სამშაბათი, მაისი 12, 2026

ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა – თუ აგერიათ ძილის რეჟიმი, გაწუხებთ ჭარბი ოფლიანობა, მუდმივად გაქვთ დაღლილობის შეგრძნება, გცვივათ თმა…

ფარისებრი ჯირკვალი
#post_seo_title

ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა…

თუ აგერიათ ძილის რეჟიმი, გაწუხებთ ჭარბი ოფლიანობა, მუდმივად გაქვთ დაღლილობის შეგრძნება, გცვივათ თმა, შესაძლოა, ეს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევაზე მიუთითებდეს…

„ფარისებრი ჯირკვალი, გამომუშავებული ჰორმონების საშუალებით, პრაქტიკულად, მთელ ორგანიზმს აკონტროლებს. არეგულირებს ნივთიერებათა ცვლასა და ენერგიის ცვლას“, – ამის შესახებ ენდოკრინოლოგმა, მედიცინის დოქტორმა, თამარ კუპრეიშვილმა გადაცემაში „ნამდვილი ექიმები“ – განაცხადა.

მისი თქმით, როცა სიმსუქნე, ან წონის დეფიციტია, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია აუცილებლად უნდა გაკონტროლდეს…

წაიკითხეთ სრულა

#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა – თუ აგერიათ ძილის რეჟიმი, გაწუხებთ ჭარბი ოფლიანობა, მუდმივად გაქვთ დაღლილობის შეგრძნება, გცვივათ თმა…

ფარისებრი
#post_seo_title

ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა…

თუ აგერიათ ძილის რეჟიმი, გაწუხებთ ჭარბი ოფლიანობა, მუდმივად გაქვთ დაღლილობის შეგრძნება, გცვივათ თმა, შესაძლოა, ეს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევაზე მიუთითებდეს…

„ფარისებრი ჯირკვალი, გამომუშავებული ჰორმონების საშუალებით, პრაქტიკულად, მთელ ორგანიზმს აკონტროლებს. არეგულირებს ნივთიერებათა ცვლასა და ენერგიის ცვლას“, – ამის შესახებ ენდოკრინოლოგმა, მედიცინის დოქტორმა, თამარ კუპრეიშვილმა გადაცემაში „ნამდვილი ექიმები“ – განაცხადა.

მისი თქმით, როცა სიმსუქნე, ან წონის დეფიციტია, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია აუცილებლად უნდა გაკონტროლდეს

„უნაყოფობა, მენსტრუალური ციკლის დარღვევა ხშირად ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციიის დარღვევასთანაა დაკავშირებული. არეგულირებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას. ასევე გულის რითმის დარღვევა, წნევის მატება, წნევის დაქვეითება შეიძლება ფარისებრ ჯირკვალთან იყოს დაკავშირებული. რის გამოც ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია ირღვევა, ერთ-ერთი მიზეზი იოდის დეფიციტია. შესაძლოა, ფარისებრ ჯირკვალში ანთებითი პროცესები განვითარდეს, რის შედეგადაც მწვავე თირეოდიტი, ან ქვემწვავე თირეოდიტი გვაქვს. ასევე, შესაძლოა, აუტოიმუნური დაავადებების როლიც იყოს. შესაძლოა, აუტოიმუნური პროცესების განვითარება გამოწვეული იყოს სტრესით, შესაძლებელია, მუცლადყოფნის პერიოდში მოხდეს რაიმე და რაღაც მომენტში ფარისებრი ჯირკვალი იმუნური სისტემის მიმართ უცხოდ აღიქმებოდეს“, – აღნიშნა თამარ კუპრეიშვილმა.

მისივე თქმით, სიმპტომები, რომლებითაც ფარისებრი ჯირკვლის დაავადება ვლინდება, დაკავშირებულია ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის გაძლიერებასთან – ჰიპერთირეოზთან, ან კიდევ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებასთან – ჰიპოთირეოზთან.

„ჰიპერთირეოზის დროს წონის კლება, შფოთვა, გაღიზიანებადობა, ოფლიანობა, სითბოს აუტანლობა, შეიძლება მენსტრუალური ციკლის დარღვევა, დიარეა იყოს გამოხატული. ჰიპოთირეოზის, ანუ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითების დროს, გვაქვს წონის მატება, სისუსტე, დაღლილობა, თმის ცვენა, ფრჩხილების მტვრევა, კანის სიმშრალე, ამ შემთხვევაშიც მენსტრუალური ციკლის დარღვევა, ყაბზობისკენ მიდრეკილება, დეპრესია“, – განაცხადა ენდოკრინოლოგმა, მედიცინის დოქტორმა, თამარ კუპრეიშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, სიმპტომები შეიძლება ასევე ფარისებრი ჯირკვლის გადიდებასთან, ან ფარისებრ ჯირკვალში კვანძების წარმოქმნასთა იყოს დაკავშირებული

„შესაძლოა,ზოგჯერ გამოხატული იყოს: ხმის ჩახლეჩა, ყლაპვის გაძნელება, კისრის არეში შეშუპება, სიმკვრივე და ასე შემდეგ. ამ სიმპტომების შემთხვევაში, ფარისებრი ჯირკვალი უნდა გავიკონტროლოთ. ასევე, ფარისებრი ჯირკვალი უნდა გავიკონტროლოთ, თუ ფარისებრი ჯირკვლის დაავადების ოჯახური ისტორია, ანამნეზში თავ-კისრის დასხივება გვაქვს. თუნდაც, სტომატოლოგთან რენტგენოლოგიური გამოკვლევა, გარკვეული საფრთხის შემცველია. კარგი იქნება, ასეთ შემთხვევაში საყელოს თუ მოვითხოვთ ხოლმე“, – ამბობს თამარ კუპრეიშვილი.

„დიაგნოსტირების პირველი ეტაპი ულტრასონოგრაფიული გამოკვლევა და სისხლში ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებისა და ჰიპოფიზის ჰორმონის თირეოტროპული ჰორმონის განსაზღვრა. საჭიროების შემთხვევაში, შემდეგ ეტაპზე ფარისებრი ჯირკვლის ქსოვილის მიმართ ანტისხეულებს ვიკვლევთ. თუ აქვთ კვანძი, რომელსაც საეჭვო ნიშნები აქვს, ტარდება ბიოფსია.

მკურნალობას ძირითადად, მედიკამენტურია. ოპერაცია იმ შემთხვევაში ტარდება, თუ ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი დაავადებაა, თუ ჩიყვი დიდი ზომისაა, კვანძია დიდი ზომის, მეზობელ ორგანოებზე აქვს ზეწოლა და გვაქვს გრეივსის დაავადება. ეს ფარისებრი ჯირკვლის აუტოიმუნური დაავადებაა, რომლისთვისაც მედიკამენტური მკურნალობა არაეფექტურია“, – განაცხადა თამარ კუპრეიშვილმა.

#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

„არ შეიძლება, რომ ყოველი მეორე ქალი იჭრებოდეს…“

ორსულობის პერიოდის ოფთამლოლოგიური პრობლემები
ნამდვილი სამშობიარო – “ბაიები”
კლინიკა, რომელიც მეანობაზეა ორიენტირებული
პროფესია, როგორც ღირსების საქმე!
კარგ მეანად ითვლებოდა ის, ვინც ქალებს ამშობიარებდა…
არ შეიძლება, რომ ყოველი მეორე ქალი იჭრებოდეს…
საკეისრო კვეთის რაოდენობა ქვეყანაში არის 47%…

როგორ პურს გვაჭმევენ…

როგორ პურს გვაჭმევენ…
პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარე მალხაზ დოლიძე სტუმრად აკადემიკოს რამაზ გახოკიძესთან…
პურის ქიმია ეს ერთ-ერთი საუკეთესო ნაწილია ორგანული ქიმიისა.
პურის ცხობას ბიოქიმიასაც ეძახიან…
სწორედ საქართველო გახლავთ ის ქვეყანა, რომელმაც კაცობრიობას მისცა ისეთი ღვთაებრივი საკვები, როგორიც არის პური…“

#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

ფსიქოლოგის როლი და მნიშვნელობა ორსულობის პერიოდში…

ფსიქოლოგის როლი და მნიშვნელობა ორსულობის პერიოდში…
დეპრესია ქალის ყველაზე საპასუხისმგებლო მდგომარეობაში…
„ახალგაზრდა დედები, განსაკუთრებულად, როდესაც პირველ ბავშვს ეხება საქმე, განიცდიან მწვავე სიმარტოვისაგან იზოლაციის მდგომარეობას…“
ორსულთა დეპრესიები არის ერთ-ერთი განსაკუთრებული საზრუნავი,
როგორც ფსიქოლოგებისათვის, ასევე ექიმებისათვის…

„კომპენსაცია ვინც მიიღო, სურვილის შემთხვევაში, საავადმყოფოში მუშაობის გაგრძელების საშუალება ექნებათ“

რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი აცხადებს, რომ იმ თანამშრომლებს, რომლებმაც კომპენსაცია მიიღეს, სურვილის შემთხვევაში, საავადმყოფოში მუშაობის გაგრძელების საშუალება ექნებათ. კახი ხუციშვილის თქმით, ამის წინააღმდეგი არავინ წავა.

„რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომელთაც კომპენსაციებს ხელი უკვე მოაწერეს. სხვათა შორის, პირდაპირ ამ საკითხით დაიწყო საუბარი ბატონმა პრემიერმა, რომ არის რაღაც ნაწილი, ვინც უკვე ხელი მოაწერა და კომპენსაცია ჩაერიცხა. ოპტიმალურად უნდა დაკომპლექტდეს, დარგის ხელმძღვანელობაც იქნება ამაში ჩართული, მთლიანად კოლექტივიც. იქნებიან ადამიანები, ვისაც აღარ უნდათ უბრალოდ იქ მუშაობა და დატოვებს კოლექტივს, ვისაც ამის სურვილი ექნება, უკან დაბრუნდება, ამის წინააღმდეგი არავინ არის. ჩვენ ამას არანაირად არ შევეწინააღმდეგებით, პირიქით, ჩვენ ყოველთვის ვამტკიცებდით, რომ ჩვენი ერთად მუშაობა იყო რესპუბლიკური საავადმყოფოს წარმატების ერთ-ერთი მთავარი საწინდარი“, – განაცხადა კახი ხუციშვილმა.

დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ჯანდაცვის მინისტრიც დაესწრო.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საავადმყოფოს უკანა ტერიტორიაზე აშენდება ახალი სამედიცინო დაწესებულება, ხოლო საავადმყოფოს შენობის დემონტაჟი არ განხორციელდება, ვიდრე არ აშენდება ახალი საავადმყოფო.

#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

„საუბარი წარიმართა ძალიან პოზიტიურად, ჩვენთვის სასარგებლო შედეგით…“

„პრემიერთან შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ძალიან პოზიტიურად, ჩვენთვის სასარგებლო შედეგით“, – ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმმა, ნინო ოთარიშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, შეხვედრაზე მათი არგუმენტაციის ძალიან დიდი ნაწილი გაითვალისწინეს.

„გადაწყდა, რომ სახელმწიფო კლინიკა, ერთადერთი მრავალპროფილური კლინიკა თბილისში, რესპუბლიკური საავადმყოფო დარჩება იმ ლოკაციაზე, რომელზეც არის. გააგრძელებს მუშაობას, ვიდრე ახალი აშენდება უკანა მხარეს ეზოში. ამავე დროს მოხდება იმ კორპუსის, ნაწილის, რომელშიც დღესდღეობით რესპუბლიკური საავადმყოფოა განთავსებული, მოდერნიზაცია, იმისთვის, რომ გარდამავალ პერიოდში კლინიკამ სრულად შეძლოს პაციენტებისთვის სერვისების მიწოდება. უკან ახალი შენობა როდესაც აშენდება რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალი გადავა ახალ შენობაში“, – აღნიშნა ექიმმა.

დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ჯანდაცვის მინისტრიც დაესწრო.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საავადმყოფოს უკანა ტერიტორიაზე აშენდება ახალი სამედიცინო დაწესებულება, ხოლო საავადმყოფოს შენობის დემონტაჟი არ განხორციელდება, ვიდრე არ აშენდება ახალი საავადმყოფო.

#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

„რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის დემონტაჟი არ განხორციელდება…“

„მივიღეთ შემდეგი გადაწყვეტილება, რომ გაჩერდება დაწყებული პროცესი, რომელიც უკავშირდებოდა ექიმებისა და პერსონალის მიერ განცხადებების დაწერას, რეორგანიზაციას, ჩვენ მოვამზადებთ წინადადებებს და ამის შემდეგ განისაზღვრება, როგორ გაგრძელდება პროცესები“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი განმარტებით, უახლოესი თვეების განმავლობაში მთავრობა და ჯანდაცვის სამინისტრო იმუშავებენ ალტერნატიულ პროექტზე.

„როგორც მოგეხსენებათ, არსებული პროექტი ითვალისწინებდა საავადმყოფოს გარკვეული ტერიტორიის, უკანა ტერიტორიის გამოყენებას საინვესტიციო მიზნებისთვის, ხოლო წინა ტერიტორიის, არსებული შენობის დემონტაჟის საფუძველზე, საინვესტიციოდ გამოყენებას. ალტერნატიული ვარიანტი შემოგთავაზეს ექიმებმა, რაც გულისხმობდა იმას, რომ უკანა ტერიტორიაზე შეიძლებოდა საავადმყოფოს მშენებლობა, ხოლო წინა ტერიტორია მოგვიანებით გამოყენებულიყო საინვესტიციო მიზნებისთვის. ეს შემოთავაზება შეესაბამება იმ გეგმას, რომელიც არსებობდა თავის დროზე 2007 წელს, ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა დაგეგმილი არსებული შენობის მშენებლობა უკანა ტერიტორიაზე, ანუ იგეგმებოდა ახალი საავადმყოფოს მშენებლობა.

ჩვენ ვიმუშავებთ სწორედ ასეთ პროექტით, კიდევ ერთხელ წარიმართება შესაბამისი სამუშაოები, დაიგეგმება პროცესი და მომზადდება წინადადებები, რომ განხორციელდეს უკანა ტერიტორიაზე საავადმყოფოს მშენებლობა და წინა ტერიტორია გამოყენებული იყოს საინვესტიციო მიზნებისთვის“, – აღნიშნა პრემიერმა.

მისივე თქმით, ქვეყანას ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო სჭირდება.

„დღევანდელი რესპუბლიკური საავადმყოფო არ არის სათანადო მდგომარეობაში. ეს მიზანი აუცილებლად განხორციელდება, უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში აუცილებლად აშენდება ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო, თუმცა, მანამდე ახალი ვერსია მოგვცემს იმის საშუალებას, რომ უახლოესი წლების განმავლობაში შევინარჩუნოთ დღეს მოქმედი საავადმყოფო თავისი პერსონალით. შესაბამისად, რესპუბლიკური საავადმყოფო უახლოესი წლების განმავლობაშიც გააგრძელებს ფუნქციონირებას. მიღებული იქნება ზომები, რომ გაუმჯობესდეს ინფრასტრუქტურა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

“B” ვიტამინის შესახებ ახალი რამ უნდა ვიცოდეთ“ – გიორგი ფხაკაძე ინფორმაციას ავრცელებს

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ “B” ვიტამინის შესახებ ახალი რამ უნდა ვიცოდეთ.

„ის, რაც ვიცოდით, მთლად ისე არ ყოფილა, სამწუხაროდ.
ის ზრდის კარდიოვასკულარ რისკს…“

გულ-სისხლძარღვთა დაავადებების (CVD) ინტენსიური პროფილაქტიკური მცდელობების მიუხედავად, კარდიოვასკულური დაავადება მნიშვნელოვანი რისკია იმ პირებისთვისაც, რომლებიც იღებენ ყველა გაიდლაინებით რეკომენდებულ ინტერვენციას.

ნიაცინი არის არსებითი მიკროელემენტი, რომლითაც გამდიდრებულია საკვები პროდუქტები, მაგრამ მისი როლი გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს კარგად არ არის გასაგები.

ამ კვლევაში, უზმოზე პლაზმის არამიზნობრივი მეტაბოლური ანალიზი სტაბილური გულის პაციენტებისგან პერსპექტიული აღმოჩენის კოჰორტაში (n = 1,162 სულ, n = 422 ქალი) ვარაუდობს, რომ ნიაცინის მეტაბოლიზმი დაკავშირებული იყო ინციდენტთან  გვერდით გულ-სისხლძარღვთა მოვლენებთან (MACE). ჭარბი ნიაცინის, N1-მეთილ-2-პირიდონ-5-კარბოქსამიდის (2PY) და N1-მეთილ-4-პირიდონ-3-კარბოქსამიდის (4PY) ტერმინალური მეტაბოლიტების შრატის დონეები ასოცირებული იყო 3-წლიან MACE რისკთან ორი ვალიდაციის კოჰორტა (აშშ n = 2,331 სულ, n = 774 ქალი; ევროპული n = 832 სულ, n = 249 ქალი) (მორგებული საშიშროების კოეფიციენტი (HR) (95% ნდობის ინტერვალი .2.2) და .2.2 (2,6-4) 2PY-სთვის. (1.29–3.18), შესაბამისად; 4PY–სთვის: 1.89 (1.26–2.84) და 1.99 (1.26–3.14), შესაბამისად). rs10496731 გენეტიკური ვარიანტის ასოციაციის ფენომენის მასშტაბური ანალიზი, რომელიც მნიშვნელოვნად იყო დაკავშირებული როგორც 2PY, ასევე 4PY დონეებთან, გამოავლინა ამ ვარიანტის ასოციაცია ხსნადი სისხლძარღვთა ადჰეზიის მოლეკულის 1 დონეებთან (sVCAM-1). შემდგომმა ანალიზებმა დაადასტურა rs10496731-ის კავშირი sVCAM-1-თან (n = 106,000 სულ, n = 53,075 ქალი, P = 3.6 × 10−18).

გარდა ამისა, sVCAM-1 დონეები მნიშვნელოვნად იყო დაკავშირებული როგორც 2PY-თან, ასევე 4PY-თან ვალიდაციის კოჰორტაში (n = 974 სულ, n = 333 ქალი) (2PY: rho = 0.13, P    0.13, P    0.71 . , P = 1.1 × 10−8).

და ბოლოს, მკურნალობამ 4PY-ის ფიზიოლოგიური დონეებით, მაგრამ არა მისი სტრუქტურული იზომერი 2PY, გამოიწვია VCAM-1-ის და ლეიკოციტების ადჰეზირება სისხლძარღვთა ენდოთელიუმთან თაგვებში. ერთობლივად, ეს შედეგები მიუთითებს, რომ ჭარბი ნიაცინის ტერმინალური დაშლის პროდუქტები, 2PY და 4PY, ორივე ასოცირდება ნარჩენი CVD რისკთან. ისინი ასევე ვარაუდობენ ანთებაზე დამოკიდებულ მექანიზმს, რომელიც ემყარება კლინიკურ კავშირს 4PY-სა და MACE-ს შორის.

შეიძლება იყოს ‎text that says '‎Cereal/Flour fortification NAD Niacin Nicotinamide Niacin NH2 Nicotinamide NAD yב Niacin Nicotinamide Vitamin B3 Excess NAD/niacin Supplements Salvage De-novo Niacin Pool Tryptophan synthesis ACMS 4PY CONH2 2PY CH3 Dietary Protein VCAM1 ACMSD Genetic link Nาน Vascular inflammation TCA Cardiovascular Disease RIP MI Stroke Death‎'‎ გამოსახულება

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

C ჰეპატიტი | ის, რაც უნდა ვიცოდეთ

ჰეპატიტის C როგორ ვრცელდება, რა სიმპტომები ახასიათებს, როგორ დავიცვათ თავი, რა ლაბორატორიული გამოკვლვები ტარდება.

ჰეპატიტი C ღვიძლის დაავადებაა, რომელსაც იწვევს C ჰეპატიტის ვირუსი. გავცელებულია მთელ მსოფლიოში ავადდებიან ქალებიც და მამაკაცებიც. მიმდინარეობს ყოველგვარი კლინიკური სიმპტომის გარეშე.

ხშირად დაავადებას თან სდევს ზოგადი კლინიკური ნიშნები: საერთო სისუსტე, გრიპის მსგავსი სიმპტომები, დისკომფორტი მუცლის არეში, დეპრესია, უხასიათობა, ზოგადი აღგზნებადობა.

წაიკითხეთ სრულა

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights