გადაცემა „იმუნიტეტი“
რას გულისხმობს რობოტული ულტრაბგერითი მკურნალობა და რით განსხვავდება ტრადიციული ქირურგიული მკურნალობისგან?
„სამწუხაროდ, გრიპით, ათეულობით და ასეულობით ადამიანი იღუპება…“ – რა დროს მივმართოთ ექიმს
ქვეყანაში სეზონური ვირუსების შემთხვევებმა იმატა. როგორც ინფექციონისტები ამბობენ, ამ ეტაპზე, „ა“ ტიპის ვირუსის ორი სახეობა, H1N1, H3N2-ია გავრცელებული.
ინფექციონისტი, ალექსანდრე გოგინავა, „პრაიმტაიმთან“ იმ მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრობს, რომელიც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
შემუშავებულია სისხლის ტესტი, რომელსაც ალცჰაიმერის დაავადების დიაგნოსტიკა 95%-იანი სიზუსტით შეუძლია
ფოსფორილირებული ცილა TAU 217 (p-tau217) მოქმედებს, როგორც ბიომარკერი და პათოლოგიის იდენტიფიცირებისას, მაღალ საიმედოობას ავლენს.
საერთაშორისო კვლევაში ბარსელონას სან-პაუს კლინიკის მედიკოსებიც მონაწილეობდნენ.
ბარსელონას სანტ-პაუს კლინიკაში ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, სისხლის ანალიზს ალცჰაიმერის დაავადების დიაგნოსტირება 95-პროცენტიანი სიზუსტით შეუძლია. „ამ კვლევამ, რომელიც მიზნად ისახავდა სისხლში ბიომარკერების პოვნას, დაადასტურა, რომ ფოსფორილირებული ცილა TAU 217 (p-tau217)-ს მაღალი სიზუსტით ახდენს პათოლოგიის იდენტიფიცირებას“, – ნათქვამია კატალონიური კლინიკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რამდენიმე წლის წინ, სანამ ბიომარკერებს აღმოაჩენდნენ (ცერებროსპინალური სითხის ანალიზის გზით), ამ ნეიროდეგენერაციული დაავადების გამოვლენის ერთადერთი გზა თავის ტვინის გამოკვლევა იყო. თუმცა, სანტ-პაუს კლინაკაში ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ p-tau217-ს, ცერებროსპინალური სითხის ბიომარკერებთან შედარებით, დიაგნოსტიკის უფრო მაღალი სიზუსტე აქვს და განსაკუთრებით ეფექტურია პროლონგირებული ცვლილებების გამოვლენაში (დაავადების პრეკლინიკურ ეტაპებზეც კი).
სანტ-პაუს რეაბილიტაციის ინსტიტუტის დემენციის ნეირობიოლოგიის ჯგუფის მკვლევარი და ამავე კლინიკის მეხსიერების განყოფილების ბიომარკერების პლატფორმის ხელმძღვანელი, დოქტორი დანიელ ალკოლეა, ირწმუნება, რომ „ყველა ბიომარკერიდან, რომელიც ამჟამად არის შესწავლილი, საუკეთესო შედეგს სწორედ ფოსფორილირებული ცილა TAU 217 (p-tau217) იძლევა“. უფრო მეტიც, – ამ ახალ მეთოდს შეუძლია, 80%-ით შეამციროს დიაგნოზის დასადასტურებლად საჭირო დამატებითი ტესტების საჭიროება.
თავის მხრივ, ამავე კლინიკის მკვლევარი და ნევროლოგიური სამსახურის დირექტორი, დოქტორი ალბერტო ლეო აღნიშნავს, რომ „ამ ტიპის ტესტის დანერგვამ შეიძლება მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს კლინიკური შეფასება და გაადვილოს კლინიკურ კვლევებში მონაწილეთა შერჩევა, ასევე უზრუნველყოს დაავადების შემცვლელ თერაპიებზე დროული ხელმისაწვდომობა“.
კვლევა ეფუძნებოდა შვედეთში გაანალიზებული 786 პაციენტის ნიმუშებს, რომელთა საშუალო ასაკი 66.3 წელია. სანტ-პაუს კლინიკის მკვლევარებთან ერთად, კვლევაში ასევე მონაწილეობდნენ: კანადელი (TRIAD- the Translational Biomarkers in Aging and Dementia) და ამერიკელი (WRAP – the Wisconsin Registry for Alzheimer’s Prevention) მკვლევარები.
გენური თერაპიის შემდეგ, 11 წლის ყრუ-მუნჯ ბიჭს სმენა აღუდგა
ფილადელფიის ბავშვთა საავადმყოფოში ექიმებმა 11 წლის ბიჭს, ქვეყნის მასშტაბით პირველად, გენური თერაპიის მეშვეობით სმენა აღუდგინეს.
ინოვაციური გენური თერაპიის შემდეგ, 11 წლის ბიჭმა ცხოვრებაში პირველად გაიგონა ხმა.
ამ სახის მკურნალობა აშშ-ში პირველად ჩატარდა, ფილადელფიის ბავშვთა ჰოსპიტალში. როგორც ჰოსპიტალი განცხადებაში წერს, ეს საეტაპო მიღწევა დიდ იმედს წარმოადგენს იმ პაციენტებისთვის მთელ მსოფლიოში, რომლებიც გენეტიკური მუტაციების გამო არიან სმენადაქვეითებული.
აისემ დემი დაბადებიდანვე სმენადაქვეითებული იყო, რაც კონკრეტული გენის იშვიათმა ანომალიამ გამოიწვია. მეცნიერებმა გენური თერაპიით სწორედ ეს დარღვევა გამოასწორეს, მაგრამ ამბობენ, რომ იგივე მიდგომა სმენის პრობლემებთან დაკავშირებული სხვა 150-ზე მეტი გენის ნაწილის შემთხვევაშიც შეიძლება, გამოსადეგი იყოს. ამ მხრივ, უკანასკნელი მიღწევა ახალ კვლევებს უხსნის გზას.
„ჩვენ, ფიზიოლოგები, და მეცნიერები სმენის დაქვეითების სამკურნალო გენურ თერაპიაზე 20 წელზე მეტია, ვმუშაობთ. საბოლოოდ, ის უკვე ჩვენს ხელთაა”, – აცხადებენ მკვლევრები.
რაც შეეხება პაციენტს, მისი გენური ანომალია შიდა ყურში სმენითი უჯრედებისთვის საჭირო ცილა ოტოფერლინის გამომუშავებას აფერხებდა, რის შედეგადაც ბგერითი ვიბრაციები ქიმიურ სიგნალებად ვერ გარდაიქმნებოდა, რათა ტვინში გაგზავნილიყო. ასეთი დარღვევა ძალზე იშვიათია და დაბადებიდანვე სმენადაქვეითებულთა 1-8%-ს აღენიშნება.
2023 წლის 4 ოქტომბერს ბიჭს ოპერაცია ჩაუტარდა, რომლის ფარგლებშიც სპეციალისტებმა მისი ყურის დაფის აპკი აწიეს და იქ უსაფრთხო ვირუსი შეიყვანეს. ეს უკანასკნელი ისე იყო გენურად მოდიფიცირებული, რომ ოტოფერლინის მოქმედი ცილები ყურის ლოკოკინას შიდა სითხეში გადაეტანა.
შედეგად, სმენით უჯრედებში ფუნქცია აღდგა. თითქმის 4 თვეში პაციენტს მდგომარეობა უკვე ისე გაუუმჯობესდა, რომ მხოლოდ სუსტი და საშუალო დიაპაზონის დაქვეითებული სმენა უფიქსირდებოდა. მან ბგერები ცხოვრებაში პირველად გაიგონა. ამის მიუხედავად, მან შესაძლოა, საუბარი ვერ შეძლოს, რადგან ტვინში მეტყველების დამსწავლელი “ფანჯარა” დაახლოებით 5 წლის ასაკში იხურება.
სპეციალურმა მარეგულირებელმა ორგანომ ეს თერაპია უსაფრთხოების მიზნით ჯერ შედარებით მოზრდილ ინდივიდებში დაუშვა. ასეთი ცდები არა მხოლოდ აშშ-ში, არამედ ევროპასა და ჩინეთშიც ტარდება, სადაც თერაპიამ რამდენიმე პაციენტი განკურნა. სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფზე კვლევების ჩატარება მეცნიერებს ახალი მეთოდის ეფექტიანობის შესახებ მეტის გაგებაში დაეხმარება.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
„მნიშვნელოვანია, რომ კლინიკის თანამშრომელთა უფლებები სრულად იქნება დაცული“
$700 მლნ – ჯარიმა, რომელიც Johnson&Johnson-მა საბავშვო პუდრის გამო უნდა გადაიხადოს
$700 მლნ – ჯარიმა, რომელიც Johnson&Johnson-მა საბავშვო პუდრის გამო უნდა გადაიხადოს
მსოფლიოს უმსხვილესი ფარმაცევტული კომპანიის, Johnson & Johnson-ის გარშემო სკანდალები გრძელდება. ამჯერად კომპანია მზადაა, კოლექტიური სარჩელი მორიგებით დაასრულოს და კომპენსაციის სახით 700 მილიონი დოლარის ჯარიმა გადაიხადოს.
საქმე ეხება ათასობით მომჩივნის მიერ შეტანილ კოლექტიურ სარჩელს, რომლის მიხედვით, J&J-ს ბრალად ედება ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქციის რეალიზება. კერძოდ, დავა უკავშირდება მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ტალკს, Johnson’s Baby Powder-ს.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
რას ითხოვენ რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები?
რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებისთვის კომპენსაციებთან დაკავშირებით შეთავაზების პროცესი ოფიციალურად დაიწყო
ჯანდაცვის სამინისტრომ, თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებისთვის კომპენსაციებთან დაკავშირებით შეთავაზების პროცესი ოფიციალურად დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, შესაბამის დოკუმენტებს, თითოეული თანამშრომელი ინდივიდუალურად მიიღებს.
„სპეციალური პაკეტი, რომელიც დასაქმების შესაძლებლობას, თუ ღირსეულ კომპენსაციას გულისხმობს, კლინიკის პერსონალს, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა, 22 იანვარს გამართულ შეხვედრაზე გააცნეს.
შეთავაზებების პაკეტის მიხედვით:
· ნებისმიერი თანამშრომელი, რომელიც მხოლოდ რესპუბლიკურ საავადმყოფოშია დასაქმებული, კომპენსაციის სახით, ერთჯერადად, 12 თვის ხელფასით იქნება უზრუნველყოფილი;
· თუ კლინიკის თანამშრომელი სხვა დაწესებულებაშიც მუშაობს, კომპენსაციის სახით, 4 თვის ხელფასს მიიღებს;
· სამედიცინო პერსონალი, რომელიც 12-თვიან კომპენსაციაზე უარს განაცხადებს, ჯანდაცვის სამინისტრო, სხვა სამედიცინო კლინიკაში, იმავე პოზიციაზე დასაქმებასა და 4 თვის ხელფასის ოდენობით კომპენსაციას შესთავაზებს;
· სამედიცინო პერსონალი, რომელიც არ მუშაობს სხვა დაწესებულებაში და სამინისტრო, ალტერნატიულ სამსახურს ვერ შესთავაზებს, უწყება, 3 წლის განმავლობაში, დასაქმებამდე, ყოველთვიურ სახელფასო ანაზღაურებას გადაუხდის;
რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებმა, შეთავაზებებთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება 14 დღის განმავლობაში უნდა მიიღონ, რის შემდეგაც შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები დაიწყება.
მნიშვნელოვანია, რომ კლინიკის თანამშრომელთა უფლებები სრულად იქნება დაცული. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მათი ნაწილი, სამინისტროს ჩართულობით, სხვადასხვა სახელმწიფო კლინიკაში უკვე დასაქმდა. პროცესს, უშუალო ზედამხედველობას, შრომის ინსპექციის სამსახური გაუწევს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
„ახალი ვირუსი ყველაზე დიდ ზიანს ქვედა სასუნთქ გზებს აყენებს”
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“
აკნეს გამომწვევი ბაქტერია გენეტიკურად ისე შეცვალეს, რომ მის სამკურნალოდ გადაიქცა
აკნე მსოფლიოში საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა. ალბათ საკმაოდ უცნაურად მოგეჩვენებათ სიახლე იმის შესახებ, რომ ბაქტერია, რომელიც აკნეს იწვევს, შეიძლება მისსავე წინააღმდეგ გამოვიყენოთ.










