#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
როგორ ავიმაღლოთ იმუნიტეტი და რამდენად რეკომენდებულია ამ პროცესში მედიკამენტების ჩართვა
კუჭის კიბო – სიმპტომები, გამომწვევები და რისკ-ფაქტორები, დიაგნოზი, პროგნოზი და მკურნალობა
კუჭის კიბო
როგორც ჩანს, კუჭის კიბოს უხშირესი მიზეზია Hელიცობაცტერ პყლორი-ით გამოწვეული ინფექცია.
ზოგიერთი დამახასიათებელი სიმპტომია გაურკვეველი დისკომფორტი მუცელში, წონაში კლება და სისუსტე.
საუკეთესო სადიაგნოზო პროცედურაა ენდოსკოპია.
სიცოცხლის ხანგრძლივობა მოკლეა, რადგან კიბოს სხვა ადგილებში ადრეული გავრცელება ახასიათებს.
ქირურგია ნაჩვენებია კიბოს ელიმინაციისა და სიმპტომების მოხსნისთვის.
კუჭის კიბოს დაახლოებით 95%-ს ადენოკარცინომა შეადგენს. კუჭის ადენოკარცინომა კუჭის ამომფენი შრის ჯირკვლოვანი უჯრედებისგან წარმოიქმნება.
ამერიკის შეერთებულ შტატებში წლიურად კუჭის ადენოკარცინომის 21000 შემთხვევა გვხვდება და კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობით ის მეშვიდე ადგილზეა. ის უფრო ხშირად გვხვდება გარკვეულ პოპულაციებში, კერძოდ, 50 წლისა და მეტი ასაკის პირებში, ღარიბებში, შავკანიანებში, ლათინოამერიკელებში, ამერიკელ ინდიელებში და ჩრდილოეთის კლიმატურ პირობებში მცხოვრებ პირებში. კუჭის ადენოკარცინომა, უცნობი მიზეზების გამო, ნაკლებად ხშირია შეერთებულ შტატებში. ის უფრო ხშირია იაპონიაში, ჩინეთში, ჩილესა და ისლანდიაში. ამ პოპულაციებში სკრინინგულ პროგრამებს დიდი მნიშვნელობა აქვს კიბოს ადრეული გამოვლენისთვის.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
წონაში კლება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჯანმრთელობისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისათვის
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
რას ცვლის საუზმე ორგანიზმისთვის და როგორი უნდა იყოს დღის პირველი კვება – ექიმის რჩევები
საუზმის მნიშვნელობის შესახებ შერეული წარმოდგენები არსებობს, ზოგი მიიჩნევს, რომ საუზმე დღის ყველაზე მნიშვნელოვანი საკვებია. სხვები ამბობენ, რომ დილას ერთი ლუკმის გადაყლაპვაც უჭირთ. კლინიკა „მედცენტრის“ გასტროენტეროლოგი, ლუიზა კალანდაძე საუბრობს საუზმის მნიშვნელობაზე, საზიანო და სასარგებლო საუზმესა და მასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე.
- ქალბატონო ლუიზა, რა მნიშვნელობა აქვს საუზმეს ორგანიზმისთვის?
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
კვლევა – კიბოს საწინააღმდეგო წამალმა დამაიმედებელი შედეგები აჩვენა
მეცნიერებმა ადამიანებზე კიბოს საწინააღმდეგო წამალი გამოცადეს.
ახალმა წამალმა – Divarasib, კვლევებში იმედის მომცემი შედეგები აჩვენა. კაფსულა სწორი ნაწლავის კიბოს სამკურნალოდ შეიმუშავეს.
მკვლევრები ამბობენ, რომ შედეგები არსებულ ალტერნატივებს აშკარად აღემატება.
კვლევა ჟურნალ Nature Medicine-ში გამოქვეყნდა. ავსტრალიის პიტერ მაკკალუმის კიბოს ცენტრის მკვლევრებმა დაადგინეს, რომ Divarasib-ისა და Cetuximab-ის მეთოდების კომბინირების შემთხვევაში პაციენტების 62%-ს კარგი შედეგები ჰქონდა. პაციენტებში დაავადება ან მთლიანად აღმოიფხვრა, ან ზომაში შემცირდა.
წინა კვლევებით დადგინდა, რომ აბი 35,9%-იან დადებით შედეგს იძლევა. NewAtlas-ის ინფორმაციით ეს 20-ჯერ ეფექტიანია, ვიდრე სხვა მკურნალობები, რომლებიც ამავე კიბოს ებრძვიან.
ეს მიზანმიმართული პრეპარატია, რომელიც ეფექტიანი იქნება მსხვილი ნაწლავის კიბოთი დაავადებულთა მხოლოდ მცირე ნაწილისთვის. მკვლევრების აზრით, მუტაცია KRAS G12C გავლენას ახდენს ცილაზე, რომელიც აკონტროლებს უჯრედების გაყოფას და გვხვდება მსხვილი ნაწლავის ან სწორი ნაწლავის (კოლორექტალური) კიბოს შემთხვევების მხოლოდ ოთხ პროცენტში.
ქიმიოთერაპია და იმუნოთერაპია, მხოლოდ შეზღუდულ შედეგებს იძლევა. მათი მთავარი მინუსი ისაა, რომ ისინი არასელექტიურია, მიზნად ისახავს მთელ სხეულს და არა კონკრეტულ სიმსივნეს. ახალი მედიკამენტი უშუალოდ დაავადებას დაუმიზნებს.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
როგორ ყალიბდება ონკოლოგიური დაავადება?
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
„პროგრამის გაფართოებას კარგი შედეგი მოჰყვება, ბავშვების საჭიროებებს სრულად ითვალისწინებს“ – გაბუნია
ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამის გაფართოებას კარგი შედეგები მოჰყვება და იგი ბავშვების საჭიროებებს სრულად ითვალისწინებს.
„პროგრამის გაფართოვებს კარგი შედეგი მოჰყვება იმ თვალსაზრისით, რომ არჩევანის შესაძლებლობა, გეოგრაფიული ხელმისაქვდომობა და ასევე ბავშვების საჭიროებების სრულად გათვალისწინების მეტი პერსპექტივა იქმნება. ბუნებრივია, პროგრამაში აქამდე მონაწილე სამი ჰოსპიტალი ისევ გააგრძელებს ფუნქციონირებას. პროგრამა განიხილება როგორც გარდამავალი ეტაპი საქართველოში სამომავლოდ ასევე მაღალტექნოლოგიური სერვისის განვითარებისთვის“, – განაცხადა გაბუნიამ.
ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა გაფართოვდა და კიდევ 3 ახალი კლინიკა დაემატა. ბავშვების მკურნალობა უკვე 6 კლინიკაშია შესაძლებელი, მათ შორის ისრაელისა და ესპანეთის მაღალტექნოლოგიურ, მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრებში.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
3 ახალი კლინიკა დაემატა – ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის სახელმწიფო პროგრამა გაფართოვდა
15 თებერვალი ბავშვთა ონკოლოგიური დაავადებების საერთაშორისო დღეა. 2023 წელს, სახელმწიფომ, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების სამკურნალოდ უპრეცედენტო პროგრამა დაიწყო – ყველა ბენეფიციარს მკურნალობა როგორც საქართველოში, ისე – ესპანეთის, ისრაელისა და თურქეთის წამყვან, მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო დაწესებულებებში სრულად უფინანსდება. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ახლახან, პროგრამა გაფართოვდა, 3 ახალი კლინიკა დაემატა. ბენეფიციარებს, მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას „აჯიბადემის ჰოსპიტალი“, „ლივ ჰოსპიტალი“ და „ჰოსპიტალი მემორიალი“ უკვე აწვდიან.
„ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების მკურნალობა უკვე 6 კლინიკაშია შესაძლებელი, მათ შორის ისრაელისა და ესპანეთის მაღალტექნოლოგიურ, მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრებში. ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად მუშაობს ევროპის სხვა წამყვან სამედიცინო დაწესებულებებთანაც. ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა 2023 წლის აგვისტოში ამოქმედდა. დღემდე, პროგრამაში 50-ზე მეტი ბავშვია ჩართული. პროგრამის ფარგლებში ფინანსდება დიაგნოსტიკა და მკურნალობის კურსი – ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია, ოპერაციული ჩარევა და პროტონოთერაპია.
18 წლამდე ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პირების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა გარდამავალი ეტაპია, საქართველოში თანამედროვე სტანდარტების, მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილი ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო ცენტრის გახსნამდე, რომელიც ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა 2022 წლის დეკემბერში დააანონსა. აღნიშნულ ცენტრში ხელმისაწვდომი იქნება სამედიცინო სერვისების სრული სპექტრი ერთ სივრცეში. ამ მიმართულებით, ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურ სამუშაოებს ახორციელებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ისრაელის საერთაშორისო სტანდარტების, მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო დაწესებულებაში 5 პაციენტი მკურნალობს
ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამის ერთ-ერთ პარტნიორ კლინიკაში, „იხილოვის სამედიცინო ცენტრში“, ბენეფიციარები მოინახულეს. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ისრაელის საერთაშორისო სტანდარტების, მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო დაწესებულებაში 5 პაციენტი მკურნალობს.
სამინისტროს წარმომადგენლები, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ, შეხვდნენ მშობლებსა და მკურნალ ექიმებს. „იხილოვის სამედიცინო ცენტრში“, ქართულ დელეგაციასთან ერთად, ისრაელში საქართველოს საკონსულოსა და საელჩოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა 2023 წლის აგვისტოში ამოქმედდა. პირველ ეტაპზე, ბენეფიციარები სამედიცინო სერვისებს ესპანეთის, „ქირონ სალუდის პროტონოთერაპიის“, ისარელის „თელ-ავივ იხილოვისა“ და თურქეთის „ანადოლუს“ სამედიცინო ცენტრებში იღებდნენ. პროგრამას, 3 ახალი კლინიკა – თურქეთის „აჯიბადემის ჰოსპიტალი“, „ლივ ჰოსპიტალი“ და „ჰოსპიტალი მემორიალი“ დაემატა.
პროგრამაში ჩართული კლინიკები საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულებებია, სადაც თითოეულ პაციენტს შესაძლებლობა აქვს, მიიღოს მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისები. პროგრამა მოიცავს დიაგნოსტიკასა და მკურნალობის კურსს: ქიმიოთერაპიას, სხივურ თერაპიას, ოპერაციულ ჩარევას, ასევე – პროტონოთერაპიას. სამედიცინო მომსახურების ხარჯებს ბენეფიციარებისთვის სახელმწიფო აფინანსებს.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
„კოსმეტიკურ სფეროს მაკონტროლებელი ორგანო არ ჰყავს“ – რა რეგულაციები იგეგმება
საქართველოში კოსმეტიკურ სფეროს მაკონტროლებელი ორგანო არ ჰყავს – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“„საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ მომხმარებლის უფლებების დაცვის პროგრამის ხელმძღვანელმა, ვახტანგ კობალაძემ განუცხადა.
როგორც კობალაძე აღნიშნავს, 2019 წელს შემოწმდა 35 ნიმუში, საიდანაც 5 ნიმუშში ევროკავშირის სტანდარტით აკრძალული პარაბენები აღმოჩნდა.
„ჩვენ გვაქვს ნიმუშები გამოკვლეული კოსმეტიკის და პარფიუმერიის 2019-2021 წლებში. მასალა შევამოწმეთ ევროკავშირში მოქმედი ნორმების მიხედვით. ყველაზე მნიშვნელოვანი დარღვევა იყო 2019 წლის სექტემბერში, როდესაც შევამოწმეთ 35 ნიმუში და აქედან 5 ნიმუშში აღმოჩნდა ევროკავშირში აკრძალული პარაბენები“, – ამბობს კობალაძე.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi









