#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
არის თუ არა კავშირი ლიმფური კვანძის გადიდებასა და სისხლის კიბოს შორის…
შესაძლებელია ღვიძლის ისეთი დაავადებების გამოვლენა, როგორიცაა ჰეპატიტი, ჰემოქრომატოზი და ვილსონის ავადმყოფობა, რომლებიც მიახლოებით თანაბრად აზიანებს ღვიძლის ყველა არეს
გამოსახულებითი კვლევები
ულტრაბგერა გამოიყენება ღვიძლის, ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე სადინარების გამოსახულების მისაღებად. ტრანსაბდომინალური ულტრაბგერა ინფორმაციულია სტრუქტურული პათოლოგიების არსებობაზე ეჭვის (მაგალითად, ციროზი – ღვიძლის დანაწიბურება, ღვიძლში ცხიმის ჭარბად დაგროვება) დასადასტურებლად. ეს ყველაზე იაფი და სწრაფი მეთოდია ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე სადინარების გამოსახულების მისაღებად.
ულტრაბგერის საშუალებით ექიმს შეუძლია აღმოაჩინოს ნაღვლის ბუშტის კენჭები. მუცლის ღრუს ულტრაბგერითი გამოკვლევის მეშვეობით შეიძლება სანაღვლე სადინარის დახშობით გამოწვეული სიყვითლე (კანისა და თვალის თეთრი ნაწილის მოყვითალოდ შეფერვა) განვასხვაოთ ღვიძლის უჯრედების ფუნქციური უკმარისობით გამოწვეული სიყვითლისგან; სახელდობრ, თუ ულტრაბგერა გამოავლენს სადინარების გაფართოებას, სიყვითლის მიზეზად სადინარის დახშობა უნდა ჩაითვალოს. ულტრაბგერა გამოიყენება ღვიძლში ნემსის ზუსტად შესაყვანად ქსოვილის ნიმუშის მისაღებად ღვიძლის ბიოფსიის დროს. ულტრაბგერის ერთ-ერთი სახე, დოპლეროგრაფია, გამოიყენება ღვიძლში სისხლის მიმოქცევის შესასწავლად. დოპლერით გამოკვლევისას შეიძლება ღვიძლის არტერიებისა და ვენების დახშობის აღმოჩენა, განსაკუთრებით კარის ვენისა, რომელიც ნაწლავიდან ღვიძლისკენ სისხლის დინებას უზრუნველყოფს. დოპლერის მეშვეობით შეიძლება დადგინდეს წნევის მომატება კარის ვენაში. ენდოსკოპიური ულტრაბგერითი გამოკვლევისას გამოიყენება ენდოსკოპის თავზე მოთავსებული უმცირესი ზომის ზონდი, რომელიც პირიდან შეიყვანება კუჭში და წვრილი ნაწლავის პირველ სეგმენტში (თორმეტგოჯა ნაწლავი), რაც აახლოებს ზონდს ღვიძლთან და მის გარშემო მდებარე ორგანოებთან.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
E ჰეპატიტი: სიმპტომები, მიზეზები და მკურნალობა
ჰეპატიტი E არის ღვიძლის დაავადება, რომელიც გამოწვეულია HEV-ით, რომელიც, A ჰეპატიტის ეტიოლოგიური აგენტის მსგავსად, ძირითადად გადადის ფეკო-ორალური გზით, ანუ ინფიცირებული განავლით დაბინძურებული წყლისა და საკვების მოხმარებით. მსოფლიოში ყოველწლიურად ჰეპატიტი Е-ს 20 მლნ შემთხვევა ფიქსირდება.
სიმპტომები
- ვირუსული E ჰეპატიტი, უმეტეს შემთხვევაში, თვითშეზღუდვაა და სიმპტომები რამდენიმე კვირაში რეგრესირდება.
- მხოლოდ ზოგიერთ იშვიათ შემთხვევებში ინფექცია იწვევს ღვიძლის მძიმე დაზიანებას.
- 2-9 კვირის უსიმპტომო ინკუბაციური პერიოდის შემდეგ შეიძლება განვითარდეს მუცლის ტკივილი, დაღლილობა, გულისრევა, ღებინება, ცხელება და ზოგადი სისუსტე.
- შემდგომში ჩნდება სიყვითლე.
- შარდის გამუქება;
- თვალის კაკლების გაყვითლება, ენის, კანის დახეთქვა;
- კანის ზედაპირზე სილურჯეების და სისხლჩაქცევების გაჩენა;
- კალას გაუფერულება;
- სისხლის წნევის დაცემა.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
როცა პოლისი პოლიტიკაზე მეტია…
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
საქართველო-ემორის სამეცნიერო კვლევითი პროგრამა
ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში, რომელიც საქართველო-ემორის სამეცნიერო კვლევით პროგრამას ეხებოდა
დღეს აქ შეიკრიბნენ ემორის უნივერსიტეტიდან პარტნიორები, კოლეგები, შვეიცარიის ტროპიკული მედიცინის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტის ლიდერები.
„არაერთი კვლევა გვიწარმოებია ერთობლივად…“
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
ადამიანი – მთლიანი ორგანიზმი… – მედიკოსთა შეხვედრა გაიმართა
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
რით ვიმოსებით? – არანაკლებ მნიშვნელოვანია საკვებზე, სასმელზე, ჰაერზე…
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
ექიმების განცხადებით, ისინი პირველები იყვნენ, ვინც დაინტერესდნენ მათი მდგომარეობით და მათი წინადადება გაითვალისწინეს
რესპუბლიკურ საავადმყოფოს ეზოში ექიმები შეიკრიბნენ, რომლებმაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერსა და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივანს მამუკა მდინარაძეს მადლობა გადაუხადეს. ექიმების განცხადებით, ისინი პირველები იყვნენ, ვინც დაინტერესდნენ მათი მდგომარეობით და მათი წინადადება გაითვალისწინეს.
„პრემიერმა ძალიან გულისყურით მოისმინა, ჩაერთო, გადაამოწმა სხვადასხვა საკითხი. გამოსავლით ძალიან დაინტერესდა. მიხარია, რომ ასეთი პრემიერი გვყავს, რომელსაც შეუძლია ასე ყოველგვარი თანამდებობის შეფერების, ქედმაღლობის გარეშე გაესაუბროს თავის მოსახლეობას. მადლობას ვუხდით პრემიერს, მთლიანად მთავრობას. მამუკა მდინარაძემ განსაკუთრებული როლი ითამაშა. მამუკა მდინარაძე ჩვენს ლობისტად გადაიქცა და დიდი მადლობა მას“, – განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს ქირურგმა მალხაზ გოგუამ.
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით რესპუბლიკური საავადმყოფოს რეორგანიზაცია შეწყდა. ირაკლი კობახიძემ ჯანდაცვის მინისტრს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დაავალა, მოკლე დროში წარადგინოს ახალი კონცეფცია, რომელიც წელსვე ახალი შენობის მშენებლობის დაწყებას გულისხმობს.
ირაკლი კობახიძე და მამუკა მდინარაძე კლინიკის თანამშრომლებს შაბათს შეხვდნენ.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებს შეხვდნენ. მედპერსონალის განცხადებით, შეხვედრა პროდუქტიული იყო, პრემიერმა მოისმინა არგუმენტები, დასვა კითხვები, კონსულტაციები კი ხვალ გაგრძელდება.
დღეს კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიღებულა, ხვალ 16:00 საათზე უკვე ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს მოუსმენენ.
„ყველა მტკივნეული საკითხი, რაც გვაწუხებდა და რისი თქმაც გვინდოდა, რა არგუმენტებიც გვქონდა, ყველამ აბსოლუტურად დაუფარავად მოვახსენეთ. ძალიან კმაყოფილები ვართ, იმიტომ რომ პრემიერ-მინისტრმა პირველი პირიდან გაიგო საწუხარი. ჩვენ ვუთხარით, რომ სანამ დემონტაჟი გადაწყდება, სანამ პროექტები და საქმიანი წინადადებები წამოვა, მანამდე შეჩერდეს ბრძანება რესპუბლიკური საავადმყოფოს რეორგანიზაციის შესახებ“, – განაცხადა ექიმმა, ნინო ოთარიშვილმა.
„ძალიან ყურადღებით გვისმენდა, შეკითხვებსაც სვამდა. მე ვთვლი, რომ ის, რისი გაგებაც უნდოდა, ყველაფერი გაიგო. რა თქმა უნდა, ერთი შეხვედრის შემდეგ მაშინვე გადაწყვეტილებას ვერ გამოაცხადებდა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ გადაწყვეტილება იქნება ქვეყნისთვის და ყველასთვის სასიკეთო“, – აღნიშნა ექიმმა, მალხაზ გოგუამ.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
ვის შეიძლება ჩაუტარდეს იმუნოთერაპია…
უკვე ერთ საუკუნეზე მეტია, რაც მეცნიერთა ყურადღება მიიქცია ორგანიზმის იმუნური სისტემის უნარმა, ებრძოლოს და დაამარცხოს სხვადასხვა დაავადების გამომწვევი. იმუნოლოგიის პრაქტიკულმა გამოყენებამ ონკოლოგიაში მედიცინის ახალი დარგი, იმუნოონკოლოგია შექმნა. ბოლო ათწლეულების მეცნიერული და ფარმაცევტული ტექნოლოგიების ერთობლივმა მიღწევებმა კიბოს მკურნალობაში, ხელმისაწვდომი გახადა აქამდე არსებულისაგან სრულიად განსხვავებული პრეპარატები.
კიბოს იმუნოთერაპიის პრინციპია, იმოქმედოს ადამიანის იმუნურ სისტემაზე ისე, რომ გააძლიეროს მისი უნარი კიბოს უჯრედის დასამარცხებლად. კლინიკა “კონსილიუმ მედულა” საქართველოში იმუნოთერაპიის, როგორც კიბოს სტანდარტული მკურნალობის დანერგვის პროცესის აქტიური მონაწილეა. ამის საფუძველს იძლევა საერთაშორისო კლინიკურ კვლევებში კლინიკის აქტიური მონაწილეობა 2004 წლიდან და უკვე იმუნოთერაპიაში გამოცდილი კლინიკური ონკოლოგების ძალისხმევა. კლინიკაში ჩატარებულ საერთაშორისო კვლევებში გამოყენებული რამდენიმე იმუნოპრეპარატი უკვე მთელს მსოფლიოშია აღიარებული და დაშვებულია სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ.
კლინიკა “კონსილიუმ მედულაში” ძუძუს, ფილტვის, თირკმლისა და ღვიძლის კიბოს სამკურნალოდ წარმატებით გამოიყენება იმუნოთერაპიული მედიკამენტები სახელმწიფო პროგრამის თანადაფინანსებით. კლინიკაში მუდმივად მიმდინარე კლინიკურ კვლევებში ჩართულ ონკოლოგიურ პაციენტებს გამოკვლევები და იმუნოპრეპარატებით მკურნალობა უფასოდ უტარდებათ.
თუ თქვენ გაინტერესებთ, რამდენად შესაძლებელია იმუნოთერაპიის გამოყენება თქვენს შემთხვევაში, დაგვიკავშირდით, ჩვენი კლინიკური ონკოლოგები გაგიწევენ კვალიფიციურ კონსულტაციას.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
სტრაბიზმი (სიელმე)მიზეზები, მკურნალობა და რეაბილიტაცია – კლინიკა ინოვა
სტრაბიზმი, მას ხშირად ასევე მოიხსენიებენ როგორც სიელმეს, არის ანომალია, როდესაც შეუძლებელია ორივე თვალის ერთდროული ფიქსაცია მხედველობის ობიექტზე. ის შეიძლება შეგვხვდეს ნებისმიერ ასაკში, მაგრამ უპირატესად ვლინდება ადრეული ბავშვობის პერიოდში.
მიზეზები და გავრცელება
სტრაბიზმი შეიძლება სხვადასხვა მიზეზით ჩამოყალიბდეს. მათ შორისაა ისეთი ფაქტორები, როგორიცაა გენეტიკა, თვალის ექსტრაოკულარული კუნთების დარღვევები, ნევროლოგიური პათოლოგიები, ამბლიოპია, ან სხვა რეფრაქციული ანომალიები (მიოპია, ჰიპერმეტროპია, ასტიგმატიზმი). არის შემთხვევები, როდესაც სტრაბიზმი ვლინდება ამ ფაქტორთა კომბინაციით.
ასაკობრივი ჯგუფები
სტრაბიზმმა შეიძლება გავლენა იქონიოს ყველა ასაკის ადამიანზე, მაგრამ ყველაზე ხშირად ის დიაგნოსტირდება ადრეული ბავშვობის პერიოდში. კვლევებმა აჩვენა, რომ ექვს წლამდე ასაკის ბავშვების დაახლოებით 4%-ს აღენიშნება გარკვეული ხარისხის სტრაბიზმი. თუმცა, სხვადასხვა ფაქტორების გამო ის ასევე შეიძლება განვითარდეს მოგვიანებით ცხოვრებაში.
ადრეული ჩარევა გადამწყვეტია სტრაბიზმის ეფექტურად მართვისთვის. მკურნალობის ვარიანტები შეიძლება განსხვავდებოდეს მდგომარეობის სიმძიმისა და მისი გამომწვევი მიზეზების მიხედვით. მსუბუქ შემთხვევებში, შეიძლება დაინიშნოს მაკორექტირებელი ლინზები, ან სათვალე თვალის კოორდინაციისა და გასწორების გასაუმჯობესებლად. თუმცა, უფრო მძიმე შემთხვევებში, ან როდესაც კონსერვატიული მიდგომა ვერ იძლევა სასურველ შედეგს და სათვალეშიც რჩება სიელმის კუთხე, საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევა.
ქირურგიული ჩარევა მოიცავს თვალის მამოძრავებელ კუნთებზე მანიპულაცებს. საჭიროებისამებრ კუნთების დაჭიმულობის ცვლილებას, მოკლე კუნთის დაგრძელებას (რეცესია), გრძელის დამოკლებას (რეზექცია) და მათ კომბინაციას.
პოსტოპერაციულად პაციენტს რამდენიმე დღე აღენიშნება კონიუნქტივალური სისხლჩაქცევა და მცირე შეშუპება, რომელიც ბუნებრივია. ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაცია მოიცავს თვალის ჰიგიენის დაცვას, რამდენიმე კვირით საცურაო აუზისგან თავის შეკავებას. ამ დროს მთავარია არასასურველი ინფექციის თავიდან არიდება, სხვა მხრივ პაციენტი მეორე დღესვე უბრუნდება ჩვეულ ცხოვრების წესს.
ზაზა ხოტენაშვილი ოფთალმოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი
კონსულტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით
0322 232 232
მისამართი: ზ. ანჯაფარიძის II შესახვევი #6
(ყოფილი სანდრო ეულის ქუჩა)
კლინიკა Innova Medical Center ჩართულია აკრედიტაცია კანადას საერთაშორისო სამედიცინო აკრედიტაციის პროგრამაში.









