ოთხშაბათი, ივნისი 10, 2026

სისტემური წითელი მგლურა

წითელი მგლურა – იმუნური წარმოშობის დამაკავშირებელი ქსოვილის სისტემური დაავადება, რომელიც აზიანებს შინაგან ორგანოებს და კანის ზედაპირს.
 
მიზეზები:

გენეტიკური მემკვიდრეობა;
პარამიქსოვირუსები;
ქალის ორგანიზმში ჰორმონალური ცვლილებები;
რიგი პრეპარატების ხანგრძლივი მიღება.

 
სიმპტომები:

სახეზე დიდი წითელი ლაქებით გამონაყარი;
თავში, გულმკერდზე, ზურგზე გამოანაყარი;
წვრილი სისხლძარღვების ართრიტი
თმის კეროვანი დაცვენა;
სახსრებისა და კუნთების ტკივილი;
კანის რეაქცია მზეზე;
ცხვირისა და პირის ლორწოვან გარსზე წყლულების გაჩენა;
სუნთქვის დროს ტკივილი, ხუთვა;
თავის ხშირი ტკივილი;
დათრგუნული ხასიათი;
თვალების ტკივილი და სიმშრალე;
გულის რევა, ღებინება;
კუჭ-ნაწლავის გაღიზიანება.

 
დიაგნოსტიკა:

სისხლის საერთო და ბიოქიმიური ანალიზი;
შარდის ანალიზი.

გულმკერდისა და ფილტვების გამოკვლევა;
პლევრალური პუნქცია;
ელექტროკარდიოგრამა;
ექოკარდიოგრამა.

 
მკურნალობა:

კორტიკოსტეროიდული მალამოები;
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები;
ციტოსტატიკური იმუნოდეპრესანტები.

 
გართულებები:

ღვიძლის უკმარისობა;
აზროვნებისა და მეხსიერების დარღვევა;
ინსულტი;
ანემია;
თრომბოციტოპენია;
შინაგანი სისხლდენა;
ვასკულიტი;
პლევრიტი;
მიოკარდიტი;
პერიკარდიტი;
გულის უკმარისობა;
ონკოლოგიები.

 
რიკს-ჯგუფი:

20-40 წლის ასაკის ქალები;
ნეგროიდული რასის წარმომადგენლები;
მემკვიდრეობითი მიდრეკილების მქონე პირები.

 
რეკომენდაცია!

უარი თქვით მოწევასა და ალკოფოლზე
გაატარეთ მეტი დრო სუფთა ჰაერზე
დააბალანსეთ კვება
დროულად უმკურნალეთ დაავადებებს.

კბილის ქვა

კბილის ქვა — კბილის ზედაპირზე არსებული რბილი ნადებისგან წარმოიქმნება, რაც პირის ღრუს არასწორი მოვლისგანაა გამოწვეული. ჩვეულებრივ ნადები მუქი ფერისაა, თუმცა შეფერილობას შემადგენლობა (საკვების ნარჩენები, ბაქტერიები, ფოსფორისა და რკინის მარილების ნარჩენები) განსაზღვრავს.
 
გამოიყოფა დაავადების ორი ფორმა

ღრძილზედა კბილის ქვა (განთავსებულია ღრძილის ზემოდან და აქვს მოთეთრო-მოყვითალო ფერი);
ღრძილსქვედა კბილის ქვა (განთავსებულია ღრძილის ქვედა ნაწილში და აქვს მუქი ყავისფერი შეფერილობა).

 
მიზეზები:

პირის ღრუს ცუდი ჰიგიენა, კბილების არარეგულარული ხეხვა;
საკვების ღეჭვა მუდმივად ერთ მხარეს;
კბილების თანდაყოლილი დეფექტი;
ორგანიზმში მარილის ბალანსის დარღვევა.

 
სიმპტომები:

ცუდი სუნი პირის ღრუში;
ღრძილებიდან სისხლდენა;
ღრძილის რეცესია.

 
თუ გაწუხებთ საეჭვო სიმპტომები, მიაკითხეთ სტომატოლოგს, რომელიც ზონდის საშუალებით დაათვალიერებს პირის ღრუს.
 
მკურნალობა:
კბილის ქვის მოცილების მეთოდებია:

ლაზრეული (ქვის ლაზერით მოცილება – პროცედურა ძვირადღირებულია და ძალიან ცოტა კლინიკებში გამოიყენება);
ულტრაბგერითი (ამ გზით ქვის მოცილება არ არის რეკომენდირებული კარდიომასტიმულირებლების ან გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე ადამიანებისთვის).

ასევე არსებობს დამატებითი პროცედურები:

Air Flow-მეთოდი (ჰაერ-აბრაზიული მეთოდი);
მჟავა ან ტუტე ხსნარებით ქიმიური ზემოქმედება.

 
თუ კბილის ქვებს დროულად არ მოიცილებთ შეიძლება განვითარდეს:

გინგივიტი (ღრძილების ანთება);
პაროდონტიტი (კბილის ქსოვილების ანთება).

 
რეკომენდაცია!

გამოიყენეთ ფტორის შემცველი კბილის პასტები;
ჩართეთ რაციონში მყარი ხილი და ბოსტნეული;
გამოიყენეთ საკვებში ლიმონი;
ჩაიტარეთ წელწადში ორჯერ პროფესიული წმენდა;
დაანებეთ თავი მოწევას;
სამ თვეში ერთხელ გამოცვალეთ კბილის ჯაგრისი.

სინუსიტი

სინუსიტი – ანთებითი ხასიათის პროცესია, რომლის დროსაც ცხვირის წინამდებარე ნაწილი ზიანდება. სინუსები შუბლის, ცხვირის, ლოყების ძვლის უკან, თვალებს შორის მდებარე პატარა საჰაერო ჯიბეა. ისინი წარმოქმნიან თხელ ლორწოს, რომელიც იცავს სხეულს მიკრობების აღმოჩენით და გარეთ გამოდევნით. ზოგჯერ ბაქტერიებმა ან ალერგენებმა შესაძლოა, ბევრი ლორწოს წარმოქმნა გამოიწვიოს, რაც ბლოკავს სინუსების ღიობებს. ჭარბი ლორწო გაციების და ალერგიის დროს ხშირია. სინუსური ინფექციების უმრავლესობა ვირუსულია და მკურნალობის გარეშე ერთ ან ორ კვირაში ქრება. თუ თქვენმა ჩივილებმა მალევე არ გაიარა, შესაძლოა ბაქტერიული ინფექცია გქონდეთ და ექიმს აუცილებლად დაუკავშირდით. 
 
დაავადების მწვავე და ქრონიკული ფორმები გამოიყოფა.
დაავადების ტიპები:

ჰაიმორიტი;
ფრონტიტი;
სფერნოიდიტი;
ეტმოიდიტი;
პანასინუსიტი.

 
მიზეზები:

მწვავე რესპირატორული დაავადებები;
მწვავე ინფექციური დაავადებები;
ორგანიზმის გადაციება;
ფარინგიტის და რინიტის გართულება;
ცხვირის ღრუს ტრავმები ან ოპერაციები;
კბილების ან ზედა ყბის ანთებით დაავადებები;
ალერგიული რინიტის გართულება;
ნაზალური პოლიპი;
ფიზიოლოგიური თავისებურებები.

 
სიმპტომები:

უწყვეტი სურდო;
სუნთქვის გართულება;
ცხვირიდან ჩირქოვანი გამონადენი;
ცხვირსა და პირში ცუდი სუნი;
თავის ტკივილი ძლიერდება დილაობით;
თვალების ქვემოთ შეშუპება;
ზედა ყბის ტკივილი;
მაღალი ტემპერატურა.

 
თუ გაწუხებთ საეჭვო სიმპტომები, მიაკითხეთ ოტოლარინგოლოგს!
დიაგნოსტიკა:

ცხვირის რენტგენი;
ცხვირის ულტრა-ბგერითი გამოკვლევა;
ცხვირის კომპიუტერული ტომოგრაფია.

 
მკურნალობა:

ანტიბიოტიკები;
სისხლძარღვების შესავიწროვებელი პრეპარატები;
ანტიჰისტამინური პრეპარატები;
ცხვირის გამორეცხვა, ინჰალაცია;
გამწოვი საშუალებები;
ფიზიოთერაპიული პროცედურები;
ქირურგიული მკურნალობა.

 
საშიშროება:

ოსტეომიელიტი;
მენინგიტი;
თვალის ფლეგმონის აბსცესი;
ტვინის აბსცესი.

 
რეკომენდაცია!

დროულად იმკურნალეთ გაციების დროს;
თავი დაიცავით გადაციებისგან;
აკეთეთ სუნთქვითი ვარჯიშები;
თავი შეიკავეთ კვამლიან და დაბინძურებულ შენობებში დიდხანს ყოფნისგან;
მიიღეთ რაც შეიძლება მეტი სითხე.

სებორეა

სებორეა – კანის დაავადებაა, რომელიც ხასიათდება ცხიმოვანი ჯირკვლების ანთებით. იგი სებორიული დერმატიტის გამოვლინებაა და იწვევს ქერტლსა და სიწითლეს სახისა და გულმკერდის მიდამოებში. სებორეამ შესაძლოა მკურნალობის გარეშე გაიაროს ან წლობით მოგიწიოთ ექიმის დანიშნულებიის მიღება. შესაბამისი პროდუქტებით სახის ყოველდღიური დატენიანება კანის ცხიმიანობას ამცირებს.
 
 
დაავადების ტიპები:

ცხიმიანი სებორეა;
მშრალი სებორეა;
შერეული სებორეა.

 
მიზეზები:

მემკვდრეობითი ფაქტორი;
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადება;
ენდოკრინული სისტემის დარღვევები;
ჰორმონალური დარღვევები;
ნერვული აშლილობა;
არასწორი კვება;
ავიტამინოზი;
პირადი ჰიგიენის წესების დაუცველობა.

 
სიმპტომები:

კანის ძლიერი ქავილი;
ქერტლის გაჩენა;
თმის ცვენა, კეროვანი გამელოტება;
კანის გარე ფენის გასქელება;
კანის ცხიმოვანი სიპრიალე;
კანის დახეთქვა.

 
თუ გაწუხებთ საეჭვო სიმპტომები, მიაკითხეთ ექიმ-დიეტოლოგს!
დიაგნოსტიკა:

სისხლის საერთო, ბიოქიმიური ანალიზი;
სებომეტრია;
ფარისებრი ჯირკვლის ულტრა-ბგერითი გამოკვლევა;
მუცლის ღრუს ორგანოების ულტრა-ბგერითი გამოკვლევა.

 
მკურნალობა:

სპეციალური შამპუნის გამოყენება;
სოკოს საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება;
ანტიალერგიული პრეპარატები;
პოლივიტამინები;
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნორმალური მუშაობისთვის საჭირო პრეპარატები;
სედატიური პრეპარატები.

 
მკურნალობის დროს საჭიროა დიეტა დაცვა, რომელიც რაციონიდან გამორიცხავს:

პურს;
მაკარონის ნაწარმს;
საკონდიტრო ნაწარმს;
კარტოფილს;
ცხიმიანი ხორცის სახეობებს;
სპირტიანი სასმელს;
ყავას, კაკაოს;
თხილს;
დამარილებული პროდუქტს.

 
გართულებები:

გამონაყარი;
კანის დახეთქვა;
გამელოტება;
ერითროდერმია.

 
რისკ-ჯგუფები:

მამაკაცები;
1 წლამდე ბავშვები;
მოზარდები;
მოხუცები;
შიდსით და აივ-ინფიცირებულები;

 
რეკომენდაცია!

დაიცავით პირადი ჰიგიენის ნორმები
შეარჩიეთ კანის მოვლის სწორი საშუალებები
გაატარეთ მზეზე მეტი დრო
მიიღეთ ვიტამინები
გაიძლიერეთ იმუნიტეტი
დროულად უმკურნალეთ კუჭ-ნაწლავის დაავადებებს
შეზღუდეთ ცხიმიანი, ცხარე და ტკბილი საკვები

სინექია

სინექია  – დაავადება, რომელსაც დიდი და პატარა სასქესო ბაგეების შეზრდა ახასიათებს.
 
მიზეზები:

მემკვიდრეობითი ფაქტორი;
ვულვოვაგინიტის გართულება;
მეძუძური ბავშვების (გოგონების) არასწორი მოვლა;
გარე სასქესო ორგანოების აგებულების დარღვევა;
ალერგიული რეაქციები;
სასქესო ორგანოების ჰიგიენის დარღვევა;
საშარდე გზების ანთებითი პროცესი.

 
სიმპტომები:

ზემოთ შარდვა;
ვაგინალური თეთრი ნადების გაჩენა;
შარდისგან სასქესო ორგანოს და საჯდომის კანის გაღიზიანება;
სასქესო ორგანოების შიდა აგებულების ცვლილება;

 
თუ შენიშნეთ საეჭვო სიმპტომები, მიაკითხეთ გინეკოლოგს!
დიაგნოსტიკა:

შარდის საერთო ანალიზი;
სხვადასხვა ინფექციბის გამოსავლენი ანალიზი;
კალას ანალიზი ჭიებზე;
მცირე მენჯის ორგანოების ულტრა-ბგერითი გმოკვლევა;
ფლორის დათესვა.

 
მკურნალობა:

კონსერვატიული მკურნალობა;
ოპერაციული მკურნალობა.

 
გართულებები:

შარდ-სასქესო გზების ანთებითი პროცესები;

შობადობის ფუნქციის დარღვევა;
მუცლის მოშლის საშიშროება;
ფეხმძიმობის აუტანლობა;
უნაყოფობა.

 
რისკის ჯგუფი:

მემკვიდრეობითი მიდრეკილების მქონე ადამიანები;
სასქესო ორგანოების დაავადებების გადამტანი ადამიანები.

 
რეკომენდაცია!

დაიცავით ჰიგიენის ნორმები;
სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში მიაკითხეთ გინეკოლოგს.

გაცხიმოვნება (სიმსუქნე)

გაცხიმოვნება (სიმსუქნე) – რთული ქრონიკული დაავადებაა, რომელიც სხეულის ცხიმის ჭარბი რაოდენობით დაგროვებას მოიცავს. ეს მხოლოდ კოსმეტიკური საზრუნავი არაა, რადგან სიმსუქნე, სამედიცინო თვალსაზრისით, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების განვითარების რისკს ზრდის.  ჩვეულებრივ გაცხიმოვნება გენეტიკური ფაქტორებისა და კვებითი რეჟიმის კომბინაციურ დარღვევასთან ასოცირდება. წონის დაკლებამ შესაძლოა, მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს ჯანმრთელობის მდგომარეობა. გაზრდილი ფიზიკური აქტივობა, დიეტის დაცვა, ექიმის მიერ გამოწერილი მედიკამენტების მიღება დაგეხმარებათ ცხიმოვანი მასის შემცირებაში.
 
სიმსუქნის ფორმები განსხვავდება:

სხეულის მასის მატებით;
ცხიმიანი ქსოვილის ლოკალიზაციით;
ცოცხალი უჯრედების რაოდენობის განსაზღვრით;
წარმოშობით.

 
სიმსუქნის ტიპები:

ენდოკრინული;
ალიმენტარული;
მედიკამენტური;
ცერებრიალური.

 
მიზეზები:

მემკვიდრეობითი ფაქტორი;
დისჰარმონიული პროცესები;
პოლიკისტოზი;
არასწორი კვება, ზედმეტი ჭამა;
არასაკმარისი ძილი;
ორსულობა;
ნაკლებად აქტიური ცხოვრების წესი;
ენდოკრინული დაავადებები;
მეტაბოლიზმის დაბალი დონე;
ოსტეოართრიტი;
ხშირი სტრესი;
შიდა სეკრეციის ჯირკვლების მუშაობის დარღვევა.

 
სიმპტომები:

სხეულის მასის გაზრდა;
თავის ტკივილი;
ქვედა კიდურების შეშეუპება;
ძილის დარღვევა;
ქოშინი;
სახსრებისა და ხერხემლის ტკივილი;
არტერიული წნევის აწევა;
გაზრდილი მადა.

 
თუ გაწუხებთ საეჭვო სიმპტომები, მიაკითხეთ ექიმ-დიეტოლოგს!
დიაგნოსტიკა:

სისხლის საერთო ბიოქიმიური ანალიზი;
ნაცხის ანალიზი (სოკოვანი და ინფექციური დაავადებების);
გლუკოზოტოლერანტობის ტესტი;
ჰორმონალური გამოკვლევა;
მუცლის ღრუს ორგანოების ულტრა-ბგერითი გამოკვლევა;
თავის ქალის რენტგენი;
ზედა და ქვედა კიდურების მაგისტრალური არტერიების დუპლექსური სკანირება;
ელექტროკარდიოგრაფია.

 
მკურნალობა:

ძირითადი დაავადებების მკურნალობა;
მადის დასაქვეითებელი და ნივთიერებათა ცვლის გამაძლიერებელი პრეპარატები;
დაბალანსებული, დაბალკალორიული დიეტა;
სამკურნალო ვარჯიში;
ქირურგიული ჩარევა.

 
მკურნალობის დროს საჭიროა დიეტა დაცვა, რომელიც რაციონიდან გამორიცხავს:

თეთრ პურს, ცომეულს;
ცხიმიანი თევზის, ქათმის და საქონლის (ღორის, ცხვრის) ხორცს;
მსუყე წვნიანებს;
ცხიმიან რძის პროდუქტებს;
მაკარონს;
მაიონეზს, მდოგვს, ტკბილეულს;
წვენებს, ბურახს, ალკოჰოლს და გაზიან სასმელს;
კაკაოს, შოკოლადს, თაფლს, მურაბას.

 
რისკ-ფაქტორები:

შაქრიანი დიაბეტი;
ნაღველ-კენჭოვანი დაავადება;
ოსტეოართროზი;
გულის დაავადებები;
მსხვილი და სწორი ნაწლავის კიბო;
საშვილოსნოს და მკერდის კიბო;
პროსტატის კიბო.

 
რეკომენდაცია!

დაიცავით სპეციალური დიეტა;
მიიღეთ დღეში 4-5-ჯერ საკვები და დააბალანსეთ ულუფები;
შეასრულეთ ფიზიკური ვარჯიშები;
მიიღეთ მეტი სითხე.

სილიკოზი

სილიკოზი – ფილტვის დაავადებაა, რომელიც ვითარდება მავნე მტვრის დიდი ხნის განმავლობაში შესუნთქვით. განსაკუთრებით საშიშია ისეთ ადგილას მუშაობა, სადაც გიწევთ სილიციუმის შემცველი მტვრის ჩაყლაპვა. სილიციუმი პატარა კრისტალია, რომელიც გვხვდება ქვიშაში, კლდესა და მინერალების ისეთ მადნებში, როგორიცაა კვარცი. დროთა განმავლობაში სილიციუმი გროვდება ფილტვებში და აჩენს ნაწიბურებს, რას ართულებს სუნთქვს.
 
მიზეზები:

მტვერთან მუდმივი კონტაქტი;
სუსტი იმუნიტეტი;
ფიბროზულ ადგილებში გაზების მიმოცვლის დარღვევა;
ფილტვების ელასტიურობის დარღვევა.

 
სიმპტომები:

გახშირებული ხველა;
სუნთქვის პრობლემები;
ფიზიკური დატვირთვა;
მადის დაკარგვა;
ქრონიკული დაღლილობა;
ტკივილი გულის არეში.

 
საეჭვო ჩივილების შემთხვევაში მიმართეთ პულმონოლოგს და თერაპევტს!
დიაგნოსტიკა:

ფილტვების რენტგენის და მაგნიტო-რეზონანსული ან კომპიუტერული ტომოგრაფიის გაკეთება;
ბიოფსია
ბრონქოსკოპია

 
მკურნალობა:

მტვერთან კონტაქტის გამორიცხვა;
ჟანგბადის ინჰალაცია;
სუნთქვითი ვარჯიშები;
ამოსახველებელი პრეპარატების, ბრონქოლიტიკების მიღება;
ანტიბაქტერიული პრეპარატების მიღება;
იმუნოსტიმულატორებისა და ადაპტოგენების მიღება;
ოპერაციული ჩარევა.

 
რისკი-ჯგუფები:

მეთუნეები;
ქვიშაზე მომუშავეები;
მეშახტეები;
ლითონის სადნობი საამქროების მომუშავეები;
გრანიტზე მომუშავეები;
რკინა-მადნეულის მომპოვებლები და ა.შ.

 
რეკომენდაცია!

გამოიყენეთ მტვრისგან დამცავი საშუალებები;
საცხოვრებელ ან სამუშაო გარემოს რეგულარულად ჩაუტარეთ დეზინფექცია;
ჩანიშნეთ პულმონოლოგთთან რეგულარული ვიზიტები.

სიკოზი

სიკოზი – მწვავე ან ქრონიკული დაავადებაა, რომლის დროსაც სტაფილოკოკის ბაქტერია ადამიანის ორგანიზმში აღწევს და იწვევს თმის ძირების ანთებას.
 
მიზეზები:

ცხიმოვანი ჯირკვლების დისფუნქცია;
მიკროტრავმები, რომლებიც პარსვისას ჩნდება;
კანის მუდმივი დაბინძურება;
ენდოკრინული და ნერვული სისტემის ფუნქციური მოშლა;
რინიტი;
კონიუქტივიტი.

 
სიმპტომები:

ფოლიკულები დიდ წყლულებად გადაქცევა და დაზიანებული ადგილი მოწითალო-მოლურჯო შეფერილობით ხასიათდება;
ჩირქდენის შემდეგ დაზიანებული ადგილი იკეთებს მოყვითალო ქერქს. რამდენიმე დღეში ჭუჭყიანი ზედაპირი ძვრება და მის ადგილას კვლავ ახალი ცხრიმგროვა წარმოიშვება.

 
საეჭვო ჩივილების შემთხვევაში მიმართეთ დერმატოლოგს!
დიაგნოსტიკა:

სისხლის საერთო ანალიზი;
წყლულების სითხის ანალიზი.

 
მკურნალობა:

ბორის მჟავას ტამპონების დადება;
დაზიანებულ ადგილებში თმის მოცილება;
დაზიანებული ადგილის სინტომიცინის მალამოთი რეგულარულად დამუშავება;
ანტიბიოტიკების მიღება;
გლუკოკოსტიკოსტეროიდული ჰორმონების მიღება;
იმუნოთერაპია;
აუტოჰემოთერაპია;
დამამშვიდებელი საშუალებების მიღება.

 
რეკომენდაცია!

დაიცავით პირადი ჰიგიენა;
პარსვის შემდეგ დაიტენიანეთ კანი;
მიკროტრამვები და გაჭრილი ადგილები სათანადოდ დაიმუშავეთ;
დროულად უმკურნალეთ რინიტს, კონიუქტივიტს და სხვა დაავადებებს.

სიბრმავე

სიბრმავე – მდგომარეობა, როცა ადამიანს არ შეუძლია გარშემო არსებული საგნების დანახვა ან გარჩევა. თუ ნაწილობრივი სიბრმავეა გამოხატული, პაციენტს მხედველობა შეზღუდული აქვს გარკვეული თვალსაზრისით, მაგალითაც უჭირს ფერების ან ფორმების აღქმა, ხოლო სრული სიბრმავის შემთხვევაში იგი ვერაფერს ხედავს. სიბრმავის მიზეზზე დაყრდნობით, ადრეულმა დიაგნოსტირებამ შესაძლოა, გაზარდოს მხედველობის აღდგენის შანსი, მკურნალობა მოიცავს როგორც ოპერაციულ ჩარევას, ასევე მედიკამენტოზურ დახმარებას.
 
მიზეზები:

თანდაყოლილი დეფექტი;
შაქრიანი დიაბეტი;
კატარაქტა და გლაუკომა;
ზარმაცი თვალის სინდრომი
მაკულარული დეგენერაცია;
ოპტიკური ნევრიტი;
თვალის ან თავის ტრავმები.

 
სიმპტომები:

ბუნდოვანი ხედვა;
ფორმების გართულებული აღქმა;
მხოლოდ ჩრდილების დანახვა;
ცუდი ღამის მხედველობა.

 
რისკ-ჯგუფები:

პაციენტები ისეთი თვალის დაავადებებით, როგორიცაა მაკულარული დეგენერაცია ან გლაუკომა;
დიაბეტიანები;
ნაინსულტარები;
პაციენტები, რომელთაც ჩაუტარდათ თვალის ოპერაცია;
დღენაკლული ჩვილები;
ადამიანები, რომლებსაც სამუშაო ადგილზე შეხება აქვთ ბასრ საგნებთან ან მომწამვლელ ქიმიკატებთან.

 
დიაგნოსტიკა:
ოფთამოლოგის მიერ ჩატარებული თვალის საფუძვლიანი გამოკვლევები დაგეხმარებათ, დაადგინოთ მხედველობის ნაწილობრივ ან სრულად დაქვეითების მიზეზი. კლინიკაში ვიზიტისას სპეციალისტი ამოწმებს, თუ როგორ რეაგირებს თვალი სინათლეზე და რამდენად მაღალ პროცენტიანია პაციენტის მხედველობა.
 
მკურნალობა:
დღეისათვის სიბრმავის სამკურნალო კონკრეტული სქემა არ არსებობს, თუმცა მნიშვნელოვანია ექიმთან დროული ვიზიტი, რათა შესაძლო პროცესების განვითარება შეჩერდეს ან მალევე აღდგეს მხედველობა. ზოგიერთ შემთხვევაში საჭიროა ლაზერული თერაპია და ქირურგიული ჩარევა, დამხმარე საშუალებებად გამოიყენება ლინზები ან სათვალე.
 
რეკომენდაცია!

მოერიდეთ კომპიუტერისა და მობილური ტელეფონის ხშირად გამოეყენებას;
ყოველდღიურად აკეთეთ თვალის ვარჯიშები;
ჩაეწერეთ ოფთამოლოგთან რეგულარულ შემოწმებებზე.

სერტოლი

სერტოლი – სტრომალურ-უჯრედოვანი სიმსივნეა (ანდობლასტომა). 
 
მიზეზები:

გენეტიკური გადახრები;
ჰორმონალური ვირუსები;
საკვერცხეების ხშირი ანთება;
საშვილოსნოს მიომა;
პირველადი ამენორეა;
ადრეული აბორტები;
საკვერცხეების სიმსივნე;
ჰერპესის ვირუსი;
ადამიანის პაპილომას ვირუსი;
შაქრიანი დიაბეტი;
ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები.

 
სიმპტომები:

ამენორეა;
უნაყოფობა;
სარძევე ჯირკვლების დაპატარავება;
ხმის დაბოხება;
გათმიანება;
ლიბიდოს გაზრდა;
კანქვეშა ცხიმოვანი უჯრედების შემცირება;
კლიტორის ჰიპერტროფია;
ტესტოსტერონის მომატება.

 
საეჭვო ჩივილების შემთხვევაში მიმართეთ გინეკოლოგს!
დიაგნოსტიკა:

საშვილოსნოს გამოკვლევა;
ულტრა-ბგერითი გამოკვლევა;
ექოსკოპია;
დოპლეროგრაფია.

 
მკურნალობა:

საკვერცხეების წარმონაქმნების ოპერაციული თერაპია;
საშვილოსნოს დაზიანებული ნაწილის ამოკვეთა;
საშვილოსოს სრული ამპუტაცია;
პანტისტერექტომია
ჯირკვლის ამოკვეთა.

 
რეკომენდაცია!
რეგულარულად ესტუმრეთ გინეკოლოგს და დროულად ჩაიტარეთ საკვერცხეებისა და საშვილოსნოს გამოკვლევები, რათა თავიდან აიცილოთ ისეთი გართულებები, როგორიცაა უნაყოფობა.

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights