ოთხშაბათი, ივნისი 10, 2026

სარკოიდოზი

სარკოიდოზი არის დაავადება, რომელიც ადამიანის ორგანიზმში, განსაკუთრებით ფილტვებსა და ლიმფურ კვანძებში, ანთებითი უჯრედების (გრანულომების) ზრდას იწვევ. მიუხედავად ამისა, სარკოიდოზს თვალებზე, კანზე, გულსა და სხვა ორგანოებზეც შეუძლია სერიოზული ზიანის მოტანა. ამ ეტაპზე სარკოიდოზის გამომწვევი მიზეზი დადგენილი არაა, თუმცა ექსპერტების აზრით, ეს სხეულის იმუნური სისტემის უცნობ ნივთიერებაზე რეაგირებით უნდა იყოს გამოწვეული. სარკოიდოზის სამკურნალო საშუალება არ არსებობს, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში იგი თავისით ქრება, ამასთან ჩივილები შესაძლოა წლებიც გაგრძელდეს.
 
მიზეზები

ტოქსიკური ნივთიერებები.
ინფექციური აგენტები, მაგალითად ტუპერკულოზის ატიპიური მიკობაქტერიები, ქლამიდიები, ბორელიები, ვირუსები.
ალერგენები.

 
 
კლასიფიკაცია
გამოიყოფა დაავადების სამი ტიპი:

მკერდშიდა;
მკერდგარე;
გენერალიზებული.

 
პროცესის ფაზები:

მწვავე;
პროგრესირება;
ჩაწყნარება;
განკურნება.

 
სიმპტომები
სარკოიდოზი ხშირ შემთხვევაში ვითარდება ნელ-ნელა და შემთხვევით აღმოაჩენენ ხოლმე, როცა ატარებენ ფლუოროგრაფიას. სარკოიდოზის პირველი სიმპტომები შეიძლება იყოს ძალიან არასპეციფიური, როგორიცაა – სისუსტე, დაღლილობა, ციებ-ცხელება, პერიფერიალური ლიმფოკვანძების გადიდება, ართრალგია, ხუთვა, გამონაყარი კანზე. სარკოიდოზი სისტემური დაავადებაა, რომლის დროსაც იშვიათად ზიანდება მხოლოდ ერთი სისტემა. ის გრანულების სახის არსებობს ყველა ორგანოში, თირკმელზედა ჯირკვლების გარდა.  
 
დიაგნოსტიკა
დაავადების სხვადასხვა ფორმების დიაგნოსტკისთვის საჭიროა: სპირომეტრია, ექო-კარდიოსკოპია, ელექტროკარდიოგრაფია, თავის ტვინის მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია, თავის ფუძის გამოკვლევა, ბრონქოსკოპია და ა.შ.
 
მკურნალობა
სარკოიდოზის მკურნალობა საჭიროებს ადგილობრივი ზემოქმედების პრეპარატების მიღებას, რომლებიც შეიცავენ იგივე მოქმედ ნივთიერებებს, რაც გამოიყენება სისტემური თერაპიისთვის. რიგ შემთხვევებში შეიძლება ქირურგიული ჩარევა, თუმცა მსგავსი რამ იშვიათად ხდება.
 
საშიშროება
სარკოიდოზი არ იწვევს სიკვდილიანობას, მაგრამ მთელი რიგი გართულებების მიზეზი ხდება – აქვეითებს ცხოვრების ხარისხს. იწვევს ფილტვების ფიბროზულ გადიდებას, რომელიც აფერხებს სუნთქვას, გულის, თირკმელების, კუჭ-ნაწლავის მუშაობას, აქვეითებს მხედველობას. დროული და შესაბამისი მკურნალობისას ყველა ეს პრობლემა შეიძლება აღმოიფხვრას.
 
რისკის ჯგუფი
ამ ჯგუფში შედიან საშუალო ასაკის ადამიანები, უფრო ხშირად დაავადება გვხვდება ქალებში. ასევე იმ ადამიანებში, რომელთა სამუშაო დაკავშირებულია მძიმე ტოქსიკურ და კანის მექანიკური დაზიანების გამომწევ ნივთიერებებთან.
 

პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია ჯანსაღი ცხოვრების წესის ქონა. ტოქსიკურ ნივთიერებებთან, ალერგენებთან, ინფექციურ აგენტებთან კონტაქტის მინიმუმამდე დაყვანა.

სიყვითლე ახალშობილებში

სიყვითლე ახალშობილებში
#post_seo_title

სიყვითლე ახალშობილებში – დაავადება წარმოადგენს ბავშვის ორგანიზმის მდგომარეობას, რომლის დროს კანი და თვალის გუგები შეფერილია ყვითლად.

ასეთ დროს ჩვილებს ორგანიზმში ბილირუბინის – ყვითელი ფერმენტის – მაღალი დონე აქვთ, ეს უკანასკნელი კი ჩვეულებრივ წარმოიქმნება სისხლის წითელი უჯრედების დაშლის დროს. უმეტესად ჩვილთა სიყვითლე 2-3 კვირის შემდეგ თავისით ქრება, ბავშვის ღვიძლის განვითარებისა და სწორი კვების დაწყებისთანავე. სიყვითლე, რომელიც უფრო დიდხანს გრძელდება შესაძლოა იყოს უფრო სერიოზული დაავადების სიმპტომი, ბილირუბინის მაღალი დონე სიყრუეს, ცერებრალური დამბლის ან ტვინის დაზიანების სხვა შემთხვევებს იწვევს.

ახალშობილთა 80%-ზე მეტს სიცოცხლის პირველ კვირაში სიყვითლე უვითარდება.  უმეტეს შემთხვევაში, ეს არის საშვილოსნოს გარეთ ცხოვრებისადმი ადაპტაციის ნორმალური გამოვლინება, თუმცა ზოგჯერ სიყვითლე შესაძლოა ჯანმრთელობის სხვა პრობლემებზე მიუთითებდეს. სიყვითლე ფიქსირდება  ასევე დღენაკლულ ბავშვებში. ამ შემთხვევაში საჭიროა სათანადო გამოკვლევები და საჭიროების შემთხვევაში სათანადო მკურნალობის ჩატარება.

დღეისათვის გამოიყოფა დაავადების შემდეგი ფორმები:

ფიზიოლოგიური (სიცოცხლის პირველ დღეებში გვხვდება ახალშობილების 80%-ში);
პათოლოგიური (როცა ბილირუბინის დონე სისხლში ნორმაზე მეტია. ბილირუბინი – ეს არის შხამი, რომელსაც შეუძლია დააზიანოს ადამიანის ორგანიზმის სისტემა და ორგანოები).

მიზეზები
დაავადების გამომწვევი ძირითადი მიზეზებია:

დედისა და შვილის სისხლის ჯგუფების შეუთავსებლობა;
ბავშვის ორგანიზმში ინფექციური დაავადებების არსებობა, რაც სასწრაფო მკურნალობას საჭიროებს;
ნაადრევი მშობიარობა;
დედის დაავადება შაქრიანი დიაბეტით;
წვრილმანი სისხლჩაქცევები ბავშვის ორგანიზმში;
ნაყლაპი სისხლი (მაგალითად ძუძუთი კვებისას დაზიანებული ძუძუს თავებიდან შეიძება მოხვდეს სისხლი მის ორგანიზმში);
ფეხმძიმობის ან მშობიარობის პერიოდში დედის სისხლში სამკურნალო პრეპარატების შეყვანა (ოქსიტოცინი, ამპიცილინი, ცეფაზოლინი).

მშობლებმა სასწრაფოდ უნდა მიმართო ექიმს, თუ ბავშვში სიყვითლე გრძელდება სამ კვირაზე მეტ ხანს.

სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს შემდეგი სახის სიმპტომები:

კანის სიყვითლე;
თვალის გუგების გაყვითლება;
გაუფერულებული კალა;
შარდის ღია-ყვითელი ფერი;
ბავშვის მხრიდან ძუძუზე უარის თქმა;
წონის დაკარგვა;
ანემია;
ციებ-ცხელება;
ციება.

სიყვითლე თავისთავად სიმპტომს წარმოადგენს, ამიტომ საჭიროა მისი გამოკვლევა.

დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკისთვის აუცილებელია:

პედიატრის ან ნეონათალოგის კონსულტაცია;
სისხლის საერთო ანალიზი;
ბილირუბინზე სისხლის ანალიზი;
სისხლის ჯგუფის დასადგენი ანალიზი.

ყოველ მონაცემზე იკვეთება ბილირუბინის ნორმირებული მაჩვენებელი, ეს დამოკიდებულია ბავშვის ასაკზე, ჰესტაციის პერიოდზე, სისხლის ჯგუფზე.

მკურნალობა
დაავადების მკურნალობა მოიცავს:

სპეციალური ლამპით მკურნალობას;
ფენობარბიტალის მიღება ფერმენტების აქტივაციისთვის, რომელბიც მონაწილეობას იღებენ ბილირუბინის კონიუგაციაში;
ბავშვის მზის ქვეშ ხშირად გაჩერება.

საშიშროება
დაავადების უყურადღებოდ დატოვება გამოიწვევს ფიზიოლოგიური სიყვითლი განვითარებას, რის შედეგად ჩამოყალიბდება სხვადასხვა ორგანოების პათოლოგიები. ბილირუბინი არის შხამი, რომელიც სასწრაფოდ უნდა გამოიდევნოს ბავშვის ორგანიზმიდან.

პროფილაქტიკა
პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია ჩვილის მზის სხივების ქვეშ გაჩერება დაბადების დღიდანვე.

დასკვნა

ახალშობილებში სიყვითლე ხშირად ბუნებრივია და უმეტესად რამდენიმე კვირაში გაივლის. თუმცა, მშობლებს უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია იმ შემთხვევებზე, როდესაც სიყვითლე შეიძლება იყოს სერიოზული დაავადების სიმპტომი. სწორი კვება, ღვიძლის გაძლიერება და დროული კონსულტაცია ექიმთან საკვანძო ფაქტორებია, რომლებიც მშობლებს დაეხმარებათ ამ მდგომარეობის ეფექტურად მართვაში.

#drpkhakadze

სარძევე ჯირკვლის ფიბროადენომა

სარძევე ჯირკვლის ფიბროადენომა – დაავადება, რომელსაც ახასიათებს სარძევე ჯირკვალში წარმონაქმნების გაჩენა. იგი წარმოადგენს მასტოპათიის ერთ-ერთ გამოვლინებას. ფიბროადენომები ყველაზე გავრცელებული კეთილთვისებიანი სიმსივნეა და უმეტესად 15-დან 35 წლამდე ასაკის ქალებში გვხვდება. როგორც წესი, მკურნალობა სიმაგრის ზომის ან ფორმის ცვლილებების დასადგენ ბიოფსიას მოიცავს. წარმონაქმნების ზომა 0,2-0,5 მმ-დან 5-7 სმ-მდე მერყეობს. 
 
 
 
მიზეზები

ფეხმძიმობა;
ჰორმონალური ფონის დარღვევა;
მენსტრუალური ციკლის დარღვევა;
ორალური კონტრაცეპტივების ხანგრძლივი მიღება;
ძუძუთი კვება;
სოლარიუმში ზედმეტად გარუჯვა.
გინეკოლოგიური დაავადებები.

 
სიმპტომები

უმტკივნეულო, ბურთისმაგვარი წარმოანქმნები მკერდში, რომელსაც გამოკვეთილი ფორმა აქვს;
წარმონაქმნების სწრაფი ზრდა.

 
მიზეზები

ფეხმძიმობა;
ჰორმონალური ფონის დარღვევა;
მენსტრუალური ციკლის დარღვევა;
ორალური კონტრაცეპტივების ხანგრძლივი მიღება;
ძუძუთი კვება;
სოლარიუმში ზედმეტად გარუჯვა.
გინეკოლოგიური დაავადებები.

 
სიმპტომები

უმტკივნეულო, ბურთისმაგვარი წარმოანქმნები მკერდში, რომელსაც გამოკვეთილი ფორმა აქვს;
წარმონაქმნების სწრაფი ზრდა.

 
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს მამოლოგი, რისთვისაც საჭიროა:

სისხლის ბიოქიმიური ანალიზი;
მამოგრაფია;
სარძევე ჯირკვლის ბიოპსია.
მკერდის პალპაცია;
სარძევე ჯირკვლების მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია.

 
მკურნალობა

ულტრა-ბგერითი აბლაცია;
კრიოაბლაცია;
ჰომეოპათიური პრეპარატები;
რადიოტალღური გაქრობა;
ქირურგიული ოპერაცია.

 
საშიშროება
საშიშროებას წარმოადგენს დაავდების მხოლოდ ფოთლოვანი ფორმა, რომელიც დროული მკურნალობის არარსებობის შემთხვევაში შესაძლოა გადაიზარდოს მკერდის კიბოში.
 
რისკის ჯგუფი

20-30 წლის ქალები;
ქალები, რომლებსაც პირველი მენსტრუაცია ნორმალურ ასაკთან შედარებით ადრე ან გვიან დაეწყოთ;
ქალები, რომლებსაც არ ქჰონიათ მშობიარობა;
მკერდის ტრავმის მქონე ქალები.

 
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:

მკერდის ინსოლაციისგან თავის დაცვა;
ცხელი აბაზანების მავნედ გამოყენებისგან თავის შეკავება;
სტრესული სიტუაციებისთვის თავის არიდება;
მამოლოგთან ვიზიტი, წელიწადში მინიმუმ ერთხელ.

სფენების დერმატიტი

საფენების დერმატიტი – კანის გაღიზიანება ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში ბარძაყებისა და საჯდომის არეში.
 
მიზეზები
დაავადების განვითარება ახალშობილებში განპირობებულია საფენების ქსოვილის გამაღიზიანებელი ზემოქმედებით. სინოტივით ან მაღალი ტემპერატურით; ამიაკით, რომელსაც შეიცავს შარდი; კალას ფერმენტებით; ფეკალიაში შემავალი მიკროორგანიზმების გამო. ყველა ეს მიზეზი ავლენს გამაღიზიანებელ ზემოქმედებას ბავშვის კანზე, რაც საბოლოოდ იწვევს დაავადების განვითარებას.
 
სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს შემდეგი სახის სიმპტომები:

პირველ სტადიაზე – სიწითლე, კანის ერთგვაროვნების დარღვევის გარეშე;
მეორე სტადიაზე – ძლიერი სიწითლე, დახეთქვა, ეროზია, წყლულოვანი წარმონაქმნები.

 
დიაგნოსტიკა
მეძუძურ ბავშვებს ხშირად უვლინდებათ ეს დაავადება, ამიტომ პედიატრი ატარებს საერთო კლინიკურ დათვალიერებას დიაგნოზის დასასმელად. ლაბორატორიულ გამოკვლევებს მიმართავენ გართულებული სიტუაციისას.
 
მკურნალობა
რეკომენდირებულია ერთჯერადი საფენების გამოყენება. ჩვილებში მკურნალობის ყველაზე კარგი მეთოდია ბავშვის კანის კონტაქტი ჰაერთან. თუ ტემპერატურული პირობები საშუალებას იძლევა, შეიძლება ბავშვი წელს ქვემოთ შიშველიც დავტოვოთ ძილის დროს.
ასევე გამოიყენება პუდრა, ზეთები, საცხები, სხვადასხვა საბავშვო კოსმეტიკა. როგო უნდა მოხდეს საფენების დერმატიტის მკურნალობა წყვეტს ექიმი.
 
საშიშროება
ხშირად დაავადება საშიშროებას არ წარმოადგენს ჩვილისთვის, მაგრამ მკურნალობა აუცილებელია, რადგან გაღიზიანებული ადგილები საკმაოდ მტკივნეულია და ბავშვს ამის ატანა გაუჭირდება.
 
რისკის ჯგუფი
აღნიშნულ დაავადებასთან გამკლავებაზე ფიქრი ხშირად უწევთ გოგონების მშობლებს. თუმცა აღსანიშნავია, რომ დაავადება გვხვდება ბავშვების 35-50%-ში.
 
პროფილაქტიკა
იმისათვის, რომ ბავშვებს თავიდან ავაცილოთ საფენების დერმატიტი, მათი კანი მუდმივად სუფთა, მშრალი და მოვლილი უნდა იყოს. არ უნდა დავუშვათ კონტაქტი შარდსა და კალასთან. საფენების გამოცვლა უნდა მოხდეს ხშირად. ასევე რეკომენდირებული არ არის საპნისა და შამპუნის ხშირი გამოყენება. ჩასაბანად რეკომენდირებულია უბრალო წყლის გამოყენება. დღის მანძილზე ბავშვის ქვედა სხეული გარკვეული დროით უნდა კონტაქტობდეს ჰაერთან.

საყლაპავის სტენოზი

საყლაპავის სტენოზი – დაავადება, რომლის დროსაც საყლაპავი მილი ტრავმების ან სხვა მიზეზთა გამო ვიწროვდება. ეს პრობლემა  საშუალო და ხანდაზმული ასაკის ადამიანებში გვხვდება. რთულ შემთხვევებში პაციენტისთვის თხევადი საკვების მიღებაც კი შესაძლოა, მტკივნეული აღმოჩნდეს.
 
 
 
 
 
 
მიზეზები:

საყლაპავის განვითარების ემბრიონალური მანკი;
საჭმლის მომნელებელი სისტემის რომელიმე ორგანოს დაავადება;
წყლულები;
ფეხმძიმობის დროს არსებული ტოკსიკოზი;
ანორექსია;
ბულიმია;
მძიმე ინფექციური დაავადებები;
ტუბერკულოზი;
ქუნთრუშა;
სიფილისი;
საყლაპავის ტრავმები;
სხივური თერაპია;
კეთილთვისებიანი სიმსივნის გაჩენა;
საყლაპავის კიბო;
ლიმფური კვანძების და შეშუპების გამო საყლაპავის შევიწროვება. 

 
 
სიმპტომები:

ახალშობილის ხშირი რეგურგიტაცია;
ჭარბი ნერწყვდენა;
ახალშობილის ცხვირიდან ლორწოვანი გამონადენი;
ყლაპვის ფუნქციის მოშლა;
ღებინება;
ხველის ან ხუთვის შეტევები;
საკვების მიღების შემდეგ რეგურგიტაცია;
საყლაპავის ტკივილი;
ასპირაციული პნევმონია;
სტრიქტურის არეში შეშუპება;
საყლაპავის სპონტანური ან ტრავმატული დაზიანება. 

 
 
დიაგნოსტიკა:

გასტროენტეროლოგის კონსულტაცია;
პედიატრის კონსულტაცია;
საჭმლის მომენელებელი სისტემის ენდოსკოპიური გამოკვლევა;
საჭმლის მომენელებელი სისტემის რენტგენი;
ეზოფაგოსკოპია;
ენდოსკოპიური ბიოპსია.

 
 
მკურნალობა:

გასტროენტეროლოგთან რეგულარული ვიზიტი;
დიეტა, რომელიც მოიცავს წვნიანი საკვების მიღებას;
ანტაციდური საშუალებების მიღება;
ბუჟირება;
ბალონური დილატაცია;
შევიწროვებული ნაწილის რეზექცია;
ეზოფაგოპლასტიკა;
გასტროსტომია.

 
 
რეკომენდირებულია:

ეზოფაგიტის, გასტრიტის და საჭმლის მომნელებელი სისტემის სხვა დაავადებების თერაპია;
აგრესიული ქიმიით, უცხო სხეულებით და სხვა მხრივ ტრავმების მიღებისგან თავის დაცვა;
სწორი და რეგულარული კვება.

საშვილოსნოს მიომა

საშვილოსნოს მიომა – წარმოადგენს საშვილოსნოს დამაკავშირებელი ქსოვილების და კუნთის უჯრედების შეშუპებას და ხასიათდება კეთილთვისებიანობით. ადგილმდებარეობის და განვითარების ხასიათის მიხედვით მიომა იყოფა სამ ნაწილად:
 

საშვილოსნოს შიდა კედლის – ინტრამულარული მიომა;
საშვილოსნოს შიგნით მზარდი – სუბმუკოზური მიომა;
საშვილოსნოს გარეთ მზარდი – სუბსეროზული მიომა.

 
გარდა ამისა, გამოიყოფა საშვილოსნოს ყელის მიომა, რომელიც არაადეკვატური მკურნალობის შემთხვევაში შეიძლება გადავიდეს საშოში. 35 წლის ასაკისთვის ქალების 40%-ს აღენიშნება საშვილოსნოს მიომა.
 
მიზეზები
დაავადების გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს: მემკვიდრეობითი მიდრეკილება, სხვა დაავადებები (დიაბეტი, ჰიპერთირეოზი, ჰიპერტენზია), არაჰარმონიული ინტიმური ცხოვრება.
 
სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს შემდეგი სიმპტომები:

ჭარბი ციკლური სისხლდენა;
ხანგრძლივი ტკივილები;
ნაყოფის შენარჩუნების პრობლემა;
შარდის ბუშტისა და ნაწლავების მუშაობის პრობლემები;
ანემია.

 
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკისთვის ტარდება: ულტრა-ბგერითი გამოკვლევა, მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია ან ლაპარასკოპია.  
 
მკურნალობა
მკურნალობის კურსში შედის: თერაპია, აპარატული მკურნალობა, ქირურგია.
 
საშიშროება
მიომატოზური კვანძების გაჩენამ შესაძლოა გამოიწვიოს აუცილებელი ჰისტერექტომია – საშვილოსნოს ამოკვეთა. მიომის ფეხის გადაკვანძვა იწვევს პერიტონიტს, რაც ფეხმძიმობის დროს იწვევს ბავშვის დაკარგვას და დედის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. მკურნალობის გარეშე დატოვებული საშვილოსნოს მიომა შეიძლება გადაიზარდოს სარკომაში, არღვევს თირკმელების ფუნქციას, აჩქარებს ენდომეტრიოზის დინამიკას.
 
რისკის ჯგუფი
ამ ჯგუფში შედიან 35 წელს ზემოთ ქალბატონები, რომლებსაც არ აქვთ სქესობრივი კავშირი, გაკეთბული აქვთ ბევრი აბორტი, ჰორმონალური ფონის დარღვევების მქონე ადამიანები.
 
პროფილაქტიკა

რეგულარული გინეკოლოგიური კონტროლი;
აბორტის გამორიცხვა;
ფიზიკური აქტივობა.

სიფილისი

სიფილისი – ბაქტერიული ინფექციაა, რომელიც ჩვეულებრივ სქესობრივი ურთიერთობით გადაეცემა. დაავადება, როგორც წესი, სასქესო ორგანოებზე, სწორ ნაწლავსა ან პირზე უმტკივნეულო წყლულის გაჩენით იწყება. სიფილისი ადამიანიდან ადამიანზე სწორედ ამ წყლულებთან კანის ან ლორწოვანი გარსის კონტაქტით გადადის. სიფილისის ადრეულ სტადიაზე განკურნება ზოგჯერ შესაძლებელია სხეულში პენიცილინის ერთი ინექციის შეყვანით. მკურნალობის გარეშე სიფილისი ხშირად  გულს, ტვინს ან სხვა ორგანოებს სერიოზულად აზიანებს. 

 
გადაცემის გზები:

სქესობრივი;
საყოფაცხოვრებო;
ტრანსპლაცენტარული.

 
სახეობები:

პირველადი;
მეორადი;
მესამე ხარისხის;
ნაყოფის;
ადრეული თანდაყოლილი;
გვიანეული თანდაყოლილი;
ფარული თანდაყოლილი;
ნეიროსიფილისი.

 
სიმპტომები:

წყლულების გაჩენა ტუჩებზე, პირის ღრუში, სასქესო ორგანოებზე;
ლიმფური კვანძების გადიდება;
გაჩენიდან 3-6 კვირაში წყლულის გაქრობა.

 

ტანზე უფერული, სიმეტრიული გამოანყარი;
თავის ტკივილი;
საერთო სისუსტე;
ტემპერატურის აწევა;
მთელს სხეულზე ლიმფური კვანძების გადიდება;
თავიდან თმის დიდი რაოდენობით გაცვენა;
სასქესო ორგანოებზე ფართე კონდილომების გაჩენა.

 
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკისთვის საჭიროა:

სეროლოგიური ანალიზი;
მიკროპრეციპიტაციის რეაქცია;
იმუნოფლუორესცენციის რეაქცია;
ბაქტერიოლოგიური ანალიზი. 

 
მკურნალობა

სიფილისის სამკურნალო თანამედროვე მეთოდების გამოყენება;
დადიბითი შედეგბისთვის მედიკამენტების საჭირო დოზები;
მკურნალობის კურსებს შორის ინტერვალების ხანგძლივობის დაცვა;
იმუნოთერაპიის საშუალებების გამოყენება პაციენტის იმუნიტეტის გასაძლიერებლად;
ექიმის მიერ დადგენილი რეკომენდაციებისა და წესების დაცვა.

საშვილოსნოს ყელის დისპლაზია

საშვილოსნოს ყელის დისპლაზია – საშოს ნაწილში ეპითელიის ატოპური ცვლილებაა, რაც ითვლება კიბოს საწყის დაავადებად. ჩვეულებრივი ეროზიისგან განსხვავებით, რომელიც წარმოიქმნება ქსოვილების მექანიკური დაზიანებით, დისპლაზია ეხება უჯრედოვან სტრუქტურებს, რომლებიც ფარავს საშვილოსნოს ყელს. აღნიშნული პრობლემა გვხვდება 25-35 წლის ქალებში.
 
მიზეზები
საშვილოსნოს ყელის კიბოს ძირითადი მიზეზია ადამიანის პაპილომას ვირუსის ონკოგენური ტიპები (HPV-16 და HPV-18). თუმცა არსებობს სხვა ფაქტორებიც, რომლებიც ახდენენ აღნიშნული დაავადების პროვოცირებას:

ორგანიზმის იმუნოდეფიციტი (იმუნიტეტის დაქვეითება ქრონიკული დაავადებების, სტრესის, მედიკამენტების, არასწორი კვების შედეგად);
მწეველობა;
სასქესო ორგანოების ქრონიკული დაავადებები;
ჰორმონალური ფონის დარღვევა, რაც გამოწვეულია ფეხმძიმობის, მენოპაუზის, ჰორმონების მიღების შედეგად;
ადრეული სქესობრივი ცხოვრება;
ადრეული მშობიარობა;
საშვილოსნოს ყელის ტრავმები.

 
სიმპტომები
როგორც წესი საშვილოსნოს ყელის დისპლაცია რაიმე ნიშანს ან სიმპტომს ან წარმოშობს, ამიტომ ნაცხის ანალიზი და რეგულარული სკრინინგი მნიშვნელოვანია დაავადების ადრეული აღმოჩენისთვის. ზოგჯერ შესალოა ჩივილები მოიცავდეს:

საშოს წვას და ქავილს;
საშოდან უცნაური ფერის გამონადენს, უსიამოვნო სუნით, ზოგჯერ სისხლის ნარევით;
პარალელურ მიმდინარეობას ისეთი დაავადებებისა, როგორიცაა ქლამიდიოზი, ვულვის კონდინომა, უკანატანის დაავადება, ჰონორეა.

 
დიაგნოსტიკა
მკურნალობის დასანიშნად საჭიროა დიაგნოსტიკური გამოკვლევა:

გინეკოლოგის კონსულტაცია;
კოლპოსკოპიის ჩატარება (უსაფრთხო და უმტკივნეულო პროცედურა);
საშოდან აღებული ნაცხის ციტოლოგიური გამოკვლევა;
მიზნობრივი ბიოპსია (უტყუარი მეთოდი, რომელიც უარყოფს ან ადასტურებს დაავადებას 100%-ით);
პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია.

 
მკურნალობა
საშვილოსნოს ყელის დისპლაზიის მკურნალობა დამოკიდებულია მდგომარეობის სიმძიმეზე.
 
რიგ შემთხვევებში თეარპია არ ტარდება:

თუ პაციენტის ასაკი 20 წელზე ნაკლებია;
თუ აღინიშნება საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის წერტილოვანი დაზიანებები;
თუ არ ფიქსირდება პაპილომავირუსული ინფექცია;
თუ დისპლაზია გავრცელებული არ არის ცერვიკალურ არხზე.

 
დაავადების მკურნალობა მიმდინარეობს შემდეგი პროცედურების ჩატარებით:

კრიოთერაპია (საშვილოსნოს ყელის მოწვა თხევადი აზოტით);
დიათერმოკოაგულცია (ელექტრული მოწვა);
აქტუალურია ლაზეროვაპორიზაცია (დაბალი ინტენსივობის ლაზერული სხივების მოქმედება დაზიანებულ ადგილზე);
შესაძლოა ოპერატიული გზით საშვილოსნოს კონუსური ნაწილის მოცილება;
საშვილოსნოს ყელის ამპუტაცია.

 
დისპლაზიის ქირურგიული გზით მოცილების მეთოდს აქვს რამოდენიმე უკუჩვენება:

ფეხმძიმობა;
საშოს და საშვილოსნოს ყელის ინფექციები;
მცირე მენჯის ანთებით დაავადებები.

 
საშიშროება
მთავარი საშიშროება დაავადების სიმსივნურ სტადიაზე გადასვლის შესაძლებლობაა, მაგრამ ადრეულ სტადიაზე გამოვლენილი დისპლაზიის ოპტიმალური მკურნალობა გართულებების თავიდან აირდების საშუალებას იძლევა. ყურადღების მიქცევის გარეშე  დაავადება შეიძლება გადავიდეს ინვაზიურ კიბოში. ფეხმძიმობის დროს საშვილოსნოს ყელის დისპლაზია საშიშია, მაგრამ შედეგი ფატალური არ არის, რადგან მწვავე სტადიების დროს ექიმები პაციენტებს  საკეისრო კვეთის გაკეთებას ურჩევენ.
 
დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:

გინეკოლოგთან რეგულარული გამოკვლევის ჩატარება;
კონტრაცეპტივების მიღება;
ვიტამინების მიღება;
მოწევაზე უარის თქმა;
სასქესო ორგანოების ინფექციური დაავადებებისგან თავის დაცვა;
ჯანსაღი ცხოვრების წესის ქონა.

სისხლძარღვოვანი ვარსკვლავები

სისხლძარღვოვანი ვარსკვლავები – დაავადება, რომელიც ხასიათდება კანზე სისხლძარღვების მკვეთრი გამოჩენით.
 
მიზეზები

ვენების ვარიკოზული გაგანიერება;
დამაკავშირებელი ქსოვილის თანდაყოლილი პრობლემები;
ქრონიკური ვენოზური უკმარისობა;
გინეკოლოგიური, ენდოკრინული დაავადებები;
ფეხებში სისხლის ვენური დაგუბება;
С ვიტამინის ნაკლებობა, რაც იწვევს სისხლძარღვების კედლების დასუსტებას;
ნივთიერებათა ცვლის დარღვევა;
ჰორმონალური პრეპარტების მიღება.

 
სიმპტომები
სისხლძარღვოვანი ვარსკვლავები კანზე ჩნდება მოიასამნისფრო ან მუქი წითელი ფერით. მენსტრუალური ციკლის პერიოდში ქალებს შესაძლოა ჰქონდეთ აღნიშნული პრობლემის ლოკალიზაციის ადგილებში ტკივილი.
 
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ფლებოლოგი, რისთვისაც ნიშნავს სისხლძარღვების ულტრა-ბგერით დოპლეროგრაფიას.
 
მკურნალობა

ელექტროკოაგულაცია;
სკლეროზული თერაპია;
ლაზერული გზით მოცილება;
მიკროტული თერაპია,
ოზონოთერაპია;
რადიოსიხშირული თერმოაბლაცია.

 
საშიშროება
დაავადების გართულება შეიძლება იყოს:

სისხლძარღვოვანი ვარსკვლავების ზომის პროგრესული ზრდა;
ვენების ვარიკოზული გაგანიერება.
პრობლემის მოცილების შემდეგ განმეორებით გაჩენა;
კანის ზედა ფენის ნეკროზი;
პროცედურის ადგილას კანის ჰიპერპიგმენტაცია.

 
რისკის ჯგუფი

ჭარბწონიანები;
ჰორმონალური პრეპარატების მიმღები ადამიანები;
პასიური ცხოვრების წესის მქონე პირები;
ადამიანები, ვისაც ფეხზე დიდხანს დგომა უწევს;
მძიმე ფიზიკური შრომის მქონე ადამიანები.

 
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:

გრილი წყლით დაბანა, სპირტიანი ლოსიონების გამოყენების შეზღუდვა;
ცხელი შხაპისა და აბაზანის გამორიცხვა, ფეხებზე დატვირთვის შემცირება.

სახსრების დისპლაზია

სახსრები
#post_seo_title

სახსრების დისპლაზია – დამაკავშირებელი ქსოვილის დარღვევაა, რაც იწვევს მის დასუსტებას და სახსრების ჰიპერმობილობას (გაზრდილი მოძრაობა). სახსრების დისპლაზია ახალშობილებს დაბადებისთანავე ეტყობა, ხოლო ზრდასრულებში დაავადება იშვიათია.

ლოკალიზაციის მიხედვით გამოიყოფა:

მენჯ-ბარძაყის დისპლაზია;
იდაყვის სახსრების დისპლაზია (იშვიათი);
მხრის სახსარის დისპლაზია;
მუხლის სახსრების დისპლაზია.

მიზეზები:

მემკვირეობითი მიდრეკილება;
სამშობიარო და პოსტსამშობიარო ტრავმები;
​​​​​​​ფეხმძიმობის დროს ქალის ორგანიზმში ჰორმონალური დარღვევები;
ნაყოფის მჯდომიარე მდგომარეობა.

სახსრების დისპლაზია ხშირად აღენიშნება ახალშობილებს, რომელთა მშობლები 40 წელს არიან გადაცილებული.

სიმპტომები
დაავადების სიმპტომები დამოკიდებულია მისი ლოკალიზაციის ადგილზე და შემდეგია:

ერთი ფეხი მეორეზე მოკლეა, დუნდულების და მათი ნაკეცების ასიმეტრია, რომელიც ჩანს გაშლილი ფეხების დროსაც (მენჯ-ბარძაყის სახსრების დისპლაზია);
ტკივილი მხარის მოძრაობისას (მხრის სახსრების დისპლაზია);
ტკივილი მუხლში მოძრაობისას, მუხლის ფორმის ცვლილება (მუხლის სახსრების დისპლაზია).

დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკისთვის ექიმი-ორთოპედი ატარებს შემდეგი სახის გამოკვლევებს:

სახსრების ულტრა-ბგერით გამოკვლევას;
სახსრების რენტგენოლოგიურ გამოკვლევას.

მკურნალობა
დაავადების სამკურნალოდ ინიშნება:

მასაჟები;
სამკურნალო ფიზკულტურა;
ფიზიოთერაპევტული პროცედურები;
მედიკამენტები;
სპეციალური სახვევები;
ქირურგიული ოპერაციები (სახსრის შეცვლა ხელოვნურით).

მკურნალობის კონსერვატიული მეთოდები შედეგიანია 1 წლამდე, თუ ბავშვი უფრო დიდია, მაშინ ქირურგიული ჩარევაა საჭირო.

დაავადების მკურნალობის არარსებობა იწვევს:

სიარულის დარღვევას;
სხეულის ფორმის დარღვევას;
ცვლილებებს ხერხემალში.

რისკის ჯგუფები:

ახალშობილები, რომელთა მშობლები 40 წელზე ზემოთ არიან;
ჰორმონალური ცვლილებების მქონე ბავშვები;
ბავშვები, რომლებიც ნორმაზე მეტი წონით დაიბადნენ.

რეკომენდაცია!

ფეხმძიმობის პერიოდში დაავადების განვითარების დროული შეწყვეტა;
მეძუძური ბავშვების ფეხების გაკოჭვის გამორიცხვა;
სამკურნალო ვარჯიშები.

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights