ოთხშაბათი, მაისი 13, 2026

ჯანდაცვის სამინისტრო ჰოსპიტალური მომსახურების ხარისხის შეფასების ინდიკატორებზე მუშაობს

„აიღეთ თანამედროვე პირადობის მოწმობა, რათა არ შეგექმნათ დაბრკოლება პენსიისა და სხვა სოციალური დახმარების მისაღებად“

ჯანდაცვის სამინისტრო ჰოსპიტალური მომსახურების ხარისხის შეფასების ინდიკატორებზე მუშაობს.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცვლილების მიზანი სამედიცინო დაწესებულებებში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და პაციენტთა უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.

მათივე ცნობით, ხარისხის შეფასებისთვის, სხვა ინდიკატორებთან ერთად, გათვალისწინებული იქნება რეჰოსპიტალიზაციისა და ლეტალობის მაჩვენებლებიც.

„ჰოსპიტალური მომსახურების ხარისხის შეფასების ინდიკატორებზე მუშაობა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტების ჩართულობით მიმდინარეობს. პროცესში გათვალისწინებული იქნება ისეთი რისკფაქტორები, როგორებიცაა ასაკი, სქესი, თანმხლები დაავადებები და ა.შ.

შეფასების ინდიკატორების ნუსხას ჯანდაცვის სამინისტრო მარტის ბოლოს გამოაქვეყნებს, სადაც განსაზღვრული იქნება მეთოდოლოგია, დათვლის წესი და წყაროები. სამუშაო პროცესში სექტორის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან. აღნიშნული ინსტრუმენტი შემდგომ ეტაპზე გამოყენებული იქნება საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული კლინიკების სელექციური კონტრაქტირებისთვის“, – აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.

სამედიცინო სერვისების ხარისხის გაუმჯობესებისა და გადაწყვეტილებების მიღებისათვის ჰოსპიტალური მომსახურების ხარისხის შეფასების ინდიკატორების განსაზღვრას, დანერგვას, მონაცემთა შეგროვებას, ანალიზსა და გამოყენებას საქართველოს 2022-2030 წლების ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული სტრატეგია ითვალისწინებს.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

კლინიკებს, სადაც სიკვდილიანობის მაჩვენებელი მაღალი იქნება, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდებათ

კლინიკებს, სადაც სიკვდილიანობის მაჩვენებელი მაღალი იქნება, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდებათ.

კლინიკების ნაწილმა ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსგან მიიღო გამაფრთხილებელი წერილი, სადაც ნათქვამია, რომ თუ პაციენტების სიკვდილიანობის მაჩვენებელი 6%-ზე მაღალი ექნებათ, სახელმწიფო დაფინანსებას შეუჩერებს.

„ჯანდაცვის სამინისტრო, ჰოსპიტალური მომსახურების ხარისხის შეფასების ინდიკატორებზე მუშაობს. ცვლილების მიზანი სამედიცინო დაწესებულებებში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და პაციენტთა უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. ხარისხის შეფასებისთვის სხვა ინდიკატორებთან ერთად, გათვალისწინებული იქნება რეჰოსპიტალიზაციისა და ლეტალობის მაჩვენებლებიც. ჰოსპიტალური მომსახურების ხარისხის შეფასების ინდიკატორებზე მუშაობა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტების ჩართულობით მიმდინარეობს.

აღნიშნული ინსტრუმენტი გამოყენებული იქნება, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული კლინიკების სელექციური კონტრაქტირებისთვის. ჰოსპიტალური მომსახურების ხარისხის შეფასების ინდიკატორების განსაზღვრას, დანერგვას, მონაცემთა შეგროვებას, ანალიზსა და გამოყენებას სამედიცინო სერვისების ხარისხის გაუმჯობესებისა და გადაწყვეტილებების მიღებისათვის, საქართველოს 2022-2030 წლების ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული სტრატეგია ითვალისწინებს”, – განაცხადა ლელა სულაბერიძემ.

მონაცემები დამუშავდა „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მხოლოდ ინფექციური დაავადებების მართვის და გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტების ფარგლებში და მოიცავს იმ სამედიცინო შემთხვევებს, რომლებიც 2023 წლის 1 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაფიქსირდა.

მონაცემები დამუშავდა „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გადმოცემული სამედიცინო შემთხვევების მიხედვით.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

ბავშვთა სისხლში ტყვიის შემცველობის ბიომონიტორინგზე 1 მლნ დაიხარჯება – მდგომარეობა და პრიორიტეტები

ბავშვთა სისხლში ტყვიის შემცველობის ბიომონიტორინგზე 1 მლნ დაიხარჯება – მდგომარეობა და პრიორიტეტები.
საუბრობს გაეროს ბავშვთა ფონდის გარემოს ჯანმრთელობის პროგრამის ხელმძღვანელი ნინო ძოწენიძე:

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

საქართველოში დნმ-ის ერთიანი ბაზა შეიქმნება

საქართველოში დნმ-ის ერთიანი ბაზა შეიქმნება, რისთვისაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო „დნმ-ის მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნის შესახებ“ კანონის პროექტს შეიმუშავებს.

მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მიმდინარე წლის გეგმაში წერია, რომ უწყებამ აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტში საგაზაფხულო სესიაზე უნდა წარადგინოს.

„საკანონმდებლო ინიციატივის შესაბამისად, უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა იდენტიფიკაციის, დანაშაულის პრევენციის, დანაშაულის გახსნისა და მის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის მიზნით, სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროში შეიქმნება დნმ-ის მონაცემთა ერთიანი ბაზა, რომელშიც შეინახება გენეტიკური მონაცემები.

ასევე განისაზღვრება დნმ მონაცემების სავალდებულო პროფილირებას დაქვემდებარებული სუბიექტების ჩამონათვალი, ამასთან, ნებისმიერ პირს ნებაყოფლობით შეეძლება კუთვნილი დნმ მონაცემების წარდგენა, ბაზაში რეგისტრაციის მიზნით“, – ნათქვამია პარლამენტის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში, რომელიც მან მთავრობისგან მიიღო.

კანონპროექტის მიღება სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი დაახლოებით 13 მილიონ ლარამდე ხარჯის გამოყოფას გამოიწვევს, .

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

პრობლემის მოგვარების ყველაზე ეფექტური საშუალება არის რობოტული ქირურგია

სასუნთქ გზებში ობსტრუქციების შედეგად შეიძლება განვითარდეს ხვრინვა და ძილის აპნოე. არსებული პრობლემის მოგვარების ყველაზე ეფექტური საშუალება არის რობოტული ქირურგია.
ამ მიდგომით ჯანმრთელობის აღდგენა უფრო სწრაფია ტკივილგამაყუჩებლების შემცირებული საჭიროებით.
ქირურგიული პროცედურა ტარდება ჭრილობების და ნაწიბურების გარეშე, შესაბამისად მცირდება ჰოსპიტალიზაციის დრო.

„რესპუბლიკური საავადმყოფოს 350-მდე თანამშრომელმა სამინისტროს მიერ შეთავაზებული საკომპენსაციო პაკეტი უკვე აირჩია“

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებზე კომპენსაციების გაცემა გრძელდება.

უწყებაში აცხადებენ, რომ კლინიკის 350-მდე თანამშრომელი სამინისტროს მიერ შეთავაზებული საკომპენსაციო პაკეტს დათანხმდა.

„რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებთან კონსულტაციები გრძელდება. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებსა და კლინიკის თანამშრომლებს შორის, შეხვედრები, ყოველდღიურ რეჟიმში იმართება. თუმცა თანამშრომელთა გარკვეული ჯგუფი სამწუხაროდ უარს აცხადებს ნებისმიერი სახის კონსულტაციებსა თუ შეხვედრაზე.

საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებზე კომპენსაციების გაცემა გრძელდება. კლინიკის 350-მდე სამედიცინო პერსონალმა და ადმინისტრაციის თანამშრომელმა სამინისტროს მიერ შეთავაზებული საკომპენსაციო პაკეტი უკვე აირჩია და შესაბამისი შეთანხმებით დაადასტურა.

სამედიცინო პერსონალის ნაწილი მუშაობას იმ კერძო სამედიცინო დაწესებულებაში აგრძელებს რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს ჩართულობით, რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალს ალტერნატიულ დასაქმებას სთავაზობს. უწყებამ ამ მიმართულებით 10-ზე მეტ სამედიცინო დაწესებულებასთან გამართა მოლაპარაკებები.

მნიშვნელოვანია, რომ კლინიკაში დასაქმებული სამედიცინო პერსონალის უფლებები იქნება სრულად დაცული. რესპუბლიკური საავადმყოფოს თითოეული თანამშრომელი, უზრუნველყოფილი იქნება დასაქმების ალტერნატიული შეთავაზებით, თუ ღირსეული კომპენსაციით“, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გასწავლით, რა უნდა გაითვალისწინოთ სამუშაო სივრცეში ერგონომიკული დიზაინის შესაქმნელად – რჩევ

რა არის ერგონომიკული დიზაინი? 

სამუშაო ადგილის შექმნისას, საჭიროა სამუშაო გარემოს კორექტირება ადამიანის ინდივიდუალური თვისებების და სხეულის შესაძლებლობების გათვალისწინებით. ადამიანი არ უნდა ცდილობდეს, მოერგოს სამუშაო გარემოს, არამედ გარემო უნდა იყოს მისთვის შერჩეული.

კორექტირების შეტანა შესაძლებელია ერგონომიკული დიზაინის დახმარებით, ანუ სამუშაო ადგილის სწორი დაგეგმარებით.

საოფისე აღჭურვილობის შერჩევისას, გასათვალისწინებელია შემდეგი:

წაიკითხეთ სრულა

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც ბავშვის ტვინის განვითარებაზე ახდენს მავნე ზეგავლენა

ახლესი კვლევების შედეგად, გაიზარდა იმ ქიმიური ნივთიერებების სია, რომელიც ბავშვის ტვინის განვითარებაზე ახდენს მავნე ზეგავლენას.

„The Lancet Neurology-ის” მკვლევარებმა 2006 წელს გამოაქვეყნეს 5 ნეიროტოქსინის სია, რომელთაც შეუძლიათ იმოქმედოს ყველაფერზე, კოგნიტიური ფუნქციის დაზიანებით დაწყებული, ყურადღების კონცენტრაციით დამთავრებული. ახლახან სია განახლდა და მას მკვლევარებმა 6 ახალი ნივთიერება დაამატეს.

„ნეიროგანვითარების ფუნქციების დარღვევები (აუტიზმი, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი (ADHD), კითხვის უუნარობა) ბავშვების დაახლეოებით 10-15%-ში ფიქსირფდება. ამ დარღვევებიდან მხოლოდ 30-40%-ია გენეტიკური, დანარჩენი კი გარემოს ბრალია. ზუსტი მიზეზების დასახელება, ამ ეტაპზე, ძალიან რთულია, თუმცა მკვლევარები განსაკუთრებულად სწორედ ამ 11 ნეიროტოქსინისგან თავის დაცვისკენ მოგვიწოდებენ:

ტყვია, ამ თვალსაზრისით, ერთ-ერთი ყველაზე კარგად გამოკვლეული ქიმიური ელემენტია, რომელიც პირდაპირ კავშირშია ნეიროგანვითარების ფუნქციების ისეთ დარღვევებთან, როგორიცაა, მაგალითად, დაბალი IQ (ინტელექტუალური განვითარების კოეფიციენტი)“, – აღნიშნავენ ვლევის ავტორები.

აი ის 5 ნივთიერება, რომლებიც ყველაზე მეტად მოქმედებს ბავშვების ტვინზე:

  1. ტყვია;
  2. მეთილვერცხლისწყალი;
  3. პოლიქლორირებული ბიფენილები;
  4. დარიშხანი;
  5. ტოლუოლი.

წყარო:  Harvard business review

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

როგორ შევაჩეროთ ბუნებრივად დაბერების პროცესი?

გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველო”

რა ცვლილებები იწყება ორგანიზმში ასაკის მატებასთან ერთად – როგორ შევაჩეროთ ბუნებრივად დაბერების პროცესი?
საუბრობს დერმატო ვენეროლოგი, მედიცინის დოქტორი ზაზა თელია:

„არსებობს მოდიფიცირებადიდა არამოდიფიცირებადი ფაქტორები. მოდიფიცირებადი არის, რომ ჩვენ შეიძლება, ზეგავლენა მოვახდინოთ დაბერების პროცესის გადავადებაზე და არამოდიფიცირებადი ფაქტორია, რომ ყველა ვართ ცოცხალი ორგანიზმები და დაბერების პროცესს ვერაფერს ვერ ვუზამთ. ეგვიძლია, დაბერების პროცესი გადავავადოთ.

ორგანიზმი შედგება უჯრედებისგან. ორგანოებიც უჯრედებით არის ამოფენილი. მათ აქვს გამრავლების უნარი, თუმცა ლიმიტირებული. ეს დამოკიდებულია გენებზე.  უჯრედებს როდესაც აღარ აქვთ გამრავლების უნარი, იზრდებიან ზომაში და კვდებიან. 30 წლის ასაკის შემდგომ უჯრედები იწყებენ გამრავლების უნარის დაკარგვას. ორგანოები, რომლებიც ამოფენილია ამ უჯრედებით, ფუნქციონირებას ანელებენ, ნაკლებად კარგად მუშაობენ ორგანოზები – ამას ჰქვია ორგანოთა დაბერება. ეს პროცესიც იწყება 30 წლის ასაკიდან. მოდიფიცირებადი ფაქტორები, რაც ამას ხელს უწყობს, გახლავთ ცხოვრების არასწორი წესი.

დაბერების პროცესთან ერთად, ადამიანი გარკვეული კუთხით ვიზუალურ ცვლილებებს განიცდის. ეს აისახება ძვალ-სახსროვან სისტემაზე. ისიც უჯრედებით არის ამოფენილი, ძვლები სიმკვრივეს კარგავს და ზომაში პატარავდება. ეს განსაკუთრებულად შეიმჩნევა ქალებში მენოპაუზის შემდგომ. ამ დროს ფიქსირდება სიმაღლეში კლება, 3-5 სმ-ით. ხერხემლის სვეტის ცვლილებების გამო ხდება ეს. მალებს შორის არსებული ქსოვილი, რომელიც სითხით არის გაჯერებული და, ასაკის მატებასთან ერთად, ხდება ამ სითხისგან განლევა.

დაბერების პროცესის გადასავადებად აუცილებელია ფიზიკური აქტივობა, სწორი და ბალანსირებული კვება.“

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

„ეს პირდაპირ დაკავშირებულია ონკოლოგიასთან…“ – მარიამ ჯორჯაძე

ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ დირექტორის მარიამ ჯორჯაძის განცხადებით, წარმოების სტანდარტის და აგროქიმიკატების გამოყენების დროს დოზების დაცვა არაბიომეურნეობების შემთხვევაშიც აუცილებელია. ვაშლის ბაღების  შეწამვლა წლის განმავლობაში 35-ჯერ ხდება.

მისი თქმით, პრობლემაა ფერმერებში შესაბამისი ცოდნა და ქიმიკატების გამოყენების წესების დაცვა, რასაც ფერმერების ნაწილი არ ითვალისწინებს.

“მწარმოებლები, რომლებიც ჩართული არიან ამ პროცესში, მაღალი რისკის ქვეშ არიან. ფერმერები ხშირ შემთხვევაში არ არიან ინფორმირებული, ქიმიკატები როგორ უნდა გამოიყენონ. ეს პირდაპირ დაკავშირებულია ონკოლოგიასთან“, – აცხადებს მარიამ ჯორჯაძე.

ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ დირექტორმა, განაცხადა, რომ ქიმიური ნივთიერებები, რომლის გამოყენება ბევრ ქვეყანაში აკრძალულია, საქართველოს ბაზარზე უპრობლემოდ შემოდის.

მისი თქმით, რისი აკრძალვაც ხდება ევროკავშირში, იმის ასახვა მაშინვე არ ხდება ჩვენთან.

„ლიმფოზინატები ბევრ ქვეყანაში აკრძალულია, ჩვენთან არ არის აკრძალული და შემოდის. ყველაზე სავალალო მდგომარეობა ისაა, რომ მის ტარას იყენებენ ან ყრიან. ამ ნარჩენების გადამუშავების გარკვეული წესები არსებობს, რისი ცოდნის და განათლების პრობლემაა. მხოლოდ ის კი არა, რომ არ აცვიათ სპეციალური ტანსაცმელი, იყო შემთხვევები, როცა ხუმრობით ერთმანეთს წუწავდნენ, რაც დაუშვებელია. ყოფილა გარდაცვალების შემთხვევებიც, როცა პრეპარატი არასათანადო ჭურჭელში ესხა.

კონტროლის მექანიზმები არ არის საკმარისი და არ არის ცოდნა. კანონი კრძალავს დაირღვეს შეფუთვა, მაგრამ როცა მთლიანი შეფუთვის შეძენის საშუალება არ აქვთ, ხშირია შეფუთვის დაზიანება, რაც სავალალოდ სრულდება“, – აცხადებს მარიამ ჯორჯაძე.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights