სამშაბათი, მაისი 12, 2026

ჩამონათვალი – ონკოპაციენტებისთვის მედიკამენტების უფასოდ გაცემა დაიწყო

ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებისთვის 13 დასახელების მედიკამენტის უფასოდ გაცემა დაიწყო.

მედიკამენტები კომპანია ROCHE-სგან შეისყიდეს.

ეს მედიკამენტებია:

  1. ალეცენზა
  2. ტეცენტრიკი
  3. ავასტინი
  4. ტარცევა
  5. გაზივა
  6. მაბტერა
  7. ჰერცეპტინი
  8. კადსილა
  9. ზელბორაფი
  10. ფესგო
  11. პოლივი
  12. პერჯეტა
  13. როზლიტრეკი

„უახლოეს მომავალში, პაციენტები, დამატებით NOVARTIS-ისგან შესყიდულ 8 დასახელების მედიკამენტს მიიღებენ“, – აცხადებენ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში.

„გაფართოვდა ქრონიკული მედიკამენტების სია და გაიზარდა პროგრამის ბიუჯეტი, რომლის ფარგლებშიც 400 000-მდე ბენეფიციარს, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები სრულად უფინანსდებათ.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, შესაბამისი კატეგორიის/სტატუსის მქონე მოქალაქეები, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს, სრული დაფინანსებით, მთელი წლის განმავლობაში მიიღებენ“.

პროგრამა მოიცავს შემდეგი ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსებას:

  • გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებები
  • ფილტვის ქრონიკული დაავადებები
  • ფარისებრი ჯირკვლის ქრონიკული დაავადებები
  • დიაბეტი ტიპი 2
  • პარკინსონი
  • ეპილეფსია

საჭირო მედიკამენტებს, მთელი წლის განმავლობაში სრულად მიიღებენ:

სოციალურად დაუცველი პირები (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000 ერთეულს);
პენსიონერები;

ვეტერანები;

შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები (შშმ ბავშვები, მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები);
– გორის, ხაშურის, კასპის, ქარელის, დუშეთის, ონის, საჩხერის, ზუგდიდის, მესტიის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა.

სამინისტროს ინფორმაციით, მედიკამენტის მისაღებად პაციენტმა უნდა მიმართოს ოჯახის ექიმს.

„ძირითადად „ა“ გრიპის ორი ქვეშტამი ცირკულირებს“ – გოგინავა

ქვეყანაში სეზონური ვირუსების შემთხვევებმა იმატა. მედიკოსების განცხადებით, ამ ეტაპზე „ა“ ტიპის ვირუსის ორი სახეობაა გავრცელებული. გაზრდილია კლინიკებში მიმართვიანობაც. ექიმები მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.

„მომართვიანობა გაზრდილია, როგორც ამბულატორიული, ასევე არის შემთხვევები, როდესაც გარკვეულ პაციენტებს სჭირდებათ სტაციონარიზაცია. ძირითადად ცირკულირებს „ა“ გრიპის ორი ქვეშტამი.

დაავადების მიმდინარეობა მსგავსია: გრიპს ახასიათებს მწვავე დასაწყისი მაღალი ტემპერატურით, სახსრების, კუნთების ტკივილი, მშრალი ხველა, ყელის ტკივილი, ძლიერი საერთო სისუსტე. ეს სიმპტომები გრძელდება 3 დღიდან 1 კვირამდე. პრევენცია არის ჰიგიენური ნორმების დაცვა, დახურული სივრცეების ხშირი განიავება და თუ სიმპტომები გვაქვს, აუცილებლად თავი შევიკავოთ სხვა ადამიანებთან კონტაქტისგან“, – ამბობს ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა.

გრიპის ვირუსები და COVID-ის ახალი ვარიანტი – გიორგი ფხაკაძე JN.1-ის მასობრივად გავრცელების საფრთხეზე საუბრობს

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

„დიდი ალბათობით, უკვე თებერვლიდან გრიპით ინფიცირებულების მომართვიანობა იკლებს“ – გოგინავა

ინფექციონისტების პროგნოზით, თებერვლის დასაწყისიდან გრიპის ვირუსით დაავადებულების რაოდენობა იკლებს. მათი განმარტებით, ქვეყანაში მეტწილად „ა“ ტიპის ვირუსი ცირკულირებს, რომლისგან თავის დასაცავად ჰიგიენური ნორმების დაცვა და აცრაა რეკომენდებული.

ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა ამბობს, რომ ქვეყანაში ძირითადად „ა“ ტიპის ვირუსის 2 ქვეშტამია გავრცელებული, რომლებსაც მაღალი სიცხე, კუნთების, სახსრების ტკივილი და ხველა ახასიათებს.

„ყველა დაავადებას ახასიათებს თავისებური მიმდინარეობა. როდესაც მიაღწევს პიკს, შემდეგ იწყება დაღმასვლა. ასეა გრიპის შემთხვევაშიც. მოსალოდნელია, რომ იანვრის ბოლომდე მსგავსი ტენდენცია შენარჩუნდეს და დიდი ალბათობით, უკვე თებერვლიდან იკლებს მომართვიანობა“, – აცხადებს გოგინავა.

გრიპის ვირუსები და COVID-ის ახალი ვარიანტი – გიორგი ფხაკაძე JN.1-ის მასობრივად გავრცელების საფრთხეზე საუბრობს

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

წითელას ეპიდემია ამერიკის შეერთებულ შტატებში

წითელას ეპიდემია ამერიკის შეერთებულ შტატებში.

ფილადელფიაში წითელას რვა შემთხვევა დადასტურდა, ყველა შემთხვევა არის არავაქცინირებულ პირებს შორის.
ერთ-ერთი დაინფიცირებული იმყოფებოდა DC-ის რეგიონის აეროპორტებში, შემთხვევები გამოვლინდა დელავერში, ნიუ ჯერსიში და ვაშინგტონის შტატში.
დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მონაცემებით, 2023 წელს დაფიქსირდა წითელას 41 დადასტურებული შემთხვევა.

„აკრედიტაცია კანადა მოხარულია, რომ აირჩიეს აკრედიტაციის ორგანო ონტარიოში…“

აკრედიტაცია კანადა მოხარულია, რომ აირჩიეს აკრედიტაციის ორგანო ონტარიოში, სათემო და დიაგნოსტიკური ცენტრებისთვის.
ამის შესახებ ონტარიოს პრემიერის მოადგილემ, ჯანდაცვის მინისტრმა სილვია ჯონსმა განაცხადა.
საქართველოში აკრედიტაცია კანადა აირჩია 23-მა სამედიცინო დაწესებულებამ (5 ბათუმში, 2 ქუთაისში და 16 თბილისში).

Accreditation Canada is delighted to have been chosen accreditation body for the 900 current and future community and diagnostic centres in Ontario, as announced by Sylvia Jones, Deputy Premier and Minister of Health.
Learn morehttps://hubs.la/Q02h1N8V0 @drpkhakadze @drpkhakadze @sheniambebi.ge

აკრედიტაცია კანადის პარტნიორი კლინიკები საქართველოში

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

ფრინველის გრიპს პოლარული დათვი ემსხვერპლა…

კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის გამო თეთ­რი დათ­ვე­ბი საფრ­თხის წი­ნა­შე აღ­მოჩ­ნდენ.

ამ­ჟა­მად ცხო­ვე­ლებს ემუქ­რე­ბათ – ფრინ­ვე­ლის გრი­პი. ჩრდი­ლო­ეთ ალას­კა­ზე პო­ლა­რუ­ლი დათ­ვი სწო­რედ ამ და­ა­ვა­დე­ბით გარ­და­იც­ვა­ლა.

H5N1 გრი­პის ახლმა შტამ­მა გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა სა­ხე­ო­ბე­ბის ბევ­რად უფრო ფარ­თო სპექტრზე, ვიდ­რე ნე­ბის­მი­ე­რი ადრე და­ფიქ­სი­რე­ბულ­მა შტამ­მა.

ბევ­რი სა­ხე­ო­ბის ზღვის ფრინ­ვე­ლი და­ი­ღუ­პა H5N1-ით. იმის ალ­ბა­თო­ბა, რომ სე­ლა­პი ან თეთ­რი პო­ლა­რუ­ლი დათ­ვი შე­ჭამს თუნ­დაც ერთ ვირუ­სის­გან მკვდარ ფრინ­ველს, საკ­მა­ოდ დი­დია.

უც­ნო­ბია, პო­ლა­რუ­ლი დათ­ვისგან დაინფიცირდნენ თუ არა მკვდარი ზღვის ფრინ­ვე­ლები. პა­სუ­ხი ცნო­ბი­ლი იქნება ვირუ­სის ტეს­ტი­რე­ბი­სა და იმა­ვე ლან­დშაფ­ტის მქო­ნე სა­ხე­ო­ბებ­ში ნა­პოვნ ვირუ­სებ­თან შე­და­რე­ბის გზით.

ეს გა­მო­ი­ყე­ნე­ბა დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში გა­რე­ულ ცხო­ვე­ლებ­სა და ფრინ­ვე­ლებს შო­რის H5N1-ის გავ­რცე­ლე­ბის თვალ­ყუ­რის დევ­ნე­ბის­თვის.

წყა­რო

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

კოვიდის წამალი მალე აფთიაქებში გაიყიდება

COVID: ახალი იმედი გაჩნდა საშუალო შემოსავლიანი ადამიანებისთვის, რომლებიც ცდილობენ განთავისუფლებდნენ COVID-19-ისგან: წამალი სახელად – „სიმოტრელვირი“ სწრაფად მოქმედებს დაავადების მსუბუქად მიმდინარეობის დროს.
კლინიკური გამოცდის შედეგად დადგინდა, რომ სიმოტრელვირი, რომელიც არის აბების სახით, დალევის შემდეგ თითქმის დაუყოვნებლივ ხსნის სიმპტომებს, როგორიცაა ცხელება, ხველა და ცხვირის გაჭედვა.
შედეგები გამოქვეყნდა New England Journal of Medicine-ში.
კვლევაში მონაწილეები, რომლებიც იღებდნენ სიმოტრელვირს, პლაცებოს ჯგუფისგან განსხვავებით, 30-ჯერ უკეთესი შედეგი ჰქონდათ.

ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ჯანდაცვის სფეროს ბიუჯეტი

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებას არცელებს.

„ცალკეული მედიასაშუალებისა და ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ნეონატალური ასაკის ინტენსიური მკურნალობა მხოლოდ 70%-ით ფინანსდება და მოქალაქეს 30%-იანი თანადაფინანსების გადახდა უწევს, არ შეესაბამება სიმართლეს და სახელმწიფო პროგრამის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ემსახურება.

მნიშვნელოვანია, რომ ჯანდაცვის სერვისებთან დაკავშირებით ინფორმაციის გავრცელებისას ორგანიზაციებმა გამოიჩინონ პასუხისმგებლობა და უზრუნველყონ ინფორმაციის გადამოწმება.

საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ, რომ ნეონატალური ასაკის ინტენსიური მოვლა/მკურნალობა, სახელმწიფოს მიერ ფინანსდება სრულად და არ საჭიროებს თანაგადახდას, ისევე როგორც მშობიარობა და საკეისრო კვეთა.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმები, მიმართულია მოქალაქეთა ინტერესების დასაცავად და ხარისხიან სამედიცინო სერვისებზე ფინანსურ ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს“,- აცხადებენ უწყებაში.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

არ უნდა არსებობდეს მითი, რომ ვაქცინას თუ გაიკეთებ, სეზონური ვირუსი არ დაგემართება, მაგრამ საკმაოდ მსუბუქად მიმდინარეობს ამ დროს

არ უნდა არსებობდეს მითი, რომ ვაქცინას თუ გაიკეთებ, სეზონური ვირუსი არ დაგემართება, მაგრამ საკმაოდ მსუბუქად მიმდინარეობს ამ დროს
საუბრობს ინფექციონისტი ოთარ ჩოკოშვილი:

რეაბილიტაცია ფსიქიკური პრობლემების დროს

​საქართველოს პირველი არხის გადაცემა „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“​

კანი და ვირუსული ინფექციები
რეაბილიტაცია ფსიქიკური პრობლემების დროს
სტუმრები: დერმატო-ვენეროლოგი სოსო კობახიძე
ფსიქიატრი, ფსიქოთერაპევტი, მედიცინის დოქტორი ნინო მენაღარიშვილი

 

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights