ორშაბათი, მაისი 11, 2026

კანი და ვირუსული ინფექციები…

​საქართველოს პირველი არხის გადაცემა „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“​

კანი და ვირუსული ინფექციები
რეაბილიტაცია ფსიქიკური პრობლემების დროს
სტუმრები: დერმატო-ვენეროლოგი სოსო კობახიძე
ფსიქიატრი, ფსიქოთერაპევტი, მედიცინის დოქტორი ნინო მენაღარიშვილი

გაიგეთ მეტი დაავადების პრევენციის, რისკ-ფაქტორების, სიმპტომების, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდების შესახებ

იანვარი საშვილოსნოს ყელის კიბოს ცნობიერების ამაღლების თვეა!
საშვილოსნოს ყელის კიბო ერთადერთი ონკოლოგიური დაავადება, რომლის პრევენცია ვაქცინაციითაა შესაძლებელი.
რეგულარული სკრინინგი კი ადრეული დიაგნოსტიკის საუკეთესო საშუალებაა, რაც დაავადების ადრეულ სტადიაზე განკურნების შესაძლებლობას იძლევა.
Მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით საქართველოში საშვილოსნოს ყელის კიბო ქალებში მე-5 ყველაზე ხშირად დიაგნოსტირებადი ონკოლოგიური დაავადებაა.
გაიგეთ მეტი დაავადების პრევენციის, რისკ-ფაქტორების, სიმპტომების, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდების შესახებ ჩვენს ვებგვერდზე: https://shorturl.at/eTUW

ძროხის რძე და მისგან გამოწვეული ალერგიული რეაქციები

ძროხის რძე არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ძირითადი საკვები, რომელიც ჩვენს რაციონში ადრეულ ასაკში შემოდის, მაგრამ მან შეიძლება გამოიწვიოს IgE-თან ასოცირებული ალერგია.

ძროხის რძეზე მძიმე ალერგიული რეაქციები შეიძლება გამოვლინდეს კანზე, ნაწლავებში და სასუნთქ გზებში და შეიძლება გამოიწვიოს სიცოცხლისათვის საშიში რეაქცია –ანაფილაქსია.

მნიშვნელოვანი, იმის ცოდნა, რომ ძროხის რძე შეიცავს რამდენიმე ცილას, რომელთაც შეუძლიათ გამოიწვიონ ალერგიული რეაქციები. ამ ცილებიდან ზოგიერთი განიხილება მთავარ ალერგენად, ზოგი უმნიშვნელოდ, ზოგი კი იშვიათად ან არასდროს ყოფილა დაკავშირებული კლინიკური რეაქციების გამოწვევასთან.
რძის ცილის შემცველობის 80% არის კაზეინი; დარჩენილი 20% არის შრატის ცილები.

წაიკითხეთ სრულა

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

„მაცნობეს, რომ, ბოლო ერთ კვირაში, გრიპის ვირუსით ორი ადამიანი გარდაიცვალა“ – თენგიზ ცერცვაძე

„რესპირაციული ინფექციების შემთხვევების რიცხვი გაიზარდა, მაგრამ საპანიკო არაფერია.“ ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, გრიპის ვირუსით ორი ადამიანი გარდაიცვალა.

„პრაქტიკულად, არ არის? სამწუხაროდ, მაცნობეს, რომ [გრიპის ვირუსით] ორი ადამიანი, ამ ვთქვათ, ბოლო ერთ კვირაში გარდაიცვალა, მაგრამ, ახლა ძალიან ძნელია, თქვა ადამიანის გარდაცვალებაზე, რომ ეს ზღვაში წვეთია, მაგრამ ეს არის ზღვაში წვეთი, რაც ხდება სხვა ქვეყნებში, რაოდენობრივად ბევრად ნაკლები და ბევრად ნაკლები, ვიდრე იყო 2009-10 წლებში.

ორი რამეა მიზეზი, რომ ახლა გაცილებით ნაკლები სიკვდილიანობაა, ერთი, როგორც თქვენ ბრძანეთ, კი, H1N1 იყო 2009-10 წლებშიც და ახლაც, მაგრამ მან თვისებები გარკვეულწილად შეიცვალა და უფრო ნაკლებად აგრესიულია, ვიდრე მაშინ იყო და მეორე და უფრო მნიშვნელოვანი, მე ვიტყოდი, რომ ვისწავლეთ უკეთ მართვა.

ჯანდაცვის სისტემა ძალიან გაძლიერდა, აი, ამ რესპირაციული ინფექციების მართვის კუთხით, სწორედ ამ 2009-10 წლის გრიპის შემდეგ და განსაკუთრებით, ზოგი ჭირი მარგებელიაო, რომ იტყვიან, აი, ეს გაგვიკეთა კოვიდმა, მან უზარმაზარი ზიანი მიაყენა მსოფლიოს და მათ შორის, ჩვენს სახელმწიფოს, რაც გამოიხატა ძალიან დიდი რაოდენობით გარდაცვალებაში: მსოფლიოში 7 მილიონი, ჩვენთან 18 000-მდე. ეკონომიკას უზარმაზარი ზარალი მიაყენა, სხვა ქვეყნები ახლაც ვერ გამოსულან იმ კრიზისიდან, რაც კოვიდმა გამოიწვია ეკონომიკური.

მაგრამ, ერთი კარგი გააკეთა ის, რომ მან ხელი შეუწყო ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას, მოდერნიზაციას, დაინერგა მთელი რიგი ახალი მიდგომები, გადამზადდა მთელი სამედიცინო პერსონალი, განსაკუთრებით, ოჯახის ექიმები, შეიცვალა ელექტრონული სისტემები, შემოტანილი იქნა ახალი მედიკამენტები, უბრალოდ, ვისწავლეთ უკეთ მართვა რესპირაციული ინფექციების“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

გრიპის ვირუსები და COVID-ის ახალი ვარიანტი – გიორგი ფხაკაძე JN.1-ის მასობრივად გავრცელების საფრთხეზე საუბრობს

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

თავ-კისრის სიმსივნეები შეიძლება განვითარდეს ცხოვრების სტილის, ჩვევებისა და გენეტიკური ფაქტორების ზემოქმედების შედეგად

თავ-კისრის სიმსივნეები შეიძლება განვითარდეს ცხოვრების სტილის, ჩვევებისა და გენეტიკური ფაქტორების ზემოქმედების შედეგად.
ნიკოტინის გავლენა ასევე მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორია როგორც თავ-კისრის, ასევე სხვა ნებისმიერი სიმსივნის განვითარებაში. თავისა და კისრის არეში წარმოქმნილი სიმსივნეები ძირითადად ადრეულ სტადიაზე ვლინდება, რაც უზრუნველყოფს დროულ დიაგოსტიკას.
თავისა და კისრის არეში ხანგრძლივი შეშუპება, წყლულები პირის ღრუში, ხმის ჩახლეჩა, სისხლდენა, ყლაპვის პრობლემები და კანზე ცვლილებები შეიძლება იყოს სიმსივნის ადრეული ნიშნები. თუ ჩამოთვლილ სიმპტომთაგან ერთ-ერთი ან მათი კომბინაცია შეინიშნება, აუცილებელია ყელ-ყურ-ცხვირის სპეციალისტის კონსულტაცია. ადრეული დიაგნოზი მნიშვნელოვნად ზრდის დაავადებისგან განკურნების შანსს.
თავ-კისრის სიმსივნეების მკურნალობა განისაზღვრება ინდივიდუალურად ისეთი ფაქტორების გათვალისწინებით, როგორიცაა სიმსივნის მდებარეობა და სტადია, პაციენტის ასაკი და ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა.
მკურნალობის ვარიანტები მოიცავს ქირურგიას, სხივურ თერაპიას, ქიმიოთერაპიას ან ამ მეთოდების კომბინაციას. მედიკანა ჯანდაცვის ჯგუფი თავისი გამოცდილი პერსონალით და მოწინავე ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურით გთავაზობთ მომსახურებას თავ-კისრის სიმსივნეების დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში.

 “ჯანდაცვის სამინისტრომ” დანერგა საკვები ვაუჩერები ცელიაკის მქონე ბავშვებისთვის

ჯანდაცვის სფეროს ბიუჯეტი
 “ჯანდაცვის სამინისტრომ” დანერგა საკვები ვაუჩერები ცელიაკის მქონე ბავშვებისთვის
 რა გამოწვევების წინაშე დგანან ცელიაკის მქონე პაციენტები?

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

„წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი“: „ვივამედის“ კლინიკის დაცულ ნაწილში გადაყვანილი პატიმრების აბსოლუტური უმრავლესობა გამოხატავს კმაყოფილებას მიღებულ მკურნალობასთან დაკავშირებით

„წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპულმა კომიტეტმა“ (CPT) 2023 წლის 25-27 მარტს საქართველოში განხორციელებული ვიზიტის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც ის „ვივამედის“ კლინიკაში არსებულ ვითარებას აფასებს.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, კლინიკაში ვიზიტის დროს კომიტეტის დელეგაციას არ მიუღია პაციენტებისგან ჩივილები არასათანადო მოპყრობის შესახებ „ვივამედის“ კლინიკაში მომუშავე პერსონალის მხრიდან. ანგარიშის ავტორებით თქმით, კლინიკაში ატმოსფერო მშვიდი იყო, რამდენიმე პაციენტმა დადებითად ისაუბრა როგორც ჯანდაცვაზე, ასევე პერსონალზე.

ანგარიშის თანახმად, „ვივამედის“ კლინიკის დაცულ ნაწილში მატერიალური პირობები სრულიად ადეკვატური იყო.

„პაციენტების ოთახები იყო ფართო, კარგად მოვლილი და სუფთა. ვენტილაცია და ხელოვნური განათებაც კარგი იყო. გარდა ამისა, პაციენტებს ჰქონდათ შეუზღუდავი წვდომა კარგი ხარისხის ტუალეტებსა და საშხაპეებზე და ისინი უზრუნველყოფილები იყვნენ პირადი ჰიგიენის ძირითადი საშუალებებით. ასევე, პრობლემას არ წარმოადგენდა არც საკვებითა და ტანსაცმლით უზრუნველყოფა (საჭიროების შემთხვევაში). თითქმის ყველა ოთახს ჰქონდა დიდი ფანჯრები, რომლებიც დიდი რაოდენობით შუქს იძლევიან და სასიამოვნო გარე ხედს სთავაზობენ.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ „ვივამედის“ კლინიკის დაცულ ნაწილში გადაყვანილმა ყველა პატიმარმა თანხმობა განაცხადა იქ მკურნალობაზე და რომ მათი აბსოლუტური უმრავლესობა გამოხატავს კმაყოფილებას მიღებულ მკურნალობასთან დაკავშირებით. პაციენტებს ჰქონდათ წვდომა სომატური მკურნალობის ფართო სპექტრზე, რომლებიც გაიცემა კლინიკის მრავალრიცხოვან ექიმთა და სხვა სამედიცინო პროფესიონალის მხრიდან.

თითოეულ პალატას ჰყავდა ოთხი ექთანი და ოთხი სანიტარი, მინიმუმ ერთი ექთანი და ერთი სანიტარი იყო წარმოდგენილი თითოეულ პალატაში ნებისმიერ დროს, რაც, მთლიანობაში, საკმარისი არის. ასევე, კლინიკის სამედიცინო აღჭურვილობა და მედიკამენტებისა და შესაბამისი მასალების მარაგი, როგორც ჩანს, არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა“, – აღნიშნულია ანგარიშში.

„წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი“ ასევე გასცემს რამდენიმე რეკომენდაციასა და შენიშვნას. მაგალითად, ანგარიშში აღნიშნულია, რომ „ვივამედის“ კლინიკაში არ მუშაობდნენ არც ფსიქიატრი და არც კლინიკური ფსიქოლოგები, რომელთა სერვისებს კლინიკა საჭიროების შემთხვევაში გარე კონსულტანტებისგან იღებდა (ხოლო იუსტიციის სამინისტრო ფარავდა ხარჯებს), თუმცა პრაქტიკაში ეს კარგად არ მუშაობდა.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

ადამიანის ორგანიზმში აღმოაჩინეს ბაქტერიების 35 ახალი სახეობა

შვეიცარიაში, ბაზელის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში, მეცნიერებმა ბაზელის საუნივერსიტეტო საავადმყოფოში პაციენტების ორგანიზმიდან აღებულ ნიმუშებში ბაქტერიების 30-ზე მეტ ახალი სახეობას მიაკვლიეს

შესაძლოა, მათთან დაკავშირებული ინფექციების მკურნალობაში დაგვეხმაროს. კვლევით დადგინდა, რომ ბუნებაში მრავალი პათოგენია, რომელთა შესახებაც არაფერი ვიცით.

„ბაქტერიების ახალი სახეობებისა და მათი კლინიკური გამოვლენის ასეთი პირდაპირი კავშირის შესახებ ნაშრომები წარსულში იშვიათადაა გამოქვეყნებული”, — აცხადებენ ავტორები.

გოლდენბერგერი და თანაავტორები 2014 წლიდან აგროვებენ და აანალიზებენ პაციენტის ნიმუშებს.

მათ 61 პათოგენი შეისწავლეს, რომელთაც ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის მქონე პაციენტების ბიოლოგიურ ნიმუშებში მიაგნეს. ტრადიციული მეთოდებით ბაქტერიების გენომის გაშიფვრა მარტივი არ აღმოჩნდა, ამიტომ სპეციალისტებმა სხვა გზას მიმართეს და შედეგები უკვე იდენტიფიცირებულ შტამებს შეადარეს.

საბოლოოდ, 35 ახალი სახეობა გამოვლინდა, რომელთაგანაც 27 სისხლის კულტურებიდან ან ღრმა ქსოვილების ნიმუშებიდან გამოაცალკევეს. 7 სახეობა კლინიკურ შესაბამისობაშიც დაფიქსირდა, ანუ თითოეული მათგანი ინფექციის წყარო აღმოჩნდა.

სიას უკვე დაემატა 20-ზე მეტი ახალი სახეობა – რაც, იმედია, ხელს შეუწყობს ინფექციების შემდგომი დიაგნოსტიკისა და მკურნალობის გაუმჯობესებას.

„მსგავსი პირდაპირი კავშირები ბაქტერიების ახლად იდენტიფიცირებულ სახეობებს შორის და მათ კლინიკურ მნიშვნელობას შორის იშვიათად ქვეყნებდებოდა“, – ნათქვამია წამყვანი ავტორის დოქტორ დანიელ გოლდენბერგერის განცხადებაში.

ახალი სახეობების უდიდესი ნაწილი 2 გვარს მიეკუთვნება: Corynebacterium-სა და Schaalia-ს. მათში შემავალი ბაქტერიები ადამიანის კანისა და ლორწოვანი გარსის მიკრობიომის ნაწილია, მაგრამ შესაძლოა, სისხლში მოხვედრისას ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნას.

61 ნიმუშიდან ერთ-ერთი ძნელად იდენტიფიცირებად ჯგუფში შედის. ეს პათოგენი ნელ-ნელა იკრებს ძალებს. ის 2022 წელს ძაღლისა და კატის ნაკბენებიდან აღებულ მასალაში აღმოაჩინეს.

მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ უკანასკნელი შედეგები ბაქტერიების კლინიკურ და ეკოლოგიურ როლში უკეთ გაგვარკვევს. ავტორთა ნაშრომი გამოცემაში BMC Microbiology გამოქვეყნდა.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

„ექიმს, შესაძლოა, ფარმაცევტული კომპანიისგან მიღებული თანხის გასაჯაროების ვალდებულება დაეკისროს“

როგორ უნდა იქცეს რეცეპტების მონიტორინგი ეფექტიანი?

„ექიმს, შესაძლოა, ფარმაცევტული კომპანიისგან მიღებული თანხის გასაჯაროების ვალდებულება დაეკისროს“
საუბრობს ჯანდაცვის მენეჯმენტის სპეციალისტი ვატო სურგულაძე:

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

„როგორც სტიქიას ვერ ვაჩერებთ, ამ პროცესების ხელოვნურად შეჩერებაც წარმოუდგენელია!“ – პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ინგა მამუჩიშვილი მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს:

„არ ინერვიულოთ, მშობლებო, 2 წლიდან 6 წლამდე ჩვენი პატარები ვირუსებთან ურთიერთობის და მათ მიერ გამოწვეული ინფექციების აქტიურ ფაზაში არიან, უნდა გაიცნონ და მერე შექმნილი იმუნური მეხსიერების წყალობით მარტივად გაუმკლავდნენ, ეს არის ბუნებრივი მოვლენა…

თქვენი წუხილიც მესმის, მაგრამ ისევე, როგორც სტიქიას ვერ ვაჩერებთ, ამ პროცესების ხელოვნურად შეჩერებაც წარმოუდგენელია!

ერთი მხრივ, ბოროტები არიან ეს პათოგენები, მაგრამ, მეორე მხრივ, ზრუნავენ იმუნიტეტის მდგრადობაზე, ცოტა ნამეტანი კი მოსდით, მაგრამ მაინც!

მთავარია არ დაისტრესოთ, რაც უფრო მედგრად შეხვდებით და დაუცაცხანებთ, მით უფრო მარტივად დატოვებენ ორგანიზმს! სტრესული გარემოს და ცუდი გუნება-განწყობის მოყვარულები არიან მიკროორგანიზმები, ხალასი და ბედნიერი ადამიანების აუტანლობა სჭირთ!

დაიცავით ჰიგიენური ეტიკეტი, კარგად იკვებეთ, წყალი სვით ბევრი, ძილი მოიწესრიგეთ, ფიზიკურ აქტივობას არ მოერიდოთ, შეძლებისდაგვარად იხალისეთ და შეუქმენით პოზიტიური სამყარო პაწუკებს. მიყვარს ბავშვები და ვეთაყვანები ყველას, ვისაც მათზე ზრუნვა ძალუძთ“, – წერს პედიატრი ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights