





#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi






#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
The Lancet-ში გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ კოვიდ-19 პაციენტებში ახალი დემენციის განვითარების ალბათობა 58%-ით იზრდება. კვლევამ რეტროაქტიულად შეაფასა 11 პუბლიკაცია, რომელიც მოიცავს 939,824 პოსტ-COVID-19 შემთხვევას და 6,765,117 საკონტროლო შემთხვევას.
ყველაზე მაღალი ზრდა ხდება ინფიცირებიდან 12 თვის შემდეგ (84%-იანი ზრდა). ქალებს ჰქონდათ NOD-ის განვითარების მნიშვნელოვნად მაღალი რისკი COVID-დადებით ჯგუფში (65% ზრდა). და ბოლოს, მძიმე Covid-19-ის მქონე პირები ბევრად უფრო მიდრეკილნი იყვნენ ახალდაწყებული დემენციის განვითარებისკენ (17,6-ჯერ გაიზარდა), ვიდრე არამძიმე ინფექციების მქონე პირები.
ავტორები ხაზს უსვამენ, რომ რისკები, ანალოგიურია სხვა რესპირატოროლი ინფექციების შემთვევაში არსებული რისკებისა.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
შაქარი ნახშირწყლების ერთ-ერთი სახეობაა. სხვა ნახშირწყლების მსგავსად, შაქარიც ითვლება სხეულის ენერგიის წყაროდ. არსებობს შაქრის მიღების ორი მეთოდი: პირველი ბუნებრივი და მეორე დანამატის სახით.
ბუნებრივი წარმოშობის შაქარი გვხვდება, მაგალითად, რძეში ლაქტოზის, ხილსა და თაფლში ფრუქტოზის, ბოსტნეულში გლუკოზის (ნაწილობრივ ხილშიც) ხოლო ქერსა და ხორბალში მალტოზის სახით.
შაქარს დანამატის სახით ძირითადად იყენებენ საკვების ან სასმელის მოსამზადებლად, ასევე საკვები პროდუქტის არომატის გასაუმჯობესებლად და მისი ვარგისიანობის გასახანგრძლივებლად.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
გადაცემა „იმუნიტეტი“
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
სისხლის შედედება – ორგანიზმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციაა. როდესაც ხელი გვეჭრება, სისხლის კოაგულაცია (შედედება) ხდება, წარმოქმნილი თრომბი ჭრილობას პირს უკრავს და სისხლის დაკარგვისგან გვიცავს. თუმცა, სისხლძარღვებში არსებული თრომბი, ადამიანს შესაძლოა ჯანმრთელობის ან სიცოცხლის ფასადაც დაუჯდეს… ამიტომ, აუცილებელია თრომბოზის პირველი სიმპტომების ამოცნობა და საჭირო ზომების მიღება.
რა იწვევს თრომბს, როგორი სიმპტომები ახასიათებს მას და როგორ ავიცილოთ თავიდან ის – ამაზე საქართველოს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციისა და რეაბილიტაციის ასოციაციის პრეზიდენტი, კარდიოლოგი ზურაბ კლიმიაშვილი გვესაუბრება:
– თრომბს ორგანიზმში დამცველობითი ფუნქცია აქვს. ფიზიოლოგიურად ეს მისი ძირითადი ფუნქციაა, მაგრამ როცა არაფიზიოლოგიურად, არამიზნობრივად ყალიბდება, პათოლოგიის დროს, რომელიმე სისხლძარღვში ხვდება, სისხლძარღვს ახშობს და შესაბამისი ზონის იშემიას, სისხლნაკლებობას და ჟანგბადის ნაკლებობას იწვევს. თუ იშემია დიდხანს გაგრძელდა, იმ უბნის ნეკროზიც გარდაუვალია. ძირითადად კი ყველაფერი იმაზეა დამოკიდებულია, რომელი ორგანოს სისხლძარღვში ხდება თრომბი.
– თუ გულზეა საუბარი და ამ ყველაფერს კარდიოლოგიურად განვიხილავთ, ანუ ინფარქტის ერთ-ერთი მიზეზი კონკრეტულ სისხლძარღვში თრომბის მიერ სისხლძარღვის სრული ან ნაწილობრივი დახშობა ხდება და სიხლძარღვი, რომელიც გულს სისხლით, საკვები ნივთიერებებით, ჟანგბადით ამარაგებს, ვეღარ მიაწვდის შესაბამის საკვებს, რაც ამ უბნის იშემიას გამოიწვევს. ხოლო შემდეგ, თუ გარკვეულ დროში იშემია არ მოიხსნა, დგება სიკვდილი.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi