ორშაბათი, მაისი 11, 2026

რა საფრთხეს შეიცავს ტკბილეულში შემავალი საღებავი N3

ტკბილეული ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია.

რას ნიშნავს ტკბილეულის ეტიკეტზე დაწერილი წითელი N 3 და რა სახის ზიანის მოტანა შეუძლია მას ბავშვის ორგანიზმისთვის?

ექიმების თქმით, ხელოვნურმა საღებავმა შესაძლოა გამოიწვიოს აღგზნებადობა, უძილობა, უმადობა, ჰიპერაქტიურობა და სიმსივნის პროვოცირებაც.

მრავალი კვლევით დადასტურებულია, რომ სინთეზური საღებავები დაკავშირებულია ჯანმრთელობის ზიანის ფართო სპექტრთან. 2012 წლის კვლევამ ასევე აჩვენა, რომ წითელ საღებავს N3- ს შეუძლია გამოიწვიოს კიბო ცხოველებში.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

ყბის რეკონსტრუქცია – რეკონსტრუქციული და ოროთოგნათიული ქირურგია

გულის რითმის დარღვევები – რა იწვევს არითმიას? რა არის გულის არითმია ?

მძლავრი ახალი ინსტრუმენტი, ანადგურებს კიბოს
#post_seo_title

ჩვილებით ვაჭრობის სქემა – ტრეფიკინგის უმძიმესი ბრალდება ექიმებს –

ორსულობის პერიოდის ოფთამლოლოგიური პრობლემები

100 000-ს ევროდ გაყიდული ჩვილები და ტრეფიკინგის უმძიმესი ბრალდება ექიმებს. დანაშაულის ადგილი კუნძული კრეტაა, კვალი საქართველომდეც მოდის. საქართველოდან საბერძნეთში დონორად წასული სუროგატი დედები საზარელ ისტორიებს ჰყვებიან – ისინი მოატყუეს. ორსულობის პერიოდი უმძიმეს გარემოში გაატარებინეს თანაც ისე, რომ აუკრძალეს კომუნიკაცია ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან. ეს ყველაფერი კი მხოლოდ 15 000-ს ევროს სანაცვლოდ.

სუროგატი ქართველი დედის აღსარება შემზარავია, თუმცა გერმანულ მედიაში გასული რეპორტაჟი სევდიან ამბავს არ ეხება. თემით მედია, მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ბერძენმა სამართალდამცველებმა კუნძულ კრეტაზე, ჩვილებით ვაჭრობის სავარაუდო სქემა გაშიფრეს. კვალი კი საქართველომდე მივიდა.

“ყველაზე ცუდი იყო საცხოვრებელი გარემო. აქ ჩამოსვლის შემდეგ მთელი ორსულობის პერიოდში ვიმყოფებოდი მანიპულაციურ, კონტროლირებად გარემოში. მეკრძალებოდა სხვებთან კომუნიკაცია, მეგობრების ნახვა. თავს ვგრძნობდი მარტო, რაც ასეთ სიტუაციაში ძალიან რთულია. . საქართველოში მირჩიეს, რომ საბერძნეთში არსებობს ასეთი კლინიკა,” – ამბობს სუროგატი დედა თამუნა.

გზა, საქართველოდან საბერძნეთამდე ქართულ კლინიკაზე გადის – გამოძიების მასალებით, საქართველო შუამავალი რგოლია. ქართველ სუროგატ დედებს ბერძნულ კლინიკასთან სწორედ ქართველი ექიმები აკავშირებდნენ, სწორედ ამიტომ გამოძიება ქართული გვარებითაც ინტერესდება. “კურიერი P.S.-მა” ექსკლუზიურად ჩაწერა ექიმი, მაია ჩაკვეტაძე რომელიც საქმის მასალებში ფიგურირებს, მედიკოსი ბრალდებას უარყოფს, თუმცა ადასტურებს, რომ მისი რეკომენდაციით კუნძულზე რამდენიმე ქალი ნამდვილად მოხვდა.

“იყო რამდენიმე შემთხვევა როცა ქალებს არ სურდათ საქართველოში სუროგაცია და მე დავაკავშირე საბერძნეთის კლინიკას. ვეხმარებოდი მათ მხოლოდ დოკუმენტაციის მოწესრიგებაში, თარგმნაში. მე საქართველოში ლეგალური კომპანია მაქვს, ვსაქმიანობ აბსოლუტურად კანონის ჩარჩოებში. ჩემი სახელი ნახსენებია ალბათ იმიტომ, რომ რამდენიმე ქალს, ვისაც აქ არ სურდა სუროგატი დედა გამხდარიყო, მივაწოდე ინფორმაცია, რომ საბერძნეთში არსებობს ასეთი კლინიკა“, – ამბობს ექიმი.

რა სარგებელს იღებდა?  – მაია ჩაკვეტაძე ამბობს, რომ მას არანაირი ფინანსური დაინტერესება არ ჰქონია.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

იგეგმება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე მსჯავრდებულთა ფსიქიატრიული სამკურნალო დაწესებულების გახსნა რუსთავში

ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ზურაბ აზარაშვილმა საკანონმდებლო ორგანოში განაცხადა, რომ იგეგმება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე მსჯავრდებულთა ფსიქიატრიული სამკურნალო სტაციონარული დაწესებულების გახსნა რუსთავში, რომელიც გათვლილია 80 პაციენტზე.

„დაიგეგმა თემქაზე ახალი ფსიქიატრიული კლინიკის მშენებლობა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელზეც აქტიურად ვმუშაობთ, ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვაა. ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის მიერ დასახულ მიზნებს შორის, უპირველეს ყოვლისა, საქმიანობის დივერსიფიკაცია და გეოგრაფიული არეალის მაქსიმალურად გაფართოებაა, რაც უფრო მეტად ხელმისაწვდომს გახდის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სამედიცინო სერვისს”, – განაცხადა აზარაშვილმა.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

„დაიგეგმა თემქაზე ახალი ფსიქიატრიული კლინიკის მშენებლობა“

ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ზურაბ აზარაშვილმა საკანონმდებლო ორგანოში განაცხადა, რომ იგეგმება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე მსჯავრდებულთა ფსიქიატრიული სამკურნალო სტაციონარული დაწესებულების გახსნა რუსთავში, რომელიც გათვლილია 80 პაციენტზე.

„დაიგეგმა თემქაზე ახალი ფსიქიატრიული კლინიკის მშენებლობა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელზეც აქტიურად ვმუშაობთ, ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვაა. ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის მიერ დასახულ მიზნებს შორის, უპირველეს ყოვლისა, საქმიანობის დივერსიფიკაცია და გეოგრაფიული არეალის მაქსიმალურად გაფართოებაა, რაც უფრო მეტად ხელმისაწვდომს გახდის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სამედიცინო სერვისს”, – განაცხადა აზარაშვილმა.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

მესამე სტადიის კიბოს დადგენის შემთხვევაშიც კი – სწორად შერჩეული მკურნალობის მეთოდი იძლევა კარგ შედეგს!

გადაცემა „იმუნიტეტი“

მესამე სტადიის კიბოს დადგენის შემთხვევაშიც კი – სწორად შერჩეული მკურნალობის მეთოდი იძლევა კარგ შედეგს!
თეიმურაზ ბეშკენაძის პირადი ისტორია

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

როგორია ცხოვრება მკურნალობის შემდეგ? – სახელმწიფო დღეს 100%-ით აფინანსებს ქიმიო და სხივურ თერაპიებს

გადაცემა „იმუნიტეტი“

სახელმწიფო დღეს 100%-ით აფინანსებს ქიმიო და სხივურ თერაპიებს
როგორია ცხოვრება მკურნალობის შემდეგ?
გადაცემაში სტუმრად:
ნათია ჯოხაძე – კლინიკური ონკოლოგი, “ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის” კლინიკური ონკოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

კლინიკების 80%-მა უკვე დაიწყო საერთაშორისო აკრედიტაციის გავლის პროცესი

ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ზურაბ აზარაშვილმა საკანონმდებლო ორგანოში საერთაშორისო აკრედიტაციის გავლის პროცესის შესახებ ისაუბრა.

ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, კლინიკების 80%-მა უკვე დაიწყო საერთაშორისო აკრედიტაციის გავლის პროცესი.

„ქვეყანაში ყველა პირობა იქმნება იმისთვის, რომ სამედიცინო ხარისხი გაუთანაბრდეს საერთაშორისო სტანდარტს. 2023 წლიდან საერთაშორისო აკრედიტაციის ვალდებულების შემოღების საპასუხოდ, კლინიკების 80%-ზე მეტმა უკვე დაიწყო საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესი, რაც 2025 წლიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მთავარი პირობა იქნება.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში სამინისტრო მუშაობს განახლებული საკანონმდებლო ჩარჩოს შესაბამისად. საკანონმდებლო ორგანოში წარმოსადგენად მზად არის სამედიცინო მოწყობილობის შესახებ შემუშავებული ახალი კანონპროექტი“, – განაცხადა აზარაშვილმა.

მისი თქმით, იგეგმება იმპორტირებული კოსმეტიკური საშუალებების რეგულირება, ქიმიური უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის მიზნით. სამინისტროში ამბობენ, რომ საკითხზე ჯერ მუშაობა მიმდინარეობს და მეტ დეტალს ვერ დაასახელებენ.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

„მედიკამენტების ხარისხის კონტროლის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრომ ბანგლადეშის, ინდოეთისა და უზბეკეთის საწარმოები შეამოწმა“-აზარაშვილი

მედიკამენტების ხარისხის კონტროლის მიზნით გატარებულ რეფორმებზე ისაუბრა ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ზურაბ აზარაშვილმა საკანონმდებლო ორგანოში.

„სამინისტრომ, რეგულირების სააგენტოს მეშვეობით, იმ უცხოურ საწარმოების შემოწმება დაიწყო, რომელთა მედიკამენტებიც, საქართველოში იმპორტით შემოდის.

მედიკამენტების ხარისხის კონტროლისა და მაღალი ხარისხის წამლის მიმოქცევის უზრუნველყოფის მიზნით, ჩვენ, უკვე შევამოწმეთ ბანგლადეშის, ინდოეთისა და უზბეკეთის საწარმოები, საიდანაც საქართველოს ბაზარზე მედიკამენტები აქტიურად შემოდის. ფარმაცევტული სფეროს რეგულირების მექანიზმების კიდევ უფრო დახვეწა სამომავლო რეფორმების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება.

წამლის ხარისხის კონტროლის ლაბორატორია 2023 წელს აამოქმედა, ის სრული დატვირთვით განაგრძობს მუშაობას. ლაბორატორია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ულტრათანამედროვე აპარატურით აღიჭურვა და კვალიფიციური პერსონალით დაკომპლექტდა. შედეგად, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ქვეყანაში წარმოებული თუ იმპორტირებული წამლების ხარისხი მონიტორინგი ვაწარმოოთ“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights