ხუთშაბათი, ივნისი 11, 2026

ტაქიკარდია

ტაქიკარდია – სამედიცინო ტერმინია და წარმოადგენს არითმიის ტიპს, რომლის დროსაც გულისცემის სიხშირე წუთში 100 დარტყმას აჭარბებს. სტრესმა, ტრავმამ ან დაავადებამ შესაძლოა გულისცემა გაზარდოს, მაგრამ ტაქიკარდიისას მსგავსი ფიზიკური აქტივობების გარეშე გული არაბუნებრივად ჩქარდება. ტაქიკარდია მკურნალობის გარეშე  გულის ნორმალური ფუნქციონირების მოშლას იწვევს, მათ შორის გულის უკმარისობას, ინსულტს, გულის მოულოდნელ გაჩერებას ან სიკვდილსაც კი.
 
 
გულის პათოლოგიური ტაქიკარდია ვლინდება:

კისრის ძარღვების გამოკვეთილი პულსაციით;
გულისცემის გრძნობით;
გულყრით;
თავბრუსხვევით;
მოუსვენრობის გრძნობით.

 
 
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს კარდიოლოგი, რისთვისაც საჭიროა:

ელექტროკარდიოგრამა;
ექოკარდიოგრამა;
გულის მაგნიტო-რეზოანსული ტომოგრაფია.

 
პარალელურად ინიშნება:

სისხლის საერთო ანალიზი;
ელექტროენცეფალოგრაფია;
კორონოგრაფია.

 
 
მკურნალობა

გულის პათოლოგიების გამომწვევი დაავადებების მკურნალობა.
შრომისა და დასვენების რეჟიმის ნორმალიზება.
სპირტიან სასმელზე, მოწევაზე, დიდი რაოდენობით ჩაის და ყავის მიღებაზე უარის თქმა.
სედატიური თერაპიის გამოყენება.
მაგნიუმის და კალიუმის შემცველი პრეპარატების გამოყენება.
ანტიარითმიული თერაპიის გამოყენაბა.

 
 
დიეტა
ტაქიკარდიის დროს რაციონიდან ამოსაღებია შემდეგი პროდუქტები:

კოფეინის შემცველი სასმელები და პროდუქტი;
ალკოჰოლი;
ცხარე, მლაშე, შებოლილი და ცხიმიანი საკვები;
სოუსები;
ცხიმიანი ნაღები და არაჟანი;
სოდის შემცველი პროდუქტები;
კვერცხი.

 
 
ყოველდღიურ მენიუში უნდა შედიოდეს:

ნატურალური წვენები;
ბოსტნეული;
ხილი;
რძე;
რძემჟავა პროდუქტები;
დიეტური ხორცი.

 
 
საშიშროება
დაავადების გართულება შეიძლება იყოს:

გულის გაჩერება;
გონების ხშირი დაკარგვა;
ინსულტი;
გულის უკმარისობა;
თრომბოფლებიტი.

 
 
რისკის ჯგუფი

მოცუხები;
ახალშობილები;
გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადების მქონე ადამიანები;
სპორტსმენები.

 
 
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:

ალკოჰოლზე და მოწევაზე უარის თქმა;
არტერიული წნევის კონტროლი;
ცხოველური ცხიმების შემცირება საკვებში და რაც შეიძლება მეტი ხილისა და ბოსტნეულის გამოყენება;
სისხლში ქოლესტერინის დონის გაკონტროლება;
კარდიოლოგთან ყოველწლიურად ვიზიტი.​​​​​​​

სტრეპტოდერმია – წარმოადგენს კანის ინფექციურ დაავადებას, რომელიც გამოწვეულია სტრეპტოკოკური მიკროფლორით

სტრეპტოდერმია - წარმოადგენს კანის ინფექციურ დაავადებას, რომელიც გამოწვეულია სტრეპტოკოკური მიკროფლორით
#post_seo_title

სტრეპტოდერმია: აღწერა, სიმპტომები და მკურნალობა

სტრეპტოდერმია – წარმოადგენს კანის ინფექციურ დაავადებას, რომელიც გამოწვეულია სტრეპტოკოკური მიკროფლორით.  

მიზეზები

პათოლოგიური აგენტების ორგანიზმში მოხვედრა;
სტრეპტოკოკური ინფექციის დამატება ორგანიზმში უკვე არსებულ ინფექციურ დაავდებებთან.
დაავადების დინამიურ განვითარებას ხელს უწყობს შემდეგი ფაქტორები:
ჰორმონალური ცვლილებები;
კანის рН-ის ცვლილება;
ქრონიკული ანთებითი პროცესები;
ალერგიისკენ მიდრეკილება;
ჭინჭრის ციება;
ატოპიური და სებერული დერმატიტი.

სიმპტომები

მრგვალი, მოვარდისფრო ფერის ლაქები;
ჩირქოვანი გამონაყარი კანზე;
წყლულების მოშუშების შემდეგ ნაპრალების გაჩენა;
ღრმა იარები;
წვა;
ქავილი;
დაინფიცირებული კანის ძლიერი სიმშრალე.

ბავშვებში სიმპტომები ვლინდება შემდეგი სახით:

ტემპერატურის აწევა;
ლიმფური კვანძების გადიდება;
საერთო სისუსტე;
მოვარდისფრო წყლულოვანი გამონაყარი, რომელიც თავისით სკდება;
წყლულების მოშუშების შემდეგ რჩება მოყვითალო-მოყვისფრო ქერქი;
ვარდისფერი კანი ეროზიის ნიშნებით.

დიაგნოსტიკა

დერმატოლოგის კონსულტაცია;
დაზიანებული კანის ნაცვეთის ანალიზი;
ბაქტერიოლოგიური დათესვა;
სისხლის ანალიზი.

მკურნალობა

ადგილობრივი პრეპარატების მიღება;
ვიტამინოთერაპია;
ჰემოთერაპია;
სისხლის ულტრაიიფერი დასხივება;
კანის დაზიანებული ადგილების ულტრაიისფერი დასხივება;
წყალთან კონტაქტის შეზღუდვა;
ავადმყოფის 10 დღით იზოლაცია;
სპეციალური დიეტა;
კერების დამუშავება 1-2%-იანი აზოტის ნიტრატით.

ბავშვებში მკურნალობისთვის საჭიროა:

ჭრილობების დამუშავება ანტისეპტიკური ხსნარებით;
კარანტინი;
ანტიბაქტერიული პრეპარატების გამოყენება.

საშიშროება
დაავადებას არ მოჰყვება გართულებები, თუ მოხდება მისი დროული და სათანადო მკურნალობა.

პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:

ცხოვრების ჯანსაღი წესი და მავნე ჩვევებზე უარის თქმა;
სრულფასოვანი კვება;
იმუნური სისტემის სტიმულაცია;
პირადი ჰიგიენის წესების დაცვა.

დასკვნა

სტრეპტოდერმია სერიოზული დაავადებაა, თუმცა მისი პროფილაქტიკა და მკურნალობა შესაძლებელია. ყოველთვის მნიშვნელოვანია თქვენი და თქვენი ოჯახების ჯანმრთელობის დაცვის მიზნით სწორი ინფორმაციის ქონა.

დასკვნითი რჩევა: თუ ფიქრობთ, რომ სტრეპტოდერმია გაქვთ, ნუ დააყოვნებთ ექიმის დახმარებას!

სტომატიტი

სტომატიტი – დაავადება, რომელსაც ახასიათებს პირის ღრუს ლორწოვანი გარსის სხვადასხვა ეტიოლოგიის ანთებითი პროცესი.
 
მიზეზები

მიკროპლაზმის ვირუსის ბაქტერიების ზემოქმედება;
ორგანიზმში В ჯგუფის ვიტამინების, ფოლიუმის მჟავას, რკინის, თუთიის უკმარისობა;
პირის ღრუს ტრავმები, ზედმეტად მყარი საკვების მიღება, არასწორად ჩასმული პროთეზი;
პირადი ჰიგიენის წესების დარღვევა;
უსუფთაო პროდუქტის ჭამა;
ნატრიუმის სულფატის შემცველი კბილის პასტის დიდი ხნით გამოყენება;
შარდმდენი და ნერწყვის შემამცირებელი პრეპარატების დიდი ხნით გამოყენება.

 
სიმპტომები

კატარალური სტომატიტი – შეშუპება, ლორწოვანის გაწითლება, სისხლდენა ლორწოვანი გარსიდან, ჭარბი ნერწყვდენა, საკვების მიღების დროს ტკივილი, ლორწოვან გარსზე თეთრი ნადების გაჩენა;
წყლულოვანი სტომატიტი – ზიანდება მთელი ლორწოვანი გარსი, იწევს სხეულის ტემპერატურა, დიდდება ლიმფური კვანძები;
აფტოზური სტომატიტი – ლორწოვან გარსზე მრავალრიცხოვანი წყლულების გაჩენა, რომლებიც დაფარულია მონაცრისფრო ნადებით;
ალერგიული სტომატიტი – შეიძლება მოიცავდეს სტომატიტის სხვა სახეობებს.

 
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს სტომატოლოგი, რისთვისაც საჭიროა:

საერთო დათვალიერება;
პჯრ-დიაგნოსტიკა კანდიდოზისა და ჰერპესის გამოსავლენად;
ნაცხის ანალიზი პირის ლორწოვანიდან.

 
მკურნალობა

ანსეთეტიკების დაბალპროცენტიანი ხსნარით პირის ღრუს გამორეცხვა;
ანტიბაქტერიული საშუალებები;
ვირუსებისა და სოკოს საწინააღმდეგო მალამოები;
ეპითელიუმის შესახორცებელი პრეპარატები;
ფიზიოთერაპია.

 
დიეტა
დაავადების მკურნალობის დროს საჭიროა დიეტის დაცვა, რომელიც რაციონიდან გამოირცხავს:

მლაშეს;
ცხარეს;
ტკბილეულს;
ფორთოხლის და პომიდვრის წვენს;
სპირტიან სასმელს.

 
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:

პირის ღრუს ჰიგიენის დაცვა;
წელიწადში ორჯერ სტომატოლოგთან ვიზიტი;
დაბალანსებული კვების ქონა.

სტენოკარდია

სტენოკარდია – დაავადება, რომელიც ხასიათდება გულის არეში დისკომფორტის, სიმძიმის განცდით, როცა ადამიანს აქვს ფიზიკური ან ემოციური დატვირთვა. ჩვეულებრივ, ტკივილის პროვოცირებას ფიზიკური აქტივობა ან სტრესი იწვევს, რაც, როგორც წესი, რამდენიმე წუთს გასტანს. ამ მოვლენას სტენოკარდიულ შეტევას უწოდებენ.
 
მიზეზები
სტენოკარდია იწყება გულის არტერიების ათეროსკლეროზის გამოვლინებით.
 
სიმპტომები

ტკივილი, რომელიც გადადის კისერსა და ქვედა ყბაზე;
თავბრუს ხვევა, გულყრა.

 
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკისთვის საჭიროა კარდიოგრაფია, ექოკარდიოგრაფია, ულრა-ბგერითი გამოკვლევა, გულმკერდის რენტგენი.
 
მკურნალობა

ენის ქვეშ ვალიდოლის აბის დადება პირველადი შეტევისას.
ნიტროგლიცერინი.
პრავასტატინი და ქოლესტერინის მოსაშორებელი სხვა პრეპარატები.
აუტოკორონარული შუნტირების საშუალებით შესაძლებელია გახეთქილი სისხლძარღვების ჩანაცვლება. ეს მკურნალობის ყველაზე პროგრესული მეთოდია.

 
დიეტა
აკრძალულია მლაშე, შებოლილი, ცხარე და ცხიმიანი საჭმელი. რეკომენდირებულია ბოსტნეული, ხილი, რძის ფაფები, ორთქლზე მოხარშული საკვები. კვება მიმართულია ორგანიზმში ქოლესტერინის დონის შემცირებისკენ.
 
საშიშროება
დაავადების გართულებაა მიოკარდის ინფარქტი, რაც შემთხვევების დიდ ნაწილში ლეტალური შედეგით სრულდება.
 
რისკ-ჯგუფი
ჰიპერტონიით დაავადებულები, ჭარბწონიანები, მწეველები, მაღალი ნერვულ-ფსიქოლოგიური დატვირთვის მქონე ადამიანები.
 
პროფილაქტიკა
ცხოვრების ჯანსაღი წესი, სწორი კვება, სხეულის ნორმალური წონის ქონა.

სტენდალის სინდრომი

სტენდალის სინდრომი – წარმოადგენს იშვიათ ფსიქოსომატურ დაავადებას, რომლის დროს პაციენტი მწვავედ აღიქვამს ხელოვნების ნიმუშებს – რეალობის დონეზე.
 
 
 
 
 
მიზეზები

შინაგანი გამაღიზიანებლების მიმართ ფსიქიკის გაზრდილი მგრძნობელობა;
არამყარი ფსიქიკა;
დეპრესიული მდგომარეობა;
ქრონიკული სტრესი;
ნერვული ტრავმები.

 
სიმპტომები

ძლიერი გულისცემა;
თავბრუს ხვევა;
სხეულის ტემპერატურის აწევა;
ჰალუცინაცია;
სხეულზე კონტროლის დაკარგვა;
გონების სრული დაკარგვა.

 
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკისთვის საჭიროა ფსიქოთერაპევტის ან ნევროლოგის კონსულტაცია
 
მკურნალობა

ფსიქოანალიტიკოსის კონსულტაციები;
მსუბუქი სედატიური პრეპარატების მიღება;
ნერვული აშლილობისა და დაძაბულობისთვის თავის არიდება;
სიმშვიდე.

 

საშიშროება
დაავადების გართულებამ შეიძლება უამრავი პრობლემა გააჩინოს, მაგალითად უცხო ადგილას გონების ან მეხსიერების დაკარგვა, რასაც შემდგომი ნერვული აშლილობა და გაღიზიანება შეიძლება მოჰყვეს. 
 
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:

სტრესისთვის თავის არიდება;
დეპრესიასთან ბრძოლა;
დამამშვიდებელი პრეპარატების მიღება ექიმის კონტროლის ქვეშ.

სტაფილოკოკური ენტეროკოლიტი

სტაფილოკოკური ენტეროკოლიტი – ნაწლავის ანთება, რომელიც გამოწვეულია სტაფილოკოკის ჩხირით.
 
მიზეზები

ჰიგიენის ნორმების დარღვევა;
ნაწლავის მექანიკური დაზიანება;
სამკურნალო საშუალებებით ტოქსიკური მოწამვლა. 

 
 
ბავშვებში დაავადებას იწვევს:

სტაფილოკოკის ჩხირი;
სამშობიარო ტრავმა;
ასფიქსია;
ძუძუსთან გვიან მიყვანა;
სისხლის დაკარგვა. 

 
სიმპტომები

ფაღარათი;
მუცლის მჭრელი ტკივილი;
გულის რევა;
ღებინება;
ტემპერატურის აწევა;
ციება;
სისუსტე;
თავის ტკივილი;
გონების დაკარგვა;
კრუნჩხვები;
გაუწყლოება;
შეკრულობა, რომელსაც ახლავს ფაღარათი;
მეტეორიზმი
კანის არაჯანსაღი შესახედაობა;
ფრჩხილების მტვრევა;
გაუხეშებული თმა;
დაღლისა და მოთენთილობის შეგრძნება;
კონცენტრაციის დარღვევა;
მეხსიერების დაქვეითება;
ძილის დარღვევა;
იმუნიტეტის დაქვეითება. 

 
დიაგნოსტიკა

გასტროენტეროლოგის კონსულტაცია;
სისხლის საერთო ანალიზი;
კალას ანალიზი;
კოლონოსკოპია;
ნაწლავის რენტგენოგრაფია, კონტრასტული ნივთიერების გამოყენებით.

 
მკურნალობა

ერთი დღე-ღამე შიმშილობა ნაწლავის დასასვენებლად;
დაკარგული სითხის აღდგენა;
დიეტა;
მედიკამენტოზური თერაპია;
ნაწლავის ფლორის აღდგენა.

 
საშიშროება
დაავადების დროული და ეფექტური მკურნალობა იძლევა დადებით შედეგს. გართულებებმა შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმის სრული მოწამვლა და ლეტალური შედეგი.
 
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:

ჰიგიენის ნორმების დაცვა;
ცხოვრების ჯანსაღი წესი;
სწორი კვება;
დაავადების სიმპტომების გამოვლენის დროს სპეციალისტთან ვიზიტი.

სმენის დაკარგვა

სმენის დაკარგვა  – იმ დაავადებების საერთო დასახელება, რომლებსაც ახლავს სმენის დაქვეითება, რაც გამოწვეულია სხვადასხვა მიზეზების გამო.
 
მიზეზები

ინფექციური დაავადებები და მათი გართულებები;
სმენის ნერვის ნევრიტი;
ტოქსიკური ზემოქმედება;
სმენის ორგანოში სისხლის ნორმალური მიმოქცევის დარღვევა;
არტერიული წნევის თამაში;
სმენის ანალიზატორის ტრავმები;
თავის ტვინის ტრავემბი;
ხანგრძლივი ხმაურისა და ვიბრაციის ზემოქმედება;
სასმენი ორგანოს მექანიკური დაზიანებები;

 
სიმპტომები
დაავადების უმთავრესი სიმპტომია სმენის დაქვეითება. სმენის დაკარგვა ხარისხის მიხედვით არსებობს:

1 ხარისხის – ხმის გაგება შესაძლებელია 3-6 მეტრის მანძილზე;
2 ხარისხის – ხმის გაგება შესაძლებელია 1-4 მეტრის მანძლზე.
3 ხარისხის – ხმის გაგება შესაძლებელია მხოლოდ 2 მეტრის მანძლზე.
4 ხარისხის – ხმის აღქმა შესაძლებელია 70-90 დბ-ზე. ეს ხარისხი უკვე ინვალიდობის ფორმაა.

 
სმენის დაქვეითება ახალშობილებში:

ბავშვი არ რეაგირებს მკვეთრ ხმებზე;
არ რეაგირებს სათამაშოს ხმაურზე;
ვერ ცნობს დედისა და ახლობლების ხმას;

 
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოზი აუცილებლად უნდა მოიცავდეს მის მექანიზმს და სმენის დაქვეითების ხარისხს, ასევე მიზეზს. ფასდება სმენის დაქვეითების დინამიკაც, ატარებს თუ არა ის პროგრესირებად ხასიათს თუ სტაბილურია. 
 
მკურნალობა
ხშირ შემთხვევაში სმენის დაქვეითება პროგრესული ხასიათისაა, ამიტომ, რაც უფრო ადრე დაიწყება მისი მკურნალობა, მით მეტი შანსია სმენის შენარჩუნებისთვის. მკურნალობა დამოკიდებულია დაავადების მიზეზებსა და დონეზე.

რისკ-ჯგუფი

მოხუცები;
მემკვიდრეობითი მიდრეკილების ადამიანები;
იმუნიტეტის დაზიანება და ყელ-ყურ-ცხვირის ინფექციური დაავადებების გადამტანი პირები;
სხვადასხვა ინტენსივობის, მუდმივი ხმაური;
თავის ტვინის ან ყურის ტრავმები.

 
პროფილაქტიკა
უმთავრესი პროფილაქტიკური ქმედება არის სმენის მუდმივი შემოწმება, განსაკუთრებით იმ კატეგორიისთვის, ვინც რისკის ჯგუფში შედის. ასევე რეკომენდირებულია ორგანიზმის გაკაჟება, ზედა სასუნთქი გზების დაავადებების დროული მკურნალობა.

საკვერცხეების გამოფიტვის სინდრომი

საკვერცეების გამოფიტვის სინდრომი – ასეთ დროს ჩვეულებრივ საკვერცხეები ფუნქციონირებას 40 წლამდე წყვეტს და ხშირად პაციენტში უნაყოფობას იწვევს ის, რომ სათანადო რაოდენობის კვერცხუჯრედების აღარ ყალიბდება. საკვერცხეების ნაადრევი გამოფიტვა ზოგჯერ მენოპაუზაში ერევათ, მაგრამ მდგომარეობა იგივე არ არის, რადგან ამ უკანასკნელის დროს ქალებს ციკლი უწყდებათ და ვერ ორსულდებიან, ხოლო საკვერცხეების გამოფიტვის დროს, მიუხედავად არარეგულარული ციკლისა, ნაყოფის ჩასახვა სრულიად შესაძლებელია.
 
მიზეზები

მემკვიდრეობითი ფაქტორი;
აუტოიმუნური ჰიპოთირეოზი;
სუსტი იმუნიტეტი;
ტერატოგენური მოქმედების პრეპარატების ხანგრძლივად მიღება;
დასხივება;
ქიმიური ნივთიერებებით მოწამვლა;
რიგი დაავადებების გართულებები;
ხშირი სტრესი, გადაღლა, ფიზიკური დატვირთვა;
გარე ორსულობის დროს გადატანილი ოპერაციები;
ჰორმონალური ფონის დარღვევა.

 
სიმპტომები

მენსტრუაციის უეცარი შეწყვეტა;
შეხურება;
ჭარბი ოფლიანობა;
ხშირი თავის ტკივილი;
სწრაფი დაღლა;
თავბრუსხვევა;
გაღიზიანებულობა;
ტაქიკარდია;
ძილის დარღვევა;
შრომისუნარიანობის დაქვეითება;
დათრგუნული ემოციური მდგომარეობა.

 
დიაგნოსტიკა

სისხლის საერთო, ბიოქიმიური ანალიზი;
მცირე მენჯის ორგანოების ულტრა-ბგერითი გამოკვლევა;
ჰისტელოსალპინოგრაფია;
ლაპარასკოპია.

 
მკურნალობა

ჰორმონალური ჩანაცვლებითი თერაპია;
ორალური კონტრაცეპტივები;
ფიზიოთერაპიული პროცედურები;
აბაზანები.

 
საშიშროება
ყველაზე დიდი საშიშროება არის უნაყოფობა.
 
რისკის ჯგუფი
ქალები:

გენეტიკური მიდრეკილებით;
სუსტი იმუნიტეტით;
რადიაქტიული დასხივებით;
გარე ორსულობის შემთხვევით.

 
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:

ინფექციური დაავადებების დროული მკურნალობა;
გინეკოლოგთან რეგულარული ვიზიტი.

სკლერომა

სკლერომა – დაავდება, რომელიც წარმოადგენს სასუნთქი გზების ანთებით პროცესს.   
 
მიზეზები
ზედა სასუნთქი გზების სკლერომას მიზეზი არის ორგანიზმში ფრიშ-ვოკოვიჩის ჩხირის მოხვედრა, რომელიც დაინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტის შემდეგ გადადის.  
 
სიმპტომები:

თავის ტკივილი;
ძლიერი მოთენთილობა;
ძილიანობა;
საერთო სისუტე;
მადის დაკარგვა;
კუნთების ჰიპოპათია;
არტერიული წნევის დაწევა;
ცხვირის სიმშრალე;
ყნოსივის დაქვეითება;
სუნთქვის დაქვეითება;
ყელში დისკომფორტი;
ჰორტანის ქრონიკული სტენოზი;
სისველის გამოყოფა.

 
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკისთვის საჭიროა:

ოტოლარიგნოლოგის კონსულტაცია;
ყელისა და ცხვირის ნაცხის ანალიზის დათესვა;
სასუნთქი ტრაქტის ენდოკრინული გამოკვლევა;
ენდოსკოპიური ბიოპსია;
კომპიუტერული ტომოგრაფია;
რენტგენი;
ბრონქოგრაფია;
ხმის ფუნქციის გამოკვლევა;
დამატებითი გამოკვლევა სტომატოლოგთან, დერმატოლოგთან, ოკულისტთან და ა.შ.

 
მკურნალობა

ეთიოტროპული და ანთების საწინააღმდეგო თერაპია;
სასუნთქი გზების გამტარობის ქირურგიული გზით აღდგენა;
ტუტე და ზეთოვანი ინჰალაცია;
ბუჟირება.

 
საშიშროება
დაავადების გართულებები დამოკიდებულია მის ხასიათზე და ფორმებზე, ის შეიძლება წლების მანძილზე გაგრძედლეს და რეციდივული ხასიათი ჰქონდეს. ლეტალური შედიგის დადგომა ხდება ხუთვისა და ასფიქსიის განვითარების შემთხვევაში.
 
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:

გაციების დროული მკურნალობა;
ვიტამინოთერაპიის რეგულარული კურსი, იმუნიტეტის გასაძლირებლად;
გადაციებისგან თავის დაცვა;
ცხოვრების ჯანსაღი წესი;
სპორტი.

სკლეროდერმია

სკლეროდერმია შედის იმ იშვიათი დაავადებების ჯგუფში, რომლებიც კანისა და შემაერთებელი ქსოვილების გამკვრივებას იწვევს. ეს შემთხვევა ქალებში უფრო ხშირია, ვიდრე მამაკაცებში. მიუხედავად იმისა, რომ სკლეროდერმიისგან განსაკურნებელი საშუალება არ არსებობს, პროცესში სიმპტომების შემსუბუქებით ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება შესაძლებელია. ამ დაავადების მრავალი სხვადასხვა ტიპი არსებობს. ზოგიერთ პაციენტში ჩივილები მხოლოდ კანზე მოქმედებს, ხოლო ხშირად სისხლძარღვები, შინაგანი ორგანოები და მომნელებელი ტრაქტიც ზიანდება.
 
გამოიყოფა სკლეროდერმიის შემდეგი ფორმები:

კანის;
სისტემური.

 
მიზეზები:

გენეტიკური მიდრეკილება;
ენდოკრინული დაავადებები;
ხშირი გადაციება;
ძლიერი სტრესი;
ორგანიზმის ქიმიური მოწამვლა;
ძლიერი ალერგიული რეაქცია;
რიგი პრეპარატების ხანგრძლივი მიღება.

 
სიმპტომები:

ძლიერი შეშუპება, რომელიც იწყება კიდურებით და შემდეგ გადადის სახეზე და მხრებზე;
ქსოვილების ატროფია;
კანის დაზიანებული ნაწილის გამკვრივება და სკლეროზირება;
ზედა კიდურების ნეკროზი.

 
დიაგნოსტიკა:

სისხლის საერთო, ბიოქიმიური ანალიზი;
გულმკერდის და დაზიანებული ორგანოების რენტგენი;
ელექტროკარდიოგრამა;
კანის ბიოპსია.

 
მკურნალობა:

ანტიფიბროზული პრეპარატები;
გლუკოკორტიკოსტეროიუდული პრეპარატები;
ფერმენტული პრეპარატები;
ლაზეროთერაპია;
მასაჟი;
ნახშირორჟანგი, გოგირდწყალბადი აბანოები;
აკუპუნქტურა;
ღეროვანი უჯრედების თერაპია.

 
საშიშროება:
დაავადების გართულება შეიძლება იყოს:

კუნთების ქსოვილების დეფორმაცია;
საჭმლის მომნელებელის სისტემის, ფულტვებისა და გულის ფუნქციის დარღვევა;
თითების დეფორმაცია;
კიდურების ამპუტაცია.

 
რისკის ჯგუფი

ქალები;
ანემიის, არითმიის, თირკმელების დაავადებების მქონე ადამიანები;
ადამიანები, ვისაც ქიმიურ ნივთიერებებთან დიდი ხნით აქვს კონტაქტი.

 
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:

გადაციებისგან და მზეზე დიდხანს ყოფნისგან თავის შეკავება;
ფიზიკური ვარჯიშის შესრულება;
ქიმიურ ნივთიერებებთან და ალერგენებთან კონტაქტისას სიფრთხილის გამოჩენა;
კოფეინის გამოყენებაზე და მოწევაზე უარის თქმა.

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights