ორშაბათი, მაისი 11, 2026

ნარკოდანაშაული გაიზარდა – შსს-ს სტატისტიკა

საქართველოში ნარკოდანაშაული გაიზარდა – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა, რომელიც 2023 წელს საქართველოში კრიმინალის აღრიცხულ სტატისტიკას და გახსნილ დანაშაულებს შეეხება. 2023 წელს საქართველოში სულ 54,177 დანაშაული აღირიცხა, რაც 2022 წელთან შედარებით 0.5%-ით ნაკლებია, თუმცა ამ დანაშაულებს შორის გაზრდილია ნარკოდანაშაულის რაოდენობა, რამაც მთლიანი დანაშაულების 12% შეადგინა. სულ ნარკოდანაშაულების რაოდენობა 6,594 იყო, რაც 2022 წელთან შედარებით 21%-ით მეტია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანგარიშის თანახმად, მაღალია ამ კატეგორიის დანაშაულებში გახსნილი საქმეების რაოდენობა, რაც გასულ წელს 6,172 ანუ მთლიანი შემთხვევების 94% იყო. ამასთან, გამოვლენილი საქმეების ნახევარზე მეტი აღრიცხული იყო 260-ე მუხლით, რომელიც მოიცავს “ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების
უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას” – შსს-მ ამ დანაშაულების 91% გახსნა.

სტატისტიკიდან ირკვევა, რომ კანაფის პერსონალურ მოხმარებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიუხედავად, 2023 წელს 1,600-ს შეადგენდა მცენარე კანაფის “უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და გასაღების” მუხლით გამოვლენილი საქმეების რაოდენობა.

წლების მიხედვით გამოვლენილი დანაშაულების სტატისტიკიდან ჩანს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ მიმართულებით დანაშაულების გამოვლენას ზრდის.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

მეცნიერებმა საბოლოოდ დაადგინეს, როგორ აღწევს აივ-ინფექცია უჯრედის ბირთვში

მეცნიერებმა მნიშვნელოვანი აღმოჩენა გააკეთეს — დაადგინეს, როგორ არღვევს ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი, იგივე აივ-ინფექცია უჯრედის ბირთვს, რაც შემდეგ მას გამრავლებისა და გავრცელების საშუალებას აძლევს.

იმის გასარკვევად, ზუსტად როგორ შედის აივ-ინფექცია უჯრედის ბირთვში, მეცნიერებმა სიმულაციები ათასობით ცილაზე ჩაატარეს — აკვირდებოდნენ აივ-ის კაფსიდს (ვირუსის ცილოვანი გარსი) და უჯრედის ბირთვის ფორის კომპლექსს, ანუ ერთგვარ „საფოსტო ყუთს“, რომლის მეშვეობითაც იგზავნება და მიეწოდება გენეტიკური ინფორმაცია.

13 კლინიკა მზადაა, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები დაასაქმოს

რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლების დასაქმების მზაობას გამოთქვამენ.

სამედიცინო დაწესებულებები აღნიშნავენ, რომ კლინიკებში ვაკანტური სამუშაო ადგილები აქვთ, სადაც, სურვილის შემთხვევაში, რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალს დაასაქმებენ.

კლინიკებთან მოლაპარაკებები ჯანდაცვის სამინისტრომ აწარმოა.

ჩამონათვალშია როგორც სახელმწიფო, ისე – კერძო კლინიკები:

• რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო;
• ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო;
• საჩხერის რაიონული საავადმყოფო;
• პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა;
• ინგოროყვას მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკა;
• გ. ჟვანიას სახ. პედიატრიის აკადემიური კლინიკა;
• ჯეო ჰოსპიტალის ქსელი;
• კავკასიის მედიცინის ცენტრი;
• ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი;
• თბილისის ცენტრალური საავადმყოფო;
• იმედის კლინიკა;
• დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი;
• თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონული ცენტრი.

თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე ახალი სახელმწიფო კლინიკა აშენდება.

თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოსა და მის თანამშრომლებთან დაკავშირებით, ამომწურავი, დეტალური ინფორმაციის მიწოდების მიზნით, კლინიკის პერსონალთან პირდაპირი კომუნიკაცია გრძელდება.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

„კოვიდის ახალმა ვაქცინამ აჩვენა 54% დაცულობა ახალი კოვიდ ვარიანტის წინააღმდეგ“

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტმა, ექიმმა, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელმა საქართველოში გიორგი ფხაკაძემ განაცხადა, რომ კოვიდის ახალმა ვაქცინამ აჩვენა 54% დაცულობა.

„კოვიდის ახალმა ვაქცინამ, რომელიც არ შემოუტანიათ საქართველოში, აჩვენა 54% დაცულობა ახალი კოვიდ ვარიანტის წინააღმდეგ (JN.1).
მე პირადად აღმოვჩნდი იმ 54%-ში…“ – ამბობს გიორგი ფხაკაძე.

რა საფრთხე შეიძლება შეუქმნას მსოფლიოს დაავადება X-მა – რატომ უნდა მოვემზადოთ მისგან გამოწვეული პანდემიისთვის

იანვარში შვეიცარიაში, დავოსში გამართულ მსოფლიო ეკონომიკის ფორუმზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დამსწრე საზოგადოებას, სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკურ თუ ბიზნეს ლიდერებს დაავადება X-ის პანდემიისთვის მომზადებისკენ მოუწოდა. WHO-ს შეფასებით, პანდემიის ახალი ტალღა შესაძლოა, კოვიდზე 20-ჯერ უფრო ფატალური იყოს.

რა არის დაავადება X და რატომ უნდა მოვემზადოთ მისგან გამოწვეული პანდემიისთვის – ამ საკითხზე BMGTV-ის გადაცემა BMG Drive-ში ექიმმა ივანე ჩხაიძემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ დაავადება X ჰიპოთეტურია და მისი მიზანი მსოფლიოს მომდევნო პანდემიისთვის მომზადებაა.

“ჯანმო არ გამორიცხავს ხელოვნური ვირუსით გამოწვეულ პანდემიასაც. სავსებით შესაძლებელია, მსგავსი ვირუსი ლაბორატორიაშიც შეიქმნას და ეს ჩვეულებრივი ბიოტერორიზმია, რაზეც კორონა ვირუსთან მიმართებითაც ბევრი საუბარი იყო. ეს საუბრები არსებობს, მათ გარკვეული საფუძველი აქვთ და შესაძლებლობა, რომ მომავალი პანდემია ბიოტერორიზმის ფრაგმენტი იყოს, გამორიცხული არ არის”, – განაცხადა  BMGTV-ის გადაცემა BMG Drive-ში ექიმმა ივანე ჩხაიძემ.

წაიკითხეთ სრულად

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

რა საფრთხე შეიძლება შეუქმნას მსოფლიოს დაავადება X-მა – რატომ უნდა მოვემზადოთ მისგან გამოწვეული პანდემიისთვის

იანვარში შვეიცარიაში, დავოსში გამართულ მსოფლიო ეკონომიკის ფორუმზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დამსწრე საზოგადოებას, სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკურ თუ ბიზნეს ლიდერებს დაავადება X-ის პანდემიისთვის მომზადებისკენ მოუწოდა. WHO-ს შეფასებით, პანდემიის ახალი ტალღა შესაძლოა, კოვიდზე 20-ჯერ უფრო ფატალური იყოს.

რა არის დაავადება X და რატომ უნდა მოვემზადოთ მისგან გამოწვეული პანდემიისთვის – ამ საკითხზე BMGTV-ის გადაცემა BMG Drive-ში ექიმმა ივანე ჩხაიძემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ დაავადება X ჰიპოთეტურია და მისი მიზანი მსოფლიოს მომდევნო პანდემიისთვის მომზადებაა.

“კოვიდპანდემიამ ბევრი რამ შეცვალა. მაგალითად, რომ არ ყოფილიყო პანდემია, არ გვექნებოდა ახალი ტიპის ვაქცინები. კიდევ ერთი დადებითი, რაც პანდემიამ მოგვიტანა არის ის, რომ წარუმატებელი მართვა და პრევენცია – რა გაკვეთილიც მიიღო მსოფლიომ – აღმოჩნდა სერიოზული სტიმული იმისთვის, რომ პანდემია [ოფიციალურად] დასრულებული არ არის და უკვე ვემზადებით შემდეგი პანდემიისთვის. დაავადება X არის სწორედ მთელი მსოფლიოს მზადება მომდევნო პანდემიისთვის, რომლის უკანაც შეიძლება რაღაც დაავადება იდგეს – არა რომელიმე კონკრეტული, თუმცა არსებობს ჩამონათვალი კონკრეტული ვირუსებისა, რომლებმაც შეიძლება ახალ პანდემიას დაუდონ საფუძველი. ამ თემაზე საუბარი 2015 წლიდან დაიწყო, 2018 წელს პირველად შეიქმნა პოტენციური ვირუსების ჩამონათვალი, მაგრამ პანდემიამ ამ მზადებას ძალიან დიდი ბიძგი მისცა, რაც ძალიან კარგია”, – განმარტავს ივანე ჩხაიძე.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია მომდევნო პანდემიისთვის მომზადება უკვე დავიწყოთ და სხვადასხვა დაავადებისთვის ვაქცინაციები დროულად დავამზადოთ, რადგან მომდევნო 40 წელი პანდემიის გარეშე ვერ ჩაივლის.

“დავოსის ფორუმზე ამ საკითხის გამოტანის უკან იდგა მარტივი სურვილი – თანხების მოძიება. მომდევნო 5 წლის განმავლობაში 124 მლრდ დოლარია გათვალისწინებული იმისათვის, რომ დაავადება X-ისთვის მოვემზადოთ. ეს ნიშნავს, რომ კვლევები გახდება ინტენსიური და, თუ ახლა ჯანმო ებოლას პანდემიისთვის ემზადება, მას შეუძლია სახსრები ებოლას საწინააღმდეგო ვაქცინისკენ მიმართოს. ამიტომ არის ეს მნიშვნელოვანი და სერიოზული ნაბიჯი. უნდა ვიცოდეთ, რომ პანდემია აუცილებლად იქნება. წარმოუდგენელია მომდევნო 30-40 წელი მსოფლიო პანდემიის გარეშე იყოს”, – ამბობს ივანე ჩხაიძე.

როგორი იქნება მომდევნო პანდემია, არავინ იცის, თუმცა ივანე ჩხაიძე განმარტავს, რომ ჯანმო პანდემიის საწყისად ბიოტერორიზმს არ გამორიცხავს.

“ჯანმო არ გამორიცხავს ხელოვნური ვირუსით გამოწვეულ პანდემიასაც. სავსებით შესაძლებელია, მსგავსი ვირუსი ლაბორატორიაშიც შეიქმნას და ეს ჩვეულებრივი ბიოტერორიზმია, რაზეც კორონა ვირუსთან მიმართებითაც ბევრი საუბარი იყო. ეს საუბრები არსებობს, მათ გარკვეული საფუძველი აქვთ და შესაძლებლობა, რომ მომავალი პანდემია ბიოტერორიზმის ფრაგმენტი იყოს, გამორიცხული არ არის”, – ამბობს ის.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

რა არის „დაავადება X”? გრიპის ვირუსი და მისი მართვის პროცედურები…

გრიპის ვირუსი და მისი მართვის პროცედურები;
„პანდემია არ დასრულებულა, თუმცა საბედნიეროდ ომიკრონი ყველაზე სუსტი შტამია ვირუსის“;
„ვირუსებს შორის, გრიპი ყველაზე მძიმე მიმდინარეობისაა“;
გრიპის მკურნალობა და ბავშვის კლინიკიდან გაწერის კრიტერიუმები;
„საქართველოში წითელას გავრცელების პირობები არსებობს, რისკები მოზრდილებში მეტია“;
„არ არსებობს წითელას საწინააღმდეგო ეფექტური მედიკამენტი“;
რა ასაკში/ასაკამდე შეიძლება წითელას საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება?
„წითელა მოზრდილებში უფრო მძიმედ მიმდინარეობს“;
რა არის „დაავადება X”?
“კოვიდ-პანიკა“;
„ბევრი დაავადება ბიჭებში უფრო ხშირია“;
ჩრდ.მაკედონია VS საქართველო – „ხალხი უნდა ყოფილიყო სტადიონზე“ – ივანე ჩხაიძე;
„ექიმები ძალიან მძიმე ფსიქოლოგიური და ემოციური ზეწოლის ქვეშ მუშაობენ“

„დარწმუნებული ვარ, ზამთარში ათასობით ადამიანმა კოვიდი ისე გადაიტანა, რომ არც გაუგია“ – ივანე ჩხაიძე

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე დარწმუნებულია, რომ ზამთარში კორონავირუსი ათასობით ადამიანმა ისე გადაიტანა, რომ არც გაუგია. ამის შესახებ მან კოვიდპანდემიის დასრულებისა და კორონა ვირუსის დაფიქსირებული შემთხვევების შესახებ BMGTV-ის გადაცემა BMG Drive-ში ისაუბრა.

წაიკითხეთ სრულად

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

“დაავადება X არის მთელი მსოფლიოს მზადება მომდევნო პანდემიისთვის” – რას ნიშნავს ეს?

იანვარში შვეიცარიაში, დავოსში გამართულ მსოფლიო ეკონომიკის ფორუმზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დამსწრე საზოგადოებას, სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკურ თუ ბიზნეს ლიდერებს დაავადება X-ის პანდემიისთვის მომზადებისკენ მოუწოდა.

რა არის დაავადება X და რატომ უნდა მოვემზადოთ მისგან გამოწვეული პანდემიისთვის – ამ საკითხზე BMGTV-ის გადაცემა BMG Drive-ში ექიმმა ივანე ჩხაიძემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ დაავადება X ჰიპოთეტურია და მისი მიზანი მსოფლიოს მომდევნო პანდემიისთვის მომზადებაა.

წაიკითხეთ სრულად

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights