#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
როდის არ არის რეკომენდებული „გლანდების“ მოშორება…
მხედველობის დაქვეითება შეიძლება გამოწვეული იყოს ნაწლავის ბაქტერიებით
“Crumbs ჰომოლოგიური 1 (CRB1) გენი გადამწყვეტია ეპითელური ბარიერის მთლიანობისთვის, როგორც ბადურაზე, ასევე მსხვილ ნაწლავში. Crb1 მუტაციები იძლევა ბაქტერიების გადაადგილებას ნაწლავიდან თვალში. Crb1-თან ასოცირებული ბადურის გადაგვარება დამოკიდებულია ამ ბაქტერიულ ტრანსლოკაციაზე. მიკრობებისგან თავისუფალი პირობები. და ანტიბიოტიკები ხსნის Crb1-თან ასოცირებულ ბადურის დეგენერაციას.”
ამ კვლევის შედეგები ვარაუდობს, რომ ანტიმიკრობული საშუალებების უბრალოდ გამოყენებამ შეიძლება ხელი შეუწყოს CRB1-თან ასოცირებული თვალის მემკვიდრეობითი დაავადებების გაუარესებას.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
“გლობალური ურბანული პროცესები და სამედიცინო-ეკოლოგიური გამოწვევები”…
“გლობალური ურბანული პროცესები და სამედიცინო-ეკოლოგიური გამოწვევები”…
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სკოლასემინარი სახელწოდებით “გლობალური ურბანული პროცესები და სამედიცინო-ეკოლოგიური გამოწვევები“ ჩატარდა, რომლის მონაწილეებმაც ეკოლოგიური რისკების მნიშვნებლობასა და როლზე ისაუბრეს…
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
პროფესია ექიმი – ექიმის გზა…
პროფესია ექიმი – ექიმის გზა… ზაზა ავალიანი
„გიგანტი, ყველა გაგებით ბატონი ვახტანგ ბოჭორიშვილია…
ხდებოდა გვამის გაკვეთა, ანუ მკვდარი ასწავლის ცოცხალს…“
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
როცა საკვები დანამატი ჯანმრთელობის დანაკლისის ტოლფასია – “იწვევს ტვინის კიბოს…“
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
კვლევა – დიდი რაოდენობით ცილის მიღება არტერიებზე ცუდად მოქმედებს
ახალი კვლევით დადგინდა, რომ დიდი რაოდენობით ცილის მიღება არტერიებზე ცუდად მოქმედებს. კვლევა Nature Metabolism-ში გამოქვეყნდა.
ამ დასკვნამდე პიტსბურგის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის მკვლევრები მივიდნენ. მათ იმ ადამიანების მონაცემები გააანალიზეს, რომლებიც ბევრ ცილას მოიხმარენ.
იმ შემთხვევაში, თუ თვქენი ყოველდღიური კალორიებიდან 22%-ზე მეტი ცილაა, ამან შეიძლება მაკროფაგების გაააქტიურება გამოიწვიოს. ეს იმუნური უჯრედების ტიპია, რომელიც არტერიებში ქოლესტერინისა და ცხიმის დაგროვებას იწვევს.
ეს ათეროსკლეროზის რისკებს ზრდის, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულის შეტევა და ინსულტი.
მკვლევრებმა ასევე დაადგინეს, რომ კონკრეტული ამინომჟავა, ლეიცინი, ათეროსკლეროზის ერთ-ერთი მთავარი აქტივატორია.
„კვლევამ აჩვენა, რომ უკეთესი მეტაბოლიზმისთთვის დიდი რაოდენობით ცილების მიღება არ არის პანაცეა. ამით შეიძლება არტერიებს სერიოზული ზიანი მივაყენოთ”, — თქვა პიტსბურგის კარდიოლოგიის პროფესორმა და კვლევის თანაავტორმა ბაბაკ რაზანმა.
მკვლევრების თქმით, საკვები უნდა მივიღოთ ზომიერად და ვიზრუნოთ იმაზე, რომ ჩვენი დიეტა იყოს მრავალფეროვანი
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
მეცნიერებაზე, მეცნიერების პროგრესსა და მიღწევებზე დგას თანამედროვე სამყარო – „მიკრობული სამყარო და ადამიანი“
„მიკრობული სამყარო და ადამიანი…“
მეცნიერება ისეთი სფეროა, რომლის მნიშვნელობაც არათუ სკოლის ასაკში, არამედ მოზრდილი მოსახლეობისთვისაც არ არის ბოლომდე გააზრებული.
რად ღირს თუნდაც კოვიდპანდემიის დროს თითქოს, ხელახლა აღმოჩენილი და დემონსტრირებული ჭეშმარიტება იმის შესახებ, რომ სწორედ მეცნიერებაზე, მეცნიერების პროგრესსა და მიღწევებზე დგას თანამედროვე სამყარო…
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
ნიკოლოზ კახიანი „კეთილი ჯადოქარი“ – ასე მოიხსენიებდნენ დიდ ქართველ ქირურგს
ნიკოლოზ კახიანი – 140!…
„კეთილი ჯადოქარი“, ასე მოიხსენიებდნენ თანამედროვეები დიდ ქართველ ქირურგს, საქართველოში უმაღლესი სამედიცინო განათლების პიონერს, ტოპოგრაფიული ანატომიისა და კლინიკური ქირურგიის ერთ-ერთ დამფუძნებელს ნიკოლოზ კახიანს!
მიუხედავად ხანმოკლე სიცოცხლისა, მან მოასწრო და მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ქართული მედიცინის ისტორიაში…
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #shenipulsi
„სათავეს იღებს საჭმლის მომნებელი სისტემიდან, არასწორი კვებიდან…“ – ადამიანი-მთლიანი ორგანიზმი
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
სიახლე – იგეგმება ჯანსაღი ცხოვრების წესის ინტეგრირება პენიტენციურ დაწესებულებებში
იგეგმება ჯანსაღი ცხოვრების წესის ინტეგრირება პენიტენციურ დაწესებულებებში, რაც მნიშვნელოვანია პატიმრების რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციისათვის. მსგავსი პროექტი უკვე განხორციელდა ქალთა მე-5 დაწესებულებაში, რომლის ინიციატორი იყო პირველი ფიტნეს აკადემია.
სამომავლოდ ასევე იგეგმება ამ პროექტის განხორციელება ევროპულ ფიტნეს აკადემიასთან ერთად.
პროექტის მიზანი იქნება, ჩაატაროს სწავლება ფიტნესის მიმართულებით პენიტენციურ დაწესებულებებში როგორც მომზადების, ასევე გადამზადების პროგრამის კუთხით, ეს მისცემს შესაძლებლობას მსჯავდებულებს, აითვისონ ახალი პროფესია და მიიღონ განათლების სამინისტროს მიერ აღიარებული და საერთაშორისო სერტიფიკატი, მათ საშუალება ექნებათ, დასაქმდნენ ევროპაში.
ეს პროექტი 9 თვის განმავლობაში გაგრძელდა, მას ძალიან კარგი შედეგი და გამოხმაურება ჰქონდა.
- იგეგმება ჯანსაღი ცხოვრების წესის ინტეგრირება პენიტენციურ დაწესებულებებში, რაც მნიშვნელოვანია პატიმრების რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციისათვის. მსგავსი პროექტი უკვე ჩატარდა ქალთა მე-5 დაწესებულებაში, რომლის ინიციატორი და განმახორციელებელი იყო პირველი ფიტნეს აკადემია. სამომავლოდ ასევე იგეგმება ამ პროექტის განხორციელება ევროპულ ფიტნეს აკადემიასთან ერთად.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
#აქტიური #აქტიურისხეულიაქტიურიგონება #activebodyactivemind










