სასწრაფოს ექიმებმა შუახნის ქალბატონს გაჩერებული გული აუმუშავეს
როგორ დავჯდეთ სწორად სამუშაო მაგიდასთან – ერგონომიული რჩევა თქვენი ხერხემლის ჯანმრთელობისთვის
სახლიდან მუშაობისას შეზღუდვებს არავინ გვიწესებს. ხშირად ვართ მოკალათებული სავარძელში ან კომფორტულად ვწევართ დივანზე. თუმცა უმეტესად გვავიწყდება, რომ ჩვენი ჯანმრთელობისთვის გარკვეული პოზები შეიძლება კომფორტული, თუმცა საზიანოა. მაგალითად, ჯდომისას ბეჭებში მოხრა, რაც გრძელვადიან პერსეპქტივაში იწვევს ხერხემლის გამრუდებას.
იმისათვის, რომ აირიდოთ სხვადასხვა სახის ტკივილები, მოგცემთ სასარგებლო ერგონომიულ რჩევს, რომელიც სამუშაო მაგიდასთან ჯდომისას გამოგადგებათ:
- არ გქონდეთ ფეხები დაკიდულ მდგომარეობაში
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
სმენა ზიანდება – „არ შეიძლება დინამიკების ამხელა ხმის ქვეშ…“
რა გავლენა აქვს ბავშვების სმენაზე რესტორნებსა და დაბადების დღის ცენტრებში მაღალ ხმაზე ჩართულ მუსიკას
საუბრობს ოტორინოლარინგოლოგი არჩილ წულაძე გადაცემაში „პირადი ექიმი“
„ბავშვებს ისეთ ხმაურიან გარემოში ვამყოფებთ, თუ დავფიქრდებით, რამდენად მავნებელი შეიძლება იყოს ეს მათი სმენისთვის, ალბათ, თავადაც რეაქცია გვექნება. მაგალითად, დაბადების დღის ცენტრებში, რესტორნებში, მშობელმაც ყურადღება მიაქციოს და ამ დაწესებულებების მფლობელებმაც.
დადგება დრო, ჩვენთან დეციბელების კონტროლი აუცილებლად დაინერგება. არ შეიძლება დინამიკების ამხელა ხმის ქვეშ ამდენი ბავშვი შეკრიბო და დაბადების დღე გადაუხადო. ამ დროს სმენა ზიანდება“.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
როგორ მოვუაროთ ცხიმიან კანს და აკნეს ზამთარში – ინტერვიუ ექიმ-კოსმეტოლოგთან
შემოდგომაზე ჩვენი კანი ნელ-ნელა კარგავს ბზინვარებას. ზამთრის სუსხი კი ახალი გამოწვევების წინაშე გვაყენებს. კანის სიჯანსაღის შესანარჩუნებლად ცივ პერიოდში სრულიად უნდა შეიცვალოს თავის მოვლის რუტინა, მით უფრო მაშინ, თუ ცხიმიანი კანი გვაქვს და აკნე გვაწუხებს.
კონკრეტულად როგორ უნდა მოვუაროთ ზამთარში კანს, რა შეცდომები არ უნდა დავუშვათ და რა პროდუქტები უნდა გამოვიყენოთ ? – ამ საკითხებზე „ბათუმელები” ექიმ-კოსმეტოლოგ, ბაია კონდრატიევას ესაუბრა.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
7 რჩევა, როგორ მივიღოთ ნაკლები მარილი
მარილის მოხმარების შემცირება ხელს უწყობს ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის გაუმჯობესებას.ნატრიუმის ქლორიდის, ან უბრალოდ მარილის მოხმარების ფიზიოლოგიური ნორმა ზრდასრული ადამიანისთვის დღეში არის 5 გ – ეს არის დაახლოებით 1 ჩაის კოვზი. ამდენი მარილი სჭირდება ორგანიზმს წყლისა და მინერალური ბალანსის შესანარჩუნებლად, ნერვული იმპულსების გასატარებლად და კუნთების მუშაობისთვის.
იოდის დეფიციტით გამოწვეული დაავადებების თავიდან ასაცილებლად, ყოველდღიურ მენიუში აუცილებელია იოდიზებული მარილი და იოდის შემცველი საკვების შეტანა. თითოეულმა ადამიანმა უნდა მიიღოს მინიმუმ 150 მიკროგრამი იოდი დღეში – იოდის ეს მოთხოვნილება მარტივად შეიძლება დაიფაროს თქვენს დიეტაში ჩვეულებრივი მარილის იოდირებული მარილით ჩანაცვლებით.
რა მარტივი ნაბიჯების გადადგმა შეიძლება მარილის ბოროტად გამოყენების შესაჩერებლად:
საფეხურები:
მოაყარეთ მარილი კერძს არა ხარშვისას, არამედ ჭამის წინ. ამ შემთხვევაში გემოვნების რეცეპტორები მაშინვე მიიღებენ მარილიანობის სიგნალს. თუ მოხარშვის დროს საჭმელს აზავებთ, მარილის გემო ნაკლებად მკვეთრად გამოიხატება და ორგანიზმი მას მაშინვე ვერ „იცნობს“. აქედან გამომდინარე, მარილის მოყვარულთა შორის მოხარშულ საკვებში ჭარბი მარილის დამატების ტენდენციაა.
მოაცილეთ სამარილე სასადილო მაგიდიდან. ხშირად ჩვენ ჩვევის გამო ვაყრით მარილს საკვებს დაუფიქრებლად (და არც კი ვსინჯავთ). თუ მარილი ხელთ არ არის, შეიძლება არ გაგახსენდეთ.
მოერიდეთ მარილიან სნექებს და ფასტფუდებს. თხილი, ჩიფსები, მშრალი სუპები, კარტოფილის პიურე კატეგორიიდან „უბრალოდ დაამატეთ წყალი“ ჩვეულებრივ უზრუნველყოფილია სანელებლებისა და სხვა საკვები დანამატების ნარევით, რომლებიც შეიცავს უამრავ მარილს. თუ ასეთ საკვებზე უარს იტყვით, დიეტა გაცილებით ჯანსაღი გახდება.
დაკონსერვებული ბოსტნეულის გამოყენებისას ჯერ მარილწყალიდან გაავლეთ უბრალო წყალში. და თუ ახალი ბოსტნეული ხელმისაწვდომია, უმჯობესია მათ მიანიჭოთ უპირატესობა.
მოძებნეთ დაბალი ნატრიუმის მარილი. ახლა მაღაზიებში არის მარილიანი პაკეტები, სადაც ნატრიუმის ქლორიდის ნაწილი იცვლება კალიუმის და მაგნიუმის ნაერთებით. ასეთი პროდუქტი ბევრად უფრო სასარგებლოა. ასევე, არაერთმა კვლევამ აჩვენა, რომ უხეში ზღვის მარილი უფრო ჯანსაღია, ვიდრე ჩვეულებრივი სუფრის მარილი. მასში ნატრიუმის შემცველობის პროცენტი უფრო დაბალია, ხოლო ქიმიური შემადგენლობა უფრო მდიდარია, იმის გამო, რომ დიდ კრისტალებში მეტი ნარჩენი ტენიანობაა.
შეცვალეთ მარილის ნაწილი თქვენს დიეტაში სურნელოვანი მწვანილებით. ყველასთვის ნაცნობი კამა, ოხრახუში, ნიახური და მწვანე ხახვი, ისევე როგორც უფრო ეგზოტიკური რეჰანი, ქონდარი, როზმარინი, მაიორანი, ჯანჯაფილი კერძების გემოს უფრო მძაფრს და საინტერესოს გახდის. გარდა ამისა, მწვანილი არის ანტიოქსიდანტების წყარო, რომელიც კარგად მოემსახურება იმუნურ სისტემას.
გაამრავალფეროვნეთ თქვენი დიეტა კალიუმით მდიდარი საკვებით (ბანანი, კარტოფილი, ისპანახი). კალიუმი ხელს უწყობს ორგანიზმიდან ზედმეტი მარილის სწრაფად მოცილებას.
წყარო: rogor.ge
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
2024 წლის პროგრამების ფარგლებში, აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 100-მდე სამედიცინო მომსახურება ფინანსდება
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში 2024 წლის პროგრამები ამოქმედდა.
სამინისტროს ცნობით, 2024 წლის პროგრამების ფარგლებში 100-მდე სამედიცინო მომსახურება ფინანსდება. კერძოდ, ბავშვთა და მოზრდილთა რეაბილიტაცია; კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები; ბავშვთა და მოზრდილთა სტომატოლოგია; მხედველობის ორგანოს სკრინინგი; რეპროდუქციული ჯანმრთელობის ხელშეწყობა; აფხაზეთიდან დევნილთა მრავალპროფილური სკრინინგი; ონკოპაციენტთა სამედიცინო მომსახურება; ბავშვთა აბილიტაცია; მაღალტექნოლოგიური კვლევები; დიაგნოსტიკისა და სტაციონარული მომსახურების თანადაფინანსების ხელშეწყობა; ტრანსპლანტაციასთან დაკავშირებული სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება; საზღვარგარეთ მკურნალობის თანადაფინანსება.
აღნიშნული პროგრამებით სარგებლობა შეუძლია აფხაზეთიდან დევნილ და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებს.
ადამიანს შავი ჭირი დაუდასტურდა…
შავი ჭირი შეიძლება წარსულთან ასოცირდება, მაგრამ ამ დაავადების გამომწვევი ბაქტერია კიდევ არსებობს და მსოფლიოში ყოველწლიურად ათასობით ადამიანს აინფიცირებს; აშშ-ში მისი შემთხვევები შედარებით იშვიათია.
ორეგონის შტატში შავი ჭირის შემთხვევა ბოლო რვა წლის განმავლობაში პირველად დაფიქსირდა; ოფიციალურ უწყებათა განცხადებით, დაავადება ადამიანზე სავარაუდოდ შინაური კატისგან გადავიდა, რომელსაც ასევე ჰქონდა სიმპტომები.
ორეგონის ჯანდაცვის ოფიცრის, რიჩარდ ფაუსეტის განცხადებით, პაციენტი, რომელსაც შავი ჭირი კატისგან გადაედო, ძალიან ცუდად გახდა.
როგორც წესი, ამ სახის ინფექციები გრიპის მსგავსი სიმპტომებით იწყება, აღენიშნებათ დაღლილობა, ცხელება, შემცივნება და თავის ტკივილი.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
წითელას შემთხვევების რაოდენობა ევროპაშიც მზარდია
ევროპაში წითელას შემთხვევების რაოდენობა კვლავ მზარდია. როგორ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უნივერსალური ჯანმრთელობისა და პანდემიებისთვის მზადყოფნის მიმოხილვის მრჩეველთა ჯგუფის წევრმა, ზაზა წერეთელმა „საქმიანი დილის“ ეთერში საუბრისას განაცხადა, შემთხვევების ყველაზე დიდი რაოდენობა დიდ ბრიტანეთშია, რის გამოც ქვეყანამ 6-დან 11 წლამდე ასაკის ყველა აუცრელი ბავშვის იმუნიზაციის გადაწყვეტილება მიიღო.
წერეთელი ამბობს, რომ გავრცელების მიზეზი კოვიდ პანდემიის დროს იმუნიზაციის შემცირებული მაჩვენებელი გახდა.
„ევროკავშირში და მთელს მსოფლიოში იმატა შემთხვევების რაოდენობამ, თუმცა ეს მოსალოდნელი იყო. ამის მიზეზი სამია. პირველი ის, რომ კოვიდ პანდემიის დროს მოსახლეობაში იმუნიზაციის მოცვა შემცირდა. მეორე, კოვიდის დროს ვაქცინაციაზე იმდენი ჭორები იყო, რომ ზოგადად დაინახეს ვაქცინაციის შემცირების ტენდენცია ბავშვებში და მესამე, ეს გახლავთ მისი გავრცელების მაჩვენებელი.
იმისთვის რომ წითელა მეტ-ნაკლებად იყოს კონტროლირებადი მოცვა უნდა იყოს 95%-იანი. როგორც კი, თუნდაც 1-2%-ით დაიკლებს მაჩვენებელი მაშინვე იწყება შემთხვევების მკვეთრი ზრდა. სწორედ ამასთან გვაქვს ახლა საქმე მთელს ევროპაში და ალბათ ასევეა საქართველოშიც.
გაერთიანებულმა სამეფომ, სადაც ყველაზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, გადაწყვიტა 6-დან 11 წლამდე ყველა აუცრელი ბავშვის მასიური იმუნიზაცია, რომ როგორმე შეაჩეროს მასობრივი გავრცელება. წითელა დიდხანს რჩება ჰაერში. კოვიდზე თუ ერთი ადამიანიდან ოთხს შეიძლებოდა გადასდებოდა, აქ ერიდან შეიძლება 18-ს დაემართოს.
მაჩვენებლები მზარდია 2024-შიც, ამიტომ ყველა ქვეყანა ცდილობს გაზარდოს იმუნიზაცია. რეკომენდაციაა ის, რომ ერთხელ და სამუდამოდ ვთქვათ, რომ იმუნიზაცია აუცილებელია.“ – განაცხადა წერეთელმა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ევროპაში წითელას შემთხვევები 2023 წლის ათ თვეში 30-ჯერ აღემატებოდა 2022 წლის ანალოგიური პერიოდის სტატისტიკას.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
რას გულისხმობს რობოტული ულტრაბგერითი მკურნალობა და რით განსხვავდება ტრადიციული ქირურგიული მკურნალობისგან?
გადაცემა „იმუნიტეტი“










