სამშაბათი, მაისი 12, 2026

ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე მთავარ ექთანს წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ფეხბურთელი ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების საქმეზე ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის თერაპიული განყოფილების მთავარ ექთანს, თეა ბეგიაშვილს 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

2023 წლის 23 იანვარს პროკურატურამ თეა ბეგიაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა, რაც ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებას გულისხმობს.

“2021 წლის სექტემბერში, სამედიცინო ისტორიის დახურვის შემდეგ აღმოჩნდა, რომ 2021 წლის 17 აგვისტოდან – 2021 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით დათარიღებული “პაციენტის დანიშნულების ფურცლები” არ იყო ხელმოწერილი შესაბამისი მორიგე ექთნების მიერ. ამავე პერიოდში, ბრალდებულმა ხსენებულ დოკუმენტზე, მორიგე ექთნების ნაცვლად, თავად მოაწერა ხელი, რითაც დოკუმენტში შეიტანა არასწორი ინფორმაცია, თითქოს პაციენტისთვის ჩატარებული სამედიცინო მანიპულაციები მის მიერ იყო შესრულებული. რეალურად, მას აღნიშნული სამედიცინო მანიპულაციები არ ჩაუტარებია და არც მათ ჩატარებაში მიუღია მონაწილეობა. გაყალბების შემდეგ აღნიშნული დოკუმენტები ბრალდებულმა სამედიცინო ისტორიაში მოათავსა”. – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

2023 წლის 24 ნოემბერს პროკურატურამ, პაციენტისთვის ჩატარებული არასათანადო მკურნალობის გამო, რამაც პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გამოიწვია, ბრალი წარუდგინა ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის თერაპიული განყოფილების ხელმძღვანელსაც. აღნიშნულ ფაქტზე სასამართლომ ბრალდებულს 12 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

აი, რა იწვევს თვალების ჩაშავებას?

აი, რა იწვევს თვალების ჩაშავებას?
„ყველაზე გავრცელებული მიზეზი, რაც შეიძლება იწვევდეს თვალების გარშემო ჩაშავებას, შეიძლება, იყოს დაღლილობა და უძილობა…“

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

მკერდის კიბოს დიაგნოზირება, ნერწყვის ნიმუშით, ხუთ წუთში იქნება შესაძლებელი

Journal of Vacuum Science & Technology B-ს მიერ გამოქვეყნებულ კვლევაზე დაყრდნობით ირკვევა, რომ გამოჩნდა ახალი ხელის მოწყობილობა, რომელსაც ნერწყვის ნიმუშით ძუძუს კიბოს ბიომარკერების აღმოჩენა შეუძლია.

ინოვაციური ბიოსენსორული აპარატი პორტალური და მრავალჯერადი გამოყენებისაა.  ერთ ნიმუშზე ანალიზისთვის სულ რაღაც ხუთი წამი სჭირდება. ტესტის გაკეთება სპეციფიკური ანტისხეულებით დამუშავებული ქაღალდის საშუალებით ხდება, რომელიც კიბოს ბიომარკერებთან შედის ურთიერთქმედებაში.

ნერწყვის ნიმუში ქაღალდზე დაიტანება, რის შემდეგაც ბიოსენსორულ მოწყობილობას ელექტრო იმპულსები ეგზავნება, ბიომარკერებს ანტისხეულებთან აკავშირებს და ელექტროდზე მუხტსა და ტევადობას ცვლის. საბოლოოდ კი აპარატი ბიომარკერების ზუსტ რაოდენობას აჩვენებს.
დიაგნოზირების მეთოდთან ერთად, ინოვაციურია მისი დიზაინიც, რაც მის გამოყენებას სხვა ალტერნატივებთან შედარებით უფრო კომფორტულს ხდის. მამოგრაფია, ულტრაბგერითი კვლევა და მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული და დიაგნოზირებას რამდენიმე კვირასაც კი ანდომებს. ახალი ტექნოლოგია კი უფრო ეკონომიურია, ვინაიდან ტესტის ღირებულება რამდენიმე ცენტს, ხოლო მრავალჯერადი გამოყენების მიკროსქემის ფასი სულ რაღაც ხუთ დოლარს შეადგენს. აღნიშნული მნიშვნელოვან ცვლილებას მოახდენს იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ძვირადღირებული კვლევების ჩასატარებლად არ გააჩნიათ საკმარისი ფინანსური რესურსი.

ბიოსენსორისთვის საკმარისია ნერწყვის ერთი წვეთი, ის ზუსტ პასუხებს მაშინაც კი იძლევა, როცა ნიმუშში კიბოს ბიომარკერის კონცენტრაცია ერთ მეკვადრილიონედ გრამს წარმოადგენს.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

როგორ უნდა შეარჩიოთ კვალიფიციური, თანამედროვე, და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ფიტნეს ინსტრუქტორის კურსები

ბოლო პერიოდში, საქართველოში ძალიან პოპულარული გახდა ფიტნეს ინსტრუქტორის პროფესია. თუმცა ჯერ კიდევ ბერმა არ იცის, თუ როგორ შეარჩიოს კვალიფიციური, თანამედროვე, და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ფიტნეს ინსტრუქტორის კურსები.

ამისთვის არსებობს სამი ძირითადი კრიტერიუმი:

  • სასწავლო პროგრამა, რომლის გავლით თქვენ დაეუფლებით ამ პროფესიას, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია სასწავლო პროგრამის შინაარსი და მისი რელევანტურობა დღეს ფიტნესის სფეროში წარმოდგენილ თანამედროვე მოთხოვნებთან და სტანდარტებთან.
  • არანაკლებ მნიშვნელოვანი კრიტერიუმია ლექტორების კომპეტენციის დონე:

მათ უნდა ჰქონდეთ საკმარისი ცოდნა და გამოცდილება იმისათვის, რომ გაუზიარონ ეს ინფორმაცია სხვას.

რა თქმა უნდა, ასეთ ლექტორებს ასევე უნდა ჰქონდეთ შესაბამისი უმაღლესი სასწავლებელის დამთავრების დამადასტურებელი დიპლომი ან  გავლილი ჰქონდეთ მომზადება/გადამზადების პროფესიული კურსები იმ მიმართულებით თუ რასაც ასწავლიან.

  • მესამე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი არის საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაცია და მის მიერ გაცემული სერტიფიკატის სანდოობა.

დღეს საქართველოში ბევრ ადამიანს არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს რეალურად საერთაშორისო სერტიფიკატი და რომელი ორგანიზაციების აღიარებას აქვს ლეგიტიმური ძალა.

ფიტნესის და ფიზიკური აქტივობის საგანმანათლებლო სტანდარტების მიმართულებით შემდეგი ორგანიზაციები ამკვიდრებენ ოქროს სტანდარტებს მსოფლიოს მასშტაბით:

  • აქტიური ევროპა / EuropeActive (ევროპის ჯანმრთელობისა და ფიტნეს ასოციაცია, დაარსებული 1996 წელს, როგორც არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც წარმოადგენს ევროპული ფიტნესისა და ფიზიკური აქტივობის სექტორის ხმას ევროკავშირის ძირითად ინსტიტუტებთან.
  • EREPS ereps.eu ფიტნესის და ფიზიკური აქტივობის პროფესიონალთა ევროპული რეესტრი
  • Icreps https://icreps.org/ ფიტნესის და ფიზიკური აქტივობის პროფესიონალთა ეროვნული რეესტრების კონფედერაცია
  • Active IQ – აქტიური IQ activeiq.co.uk ფიტნესის და ფიზიკური აქტივობის პროფესიონალთა სერთიფიცირების მთავარი ბრიტანული ორგანიზაცია
  • აშშ-ს სერტიფიცირების სააგენტოების ეროვნული კომისია credentialingexcellence.org
  • აშშ-ს ფიტნესის პროფესიონალთა გამოცდების ეროვნული საბჭო nbfe.org

ამ ეტაპზე  საქართველოში ამ ორგანიზაციების მიერ აღიარებული სერტიფიკატის გაცემის უფლება მხოლოდ „ევროპულ ფიტნეს აკადემიას“ აქვს, რომელიც ექსკლუზიურად თანამშრომლობს სახელმწიფო აკრედიტაციის მქონე ასევე ერთადერთ „პირველ ფიტნეს აკადემი“-სთან და ბაზარზე სთავაზობენ ერთობლივ მომზადება/გადამზადების კურსებს.   ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ სერტიფიკატის მიღების შემდეგ თქვენ გეძლევათ შანსი ავტომატურად მოხვდეთ ფიტნესის და ვარჯიშის პროფესიონალთა ეროვნულ რეესტრში და ასევე დამატებითი პროცედურების გავლის შემდეგ სურვლის შემთხვევაში დარეგისტრირდეთ EuropeActive-ის საერთაშორისო ბაზაში.

ასეთი ტიპის მომსახურეობა საქართველოს ბაზარზე მხოლოდ ჩვენი აკადემიების კოლაბორაცის შედეგად გახდა შესაძლებელი 2022 წლიდან. ჩვენთან მიღებული ცოდნის და შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერთიფიკატის მიღების შემდეგ ყველა კურსდამთავრებულს ეძლევა შესაძლებლობა ადვილად დასაქმდნენ საერთაშორისო შრომით ბაზარზე (ევროპა, აშშ, ბრიტანეთი, ავსტრალია, კანადა)

დღეისათვის კურსები წარმატებით გაიარა 47-მა ადამიანმა, აქედან 22 ქალია. 13-მა მიიღო ევროპა აქტივის საკვალიფიკაციო ჩარჩოს შესაბამისი, მე-3 დონის სერთიფიკატი და დარეგისტრირდნენ ფიტნეს ინსტრუქტორების საერთაშორისო ბაზაში. საქართველოდან ამ ეტაპზე მხოლოდ ეს ადამიანები არიან ფიტნესის სპეციალისტთა ევროპული რეესტრის წევრები.

https://shorturl.at/lR348

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

 

 

 

 

ჯანდაცვის სამინისტრო ჰოსპიტალური მომსახურების ხარისხის შეფასების ინდიკატორებზე მუშაობს

„აიღეთ თანამედროვე პირადობის მოწმობა, რათა არ შეგექმნათ დაბრკოლება პენსიისა და სხვა სოციალური დახმარების მისაღებად“

ჯანდაცვის სამინისტრო ჰოსპიტალური მომსახურების ხარისხის შეფასების ინდიკატორებზე მუშაობს.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცვლილების მიზანი სამედიცინო დაწესებულებებში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და პაციენტთა უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.

მათივე ცნობით, ხარისხის შეფასებისთვის, სხვა ინდიკატორებთან ერთად, გათვალისწინებული იქნება რეჰოსპიტალიზაციისა და ლეტალობის მაჩვენებლებიც.

„ჰოსპიტალური მომსახურების ხარისხის შეფასების ინდიკატორებზე მუშაობა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტების ჩართულობით მიმდინარეობს. პროცესში გათვალისწინებული იქნება ისეთი რისკფაქტორები, როგორებიცაა ასაკი, სქესი, თანმხლები დაავადებები და ა.შ.

შეფასების ინდიკატორების ნუსხას ჯანდაცვის სამინისტრო მარტის ბოლოს გამოაქვეყნებს, სადაც განსაზღვრული იქნება მეთოდოლოგია, დათვლის წესი და წყაროები. სამუშაო პროცესში სექტორის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან. აღნიშნული ინსტრუმენტი შემდგომ ეტაპზე გამოყენებული იქნება საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული კლინიკების სელექციური კონტრაქტირებისთვის“, – აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.

სამედიცინო სერვისების ხარისხის გაუმჯობესებისა და გადაწყვეტილებების მიღებისათვის ჰოსპიტალური მომსახურების ხარისხის შეფასების ინდიკატორების განსაზღვრას, დანერგვას, მონაცემთა შეგროვებას, ანალიზსა და გამოყენებას საქართველოს 2022-2030 წლების ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული სტრატეგია ითვალისწინებს.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

კლინიკებს, სადაც სიკვდილიანობის მაჩვენებელი მაღალი იქნება, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდებათ

კლინიკებს, სადაც სიკვდილიანობის მაჩვენებელი მაღალი იქნება, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდებათ.

კლინიკების ნაწილმა ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსგან მიიღო გამაფრთხილებელი წერილი, სადაც ნათქვამია, რომ თუ პაციენტების სიკვდილიანობის მაჩვენებელი 6%-ზე მაღალი ექნებათ, სახელმწიფო დაფინანსებას შეუჩერებს.

„ჯანდაცვის სამინისტრო, ჰოსპიტალური მომსახურების ხარისხის შეფასების ინდიკატორებზე მუშაობს. ცვლილების მიზანი სამედიცინო დაწესებულებებში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და პაციენტთა უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. ხარისხის შეფასებისთვის სხვა ინდიკატორებთან ერთად, გათვალისწინებული იქნება რეჰოსპიტალიზაციისა და ლეტალობის მაჩვენებლებიც. ჰოსპიტალური მომსახურების ხარისხის შეფასების ინდიკატორებზე მუშაობა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტების ჩართულობით მიმდინარეობს.

აღნიშნული ინსტრუმენტი გამოყენებული იქნება, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული კლინიკების სელექციური კონტრაქტირებისთვის. ჰოსპიტალური მომსახურების ხარისხის შეფასების ინდიკატორების განსაზღვრას, დანერგვას, მონაცემთა შეგროვებას, ანალიზსა და გამოყენებას სამედიცინო სერვისების ხარისხის გაუმჯობესებისა და გადაწყვეტილებების მიღებისათვის, საქართველოს 2022-2030 წლების ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული სტრატეგია ითვალისწინებს”, – განაცხადა ლელა სულაბერიძემ.

მონაცემები დამუშავდა „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მხოლოდ ინფექციური დაავადებების მართვის და გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტების ფარგლებში და მოიცავს იმ სამედიცინო შემთხვევებს, რომლებიც 2023 წლის 1 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაფიქსირდა.

მონაცემები დამუშავდა „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გადმოცემული სამედიცინო შემთხვევების მიხედვით.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

ბავშვთა სისხლში ტყვიის შემცველობის ბიომონიტორინგზე 1 მლნ დაიხარჯება – მდგომარეობა და პრიორიტეტები

ბავშვთა სისხლში ტყვიის შემცველობის ბიომონიტორინგზე 1 მლნ დაიხარჯება – მდგომარეობა და პრიორიტეტები.
საუბრობს გაეროს ბავშვთა ფონდის გარემოს ჯანმრთელობის პროგრამის ხელმძღვანელი ნინო ძოწენიძე:

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

საქართველოში დნმ-ის ერთიანი ბაზა შეიქმნება

საქართველოში დნმ-ის ერთიანი ბაზა შეიქმნება, რისთვისაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო „დნმ-ის მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნის შესახებ“ კანონის პროექტს შეიმუშავებს.

მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მიმდინარე წლის გეგმაში წერია, რომ უწყებამ აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტში საგაზაფხულო სესიაზე უნდა წარადგინოს.

„საკანონმდებლო ინიციატივის შესაბამისად, უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა იდენტიფიკაციის, დანაშაულის პრევენციის, დანაშაულის გახსნისა და მის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის მიზნით, სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროში შეიქმნება დნმ-ის მონაცემთა ერთიანი ბაზა, რომელშიც შეინახება გენეტიკური მონაცემები.

ასევე განისაზღვრება დნმ მონაცემების სავალდებულო პროფილირებას დაქვემდებარებული სუბიექტების ჩამონათვალი, ამასთან, ნებისმიერ პირს ნებაყოფლობით შეეძლება კუთვნილი დნმ მონაცემების წარდგენა, ბაზაში რეგისტრაციის მიზნით“, – ნათქვამია პარლამენტის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში, რომელიც მან მთავრობისგან მიიღო.

კანონპროექტის მიღება სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი დაახლოებით 13 მილიონ ლარამდე ხარჯის გამოყოფას გამოიწვევს, .

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

პრობლემის მოგვარების ყველაზე ეფექტური საშუალება არის რობოტული ქირურგია

სასუნთქ გზებში ობსტრუქციების შედეგად შეიძლება განვითარდეს ხვრინვა და ძილის აპნოე. არსებული პრობლემის მოგვარების ყველაზე ეფექტური საშუალება არის რობოტული ქირურგია.
ამ მიდგომით ჯანმრთელობის აღდგენა უფრო სწრაფია ტკივილგამაყუჩებლების შემცირებული საჭიროებით.
ქირურგიული პროცედურა ტარდება ჭრილობების და ნაწიბურების გარეშე, შესაბამისად მცირდება ჰოსპიტალიზაციის დრო.

„რესპუბლიკური საავადმყოფოს 350-მდე თანამშრომელმა სამინისტროს მიერ შეთავაზებული საკომპენსაციო პაკეტი უკვე აირჩია“

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებზე კომპენსაციების გაცემა გრძელდება.

უწყებაში აცხადებენ, რომ კლინიკის 350-მდე თანამშრომელი სამინისტროს მიერ შეთავაზებული საკომპენსაციო პაკეტს დათანხმდა.

„რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებთან კონსულტაციები გრძელდება. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებსა და კლინიკის თანამშრომლებს შორის, შეხვედრები, ყოველდღიურ რეჟიმში იმართება. თუმცა თანამშრომელთა გარკვეული ჯგუფი სამწუხაროდ უარს აცხადებს ნებისმიერი სახის კონსულტაციებსა თუ შეხვედრაზე.

საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებზე კომპენსაციების გაცემა გრძელდება. კლინიკის 350-მდე სამედიცინო პერსონალმა და ადმინისტრაციის თანამშრომელმა სამინისტროს მიერ შეთავაზებული საკომპენსაციო პაკეტი უკვე აირჩია და შესაბამისი შეთანხმებით დაადასტურა.

სამედიცინო პერსონალის ნაწილი მუშაობას იმ კერძო სამედიცინო დაწესებულებაში აგრძელებს რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს ჩართულობით, რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალს ალტერნატიულ დასაქმებას სთავაზობს. უწყებამ ამ მიმართულებით 10-ზე მეტ სამედიცინო დაწესებულებასთან გამართა მოლაპარაკებები.

მნიშვნელოვანია, რომ კლინიკაში დასაქმებული სამედიცინო პერსონალის უფლებები იქნება სრულად დაცული. რესპუბლიკური საავადმყოფოს თითოეული თანამშრომელი, უზრუნველყოფილი იქნება დასაქმების ალტერნატიული შეთავაზებით, თუ ღირსეული კომპენსაციით“, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights