­ბი და­ამ­ტკი­ცეს.

პირ­ვე­ლი პა­ცი­ენ­ტი 11 წლის არ­ტუ­რია, რო­მელ­ზეც პრე­პა­რა­ტი გა­მო­ი­ცა­და. ბავშვი ბრი­ტა­ნე­თის ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში ლე­ი­კე­მი­ა­ზე მკურ­ნა­ლობ­და. ქიმიოთერაპიამ ვერ გაასუფთავა მთელი სიმსივნე.

არ­ტუ­რის მშობ­ლებ­მა BBC-სთან განაცხადეს, რომ ახა­ლი თე­რა­პია “მზის სხი­ვი” იყო მათი შვი­ლის­თვის.

წა­მა­ლი ნაკ­ლე­ბად ტოქ­სი­კუ­რია და გა­ცი­ლე­ბით მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბის გვერ­დი­თი ეფექ­ტი აქვს, ვიდ­რე ქი­მი­ო­თე­რა­პი­ას.

მკურ­ნა­ლო­ბა და­ყო­ფი­ლია ციკ­ლე­ბად, რო­მელ­თა შო­რის ხდე­ბა შეს­ვე­ნე­ბა ისე. 2023 წლის აპ­რი­ლის ბო­ლოს, არ­ტურს სა­ბო­ლოო ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და.

Arthur with his parents during his chemo

მთავარმა გამომძიებელმა და კონსულტანტმა პედიატრიულმა ჰემატოლოგმა პროფესორმა აჯაი ვორამ თქვა: ”ქიმიოთერაპია არის შხამი, რომელიც კლავს ლეიკემიურ უჯრედებს, მაგრამ ასევე კლავს და აზიანებს ნორმალურ უჯრედებს – და სწორედ ეს იწვევს მათ გვერდით მოვლენებს.“

“ბლინატუმომაბი უფრო ნაზი, კეთილი მკურნალობაა.”

„ბლი­ნა­ტუ­მო­მა­ბი“ ნამ­დვი­ლად მუ­შა­ობ­და და ახალ წელს არ­ტუ­რი კი­ბოს­გან გან­კურ­ნე­ბუ­ლი იყო. ეს უბრალოდ საოცარი იყო, ეს იყო ორ­მა­გი დღე­სას­წა­უ­ლი, რო­მე­ლიც აღ­ვნიშ­ნეთ და რო­მე­ლიც აღა­რა­სო­დეს დაგ­ვა­ვი­წყდე­ბა“, – ამ­ბობს ბი­ჭის დედა…

წყა­რო:

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ბავშვს ჭიები ჰყავს – ინტერვიუ პარაზიტოლოგთან

ნაწლავური ჭიები მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულ ინფექციებს შორისაა, გლობალურად ჰელმინთოზით 12-მდე მილიონი ადამიანი ავადდება ყოველწლიურად, მათი უმრავლესობა ბავშვია.

„საზღვაო ჰოსპიტლის“ ექიმი ეპიდემიოლოგ-პარაზიტოლოგი ია დავითაძე ამბობს, რომ ჭიებით ბავშვების ავადობის მიზეზი არასრულად ჩამოყალიბებული კუჭ-ნაწლავის სისტემაა, რის გამოც, ზრდასრულებისგან განსხვავებით, ბავშვის კუჭში, პარაზიტული ჭიის კვერცხის გაუვნებელყოფა ვერ ხერხდება. სხვადასხვა გართულების პარალელურად, ნაწლავური ჭიები ბავშვებში გონებრივი და ფიზიკური შეფერხების სერიოზულ მიზეზად მიიჩნევა.

წაიკითხეთ სრულა

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

თუ გაციების შემდეგ ხველა დიდხანს მიგყვებათ – რჩევები

თუ გაციების შემდეგ ხველა დიდხანს მიგყვებათ, რჩევებს ექიმი გიორგი ღოღობერიძე გვიზიარებს.

„პოსტინფექციური ხველა ხშირი მოვლენაა. ადამიანი როცა ავადდება ვირუსული ინფექციით, როგორებიცაა, გაციება, გრიპი და სხვა ინფექციები, მათი დასრულებიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში ადამიანს შეიძლება დარჩეს ხველა. ამ შემთხვევაში მშრალი ხველა აქვს ადამიანს, ასეთ დროს ყელი ძალიან სტკივა. პოსტინფექციური ხველის მკურნალობა მედიცინაში ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა. როგორც წესი, ასეთი ხველა ძალიან იშვიათად ემორჩილება მედიკამენტებს. მშრალი ხველის სამკურნალო ერთ-ერთი საშუალება რიბოსანია. ის მცენარეულია და სასუნთქ გზებს ადუნებს და ამშვიდებს”, – ამბობს  ექიმი გიორგი ღოღობერიძე.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

ჩამონათვალი – ონკოპაციენტებისთვის მედიკამენტების უფასოდ გაცემა დაიწყო

ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებისთვის 13 დასახელების მედიკამენტის უფასოდ გაცემა დაიწყო.

მედიკამენტები კომპანია ROCHE-სგან შეისყიდეს.

ეს მედიკამენტებია:

  1. ალეცენზა
  2. ტეცენტრიკი
  3. ავასტინი
  4. ტარცევა
  5. გაზივა
  6. მაბტერა
  7. ჰერცეპტინი
  8. კადსილა
  9. ზელბორაფი
  10. ფესგო
  11. პოლივი
  12. პერჯეტა
  13. როზლიტრეკი

„უახლოეს მომავალში, პაციენტები, დამატებით NOVARTIS-ისგან შესყიდულ 8 დასახელების მედიკამენტს მიიღებენ“, – აცხადებენ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში.

„გაფართოვდა ქრონიკული მედიკამენტების სია და გაიზარდა პროგრამის ბიუჯეტი, რომლის ფარგლებშიც 400 000-მდე ბენეფიციარს, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები სრულად უფინანსდებათ.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, შესაბამისი კატეგორიის/სტატუსის მქონე მოქალაქეები, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს, სრული დაფინანსებით, მთელი წლის განმავლობაში მიიღებენ“.

პროგრამა მოიცავს შემდეგი ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსებას:

  • გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებები
  • ფილტვის ქრონიკული დაავადებები
  • ფარისებრი ჯირკვლის ქრონიკული დაავადებები
  • დიაბეტი ტიპი 2
  • პარკინსონი
  • ეპილეფსია

საჭირო მედიკამენტებს, მთელი წლის განმავლობაში სრულად მიიღებენ:

სოციალურად დაუცველი პირები (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000 ერთეულს);
პენსიონერები;

ვეტერანები;

შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები (შშმ ბავშვები, მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები);
– გორის, ხაშურის, კასპის, ქარელის, დუშეთის, ონის, საჩხერის, ზუგდიდის, მესტიის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა.

სამინისტროს ინფორმაციით, მედიკამენტის მისაღებად პაციენტმა უნდა მიმართოს ოჯახის ექიმს.

„ძირითადად „ა“ გრიპის ორი ქვეშტამი ცირკულირებს“ – გოგინავა

ქვეყანაში სეზონური ვირუსების შემთხვევებმა იმატა. მედიკოსების განცხადებით, ამ ეტაპზე „ა“ ტიპის ვირუსის ორი სახეობაა გავრცელებული. გაზრდილია კლინიკებში მიმართვიანობაც. ექიმები მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.

„მომართვიანობა გაზრდილია, როგორც ამბულატორიული, ასევე არის შემთხვევები, როდესაც გარკვეულ პაციენტებს სჭირდებათ სტაციონარიზაცია. ძირითადად ცირკულირებს „ა“ გრიპის ორი ქვეშტამი.

დაავადების მიმდინარეობა მსგავსია: გრიპს ახასიათებს მწვავე დასაწყისი მაღალი ტემპერატურით, სახსრების, კუნთების ტკივილი, მშრალი ხველა, ყელის ტკივილი, ძლიერი საერთო სისუსტე. ეს სიმპტომები გრძელდება 3 დღიდან 1 კვირამდე. პრევენცია არის ჰიგიენური ნორმების დაცვა, დახურული სივრცეების ხშირი განიავება და თუ სიმპტომები გვაქვს, აუცილებლად თავი შევიკავოთ სხვა ადამიანებთან კონტაქტისგან“, – ამბობს ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა.

გრიპის ვირუსები და COVID-ის ახალი ვარიანტი – გიორგი ფხაკაძე JN.1-ის მასობრივად გავრცელების საფრთხეზე საუბრობს

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights