
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
ევროპაში, წითელას შემთხვევების ზრდის გამო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია “სასწრაფო” ვაქცინაციის მოწოდებით გამოდის.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპული ბიურო ევროპულ ქვეყნებს მოუწოდებს, სასწრაფოდ ჩაატარონ იმუნიზაციის კამპანიები, რადგან 2023 წლის პირველ ათ თვეში ევროპის კონტინენტზე წითელას 30-ჯერ მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, ვიდრე გასულ წელს.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ვირუსული ინფექციის შეჩერებისთვის აუცილებელია ვაქცინაციის მაჩვენებლების გაზრდა.
იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე ამბობს, წითელას შემთხვევებმა, შესაძლოა, ჩვენს ქვეყანაშიც მოიმატოს. ამის მიზეზი კი არასაკმარისი ვაქცინაციაა.
მისივე თქმით, აუცრელია ათასობით ბავშვი. ქვეყანაში, მხოლოდ იანვარში წითელას 16 შემთხვევა დადასტურდა ლაბორატორიულად. თუმცა, აქვე დასძენს, რომ ეს ციფრი მაღალი არ არის.
“ევროპის 40 ქვეყანაში 56-დან, ჯანმოს კლასიფიკაციით, დაფიქსირებულია შემთხვევების მკვეთრი მატება. საბედნიეროდ, საქართველო, ჯერჯერობით, ამ კატეგორიას არ განეკუთვნება. 2023 წელს, მთელი წლის განმავლობაში, გვქონდა სულ 26 შემთხვევა. 2024 წლის ინვარში, გვაქვს 16 შემთხვევა. ქვეყანაში 10 000-ობით ბავშვი არის აუცრელი, რაც, რა თქმა უნდა, გამოიწვევ შემთხვევების მატებას.
ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით მაშინ, როდესაც გვქონდა პირველი შედეგები, როგორი გავლენა მოახდინა კორონა ვირუსის პანდემიამ ვაქცინაციით მოცვის მაჩვენებელზე. მთელს მსოფლიოში ანალოგიური მდგომარეობა იყო, თუმცა საქართველოში ეს ციფრები მიუთითებდნენ იმაზე, რომ თუ მაქსიმალურად არ მოვახერხებდით მოსახლეობის ინფორმირებას რომ ეს ჩამორჩენა არის სერიოზული ეპიდაფეთქების შესაძლო წყარო ციფრები მომავალში იქნება გასათვალისწინებელი”, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
მისივე თქმით, წითელას ვაქცინას არ აქვს ვადები. ამიტომ მშობლებმა აუცილებლად უნდა მიიყვანონ ბავშვები ასაცრელად. ვაქცინა კეთდება ორჯერ ერთი და ხუთი წლის ასაკში. ახლა არის კარგი დრო იმისთვის, რომ იმუნური სისტემა ძლიერი ჰქონდეთ ბავშვებს.
2023 წლის პირველ 10 თვეში ევროპაში წითელას 30-ჯერ მეტი შემთხვევა დაფიქსირებულა, ვიდრე წინა წლის იმავე პერიოდში. ევროპის ქვეყნებს მოუწოდებენ, “სასწრაფოდ” დაიწყონ იმუნიზაციის კამპანიები.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ოფისმა 2023 წლის იანვარი-ოქტომბრის პერიოდში წითელას 30 000-ზე მეტი შემთხვევა დააფიქსირა, როდესაც მთლიანად 2022 წელს მხოლოდ 941 შემთხვევა იყო დაფიქსირებული. მათი ცნობით, შემთხვევებმა ბოლო თვეებში მოიმატა და სასწრაფო ზომების არმიღების შემთხვევაში ტენდენცია გაგრძელდება.
ჯანმო-ს ცნობით, წითელას შემთხვევების ზრდა ვაქცინაციის დონის დაქვეითებითაა გამოწვეული. წითელა კი, თავის მხრივ, ინფექციური ვირუსია, რომელიც იწვევს ცხელებას, ხველას, და იშვიათ შემთხვევებში, პნევმონიას, ტვინის ანთებასა და სიკვდილს.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
გადაცემა „იმუნიტეტი“
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
მილიარდერმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ მისმა კომპანიამ Neuralink ადამიანის ტვინში უსადენო ჩიპი პირველად ჩანერგა წარმატებით. წერს BBC.
მასკმა აღნიშნა, რომ მოწყობილობის მუშაობის პირველი შედეგები იმედისმომცემია და ჩიპი ნერვულ იმპულსებს კარგად ცნობს. ჩიპი ტვინში ადამიანსა და კომპიუტერს შორის დამაკავშირებელი რგოლი უნდა იყოს და დაეხმაროს ადამიანებს, რომლებსაც ფიზიკური პრობლემები და ფსიქოლოგიური აშლილობები აქვთ.
მასკმა თავის სოციალურ ქსელში X განაცხადა, რომ მისი კომპანიის ქმნილებას „ტელეპათია“ დაარქვა და პირველ რიგში მას ჩაუნერგავენ ადამიანებს პარალიზებული კიდურებით.
„ეს მათ საშუალებას მისცემს გამოიყენონ ტელეფონი, კომპიუტერი, მათი მეშვეობით კი პრაქტიკულად ნებისმიერი სხვა მოწყობილობა მხოლოდ აზრის ძალით“, – განმარტა მასკმა.
Neuralink-ის აღწერის თანახმად, ოპერაციას ტვინზე რობოტი ატარებს. ის ნერგავს ტვინში ჩიპს, რომელსაც 1024 სენსორი აქვს. ჩიპი ტვინის იმ ნაწილში ინერგება, რომელიც აკონტროლებს „მოძრაობის განხორციელების განზრახვას“. ის ტვინის სიგნალებს გარე მოწყობილობას გადასცეს, რომელიც მათ შიფრავს და „ხვდება“ რა მოძრაობის განხორციელება უნდა ადამიანს.
აშშ-ის მთავრობამ მასკის კომპანიას ადამიანზე ცდების ლიცენზია გასული წლის მაისში გასცა. გეგმის მიხედვით, ტესტირება 6 წლის განმავლობაში გაგრძელდება.
რამდენიმე თვის წინ ცნობილი გახდა, რომ Neuralink-ი 2024 წელს ტვინში იმპლანტების ჩასანერგად 11 ოპერაციის ჩატარებას გეგმავს.
ადამიანის უფლებებს შორის მთავარია – თავისუფლად გადაადგილების უფლება. საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებების დიდ ნაწილს შედეგად მოსდევს მოძრაობის შეზღუდვა, გაძნელებული გადაადგილება და ინვალიდიზაციის მაღალი მაჩვენებელი. აქედან გამომდინარე ამ დაავადებების მიმართ ინტერესი ყოველთვის მაღალი იყო როგორც სპეციალისტების, ასევე მოსახლეობის მხრივ.
რა დაავადებაა ოსტეოართროზი? როგორია მისი გავრცელების სიხშირე? როგორია მისი მართვა 21-ე საუკუნეში? აღნიშნულ კითხვებზე კომპეტენტურ პასუხსა და თანამედროვე რეკომენდაციებს მოგვაწდვისექიმი რევმატოლოგი, პროფესორი, საქართველოს ოსტეოპოროზის ასოციაციის პრეზიდენტი, ქ-ნი ლალი კილასონია.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
ბერძნული მითოლოგიის მიხედვით, ზევსმა პრომეთე ადამიანებისთვის ცეცხლის მიცემისთვის დასაჯა. მთაზე ჯაჭვით მიაბა და არწივი დაასვა, რომელიც მის ღვიძლს ჭამდა. ღვიძლი ყოველღამე ხელახლა იზრდებოდა და არწივი მის საჭმელად ბრუნდებოდა. საინტერესოა, შესაძლებელია თუ არა რეალობაში ღვიძლი ხელახლა გაიზარდოს?
მეცნიერებმა იპოვეს წამლის ეფექტიანობის გაზრდის საშუალება. ეს ყველაფერი სიმსივნის შიგნით არსებულ „ენერგეტიკულ ქარხნებს“ უკავშირდება.
ყველა ცოცხალი უჯრედი იკვებება სპეციალური „განყოფილებებით“, რომელსაც ეწოდება მიტოქონდრია და რომელიც გამოიმუშავებს ენერგიას.
ექსპერტებმა დაადგინეს, რომ მიტოქონდრიული დნმ-ის „გადატვირთვის“ შედეგად, მათ შეუძლიათ, ორ-ნახევარჯერ გააძლიერონ სიმსივნეზე წამლების რეაგირება.
მათ ეს გააკეთეს საერთო იმუნოთერაპიის პრეპარატზე, სახელწოდებით ნივოლუმაბი, რომელიც გამოიყენება ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა მელანომა, ფილტვის კიბო, ღვიძლის კიბო და კოლორექტალური კიბო.
ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ ნივოლუმაბი ორ-ნახევარჯერ უფრო ეფექტიანი იყო, როდესაც სიმსივნეებს ჰქონდათ მიტოქონდრიული დნმ-ის მუტაციების მაღალი დონე.
შოტლანდიისა და გლაზგოს უნივერსიტეტის კიბოს კვლევის ჯგუფის ლიდერმა, დოქტორ Payam Gammage-მა თქვა: „კიბო ჩვენი სხეულის დაავადებაა. იმის გამო, რომ კიბოს უჯრედები გარეგნულად ჯანმრთელ უჯრედებს ჰგავს, იმუნური სისტემის ამოცნობა და განადგურება რთული ამოცანაა.
„კიბოს უჯრედების ნახევარზე მეტს აქვს მუტაციები მიტოქონდრიულ დნმ-ში, მაგრამ როდესაც ჩვენ ლაბორატორიაში შევქმენით ეს მუტაციები, აღმოვაჩინეთ, რომ უჯრედები ყველაზე მუტაციური მიტოქონდრიული დნმ-ით იყო ბევრად უფრო მგრძნობიარე იმუნოთერაპიის მიმართ.
„გვაქვს მძლავრი ინსტრუმენტი, რომელიც გვაძლევს სრულიად ახალ მიდგომას კიბოს შესაჩერებლად“. – თქვა მან.
დოქტორ იან ფოლკესმა, CRUK-ის კვლევისა და ინოვაციების აღმასრულებელმა დირექტორმა, თქვა: „ერთწლიანი შრომატევადი ლაბორატორიული კვლევის შემდეგ, ჩვენ გამოვავლინეთ კიბოს მნიშვნელოვანი სუსტი წერტილი.
მიტოქონდრიული დნმ-ის მუტაციები კიბოს საერთო ნაწილია და ამ გასაოცარ აღმოჩენას უსაზღვრო პოტენციალი აქვს“.
კვლევაზე ასევე მუშაობდა დოქტორი ედ რეზნიკი Memorial Sloan-Kettering Cancer Center-იდან, – ეს კვლევა ხსნის მთელ სამყაროს, სადაც ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ სიმსივნეების ენერგიის წყაროები, რათა დავამარცხოთ კიბო უფრო სწრაფად,” – დასძინა მან.
შედეგები გამოქვეყნდა ჟურნალ Nature Cancer-ში.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
ხანდაზმულ ასაკში ადამიანთა სიმაღლე მცირდება. ამას სხვადასხვა მიზეზი შეიძლება ჰქონდეს.
დაპატარავებას ხშირად ხერხემლის პრობლემები იწვევს. როცა სხეულის ზედა ნაწილში მისი მრუდი იზრდება, რასაც კიფოზი ეწოდება. ეს იმიტომ ხდება, რომ ორგანიზმში არსებული კუნთების ბოჭკოები წლების მატების პარალელურად უწინდელ ფორმას ვეღარ ინარჩუნებს, ამიტომ ხერხემლის დამხმარე კუნთები სუსტდება.
შედეგად, გრავიტაციას ისე ვეღარ ვეწინააღმდეგებით და წელში ბოლომდე გასწორება გვიჭირს. ამის თავიდან ასაცილებლად სპეციალისტები ფიზიკურ აქტიურობას გვირჩევენ. ვარჯიში არა მხოლოდ კიფოზის რისკის შემცირებაში, არამედ უკვე ხანდაზმულობაში მდგომარეობის გამოსასწორებლადაც რეკომენდებულია.
სხვა მიზეზი, რომლის გამოც ჩვენი სხეული პატარავდება, ძვლების სიმკვრივის დაკარგვაა. ამას საფუძვლად სასქესო ჰორმონების, ესტროგენისა და ტესტოსტერონის, ასაკობრივი შემცირება ედება. ხშირად აღნიშნულ პროცესს D ვიტამინის ნაკლებობა და თირკმლის მიერ ნაკლები კალციუმის შთანთქმა აჩქარებს და შესაძლოა, ოსტეოპოროზიცგანაპირობოს, რაც ძვლის დაავადებაა.
ძვლის სტრუქტურის ცვლილება ოსტეოპოროზის დროს.
როცა ადამიანის ძვლები სუსტდება და უფრო ფოროვანი სტრუქტურის ხდება, ხერხემალი ორგანიზმის წონას ვეღარ უძლებს და ზიანდება. როგორც წესი, მსგავს დაზიანებებს ტკივილი არ ახლავს თან, ამიტომ ის შეუმჩნეველი რჩება, ხერხემალი კი ნელ-ნელა უფრო და უფრო მჭიდროვდება.
ეს ხშირად ხერხემლის დისკების ცვლილებას იწვევს. ისინი 30-40 წლის ასაკიდან გამოშრობას იწყებს და წყალთან ერთად სიმტკიცესაც კარგავს. მათი რაოდენობა სულ 23-ია, ამიტომ თუნდაც ზოგიერთ მათგანში მიმდინარე ამგვარი პროცესები სიმაღლის რამდენიმე მილიმეტრით შემცირებას განაპირობებს.
კარგია რეგულარული ვარჯიში, რადგან ის სხეულს ტონუსში ამყოფებს, კუნთებს მასას უნარჩუნებს და ძვლების სიმყარეს უზრუნველყოფს. ასევე, რეკომენდებულია D ვიტამინითა და კალციუმით მდიდარი საკვების მიღება.
პირველ რიგში, კონსულტაცია ექიმთან უნდა გაიაროთ.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“
„სეზონური ვირუსებით ზამთარიც და შემდეგ გაზაფხულიც საკმაოდ დატვირთულია. სხვადასხვა კატეგორიის ვირუსები არსებობს.
არის ვირუსები, რომლებიც, ადამიანზე შედარებით ნაკლებად მოქმედებს. ზოგადად, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ტიპის ვირუსული ინფექცია, ნებისმიერი ავადობა გამოწვევაა. მათ შორის, ნერვული სისტემისათვის. იმუნური სისტემის მესაჭეც შესაბამისი ცენტრებია, რომლებიც ნერვულ სისტემაშია ლოკალიზებული. განსაკუთრებით აგრესიული და მძაფრი გავლენის მქონე ვირუსების დროს, მათთან ბრძოლის შემთხვევაში, ჩვენს ორგანიზმში გარკვეული ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა, რომელთა მიმართაც, შესაძლოა, მეორადად, ნერვული სისტემა მგრძნობიარე იყოს. განსაკუთრებით ბავშვის, მას გამოცდილებაც ნაკლები აქვს, რესურსიც და ვირუსების მცირე დოზა, რაც ჩვენთვის შესაძლოა, ნაკლებად დრამატული იყოს, ბავშვისთვის უკვე საკმარისია, რომ სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს. მეორე მხრივ, ზუსტად იმ მცირე დოზიდან გამომდინარე, საქმეც ნაკლები აქვს, შესაძლოა, შესაძლოა, მალეც გამოჯანმრთელდეს, ვიდრე ზრდასრული.
ბევრი ფაქტორი მუშაობს. ინდივიდუალური რესურსი, ინდივიდუალური ამტანობა, სხვა ქრონიკული მდგომარეობა, – ალერგიული ფონი, ცისტური ფიბროზი, ბრონქული ასთმა, თუ სხვა, რომლებმაც შესაძლოა, ორგანიზმი დაასუსტოს და გამოწვევად იქცეს. ნებისმიერ ვირუსულ ინფექციას გარკვეული აგზნების ფაზა აქვს, პირველი მძაფრი რეაქციაა, რომელიც ქცევასა და ემოციას უკავშირდება. ბავშვები უფრო მტირალა, ჭირვეულები ხდებიან. როდესაც ცხელებაც ემატება, აჟიტირებაც შეიძლება დაერთოს, ან დროში გახანგრძლივებისა და დოზის გახანგრძლივების შემთხვევაში, პირიქით, მოდუნება, მივარდნა გამოიწვიოს. სპეციალისტები ამას მიჩვეულები ვართ და ეს ჩვენთვის ლოგიკური მოლოდინებია.
სპეციალისტებს მივარდნილი, მოდუნებული, უმოძრაო ბავშვის უფრო გვეშინია, ვიდრე აჟიტირებული, აგზნებული, გაღიზიანებული ბავშვის, რამდენადაც შემაწუხებელი არ უნდა იყოს მშობლისთვის.
მწვავე პერიოდში ეს გამოწვევები და აჟიტირება, ქცევის დარღვევა და ნერვული სისტემის რეაგირება და მეორეა გამოჯანმრთელების პერიოდში. 2-3 კვირა ნაავადმყოფარ ბავშვს რუტინაში დაბრუნება უჭირს, ფიზიკური დატვირთვისა, თუ სხვადასხვა დატვირთვის მიმართ, თითქოს, შედარებით შემცირებულია. 2-3 კვირა ნაავადმყოფარ პერიოდში ეს უხეშ პრობლემად არ ითვლება, მით უმეტეს, თუ ეს აღდგენადია. ანუ, ვატყობთ, რომ დროში გაუმჯობესებისაკენ მივდივართ. უშუალოდ მწვავე პერიოდიც, ვირუსის შემთხვევაში ვიცით, რომ 5-6 დღე ნორმალურია. არის ვირუსები, რომლებიც შესაძლოა, 10 დღემდეც გახანგრძლივდეს. უბრალოდ, 3-4-5 დღის შემდეგ სასიგნალო სისტემა გვერთვება იმ თვალსაზრისით, რომ, მაგალითად ბაქტერიული ტიპის გართულებები, ან სხვა ასოცირებული მდგომარეობები არ გაგვეპაროს.
მშობლებსა და ოჯახის წევრებს ვანუგეშებთ იმ თვალსაზრისით, რომ მწვავე პერიოდში, 5-6 დღიანი ქცევითი, თუ ემოციური დარღვევები, ისევე, როგორც ნაავადმყოფარ პერიოდში, 2-3-კვირიანი შლეიფი, ეს მეტ-ნაკლებად ნორმალურია. მაგრამ, რა თქმა უნდა არის გარკვეული რეკომენდაციები, რომლებიც უნდა გავითვალისწინოთ.
ყველაფრის თავი და თავი წყალია. დიდი რაოდენობით სითხეებით დატვირთვა, სუფთა წყალი, შინაურული კომპოტებით დატვირთვა მნიშვნელოვანია. მოვერიდოთ გაზიან, ემულგატორებით დატვირთულ სასმელებს. თუმცა, გადაუდებელ შემთხვევაში, მცირე რაოდენობით ესეც შესაძლებელია. სითხე ნაწლავური ინფექციის შემთხვევაში, ნაწლავების სანაციასაც უზრუნველყოფს, სისხლში შეიწოვება და ის ტოქსიკური მეტაბოლიტები, რომლებიც ვირუსთან, თუ ბაქტერიასთან ბრძოლის პროცესში გამომუშავდება და შესაძლოა, იმ მედიკამენტების გავლენაც იყოს, რომელიც ამ პერიოდში გვჭირდება, ორგანიზმიდან გამოიტანს. დიდი დოზით სითხე ფილტრაციის პროცესსაც აჩქარებს, შარდვის პროცესსაც და უფრო უმტკივნეულოდ, სწრაფად, ეფექტურად გამოიდევნება ტოქსიკური მეტაბოლიტები. სითხის დეფიციტზე ნერვული სისტემა ძალიან მგრძნობიარეა. მივარდნილი, მოდუნებული ბავშვის შემთხვევაში, გაუწყლოების პრობლემა შეიძლება იყოს. ვირუსების დროს გაუწყლოება ძალიან ადვილად დგება. მიღებული და გამოყოფილი სითხის რაოდენობა აუცილებლად უნდა ვაკონტროლოთ. ბავშვი, რომელიც ბევრ სითხეს სვამს, ბევრს უნდა შარდავდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, სხვა სასიგნალო სისტემა ჩაერთოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გაფრთხილებაა.“
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi