#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
თბილისს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის გეგმა ექნება – რა უნდა შეიცვალოს?
კლინიკებს, სადაც სიკვდილიანობის მაჩვენებელი მაღალი იქნება, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდებათ
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
ნახეთ – სად ამოქმედდა დიალიზის სერვისები
წალენჯიხაში, საგარეჯოში, დუშეთში, ახალქალაქში, ყვარელში, ტყიბულში, სენაკში, მარტვილში, ხულოსა და ჭიათურაში დიალიზის სერვისი ამოქმედდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ქვეყნის მასშტაბით წელს, დიალიზის 10 სერვისცენტრი გაიხსნა.
„ცვლილებების შედეგად, მომსახურებაზე კიდევ უფრო გაიზარდა გეოგრაფიული მოცვა და ხელმისაწვდომობა. შესაბამისად, ბენეფიციარები, სერვისს მათსავე ქალაქში, საცხოვრებელ სახლებთან ახლოს მიიღებენ.
სამედიცინო დაწესებულებები დიალიზისთვის საჭირო აპარატურით სრულად აღიჭურვა. ჰემოდიალიზის საჭიროების მქონე პირებს სათანადოდ გადამზადებული მედპერსონალი ყოველდღიურად მოემსახურება. დიალიზის ახალი ცენტრები, სამინისტროს ჩართულობით, კერძო სექტორთან თანამშრომლობის შედეგად მოეწყო.
აღსანიშნავია, რომ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან, მანამდე, ბენეფიციარებს, პროცედურის ჩასატარებლად კვირაში რამდენჯერმე, კილომეტრების დაშორებით, სხვადასხვა ქალაქში უწევდათ გადაადგილება, რაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან დროსა და ხარჯებთან იყო დაკავშირებული.
დღეს, ქვეყნის 49 მუნიციპალურ ერთეულში, დიალიზის ცენტრები ყოველდღიურად 2600 პაციენტს ემსახურება. პროგრამის გაფართოება ჯანდაცვის სამინისტრომ 2022 წლის აპრილში დააანონსა, რის შემდეგაც მომსახურება ამავე წელს ეტაპობრივად ამოქმედდა მესტიაში, ამბროლაურში, ლანჩხუთში, ყაზბეგსა და თიანეთში. უახლოეს მომავალში კი, სამედიცინო მომსახურება, ასევე, კასპში, ცაგერში, წნორსა და დედოფლისწყაროშიც ამოქმედდება“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის გათვალისწინებული სერვისების შესახებ ინფორმაცია
ჯანდაცვის სამინისტრო ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის გათვალისწინებული სერვისების შესახებ განცხადებას ავრცელებს. მასში ნათქვამია, რომ ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტების საჭიროებების დაკმაყოფილება და ხარისხიანი სერვისის ხელმისაწვდომობა ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, თითოეული ბენეფიციარისთვის, ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა თანაბრად ხელმისაწვდომია, რისთვისაც უწყებამ, ბოლო წლების განმავლობაში, მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა.
„2022 წლის ნოემბრიდან, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტების მკურნალობისა (ჰორმონოთერაპია, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია) და მედიკამენტების წლიური ლიმიტი, ყველა ბენეფიციარისთვის, 25 000 ლარამდე გაიზარდა, პაციენტის თანაგადახდის გარეშე.
გასული წლიდან, საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, ფინანსდება ქიმიო, ჰორმონო და სხივური თერაპიის, ასევე – ონკოქირურგიის სერვისები.
აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ, მაღალი ხარისხის ონკოლოგიური მედიკამენტების შეძენა, უშუალოდ მწარმოებლისგან დაიწყო. კომპანია „როშესთან“ და „ნოვარტისთან“ გაფორმებული ხელშეკრულების შედეგად, სახელმწიფომ, ძვირადღირებული მედიკამენტები მნიშვნელოვნად დაბალ ფასად შეიძინა, რაც პაციენტების საჭიროებების მეტად დაკმაყოფილებას, მეტი მედიკამენტით უზრუნველყოფასა და ბენეფიციართა მოცვის გაზრდას უწყობს ხელს.
მუდმივად მზარდია სახელმწიფო დაფინანსებაც – თუ ონკოლოგიის მიმართულების ბიუჯეტი 2012 წელს 17 მილიონი ლარი იყო, 2023 წელს, პროგრამების ბიუჯეტი 250 მილიონ ლარამდე გაიზარდა. უშუალოდ მწარმოებლისგან, ონკოლოგიური მედიკამენტების მნიშვნელოვნად დაბალ ფასად შეძენისა და გატარებული რეფორმების ხარჯზე, 2024 წელს, სამინისტროს, 350 მილიონ ლარზე მეტი ბიუჯეტის მედიკამენტის და სერვისის განსაზღვრის შესაძლებლობა ექნება.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გარდა, პაციენტების საჭიროებებს, ჯანდაცვის სამინისტრო, რეფერალური კომისიის ფარგლებშიც განიხილავს, სადაც პაციენტისთვის, სამედიცინო სერვისებისა და მედიკამენტების დაფინანსება ინდივიდუალურად ხდება.
მნიშვნელოვანია, რომ 2024 წლის მარტიდან, ამოქმედდება კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის პროგრამა, რაც გულისხმობს ადრეული კვლევების დაფინანსებას. პროგრამა მოიცავს მაღალტექნოლოგიურ გამოკვლევებსა და სპეციალისტის კონსულტაციას, რაც გააუმჯობესებს ონკოლოგიური დაავადებების გამოვლენას, ადრეულ ეტაპზე.
ჯანდაცვის სამინისტრო, ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებთან შეხვედრებს გეგმავს, სადაც მათთვის მნიშვნელოვან ნებისმიერ საკითხზე, დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან“, – აღნიშნულია განცხადებაში.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
გულის დაავადებების არსებობაზე მიუთითებს ტკივილი გულმკერდის არეში, ქოშინი, გულის ფრიალის შეგრძნება, ქვედა კიდურებისა და მუცლის შეშუპება
ავადმყოფობის ისტორია და ფიზიკური გასინჯვა
თავდაპირველად ექიმი აგროვებს ინფორმაციას სიმპტომების შესახებ. გულის დაავადებების არსებობაზე მიუთითებს ტკივილი გულმკერდის არეში, ქოშინი, გულის ფრიალის შეგრძნება, ქვედა კიდურებისა და მუცლის შეშუპება.
სხვა, ზოგადი ხასიათის სიმპტომები, როგორიცაა ცხელება, სისუსტე, ადვილად დაღლა, უმადობა, შეუძლოდ ყოფნა ასევე გულის პათოლოგიით შეიძლება იყოს გამოწვეული.
ტკივილი, დაბუჟება, კუნთოვანი სპაზმები დამახასიათებელია პერიფერიული არტერიების დაავადებებისთვის, რომლებიც აზიანებს ზედა კიდურის, წვივის, ტანის სისხლძარღვებს (გარდა კორონარული არტერიებისა).
ამის შემდეგ ექიმი აგროვებს ინფორმაციას გადატანილი ინფექციური დაავადებების, ქიმიურ ნივთიერებებთან შესაძლო კონტაქტის, გამოყენებული მედიკამენტების – მათ შორის აკრძალული წამლების, ალკოჰოლისა და თამბაქოს მოხმარების, საცხოვრებელი გარემოსა და სამუშაო ადგილის თავისებურებების, დასვენებისა და გართობის ჩვევების შესახებ, აგრეთვე, ოჯახის წევრების გულის, სისხლძარღვების ან სხვა რომელიმე დაავადების თაობაზე.
ფიზიკური გასინჯვისას ექიმი აფასებს პაციენტის წონას, გარეგნობის თავისებურებებს, კანის ფერს და ტენიანობას, ძილიანობას და სხვა სიმპტომებს, რომლებიც გულის დაავადების არაპირდაპირი სიმპტომებია. ყურადღება ექცევა პაციენტის განწყობას, საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის მისეულ შეფასებას.
ფიზიკური გასინჯვისას ყურადსაღებია კანის ფერი, ვინაიდან სიფერმკრთალე, კანის მოლურჯო ან მეწამული (ციანოზური) შეფერილობა მიუთითებს ანემიაზე ან არაადეკვატურ სისხლით მომარაგებაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ კანი ვერ იღებს საკმარისი რაოდენობით ჟანგბადს, რაც, თავის მხრივ, ფილტვების დაავადების, გულის უკმარისობის ან ცირკულაციის დარღვევის სხვა მიზეზების შედეგი შეიძლება იყოს.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
შესაძლოა, ალცჰაიმერი არაჯანსაღ კვებასთან იყოს დაკავშირებული
არაჯანსაღი კვება ჩვენი ჯანმრთელობისთვის საზიანოა, მაგრამ იცოდით, რომ ეს, პოტენციურად, ნევროლოგიური დარღვევების რისკსაც შეიცავს?
ახალი კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა დიდი ოდენობით ხორცისა და დამუშავებული საჭმლის მიღება ალცჰაიმერის ჩამოყალიბებასთან დააკავშირეს. ავსტრალიაში მდებარე ბონდის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა საერთო ჯამში 438 ადამიანის კვებითი ჩვევები შეისწავლეს. მათგან 108 ინდივიდს ზემოხსენებული დაავადების დიაგნოზი ჰქონდათ დასმული, სხვები კი ჯანმრთელები იყვნენ.
მკვლევრებმა ხანდაზმულობის ბიოინდიკატორებისა და ცხოვრების სტილის კვლევის პროექტ AIBL-ის ფარგლებში მოპოვებული მონაცემები სტატისტიკურად გააანალიზეს. კერძოდ, დააკვირდნენ, როგორი რაციონი ჰქონდა თითოეულ ადამიანს, რათა ამის მიხედვით მოგვიანებით მათში ალცჰაიმერის ჩამოყალიბებასთან რაიმე კავშირი გამოევლინათ.
აღმოჩნდა, რომ აღნიშნული დაავადების მქონე ინდივიდებს ხორცეულითა და დამუშავებული საკვებით მდიდარი რაციონი ჰქონდათ. კერძოდ, ხშირად იღებდნენ ძროხისა და ღორის ხორცს, ხორცის ღვეზელებს, სოსისებს, ჰამბურგერებსა და პიცას – საჭმელებს, რომლებიც საზოგადოების დიდ ნაწილს ძალიან უყვარს.
ასევე, ჯანმრთელ ადამიანებთან შედარებით, მათ დიეტაში ხილსა და ბოსტნეულს მცირე ადგილი ეკავა. რაც საინტერესოა, ისინი უფრო ცოტა ღვინოს სვამდნენ, ვიდრე სხვები. ამ მონაცემების მიხედვით მეცნიერები ასკვნიან, რომ შესაძლოა, ასეთი რაციონი ალცჰაიმერის განვითარებაზე ზემოქმედებდეს.
„ტვინში ალცჰაიმერის ჩამოყალიბება შუახნის ასაკში იწყება და მისი გავლენა შესაძლოა, ახალგაზრდობაში ცხოვრების არაკონტროლირებად სტილს დავუკავშიროთ.
ახალგაზრდებში ფოთლოვანი მცენარეების, ორგანული და სახლში მომზადებული საკვების სარგებლის შესახებ ცნობიერების ამაღლება უმნიშვნელოვანესია, იმის ნაცვლად, რომ არაჯანსაღი ან დამუშავებული საჭმელი ჭარბად მიიღონ”, – ამბობენ ავტორები.
როგორ განაპირობებს მსგავსი დიეტა ალცჰაიმერის ჩამოყალიბებას, უცნობია. არაა გამორიცხული, ამგვარი ცხიმიანი საკვები ჩვენს სხეულში ანთებით პროცესებსა და ოქსიდაციას იწვევდეს, ეს კი ტვინის ფუნქციონირებაზე აისახებოდეს ან სულ სხვა მექანიზმი მოქმედებდეს.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამა
სამინისტრო აფინანსებს მოზრდილი მოსახლეობის სამედიცინო რეაბილიტაციას
ჰოსპიტალში კვლევებზე მოყვანილ ბავშვთან ურთიერთობისას გაითვალისწინოთ შემდეგი რჩევები:

#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
პინეო პარკინსონით დაავადებულ პირებს უფასო კონსულტაციებს სთავაზობს
პინეო სამედიცინო ეკოსისტემა სამ თვეზე მეტია ჩართულია აკრედიტაცია კანადას საერთაშორისო სამედიცინო აკრედიტაციის პროგრამაში.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi










