ორშაბათი, მაისი 11, 2026

ტვინის ღრმა სტიმულაცია არის თერაპიული მიდგომა, რომელიც გამოიყენება დისტონიის, ეპილეფსიის, ესენციური ტრემორის, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის…

ტვინის ღრმა სტიმულაცია არის თერაპიული მიდგომა, რომელიც გამოიყენება დისტონიის, ეპილეფსიის, ესენციური ტრემორის, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის და პარკინსონის დაავადების მსგავსი ბევრი სხვა დაავადების სამკურნალოდ. ასევე განიხილება პოტენციურ მკურნალობის მეთოდად ნარკოტიკზე დამოკიდებულების, ქრონიკული ტკივილის, მუდმივი თავის ტკივილის, დემენციის, ღრმა დეპრესიის, ჰანტინგტონის დაავადების, ტურეტის სინდრომის და თავის ტვინის ტრავმული დაზიანების დროს.
მედიკანა ჯანდაცვის ჯგუფის საავადმყოფოები სპეციალიზებულია თავის ტვინის ღრმა სტიმულაციის სფეროში და გამოცდილ სპეციალისტთა გუნდთან ერთად გთავაზობთ გამოსავალს ისეთი პრობლემების დროს, როგორიცაა დისტონია, ეპილეფსია, პარკინსონის დაავადება, ნარკოტიკზე დამოკიდებულება, ქრონიკული ტკივილი, დეპრესია, თავის ტვინის ტრავმული დაზიანება და სხვა.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

ექიმები ესთეტიკური მედიცინის სამყაროდან – მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური ჰოსპიტალი MedCenter!

ონკოფსიქოლოგის როლი კიბოს დაავადების მქონე პაციენტების მკურნალობაში

​საქართველოს პირველი არხის გადაცემა „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“​

კლინიკა „კონსილიუმ მედულას“ ონკოფსიქოლოგი და ფსიქიატრი თამარ კახნიაშვილი კიბოს მსოფლიო დღესთან დაკავშირებით საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „პირადი ექიმი“ საუბრობს ონკოფსიქოლოგის როლზე კიბოს დაავადების მქონე პაციენტების მკურნალობაში.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

ბლოგი, რომელიც თქვენი ჯანმრთელობისთვის დაიწერა

დღევანდელ სამყაროში, როდესაც უფრო და უფრო მეტ დროს ვატარებთ შინ თუ სამსახურში, მნიშვნელოვნად იზრდება ჩვენი საცხოვრებელი თუ სამუშაო სივრცის როლი. მიუხედავად ამისა, ესთეტიკურობასა და ფუნქციურობაზე ფიქრში, ხშირად ვივიწყებთ ერგონომიკის როლს ინტერიერის დიზაინში.

და მაინც, რა არის ერგონომიკა?

ესაა სამეცნიერო დისციპლინა, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანისთვის უსაფრთხო, კომფორტული და პროდუქტიული გარემო-პირობების შექმნას მისი ანატომიისა და ფიზიოლოგიური პროცესების გათვალისწინებით.

წაიკითხეთ სრულად

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

შესაძლოა, თერაპიისთვის “მაგიური სოკოების” მიღება დაუშვან…

კალიფორნიელმა კანონმდებლებმა 6 თებერვალს წარადგინეს ორპარტიული კანონპროექტი, რომლის დამტკიცების შემთხვევაშიც, 21 წლისა და უფროსი ასაკის ადამიანებს პროფესიონალური მეთვალყურეობის ქვეშ, თერაპიისთვის ფსიქოდელიური სოკოების მიღება შეეძლებათ. კანონპროექტი შტატში მენტალური ჯანმრთელობისა და ნარკოტიკების მოხმარების კრიზისთან გამკლავებას ისახავს მიზნად.

გასულ წელს კალიფორნიის დემოკრატმა გუბერნატორმა, გევინ ნიუსომმა მცენარეული ჰალუცინოგენების ფლობისა და პირადი მოხმარების დეკრიმინალიზაციის შესახებ კანონპროექტს, რომელიც ასევე დემოკრატი კანონმდებლის, სკოტ ვინერის ინიცირებული იყო, ვეტო დაადო. ვეტოსთან დაკავშირებულ შეტყობინებაში ნიუსონმა, რომელიც 2016 წელს კანაფის ლეგალიზაციას ემხრობოდა, კანონმდებლებს მოუწოდა, თერაპიასთან დაკავშირებულ რეგულაციებზე მეტი ემუშავათ.

ახალი კანონპროექტი სკოტ ვინერმა რესპუბლიკელ მარი უოლდრონთან ერთად წარადგინა და ის ლიცენზირებული თერაპევტის მეთვალყურეობის ქვეშ ფსიქოაქტიური ნივთიერება ფსილოსიბინის შემცველი ფსიქოდელიური სოკოს (ე.წ. მაგიური სოკოს) მიღების დაშვებას ითვალისწინებს. კანონპროექტი ასევე მოიცავს დიმეთილტრიპტამინთან (DMT), MDMA-სა და მესკალინთან დაკავშირებულ რეგულაციებს.

მისი თქმით, კალიფორნიაში უკვე მოქმედებს მიწისქვეშა თერაპევტების “მასიური ქსელი”, სადაც პაციენტებს ფსიქოდელიური სოკოებით მკურნალობენ. კანონპროექტი, ახალი სახელმწიფო სალიცენზიო საბჭოს მეშვეობით, მათ “მიწის ზემოთ ამოიყვანს”.

კანონპროექტი არ იძლევა “მაგიური სოკოების” პირადი ფლობისა და გამოყენების უფლებას, შესაბამისად, მათი კანონიერად ყიდვა ნებისმიერ ადამიანს არ შეეძლება. ამასთან, ფედერალური კანონის მიხედვით, ნარკოტიკები კვლავ უკანონოდ იქნება მიჩნეული.

ზოგიერთი მკვლევარი თვლის, რომ ფსილოსიბინი დეპრესიის, შფოთვის და პოსტტრავმული სტრესული აშლილობის (PTSD) მკურნალობას უწყობს ხელს. აშშ-ს სურსათისა და წამლების ადმინისტრაციამ (FDA) 2018 წელს ფსილოსიბინი “თერაპიაში მნიშვნელოვან გარღვევად” გამოაცხადა.

კოლორადოსა და ორეგონის შტატებმა ფსიქოდელიური სოკოების დეკრიმინალიზაციას მხარი უკვე დაუჭირეს და მისი თერაპიული გამოყენებისთვის შესაბამისი რეგულაციებიც შეიმუშავეს. უშუალოდ კალიფორნიაში – სან-ფრანცისკოში, ოკლენდსა და სანტა კრუზში – ფსიქოდელიური სოკოების ფლობა ფაქტობრივად დეკრიმინალიზებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ მცენარეული ჰალუცინოგენების შეზღუდული რაოდენობით ფლობისთვის პირის დაპატიმრება ან სისხლისსამართლებრივი დევნა არ შეიძლება.

გასულ წელს ფსილოსიბინი თერაპიული მკურნალობისთვის ავსტრალიის მედიკამენტების მარეგულირებელმაც დაამტკიცა.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

WHO – სიმსივნით დაავადებულთა რაოდენობამ, შესაძლოა, 35 მილიონს გადააჭარბოს

ონკოპაციენტები - მედიკამენტები

სოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) ონკოლოგიური კვლევების საერთაშორისო სააგენტოს (IARC) პროგნოზით, სიმსივნით დაავადებულთა რაოდენობამ შესაძლოა, 2050 წლისთვის 35 მილიონსგადააჭარბოს.

ეს რიცხვი 2022 წლის მაჩვენებელს, დაახლოებით 20 მილიონს, 77%-ით აღემატება. მიზეზად სპეციალისტები თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარებას, ჰაერის დაბინძურებასა და სიმსუქნეს ასახელებენ.

ონკოლოგიური პაციენტების რიცხვის უდიდესი ზრდა ყველაზე განვითარებულ ქვეყნებში დაფიქსირდება. მსგავს სახელმწიფოებში, 2022 წელთან შედარებით, 2050 წლისთვის 4.8 მილიონი ახალი შემთხვევაა მოსალოდნელი.

მიუხედავად ამისა, ყველაზე დიდი პროცენტული სხვაობა, სავარაუდოდ, ადამიანის განვითარების ინდექსის მხრივ ბოლო ადგილებზე მყოფ ქვეყნებში გამოვლინდება. კერძოდ, იქ დაავადებულთა რაოდენობის 142%-მდე მატებაა მოსალოდნელი, საშუალო ინდექსის მქონე სახელმწიფოებში კი – 99%-მდე.

წყარო:

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

კვლევა – 15 ფაქტორი, რომელიც ადრეული დემენციის რისკთან არის დაკავშირებული

დემენცია  – დაავადება, რომელიც ხასიათდება მეხსიერების და გონებრივი შესაძლებლობების ნაწილობრივი დაკარგვით

მიუხედავად იმისა, რომ დემენცია უფრო გავრცელებული ხანდაზმულებშია, ყოველწლიურად ასობით ათას ადამიანს უსვამენ ადრეული დემენციის (YOD) დიაგნოზს. ამის მიზეზს გარკვეულ ნათელს ჰფენს ახალი, საკმაოდ ვრცელი კვლევა.

ამ სფეროში ჩატარებული კვლევების უმეტესობა თაობებს შორის გადაცემულ გენეტიკას სწავლობს, მაგრამ ამ ამჯერად, მკვლევართა ჯგუფმა ასევე გამოავლინა ცხოვრების სტილისა და ჯანმრთელობის 15 სხვადასხვა ფაქტორი, რომელიც ადრეული დემენციის რისკთან არის დაკავშირებული.

„ეს გახლავთ ყველაზე დიდი და მტკიცე კვლევა ამ მიმართულებით ჩატარებულთა შორის. საინტერესოა, რომ პირველი კვლევაა, რომელიც ცხადყოფს, რომ გარკვეული ქმედებებით შეგვიძლია შევამციროთ ამ დაავადების რისკი, თუკი მიზანში ამოვიღებთ სხვადასხვა ფაქტორს“, — ამბობს ბრიტანეთის ექსეტერის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგი დევიდ ლეველინი.

მკვლევართა ჯგუფმა 65 წელს ქვემოთ მყოფი 356 052 ბრიტანელის მონაცემები შეისწავლა. დაბალი სოციოეკონომიკური სტატუსი, სოციალური იზოლაცია, სმენის დაქვეითება, ინსულტი, დიაბეტი, გულის დაავადებები და დეპრესია — ეს ყველაფერი ადრეული დემენციის მაღალ რისკთან აღმოჩნდა დაკავშირებული.

მაღალ რისკს ასევე განაპირობებდა D ვიტამინის დეფიციტი და C-რეაქტიული ცილის (წარმოქმნის ღვიძლი ანთების საპასუხოდ) მაღალი დონე და ApoE4 ε4 გენის ორი ვარიანტის ქონა (გენეტიკური სცენარი, რომელიც უკვე დაკავშირებულია ალცჰაიმერის დაავადებასთანაც).

ადრეულ დემენციასა და ალკოჰოლს შორის კავშირს მკვლევრები აღწერენ, როგორც „კომპლექსურს“. მაშინ, როცა ალკოჰოლის ბოროტად მოხმარებამ რისკი შეიძლება გაზარდოს, საშუალოდან მძიმე დონემდე სმა შეიძლება მცირე რისკთან შეიძლება იყოს დაკავშირებული — სავარაუდოდ იმიტომ, რომ ამ ჯგუფში მყოფი ადამიანები, როგორც წესი, ზოგადად უფრო ჯანმრთელები არიან (გასათვალისწინებელია, რომ ისინი, ვინც ალკოჰოლისგან თავს იკავებენ, ამას ხშირად სამედიცინო მიზეზებით აკეთებენ).

ადრეული დემენციის დაბალ რისკთან ასევე დაკავშირებული აღმოჩნდა ფორმალური განათლების მაღალი დონე და ნაკლები ფიზიკური სისუსტე. ეს ყველაფერი ადრეული დემენციის შესახებ არსებული ცოდნის დეფიციტის შევსებაში გვეხმარება.

„იმ ადამიანებისგან, ვისაც დემენცია ხანდაზმულ ასაკში განუვითარდათ, უკვე ვიცით, რომ არსებობს მთელი რიგი რისკფაქტორები, რომელთა შეცვლაც შეიძლება. ფიზიკური ფაქტორების გარდა, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ფიზიკური ფაქტორებიც, მათ შორის ქრონიკული სტრესის, მარტოსულობისა და დეპრესიის თავიდან აცილება“, — ამბობს ნიდერლანდების მაასტრიხტის უნივერსიტეტის ნეიროეპიდემიოლოგი სებასტიან კოჰლერი.

მართალია, ამ კვლევის შედეგები არ ამტკიცებს, რომ დემენცია ამ ფაქტორებით არის გამოწვეული, ნამდვილად გვეხმარება უფრო სრულყოფილი სურათის დახატვაში. როგორც ყველა სხვა ამ სახის კვლევაში, მიზეზის შესახებ უფრო მეტის ცოდნა უკეთესი სამკურნალო საშუალებებისა და პრევენციული ზომების შექმნაში გვეხმარება.

მრავალი ეს ფაქტორი შეცვლას ექვემდებარება, რაც უფრო მეტ იმედს აძლევს მათ, ვინც დემენციის დამარცხებაზე და არა უბრალოდ მის მართვაზე მუშაობს. საბოლოო ჯამში, შეიძლება ისე აღმოჩნდეს, რომ დემენციის რისკი შევამციროთ უფრო ჯანსაღი ცხოვრების წესით.

„ადრეულ დემენციას ძალიან სერიოზული გავლენა აქვს, რადგან ადამიანებს, რომლებსაც ის ემართებათ, აქვთ სამსახური, დატვირთული ცხოვრება და ჰყავთ ბავშვები“, — ამბობს მაასტრიხტის უნივერსიტეტის ნეირომეცნიერი სტევი ჰენდრიკსი.

მისი განცხადებით, მიზეზად ხშირად გენეტიკას მიიჩნევენ, მაგრამ მრავალი ადამიანის შემთხვევაში, ზუსტი მიზეზი უცნობია. სწორედ ამიტომ სურდათ მათ, ამ კვლევაში შეესწავლათ სხვა რისკფაქტორებიც.

კვლევა JAMA Neurology-ში გამოქვეყნდა.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

როგორ ამოვიცნოთ პირის ღრუს კიბო

პირის ღრუს კიბო არის სიმსივნე, რომელიც რბილ ქსოვილებში ვითარდება – ენაზე, ლოყის შიდა ზედაპირზე, სასაზე, ტუჩებზე ან ღრძილებზე. სიმსივნე შეიძლება, ისეთ უბანში იყოს ლოკალიზებული, სადაც მისი აღმოჩენა ვერ მოხერხდეს.

სიმპტომები შეიძლება, მრავალფეროვანი იყოს, შეუხორცებელი წყლულების ჩათვლით. თუმცა ყველაზე მეტად ყურადღება უნდა მივაქციოთ ხანგრძლივად არსებულ კვანძებს პირის ღრუსა და კისრის მიდამოში, კბილების მორყევას.

ასევე, საყურადღებოა დაბუჟებული ან მგრძნობელობა დაკარგული უბნის გაჩენა ტუჩზე ან ენაზე, მეტყველებაში ცვლილებები. ასეთი ნიშნების აღმოჩენისას აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.

წაიკითხეთ სრულად

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

 

„აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამის“ ბიუჯეტი და მოსარგებლეთა რაოდენობა იზრდება

თბილისის მერიის „აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამის“ ფარგლებში, მარტიდან მომსახურებას დამატებით 250 ბავშვი და მოზარდი მიიღებს“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ცვლილების განხორციელების შედეგად, ბენეფიციარებს მომლოდინეთა რიგის დაკავება აღარ მოუწევთ.

„ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის პროგრამის ფარგლებში, დღეისთვის, მომსახურებას 18 წლამდე ასაკის 1 850 ბავშვი და მოზარდი იღებს, მარტიდან კი მათი რიცხვი 2 100 გახდება. პარალელურად, პროგრამის ბიუჯეტი, დაახლოებით, 1 350 000 ლარით გაიზრდება. თბილისის მერიის ვაუჩერის ღირებულება ერთი ბენეფიციარისთვის წელიწადში 5 400 ლარია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, აღნიშნულ პროგრამას, სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებაც ემატება და პროგრამას, ჯამში, 10 ცენტრი მოემსახურება.

„პროგრამის ფარგლებში, აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვებსა და მოზარდებს, ინდივიდუალური გეგმით განსაზღვრული, მინიმუმ ერთსაათიანი თერაპიული სეანსები უფინანსდებათ. ინდივიდუალური განვითარების გეგმა პროგრამის მოსარგებლეზე მორგებულ სეანსებსა და მათ რაოდენობას განსაზღვრავს, რაც პროგრამის მოსარგებლის მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან შეთანხმებით ხორციელდება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

სოკოს საწინააღმდეგო კრემების ჭარბი მოხმარება პრეპარატებისადმი რეზისტენტული კანის სოკოვანი ინფექციების ზრდას იწვევს

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მოხსენების მიხედვით, სოკოს საწინააღმდეგო კრემები და სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატთა კომბინაცია კორტიკოსტეროიდებთან, სავარაუდოდ განაპირობებს კანის, სკალპისა და ფრჩხილის მწვავე სოკოვან ინფექციათა ზრდა-გავრცელებას.

2023 წელს, დერმატოლოგებმა აშშ-ში პირველად დააფიქსირეს ძლიერ გადამდები, პრეპარატებისადმი რეზისტენტული კანის სოკოვანი ინფექციები, რომლებიც არ რეაგირებდნენ ჩვენს ხელთ არსებულ სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებზე.

პრეპარატებისადმი რეზისტენტული ეს სოკოვანი ინფექციები პირველად სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში გამოჩნდა, შემდეგ ჩინეთში და მის ფარგლებს მიღმა გავრცელდა, ამჟამად კი უკვე აშშ-ის 11 შტატშია დაფიქსირებული.

წაიკითხეთ სრულად

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights