„ვფიქრობ, მნიშვნელოვანია არსებული თანამშრომლებისთვის კონკრეტული შეთავაზებების გაკეთება, რომელიც მკაფიო და უპრეცედენტოა. დღეს ჩვენი სამინისტროდან თანამშრომლები გააცნობენ კონკრეტულ შეთავაზებებს, რომელიც მოიაზრებს ერთიანად 12 თვის კომპენსაციის გადახდას სურვილის შემთხვევაში; დასაქმებას მინიმუმ იმავე პოზიციაზე სხვა კლინიკაში და 4-თვიანი კომპენსაციის გადახდას; ან თუ სურვილი არ ექნება თანამშრომელს და უნდა, დაელოდოს უკეთეს შეთავაზებას, ბოლო 3 თვის საშუალო შემოსავლის მიხედვით მომდევნო 3 წლის განმავლობაში, სანამ თანამშრომელი სადმე მუშაობას არ დაიწყებს, გავაგრძელებთ კომპენსაციის გადახდას. ვფიქრობ, ეს პირობები საკმაოდ ღირსეული, უპრეცედენტოა და ამ ისტორიული პროექტის განხორციელებაში მათაც თავიანთი წვლილი უნდა შეიტანონ.
რამდენიმე თვის წინ თანამშრომლების ნაწილი სახელმწიფო კლინიკებში უკვე გადავანაწილეთ და წარმატებით მუშაობენ, მაგალითად, რუხის კლინიკაში, სადაც მთლიანად მიმართულებები ააწყვეს. იქ გვიდგანან გვერდით, ამიტომ, აქაც მნიშვნელოვანია, ამ პროექტის განხორციელების ნაწილში ჩვენ გვერდით იყვნენ და ერთად გავაკეთოთ ეს საშვილიშვილო, ისტორიული საქმე“, – განაცხადა აზარაშვილმა.
გარდა ამისა, მინისტრის ინფორმაციით, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს დასაქმებას არა მხოლოდ სახელმწიფო კლინიკებში, არამედ კერძო სამედიცინო დაწესებულებებშიც შესთავაზებენ.
დარწმუნებული ვარ, სამინისტროსა და რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალს გვამოძრავებს ერთი მიზანი და ინტერესი – ქვეყანას ჰქონდეს სახელმწიფო საუნივერსიტეტო კლინიკა, სამეცნიერო საქმიანობის რეგიონული ჰაბი, რომლითაც თითოეული ჩვენგანი იამაყებს, – აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.
ზურაბ აზარაშვილის განმარტებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელთა ნაწილი რუხის მრავალპროფილურ კლინიკაში უკვე დასაქმდა.
მისივე თქმით, სხვა კლინიკებში დასაქმებასა და უპრეცედენტო, ღირსეულ კომპენსაციას სთავაზობენ თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დარჩენილ სხვა თანამშრომლებსაც.
„რამდენიმე თვის წინ, თანამშრომელთა ნაწილი სახელმწიფო კლინიკებში უკვე გადავანაწილეთ და წარმატებით მუშაობენ. მაგალითად რუხის კლინიკაში, სადაც მთლიანად მიმართულებები ააწყვეს და იქ გვიდგანან გვერდში. ვფიქრობ, ამ სახელმწიფოებრივი პროექტის განხორციელებაში რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებმა თავისი წვლილი უნდა შეიტანონ, აქაც მნიშვნელოვანია, ამ პროგრამის განხორციელების ნაწილში ისინი ჩვენ გვერდში იყვნენ და ერთად გავაკეთოთ ეს ისტორიული და საშვილიშვილო საქმე“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.