სამშაბათი, მაისი 12, 2026

როცა საკვები დანამატი ჯანმრთელობის დანაკლისის ტოლფასია – “იწვევს ტვინის კიბოს…“

როცა საკვები დანამატი ჯანმრთელობის დანაკლისის ტოლფასია…
„ასპარტამი იწვევს ტვინის კიბოს.
ძალიან ბევრი მეცადინეობა დაგვჭირდა, რომ საქარინი ამოღებული ყოფილიყო ლიმონათებიდან.
მთელ რიგში ქვეყნებში აკრძალულია მათი გამოყენება…“
ნახეთ, აკადემიკოს რამაზ გახოკიძის საავტორო პროექტი:

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

კვლევა – დიდი რაოდენობით ცილის მიღება არტერიებზე ცუდად მოქმედებს

ახალი კვლევით დადგინდა, რომ დიდი რაოდენობით ცილის მიღება არტერიებზე ცუდად მოქმედებს. კვლევა Nature Metabolism-ში გამოქვეყნდა.

ამ დასკვნამდე პიტსბურგის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის მკვლევრები მივიდნენ. მათ იმ ადამიანების მონაცემები გააანალიზეს, რომლებიც ბევრ ცილას მოიხმარენ.

იმ შემთხვევაში, თუ თვქენი ყოველდღიური კალორიებიდან 22%-ზე მეტი ცილაა, ამან შეიძლება მაკროფაგების გაააქტიურება გამოიწვიოს. ეს იმუნური უჯრედების ტიპია, რომელიც არტერიებში ქოლესტერინისა და ცხიმის დაგროვებას იწვევს.

ეს ათეროსკლეროზის რისკებს ზრდის, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულის შეტევა და ინსულტი.

მკვლევრებმა ასევე დაადგინეს, რომ კონკრეტული ამინომჟავა, ლეიცინი, ათეროსკლეროზის ერთ-ერთი მთავარი აქტივატორია.

„კვლევამ აჩვენა, რომ უკეთესი მეტაბოლიზმისთთვის დიდი რაოდენობით ცილების მიღება არ არის პანაცეა. ამით შეიძლება არტერიებს სერიოზული ზიანი მივაყენოთ”, — თქვა პიტსბურგის კარდიოლოგიის პროფესორმა და კვლევის თანაავტორმა ბაბაკ რაზანმა.

მკვლევრების თქმით, საკვები უნდა მივიღოთ ზომიერად და ვიზრუნოთ იმაზე, რომ ჩვენი დიეტა იყოს მრავალფეროვანი

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

მეცნიერებაზე, მეცნიერების პროგრესსა და მიღწევებზე დგას თანამედროვე სამყარო – „მიკრობული სამყარო და ადამიანი“

„მიკრობული სამყარო და ადამიანი…“

მეცნიერება ისეთი სფეროა, რომლის მნიშვნელობაც არათუ სკოლის ასაკში, არამედ მოზრდილი მოსახლეობისთვისაც არ არის ბოლომდე გააზრებული.

რად ღირს თუნდაც კოვიდპანდემიის დროს თითქოს, ხელახლა აღმოჩენილი და დემონსტრირებული ჭეშმარიტება იმის შესახებ, რომ სწორედ მეცნიერებაზე, მეცნიერების პროგრესსა და მიღწევებზე დგას თანამედროვე სამყარო…

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

ნიკოლოზ კახიანი „კეთილი ჯადოქარი“ – ასე მოიხსენიებდნენ დიდ ქართველ ქირურგს

ნიკოლოზ კახიანი – 140!…
„კეთილი ჯადოქარი“, ასე მოიხსენიებდნენ თანამედროვეები დიდ ქართველ ქირურგს, საქართველოში უმაღლესი სამედიცინო განათლების პიონერს, ტოპოგრაფიული ანატომიისა და კლინიკური ქირურგიის ერთ-ერთ დამფუძნებელს ნიკოლოზ კახიანს!
მიუხედავად ხანმოკლე სიცოცხლისა, მან მოასწრო და მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ქართული მედიცინის ისტორიაში…

#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #shenipulsi

„სათავეს იღებს საჭმლის მომნებელი სისტემიდან, არასწორი კვებიდან…“ – ადამიანი-მთლიანი ორგანიზმი

ადამიანი – მთლიანი ორგანიზმი…
„ძალიან ბევრი პრობლემა, მათ შორის, კარდიოლოგიური და არა მარტო კარდიოლოგიური, სათავეს იღებს საჭმლის მომნებელი სისტემიდან, არასწორი კვებიდან…“

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

სიახლე – იგეგმება ჯანსაღი ცხოვრების წესის ინტეგრირება პენიტენციურ დაწესებულებებში

იგეგმება ჯანსაღი ცხოვრების წესის ინტეგრირება პენიტენციურ დაწესებულებებში, რაც მნიშვნელოვანია პატიმრების რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციისათვის. მსგავსი პროექტი უკვე განხორციელდა ქალთა მე-5 დაწესებულებაში, რომლის ინიციატორი იყო პირველი ფიტნეს აკადემია.

სამომავლოდ ასევე იგეგმება ამ პროექტის განხორციელება ევროპულ ფიტნეს აკადემიასთან ერთად.

პროექტის მიზანი იქნება, ჩაატაროს სწავლება ფიტნესის მიმართულებით პენიტენციურ დაწესებულებებში როგორც მომზადების, ასევე გადამზადების პროგრამის კუთხით, ეს მისცემს შესაძლებლობას მსჯავდებულებს, აითვისონ ახალი პროფესია და მიიღონ განათლების სამინისტროს მიერ აღიარებული და საერთაშორისო სერტიფიკატი, მათ საშუალება ექნებათ, დასაქმდნენ ევროპაში.

ეს პროექტი 9 თვის განმავლობაში გაგრძელდა, მას ძალიან კარგი შედეგი და გამოხმაურება ჰქონდა.

  • იგეგმება ჯანსაღი ცხოვრების წესის ინტეგრირება პენიტენციურ დაწესებულებებში, რაც მნიშვნელოვანია პატიმრების რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციისათვის. მსგავსი პროექტი უკვე ჩატარდა ქალთა მე-5 დაწესებულებაში, რომლის ინიციატორი და განმახორციელებელი იყო პირველი ფიტნეს აკადემია. სამომავლოდ ასევე იგეგმება ამ პროექტის განხორციელება ევროპულ ფიტნეს აკადემიასთან ერთად.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

#აქტიური #აქტიურისხეულიაქტიურიგონება #activebodyactivemind

ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა მიგრანტებისთვის

ჯანმო-ს გლობალური კომპეტენციის სტანდარტები ლტოლვილთა და მიგრანტთა ჯანდაცვის სერვისებისთვის – ჯანდაცვის მუშახელის გაძლიერება მიგრანტებისთვის ხარისხიანი ჯანდაცვის სერვისების უზრუნველსაყოფად.

ეს ინიციატივა მიზნად ისახავს ჯანდაცვის კადრების გაძლიერებას, რათა უზრუნველყოფილი იყოს ლტოლვილებისა და მიგრანტებისთვის ხარისხიანი ჯანდაცვის სერვისები, მათ წინაშე არსებული უნიკალური გამოწვევების გაცნობიერებით. ამ სტანდარტების განსახილველად ცოტა ხნის წინ აბუჯაში, ნიგერიაში,  გაიმართა საინფორმაციო-ტექნიკური შეხვედრა, რაც გადამწყვეტი ნაბიჯია გლობალურ დონეზე კომპეტენციის სტანდარტების დანერგვაში.

შეხვედრამ შეკრიბა დაინტერესებული მხარეების მრავალფეროვანი ჯგუფი, მათ შორის ფედერალური და სახელმწიფო ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები. ეს ერთობლივი ძალისხმევა ხაზს უსვამს მრავალმხრივი მიდგომის მნიშვნელობას ლტოლვილთა და მიგრანტთა ჯანმრთელობის საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით, რაც უზრუნველყოფს პოლიტიკისა და პრაქტიკის ინკლუზიურობასა და ეფექტურობას.

სემინარი ჩატარდა ნიგერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ფედერალური სამინისტროს პატრონაჟით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანამშრომლობით, რაც ხაზს უსვამს ნიგერიის მთავრობის ვალდებულებას მოწყვლადი მოსახლეობისთვის ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად. სემინარი მიყავდა პროფესორ გიორგი ფხაკაძეს, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს ასეთი დისკუსიების წარმართვისა და მისაღები შედეგების მიღებისა.

მიწვეული სტუმარი იყო საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი გიორგი ფხაკაძე.

პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ ხელი შეუწყო ვორქშოპს, რომელმაც თავისი გამოცდილება გაუზიარა დისკუსიებისა და შეხვედრის შედეგების წარმართვის მიზნით. იმის გამო, რომ მსოფლიო აგრძელებს გადაადგილების უპრეცედენტო დონეს, მსგავსი ინიციატივები გადამწყვეტია იმისთვის, რომ ლტოლვილებსა და მიგრანტებს ჰქონდეთ წვდომა მათთვის საჭირო ჯანდაცვის სერვისებზე.
ჯანმო-ს, ნიგერიის მთავრობასა და სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის აბუჯას შეხვედრაზე თანამშრომლობა ქმნის პოზიტიურ პრეცედენტს საერთაშორისო თანამშრომლობისთვის ჯანდაცვის სერვისების მიწოდებაში საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი ჯგუფისთვის.

გიორგი ფხაკაძემ ისაუბრა ჯანდაცვისა და სოციალური ჯანმრთელობის მუშაკებისთვის ცოდნის გაზიარებაზე,  რაც საჭიროა მიგრანტებისა და ლტოლვილების დასახმარებლად სამედიცინო მომსახურების გაწევისთვის.

ეს შეხვედრა აბუჯაში წარმოადგენს ფუნდამენტურ ნაბიჯს ჯანმო-ს გლობალური კომპეტენციის სტანდარტების დანერგვისკენ ლტოლვილთა და მიგრანტთა ჯანმრთელობის სერვისებისთვის. ჯანდაცვის მუშაკთა კომპეტენციების გაზრდით, ინიციატივა მიზნად ისახავს არა მხოლოდ გააუმჯობესოს ლტოლვილებისა და მიგრანტებისთვის ხელმისაწვდომი ჯანდაცვის სერვისების ხარისხი, არამედ უზრუნველყოს, რომ ეს სერვისები იყოს თანაბარი და პატივი სცეს მათ უფლებებსა და ღირსებებს.

იმის გამო, რომ მსოფლიოში დღემდე მოსახლეობის უპრეცენდენტო გადაადგილება ხდება, მსგავსი ინიციატივები გადამწყვეტია იმისთვის, რომ ლტოლვილებსა და მიგრანტებს ჰქონდეთ წვდომა მათთვის საჭირო ჯანდაცვის სერვისებზე. ჯანმო-ს, ნიგერიის მთავრობასა და სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის აბუჯას შეხვედრაზე თანამშრომლობა ქმნის პოზიტიურ პრეცედენტს საერთაშორისო თანამშრომლობისთვის ჯანდაცვის სერვისების მიწოდებაში საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი ჯგუფისთვის.

#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

მოწევა ადამიანის იმუნურ სისტემასაც კი ცვლის…

პასტერის ინსტიტუტის მეცნიერთა ჯგუფმა ჩაატარა კვლევა. ახალი კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.

კვლევის თანახმად, თამბაქოს მოწევა იმდენად საზიანოა ორგანიზმისთვის, რომ ადამიანის იმუნურ სისტემასაც კი ცვლის, რის შედეგადაც ისინი დაავადებებისა და ინფექციების მიმართ დაუცველნი მოწევის შეწყვეტიდან წლების შემდეგაც რჩებიან.
მწეველებს აფრთხილებენ, რომ მოწევის მავნე ჩვევამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული პრობლემები, – ფილტვის კიბო, გულის შეტევა ან ინსულტი.

„კვლევამ აჩვენა, როგორ ამცირებს მოწევა ორგანიზმის უნარს, მყისიერად და დროთა განმავლობაში ებრძოლოს ინფექციას, ასევე შეიძლება მწეველი დადგეს ისეთი ქრონიკული დაავადებების რისკის ქვეშ, როგორიცაა ანთება, რევმატოიდული ართრიტი და ლუპუსი (მჭამელა).
მოწევას აქვს გრძელვადიანი ეპიგენეტიკური გავლენა იმუნური სისტემის დაცვის ორ ძირითად ფორმაზე: თანდაყოლილ რეაქციასა და ადაპტაციურ რეაქციაზე. გავლენა თანდაყოლილ რეაქციაზე სწრაფად ქრება, როდესაც ადამიანი წყვეტს მოწევას, მაგრამ ეფექტი ადაპტაციურ რეაქციაზე ნარჩუნდება მას შემდეგაც, რაც ისინი მოწევას წყვეტენ.
„ჩვენი კვლევის მთავარი აღმოჩენა არის ის, რომ მოწევას აქვს როგორც მოკლევადიანი,  ასევე გრძელვადიანი გავლენა ადაპტაციურ იმუნიტეტზე, რომელიც დაკავშირებულია B უჯრედებთან, ასევე მარეგულირებელ T უჯრედებთან და ეპიგენეტიკურ ცვლილებებთან“, – აცხადებენ კვლევის ავტორები.
როდესაც კვლევაში მონაწილე ადამიანებმა მოწევას თავი დაანებეს, მათი იმუნური პასუხი გაუმჯობესდა ერთ დონეზე, მაგრამ ბოლომდე წლების განმავლობაში არ გაჯანსაღდა.
„კვლევის მთავარი გზავნილი არის ის, (განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის), რომ, არსებობს მნიშვნელოვანი ინტერესი გრძელვადიანი იმუნიტეტისთვის – არასოდეს დაიწყოთ მოწევა“, – აცხადებენ კვლევის ავტორები.

წყარო : CNN

ქმნან ისეთ საყელოს, რომელიც კატებს ადამიანებთან კომუნიკაციის საშუალებას მისცემს

უკრაინული კომპანია ქმნის საყელოს, რომელიც კატებს ადამიანებთან კომუნიკაციის საშუალებას მისცემს. 

სპეციალურმა საყელომ კატის მიერ წარმოქმნილ ბგერებს ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით ადამიანისთვის გასაგები ფორმა უნდა მისცეს.

სტარტაპერების თქმით, პროდუქტის პირველი პროტოტიპი საზოგადოების წინაშე მიმდინარე თვეს უნდა წარდგეს.

#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights