ორშაბათი, მაისი 11, 2026

საქართველოში, კიბოს პრევენციისა და მკურნალობისთვის საჭირო სამედიცინო სერვისები, სახელმწიფო პროგრამებით არის უზრუნველყოფილი

4 თებერვალს, მსოფლიო კიბოს მსოფლიო დღეს აღნიშნავს.
საქართველოში, კიბოს პრევენციისა და მკურნალობისთვის საჭირო სამედიცინო სერვისები, სახელმწიფო პროგრამებით არის უზრუნველყოფილი:
ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვის მკურნალობა სახელმწიფოს მიერ სრულად ფინანსდება, როგორც საქართველოში ისე თურქეთში, ისრაელსა და ესპანეთში წამყვან, მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო დაწესებულებებში. დაფინანსება მოიცავს დიაგნოსტიკასა და სტანდარტული მკურნალობის კურსს: ქიმიოთერაპიას, სხივურ თერაპიას, ოპერაციულ ჩარევას. ასევე – პროტონოთერაპიას, პაციენტის საჭიროებებიდან გამომდინარე.
ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, თითოეული ბენეფიციარისთვის, მათი შემოსავლის მიუხედავად, თანაბრად ხელმისაწვდომია. ფინანსდება, როგორც ონკო-ქირურგია, ისე ქიმიო, ჰორმონო და სხივური თერაპიები.
ჯანდაცვის სამინისტრომ, მაღალი ხარისხის, ინოვაციური ონკოლოგიური მედიკამენტების შესყიდვა, უშუალოდ მწარმოებლისგან, სპეციალური ფასითა და პირობებით, პირდაპირი გზით დაიწყო. ამ გზით გაიზარდა თითოეული ბენეფიციარისთვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა.
სახელმწიფო სრულად აფინანსებს ძუძუს კიბოს, საშვილოსნოს ყელის კიბოსა და სწორი ნაწლავის კიბოს სკრინინგს, ასევე პროსტატის კიბოს ადრეულ გამოვლენას.
საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციისთვის, 2023 წელს, ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ასაკობრივი ჯგუფი გაიზარდა და უფასოდ ვაქცინაციის ჩატარება შეუძლიათ გოგონებსა და ქალებს 10-დან – 45 წლის ჩათვლით, ხოლო ბიჭებსა და მამაკაცებს 10-დან 26 წლის ჩათვლით.
22 წლამდე ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე მოქალაქეების სამედიცინო სერვისების დაფინანსებაში, ასევე , მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს სოლიდარობის ფონდს.

2024 წლის მარტიდან ონკოლოგიური დაავადებების ადრეულ ეტაპზე გამოვლენის მიზნით დაფინანსდება კიბოს სადიაგნოსტიკო გამოკვლევები საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ბენეფიციარებისთვის.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

ზურაბ აზარაშვილი: „ანტიბიოტიკების ჯგუფზე 41%-იანი ფასის კლება დაფიქსირდა ქვეყანაში“

ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, ხარისხიან მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით გატარებულ რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება.

მისი თქმით, გასული 2 წლის განმავლობაში ფარმაცევტულ სფეროში უპრეცედენტო მასშტაბისა და მნიშვნელობის რეფორმები გატარდა.

„2022 წლის დასაწყისში თურქეთიდან პროაქტიული რეჟიმით გაიზარდა მედიკამენტების იმპორტი ქვეყანაში, რამაც გააუმჯობესა კონკურენცია ბაზარზე და შეამცირა მედიკამენტების ფასები. 2023 წლის იანვრიდან დღემდე 6 000-ზე მეტ მედიკამენტზე უკვე დაწესდა რეფერენტული ფასი, რომელზე უფრო მაღალ ფასად მათი რეალიზაცია აეკრძალათ ფარმაცევტულ კომპანიებს. გატარებული რეფორმების შედეგად, საშუალოდ, 45%-ით შემცირდა ფასები მედიკამენტებზე, რასაც ასევე, მოწმობს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიც, 2023 წლის განმავლობაში, მაგალითად ანტიბიოტიკების ჯგუფზე 41%-იანი ფასის კლება დაფიქსირდა ქვეყანაში“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების, საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამები

„განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე მოქალაქეების საჭიროებების გათვალისწინებას. გასული წლიდან, საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ფინანსდება ქიმიო, ჰორმონო და სხივური თერაპიის, ასევე ონკოქირურგიის სერვისები“, – ამის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ უახლოეს პერიოდში, უწყება, ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებს, ადრეულ კვლევებსაც დაუფინანსებს.

ზურაბ აზარაშვილმა ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების, საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით, საერთაშორისო თანამშრომლობა საფუძველს ჩაუყრის საქართველოში ბავშვთა ონკოლოგიის სერვისის განვითარებას. მისივე თქმით, სამინისტრომ დაიწყო მუშაობა პროექტზე, რომელიც უცხოეთის წამყვან კლინიკებში, ონკოლოგიის მიმართულებით, ახალგაზრდა ექიმების გადამზადებას გულისხმობს.

„უნდა აღინიშნოს 2023 წელს დაწყებული ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა, რომლის ფარგლებში ბავშვებისთვის ხარისხიანი და მაღალტექნოლოგიური მომსახურებები იფარება ესპანეთის, ისრაელისა და თურქეთის პარტნიორ 6 კლინიკაში. პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე, პროგრამით ისარგებლა ან მომსახურების პროცესშია, ჯამში, 50 პატარა პაციენტი“, – გამაცხადა ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

„საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში გატარებული რეფორმის მთავარი ამოცანა იყო ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ეფექტურობის გაუმჯობესება, რათა მეტ პაციენტს მიეღო ხარისხიანი სერვისი მინიმალური თანაგადახდით, ან – სრულიად უფასოდ“- ზურაბ აზარაშვილი

ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატი ზურაბ აზარაშვილი საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა, კულტურის, სპორტის და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა.
ზურაბ აზარაშვილმა, მინისტრობის 2 წლიანი საქმიანობა შეაჯამა და განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა.

„გასული 2 წლის განმავლობაში, საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში გატარებული რეფორმის მთავარი ამოცანა იყო ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ეფექტურობის გაუმჯობესება, რათა მეტ პაციენტს მიეღო ხარისხიანი სერვისი მინიმალური თანაგადახდით, ან – სრულიად უფასოდ“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

მისივე თქმით, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამამ, არსებობის 11 წლის განმავლობაში, მოსახლეობის 95%-ისთვის, აუცილებელ მედიკამენტებსა და სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობა უზრუნველყო. ამოქმედდა DRG დაფინანსების მოდელი, რამაც პაციენტის თანაგადახდა მნიშვნელოვნად შეამცირა.

„ჰოსპიტალური სერვისების ანაზღაურების ახალი მექანიზმების დანერგვამ, გარდა იმისა, რომ გაზარდა სისტემის გამჭვირვალობა და გაამარტივა პროგრამის ადმინისტრირება, შექმნა პაციენტებისთვის ფინანსური დაცულობის მდგრადი პირობები. DRG მოდელის ამოქმედების შემდეგ, სამედიცინო სერვისებზე პაციენტის თანაგადახდა საშუალოდ 27%-დან 10%-მდე შემცირდა.

DRG მოდელის გაფართოების შედეგად, 2023 წლის ნოემბრიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, მშობიარობა და საკეისრო კვეთა, ყველა მოქალაქისთვის, სრულად ფინანსდება. მშობიარობისა და საკეისრო კვეთის მომსახურების ტარიფები გათანაბრდა და 1 222 ლარით განისაზღვრა. დაფინანსება მოიცავს ექიმის აყვანის, პალატის, სხვა პირდაპირ და არაპირდაპირ ხარჯს. რეფორმის შედეგად პაციენტს თანხის გადახდა არ უწევს და ასევე საჭიროებისას, სახელმწიფო, სრულად უზრუნველყოფს ახალშობილის რეანიმაციული სერვისის დაფინანსებას“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

რომელი ვიტამინები და მინერალები სჭირდება კანს, რომ ნახეთქები არ გაჩნდეს 

​საქართველოს პირველი არხის გადაცემა „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“​

რომელი ვიტამინები და მინერალები სჭირდება კანს, რომ ნახეთქები არ გაჩნდეს.
 რჩევები მარი მალაზონიასგან

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

რა უნდა გააკეთოთ, რომ ჯანმრთელად დაბერდეთ – „აძლიერებენ ძვლებს და ახანგრძლივებენ სიცოცხლეს“

თუ გსურთ, რომ ჯანმრთელად დაბერდეთ, ივარჯიშეთ რეგულარულად.
ყველასთვის ცნობილი ფაქტია, რომ რეგულარულ ფიზიკურ აქტივობას ასაკთან დაკავშირებული ქრონიკული დაავადებების განვითარების საწინააღმდეგო ეფექტი აქვს; ისეთი დაავადებების, როგორიცაა, მაგალითად, ოსტეოპოროზი, სარკოპენია ანუ კუნთების განლევა, კუნთების სიძლიერის დაკარგვა, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და დიაბეტი.
უამრავი კვლევა აჩვენებს, რომ ძალისმიერი და წინააღმდეგობის ვარჯიშები (მაგალითად წონის აწევა და დაჭიმვა), რომლებიც კუნთოვანი მასის განვითარებას უწყობენ ხელს, აუმჯობესებენ ჰორმონულ, გულ-სისხლძარღვთა და მეტაბოლურ ჯანმრთელობას, ამცირებენ დემენციისა და კოგნიტური დარღვევების რისკს, აძლიერებენ ჩვენს ძვლებს და ახანგრძლივებენ სიცოცხლეს.
კვლევები აჩვენებს, რომ ქალები, რომლებსაც აქვთ კუნთოვანი მასის დამაკმაყოფილებელი დონე, ნაკლებად იღუპებიან გულის დაავადებებისგან, ნაკლებად აწუხებთ ან არ აწუხებთ მენოპაუზის სიმპტომები, ადვილად აკონტროლებენ წონას.
ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, წინააღმდეგობის ვარჯიშს და ძალისმიერ აქტივობას დაბერების საწინააღმდეგო ეფექტი აქვს, რაც მეცნიერულად დასტურდება.
ერთ-ერთი მორიგი კვლევა ეფუძნება უკვე არსებულ კვლევებს ამ საკითხზე და ადგენს, რომ წინააღმდეგობის ვარჯიში ამცირებს ანთებას და ოქსიდაციურ სტრესს ხანდაზმულებში; იწვევს ცვლილებებს უჯრედულ დონეზე, რაც ამცირებს ქრონიკული დაავადებისა და ადრეული სიკვდილის რისკს. (კვლევის ბმულს კომენტარებში ნახავთ).
კვლევის შესახებ წერს აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი, ქეთი შავლიაშვილი.

ადამიანის ტვინის ქსოვილი 3D პრინტერის გამოყენებით შექმნეს

პირველი ფუნქციური 3D-პრინტერი ტვინის ქსოვილი შეიქმნა ადამიანის ტვინის ფუნქციისა  და სხვადასხვა ნევროლოგიური დარღვევების შესასწავლად.

მეცნიერებმა 3D პრინტერის გამოყენებით ადამიანის ტვინის ქსოვილი დაბეჭდეს. მკვლევრებს ეს ადამიანის ტვინის ფუნქციის შესწავლაში გამოადგებათ.

ვისკონსინ-მედისონის უნივერსიტეტის ექსპერტების თქმით, 3D ბეჭდვითი ტვინის მოდელი, შესაძლოა, სასარგებლო იყოს სხვადასხვა ნევროლოგიური და ნეიროგანვითარების პრობლემების შესასწავლად, მათ შორის ალცჰეიმერის და პარკინსონის დაავადების.

„ეს შეიძლება იყოს ისეთი მოდელი, რომელიც დაგვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთობენ ტვინის უჯრედები და ტვინის ნაწილები ადამიანებში. ამას შეუძლია შეცვალოს ღეროვანი უჯრედების ბიოლოგიის, ნეირომეცნიერებისა და მრავალი ნევროლოგიური აშლილობის პათოგენეზის აღქმა”, – თქვა სუ-ჩუნ ჟენგმა, ნეირომეცნიერებისა და ნევროლოგიის პროფესორმა.

ჰორიზონტალური 3D ბეჭდვის მიდგომის გამოყენება
ჩვეულებრივი ვერტიკალური ფენების მეთოდის გამოყენების ნაცვლად, მკვლევრებმა ინოვაციურ ჰორიზონტალურ 3D ბეჭდვის მიდგომას მიმართეს.

ინდუცირებული პლურიპოტენტური ღეროვანი უჯრედებისგან წარმოქმნილი ნეირონები რბილი ბიო-მელნის გელის მასალაში მოათავსეს. ეს მათი ზრდისთვის უფრო ხელსაყრელ გარემოს ქმნის.

შემქმნელები აღნიშნავენ, რომ მათ განზრახ შეინარჩუნეს ქსოვილის სიმკვრივე, რათა უზრუნველყონ ჟანგბადისა და საჭირო ნივთიერებების ოპტიმალური გამომუშავება ნეირონებისთვის.

მრავალშრიანი ბეჭდვა საშუალებას აძლევდა უჯრედებს შეექმნათ კავშირები, რის შედეგადაც გაჩნდა ისეთი ქსელები, როგორიც ადამიანის ტვინშია.

ამ ქსელებში ნეირონები აქტიურად ურთიერთობენ ერთმანეთთან სიგნალების გაგზავნის სახით. ეს კომუნიკაცია ხდება ნეიროტრანსმიტერების, ქიმიური მესენჯერების მეშვეობით, რომლებიც ხელს უწყობენ სიგნალების გადაცემას ნეირონებს შორის.

„ის რაც შედეგად აღმოვაჩინეთ გასაოცარია. მაშინაც კი, როდესაც ვბეჭდავდით სხვადასხვა უჯრედებს, რომლებიც მიეკუთვნებოდნენ ტვინის სხვადასხვა ნაწილს, მათ მაინც შეეძლოთ ერთმანეთთან კონტაქტი განსაკუთრებული და სპეციფიკური გზით”, – თქვა ჟენგმა პრესრელიზში.

ეს მეთოდი საშუალებას იძლევა გაკონტროლდეს უჯრედების ტიპები და განლაგება.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

წითელას აფეთქების მიზეზი – „არის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა და სამწუხაროდ…“

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ევროპაში წითელას შემთხვევები 2023 წლის ათ თვეში 30-ჯერ აღემატებოდა 2022 წლის ანალოგიური პერიოდის სტატისტიკას. გასულ თვეს წითელას სიმპტომებით კლინიკებში მიმართვიანობა საქართველოშიც გაიზარდა. როგორც იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე BMG Drive-ში სტუმრობისას წითელას აფეთქების მიზეზად არასაკმარის ვაქცინაციას და კოვიდპანდემიის დროს ვაქცინირების გადავადებას ასახელებს.

“წითელას ნებისმიერი აფეთქების უკან არასრული და არასაკმარისი ვაქცინაცია დგას. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა და სამწუხაროდ, საქართველო ამ მხრივ სხვა ქვეყნებისგან გამოირჩევა. ჩვენ 90-იან წლებში გვქონდა პერიოდი, როდესაც ვაქცინაციის პროცესი საერთოდ ჩავარდნილი იყო, შემდეგ, 21-ე საუკუნის განმავლობაშიც გვქონდა რამდენიმე მნიშვნელოვანი პერიოდი, როდესაც მოსახლეობის დიდი ნაწილი, სუბიექტური მიზეზების გამო, ვაქცინაციაზე უარს ამბობდა. ამიტომ დღეს ჩვენ გვაქვს ქვეყანაში მდგომარეობა, რომ წითელას გავრცელების პირობები არსებობს, ვინაიდან ძალიან ბევრი ადამიანი, არა ბავშვები, არამედ – მოზრდილები არიან აუცრელები.

მეორე, რამაც გავლენა იქონია წითელას აფეთქებაზე, ეს არის პანდემია და პანდემიის დროს ვაქცინაციის მიმართ არსებული დამოკიდებულება. აქ უნდა აღვნიშნოთ, რომ ექიმების როლიც დიდი იყო. ხშირად იყო მათი რეკომენდაცია, რომ ნუ აჩქარდებით ვაქცინის გასაკეთებლად, ჯერ შევხედოთ და ა.შ. მშობლებთან ასეთი კომუნიკაცია დასრულდა იმით, რომ ლოდინის დრო წლობით გაიწელა და ჩვენ გვყავს ათასობით ბავშვი, რომლებმაც 5 წლის ასაკში წითელას მეორე ვაქცინა არ ჩაიტარეს”, – ამბობს ივანე ჩხაიძე.

წაიკითხეთ სრულა

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

“ექიმები ძალიან მძიმე ფსიქოლოგიური და ემოციური ზეწოლის ქვეშ მუშაობენ“

“ექიმები ძალიან მძიმე ფსიქოლოგიური და ემოციური ზეწოლის ქვეშ მუშაობენ“

ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა BMG Drive-ში ექიმმა ივანე ჩხაიძემ ისაუბრა.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

„ნუ გეშინიათ ამ 112 დარეკვა, ამით გადაარჩენთ  თქვენი მეგობრის სიცოცხლეს“ – ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე

ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.

„29 იანვრის ღამეს კლუბ BASSIANI/HOROOM-ის ტერიტორიაზე უბედური შემთხვევა მოხდა – 19 წლის გოგო, რომელიც შეუძლოდ გახდა, უგონო მდგომარეობაში კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. გავრცელებული ინფორმაციით, ის კლუბური ნარკოტიკის ინტოქსიკაციით გარდაიცვალა.

რამდენიმე პოსტი შემხვდა რომ ამ შაბათ-კვირასაც უმსხვერპლოდ არ ჩაუვლია და რამდენიმე ადამიანი რეანიმაციაშია.

რატომ  გახდა ფრაზა გავერთოთ ასოცირებული აუცილებლად რაღაცა ნარკოტიკის მიღებასთან?

რა იცით, რომ დარკნეტში ნაყიდი ნივთიერება არის უსაფრთხო?

რატო გაქვთ იმის იმედი რომ თქვენ გადარჩებით?

მიზეზი ბევრია, არ ვართ ჩვენ გამონაკლისი და „მთელ მსოფლიოში ასე ხდება” – არ არის პასუხი და არც გამართლება !

“სხვა გასართობი არ არის და აბა რა ვქნათ?!” არც ეს არის სწორი პასუხი!

“ეს ნარკოტიკები  უსაფრთხოა და არაფერი  არავის მოუვა, ჩვენ ვიცით და დაგვანებეთ თავი”არც ეს არის სწორი პასუხი!

“კლუბები დავხუროთ და ამით პრობლემა მოგვარდება არც ეს არის სწორი! ამით პრობლემა არ  მოგვარდება!

რამდენიმე სწორი პასუხი შემიძლია გაგცეთ:

1. იცოდეთ, რომ  ნარკოტიკი რომელიც ახლა შემოდის არის, დაბინძურებული ფენტალით, არ არის უსაფრთხო  და ერთი მოხმარებაც შესაძლებელია დამთავრდეს სიკვდილით!!!არის სხვა ნარკოტიკები როგორიც არის მეფედრონი, GGb და მარილები, რომელთა  მოხმარებაც შესაძლებელია დამთავრდეს ზედოზირებით და სიკვდილით!!!

2. ცოდნა რომელიც თქვენ გაქვთ, არ არის საკმარისი.

რაც იცით, ერთმანეთისგან იცით და ხშირად ეს ინფორმაცია არის დამახინჯებული, ვინაიდან დარკნეტში ნაყიდი ნარკოტიკის, არც დოზა იცით, არც ის ნამდვილად იმას ყიდულობთ რაც გინდათ და არც ეფექტი იცით რა მოჰყვება ამას.

3. “ფხიზლად არ შემიძლია ყოფნა” ეს არის ფრაზა რომელიც  ყველაზე ხშირად მესმის,  ამის მიზეზი ბევრია და იმისთვის არის მეგობარი , მშობელი, ფსიქოლოგი, ფსიქიატრი –  მათ შეგიძლია ამაზე ესაუბრო და გაერკვიო საკუთარ თავში რა არის ამის მიზეზი !

4. კლუბებმა უნდა იზრუნონ, რომ მათი გარემო ნამდვილად იყოს უსაფრთხო და ამის საერთაშორისო გამოცდილება არსებობს. თუ აქაური ცოდნა არ აკმაყოფილებთ გაიზიარონ ევროპის კლუბების გამოცდილება!

5. ნარატივი, რომ ნარკოტიკის გარეშე გართობა შეუძლებელია, არის არასწორი და თქვენვე უნდა ეცადოთ რომ ეს ნარატივი შეცვალოთ.

“მე მაგას ვერ ვიზამ” – თქვენ ბაბლში უნდა ქნათ, მუსიკის მოსმენა, ცეკვა გართობა, და სექსი ისედაც შეიძლება ფხიზელზე  და არანაკლები სიამოვნება მოაქვს, თუ რეალურად მოგწონს  ეს ყველაფერი.

6. ნუ გეშინიათ ამ 112 დარეკვა, ამით გადაარჩენთ  თქვენი მეგობრის სიცოცხლეს, არ არის აუცილებელი თქვათ რომ ნარკოტიკი მიიღო, უთხარით რომ უგონოდ არის და შველა სჭირდება!!

დამატებით, თუ ვინმეს რამე გაინტერესებთ, მომწერეთ და არ მეზარება ყველას გიპასუხებთ შევხვდეთ ვილაპარაკოთ.  არ ვიცი სხვა  რა გითხრათ,

გისურვებთ ჯანმრთელობას, ნუ გაცვლით ერთ გართობას სიცოცხლეში! – წერს ზურაბ სიხარულიძე.

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights