“ექიმები ძალიან მძიმე ფსიქოლოგიური და ემოციური ზეწოლის ქვეშ მუშაობენ“
ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა BMG Drive-ში ექიმმა ივანე ჩხაიძემ ისაუბრა.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
“ექიმები ძალიან მძიმე ფსიქოლოგიური და ემოციური ზეწოლის ქვეშ მუშაობენ“
ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა BMG Drive-ში ექიმმა ივანე ჩხაიძემ ისაუბრა.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.
„29 იანვრის ღამეს კლუბ BASSIANI/HOROOM-ის ტერიტორიაზე უბედური შემთხვევა მოხდა – 19 წლის გოგო, რომელიც შეუძლოდ გახდა, უგონო მდგომარეობაში კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. გავრცელებული ინფორმაციით, ის კლუბური ნარკოტიკის ინტოქსიკაციით გარდაიცვალა.
რამდენიმე პოსტი შემხვდა რომ ამ შაბათ-კვირასაც უმსხვერპლოდ არ ჩაუვლია და რამდენიმე ადამიანი რეანიმაციაშია.
რატომ გახდა ფრაზა გავერთოთ ასოცირებული აუცილებლად რაღაცა ნარკოტიკის მიღებასთან?
რა იცით, რომ დარკნეტში ნაყიდი ნივთიერება არის უსაფრთხო?
რატო გაქვთ იმის იმედი რომ თქვენ გადარჩებით?
მიზეზი ბევრია, არ ვართ ჩვენ გამონაკლისი და „მთელ მსოფლიოში ასე ხდება” – არ არის პასუხი და არც გამართლება !
“სხვა გასართობი არ არის და აბა რა ვქნათ?!” არც ეს არის სწორი პასუხი!
“ეს ნარკოტიკები უსაფრთხოა და არაფერი არავის მოუვა, ჩვენ ვიცით და დაგვანებეთ თავი”არც ეს არის სწორი პასუხი!
“კლუბები დავხუროთ და ამით პრობლემა მოგვარდება არც ეს არის სწორი! ამით პრობლემა არ მოგვარდება!
რამდენიმე სწორი პასუხი შემიძლია გაგცეთ:
1. იცოდეთ, რომ ნარკოტიკი რომელიც ახლა შემოდის არის, დაბინძურებული ფენტალით, არ არის უსაფრთხო და ერთი მოხმარებაც შესაძლებელია დამთავრდეს სიკვდილით!!!არის სხვა ნარკოტიკები როგორიც არის მეფედრონი, GGb და მარილები, რომელთა მოხმარებაც შესაძლებელია დამთავრდეს ზედოზირებით და სიკვდილით!!!
2. ცოდნა რომელიც თქვენ გაქვთ, არ არის საკმარისი.
რაც იცით, ერთმანეთისგან იცით და ხშირად ეს ინფორმაცია არის დამახინჯებული, ვინაიდან დარკნეტში ნაყიდი ნარკოტიკის, არც დოზა იცით, არც ის ნამდვილად იმას ყიდულობთ რაც გინდათ და არც ეფექტი იცით რა მოჰყვება ამას.
3. “ფხიზლად არ შემიძლია ყოფნა” ეს არის ფრაზა რომელიც ყველაზე ხშირად მესმის, ამის მიზეზი ბევრია და იმისთვის არის მეგობარი , მშობელი, ფსიქოლოგი, ფსიქიატრი – მათ შეგიძლია ამაზე ესაუბრო და გაერკვიო საკუთარ თავში რა არის ამის მიზეზი !
4. კლუბებმა უნდა იზრუნონ, რომ მათი გარემო ნამდვილად იყოს უსაფრთხო და ამის საერთაშორისო გამოცდილება არსებობს. თუ აქაური ცოდნა არ აკმაყოფილებთ გაიზიარონ ევროპის კლუბების გამოცდილება!
5. ნარატივი, რომ ნარკოტიკის გარეშე გართობა შეუძლებელია, არის არასწორი და თქვენვე უნდა ეცადოთ რომ ეს ნარატივი შეცვალოთ.
“მე მაგას ვერ ვიზამ” – თქვენ ბაბლში უნდა ქნათ, მუსიკის მოსმენა, ცეკვა გართობა, და სექსი ისედაც შეიძლება ფხიზელზე და არანაკლები სიამოვნება მოაქვს, თუ რეალურად მოგწონს ეს ყველაფერი.
6. ნუ გეშინიათ ამ 112 დარეკვა, ამით გადაარჩენთ თქვენი მეგობრის სიცოცხლეს, არ არის აუცილებელი თქვათ რომ ნარკოტიკი მიიღო, უთხარით რომ უგონოდ არის და შველა სჭირდება!!
დამატებით, თუ ვინმეს რამე გაინტერესებთ, მომწერეთ და არ მეზარება ყველას გიპასუხებთ შევხვდეთ ვილაპარაკოთ. არ ვიცი სხვა რა გითხრათ,
გისურვებთ ჯანმრთელობას, ნუ გაცვლით ერთ გართობას სიცოცხლეში! – წერს ზურაბ სიხარულიძე.
ცილა, სახელად MYC, ჯანმრთელი უჯრედის აქტივობის ნაწილია, მაგრამ როდესაც კიბო ვითარდება, ის მწყობრიდან გამოდის – იშლება მისი ნორმალური, ფრთხილი მაკონტროლებლის როლი და კიბოს გავრცელებაში ეხმარება. მეცნიერებმა სავარაუდოდ იპოვეს გზა, რომ ასე აღარ მოხდეს.
MYC-ის შეკავების პრობლემა ნაწილობრივ ის არის, რომ ის უფორმო ცილაა, არ გააჩნია სტრუქტურა, რომლის მიზანში ამოღებაც იქნებოდა შესაძლებელი. ეს კი პრეპარატებს MYC-ის ეფექტიან იდენტიფიცირებას ურთულებს, რათა ის ნორმალურად ქცევის ჩარჩოში დააბრუნონ.
თუმცა, რივერსაიდის კალიფორნიის უნივერსიტეტის (UCR) მკვლევართა ჯგუფმა შექმნა პეპტიდური ნაერთი, რომელსაც შეუძლია MYC-თან დაკავშირება და ურთიერთქმედება, რათა ის კონტროლქვეშ დააბრუნოს.
„MYC ნაკლებად ჰგავს კიბოს უჯრედების საკვებს, ის უფრო სტეროიდს ჰგავს, რომელიც კიბოს სწრაფად ზრდას უწყობს ხელს. სწორედ ამიტომ არის MYC ადამიანის კიბოს შემთხვევათა 75-ში დამნაშავე. ნორმალურ მდგომარეობაში, MYC-ის აქტივობა მკაცრად კონტროლირებადია. კიბოს უჯრედებში კი ის ჰიპერაქტიური ხდება და სათანადოდ აღარ რეგულირდება“, – ამბობს რივერსაიდის კალიფორნიის უნივერსიტეტის ბიოქიმიკოსი მინ სუე.
მკვლევრებმა MYC-ის მცირე ოდენობის სტრუქტურათა შესწავლა შეძლეს, რათა შეედგინათ იმ პეპტიდთა ბიბლიოთეკა, რომლებსაც ამ სტრუქტურასთან შეჭიდება უნდა შეეძლოთ. ერთი პეპტიდი, სახელად NT-B2R, განსაკუთრებით დახელოვნებული აღმოჩნდა MYC-ის გამორთვაში.
ტესტში, რომელშიც ადამიანის თავის ტვინის კიბოს უჯრედების კულტურა გამოიყენეს, NT-B2R-მა წარმატებით შებოჭა MYC-ი, შეცვალა მისი მრავალი გენის მიერ უჯრედების რეგულირების გზა და საბოლოოდ, შეამცირა კიბოს უჯრედების მეტაბოლიზმი და სწრაფი გამრავლება (პროლიფერაცია). ეს ყველაფერი დაახლოებით იმას ჰგავს, ვიღაცას რომ ხელები ზურგს უკან შეუკრა და მან ვერაფრის გაკეთება ვეღარ შეძლოს.
ამ გარღვევის მთავარი ნაწილი იყო ამავე ჯგუფის ზოგიერთი წევრის მიერ ჩატარებული წინა კვლევა, რომელშიც დაადგინეს, რომ პეპტიდების სტრუქტურისა და ფორმის შეცვლის შედეგად, ეს მოლეკულები უკეთესად ურთიერთქმედებენ ისეთ უფორმო ცილებთან, როგორიც არის MYC.
„პეპტიდებს შეუძლიათ მიიღონ სხვადასხვა ფორმა და პოზიცია. როგორც კი მოხრით და შეაერთებთ, რათა რგოლები წარმოქმნან, სხვა შესაძლო ფორმებს ვეღარ იღებენ, ამიტომ, ამის შემდეგ მათ შემთხვევითობის დაბალი მაჩვენებელი აქვთ, რაც ხელს უწყობს ცილების შებოჭვას“, – განმარტავს სუე.
მისი განცხადებით, მათ ამ პეპტიდების შებოჭვის უნარი წინა ვერსიებთან შედარებით ორჯერ გააუმჯობესეს, რამაც ის პრეპარატების შექმნის მიზანთან უფრო ახლოს მიიყვანა.
ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი, მაგრამ ადრეული შედეგები უკვე იმედისმომცემია. ზუსტად ახლა, პეპტიდების მიწოდება ცხიმოვანი სფეროების, იგივე ლიპიდური ნანონაწილაკების მეშვეობით ხდება, რომლებიც ნამდვილად არაა ხელსაყრელი პრეპარატების მისაწოდებლად. შესაბამისად, საჭიროა ამის შეცვლა.
ასევე საჭიროა მკაცრი ტესტირების ჩატარება ადამიანებზე. თუმცა, მთავარი ის არის, რომ ვიპოვეთ მეთოდი, თუ როგორ შევაჩეროთ ერთ-ერთი ის გზა, რომლითაც კიბო ჯანსაღ ბიოლოგიურ პროცესებს ეუფლება და სათავისოდ იყენებს გადასარჩენად.
„არსებითად, MYC წარმოადგენს ქაოსს, რადგან არ აქვს სტრუქტურა. ის და მისი პირდაპირი გავლენა მრავალი ტიპის კიბოზე, ნამდვილი წმინდა გრაალია კიბის წამლის შესაქმნელად. წარმოუდგენლად აღელვებული ვართ, რომ ის უკვე ჩვენს ხელთაა“, – ამბობს სუე.
კვლევა Journal of the American Chemical Society-ში გამოქვეყნდა.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
საქართველოში ნარკოდანაშაული გაიზარდა – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა, რომელიც 2023 წელს საქართველოში კრიმინალის აღრიცხულ სტატისტიკას და გახსნილ დანაშაულებს შეეხება. 2023 წელს საქართველოში სულ 54,177 დანაშაული აღირიცხა, რაც 2022 წელთან შედარებით 0.5%-ით ნაკლებია, თუმცა ამ დანაშაულებს შორის გაზრდილია ნარკოდანაშაულის რაოდენობა, რამაც მთლიანი დანაშაულების 12% შეადგინა. სულ ნარკოდანაშაულების რაოდენობა 6,594 იყო, რაც 2022 წელთან შედარებით 21%-ით მეტია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ანგარიშის თანახმად, მაღალია ამ კატეგორიის დანაშაულებში გახსნილი საქმეების რაოდენობა, რაც გასულ წელს 6,172 ანუ მთლიანი შემთხვევების 94% იყო. ამასთან, გამოვლენილი საქმეების ნახევარზე მეტი აღრიცხული იყო 260-ე მუხლით, რომელიც მოიცავს “ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების
უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას” – შსს-მ ამ დანაშაულების 91% გახსნა.
სტატისტიკიდან ირკვევა, რომ კანაფის პერსონალურ მოხმარებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიუხედავად, 2023 წელს 1,600-ს შეადგენდა მცენარე კანაფის “უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და გასაღების” მუხლით გამოვლენილი საქმეების რაოდენობა.
წლების მიხედვით გამოვლენილი დანაშაულების სტატისტიკიდან ჩანს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ მიმართულებით დანაშაულების გამოვლენას ზრდის.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
მეცნიერებმა მნიშვნელოვანი აღმოჩენა გააკეთეს — დაადგინეს, როგორ არღვევს ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი, იგივე აივ-ინფექცია უჯრედის ბირთვს, რაც შემდეგ მას გამრავლებისა და გავრცელების საშუალებას აძლევს.
რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლების დასაქმების მზაობას გამოთქვამენ.
სამედიცინო დაწესებულებები აღნიშნავენ, რომ კლინიკებში ვაკანტური სამუშაო ადგილები აქვთ, სადაც, სურვილის შემთხვევაში, რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალს დაასაქმებენ.
კლინიკებთან მოლაპარაკებები ჯანდაცვის სამინისტრომ აწარმოა.
ჩამონათვალშია როგორც სახელმწიფო, ისე – კერძო კლინიკები:
• რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო;
• ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო;
• საჩხერის რაიონული საავადმყოფო;
• პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა;
• ინგოროყვას მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკა;
• გ. ჟვანიას სახ. პედიატრიის აკადემიური კლინიკა;
• ჯეო ჰოსპიტალის ქსელი;
• კავკასიის მედიცინის ცენტრი;
• ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი;
• თბილისის ცენტრალური საავადმყოფო;
• იმედის კლინიკა;
• დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი;
• თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონული ცენტრი.
თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე ახალი სახელმწიფო კლინიკა აშენდება.
თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოსა და მის თანამშრომლებთან დაკავშირებით, ამომწურავი, დეტალური ინფორმაციის მიწოდების მიზნით, კლინიკის პერსონალთან პირდაპირი კომუნიკაცია გრძელდება.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტმა, ექიმმა, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელმა საქართველოში გიორგი ფხაკაძემ განაცხადა, რომ კოვიდის ახალმა ვაქცინამ აჩვენა 54% დაცულობა.
იანვარში შვეიცარიაში, დავოსში გამართულ მსოფლიო ეკონომიკის ფორუმზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დამსწრე საზოგადოებას, სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკურ თუ ბიზნეს ლიდერებს დაავადება X-ის პანდემიისთვის მომზადებისკენ მოუწოდა. WHO-ს შეფასებით, პანდემიის ახალი ტალღა შესაძლოა, კოვიდზე 20-ჯერ უფრო ფატალური იყოს.
რა არის დაავადება X და რატომ უნდა მოვემზადოთ მისგან გამოწვეული პანდემიისთვის – ამ საკითხზე BMGTV-ის გადაცემა BMG Drive-ში ექიმმა ივანე ჩხაიძემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ დაავადება X ჰიპოთეტურია და მისი მიზანი მსოფლიოს მომდევნო პანდემიისთვის მომზადებაა.
“ჯანმო არ გამორიცხავს ხელოვნური ვირუსით გამოწვეულ პანდემიასაც. სავსებით შესაძლებელია, მსგავსი ვირუსი ლაბორატორიაშიც შეიქმნას და ეს ჩვეულებრივი ბიოტერორიზმია, რაზეც კორონა ვირუსთან მიმართებითაც ბევრი საუბარი იყო. ეს საუბრები არსებობს, მათ გარკვეული საფუძველი აქვთ და შესაძლებლობა, რომ მომავალი პანდემია ბიოტერორიზმის ფრაგმენტი იყოს, გამორიცხული არ არის”, – განაცხადა BMGTV-ის გადაცემა BMG Drive-ში ექიმმა ივანე ჩხაიძემ.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
იანვარში შვეიცარიაში, დავოსში გამართულ მსოფლიო ეკონომიკის ფორუმზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დამსწრე საზოგადოებას, სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკურ თუ ბიზნეს ლიდერებს დაავადება X-ის პანდემიისთვის მომზადებისკენ მოუწოდა. WHO-ს შეფასებით, პანდემიის ახალი ტალღა შესაძლოა, კოვიდზე 20-ჯერ უფრო ფატალური იყოს.
რა არის დაავადება X და რატომ უნდა მოვემზადოთ მისგან გამოწვეული პანდემიისთვის – ამ საკითხზე BMGTV-ის გადაცემა BMG Drive-ში ექიმმა ივანე ჩხაიძემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ დაავადება X ჰიპოთეტურია და მისი მიზანი მსოფლიოს მომდევნო პანდემიისთვის მომზადებაა.
“კოვიდპანდემიამ ბევრი რამ შეცვალა. მაგალითად, რომ არ ყოფილიყო პანდემია, არ გვექნებოდა ახალი ტიპის ვაქცინები. კიდევ ერთი დადებითი, რაც პანდემიამ მოგვიტანა არის ის, რომ წარუმატებელი მართვა და პრევენცია – რა გაკვეთილიც მიიღო მსოფლიომ – აღმოჩნდა სერიოზული სტიმული იმისთვის, რომ პანდემია [ოფიციალურად] დასრულებული არ არის და უკვე ვემზადებით შემდეგი პანდემიისთვის. დაავადება X არის სწორედ მთელი მსოფლიოს მზადება მომდევნო პანდემიისთვის, რომლის უკანაც შეიძლება რაღაც დაავადება იდგეს – არა რომელიმე კონკრეტული, თუმცა არსებობს ჩამონათვალი კონკრეტული ვირუსებისა, რომლებმაც შეიძლება ახალ პანდემიას დაუდონ საფუძველი. ამ თემაზე საუბარი 2015 წლიდან დაიწყო, 2018 წელს პირველად შეიქმნა პოტენციური ვირუსების ჩამონათვალი, მაგრამ პანდემიამ ამ მზადებას ძალიან დიდი ბიძგი მისცა, რაც ძალიან კარგია”, – განმარტავს ივანე ჩხაიძე.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია მომდევნო პანდემიისთვის მომზადება უკვე დავიწყოთ და სხვადასხვა დაავადებისთვის ვაქცინაციები დროულად დავამზადოთ, რადგან მომდევნო 40 წელი პანდემიის გარეშე ვერ ჩაივლის.
“დავოსის ფორუმზე ამ საკითხის გამოტანის უკან იდგა მარტივი სურვილი – თანხების მოძიება. მომდევნო 5 წლის განმავლობაში 124 მლრდ დოლარია გათვალისწინებული იმისათვის, რომ დაავადება X-ისთვის მოვემზადოთ. ეს ნიშნავს, რომ კვლევები გახდება ინტენსიური და, თუ ახლა ჯანმო ებოლას პანდემიისთვის ემზადება, მას შეუძლია სახსრები ებოლას საწინააღმდეგო ვაქცინისკენ მიმართოს. ამიტომ არის ეს მნიშვნელოვანი და სერიოზული ნაბიჯი. უნდა ვიცოდეთ, რომ პანდემია აუცილებლად იქნება. წარმოუდგენელია მომდევნო 30-40 წელი მსოფლიო პანდემიის გარეშე იყოს”, – ამბობს ივანე ჩხაიძე.
როგორი იქნება მომდევნო პანდემია, არავინ იცის, თუმცა ივანე ჩხაიძე განმარტავს, რომ ჯანმო პანდემიის საწყისად ბიოტერორიზმს არ გამორიცხავს.
“ჯანმო არ გამორიცხავს ხელოვნური ვირუსით გამოწვეულ პანდემიასაც. სავსებით შესაძლებელია, მსგავსი ვირუსი ლაბორატორიაშიც შეიქმნას და ეს ჩვეულებრივი ბიოტერორიზმია, რაზეც კორონა ვირუსთან მიმართებითაც ბევრი საუბარი იყო. ეს საუბრები არსებობს, მათ გარკვეული საფუძველი აქვთ და შესაძლებლობა, რომ მომავალი პანდემია ბიოტერორიზმის ფრაგმენტი იყოს, გამორიცხული არ არის”, – ამბობს ის.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi